ja_ja 
უბრალოდ ამას ერთხელ ააწყობს კაცი და ვსიო

უმარტივესია

, თორემ ქრონი კი იცი, მაქვს და მშვენივრად ასრულებს თავის საქმეს.
ამითი თან გაერთობა ადამიანი

.
ციტატა(giorgi @ 13th December 2010 - 09:40 PM)

გამარკვიეთ რა ხდება აქ
დენის წრარო გასაგებია მერე? ან კიდევ ორი დამოუკიდებელი სქემაა მანდ მემგონი. უფრო ადამიანურ ენაზე იცი ს ვინმემ ამის ახსნა?
არც არაფერი განსაკუთრებული

ნახაზზე არის ორი დამოუკიდებელი უმარტივესი სქემა:
ზედა მხარეს არის ორი ფოტოდიოდი (რომელიც სინათლეზე რეაგირებს) რომლების საერთო მინუსი დაერთებილია ყურსასმენის 1/4 ზომის ჯეკის (შტეკერის) მინუსზე, ხოლო მათი ცალ-ცალკე "+" კი ამავე ჯეკის Left და Right პოლუსებზე (ერთი ცხვირზე და მეორეც შუა ნაწილზე).
მეორე სქემაზე კი არის შუქდიოდები (სვეტადიოდები

) რომლებიც ერთმანეთთან პარალელურად არიან შეერთებულები და წინაღობისა და ჩამრთველის გავლით უერთდებიან კვების წყაროს.
როგორც მიხვდით, მილი გაიხვრიტება თავში და ბოლოში (10ცმ დაშორებით) და ერთი მხრიდან დადგება ფოტოდიოდი, რომელსაც მოპირდაპირე მხრიდან დაანათებს შუქდიოდი, ზუსტად იგივე განმეორდება მილის ბოლოშიც.
როდესაც ტYვია გაივლის, ჯერ ერთ შუქდიოდზე დააბნელებს, მერე მეორეზე... პროგრამა კი დროის ინტერვალს დათვლის და მანძილიც მითითებული იქნება... ესეც სიჩქარე...
ისეთ აზარტში შევედი, რომ ვიფიქრე ყველაფერს გადავდებ და ეხლავე წავეჩალიჩებიმეთქი, მაგრამ ერთი მაუსის მეტი ვერ ვიპოვე სახლში და ისიც ლაზერულია... იმას კი ეს ფოტოდიოდი და სვეტადიოდი მარტო 1 წყვილი აქვს...