დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: პნევმატური იარაღის, სანადირო ტყვიების განხილვა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ტყვიები, ზეთები, საწმენდი საშუალებები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17
ja_ja
iorama
ციტატა(iorama @ 4th January 2010 - 09:49 PM) *
ხალხნო,როგორც ვამჩნევ ჩემს ფანტომს 10,5 პრემიერის სროლა ცოტა უმძიმს

რაში გამოიხატება????

ციტატა(iorama @ 4th January 2010 - 09:49 PM) *
რას იტყვით პრემიერ 7,9-ზე?

წესით ზ.დ.პ.-სთვის მსუბუქი ტყვიები უფრო მისაღებია, მძიმე ტყვიები კი კაია, მაგრამ საწყისი სიჩქარეც მარალი უნდა, თუ 170-180 სიჩქარე მძიმეზე, მაშინ დროა შეეშვა მაგათ და მსუბუზე გადახვიდე. მანამდე კი გაზომვა უნდა შენს თოფს ანუ ქრონში უნდა გატარება, ასე ზეპირად ვერავინ ვერაფერს ვერ გეტყვის, ვარგა არ ვარგა....
nihontoman
iorama
არა არ უნდა უმძიმდეს, შეილება ან მანჟეტი გაუფიჭდა, ან პრუჟინა გაუტყდა,ორივე ვარიანტია.
მოკლედ დაშალე და ნახე რაშია საქმე, ისე, კი, მე მაინც გირჩევ 10.5-ზე დარჩე, უკეთესი მგონია, თან ფანტომი არაა ისეთი სუსტი ფიშტო, რომ 7.9 ტყვიები ასროლინო....
iorama
ეხლა რომ ვამუღამებ,თავიდან მაგრად უნიავებდა.40 ნაბიჯზე(თან ჩემი) კაჭკაჭი გააშეშა.დარწმუნებული ვარ 10,5 დამსახურებაა.დღეს ვიზუალურად დავათვალიერე და შევნიშნე,რომ გადარეხვის დროს რაგაც ნაწილი ლულის, ძალიან თავისუფლად გადადის.ზამბარაც არასთანაბრად იყო ჩაკეცილი.შეიძლება ეგაა? იმიტომაც ვიფიქრე მესინჯა 7,9
ja_ja
iorama
ციტატა(iorama @ 4th January 2010 - 11:12 PM) *
შევნიშნე,რომ გადარეხვის დროს რაგაც ნაწილი ლულის, ძალიან თავისუფლად გადადის.ზამბარაც არასთანაბრად იყო ჩაკეცილი.შეიძლება ეგაა? იმიტომაც ვიფიქრე მესინჯა 7,9

მგონი ზამბარა კაპუტ, დაშალე და ნახე გატეხილი ხომ არაა. მგონი ეგაა შენი ეჭვების მიზეზი.
iorama
ja_ja
გავქაჩავ მარტო? პრინციპში რა უნდა იყოს ისეთი რთული რომ ვერ მოვახერხო? და მაინც თემიდან,რომ არ გამოვიდეს გადახვევა,მე მაინც ვერ ვხდები თუ ორივე პრემიერია რაღა რაზნიცა უნდა იყოს წონის გარდა? თან შენი თქმის არ იყოს,რატომ უნდა დავტანჯო ზ.დ.პ მაგხელა წონით
ja_ja
iorama
მძიმე სტაბულრობას გაძლევს ფრენისას
iorama
ja_ja

ტყვია ჩანს რა
ja_ja
iorama
ეგ არაფერს არ ნიშნავს, ჩემს დატუნინგებულ მარადიორზეც კი ვხედავ ხოლმე ტყვიას, მერე რა, ქრონით ვიცი 290 მეტრია, მარა ჩანს ტყვია.

რა გინდა თქვა მაგ სიტყვებით ჩქარია და მოგწონს თუ ნელია და არ მოგწონს? ტყვიის გამოჩენა აფსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს. გააჩნია ოპტიკის ჯერადობას, განათებას, ხედვის კუთხეს, შეიძLება 100 მეტრ წამზე წასული ტყვიაც კი ვერ დაინახო და შეიძLება 350 მეტრ წამიანს თვალი მოკრა.

თვალი საზომი ერთეული არაა, ეგრე მაღაზიაში მიდი და უთხარი თვალის ზომით მომეცით 20.4 მეტრა ნაჭერითქო.

