დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: პნევმატური იარაღის, სანადირო ტყვიების განხილვა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ტყვიები, ზეთები, საწმენდი საშუალებები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17
gregory
ShalvaQ
შენ შეიძინე:
Crosman Field Hunting Pointed Pellets 7-P577
gela
მიუხედავად იმისა რომ პატარა პრობლემა შეექმნა ორიოდ დღის წინ ჩვენს ფორუმს,, გადავწყვიტე არ დამეზარებინა და მესამედაც დამეწერა და გამეზიარებინა თქვენთვის ჩემი პატარა ექსპერიმენტი : ) ხოოოდა რააშია ახლა საქმეე : )) გადავწყვიტე პატარა ცდა ჩამეტარებინა, მაშ შემდეგ რაც ჩემს მიერ ნასროლი 4 მტრედიდან, სამმა ,,გახვრეტილებმა'' მაგრამ მაინც გაგაგრძელეს ფრენა, ტყვიები მქონდა ჯსბ მსუბუქები, ეს ტყვიები იმიტომ მომწონს რომ ძალიან ზუსტიაა, ბარაკუდა ჰანტერები კი ჩემს თოფს ცოტა არ იყოს ემძიმება თან ფასიც 200 ც 11 ლარს , ვარჩიე ისევ ჯსბ, 500ც 17 ლარად, თან მითუმეტეს თუ ცოტა ექსპანსიურობას მოვუმატებდი ,, ჩემი ჭკუით'' ნაკლები ზიანი არ უნდა მიეყენებინა ობიექტისთვის : )

ხოოოდა ავიღე ჯსბ მსუბუქები და უბრალოდ თავზე გავუკეტე პატარა ჭრილები


სასროლ ობიექტად ავიღე ბრეზენტის ნაჭერი და გამოვტენე ბამბით, რაღაც ბალიშისმაგვარი გამომივიდა : ) და სადღაც 15 მეტრიდან ვესროლე 5 ჩემს მიერ დამუშავებული ჯსბ, ერთი ჩვეულებრივი და ერთიც ბარაკუდა ჰანტერი


ახლა დავინტერესდი თუ რა მოუვიდოდა ტყვიებს და გავჭერი ბალიში,,, ,,ზავოდსკოი'' ჯიესბი და ბარაკუდა ჰანტერი ადვილად ვიპოვე, აი ჩემს მიერ დამუშავებული ჯიესბის ტყვიები კი არსად ჩანდა, კინაღამ გავგიჟდი, არა და მოხვედრილი ქონდა გარედან მასე ჩანდა : )) კარგად გულდასმით რომ დავძებნე ვნახე რომ ტყვიებს გარედან ქონდა შემოხვეული ბამბა და პატარა ბამბის ბურთულებს გავდა,, ორი ვიპოვე და დანარჩენები აღარც მიძებნია : ) შემოვაცალე და ისე გადავუღე ფოტო





ჩემს ნაჩალიჩარ ტყვიებს ისე ქონდა ბრეზენტის ნაჭერი თავებზე ჩაჭედებული რომ ადვილად ვერ ავაძრე, ავაგლიჯე, თან პირველ ტყვიას კაბაც დაკეცილი აქვს, ეს ალბათ მასზე მჭიდროდ შემოხვეულმა ბამბამ განაპირობა : ) მე ვფიქრობ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს ქედანს რას უძამდა ასეთი ტყვიები რომ მოხვედრილიყო : ) , თან რაც ყველაზე მთავარია მგონი სიზუსტეც არ დაუკარგავს ტყვიებს, ასე 15 მეტრში 2 ბეღურას სამუდამო წყენა ჩავუდე გულში , შემდეგ სადღაც 40-45 ნაბიჯზე წაქცეული პოლიეთილენის ბოთლი ეგდო და ორი სროლიდან ორივეს მოხვდა, ჯგუფურობაზე არ შემიმოწმებია ვერაფერს ვიტყვი...


შემდეგ ავიღე სქელტანიანი წიგნი, რაღაც რუსული, ,,ასნოვა მეხანიჩესკი ტეორიი ი ტეპლო ტეხნიკა'' ეს წიგნი მთელი 32 წელია არ დამჭირვებია და არც წამიკითხავს და ვიფიქრე კიდევ 32 წელიც არ გამომადგებოდა და საექსპერიმენტოდ გავიმეტე : ) ბარაკუდამ და ჯსბ-მ სადღაც 370-380 გვერდამდე შეაღწიეს, ჩემმა დამუშავებულმა ჯიესბებმა კი სადღაც 320 გვერდი იკმარეს , ტყვიები რომ ამოვიღე ჩემი დამუშავებული ტყვიების თავზე შესამჩნევი იყო ჩაჭედილი წიგნის ყდის ნაგლეჯები

