დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: პნევმატური იარაღის, სანადირო ტყვიების განხილვა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ტყვიები, ზეთები, საწმენდი საშუალებები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17
dawiti
ციტატა(kakha @ 20th February 2010 - 12:59 AM) *
მოკლედ ვიტყვი: გინდათ მოინადიროთ ფრინველი? საუკეთესოა კროსმანის ჰოლოვ პოინტი.
ცხოველი? კროსმანის ულტრა მაგნუმი.
გეთანხმები სანადიროდ კროსმანის ჰოლოვ პოინტი ძალიან მაგარი რამეა მაგრამ არსებობს კიდევ ერთი კარგი ტყვია სანადიროდ რომელსაც სახელად ქვია Predator .177 Cal, 8.0 Grains, Pointed ოღონდ უფრო ძვირი ღირს და არანაკლები შედეგი აქვს სანსდიროდ
ja_ja
foxi
ნუუუუ, შენ სხვა ტყვიებთან არ გქონია შეხება და იმიტომ ამბობ მაგას.

საერთოდ კროსმანის ტყვიები დამზადებულია საკმაოდ მყარი შენადმობისგან, მაგალითად თითებით რომ გასრისო ნებისმიერი მათგავი საჭიროა საკმაოდ დიდი ძალა და თითების ტკივილამდე მიყვანა, მაშინ როდესაც JSB-ს ტყვიაში გამოიყენება უფრო რბილი შენადნობი და ტყვიას თითებით ისე გაუსრისავ ქვედაბოლოს რომ ლამის ფირფიტად აქცევ და ვერც გაიგებ დაატანე თითებს ძალა თუ არა.

ეს იმას მოვაყოლე რომ შენი ნათქვამიდან მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე რომ ჰოლოვპოინტი გირჩევნია ჩიტზე იმის გამო რომ იოლად დეფორმირდება, ხოლო პრემიერი გირჩევნია იმის გამო რომ უფრო მკვრივია და მსხვილი ცხოველის ძვლის გასახვრეტად უფრო გამოდგება.

აფსოლუტურად მართალი ხარ, ოღონდ კროსმანის ნაწარმებში თუ ვიტრიალებთ. კროსმანის გარდა ოხრად ფირმები უშვებენ კარგ ტყციებს. მაგალითად ბიმენის და H&N-ის ცროუ მაგნუმი, ნუ მაგას ექსპანსიურობაში ვერ ჯობია კროსმანის ჰოლოვპოინტი, ასევე კარგ შედეგებს იძლება JSB პრედატორი, მაგრამ კონკრეტულად პრედატორი რომ არ აიღო და JSB-ს მსუბუქი ტყვია აიღო, კროსმანის ჰოლოვპოინტზე უფრო მეტად დეფორმირდება რბილი შენადნობის გამო. დაამატე ამას გერმანული H&N Baracuda Hunter, Benjamin ჰოლოწპოინტი, თუმცა ეს ბოლო ისევ კროსმანის ნაწარმია და ისევ მყარი შენადნობია, სხვათაშორის სურათზე სწორედ ბენჯამინ ჰოლოვპოინტია დაბრტყელებული თავით. ასევე ნუ დაივიწყებ ეუჯინს, მიუხედავად იმისა რომ ერთი მთლიანი ტყვიაა, მოხვედრისას უბედურად დეფორმირდება ისევ და ისევ რბილი შენადნობის გამო. ყველა ჩამოთვლილი ტყვია მაქვს და პირადად მაქს გატესტირებული, უბრალოდ ყველაზე მიმოხილვების წერა მეზარება.

აი რაც შეეხება მყარი ძვლის გატანა გახვრეტას.... ნუ აქ მეფეა Beeman Kodiak Double Gold, ისე გავა და გამოვა რომ შეიძლება ტყვიამ ოდნავი დეფორმირებაც არ მიიღოს. ტყვია მყარი სპილენძის გარსითაა და მისი მოქმედება სვერლოს მოქმედებას წააგავს.

ასე რომ ჩაჩიკლვა ერთ მწარმოებელზე არ გვინდა, კი მესმის აქ ყველაზე მეტად შენს მიერ ნახსენები იშოვება და პრაქტიკული მიდგონისას გამართლებული აზრია, მაგრამ ჩამოთვლილი ტყვიების დათრევა რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს, მაქსიმუმ 2-3 კვირა სურვილის გამოხატვის დღიდან და აქ იქნება ეგ ტყვიები. პროსტა ტრანსპორტირება ძვირი ჯდება, ოღონდ ნუ ჩათვლი რომ კროსმანზე ძვირი ღირს, მაგალითად ულტრა მაგნუმები ამერიკაში ღირს 8 თუ 9 $ და აქ იყიდება 15 ლარად, ჩვენ ერთხელ ჩამოვიტანეთ ეგრე ტყვიები და ძვირიანი JSB რომელიც იქ ღირს 13$ ჩამოტანის შემდეგ აქ დამიჯდა 28 ლარი. ანუ 3 ლარით უფრო ძვირი გამოვიდა მეტით კი არა.
iorama
dawiti

იმ ტყვიებით რაც შენ შემოგვთავაზე ილუსტრირებული სახით,ნადირობა მგონი უკაცრავად უნდა იყოს.FOXI-ს აქვს ეგ ტყვიები და იმისგან ვიცი,რომ მაგეებეიტ მარტო უაღრესად ახლო მანძილზეა შესაძლებელი ნადირობა.მართალია სერიოზულად დამანგრეველია თუნდაც კუნთში მოხვდეს.სულ რო ბუმბულში მოხვდეს ისე შემოაპუტავს რო ზამთარს ვე გადაიტანს biggrin.gif მე მად ტყვიებს შევადარებდი ამ რამდენიმე დღის წინ გამოცდილ ნორიკა კილერებს.ისეტ მანძილზე უნდა ესროლო რო ტუ გაგიჩერდა მსხვერპლი კონდახითაც კარგად გაუჩეჩქვავ თავს.
ჩემი შეფასება მაგ ტყვიებს -5
ja_ja
iorama
ციტატა(iorama @ 20th February 2010 - 11:15 AM) *
მე მად ტყვიებს შევადარებდი ამ რამდენიმე დღის წინ გამოცდილ ნორიკა კილერებს.ისეტ მანძილზე უნდა ესროლო რო ტუ გაგიჩერდა მსხვერპლი კონდახითაც კარგად გაუჩეჩქვავ თავს.

