დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: პნევმატური იარაღის, სანადირო ტყვიების განხილვა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ტყვიები, ზეთები, საწმენდი საშუალებები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17
Jah
ამ თემის მიზანია, სანადირო, და არა მარტო სანადირო, პნევმატურ ტყვიებზე ინფორმაციის შეგროვება.
ასევე, როგორც დახმარება, დამწყებებისთვის, ტყვიების არცევაში და საერთოდ იარაღის ყალიბის არჩევანში.
ასევე, ბალისტიკური კალკულატორის გამოყენების სახელმძღვანელო.
Jah
1. ყალიბების მრავალფეროვნება

პნევმატური იარაღით ნადირობისას გამოიყენება შემდეგი ყალიბები : 4.5მმ (0.177 დუიმი)
5.5მმ (0,22 დუიმი) , 6.35მმ (0,25 დუიმი) , 9მმ (0.357 დუიმი) , 11.45მმ (0.45 დუიმი) , 12.7მმ (0.5 დუიმი) და ასევე ეგზოტიკური 20მმ..

ჩვეულებრივად გავრცელებულია 4.5-5.5-6.35მმ ყალიბები, იშვიათად 9მმ. პნევმატური იარაღის ყალიბების გავრცელებას აქვს სხვადასხვა მიზეზი.

სანადირო ყალიბის საერთო ლოგიკა - ნადირის ობიექტისთვის საკმარისი გამანადგურებელი ძალა. გამანადგურებელი ძალის მარაგი საჭიროა, გარანტირებული განადგურებისთვის თუნდაც არასაკმარისად ზუსტი გასროლით, რამოდენიმე ფაქტორის გამო (არამტკიცე პოზიცია, ქარი, არაიდეალური იარაღის ჯგუფურობა, ნადირობის ობიექტის მოძრაობა და ა.შ.)

გამანადგურებელი ძალა დამოკიდებულია ტყვიის ექსპანსიურობაზე, ყალიბზე, ტყვიის ენერგიაზე ე.ი. (სიჩქარის და წონის: ენერგია Ej = Mgr * Vm/s /2000)
ასევე გამანადგურებელი ძალა, პირდაპირ არის დამოკიდებული ნატყვიარევი არხის სიფართე და სიღრმეზე.

არსებობს ერთი ფორმულა, კარგად გადამოწმებულია მონადირეების მიერ:
ნადირის წონა = Ej /10; ე.ი. საერთო ენერგიის ყოველი 10 ჯოულზე - ნადირის 1 კილოგრამი. ეს არის დაახლოვებითი საკმარისი სიმძლავრე, უფრო ნაკლები არარეკომენდირებულია, ნადირი შეიძლება მხოლოდ გაიჭრას! სასურველია სიმძლავრის გარკვეული ზედმეტობა.

მაგრამ ზედმეტი სიმძლავრე, პატარა ყალიბებში - ცუდია, ტყვია გუკეთებს გამჭოლ ჭრილობას, გადასცემს ნაკლებ ენერგიას და ნატყვიარევი არხი იქნება ვიწრო. საჭიროა კომპრომისი - მეტი ენერგია - დიდი ყალიბი

მათავარია თავიდან ავაცილოთ ნადირის დაჭრა! ჩემი აზრით უკეთესია ააცილო ვიდრე დაჭრა და დაკარგო ცხოველი. ნადირობისას, ნებისმიერი ტყვიის გარტყმა უნდა იყოს მაქსიმალურად გამანადგურებელი, თუნდაც არასაკმარისად ზეზუსტი.

ტყვიაზე ქარის ზემოქმედება - დამოკიდებულია წონაზე, სიჩქარეზე და საერთოდ ტყვიის ბალისტიკურ კოეფიციენტზე. რაც უსრო მეტია ბ.კ. მით უფრო ნაკლებია ქარის ზემოქმედება ტყვიაზე. ნაკლებად დამოკიდებულია ქარზე მძიმე ტყვიები მაღალი ბ.კ.-თი, დიდ სიჩქარეებზე.