ესეც ფოტო

gela
მგონი კაი მრისხანე ტყივები გამომივიდა ქედნებისათვის, იაფიც და მგონი ზუსტიც, ,,ჯგუფურობაზე არ შემიმოწმებია თქო კი აღვნიშნე'' მაინტერესებს პლასტელინზე რა შედეგი ექნება, მაგრამ არ მაქვს ეს პლასტელინი და თუ ვინმეს გაქვთ ან იქნებ მათხოვოთ ან თქვენ ესროლეთ ასე დამუშავებული ტყვიები და დაარეპორტეთ, : ) აბა რას იტყვით, მაინტერესებს თქვენი აზრიც
VTEC
gela
მემგონი მესამეთ დადე ეს რეპორტი ხო? biggrin.gif

ვორდში გაქვს და აკოპირებ ხოლმე? biggrin.gif

ისე კარგია, კარგი შედეგი გაქვს, მაგრამ აი მიწანში რას იზავს ეგაა უფრო საინტერესო wink.gif
gela
ხოო რა ვიცი, სამჯერვე რაღაც მოუვიდა ფორუმს და წაიშალაა, არა და მენანებოდა რომ დაკარგულიყო და თავიდან ვწერ, რას მოვიფიქრებდი რომ მეორედაც წაიშლებოდა თორე მართლა დავაკოპირებდი ვორდში : )))
nihontoman
მმმმ, ხორცზეა გასატესტი, ან პლასტილინზე მაინც. ის რომ უხეშმა ნაქლიბმა მტკიცე ნაჭრის ბოჭკოები ჩაითრია, არ ნიშნავს იმას, რომ გაცილებით უფრო რბილ და ელასტიურ კუნთოვან მასაში მოხვედრისას რაიმე სედეგს მოგცემს.

მოკლედ პლასტილინი იყიდე და ესროლე. ყველაზე კარგი ტესტი, ცოცხალ ორგანიზმებზე გამოცდას თუ არ ჩავთვლით, ეგაა IMHO biggrin.gif

შრომისათვის და ცდისათვის კი ნამდვილად + რესპექტ biggrin.gif
gela
ხო რა ვიცი პლასტილინი არ მაქვს sad.gif ისე რამე ხორცის ნაჭერზე კი მინდა ვცადო, ოღონდ ისეთზე რომ ცდის ჩატარების შემდეგ შეწვას ექვემდებარებოდეს biggrin.gif
iorama
რაც ბალიშზე მოუვიდა ის მოუვა ქედანსაც.ძალიანაც მკვრივი წინაღობა შეექმნება მტრედის მკვრივი მასით.

ვფიქრობ ექსპერიმენტი შედგა.
ჩემი მილოცვები გელას
foxi
ეხლა მანძილიც გაზარდე და მერე უკვე შეიძლება ექსპერიმენტის წარმატებაზე საუბარი. თორემ 15 მეტრზე თურქული ტყვიები
ისეთი ექქქქსპანსიური შედეგის მოცემას შეძლებს რომა უტატატატა. lol2.gif
nihontoman
foxi

+1. biggrin.gif
iorama
40 მეტრს დარწმუნები ვარ მშვენივრად აიღებს და მეტსაც გაუქაჩავს
gela
foxi
ეხლა მანძილიც გაზარდე და მერე უკვე შეიძლება ექსპერიმენტის წარმატებაზე საუბარი. თორემ 15 მეტრზე თურქული ტყვიები
ისეთი ექქქქსპანსიური შედეგის მოცემას შეძლებს რომა უტატატატა.


წეღან გავუზარდე მანძილი სადღაც 40 მეტრამდე და ბრეზენტის ბალიშზე ზუსტად იგივე ქნა რაც 15 მეტრზე, ანუ ბამბაც აიხვია და ბრეზენტის ბოჭკოებიც მიიმჭიდროვა, სიზუსტეზე რაც შეეხება, ცენტრში დავუმიზნე და ცენტრშივე მოხვდა ბალიშს, მთლად არ დამიმილიმეტრებია, სამწუხაროდ ფოტოაპარატით არ გადამიღია, ,,დამეზარა სახლში ასვლა'' კაცურ სიტვაზე მენდეთ : )
iorama
ციტატა(gela @ Feb 11 2011, 08:43 PM) *
წეღან გავუზარდე მანძილი სადღაც 40 მეტრამდე და ბრეზენტის ბალიშზე ზუსტად იგივე ქნა რაც 15 მეტრზე, ანუ ბამბაც აიხვია და ბრეზენტის ბოჭკოებიც მიიმჭიდროვა, სიზუსტეზე რაც შეეხება, ცენტრში დავუმიზნე და ცენტრშივე მოხვდა ბალიშს, მთლად არ დამიმილიმეტრებია, სამწუხაროდ ფოტოაპარატით არ გადამიღია, ,,დამეზარა სახლში ასვლა'' კაცურ სიტვაზე მენდეთ : )