ნუუუუ. დისკოს მფლობელები და მარადიორის მფლობელები ვერ დაგეთანხმებით. 25 მეტრზე მაგ ტყვიებით ვაკეტებთ 12-13 მილიმეტრიან ჯგუფებს

62 მეტრიან დისტანციაზე კი ჩემი აივნიდან მოპირდაპირე პოსპუსის ანტენის ბოძს (რომელიც 50 მილიმეტრიანია) არ ავაცდენ არცერთს.

სხვა თოფებზე ვერაფერს ვიტყვი. ვიცი რომ ტყვია და თოფი ერთმანეთზე მაგარი გადაჯაჭვულია, მაგალიტად JSB-ს მძიმე ტყვიები დისკოდან იდეალურად მიფრინავს და მარადიორიდან კი შუაზე რომ გაიპო ჯგუფს ვერ გააკეთებ.

P.S. ჰო მართლა რა მაინტერესებს მართლა ერთი და იგივე ტყვიაზე ვსაუბრობთ თუ სხვადასხვაზე? იმიტომ რომ მაგ ფორმის ტყვიებს 2 მწარმოებელი უშვებს, მე მაქვს JSB-ს პრედატორები, და კიდევ ეგეთებს უშვებს GAMO, მე გამოს ტყვიები არ მიცდია უკრაინლებისგან და ამერიკელებისგან ვიცი რომ არ მიფრინავს და JSB-ს პაროდიააო.
nihontoman
რავი კროსმანის გარდა სხვა ხარისხიანი ტყვიები არ მისვრია, თუმცა აქვე უნდა ავღნიშნო, რომ კროსმანის 10.5 გრანიანი ულტრამაგნუმები/პრემიერები ნამდვილად არაა ექსპანსიური ტყვია, რადგან საკმაოდ ნაკლები დეფორმაციის პირობებში ახერხებს შამპანიური ბოთლისთვის საკმაოდ სუფთა დირკის დადებას,,,
რასაც ვერ ვიტყვი "ვითომ გამოს" ტყვიებზე, რომელიც 2-3 ლარი ღირს პაჭკა და საკმაოდ ცუდი ნამუშევარია, თუმცა ისეთი რბილი შენადნობია, რომ შამპანიურის ბოთლს ვერ ხვრიტავს, უბრალოდ ნამშხვრევებად აქცევს...

თუ გინდათ ისეთი ტყვია, რომელსაც ექსპანსიური თვისებებიც ექნება და ბრონგამტარიც, მაშინ გამო უშვებს რაღაც მაგდაგვარს .177 კალიბრში:

ნახეთ, ბალისტიკური წვერი აქვს და წონაც საკმაოდ დიდია, 9.6 გრანიანია, თუმცა ამათზე ხალხი ამბობს საკმაოდ ცუდი ხარისხიაო და უკეთესი ხარისხის კონტროლის პირობებში მართლა გადასარევი რამე იქნებაო...

აი კროსმანმა რომ გამოუშვას ეგეთები ოღონდ ტყვიის პორცია ცოტა უფრო რბილი შენადნობისა რომ იყოს მართლა ოცნება ტყვიები იქნებოდა მონადირეებისთვის....
foxi
გუშინ გამოს მაგნუმის ტყვიებით ჩემი ყველა რეკორდი მოვხსენი სიშორეზე! ქედანი სახურავზე მოვხსენი ამის 2 მოწმე არსებობს.


გარდა ამისა იყო 6 გასროლა ყველა 89 ნაბიჯზე ყველა მიშენია მოიხსნა მაგრამ მხოლოდ ორი ჩამოვარდა დანარჩენებმა არისურვეს მაყალ
ზე შეწვა. ეს უკანასკნელები სახლის სახურავზე ისხდნენ.ნაგ სახლის სურათებს მერე დავყრი.
nihontoman
foxi
ვააა, საღოლ, დისტანცია სურათზე მართლა დიდია, მარა დაახლოებით ხომ ვერ იტყვი მაინც რამდენი იქნება?
foxi
ციტატა(nihontoman @ 20th February 2010 - 06:58 PM) *
ვააა, საღოლ, დისტანცია სურათზე მართლა დიდია, მარა დაახლოებით ხომ ვერ იტყვი მაინც რამდენი იქნება?

ეს შენობა 8 სრთულიანია 2,80სმ ჭერის სიმაღლით+სარდაფი+სახურავის შემაღლება რაზეც იჯდა მსხვერპლი.ყველაზე ძალიან მე მაინტერესებს ეგ მანძილი.თუვინმეს მანძილმზომი გაქვთ სულ ერთი დღით მათხოვეთ. smile.gif
dawiti
ციტატა(iorama @ 20th February 2010 - 11:15 AM) *
ეგ ტყვიები და იმისგან ვიცი,რომ მაგეებეიტ მარტო უაღრესად ახლო მანძილზეა შესაძლებელი ნადირობა.