ტყვიის ბალისტიკური კოეფიციენტი - ჰაერის წინააღმდეგობის, ფრენაში ტყვიაზე ზემოქმედების დახასიათება. ეს კოეფიციენტი, გვაჩვენებს ტყვიის შესაძლებლობას გადალახოს ჰაერის დამუხრუჭების ზემოქმედება. რაც უფრო მაღალია ბ.კ., მით უფრო ნაკლებია ჰაერის ტყვიაზე სინააღმდეგობა, აქედან მანძილზე სიჩქარის ნაკლებად დავარდნა, და ნაკლებია ტყვიის ტრაექტორიის დავარდნა.

ტყვიის ფრენის ტრაექტორიის გამოსათვლელად, საჭიროა ვიცოდეთ, კონკრეტული ტყვიის ბალისტიკური კოეფიციენტი (ასევე სამიზნეში შესწორებების, დისტანციაზე შესატანად), მანძილზე ტყვიის სიჩქარის, იმისთვის რომ გამოვთვალოთ მანძილზე ტყვიის ენერგია, "ბალისტიკური კალკულატორი" პროგრამის მეშვეობით.

რეალური, მაქსიმალური მანძილი, პნემატური იარაღით ნადირობისას.
მე ვთვლი რომ, პრაქტიკული ნადირობისთვის, მინიმალური დაჭრებით (შესაბამის ნადირზე) მანძილები არის - 70-80 მეტრი 4.5 ყალიბისთვის, 90-100 მეტრი 5.5 ყალიბისთვის, 120-150 მეტრი 6.35 ყალიბისთვის.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ მანძილებზე ზემოთ, რეალური ნადირობა, შესაძლოა უბრალოდ აცილებები, ნადირის დაჭრა და ა.შ. იმის გამო რომ პნევმატურ ტყვიებს აქვს ძალიან დაბალი ბალისტიკური კოეფიციენტი, ისინი მალე კარგავენ თავის სიჩქარეს, და ძალიან დამოკიდებულია ქარის ზემოქმედებაზე.

თუნდაც ყველაზე საუკეთესო პნევმატური ტყვიების ფრენის ტრაექტორია ვერ აჯობებს მცირე ყალიბიანი .22 LR შაშხანის ტყვიის მახასიათებლებს, განსაკუთრებით 90-100 მეტრის მერე.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ყალიბების გამოყენება:

ყალიბი - 4.5
ტყვიების წონა 0.545გრ. - 0.68გრ.-მდე და 1.03გრ.
პატარა ჩიტებისთვის და ცხოველებისთვის გამოიყენება 4.5 ყალიბი, სიჩქარეებზე 220მ/წ და ზემოთ.
ეს არის рябчик, дрозд; იხვი (სასურველია თავში); რა თქმა უნდა ყვავები, ვირთხები და ა.შ.

-სასურველია ამ ყალიბის მძიმე ტყვიების გამოყენება: ზეზუსტი JSB Exact(0.54გრ., ბ.კ.=0.023)- არაქარიან ამინდში;
- მძიმე ზეზუსტი JSB Heavy(0.67გრ., ბ.კ.=0.0275),
- H&N Baracuda (0.68გრ., ბ.კ.=0.024); СР 10.5გრან(0.68გრ., ბ.კ.=0.025) Crossman-ისგან;
- კორეული Eun Jin(1 გრ.) - კარგია ქარიან ამინდში.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