მე გენდობი და ძალიანაც კმაყოფილი ვარ რო გაამართლა.ერთი ცოცხალ ობიექტსაც მივუნთოდ და ის ობიექტიც დავათვალიეროD მერე

დამეთანხმეთ ფოქს და ნიჰონტო რო შედგა ექსპერიმენტი smile.gif
nihontoman
iorama


ცოცხალი ორგანიზმი. ან კაკმინიმუმ პლასტელინი. აი მაშინ შეიძლება ექსპერიმენტის წარმატებაზე საუბარი. მანამდე კი ვერაფერს ვიტყვი....
iorama
ციტატა(nihontoman @ Feb 12 2011, 01:25 PM) *
iorama


ცოცხალი ორგანიზმი. ან კაკმინიმუმ პლასტელინი. აი მაშინ შეიძლება ექსპერიმენტის წარმატებაზე საუბარი. მანამდე კი ვერაფერს ვიტყვი....


სიზუსტეზე რას იტყვი ნიჰონტო? ხომ კარგია რო არ შეიცვალა მიზანი? ცოცხალ ორგანზმზე კიდევ კვირას გავსიჯავთ

სამწვადეზე წავა? კანს არ გავაცლით და ისე ვესვრით biggrin.gif
nihontoman
iorama
კი სამწვადეზე წავა biggrin.gif

და რავი ძაან კარგი სიზუსტე რომ არ შეიცვალა, მარა ნაღდად არ შეიცვალა რო? აბა ჯგფურობაზე ისროლოს ქქაღალდზე....
koknar
მომაკვდინებელი კი იქნება სადისტურათ biggrin.gif მარა ტყვია ისეთი რამეა დიდ სიზუსტეს მოითხოვს წონის მხრივაც და აეროდინამიკის მხრივაც. მაგას არც ერთი ექნება და არც მეორე. წარმოიდგინე ეგ რო კიდე დატრიალდება რა დინამიკა ექნება. თან არამგონია მასა ყველას ერთიდაიგივე გამოუვიდეს. ბრუნვის ღერძი ექნება სადღაც გვედზე. 20მ იქნება მაგის მაქსიმუმი რო მტრედის ზომის ობიექტს რამე შეურაწყოფა მიაყენო.biggrin.gif biggrin.gif
gela
წონა რა შუაშია, არანაირად არ იცვლება წონა. დანით უკეთდება თავზე ჭრილები და არა მგონია მაგან რამე მოაკლოს წონის თვალსაზრისით, ეგ კი არა და ზოგი თურქული ტყვიებით იღებს ისეთ შედეგებს, რომლებსაც მართლა არ აქვს ერთნაირი წონა და მითუმეტეს ზუსტი აეროდინამიკა, ,,ფაქტია იორამას მაგ ტყვიებით აქვს რაღაცეები ზუსტად ნასროლი, თურქულებს ვგულისხმობ'' თქვენი ნებაა, ნუ დაიჯერებთ რომ რაც ნადირობასთანაა კავშირში სიზუსტე ბევრი არაფერი დაუკარგავს, ,, ვისაც გვჯერა გაგვატარეთ'' biggrin.gif მაგას კი დავადასტურებთ მე იორამა და კიდევ ორი სამიოდ ჩვენი მოყვასი : ) სამწვადეს გავიმეტებთ საექსპერიმენტოდ და მერე დავჭრით შევწვავთ და წარმატების სადღეგრძელოსაც ავწევთ, ისე თქვენც გირჩევდით ჩართულიყავით ამ ექსპერიმენტში, მარტო კრიტიკულად ყურება ბევრს არაფერს მოგცემთ : ) ცდა ან წარმატებით დასრულდება და ან კრახით, მე მაგას ორივეს შევეგუები მაგრამ ის მაინც მეცოდინება, ,, რა თქმა უნდა თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდა'' რომ ჩემმა ცდამ ტყუილად მაინც არ ჩაიარა და ვინმეს გამოადგა, თუ არაფერი გამოვა ნუ დარდობთ, აუცილებლად ვაღიარებ, მაგისიც არ გამიტყდება : ) კიიდევ ვამბობ, თქვენი ნებაა, ჩვენ მაინც გავფრინდებით biggrin.gif და კიდევ, ვისაც გვჯერა გაგვატარეთ : ) )))