მაგაში ვერ დაგეთანხმები ისე კარგად დაფრინავენ ეგ ტყვიები და ისეთი მომაკვდინებლი შედეგი აქვთ რომ არანაირი ბუმბულის შემოპუტვა მხოლოდ და მხოლოდ მიქელასთან გაგმზავრებაა მაგათი მიზანი. smile.gif
P.s. მაგდაგვარ ტყვიებს უშვებს კიდე ფირმა gamo და თუ მაგ ფირმის ტყვიები გაქვთ მაშინ ბევრი ვერაფერი შედეგი იქნება ნადირობისას.
foxi
გაუგებრობას ბოლოს მოუღებ! მე ზემოთხსენებული ტყვიები არმაქვს. მე მაქვს კროსმენის დესტროიერი. რომელიც წონითაც განსხვავ
დება ზემოთხსენებული ტყვიებისგან და პლასმასის გულის მაგიერ თავისივე ლითონის წვერიაქვს. სასწაული დამანგრეველი ეფექტით
გამოირჩევა.მაგრამ მანძილზე სასროლად არვარგა.

unknw.gif
iorama
ბოდიშს ვიხდი მეგობრებო.ძვირფასო საზოგადოებავ უზუსტობისათვის.რატომღაც ასე მახსობდა blush.gif
geojorjika
ციტატა(foxi @ Feb 20 2010, 07:10 PM) *
ეს შენობა 8 სრთულიანია 2,80სმ ჭერის სიმაღლით+სარდაფი+სახურავის შემაღლება რაზეც იჯდა მსხვერპლი.ყველაზე ძალიან მე მაინტერესებს ეგ მანძილი.თუვინმეს მანძილმზომი გაქვთ სულ ერთი დღით მათხოვეთ. smile.gif


35 მეტრი , არცთუისე დიდი მანძილია smile.gif
iorama
მინდა FOXI-ს შევისწორო.სართულების რაოდენობა არის 10.პირველი სართულის ათვლა იწყება დაახლოვებით 5-6 მტრიდან.ბოლო სართულიდან სახურავის სიმაღლე არის მინიმუმ 1,5 მეტრი და რაც მთავარია ის გამოგრჩა.შენგან ანუ სროლის წერტილიდან შენობამდე იყო მინიმუმ 30 მეტრი.35 თუ არა კიდევ.აბა ეხლა დავთვალოთ
cz80
ციტატა(iorama @ 22nd February 2010 - 10:19 AM) *
მინდა FOXI-ს შევისწორო.სართულების რაოდენობა არის 10.პირველი სართულის ათვლა იწყება დაახლოვებით 5-6 მტრიდან.ბოლო სართულიდან სახურავის სიმაღლე არის მინიმუმ 1,5 მეტრი და რაც მთავარია ის გამოგრჩა.შენგან ანუ სროლის წერტილიდან შენობამდე იყო მინიმუმ 30 მეტრი.35 თუ არა კიდევ.აბა ეხლა დავთვალოთ

ნუ ეგრე სადღაც 46 მეტრი გამოდის.. smile.gif
მე პირადად ზ.დ.პ.-თი ამ მანძილზე არაფერი არ მომიხსნია, მაქიმუმი 35 მეტრი იყო, მაგრამ მე მქონდა შტოგერ x5, ეგ კი მოგეხსენებათ რომ საკმაოდ სუსტია
ja_ja
iorama
ციტატა(iorama @ 20th February 2010 - 11:15 AM) *
იმ ტყვიებით რაც შენ შემოგვთავაზე ილუსტრირებული სახით,ნადირობა მგონი უკაცრავად უნდა იყოს.FOXI-ს აქვს ეგ ტყვიები და იმისგან ვიცი,რომ მაგეებეიტ მარტო უაღრესად ახლო მანძილზეა შესაძლებელი ნადირობა

ნუუ უყურადრებობას აქვს ადგილი. იმიტომ რომ:

ციტატა(kakha @ 20th February 2010 - 07:39 PM) *
გაუგებრობას ბოლოს მოუღებ! მე ზემოთხსენებული ტყვიები არმაქვს. მე მაქვს კროსმენის დესტროიერი. რომელიც წონითაც განსხვავ
დება ზემოთხსენებული ტყვიებისგან და პლასმასის გულის მაგიერ თავისივე ლითონის წვერიაქვს.

შემდეგში გთხოვ გაითვალისწინო და შეცდომაში ნურავის ნუ შეიყვან, სხვადასხვა მწარმოებლის მეირ გამოშვებული ერთი და იგივე ფორმის ტყვიებიც კი სხვადასხვანაირად მიფრინავს, არარაფერს ვამბობ სხვადასხვა მწარმოებელზე და თან სხვადასხვა ფორმა, ფერი, წონაზე.

ციტატა(iorama @ 22nd February 2010 - 08:47 AM) *
ბოდიშს ვიხდი მეგობრებო.ძვირფასო საზოგადოებავ უზუსტობისათვის.რატომღაც ასე მახსობდა

მიღებულია ბაზარი არაა, ვის არ მოსვლია biggrin.gif მარა შემდგომში სანამ გაგვლახავ ჯერ გვკითხე რაიმე დავაშავეთ თუ არა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
iorama
ja_ja
მიღებულია ბაზარი არაა, ვის არ მოსვლია biggrin.gif მარა შემდგომში სანამ გაგვლახავ ჯერ გვკითხე რაიმე დავაშავეთ თუ არა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ბაზარი არაა გკითხავთ ხოლმეეე rofl.gif rofl.gif
mamuka2301
ციტატა(iorama @ Feb 22 2010, 10:19 AM) *
მინდა FOXI-ს შევისწორო.სართულების რაოდენობა არის 10.პირველი სართულის ათვლა იწყება დაახლოვებით 5-6 მტრიდან.ბოლო სართულიდან სახურავის სიმაღლე არის მინიმუმ 1,5 მეტრი და რაც მთავარია ის გამოგრჩა.შენგან ანუ სროლის წერტილიდან შენობამდე იყო მინიმუმ 30 მეტრი.35 თუ არა კიდევ.აბა ეხლა დავთვალოთ

5.5+28+1.5=35 სიმაღლე, 30 შენობამდე, მანძილი გამოდის პითაგორის თეორემით 46 მეტრი... ანალოგიური შედეგი აჩვენოს ჩემმა თოფმა და არ მინდა მეტი biggrin.gif
nihontoman
mamuka2301

ნუგეშინია, წესით უნდა აჩვენოს...