თუ არის საშუალება ახლო მანძილიდან ნადირობის, შეიძლება გამოვიყენოთ ექსპანსიური ტყვიები (ფართებადია გარტყმისას) მაგალითად Crow Magnum H&N ან JSB Predator. კარგად მუშაობენ ტანზე გარტყმისას, ნახეთ: http://community.livejournal.com/ru_airgun/1744.html#cutid1
მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ექსპანსიური ტყვიები, ჯგუფურია მხოლოდ 25-30 მეტრომდე!
უფრო წინ შესაძლოა აცილება და ცხოველის დაჭრა!
ეცადეთ არ დაჭრათ ნადირი.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Jah
რეზერვი
Jah
რეზერვი2
Jah
რეზერვი3
Jah
რეზერვი4
bazuka
ჩვენს შემთხვევაში აქტუალურია 4.5 და 5.5 ყალიბრები, ამიტომაც მოდით შევჩერდეთ და შევადაროთ პნევმატიკური სამყაროს ეს ორი კონკრეკული წარმომადგენელი.
მაშ ასე დავიწყოთ 4.5-დან. როგორც მოგვეხსენება ეს ზომა არის "სახალხო" ზომა და ტყვიები იშოვნება ნებისმიერ სოფელ-დაბაში, მარა ჩნდება კითხვა: თუ რამდენად მიზანშეწონილია ამ ტყვიების გამოყენება საშუალო და მაღალი კლასის იარაღებზე. ამუ თავად ლულას ან რამე სხვას ხომ არ დააზიანებს (მიზანში გასროლაზე და დანარჩენ მახასიათებლებზე უბრალოდ ნუ შევჩერდებით, ეს ხომ ისედაც გასაგებია).
რამდენად "იშოვება" ჩვენთან ნორმალური ხარისხის 4.5 ტყვია ?
ახლა უშუალოდ შედარება, რატომღაც აქამდე მეგონა, რომ პატარა ზომის ტყვიის ტრაექტორიის რკალი (ჩვენ შემთხვევაში 4.5), უფრო სწორია, ვიდრე დიდი ტყვიის (5.5). მითუმეტეს ეხლა რომ ვუყურებ ზაიტებზე მონაცემებს, ერთიდაიგივე სხვადასხვაყალიბრიანი იარაღის ფასი არის ერთი, ანუ გამომაქვს დასკვნა, რომ ყველაფერი იდენტურია გარდა ლულის დიამეტრისა, ანუ ერთიდაიგივე ძალა გასტყორცნის ტყვიას. მაშინ რანაირად შეიძლება იყოს უფრო დიდი ტყვიის მონაცემები უკეთესი??
ხო კიდევ მთავარი, ჩვენთან იყიდება 5.5 ტყვიები???
parna
არაფერსარუზავს მაგრამ ძალიან აჭუჭყიანებს გაქმენდისას ჭვარტლივით ჭუჭყი გამოდის

სულ მაგ ტყვიებს ვიყენებ მე -_-
bazuka
ეს რა ტყვიაა? და რა იარაღია?? გადაკეთებულია?? რაც მე ეს კატალოგებში ვეძებე მარა sad.gif

Jah
ციტატა(bazuka @ 21st February 2009 - 11:26 AM) *
ამუ თავად ლულას ან რამე სხვას ხომ არ დააზიანებს

ვერ ვხვდები რა განსხვავება უნდა იყოს ლულის ცვეთაზე 4.5 ტყვია გაივლის ლულაში თუ 5.5? თუ კითხვა სწორად ვერ გავიგე?

ციტატა(bazuka @ 21st February 2009 - 11:26 AM) *
რამდენად "იშოვება" ჩვენთან ნორმალური ხარისხის 4.5 ტყვია ?

საერთოდ არ იშოვება. ყოველშემთხვევაში მე არ მინახია... მაინც შეკვეთა მოგიწევს... კი სწორად ასეა smile.gif არა მარტო კარგი და საუკეთესო, არამედ ნორმალური ხარისხისაც ვერ იშოვი თბილისში... თუ რა თქმა უნდა მსოფლიო სტანდარტებით ვიმსჯელებთ.