nihontoman მაგის ჯგუფურობა მართალი გითხრა არ მაღელვებს და არც მიფიქრია , თუ ჯგუფურობა მომინდა ჩვეულებრივი ტყვიით ვისვრი, მაგრამ აღვნიშნე რომ სანადიროდ მინდა, რომ სმერტელნი იყოს. და თუ 25 მეტრში 15 მილიმეტრიან ჯგუფს ვერ გავაკეთებ იყოს 30 მილიმეტრი და ის შედეგი მომცეს რაც მე ფრინველის გასაყუჩებლად მინდა, ასე რომ თქვენი კრიტიკა მიღებულია მაგრამ ეგ იმასთან არაფერ კავშირშია რისი მიღებაც მე მინდა, ჯგუფის გაკეთება და მტრედის ადგილზე დატოვება სხვადასხვა სპორტია და ეგ დარწმუნებული ვარ ყველამ ზეპირად იცით, ისე მადლობა ყველას რომ გამოეხმაურეთ ჩემს ექსპერიმენტს და უყურადღებოდ არ დატოვეთ, კრიტიკოსებსაც და არაკრიტიკოსებსაც : ) უმაგისოდ რა თქმა უნდა არა საქმე არ წაიწევს წინ : )
foxi
ისეთი ენთუზიაზმით საუბრობ რომ,ამ ამბავს ნადირობის სუნიც აუვიდა. ჰოდა შედეგებს ველოდებით. როცა შენ იორამა და რამდე
ნიმე თქვენი მეგობარი მწვადის ჭამას მორჩებით. წარმატებები.ჩვენც მხოლოდ კარგი და საუკეთესო გაგვიხარდება.gela
nihontoman
gela
ჯგუფების გაკეთება თვითმიზანი კი არაა biggrin.gif უბრალოდ მაგით სეამოწმებ რამდენად ზუსტი დარჩა ფიშტო , თორე შეიძლება რარაც დისტანციაზე იმ 10 მილიმეტრით გაზრდილმა ჯგუფმა ისეთი სხვაობა მოგცეს, რომელიც გადაწყვიტავს ნადირობის შედეგს ....


მოკლედ ინადირეთ და წარმატებებს გისურვებ. იმედია გამოგივა.smile.gif
gela
ხოოოდა რაშია ახლა საქმეე : ) დღეს მე იორამა დევილი ვიტეკა და კიდევ ორიოდ ჩვენი მოყვასი მეგობარი გასულები ვიყავით რუსთავის პარკში და გამოვცადეთ ჩემი ნაჩალიჩარი ტყვიებიმ ქარი იყო უბედურსკიი და მაგიტომ ცოტა სიზუსტეზე გვიჩმახებდა მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ გვესროლა, სამიზნე დავდეთ სადღაც 30 მეტრში და ეს შედეგი მოგვცა 5 სროლიდან

ესეც სურათი


ქარი რომ არ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ ასეთი გაფანტვა არ ექნებოდა, ვნახოთ დაველოდოთ კაი ამინდს და მერე დავტესთავთ კიდევ უფრო ამ ტყვიებს, მაგრამ როგორც ქარიანი ამინდისათვის მგონი ცუდი შედეგი მაინც არ არის : )


ხორცზეც დავტესტეთ ეს ტყვია და მოხვედრის შემდეგ მარტო კი არ გახვრიტა და გაიარა, კაი ნაფლეთებიც გააყრევინა

ესეც ფოტო



davil
მოკლედ, გელას დამუშავებულმა ტყვიამ იმუშავა და უეჭველი იმუშავებს ყველა ასპექტში. ასე რო ამ თემაზე კითხვები მემგონი ამოიწურა
giorgi-RW1k77X2
გელა, ძმა, მგონი დროა რომ ხვალ დილისათვის პიჯაკში გამოწყობილი და წვერგაპარსული საპატენტოსთან იდგე smile.gif
მერე წერილი JSB-ს Crosman-ს და მათნაირებს... რა იცი რას გამოკრა ხელი smile.gif biggrin.gif
gela
: ))) ოხ გიორგი გიორგიი : )) შენ ჩემო ძმაკაცო და ჰევი მეტალის მამავ : )) ხომ ვთქვი ,,მე მაინც გავფრინდები'' მეთქი მაგრამ ჩვენი თეორიტიკოსი იდეური მეგობრები nihontoman და koknar რატომღაც სკეპტიკურად არიან განწყობილი ამ ექსპერიმენტის მიმართ, არა უშავს, მე ხომ მათ მოსაწონად და დასანახად არ მიმოქმედია, მე ჩემი ასე ვთქვათ ,, სპორტული ჟინი '' დავიკმაყოფილე : ) თეორია თეორიაა და პრაკტიკა ათი თეორიაო ნათქვამია : ) ,, მართალია ეს ანდაზა არავის უთქვამს, სპონტანურად მოვიგონე'' მაგრამ მაინც : ))))
nihontoman
gela
ვააახ, თეორეტიკოსის იარლიყი კიდევ კაი არ მიტყდება, თორე მთელი ფორუმი თეორეტიკოსს მეძახის smile.gif ხალხო, გაიგეთ, ჯერ იბადება თეორია, შემდეგ მოწმდება პრაქტიკაში. თეორიის გარეშე პრაქტიკა არაფერია და პირიქით.