შუა საუკუნეებში არ ვცხოვრობთ, ან უნდა გაზომო და გეცოდინება ზუსტად, ან აზრი არა აქვს საუბარს (ჩანს, არ ჩანს, ეს ყველაფერი სუბიექტურია)
iorama
ja_ja
დიდ მადლობა,როგორც ყოველთვის ამომწურავ და მეგობრული პასუხისათვის.ხვალ გავსინჯავ და შეგატყობინებ
nihontoman
ციტატა
ტყვია ჩანს რა

ეგ არა უშავს, ტყვია სულ ჩანს...
შენ თუ გინდა დაახლოებით მიხვდე, მოიკლო თუ არა სიჩქარემ, გაისროლე შორ მანძილზე და ხმასდ დაელოდე, მართლაი დიდად მეცნიერული ხერხი არაა, მარა მართლა არის განსხვავება დროის შუალედებს შორის, ჩემს ფანტომს რომ ზამბარა გაუტყდა, გაცილებით ნელა მიდიოდა ტყვია ადგილზე (თუმცა 70 მეტრზე ყვავს ისევ დირკავდა, ვაბშე რატომ შევუჩვალე აზრზე არ ვარ, თან ნამტვრევები არ იყო პატარა და არაფერს ხელს არ უშლიდა, პირიქით, ძალიან წყნარად და ზუსტად ისროდა ის ოხერი, ცოტა მენატრება კიდეც გატეხილი ზამბარა....
tsumbusha
მე კი სპეციალურად ვუყურე რამდენი ვიჩალიჩე ტყვია რო დამენახა როგორ მიდიოდა და ვერაფრით ვერ მოვახერხე biggrin.gif
parna
ციტატა(tsumbusha @ Jan 5 2010, 11:53 AM) *
მე კი სპეციალურად ვუყურე რამდენი ვიჩალიჩე ტყვია რო დამენახა როგორ მიდიოდა და ვერაფრით ვერ მოვახერხე biggrin.gif


შენ იარაღზე ნაღდად ვერდაინახავ smile.gif
iorama
დღეს დილაუთენია გავჭიმე 70 მეტრი დაააა... ჩანდესდეს მაგის დედაც smile.gif ცოტა კი დააგვიანა,მაგრამ ბოლო-ბოლო იქამდე ხომ უნდა რო მიფრინდეს 10.5 smile.gif ისე კი დლია სპაკოისტვია მაინც ცჰავიჭყიტები რა.ცჰემი რაგა წავა
giga_st
როგორც იცით დღეს ვუკვეთავ თოფს პსპ, რომელ ტყვიებს მირჩევთ ? მიზანში სასროლად მაქსიმალურ მანძილებზე. სანადირო ტყვიები ამ ეტაპზე არ მაინტერესებს, მარა ერთ შეკვრას ალბათ მაგასაც ავიღებ ნა ვსიაკი პაჟარნი. ანუ შორ მანძილზე სასროლად სპორტული სროლისათვიუს და სანადირო ტყვიე ეს ორი, ცროსმანის რა თქმა უნდა.
geojorjika
giga_st
CP 10.5 smile.gif და JSB Exact Heavy smile.gif
giga_st
თენქიუ ჯორჯიკ smile.gif
ja_ja
giga_st
ციტატა(giga_st @ 29th January 2010 - 11:36 AM) *
როგორც იცით დღეს ვუკვეთავ თოფს პსპ, რომელ ტყვიებს მირჩევთ ? მიზანში სასროლად მაქსიმალურ მანძილებზე. სანადირო ტყვიები ამ ეტაპზე არ მაინტერესებს, მარა ერთ შეკვრას ალბათ მაგასაც ავიღებ ნა ვსიაკი პაჟარნი. ანუ შორ მანძილზე სასროლად სპორტული სროლისათვიუს და სანადირო ტყვიე ეს ორი, ცროსმანის რა თქმა უნდა.

შენ ან დისკოს ან მარადიორს უკვეთავ და ეგენი ორივე ძალიან დიდი აპეტიტით მიირთმევენ CP 10.5-იანს. მაგაზე კაი ტყვია მემგონი არ არსებობს, ნუ ლეგენდებია ამ JSB Exact Heavy-ზე, მაგრამ მე მაგით იგივე შედეგს ვიღებ რაც CP-თი, თან მარადიორი რატომღაც JSB-ს არ ჭამს, სამაგიეროდ CP-ს ლამის ტყვიას ტყვიაში სვავს
nihontoman
ja_ja
ხო ამბობდით მაგას თავისი მიზეზი აქვსო, აბნ რაკი ჯსბ რბილი ტყვიაა, მარადიორის ლულის რეზინის რგოლი დეფორმაციას უკეთYებსო და იმიტომ არისო პრემიერები მაგეებზე უფრო ზუსტიო... მარა დისკოს შემთხვევაში მგონი პირიქითააო...
ja_ja
nihontoman
რავი ახლა გამოძიება არ დამიწყია, მაგრამ მიზეზი მინიმუმ 3-ია
1) რეზინა ლულაში
2) ჩოკი (დისკოს ჩოკი არ აქვს)
3) სხვა ლულაა მარადიორზე დისკოზე სხვა
bazuka
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 29th January 2010 - 03:16 PM) *
1) რეზინა ლულაში
2) ჩოკი (დისკოს ჩოკი არ აქვს)