ციტატა(bazuka @ 21st February 2009 - 11:26 AM) *
რატომღაც აქამდე მეგონა, რომ პატარა ზომის ტყვიის ტრაექტორიის რკალი (ჩვენ შემთხვევაში 4.5), უფრო სწორია, ვიდრე დიდი ტყვიის (5.5). მითუმეტეს ეხლა რომ ვუყურებ ზაიტებზე მონაცემებს, ერთიდაიგივე სხვადასხვაყალიბრიანი იარაღის ფასი არის ერთი, ანუ გამომაქვს დასკვნა, რომ ყველაფერი იდენტურია გარდა ლულის დიამეტრისა, ანუ ერთიდაიგივე ძალა გასტყორცნის ტყვიას. მაშინ რანაირად შეიძლება იყოს უფრო დიდი ტყვიის მონაცემები უკეთესი??

ისევ და ისევ ეს ყველაფერი წერია ზედა პოსტში... იმის მიუხედავად რომ 4.5 ტყვია 5.5-ზე მსუბუქია, და საწყისი, ვიმეორებ საწყისი სიჩქარე აქვს უფრო დიდი ვიდრე 5.5-ს, ის თავისი სიმსუბუქის გამო კარგავს ამ სიჩქარეს ბევრად უფრო სწრაფად ვიდრე 5.5.
რაც უფრო მძიმეა ტყვია, რა თქმა უნდა გარკვეულ ზომებში, მით უფრო მაღალი ბალისტიკური კოეფიციენტი აქვს მას, და მით უფრო დიდ მანძილზე ის შეინარჩუნებს მაღალ სიჩქარეს.

ციტატა(bazuka @ 21st February 2009 - 11:26 AM) *
ხო კიდევ მთავარი, ჩვენთან იყიდება 5.5 ტყვიები???

კი იყიდება. მაგრამ ისეც ნაგავი.
Jah
ციტატა(bazuka @ 21st February 2009 - 12:13 PM) *
ეს რა ტყვიაა? და რა იარაღია?? გადაკეთებულია?? რაც მე ეს კატალოგებში ვეძებე მარა

შაშხანა თვითნაკეთი, ყალიბი კი 6.35 - რაც "გეკოზე" დიდია smile.gif აქედან ეფექტი.
კონკრეტულად ტყვიის მოდელს ვერ გეტყვი მაგრამ ქარხნულია, თვითჩამოსხმული არ არის.
bazuka
ვერ ვხვდები რა განსხვავება უნდა იყოს ლულის ცვეთაზე 4.5 ტყვია გაივლის ლულაში თუ 5.5? თუ კითხვა სწორად ვერ გავიგე?
ეტყობა ვერ ჩამოვაყალიბე კითხვა ნორმალურად.
parna-მ კი გამცა პასუხი, თუმცა დავაზუსტებ კითხვას მაინც
ყალიბრი არაფერშუაშია, მე ჩვენებურ ტყვიაზე ვიკითხე, ანუ ხომ არ დააზიანებს ლულას ან სხვა რამეს??
bazuka
შაშხანა თვითნაკეთი
ბოლოს მეც მაგ დასკვნამდე მივედი, აბა ვერაფერი ვერ მივამსგავსე საერთოდ smile.gif
აი ესეც ძაან მაგარია, თუმცა ეს 25cal რაღაც არ მიზიდავს sad.gif


PS
როგორ დავამატოდ სწორად ვიდეო - VIDEO
ეუფ, გაიხარე, რაც მე ამაზე ვიწვალე :lol:
Jah
ციტატა(bazuka @ 21st February 2009 - 01:34 PM) *
აი ესეც ძაან მაგარია, თუმცა ეს 25cal რაღაც არ მიზიდავს

რატომ? მე აუცილებლად შევიძენ ერთს მაინც ამ ყალიბში...