თემას რაც შეეხება - პირველ რიგში არ მეგონა რომ ხორცზე მოსინჯავდით, მეგონა კაიფობდით პროსტო biggrin.gif თან იმ სალას თუ გადააცლი, მშვენიერი სამწვადე ნაჭერი უნდა იყოს biggrin.gif მერეც მეორე - რა თოფიდან ესროლეთ? იქნებ დაწერეთ და გამომრჩა? ჯგუფები ქარში არ უნდა გაგეზომათ, ქარი ძალიან აფუჭებს. ტირია მაგისათვის საჭირო. შედეგი როგორც ასეთი ცუდი არაა, გაუპატიურებული ტყვიების და ქარის კვალობაზე rofl.gif

ხო, სულ დამავიწყდა - აი მტრედს ან ყვავს რომ ესვრით არაფატალურ ზონაში ( ანუ შიგ თავში ან გულში არა) და გონებაწასულივით რომ დააგდებს, ტყვიის შემაჩერებელ ეფექტზე მერე ვისაუბროთ biggrin.gif მართალია ის სამწვადის ნაჭერი კარგად გაშალა, მარა მე, როგორც სკეპტიკოს თეორეტიკოსს, მომკალით და მაინც არ მჯერავს ბოლომდე biggrin.gif
gela
კროსმან ქვესტიდან ვესროლეთ , თან მაგ ხორცის ნაჭერის გარდა კიდევ უამრავი ხორცის ნაჭრები გვქონდა და მშვენიერი მწვადის შეწვით დავაგვირგვინეთ, იორამამ და დავილმა ისეთი მწვადი შეწვეს რომ სულ ,, ოქროს ხელები გქონია აბესალომ'' ვეძახდით : )) თან დავილის დაბადების დღეც აღვნიშნეთ, ასე რომ ნუ გგონიათ რომ მაღაზიაში შევედით და მხოლოდ ერთი პატარა ნაჭერი ვიყიდეთ საექსპერიმენტოდ biggrin.gif მშვენიერი ქეიფი გამოგვივიდა ბუნ-წიაღში და კაი სიმღერ სიამტკბილობით დაგვირგვინდა : ) ეს ექსპერიმენტი იმიტომ არ ჩამიტარებია რომ ვინმესთვის რამე დამეჯერებინა, მთავარია მე რაც მინდოდა ის მივიღე, ვისაც არ გჯერათ ტრადიციულად გააგრძელეთ ნადირობა ვინ გიშლით , და თუ რამეში დარწმუნება გინდათ ბოლოს და ბოლოს მე რას მახსნევინებთ აიღეთ ტყვიები და თქვენ თვითონ ისროლეთ და შეამოწმეთ , ჩემს შედეგებს რაღას ელოდებით? არა მგონია გაინტერესებდეთ და ამის გამო ორიოდ ტყვიის დამუშავება გენანებოდეთ, მოკლედ მე მოვრჩი ამ თემაზე რამის მტკიცებას, ვისაც ჯერა კი გამოიყენებს ამ იდეას და გაუმარჯოს ღმერთმა გამიხარდება : ) ვისაც არ გჯერათ გააგრძელეთ მოღვაწეობა ჩვეულ ტემპში : ))
kaka8079
ჭირი იქა ლხინი აქა,ქატო იქა,ფქვილი აქა.აი ასე დასრულდა ეს ისტორია.
Hellados
ციტატა(gregory @ Feb 4 2011, 09:33 AM) *
ShalvaQ
შენ შეიძინე:
Crosman Field Hunting Pointed Pellets 7-P577

ეს ტყვიები როგორებია თავსი საქმეში? ფრინველზე სანადიროდ მინდა ჩემი crosman storm-ისთვის და ვარგა? მუყაოს კოლოფში რომ არის კროსმანის ტყვიები 1250 ცალი ეგენი მაქვს ახლა და ყვავებისთვის რომ მომირტყავს ზოგი მაინც მიფრინავს ხოლმე, ეტყობა ვერ იაზრებენ რომ ტყვია მოხვდა...
ja_ja
Hellados
ციტატა(Hellados @ 25th February 2011 - 12:03 PM) *
ეტყობა ვერ იაზრებენ რომ ტყვია მოხვდა...