ისე კი, სროლის ტექნიკის გარეშე გაგიჭირდება, მაგნუმ კლასის ზ.დ.პ.-ს თავისებური მოპყრობა უნდა რომ ზუსტად ისროლოს....
Davitus
iorama
კაცურად, ციტირება სწორად გაააკეთე ხოლმე რა. საშინლად ცანს შენი პოსტი, სულ მერევა ყველაფერი, ან ბრაუზერი გამოცვალე, IE და ოპერა კარგად აკეტებს ციტირებას

ციტატა(nihontoman @ 20th February 2010 - 06:58 PM) *
ვააა, საღოლ, დისტანცია სურათზე მართლა დიდია, მარა დაახლოებით ხომ ვერ იტყვი მაინც რამდენი იქნება?


ასეთი რაკურსის ფოტოები, ყოველთვის იტყუება მანძილის აღქმაში, გგქონია რომ ძალიან შორია, მაგრამ სინამდვილეს არ შეესაბამება


foxi
მინდა ავღნიშნო რომ, მიუხედავად იმიას რომ არც ისე დიდი მანძილია, სროლის მიმართულება და ტრაეკტორია არის საკმაოდ რთული, ანუ მინდა ვთქვა რომ ძალიან მაგარი ნასროლია
mamuka2301
ეს ტყვიები თუ გიცდიათ რომელიმეს სანადიროდ????


ამ თემაში იყო ადრე თურქული ნაგავი ტყვიები შედარებული და მათ შორის უკეთესი ვარიანტიც დასახელებული იყო, ზუსტად მაგ უკეტეს ვარინტისა და ამ ტყვიების შედარება უნდა განახოთ 15 მეტრში ფიცარზე

ეს თურქული


ესეც ზემოთ დასახელებული ტყვიები


ფიცრის სისქე დაახლოებით 20 მმ, თურქული ტყვიებიდან 10 დან 3-მა გახვრიტა 15 მეტრში , ამ ტყვიებიდან 10 დან 8- მ

სიგრძეში ესენი 1.5 მმ ით გრძელია
soxa
mamuka2301
მე მაქ ეგ ტყვიები გამოცდილი, სიზუსტე ბევრი არაფერი, ფიცარს მაგრად ხვრიტავს თავისი ფორმის გამო, თან მაგარი ჩამოსხმაა. არ დეფორმირდება ადვილად. ეგ კარგია გასახვრეტად
ja_ja
mamuka2301
რაცხა ახალი ფორმის ტყვიებია, თან მგონი დაშტამპულია როგორ მოხდა?? თურქებმა ახალი სტანოკი იყიდეს და ნაკატკით დამზადებას შეეშვნენ???

რაც შეხება 15 მეტრში სროლას, შეკაცო ფიცარს ტავი გაანებე, მფრინავ ფიცრებზე ნადირობა არ დაგჭირდება არც 15 მეტრში და არც 50 მეტრში biggrin.gif შენ ჯგუფები ნახე, ანუ 5-5 ცალიანი გასროლა ერთი და იგივე ადგიზე. ანუ დაუმიზნე 10-იანს მაგრამ მოხვდა 1-იანს, ნუ შეიტან დამიზნებაში ცვლილებებს ისევ 10-იანს დაუმიზნე და მეორეც 1-იანთან უნდა მოხვდეს, მერე მესამე მეოთხე და მეხუთე. მაგით მიიღებ ჯგუფს 15 მეტრზე რამდენად ახლო ახლო მიდის ტყვიები შენ ეგ უფრო გაინტერესებს რომ იცოდე რომ დაუმიზნებ ცხოველს თუ ბოთლის პრობკას ტყვია ერთი და იგივე ადგილზე მიდის თუ ყველა ტყვიას ტავისი მისამართი აქვს ქარხნიდან მიპროგრამებული.

P.S. მტავარი ჯგუფია, ოპტიკა მისროლისას არ გაასწორო, ჯერ უნდა ნახო ტყვიები ერთად ჯდებიან თუ არა, თუ ნახავ რომ ერთად ჯდებიან, მერე სასურველ დისტანციაზე ოპტიკასაც გაასწორებ ანუ ამოწევ ან ჩაწევ, ან მარჯვნივ მარცხნივ გაწევ და მორჩება ჩალიჩი. მთავარი ყველთვის ჯგუფია.
nihontoman
mamuka2301
ეგეც თურქულია....
foxi
პირველ რიგში მადლობა ვინც ჩემი ნასროლი დააფასა და შეაფასა.
დღეს ბატონმა იორამმა გადმომცა შემდგომი გამოყენების თვალსაზრისით მეტად საინტერესო ტყვიები.


მეც რასაკვირველია ჩაუტარე გარკვეული ტესტირება.მოგეხსენებათ მიყვარს ნატურალური ტესტები,ამიტომაც გავსწიე სანადირო
მინდვრებისკენ.იქვე ვიპოვე ძროხის ბეჭის ძვალი და გავაკეთე რამოდენიმე გასროლა.შედეგები სურათებზეა:


ძვალი ახალი არარის მაგრამმ არც დამპალი და გამოფიტულია.


