lado ციტატა(lado @ 13th June 2009 - 10:41 PM)

850 დოლარი ძვირი ხო არააა მაგ ტოფისთვის ?
პირამიდს თუ დაუკვეთავ სადღაც გამოდის 500$ პლიუს 240$ თბილისამდე ჩამოტანა. ოღონდ ამ ფასში არ შედის ნასოსი

.
თუ გრიგოლ ხელაძეს დაუკვეთავ წესით უფრო იაფი უნდა გამოვიდეს, მაგრამ რამდენით არ ვიცი.
რაც შეხება მაგ მარადიორს, მოვსდევ ლამის იანვარ-ტებერვლიდან მაგის ანონსებს და ინფოებს. იდეაში შეიძლება ჩაითვალოს რომ იაფად არის მშვენიერი ფიშტო:
1) ამერიკის აწყობა (ჭინური სალფეტკიც არ იქნებაო)
2) რეგულირებადი სასხლეტი
3) 2000-დან 3000PCI-მდე წნევა (2000-ზე სადღაც 30-35 გასროლა, 3000-ზე დამატებით კიდევ საშუალოდ 20 გასროლაო)
4) დამოუკიდებლად გამოკიდებული ლულა, არ ეხება რეზერვუარს და არ განიცდის დეფორმაციას
5) ინტეგრირებული ხმის ჩამხშობი (ვიდეოები ნახე იმ თემაში და მიხვდები მარტო რკინეულობის ხმა ისმის)
6) 10 ტყვიანი ბარაბანი
7) კლასიკური ჩახმახი
ეს მხოლოდ ძირითადი პლიუსებია. მე ვაპირებდი მაისში ყიდვას, მაგრამ აღმოჩნდა რომ მცხოლოდ ამერიკელებისთვის გამოუშვეს 100 სადემონსტრაციო ეგზემპლარი. ჩვეულებრივი ხალხისთვის მაისის ბოლოს იწყებოდა გაყიდვა.
მანამდე გრიგოლს დავუკავშირდი თუ მოახერხებდა ჩამოტანას, მითრა მხოლოდ ამერიკელებისთვის არის ჯერო. ამასობაშI მე და ჯორჯიკიან გრიგოლს დავუკვეთეთ დისკოები, მეგონა მაისის შუარიცხვებში ჩამოვიდოდა და მერე ამ ივნისში დავუკვეთავ მარადიორსაც მეთქი.
დისკომ დაიგვიანა და 3 დღის წინ დავიჭირეთ ხელში, მარადიორიც ცალკე იგვიანებს და ინტერნეტ მაღაზიებში 16-იდან იგეგმება გაყიდვები, ამასობაში მე ჯერ აღმოვაჩინე რომ დისკოზე მაქვს ოხრად საქმე და გადავდე მინიმუმ 2-3 კვირით დაკვეთა, მაგრამ გული მიგრძნობს უფრო დიდიხნით გადავდებ

.
ჩემის აზრით თოფი ღირს, მაგარი შტუკაა, დისკო რომ არ მეთრია ახლა ეკლებზე ვიქნებოდი 16 რიცხვის მოლოდინში, მაგრამ ჯერ დისკონ ნაწილი მოთხოვნები მომიკლა და ცოტა ჯერ დაწყნარებული ვარ

შენ თუ გადაწყვიტავ შეგიძლია დაუკვეთო. თუმცა თუ მაინც თანხის დაგროვებას აპირებ, ჯერ მოიცადე და დაველოდოთ უფრო ფართო მიმოხილვებს. აი მერე უფრო სრულყოფილი სურათი გვექნება რა როგორააა.