იმენნა, ვერ გრძნობენ რომ ბენზონასოსი დაბრედილია და მიფრინავენ, მაგრამ მერე საწვავის "პადაჩა" უმტყუნებთ ხოლმე და ვარდებიან.

მოკლედ CP-ებს არ აქვს ან ძალიან პატარა შოკის ეფექტი აქვს, ამიტოამც მიფრინავენ თუ სასიკვდილო ზონაში არ რეკე თავიდანვე. შენ გინდა რაიმე ჰოლოვპოინტი, რომ შოკი მაქსიმალური მიანიჭო ყვანჩოს, უბრალოდ გაითვალისიწნე ექსპანზიურები სიზუსტეში ყოველთვის მოიკოჭლებენ.
koknar
gela
მე ვარ სკეპტიკოსი. ვაღიარეფ. მარა კაი სანადირო ტყვიებს რათ არ იყიდი ჰა? ველოსიპედი ხო გამოგონებულია უკვე
Hellados
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 25th February 2011 - 01:09 PM) *
იმენნა, ვერ გრძნობენ რომ ბენზონასოსი დაბრედილია და მიფრინავენ, მაგრამ მერე საწვავის "პადაჩა" უმტყუნებთ ხოლმე და ვარდებიან.

კი ზუსტად ეგ მონეტია, ნერვებს მიშლიან ეს ოხრები როგორი სიცოცხლისუნარიანები არიან biggrin.gif
ციტატა(ja_ja @ 25th February 2011 - 01:09 PM) *
შენ გინდა რაიმე ჰოლოვპოინტი, რომ შოკი მაქსიმალური მიანიჭო ყვანჩოს, უბრალოდ გაითვალისიწნე ექსპანზიურები სიზუსტეში ყოველთვის მოიკოჭლებენ.

ეგ ჰელოვპოინტები გამიგია კარგებიაო მარა ძვირია ამასთან შედარებით Crosman Field Hunting Pointed Pellets 7-P577 მაგიტომ მაინტერესებს ხარისხით ძალიან ჩამოუვარდება თუ არა ჰელოვპოინტებს ეს ტყვიები... თუ ნორმალური სანადირო ტყვიებია შევძლებდი ყიდვას. თუ არ ღირს ეგეც მითხრაით smile.gif
ja_ja
Hellados
შენ რომელზე იძახი?

ამაზე


თუ აი ამაზე?


შეგთავსი მგონი ორივეში ერთია, მეორე არ ვიცი ვის ჰქონდა და პირველი ჰქონდა ვიღაცას ჩავენთან და დაველოდოთ რას იტყვიან. მე არცერთი არ მქონია და ნე ზნაიუ.
Hellados
ja_ja
პირველზე ჯაჯა
gela
ციტატა(koknar @ Feb 25 2011, 01:41 PM) *
gela
მე ვარ სკეპტიკოსი. ვაღიარეფ. მარა კაი სანადირო ტყვიებს რათ არ იყიდი ჰა? ველოსიპედი ხო გამოგონებულია უკვე



სანადირო ტყვიები ჰოლლოვ პოინტები ანუ ექსპანსიურები როგორც ჯაჯამ აღნიშნა სიზუსტეში მოიკოჭლებს, აი ჯიესბი კი სიზუსტეში ბევრად ჯობია, ხოოდა მეც მაგიტომ გადავწყვიტე ჯიესბის სიზუსტის ხარჯზე გამეკეთებინა და მომემატებინა მისთვის ექსპანსიურობა, თან 500 ცალი 17 ლარი ჯდება და იაფი გამოდის, თავიდან ნუ მომაყოლებ გეხვეწები, გადახედე ჩემს პირველი პოსტიდან დანარჩენ შემდგომს და ყველა მიზეზს იპოვი რატომ გავაკეთე ასე რა შედეგი მომცა და ყველაფერი : )) გეთანხმები ველოსიპედი რომ გამოგონილია მაგრამ მე სხვანაირი ველოსიპედი მომწონს და ჩემი ველოსიპედით სიარულს ვამჯობინებ : )
cz80
H&N Sport, Baracuda Hunter-ები სანადიროდ უდედისმ..ელი ტყვიებია,
სიზუსტეც თითქმის ცპ-ს ნაირი აქვს 50 მეტრამდე,

პროსტო ერთი ერთი მინუსი აქვს, ცოტა არ იყოს და ძვირი გამოდის 11 ლარი 200ცალიანი :P
gela
ციტატა(cz80 @ Feb 25 2011, 02:36 PM) *
H&N Sport, Baracuda Hunter-ები სანადიროდ უდედისმ..ელი ტყვიებია,
სიზუსტეც თითქმის ცპ-ს ნაირი აქვს 50 მეტრამდე,