ეს ორივე აქვს HW100-ს მარა ორმოცვაათ მეტრში ტყვიას ტყვიაში აძვრენს. ამიტომაც სხვა რამის ბრალია
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 29th January 2010 - 03:29 PM) *
ეს ორივე აქვს HW100-ს მარა ორმოცვაათ მეტრში ტყვიას ტყვიაში აძვრენს. ამიტომაც სხვა რამის ბრალია

ჰოდა დარჩა მესამე, ლულა. კროსმანი ვენებს იჭრის crosman custom-იაო, და რა შეიცვალა ჩინურიდან არავინ არ იცის.
bazuka
სხვათაშორის მარადას ყველაფერი აქვს მაღალი კლასის შაშხანას რაცუნდა ჰქონდეს

დაამარე რედუქტორი. შეცვალე ლულა და ეგაა, უბრალოდ უნამუსო უნდა იყოს რომ 50 მეტრზე 10მმ-იანი ჯგუფები არ გააკეთოს :lol:
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 29th January 2010 - 04:01 PM) *
დაამარე რედუქტორი. შეცვალე ლულა და ეგაა, უბრალოდ უნამუსო უნდა იყოს რომ 50 მეტრზე 10მმ-იანი ჯგუფები არ გააკეთოს

აგერ მოყანყალე მაგიდიდან, 50 მეტრზე თავისი ლულით აკეთებს 17-18 მილიმეტრიან ჯგუფებს, დარწმუნებული ვარ კაი საყრდენი რომ იყოს იგივე 50 ემტრზე არანაკლებ ჯგუფებს მომცემს რაც 25 მეტრზე მაქვს ანუ 10.5 მილიმეტრი.

პროსტა კაცს ვეჩნა რაღაც მაგარი გინდა, იქ LW-ს ლულა ან უფრო უკეთესი, სუპერ პუპერ რედუქტორი, და ასე შემდეგ, თუმცა მაგ თოფში მართლა მაქსიმუმ 2 რამ არის გასაეკთებელი რედუქტორი და თუ ძალიან ჭკუა გეკეტება ლულის გამოცვლა. მორჩა მანდ მეტი არაფერია შესაცვლელი.
iorama
მოკლედ ხალხნო ბევრი ვეძებე სად დამეწერა და გადავწყვიტე აქ შემოვსულიყავი.მიზეზი არის ის,რომ დღეს მე ანუ იორამა და FOXI ვიყავით გასულები სანადიროთ.FOXI-ს ნიტროთი(ჩემი ჯერ გზაშია)გარეულ მტრედებს მივცხეთ გვერდებში.ზოგს გულ-მკერდის არეშიც wink.gif ხოდა ეხლა მიზეზზე გადავალ რისთვისაც აქ ვწერ. დღეს გამოვიყენეთ 3 დასახელების ტყვიები.ესენია:გამო,ნორიკას კილერი და ყველასათვის ცნობილი თურქული ნაგავი.გამოს მაჩვენებელი იყო 5 ბალიანი შეფასება,რომ გამოვიყენოთ სადღაც 4 რა.ყველა მსხვერპლი მან შეიწირა.3 ქედანი და 2 გვრიტი.მანძილი იყო 30-32 მეტრი.თურქულებს ნაგავი ეძახეთ და აბსოლიტურად ყველა სამიზნე მოხსნა 40 მეტრზე.ოღონდ გასაკვირი ისაა,რომ ბოთლებსაც ამტვრევდა და ყველა სხვა საგანსაც,მაგრამ ვერაფრით ქედანი ვერ მოინადირა.ბუმბულის მეტი ვერაფერი დააკლო. ხოლო რაც შეეხება ნორიკას კილერს აი აქ კი ძალიან გაკვირვებული დავრჩი.თვითონ ტყვიის დათვალიერებით ორივე ხელის გულს გადაატრიალებთ-გადმოატრიალებთ.ანუ ვერ გაიგებ რა ხდება.რა მასალაა,რა ფორმაა და სად მიფრინავს 30 მეტრის მერე.თვითონ თოFიც რაღაცნაირად უცნაურ ხმას გამოსცემდა გასროლის დროს.30 მეტრამდე კი ხალხნოოოოოო ნეტა გენახათ რას უშვება რასაც მოხვდება. დედის შლიაპას აფარებს ყველაფერს.აშკარაა,რომ თვითონ ტყვიას არ გააჩნია არანაირი სიმძიმის ცენტრი რაც მის სტაბილურ ფრენას უზრუნველყოფს დიდ მანძილზე. ლულიდან გამოსვლისთანავე იწყებს უაზროდ ტრიალს.რაც დავასკვენით აკრეფილი დაზიანებული ნარჩენებით.აბსოლიტურად ყველა იყო სხვადასხვა მხრით მოხვედრილი.უბრალოდ დიდ ზიანს აყენებს თავისი ზომის გამო.სამწუხაროდ სურათები არ გადავგვიღია ტორემ ამდენი ლაპარაკიც არ დამჭირდებოდა.
აქედან დასვნა:ხალხნო არ იყიდოთ ნორიკას კილერები!!!