PS
როგორ დავამატოდ სწორად ვიდეო - VIDEO
bazuka
ამ ტიპის ტყვიებიზე ვინ რაიცით დაწერეთ რაააა
Jah
ეს არის პლასტიკში ჩასმული !ფოლადის! ტყვიები. უძლიერესი გამტარი ძალა აქვთ. მაგრამ ეს მხოლოდ სათამაშოდ რამე ვედროების გახვრეტის პონტში smile.gif იმიტომ რომ უსაშინლესად არაზუსტია smile.gif
თან ღმერთმა არ ქნას, რომ რომელიმე ტყვიას ლულის დატოვბამდე პლასტიკის კემბრიკი ჩაძვრეს - ჩათვალეთ ლულა მკვდარია...
მე არასდროს არ ჩავდებდი ასეთ ტყვიას თუნდაც იაფიან თოფში smile.gif
bazuka
Jah
აჰაა გასაგებია, ვედროების ხვრეტა ჩემი ჰობი ნაღდათ არაა 11.gif
nihontoman
ვედროების ხვრეტასაც თავისი მუღამი ექნება smile.gif
parna
მე მინდა ეგეთი ტყვიები მარა არა ეგეთი ფორმის წვეტიანები უნდა იყოს აგურს რასუზავს ძალიანმაინტერესებს
nihontoman
აგურს უზავს.... 27.gif biggrin.gif
bazuka
parna
ციტატა(parna @ 23rd March 2009 - 11:44 AM) *
წვეტიანები უნდა იყოს აგურს რასუზავს ძალიანმაინტერესებს

ხოოო თან წვეტიანი თან აგურს რომ უქნასს :lol: 1.gif
Jah
ციტატა(bazuka @ 28th March 2009 - 03:48 PM) *
ხოოო თან წვეტიანი თან აგურს რომ უქნასს

biggrin.gif
parna
სადმე არგინახიათ რომ იყიდებოდეს? ცალობით ყიდიდნენხოლმე ადრე ვწირავ ჩემ ვინტოვკას -_- წებოთი ჩავამაგრებ იმ პლასმასში ტყვიას და არმოძვრება
Jah
ციტატა(parna @ 28th March 2009 - 04:21 PM) *
სადმე არგინახიათ რომ იყიდებოდეს? ცალობით ყიდიდნენხოლმე ადრე ვწირავ ჩემ ვინტოვკას წებოთი ჩავამაგრებ იმ პლასმასში ტყვიას და არმოძვრება

თუ გინდა მაგარი გამტანი ტყვია... მოიქეცი ასე smile.gif ჩვეულებრივი ტყვიის კაბაში ჩააწებე 1 რკინის BB smile.gif
რუსები ეძახიან ამას "მგლის ტყვიას" smile.gif მერე შეადარე გამანადგურებელი ძალა, ჩვეულებრივტან smile.gif
parna
ციტატა(Jah @ Mar 28 2009, 01:46 PM) *
თუ გინდა მაგარი გამტანი ტყვია... მოიქეცი ასე smile.gif ჩვეულებრივი ტყვიის კაბაში ჩააწებე 1 რკინის BB smile.gif
რუსები ეძახიან ამას "მგლის ტყვიას" smile.gif მერე შეადარე გამანადგურებელი ძალა, ჩვეულებრივტან smile.gif



ოკ ახლავე ვიზავ :lol:
geojorjika
parna
რეზულტატის დადება არ დაგავიწყდეს smile.gif , სამიზნედ შეგიძლია გამოიყენო........ მაგ: მოსკვიჩის კარები smile.gif
Jah
მე მაპატიეთ... სილ გამოვშტერდი smile.gif BB კარგად ეტევა მხოლოდ 5.5-ში... 4.5-ში წესიერად ვერ ცააწებებ...
მანდ საჭიროა შესაბამისი, სანადირო საფანტის ბურთულა...
parna
ციტატა(Jah @ Mar 28 2009, 02:57 PM) *
მე მაპატიეთ... სილ გამოვშტერდი smile.gif BB კარგად ეტევა მხოლოდ 5.5-ში... 4.5-ში წესიერად ვერ ცააწებებ...
მანდ საჭიროა შესაბამისი, სანადირო საფანტის ბურთულა...