პროსტო ერთი ერთი მინუსი აქვს, ცოტა არ იყოს და ძვირი გამოდის 11 ლარი 200ცალიანი :P



გამარჯობა შენი , ძვირი გამოდის ხოო? biggrin.gif ხოდა ჩემი გიკვირდათ ჯიესბები რატომ გადააკეთე და ექსპანსიურობა რატომ მოუმატეო biggrin.gif იქ ზემოთ აღნიშნა ერთმა მოყვასმა, ველოსიპედი გამოგონილია და რაღატომ იგონებო biggrin.gif ხოდა კიდევ ვამატებ, ველოსოპედი კი არის გამოგონილი მაგრამ მე სხვანაირი ველოსიპედი ვამჯობინე, იაფი და ისეთი როგორიც მარტო მე კი არა ბევრს გამგადგებოდათ : ))

მაინც ნუ დაგეზარებათ და კიდევ ერთხელ გადახედეთ ჩემს რეპორტს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს შედეგების თვასაზრისით : )
Power_VANO
ეგ რაც JSB შემოვიდა მაგის მერე გმაოდის ძვირი შედარებით თორემ მანამდე ერთ-ერთი უიაფესი ჯდებოდა smile.gif
Hellados
მაგნუმის საიტზე რომ jsb დევს ეს ორი მოდელი:
http://www.magnum.ge/production-ka-Pneumatic-1

JSB DIABOLO EXACT HEAVY
JSB DIABOLO EXACT

ამ ორს შორის რა განსხვავებაა ხომ არ იცით?

Power_VANO
ციტატა(Hellados @ 25th February 2011 - 05:12 PM) *
ეგ რაც JSB შემოვიდა მაგის მერე გმაოდის ძვირი შედარებით თორემ მანამდე ერთ-ერთი უიაფესი ჯდებოდა

მე რომ jsb ფასებს გადავხედე ძალიან მომეწონა, ერთი აი ზევით რომ გრიგორმა დადო კროსმანის Crosman Field Hunting Pointed Pellets 7-P577 1250 ცალიანი ეგეც მაგარი იაფი ჯდება. სანადირო ტყვიების არჩევანზე რომ მიდგება საქმე ალბათ jsb-ს ან ამ კროსმანს შორის გავაკეთებ არჩევანს, ჩვენტან ფორუმზე ძალიან აქებს ხალხი ამ jsb და ბოლო ბოლო მარტო მაგის გამო ვიყიდი რომ ვნახო რა არის smile.gif
foxi
ციტატა(Hellados @ 25th February 2011 - 05:17 PM) *
მაგნუმის საიტზე რომ jsb დევს ეს ორი მოდელი:
http://www.magnum.ge/production-ka-Pneumatic-1

JSB DIABOLO EXACT HEAVY
JSB DIABOLO EXACT


მეორეები მძიმეა. განსხვავებაა წონა და ფასი. h/n-ს ვერაფრით ჯობია jsb,გარდა ფასისა.
Power_VANO
Heavy 10.2 გრანიანია, ჩვეულებრივი ექსაქტები 8.4-იანები.


foxi
ციტატა(kakha @ 25th February 2011 - 05:21 PM) *
h/n-ს ვერაფრით ჯობია jsb,გარდა ფასისა.

მომენტ თოფს გააჩნია. დისკოს არ მოსწონს სამწუხაროდ H&N-ი sad.gif ბარაკუდა მატჩი და FTT ხომ გავტესტე, საშინელი გაფანტვა რომ აღმოაჩნდა sad.gif არადა, ხარისხით ბრწინვალე ტყვიებია, შესანიშნავი ხარისხის კონტროლი აქვთ გავლილი.
nihontoman
რავი, ფანტომს კი მოეწონა FTT, მარა ჯსბ განსაკუთრებულია მაინც. სასწაულად ზუსტია ნებისმიერ სხვა ტყვიასთან შედარებით...
koknar
Power_VANO
მე რაც დავაკვირდი ცვლა არ უყვარს ანუ სიტყვაზე ცპ ს მერე რო მისცემ H&N გაფანტავს მარა ეეგრე 50 ტყვია მაინც უნდა და მერე კრიბავს ისევ. გინდა ჯსბ. ცპ-ს მერე რო გავისროლე პირველი 10 ტყვია საშინელი იყო. მერე აღარც მინახია.
foxi
ციტატა(Power_VANO @ 25th February 2011 - 05:27 PM) *
მომენტ თოფს გააჩნია. დისკოს არ მოსწონს სამწუხაროდ H&N-ი