ვიცი,რომ არანაირი ბეჭდვითი წესრიგი არ დამიცავს.ბოდიშს გიხდით. ია ნე ვოლშებნიკ,ია ტოლკო უჩუს biggrin.gif
iorama
თოფს რაც შეეხება.კიდევ ერტხელ დავრწმუნდი და შემიყვარდა ნიტრო.რა თქმა უნდა სანადირო თვალსაზრისიტ ვამბობ
ja_ja
iorama
ციტატა(iorama @ 17th February 2010 - 08:20 PM) *
ხოლო რაც შეეხება ნორიკას კილერს აი აქ კი ძალიან გაკვირვებული დავრჩი.თვითონ ტყვიის დათვალიერებით ორივე ხელის გულს გადაატრიალებთ-გადმოატრიალებთ.ანუ ვერ გაიგებ რა ხდება.რა მასალაა,რა ფორმაა და სად მიფრინავს 30 მეტრის მერე.თვითონ თოFიც რაღაცნაირად უცნაურ ხმას გამოსცემდა გასროლის დროს.30 მეტრამდე კი ხალხნოოოოოო ნეტა გენახათ რას უშვება რასაც მოხვდება.

ნუ ეგ რასაც წერ ვიცი რაც ხდება, არ ვიცი მასალის ბრალია, წონის, ფორმის, თუ რა არის, მაგრამ ვიცი რომ მაღალი კლასის პნევმოდან ეგ ტყვია 331 მეტრ/წამს აბიჯებს და ამ დროს ხდება ხმის ბარიერის გადალახვა, შედეგად იმოდენა ხმა არის რომ.... ეს შენი პირველი ახსნა

ნუ რადგან სიჩქარე ველური აქვს, და ტყვია დიდი ვერაფერია, ავტომარურად რასაც არ უნდა მოხვდეს იმ დონის დეფორმირებას იღებს რომ მთელს თავის 25 ჯოულს შემხვედრ ობიექტს ჩუქნის, აქ კი მეორე ასხლნა რატომ უნგრევს ყველაფერს ყბას

აი რაც შეეხება 30 მეტრს იქეთ რას შვება... ნუ რავი კიდევ კაგრად გისვრიათ, მე 20-25 მეტრის მერე იმისაც ვერ ვიგებ რა მიმართულებით ვისროლე და შემთხვევით ზურგს უკან რომ დაეცეს არ გამიკვირდება

ციტატა(iorama @ 17th February 2010 - 08:20 PM) *
ლულიდან გამოსვლისთანავე იწყებს უაზროდ ტრიალს.რაც დავასკვენით აკრეფილი დაზიანებული ნარჩენებით.აბსოლიტურად ყველა იყო სხვადასხვა მხრით მოხვედრილი.

ნუ მაგას ვერ დაამტკიცებ სანამ ერთ მარტივ ტესტს არ ჩაატარებ, ანუ მკვრივი ქაღალდი (200-250 გრამიანი თეთრი ვიზიტკების ქარალდი) და მის მიმართულებით სროლა. თუ ტყვია სწორედ მიფრინავს მრგვალი ხვრელები იქნება ხოლო თუ ტრიალებს და გვერდით ეჯახება, მაშინ განივი და ჩახეული ნახვრეტები იქნება. სხვანაირად ვერ დაამტკიცებ (სამწუხაროდ რაპიდ კამერა ჩვენ არცერთს არ გვაქვს რომ გადავიღოთ შენელებულ კაგრებში)

ჰო და ბოლო, თუ ტყვია ლულიდან გამოსვლისთანავე ტრიალებს, ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია (ჯერ ვაბშეტა უნდა დაამტკიცო თუნდაც შენი თავისთვის რომ ეგრევე ტრიალებს), ანუ ან რაღაცას ედება ლულიდან გამოსვლისას, ან ლულის ფასკა არასწორია, ან ტყვიის იუბკა ცირკის ბოზის იუბკას გაქვს biggrin.gif

P.S. ისე სურათები ურიგო არასდროს არაა, მესმის მაგარი ბანძობაა მობილით გადაღებული, მაგრამ სულ არ ქონას ეგეც შეიძლება ხოლმე. ასე რომ შემდეგში სურათები აუცილებლად.