ეს ნასროლის წინა მხარეა.


ეს უკანა მხარე.

როგორც ხედავთ დისკოვერის და გამოს ტყვიებმა ორივე მხრიდან გახვრიტეს ძვალი. თურქული კი მხოლოდ ზედ მიაცოცდა. lol2.gif
სროლა მიმდინარეობდა 60 ნაბიჯზე.


ყველაზე მეტად გამოყენებული ტყვიების ჩამონათვალი.
რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ ტყვიებს, მისი სიმძიმის გამო ფრენის დიდ მანძილზე სტაბილურობა და დამანგრეველი ძალა
გარანტირებულია.მაგრამ ვშიშობ ეს ტყვიები მოითხოვს თოფისგან ასევე დიდ ძალას.იდეალური იქნება ნიტროს,პცპ მფლობელთათვის.
nihontoman
foxi
|შენ თუ სამოც ნაბიჯიდან ესროლე, თურქულს მაქამდე იმდენი ძალა არ შერჩებოდა, რომ რამე გაეხვრიტა. მარა კაი ოზტაი შეიძლება ჯობდეს, რა იცი, ან ვაბშეც ორნეკი (ორივე მსუბუქია, მარა საკმაოდ მყარი შენადნობია)
ja_ja
foxi
დისკოვერის ტყვიები ერთერთი საუკეთესოა CP-სავით 10.5 გრანია და თან ექსპანსიური.

აქვს ერთი მინუსი რომელიც შენც აღნიშნე მაგ ტყვიებს უყვარს სიჩქარე, სადრაც 260-270 მეტრი არის მაგისთვის იდეალური, თუმცა ასატანად მუშოაბს 250-ზეც, მაგის დაბლა....

ისე მაგის მიმოხილვა გავქვს კიდევაც, მეც და უმეტესობასაც ძალიან მოგვწონს ეგ ტყვია.
foxi
ციტატა(ja_ja @ 2nd March 2010 - 11:00 PM) *
ისე მაგის მიმოხილვა გავქვს კიდევაც, მეც და უმეტესობასაც ძალიან მოგვწონს ეგ ტყვია.

ეხლა გადავხედე კარგი ნაშრომია,როგორც ყოველთვის ამომწურავი პასუხი გაეცა მაგ ტყვიებს ყოჩაღ ჯაჯ.
Der Rote Baron
ნიტროს ამდენი მფლობელია და ბარემ გამეცით რა პასუხი, რა სიჩქარით ისვრის ნიტრო 10.5-გრანინ ტყვიას?
nihontoman
Der Rote Baron
რომელი ნიტრო? ახალი თუ ძველი? ისე კი გეილორდის ბლოგი ნახე, იქ აქ მაგაზე ტესტები, ან პოლ კაპელოსი....
foxi
ციტატა(George @ 3rd March 2010 - 04:10 AM) *
ნიტროს ამდენი მფლობელია და ბარემ გამეცით რა პასუხი, რა სიჩქარით ისვრის ნიტრო 10.5-გრანინ ტყვიას?

ეგ ჩვენც გვაინტერესებს მარა ფაფუ შესამოწმებელი.
ციტატა(nihontoman @ 3rd March 2010 - 01:14 PM) *
გეილორდის ბლოგი ნახე, იქ აქ მაგაზე ტესტები, ან პოლ კაპელოსი....


მანდ 22 იანებია შემოწმებული ეგ სხვა სიჩქარეებს იძლევა.
Davitus
foxi
ძაან მაგარი ტყვიებია ეგ ჰოლოუპოინტები, გირჩევ მხოლოდ სანადიროდ გამოიყენო და ისე არ გაფლანგო, იმ ტურასთვის ეგ რომ გესროლა შედეგით გაოგნებული დარჩებოდი, უფრო ცოცხალ ორგანიზმზე აქვს დიდი შედეგი, სხვა ტესტები დიდი ვერაფერი
foxi
ციტატა(Davitus @ 4th March 2010 - 08:21 PM) *
ძაან მაგარი ტყვიებია ეგ ჰოლოუპოინტები, გირჩევ მხოლოდ სანადიროდ გამოიყენო და ისე არ გაფლანგო, იმ ტურასთვის ეგ რომ გესროლა შედეგით გაოგნებული დარჩებოდი, უფრო ცოცხალ ორგანიზმზე აქვს დიდი შედეგი, სხვა ტესტები დიდი ვერაფერი

გეთანხმები ძალიან ძლიერი დამანგრეველი ძალააქვს. ისე მემგონი ყველაზე ძვირიც ღირს.30 ლარი გრიგოლისთან.სხვაგან არვიცი.
norica_dragon
აქ ბევრს ვკამათობთ, მარა საბოლოო დასკვნა რა არის?
მე როგორც ვხვდები ყველაზე კარგად მიზანში პრემიერები ხვდება ხო? smile.gif
ja_ja
norica_dragon
ციტატა(Avto @ 5th March 2010 - 10:54 AM) *
მე როგორც ვხვდები ყველაზე კარგად მიზანში პრემიერები ხვდება ხო?

მიზანში სასროლად კიოღონდ არ აგერიოს 2 ტიპის არის ის ტყვია რომელსაც შენ პრემიერს ეძახი.