ჩემი დისკო ყიდვის დღიდან ჰანტერებს ისვრის და ისე ლამაზათ ხსნის დაკისრებულ ოპერაციებს, თქვენი მოწონებული. უბრალოდ იმდენი აქეთ ჯსბ რომ, ერთი ყუთი ვიიდე და არც მაგაზე თქვა უარი. ეგეც ძალიან მოეწონა. სანადიროდ ერთ მნიშვნელოვნად ჰანტერი
მირჩევია.
koknar
foxi
შენ ძველი დისკო გაქ მაშინ იჟის ლულებზე გამოდიოდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Hellados
koknar
ციტატა(koka @ 25th February 2011 - 06:48 PM) *
შენ ძველი დისკო გაქ მაშინ იჟის ლულებზე გამოდიოდ

rofl.gif rofl.gif rofl.gif 19.gif 19.gif














უკაცრავად თავი ვერ შევიკავე biggrin.gif
cz80
ციტატა(gela @ 25th February 2011 - 02:56 PM) *
გამარჯობა შენი

გაგიმარჯოს biggrin.gif biggrin.gif
ციტატა(gela @ 25th February 2011 - 02:56 PM) *
ხოდა ჩემი გიკვირდათ ჯიესბები რატომ გადააკეთე და ექსპანსიურობა რატომ მოუმატეო იქ ზემოთ აღნიშნა ერთმა მოყვასმა, ველოსიპედი გამოგონილია და რაღატომ იგონებო ხოდა კიდევ ვამატებ, ველოსოპედი კი არის გამოგონილი მაგრამ მე სხვანაირი ველოსიპედი ვამჯობინე

არც არაფერი არ გამკვირვებია,მე თვითონ ვმაიმუნობდი თავის დროზე
ექსპანსიურობა რომ მომემატებინა ზოგ-ზოგ ტყვიებზე wink.gif
ეჰ, იაფი და ხარისხიანი სანადირო ტყვიები მეც კი მინდა,(თან რასაც მე ვისვრი biggrin.gif რავარია 5 თეთრიანების სროლა,დღეში საშუალოდ 4-5კლიპს მაინც ვისვრი biggrin.gif)
მაგრამ მაგ ჯსბ-ის ჩემი გაისვრის ზებგერითზე
ტაკ შტო არ მადგება და რა ვქნა smile.gif

შენ რაც სცადე ეგ ტყვიები,50-და მეტ მანძილზე თუ გიცდია,უეჭველი დაიწყებს გაფანტვას
მოკლე მანძილებზე კი შეინარჩუნებს სანადირო სიზუსტეს მაგრამ დალშე უჟე გაუჭირდება wink.gif




ციტატა(koka @ 25th February 2011 - 06:48 PM) *
შენ ძველი დისკო გაქ მაშინ იჟის ლულებზე გამოდიოდა

rofl.gif rofl.gif rofl.gif
geojorjika
დღეს ვიყიდე JSB Monster-ი , ვნახოთ რა შედეგები ექნება ვერიკოზე smile.gif
Power_VANO
foxi
ციტატა(kakha @ 25th February 2011 - 06:43 PM) *
ჩემი დისკო ყიდვის დღიდან ჰანტერებს ისვრის და ისე ლამაზათ ხსნის დაკისრებულ ოპერაციებს

ჰანტერები კი ბატონო, დისკოს ევასება, 25 მეტრში CP-ს დონის ჯგუფები მივიღე, მაგრამ მატჩი და FTT კოშმარი იყო სრული smile.gif


koknar
ციტატა(koka @ 25th February 2011 - 05:56 PM) *
მე რაც დავაკვირდი ცვლა არ უყვარს ანუ სიტყვაზე ცპ ს მერე რო მისცემ H&N გაფანტავს მარა ეეგრე 50 ტყვია მაინც უნდა და მერე კრიბავს ისევ. გინდა ჯსბ. ცპ-ს მერე რო გავისროლე პირველი 10 ტყვია საშინელი იყო. მერე აღარც მინახია.

კი ეგრეა ნამდვილად, "ასვინცოვკა" ხდება ერთ ტყვიაზე და როცა უცბად მეორეს ვაჯახებთ, რამდენიმე ტყვიას სჭირდება ხოლმე სროლა ხელახლა ახალ ტყვიაზე "მიჩვევისთვის"
sekurifa

მითხარით ამით გინადირიათ ვინმეს?როგორია ვარგა?
cz80
ციტატა(sekurifa @ 16th March 2011 - 01:43 AM) *
როგორია ვარგა?

კიი,მშვენიერია, ოღონდ იმათთვის არა ვისაც ხვდება biggrin.gif
იტოგში ადგილზე აქვავებს ობიქტს wink.gifჯგუფურობაც საკაიფო აქვს..

ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.