P.S. სხვათაშორის Gamo-ს ტყვიებსაც იგივე სჭირს, სად მიფრინავს რას აკეთებს....
კაროჩე გაქრონვა უნდა ყველაფერს, სამწუხაროა რომ ქრონი მხოლოდ 2 კაცს გვაქვს საქართველოში და ყოველთვის ვერ ვახერხებთ ყველაფრის შემოწმბას, თან ამ ზამთრის გადამკიდე გასვლების რაოდენობაც კატასტროფულად შემცირებულია sad.gif
iorama
ja_ja

ერთი ვისროლე მიწაში რა და რო ამოვთხარე ისეტი საშინელი ფორმა ქონდა,რომ შემეცოდა კდევაც ის ცოცხალი არსება ვისაც მოხვდებოდა.ხომ იცი როგორი თავიც აქს რა და ეგ თავი ქონდა სიგანესში გასული და კბილები Hქონდა ისეთი წამოწეული,ანუ წინ გადგმული რო თითით შეხებისას საკმაოდ არა სასიამოვნო იყო.
არა და ვთქვი სურათის გადაღება რაა ბლინ.მობილი ხარისხში ხელს კი მიწყობს.შემდეგშI აუცილებლად გავითვალისწინებ
foxi
ციტატა(ja_ja @ 17th February 2010 - 08:41 PM) *
ანუ ან რაღაცას ედება ლულიდან გამოსვლისას, ან ლულის ფასკა არასწორია

ფასკა ნორმა ლულა საკაეფოა.იმიტომ რომ თურქული ტყვიით მგონი მარტო ჩემი თოფით იხსნება სამიზნე 60 მეტრზე.
ციტატა(ja_ja @ 17th February 2010 - 08:41 PM) *
P.S. სხვათაშორის Gamo-ს ტყვიებსაც იგივე სჭირს, სად მიფრინავს რას აკეთებს....

გამოს ტყვიები ცუდი არარის იაფია და კარგი სიზუსტეც აქვს. ყოველშემთხვევაში ნიტროს მოწონს.60 მეტრი მაგის დიაპაზონი მეტი შორს მარტო კროსმანი კროსმანი მიყვარს.(ქერა გოგოები მევასება ქერა გოგოებიიიი!) biggrin.gif
soxa
iorama
ეგ ნორიკას ტყვიები არც მე მომეცონა, რაღაც დაუმთავრებელია, ბრაკია ბევრი
ja_ja
iorama
ციტატა(iorama @ 17th February 2010 - 09:13 PM) *
რთი ვისროლე მიწაში რა და რო ამოვთხარე ისეტი საშინელი ფორმა ქონდა,რომ შემეცოდა კდევაც ის ცოცხალი არსება ვისაც მოხვდებოდა

ნუ მიწა მაგის მაჩვენებელი არაა, ყველაზე კაი შესამოწმებელია ქაღალდი, ანუ აიღე გაზეთების გროვა, ნუ დაპრესავ, ასევთქვათ თავისუფლად რომ იყოს ასე 60-70 გაზეთი შეკრებილი (სიტყვა და საქმე შეგიძლია 30-40 ცალი გამოიყენო) და მაგას უნდა ურაკუნო, თან ეს ბედნიერება ცელოფანში უნდა იყოს ჩადებული რომ გაზეთები არ გაიბნეს, ამოგლეჯილი ქაღალდის ნაფლეტებნა მიდამო არ დაგიბინძუროს და ტყვიის მოძებნისას საკმარისი იქნება ნელნელა წინიდან გაზეთები ამოალაგო და დაბერტყო ხოლმე, ბოლოს ტყვია ცელოფანში ჩამოვარდება.

აი მანდ ჩამოვარდნილი ტყვია წააგავს სხეულში მოხვედრილ დეფორმირებულ ტყვიას, თორემ ეგრე დღეს დილიდან ავდექი აივნიდან ხეს დავუმიზნე ვისროლე და ვეებერთელა ხმა გავიგე - დგლუმპ. იმავე წამს ფეხზე რაღაც მომხვდა, დავიხედე და ოპტიკის გამო ვერ დავინახე აივნის მოაჯირი, ტყვია იმას მოხვდა, და დეფორმირებული ბრტყელი პლასტინა, უკან დამიბრუნდა. რა ვთქვა ახლა რომ კროსმანის ულტრა მაგნუმი სუპერ დეფორმაციას განიცდის რკინის "უგოლნიკთან" შეჯახებისას???

ნებისმიერი ტყვია რომ ესროლო ქვას, მიწას, რკინას არაობიექტური დეფორმაცია გექნება, ანუ ყველა ერთნაირად დაბრტყელდება. მიწას, ქვას და რკინას ჯობია ხის გამომშრალ ფიცარს ესროლო (ჯობია ფიჭვი და არა მკვრივი ხის მასალა).

