Quick ციტატა(Quick @ 27th August 2010 - 08:36 PM)

განბაჟებაა დიდი თავის ტკივილი, თორე 200$ ახლაცაა კარგი ფასი ამ ოპტიკისთვის, ავიღებდი 6-24x56-ს მაგრამ მერე გამომატანენ თუ არა ხზ
არაფერი თავის ტკივილი არაა, ჩამოვა ვთქვათ შოპზილათი, ჩამოართმევენ და გაუშვებენ საბაჟოზე, საბაჟო დადიანის 30-ში გადაიტანს 2-3 დღეში, მიხვალ ეტყვი ჩემიათქო, დაიწყებენ წუწუნს, ისაო ესაო, ეტყვი თქვენ ხომ არ ურიკინებთ იაფიანი უბრალო ოპტიკაა არც ლაზერი არც სითბო და ინფრაწიტელი ხედვა არ აქვსთქო, სპორტული ოპტიკაა ან სანადიროთქო.
კიდევ ერთხელ შეხედავენ, ბოლოს შეადგენენ დეკლარაციას და მოგცემენ ქარალს 2 ან მაქსიმუმ 3 გადასახადით:
1) ღირებულებას დაუმატებენ ჩამომტანის საფასურს, გადაიყვანენ ლარებში და მიღებულიდან გამოთვლიან 18%-ს
2) მოსაკრებელი 11 ლარი
3) მაქსიმუმ მომსახურება ალბათ 5 ლარი, თუმცა მე 3-ჯერ მომიწია მისვლა და არ გადამახდევინეს არაფერი, მხოლოდ პირველი და მეორე გადასახადი შემომაჩეჩეს.
გამოდიხარ მაგ კანტორიდან, მიდიხარ მეტროსკენ და მანდ არის 3 ბანკი, ნებისმიერი ამორჩიე მიდი აჩვენე ესენი მაქვს გადასახადი თქო, გეტყვიან პაჟალუსტათქო, პრიოსტა თითო გადარიცხვაზე დამატებით 1 ლარს დაგახევენ. დაგირტყავენ სპეციალურ ბეჭედს (რაღაც უზრუნველყოფილიაო თუ რაღაც ქაჯობა აწერია ბეჭედზე), მიბრუნდები, მიაჩეჩებ იმ კიკინებიან გოგონას და ისიც 3-4 წუთში ჩაგახუტებს შენს ამანათს.
კარგ შემთხვევაში ყველაფერი მთავრდება 30-40 წუთში, ყველაზე დიდხანს რაც გამეჭიმა იყო 2.5 საათი. ვსიო. აეროპორტში სარბენი არარ არის.