არის მუყაოს კოლოფში 1250 ცალიანი რომელსაც ჰქვია Crosman Premier ანუ შემოკლებით CP, მიუხედავად იმისა რომ არსებობს 2 წონის 7.9 გრანი და 10.5 გრანი, როგორც წესი ყოველთვის საუბარია CP10.5-ზე. ეს ტყვიები მუყაოს კოლოფში არის გადარჩეულები, და ასევთქვათ საუკეთესოები, იმიტომაც ჰქვია პრემიერები, ის რაც გადარჩევის მერე დარჩა, მაგრამ მაინც მაღალი კლასის არის, მაშინ მიდის მეორე კოლოფში, რომელსაც ძირს ვახსენებ

მეორე არის Crosman Ultra Magnum-ები, შემოკელბით CUM, ეს უკვე არის რკინის კოლოფში დაფასოებული და კოლოფში არის 500 ტყვია. ესეც 2 წონით გამოდის 7.9 და 10.5 გრანი. ეს არის პრემიერის გადარჩევის მერე რაც დარჩა ის ტყვიები (ნუ ჩათვლი რომ ნაგავია, პრაქტიკუალდ იგივე CP-ა მიზერული სხვაობით), რადგან გადანარჩევია შედარებით იაფი ღირს და პლიუს წასმული აქვსგრაფიტიანი ზეთი.

CUM-ის გამოყენება გამართლებულია ყოველდღიური საქმიანობისთვის, თუ გინდა მიზანში რომ მიდიოდეს და თან არ გენანებოდეს, CUM-ზე უნდა გაჩერდე, აი თუ შეჯიბრზე გინდა გასვლა და სუპერ პუპერ ჯგიფების გაკეთება ფგინდა სადაც ყოველ მიკრონს მნიშვნელობა აქვს, მანდ უკვე CP-ეები გინდა და თან ეს CP-ებიც, პირადად შენი გადასარჩევია, წონის ფორმისა და ზომების მიხედვით. სასტავი საათობით აკეტებს გადარჩევას რომ ერთნაირი ტყვიები მიიღოს და ყველაზე ნაკელბი თავსამტვრევი ჰქონდეს იმაზე რომ ტყვია შეხვდა ბანძი.

მოკლედ გადახედე აი ამ მიმოხილვას
goga-ivana
ხომ ვერ ამიხსნით ეს რა ტყვიებია?
iorama
რაც გინდათ ის მითხარით,მაგრამ არ მჯერავს ამ გადარჩევის რააა. ეგ არის ვითომ ეკონომ პაკეტის პონტში რააა. წარმოიდგინე რამდენი ათასი ადამიანი უნდა მუშაობდეს გადარჩევაზე რო მსოფლიო მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ეგ არის მეტი რაოდენობა ნაკლები მოცულობით
ja_ja
ციტატა(goga @ 15th March 2010 - 11:13 PM) *
ხომ ვერ ამიხსნით ეს რა ტყვიებია?

ეს არის co2 ბალონებზე მომუშავე გლუვლულიანი პნევმატიკის ტყვიები, ეგრეთწოდებული BB ტყვიები.

დიდი არაფერია და სანადირო კლასში (ანუ რაზეც თემაა გახსნილი) არ გადის. ეს არის გასართობი საპლინკაო ტყვიები ძირითადად Co2 ბალონებზე მომუშავე პისტოლეტებისთვის. შედარებითი სიზუსტე (საუბარია სადღაც 5-დან 10 სანტიმეტრამდე წრე) შენარჩენებული არის მაქსიმუმ 1012 მეტრზე, ნუ ჰა-ჰა 15 მეტრზე.

ტყვიას co2 ბალონზე მუშავე პნევმოები მაქსიმუმ 120-13 მეტრ წამს ანიწებენ, შედეგად დაბალი ენერგეტინა 3-მაქსიმუმ 4 ჯოული რეალში განსაკუთრებით ჩქარა სროლისას 2-2.5 ჯოული.

ჩვეულებრივი პნევმატიკური შაშხანებიდან (მნიშვნელობა კლასს არა აქვს) ამ ტყვიებს არ ისვრიან, რადგან მრგვალია და ხრახნილებში მოხვედრისას ყველა მხრიდან იწყებს ტრიალს, შედეგად ტყვიიდან ტყვიამდე გამოფრენისა და საერთოდ ფრენის ტრაექტორიები განსხვავებულია.
geojorjika
goga-ivana
მაგენს ქვია BB-ი ტყვიები ანუ ფოლადის ბურთულები სპილენძის გარსით , მოკლედ მაგ ტყვიებს ხმარობენ გასართობ პისტოლეტებშინ, ასევე დაბალი კლასის პნევმატიკაში რომლის ლულაშI ან ნარეზი სულ არ არის ან კიდევ ისეთიამაგას ნარეზს ვერ დაარქმევ , მოკლედ საბავშვო და პლინკის იარაღისთვის არის რა smile.gif
soxa
iorama
მე ბევრი ნაგავი და 7-8 ცალი ბრაკიც აღმოვაჩინე 1250-იან პრემიერის შეკვრაში და არა მგონია გადარჩეული ყოფილიყო
foxi
ის თუ დააკვირდებით იდეაში რკინის შეკვრა უფრო საიმედო და ძვირი შეფუთვაა,ვიდრე რაღაც გაუგებარი ქაღალდის შეფუტვა.
მაგ თემაზე რუსულ საიტებზე მუდმივი კამათია.
goga-ivana
ისე სანადიროთ რომელ ტყვიებს ენიჭება უპირატესობა და იქნებ ყუთის ფოტოც დაურთოთ. დიდი მადლობა წინასწარ.
nihontoman
goga-ivana
ნუ სანადიროდ ენიწება იმ ტყვიებს უპირატესობა, რომელიც შორ მანძილზე მეტ ენერგიას მიიტანს, ზუსტად მიიტანს და ადგილზე დატოვებს. ესეთი ალბათ jsb ტყვიებია, რადგან მიუხედავად არაექსპანსიური ფორმისა, საკმაოდ რბილი შენადნობია და ადვილად დეფორმირდება სხეულში... პრემიერებს ასეთს ვერ დავარქმევ, უფრო სწორად, კარგი ტყვიებია იმ მხრივ, რომ ზუსტია და ენერგიას კარაგდ ინარჩუნებს, მარა ბურღივით არის და მსხვერპლს მხოლოდ წვრილ დირკას დაადებს, მეტს არაფერს.