ჩავატიე მარა 60 % გარეთ დარჩა :lol: wink.gif


უფრო კონცენტრირებული იყო დარტყმა მაგრამ მე მეტი მინდა :unsure: ამ შარიკის ადგილას რომ ყოფილიყო წვეტი 100% გახვრიტავდა ამ დაწყევლილ მაცივარს :rolleyes:
GIGA
მოგესალმებით !!! smile.gif

ხო არ იცი
geojorjika
ციტატა(bidza @ Jun 17 2009, 09:31 PM) *
მოგესალმებით !!! smile.gif

ხო არ იცი


ბევრი ვიცით ბევრიც არა, შენ რა გაინტერესებს კონკრეტულად? biggrin.gif biggrin.gif
GIGA
მოგესალმებით !!! smile.gif

ხო არ იცით სად შეიძლება საქართველოში მძიმე ტყვიების შეძენა 4.5 კალიბრზე
pyramydair _ზე ესენი შევარჩიე მაგრამ არ ვიცი როგორ გამოვაგზავნინო ჩვეულებრივად add to cart იდან რო ვაძლევ რაღაც უაზრო ფასს მიგდებს (100$ მდე)


http://www.pyramydair.com/s/p/Eun_Jin_177_..._Nose_220ct/284


ხო ერთი კითხვა მაქვს კიდევ რაც უფრო მძიმეა ხო ურო მეტ სიჩქარეს გაუძლებს სროლისას ტრაექტორია რო არ დაკარგოს???

წინა პოსტი შემთხვევით გამოვაქვეყნე ადმინ წაშალე რა smile.gif biggrin.gif
geojorjika
bidza

მდაა , პირველ რიგში ეგენი არ არის ძალიან ზუსტი ტყვიები , უბრალოდ სანადირო მძიმე ტყიებია , მეორეც თუ ჩამოტანა გინდა გაქვს ორი ვარიანტი( ნუ იმ ვარიანტს არ განვიხილავ პირდაპირ პირამიდის ტრანსპორტირებისას რომელიც100$-ზე ზევით ჯდება) 1 . იყიდო პირამიდიდან საბანკო გადარიცხვით , მიიტანონს ბარამის ოფისში და მერე ბარამით ჩამოიტანო ან 2. უნდა დაადებინო ამაზონზე ეგ ტავარი და იყიდო უკვე ჩვეულებრივი ბარათით , მიატანინო ბარამის ოფისში და ბარამით ჩამოიტანო smile.gif , ჰო პირამიდი ჩვენს ბარათებს არ იღებს და საბანკო გადარიცხვა მინიმუმ 15$ ღIრს smile.gif

მე გირჩევ ამას http://www.pyramydair.com/s/p/JSB_Diabolo_...Domed_500ct/388 (ეს ჯობია ყველას)

ან ესე

http://www.pyramydair.com/s/p/Crosman_Prem...omed_1250ct/154
GIGA
მაგარი საჩალიჩო ყოფილა sad.gif
საქართველოში ვერ ვიყიდი ნორმალურ ტყვიებს???
geojorjika
bidza
მდაა არის ერთი კაცი რომელიც ყიდის აი ამ ტყვიებს 25 ლარად Crosman Premier Ultra Magnum .177 Cal, 10.5 Grains, Round Nose, 500ct




http://www.pyramydair.com/s/p/Crosman_Prem..._Nose_500ct/311

სულ 2 პაჩკა აქვს დარჩენილი , საკმაოდ კარგი ტყვიებია ალბათ JSB-ის და CP 10.5-ის მერე ყველაზე კარგი . პრინციპშI იგივე CP 10.5-ა ( Crosman Premier ) უბრალოდ რკინის ყუთშია smile.gif smile.gif
parna
მეც ქროსმან პრემიერს გირჩევ
nihontoman
bidza
კი მმარა ამ ტყვიებს აზრი აქვთ მხოლოდ ძალიან ძლიერ super magnum იარაღში. ნორმალურებია, მარა სასურველ შედეგს მოგცემს მხოლოდ ეარფორს კონდორში, ან ევანიქს რენეგადში, ან სხვა ასეთ დაკუნთულ ფიშტოებში რომლებსაც ძალა დოხრენა აქვთ.
დეიზითი და დაჟე ვალტერ ტალონით მაგ ტყვიების გასროლას არ გირჩევ....