რაც შეეხება თურქულ ტყვიას, მაგიჟებთ, მქონდა ნაყიდი და სად მიფრინავდა კაცმა არ იყოდა, 25 მეტრზე 10 ცალიდან 2 ცალი მოხვდა თაბახის ფურცელს!!! რაფერ ისვრით მაგას???
cz80
ციტატა(ja_ja @ 18th February 2010 - 12:02 AM) *
რაც შეეხება თურქულ ტყვიას, მაგიჟებთ, მქონდა ნაყიდი და სად მიფრინავდა კაცმა არ იყოდა, 25 მეტრზე 10 ცალიდან 2 ცალი მოხვდა თაბახის ფურცელს!!! რაფერ ისვრით მაგას???

მეც ეგ არ მიკვირს ტო... ვერანაირი განმეორადობა ვერ გავაკეთე მარადათი დაჟე 20 მეტრის მანძილზე... ხ ევო ზნაეტ
nihontoman
გეუბნებით, თურქული ტყვია საკმაოდ ნორმალურია, ოღონდ ის თურქული ტყვია, რომელსაც მე ვამბობ და არა ნებისმიერი თურქული, თორე ერთი ტყვიაა, ისეთი სირი ფორმა აქვს, რომ 10 მეტრიდან 5 სმ გაბნებვა მომცა ფანტომიდან, როცა ოზიტაით 10 მეტრიდან დირკა 7-8 მმ-ს არ ცილდება ფანტომით რომ ვისვრი ხელიდან...
iorama
ფოქსი დამეთანხმება რაც ვთქვი.როდესაც მომაწოდა გამო და თურქული. შესახედაობით მეგონა რომ გამო იყო თურქიშ.აშკარად უფრო იკეთესი ნაკვეთები ქონდა ოზიტაის
foxi
თურქულ ტყვიით მომინადირებია 40 60 მეტრ რადიუსში ისეთი ძნელი მოსაკლავი ფრინველი როგორიცაა გარეული მტრედი.
რაც შეეხება ჯგუფურობას ეს ტყვიები საშუალო სიდიდის სამიზნებისთვისაა და არა ჯგუფების საკეთებლად.მაგრამ მაინც გამო
ჯობია კროსმანზე ჯსბ ზე აღარ ვამბობ.
iorama
სკორპიონ ბლექ მატჩებზე გაგიგიათ რამე? იუთუბიზე ვნახე ტიპი რკინის ქვაბს ასკვაზნიაკებს

http://www.youtube.com/watch?v=Kabzwkb8ZSE...feature=related
nihontoman
iorama
მწერე რა, დაგენიძლავები თუ გინდა, რომ ეგ ტყვიებიც არ იქნება ზუსტი, თუ ძლიერი თოფით ისვრი, ალბათ მაგი იჟ-38-ზე ნორმალურ შედეგებს აჩვენებს, უფრო ძლიერზე კი რა მოგახსენო.... ნიტრო მაგას ზებგერითიოთ გაისვრის და წავა ტრ**ში
iorama
nihontoman

მე პროსტა ვიკითხე თუ ძმა ხარ ნაღდად არ ვაპირებს ქვაბების ხვრეტას რა
ja_ja
iorama
ციტატა(iorama @ 18th February 2010 - 09:33 PM) *
სკორპიონ ბლექ მატჩებზე გაგიგიათ რამე? იუთუბიზე ვნახე ტიპი რკინის ქვაბს ასკვაზნიაკებს

კი მინახია პირამიდზე, მაგრამ მაგას რამდენიმე მიზეზის გამო არ გამოვიყენებ:

1) ლულაში ნარეზებს მოსპობს, იმიტომ რომ ფოლადის გულაბი გამოიყენება მაგ ტყვიაში

2) რას უნდა ესროლო? რა არის მისი დანიშნულება? ბრონირებულ ქარალდის სამიზნეებს თუ ჯავშან ჩამოცმულ ყვავებს??? ალბათ ეგეთივე რკინის ქვაბებს ამოფარებულ ყვავებს smile.gif

3) აზრი ეგეთ ტყვიას არ აქვს, იმიტომ რომ გახვრეტაზეა ორიენტირებული და არა ენერდგიის დატოვებაზე, შედეგად 4.5 კალიბრში cp 10.5-ის კი გამჭორ ხვრელებს აკეტებს ისეთ ცხოველებში როგორიცაა ყანჩა, ყვავი, კვატი, კურდრელი ყვავი, ბაკლანი... ანუ კროსმანის ტყვია არ ტოვებს მთლიანად ენერგიას ცხოველში და ხშირად შანსი აქვს არსებას გაგექცეს რამდენიმე მეტრით და წყნარად ბუჩქებში ისე მოკვდეს რომ შენ ვერ იპოვი, და ეს ბრონგამტანი უარესია, გახვრიტავს ისე რომ საერთოდ ვერ გაიგებს ვერავინ, ციმწრით გაიქცევა და ჰიდრავლიკური სითხისგან რომ დაიცლებს 500-600 მეტრში მერე ჩამოვარდება, რაღაც იპოვი მაგას???? ტყვიის ფასეულობა იმაშია რომ მოხვდეს არსებას და მასში აკუმულირებული ენერგია მაქსიმალურად გადასცეს სამიზნეს. სწორედ ენერგია ბრიდავს ყველაფერს და არა მარტო ტყვიის მიერ გაკეთებული გამჭოლი ხვრელი.
geojorjika
ციტატა(ja_ja @ 19th February 2010 - 12:17 AM) *
სწორედ ენერგია ბრიდავს ყველაფერს და არა მარტო ტყვიის მიერ გაკეთებული გამჭოლი ხვრელი.