jsb
goga-ivana
ფასი რა აქვს მაგ ტყვიებს და აქ ტუ შეიძლება მაგის შეძენა? ჯანდარაზე თევზაობის დროს, ძაან ბევრი მელოტას(ლისუხა) მონადირება შეიძლება. თან ითევზავებ თან ინადირებ. მიზან მიმართულად თუ მარტო სანადიროთ შეხვალ ალბათ ერთ 50 ფრთა ლისუხას მოინადირებ. ოღონდ ნავი აუცილებლად დაგჭირდება.
nihontoman
goga-ivana
ფასი არ ვიცი, ჯაჯას კითხე, იმას მგონი ერთი პაჩკა 30-35 ლარი დაუჯდა... მარა ღირს გარწმუნებ, საუკეთესო ტყვიებია მსოფლიოში...
აქ ყიდვა არ შეიძლება, მგონი ამაზონიდან იწერს სასტავი....
geojorjika
ამ ტყვიებს ვიყენებთ მე და აქ ნყოფი საზოგადოების ძირითადი ნაწილი და რასაც მოხვდა ყველა უკმაყოფილო იყო biggrin.gif ფასი/ხარისხის ფარდობა მემგონი ამ ტყვიებშI საუკეთესოა smile.gif

nihontoman
geojorjika
ხო მარა სანადიროდ ცოტა არ იყოს და... რავი რამდენი ვესროლე ყვავს იასნი უკმაყოფილო იყო, მარა თუ ერთი-ორ ჰედ-შოტს არ ჩავთვლით, ყოველთვის მოახერხებდა ხოლმე გაფრენას და მერე სადღაც აკეთებდა ავარიულ პასადკას....
geojorjika
nihontoman და JSB-ით გინადირია? მე კი და შედეგი იგივეა განსხვავება 0 მაგრამ აი ჰოლოუპოინტი ბენჯამინის უკვე გაცილებით ჯობია ახლო მანძIლებზე ორივეს ( ასე 40 მეტრამდე)
nihontoman
geojorjika
არ მინადირია, მარა ამბობენ ჯსბ უფრო რბილიაო, ზნაჩიტ შანსი არაა რომ უფრო დეფორმირებადი არ იყოს,მ ვიდრე მაგნუმი (ეს მაგნუმი ყველაზე უფრო მყარი შენადნობია მგონი, ნუ თუ იმ მსუბუქ ტყვიებს არ ჩავთვლით. აბა |სენი აზრით ნორმალური ტყვია შამპანურის ბოთლაში იდეალურ დირკას უნდა ადებდეს თუ ნახრენ გაქონდეს და ამსხვრევდეს? კროსმანის ტყვიით მაგალითად მე შამპანური ბოთლებს ვერ ვამტვრევ ფანტომიდან... რამდენი ვესროლე, იმდენი დირკა იყო, არასოდეს არ გამტყდარა ბოლომდე...
ja_ja
goga-ivana
ციტატა(goga @ 16th March 2010 - 12:27 AM) *
ფასი რა აქვს მაგ ტყვიებს და აქ ტუ შეიძლება მაგის შეძენა

მქონდა და გავყიდე ჩამოტანიანად დამიჯდა სადრაც 16.50$ თუ 17.00$ ზუსტად არ მახსოვს, ლარებში დღევანდელი კურსით გამოვა 29-30 ლარი. ამ მომეტში არ მაქვს, თუ ძალიან გინდა სადრაც 1 კვირაში დაკვეთას ვგეგმავ და ჩავაგდებ რამდენიმე კოლოფს დაკვეთაში, ოღონდ ნამდვილად თუ გინდა, ტყუილა ფულს ნუ გადამაყრევინებ.

აქვე დავძენ ეს კი არის მსოფლიოში ერთერთი აღიარებული კარგი ტყვია, მაგრამ ყველა თოფი ვერ ისვრის იდეალურად, შენ რა თოფი გაქვს? ეგებ და ყიდულობ და შენი თოფი ვერ ისვრის? მართალია დღემდე მხოლოდ 1 თოფი ვიცი რომელიც მაგ ტყვიას ვერ ისვრის (Benjamin Marauder-ი), მარა სადაც ერთი, იქაც შეიძლება მეორე გამოჩნდეს.

nihontoman
ციტატა(nihontoman @ 16th March 2010 - 12:19 AM) *
ნუ სანადიროდ ენიწება იმ ტყვიებს უპირატესობა, რომელიც შორ მანძილზე მეტ ენერგიას მიიტანს, ზუსტად მიიტანს და ადგილზე დატოვებს. ესეთი ალბათ jsb ტყვიებია, რადგან მიუხედავად არაექსპანსიური ფორმისა, საკმაოდ რბილი შენადნობია და ადვილად დეფორმირდება სხეულში... პრემიერებს ასეთს ვერ დავარქმევ

ისევ თეორები არა?? როდის შეეშვები კომპთან ჯდომისას მოსული საკუთარი აზრების რეალობად გასაღებას biggrin.gif

nihontoman
ციტატა(nihontoman @ 16th March 2010 - 12:46 AM) *
არ მინადირია, მარა ამბობენ ჯსბ უფრო რბილიაო, ზნაჩიტ შანსი არაა რომ უფრო დეფორმირებადი არ იყოს,მ ვიდრე მაგნუმი (ეს მაგნუმი ყველაზე უფრო მყარი შენადნობია მგონი, ნუ თუ იმ მსუბუქ ტყვიებს არ ჩავთვლით. აბა |სენი აზრით ნორმალური ტყვია შამპანურის ბოთლაში იდეალურ დირკას უნდა ადებდეს თუ ნახრენ გაქონდეს და ამსხვრევდეს? კროსმანის ტყვიით მაგალითად მე შამპანური ბოთლებს ვერ ვამტვრევ ფანტომიდან... რამდენი ვესროლე, იმდენი დირკა იყო, არასოდეს არ გამტყდარა ბოლომდე...