მეც კროსმან პრემიერის მომხრე ვარ-იყიდე გრიგოლისგან და დაისვენებ...
nihontoman
ხალხო აი ეს ტყვიები რა არის? ამერიკაში როგორც ჩანს ძალიან ფასობს და იშვიათიცაა.
ja_ja
nihontoman
მიზანში სროლისთვის სისულელეა, სანადიროდ კაია, მარა სიჩქარე ვარდება კატასტროფულად.
nihontoman
ისევ ტრადიციული ფორმები .....
Davitus
ციტატა
მდაა არის ერთი კაცი რომელიც ყიდის აი ამ ტყვიებს 25 ლარად Crosman Premier Ultra Magnum .177 Cal, 10.5 Grains, Round Nose, 500ct




ისე... კაიფოფთ, 1 ცალ ტყვიას 5 თეთრად ყიდის ტიპი ტო biggrin.gif
nihontoman
Davitus
თუ გინდა შენი ფიშტოთი 100 მეტრში გაარტყა სიგარეტის კოლოფს ეგ ტყვიები იყიდე, თუ არ გინდა მაშინ თურქულები პაჭკა 1.ოო ლარი რო ღირს ისიც გამოგადგება....
Davitus
ეგ უკვე ვიცი, ჩემი ხელით მაქვს ნასროლი და შედარებული, მაინც მადლობა რჩევისთვის, მაგრამ ერთ გასროლაზე 5 თეთრიანს რომ ისვრი რა პრიკოლია biggrin.gif
ნუ ეგრე სანადიროდ რომ დავდივარ სულ 2 ლარიან ტყვიებს ვისვრი ხოლმე, მაგრამ იქ ერთ გასვლაზე მაქსიმუმ 10 ვისროლო, დისკოთი კიდე მარტო გასწორებისას შეჭამ 150 200 ტყვიას biggrin.gif
nihontoman
ციტატა
ნუ ეგრე სანადიროდ რომ დავდივარ სულ 2 ლარიან ტყვიებს ვისვრი ხოლმე, მაგრამ იქ ერთ გასვლაზე მაქსიმუმ 10 ვისროლო, დისკოთი კიდე მარტო გასწორებისას შეჭამ 150 200 ტყვიას


გასწორებაზე მართლა ყველაზე კარგი მეთოდი იქნება იყიდო ბევრი ეგეთი ძვირფასი ტყვია, ისროლო ყველა ჯგუფურობაზე და რომელიც მოგეწონება მერე იმაზე გაასწორო სამიზნე. ოღონდ სანადიროდაც ეგენი უნდა გამოიყენო და საერთოდ-ერთი ტყვიის ამოჩემება ძალიან კარგია პნევმატურ იარაღში...
Davitus
ლოლ... მე სანადირო თოფი ვიგულისხმე იჟ-27 biggrin.gif
Davitus
დღეს ვიგაც ბავშვი ისროდა ეზოში ტყვიებს და რომ ვნახე რაღაცით ამ პრემიერის ტყვიებს გავდა, მობი თან არ მქონდა, და ისიც ვერ გავარკვიე სად იყიდა, თუ გავარკვევ სად ცხოვრობს მამამისს ავადგები ერთი, საინიტერესოა ნამეტანი smile.gif
nihontoman
ციტატა
დღეს ვიგაც ბავშვი ისროდა ეზოში ტყვიებს და რომ ვნახე რაღაცით ამ პრემიერის ტყვიებს გავდა, მობი თან არ მქონდა, და ისიც ვერ გავარკვიე სად იყიდა, თუ გავარკვევ სად ცხოვრობს მამამისს ავადგები ერთი, საინიტერესოა ნამეტანი