ძვლივს ერთამა მგონი იცის რეალურად რა კლავს ენერგია თუ ჭრილობა , ამდენია ხანია ამას ვღაღადებ და ვინ გისმენს smile.gif
foxi
საერთოდ მიმაჩნია რომ არამარტო ტყვიის ენერგია კლავს (რას ნიშნავს ტყვიის ენერგია???) არამედ ტყვიის მიერ მიყენებული ჭრილობა.
რასქვია გახვრიტავს და წავა? ვერსადაც ვერწავა თუ ტყვიამ დააზიანა სასიცოცხლო ორგანოები.ასევე თუ ტყვია არის შესაბამისი დანი
შნულების. მაგალითად სახეთქი ტყვიაც მომირტყავს და სახვრეტიც მაგრამ თუარ დააზიანა ძვალი ან სასიცოცხლო ორგანო მაინც მიფრი
ნავს გარკვეულ მანძილზე. საერთოდ როცა საუბარია ტყვიის ენერგიაზე სწორი იქნება ეს ტერმინი გამოვიყენოთ ცეცხლასასროლ იარა
ღთან მიმართებაში.პნევმო იარაღზე, განსაკუთრებით კი 4.5 კალიბრიანზე ტყვიის ენერგია და ეგეთი რამეები ზუტი არარის.
მისვრია სახეთქიც სახვრეტიც,სასტენდოც(მატჩი). თან სხვადასხვა კალიბრით და სხვადასხვა თოფით მაგრამ შედეგი ყოველთვის ერთია: მაინც მიფრინავენ ეგ შობელძაღლები თუარდაუზიანდათ სასიცოცხლო ორგანოები! ეს ჩემი გამოცდილებაა არაფერს არვამტკიცებ ამით. wink.gif
bazuka
ახურებთ ეხლა რააა, ყვავს 5 ვესროლეთ და მაინც გარბოდაო და 5.5-ით თუ ესვროდნენ პიველივეზე მოკვდებოდა???
მა დარწმონებული ვარ, რომ 95 ერთმაც და მეორე კალიბრმაც რომ ერთსა და იმავე ადგილად გაიაროს 95% შედეგი ერთნაირი იქნება.
Der Rote Baron
ციტატა(geojorjika @ Feb 19 2010, 12:34 AM) *
ძვლივს ერთამა მგონი იცის რეალურად რა კლავს ენერგია თუ ჭრილობა , ამდენია ხანია ამას ვღაღადებ და ვინ გისმენს smile.gif

გიო სად დაიკარგე?? როგორ ხარ? ხო ხარ ჯანმრთელად?
nihontoman
geojorjika
კაი, ერთი, ეხლა არ თქვა ვღაღადებდი და არავინ მიჯერებდაო! მე გაზიარებული ვარ მაგ ჭეშმარიტებას! და ძაან კარგად ვიცი რა რას კლავს. მასე ერთხელ ჩავატარე ექხპერიმენბტი ჩემი ძველი იჟით, და ბეღურას ვესროლე რკინის დართები რიო იყიდებოდა კისტიდან სასტროლად ეგ, ხოდა ვესროლე და გავარტყი (7-8 მეტრში იყო დავინახე ჩემი ოპრი თვალით) ხოდა ის ტყვია გავიდა ნასკვოზ და ასე 5 მეტრში დაეცა, მარა ბეღურა ისეთი დატყდა, ჰაერში რომ შეინავარდა სად წავიდა კაცმა არ იცის. არადა ბეღურა წესიოთ ყველაფრისგან უნდა იბრიდებოდეს, მარა ის დროტიკი იყო წვრილი, აერო და ხორც-დინამიული ნემსი, ისეთი, რომ მგონი ვერც გაიგო იმ საწყალმა თავიდან, რამემ თუ განგმირა...
ja_ja
foxi
ციტატა(kakha @ 19th February 2010 - 01:15 AM) *
საერთოდ მიმაჩნია რომ არამარტო ტყვიის ენერგია კლავს (რას ნიშნავს ტყვიის ენერგია???) არამედ ტყვიის მიერ მიყენებული ჭრილობა.
რასქვია გახვრიტავს და წავა? ვერსადაც ვერწავა თუ ტყვიამ დააზიანა სასიცოცხლო ორგანოები.ასევე თუ ტყვია არის შესაბამისი დანი
შნულების. მაგალითად სახეთქი ტყვიაც მომირტყავს და სახვრეტიც მაგრამ თუარ დააზიანა ძვალი ან სასიცოცხლო ორგანო მაინც მიფრი
ნავს გარკვეულ მანძილზე. საერთოდ როცა საუბარია ტყვიის ენერგიაზე სწორი იქნება ეს ტერმინი გამოვიყენოთ ცეცხლასასროლ იარა
ღთან მიმართებაში.პნევმო იარაღზე, განსაკუთრებით კი 4.5 კალიბრიანზე ტყვიის ენერგია და ეგეთი რამეები ზუტი არარის.