ოხ გადამრეს ეს კაცი, გა-დამ-რევს! კაი CUM-ით დირკავ შამპანიურს, მარა JSB-ით რა იცი გახვრიტავ თუ დალეწავ?? არ გისვრია არ გმოგიცდია, მარა ყველა საკითხზე აურაცხელი დამარწმუნებელი და ამასობაში უსაფუძვლო თეორიების ჩამოყრა შეგიძლია.

კაცოუ, თოფი იყიდე რა, ხომ ამბობდი ჰაჩიკა უნდა ვიყიდო მაგნუმშიო, ახლა მაგ 200 ლარიან თოფსაც აღარ ყიდულობ??? გადამრევს ეს კაცი smile.gif

goga-ivana
მტააკ, რაც შეეხება სანადირო ტყვიებს, მოკლედ ყველაზე ოპტიმალური არის Crosman Ultra magnum-ები, შედარებით იაფი ჯდება (კროსმანის წარმოამდგენელთან 25 ლარი ერთი პაჩკა, კი მესმის სადაც 25 იქაც 4-5 ლარი და ბარემ JSB, მაგრამ რავიცი რავიცი), თან კროსმანის წარმომადგენელს (iaragi.ge-ს) ადგილზე აქვს და ნებისმიერ დროს შეიძლება დათრევა, JSB-ს კი უნდა ელოდო და სადღაც 3-4 კვირა გადის სანამ ჩამოვა, თან ჩქარ ჩქარა იყიდება და ხშირად ამერიკულ მაღაზიებშიც არ არის ხოლმე, შარშან 2.5 თვე ვიდექი მაგ ტყვიების რიგში.

უფრო გამართლებული ნადირობის მხრივ არის ეგრეთწოდებული ექსპანსიური ტყვიები, მაგალიტად Benjamin Hollow point-ები, დღეს ეგ ტყვიებიც იყიდება თბილისში, იგივე კროსმანის წარმოამდგენელთან, 500 ცალიანი კოლოფი ღირს 30 ლარი.


კი მესმის იქ თეორიები იმის შესახებ რომ კროსმანის ტყვიები უფრო მყარი შენადნობისგანაა და JSB უფრო რბილი ლითონია, მაგრამ ეგ სულაც არ ნიშნავს იმას რომ დეფორმირება და სასიკვრილო შედეგი JSB-ს მეტი ექნება, ვიდრე იგივე Crosman Ultra magnum-ს. არ დაივიწყო JSB-ს ტყვიები შექმნილია სპორტისთვის და არა ნადირობისთვის, პლიუს ორივე ფირმის ტყვიას ერთნაირი ფორმა აქვს თითქმის, შედეგად შეღწევა და გახვრეტა ერთნაირია, მიკროსკოპული განსხვავებებით. არცერთი სანადირო ტყვია არაა, მანდ ძნელია რაოიმეს მტკიცება რომელი უფრო მაგარ შედეგს მოგცემს, მემგონი ერთნაირი შედეგი იქნება. ეგრე თურქული ტყვიებიც საკმაოდ რბილი ლითონისგანაა გაკეთებული, მაგრამ ხეში მოხვედრისა იგივე ფორმას ინარჩუნებს.

მოკლედ დასკვნა შემდეგია, თუ ძალიან გინდა JSB პრობლემა მისი დათრევა არაა თუ მოცდაზე თანახმა ხარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ უკეთეს შედეგებს მოგცემს Benjamin Hollow Point-ები. თან ფასიც იგივეა, სანადიროდ გათვლილია, საკმაოდ ზუსტია, აქვე იშოვება და... მოკლედ მემგონი ყველაზე კაი არჩევანი ეგაა.
nihontoman
ციტატა
ისევ თეორები არა?? როდის შეეშვები კომპთან ჯდომისას მოსული საკუთარი აზრების რეალობად გასაღებას


მდააა, იქნებ მითხრა ეგ თეორია სიმართლეს არ შეესაბამებაო? კი ბატონო, შენ თუ სხვანაირად გგონია, ინადირე მსუბუქი ფოლადის ტყვიებით. მე პრობლემა არ მაქ...

ციტატა
კაცოუ, თოფი იყიდე რა, ხომ ამბობდი ჰაჩიკა უნდა ვიყიდო მაგნუმშიო, ახლა მაგ 200 ლარიან თოფსაც აღარ ყიდულობ??? გადამრევს ეს კაცი


ნუ ნერვიულობ, მე ვიყიდი რამეს. მადლობთ თანაგრძნობისათვის და მხარდაჭერისთვის. biggrin.gif
უნდა გავიდე გუდვილსი და ვნახავ...


ხო და კიდევ ერთი, ძმურად ნახე რა შამპანიურის ბოთლზე რა განსხვავებას მოგცემს ულტრა მაგნუმი და ჯსბ ტყვია, აი დაცლილი რო იქნება მარადიორი და 230-240მ/წ სიჩქარით დაიწყებს მაგ ტყვიების სროლას მაშინ ნახე. მართლა მაინტერესებს და დ99.9%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ულტრა მაგნუმი უფრო სუფთა ხვრელებს დატოვებს, ვიდრე ჯსბ.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.