წარმომიდგენია მამამისი რას იტყვის როცა გაიგებს, რომ მაგის შვილის ნასროლი ტყვიები აკრიფე
და გასარკვევად ბავშვს მიყვებოდი :lol:
გირჩევ ფრთხილად იყო, თორე პატრულს გამოიძახებს...
ციტატა
ლოლ... მე სანადირო თოფი ვიგულისხმე იჟ-27


მე კიდე პრემიერები, ჯსბ-ები და ასე შემდეგ...
ja_ja
Davitus
ციტატა(Davitus @ 18th June 2009 - 06:38 PM) *
ისე... კაიფოფთ, 1 ცალ ტყვიას 5 თეთრად ყიდის ტიპი ტო

ღირს დამიჯერე. ჩვენ თავიდან რომ ვიყიდეთ პირვე დღეს როცა ჩამოტანილი ჰქონდა დაგვიკლოსავით და 20 ლარად მოგვცა, უფროსწორედ თავიდან 25 ლარიო, მაგრამ თქვენთვის 20 ლარიო.

მეტი უნდა აგვეღო იმ დღეს sad.gif

1250-იანი ჩამოვიდა 52 ლარად, ეგეც გადახდილი იყო და იმიტომ თორემ აშკარად მეტი იქნებოდა სადღაც 55-60 ლარი

მეც რომ ვანგარიშობ მეც იგივე ფასები გამომდის ჩამოტანიანად, რა ტქმა უნდა გრიგოლს შედარებით იაფად აქვს პირდაპირ ქარხნიდან აღებული, მაგრამ საერთოდ ძვირიანი ტყვიებია და თავისი ფასმატების მერე (ტრანსპორტირება, თავისი მოგება) და ქე გამოდის 25 ლარი. მე ვიტყოდი რომ კიდევ კაი ფასია. მე პირიქით 20 ლარი გამიკვირდა.

პროსტა ეგეთები ბევრი ვერ დავუკვეთე, შეკვრაში 10 ცალი იყო და მინიმუმ მთელი შეკვრა უნდა დაგეკვეთა, მე მაშინ მეგონა რომ 1250-იანი უკეთესი და განსხვავებული იყო, ახლა რომ ვუყურებ 1-1-ზეა. ასე რომ შეიძლებოდა მაგეების აღება, ბლომად.

ახლა დღეს დავუკვეთე პირამიდს 4 ცალი, JSB-ს მაინც არ დაადგა საშველი და მეთქი იქნებ რაიმედ ვარგოდესთქვა, ვნახოთ რა გამოვა (ვგულისხმობ ფასს, სამწუხაროდ მიმოწერა სტანდარტულად 2-3 დღე გაგრძელდა და შეიძლება დაკვეთამ ოთხშაბათს ვერ მოასწროს ჩასვლა, თორემ 2 კვირაში პასუხი გვეცოდინებოდა).
parna
ციტატა(Davitus @ Jun 18 2009, 03:38 PM) *
ისე... კაიფოფთ, 1 ცალ ტყვიას 5 თეთრად ყიდის ტიპი ტო biggrin.gif


ეგრე ოზიტაი 1 თეთრი გამოდის smile.gif
foxi
hollow point თუ კროსმან პრემიერი? ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით რომ პრემიერი უფრო ზუსტია ეს ტყვია დიდი დაზიანებით არგამოირჩევა ის ხვრეტს და აგრძელებს ფრენას. ჰოლოვ პოინტი ძალიან უზუსტოა მაგრამ მოხვედრის შემთხვევაში 100% შედეგი აჩვენა მნიშვნელობა არააქვს სად მოხვდება მსხვერპლი ვერარ გაგეგცევათ ასე რომ არჩევანი თქვენი მუღამის მიხედვით გააკეთეთ.
iorama
ხალხნო,როგორც ვამჩნევ ჩემს ფანტომს 10,5 პრემიერის სროლა ცოტა უმძიმს და რას იტყვით პრემიერ 7,9-ზე? ან ტექნიკურად ხომ არ ატრ...ს რამე? ესლი შტო ახალი ზამბარაც მაქვს
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.