bazuka
ციტატა(bazuka @ 19th February 2010 - 01:59 AM) *
ახურებთ ეხლა რააა, ყვავს 5 ვესროლეთ და მაინც გარბოდაო და 5.5-ით თუ ესვროდნენ პიველივეზე მოკვდებოდა???


ეჰ... ახლა რა ვქნათ თეორიები მანთხიო თუ პრაქტიკებზე გაჩვენო?? biggrin.gif

ხვრელი არაფერი არ არის, შენ ეტყობა არ გინახია რუსულ ჯარში "სამასტრელი" ან თავის მოკვლის მცდელობა. ტიპმა კალაში მკერდზე მიიდო და ფეხით სასხლეტს გამოკრა. მთელი მჭიდი ვერა მარა 5 ტყვია იგლიჯა.

ახლა მითხარი ადგილზე მოკვდა თუ მიიყვანეს სამხედრო ჰოსპიტალამდე???

თითქოს მარტივია არა სასაუბროდ, რომ 5 დირკა ადევს ტიპს მკერდში და რაღა გადაარჩენსო. რა თქმა უნდა დაიბრიდა, მაგრამ მანამდე თვითონ სცადა ფეხზე ადგომა (იასნია არ გაოუვიდა), თავისმა უფროსმა დაცინვაც მოასწრო - შე გოიმო თუ თავის მოკვლა გინდოდა თავში მაინც გესროლაო, და გათიშულ მდგომარეობაში ჰოსპიტლის კარებამდეც მიათრიეს სადაც ტიპი დაიბრიდა.

სიკვდილი რა თქმა უნდა არის სიცოცხლესთან შეუთავსებადი ჭრილობა, მაგრამ ჭრილობა სადაა გაკეთებული და რა ფორმით იმას გააჩნია. მარტივი მაგალითი შედარებისთვის.

ტიპს მკერდში დანა გლიჯეს, მეორეს კი იმავე ადგილზე ტყვია პისტოლეტიდან. როგორ ფიქრობთ რომელი გადარჩება და რომელი მოკვდება??

გაგეცინებათ და შანსები ერთნაირი აქვთ, ან ორივე გადარჩება, ან ორივე მოკვდება, დამოკიდებულია საავადმყოფომდე მისვლაზე და სისხლიდან დაცლაზე. ორივე მაგალითი ახლო სანათესაოდან შემიძლია მოგიყვანოთ. ორივე ბობოლა ამბალი ტიპი იყო, ორივე გარდაიცვალა, მაგრამ პირველს რომ მოხვდა მკერდში ტყვია იქევ ჩაიკეცა და შემდგომ ადგა ფეხზე, თვითონ გამოიძახა გაჭირვებით სასწრაფო, მაგრამ საავადმყოფოში მიყვანისას სისხლიდან ისეთი დაცლილი იყო რომ...

მეორე კი რომელსაც დანა ჩხუბში მოხვდა (თან კაი დიდი დანა, სამზარეულოს დანა, პურის დასაჭრელი), ვერც კი იგრძნო და 5-10 წუთის განმავლობაში დანის დამრტყმელი ისე მიანაყა რომ 4 დღე საავადმყოფოში იყო და მერე გადაიყვანეს იზოლატორში. სამწუხაროდ თვითონ ისევ და ისევ სისხლის დაცლის გამო გარდაიცვალა.

აქედან რამდენად გამოიტანთ დასკვნებს არ ვიცი, მაგრამ ორივეს სასიკვდილო დარტყმა ჰქონდა, პროსტა პირველი იმის გამო რომ ენერგეტიკული შოკიც მიიღო და ჩაეზილა მთელი შიგნეულობა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შესძლო, მეორემ კი მიუხედავად იმისა რომ უფრო ღრმა ჭროლობა ჰქონდა, კაიხანი კიდევ ისე ატრაკა რომ დანის დამრტყმელიც სამკურნალო გახადა.

იცინეთ და ენერგიას აქვს მნიშვნელობა. თუ არ გჯერავთ მაშინ გამოდის რომ ისეთი მცნება როგორიცაა ტყვიის ბალისტიკური კოეფიციენტი, ზედმეტი სისულელეა. ასევე ზედმეტი სისულელეა ჯოულები და სხვა. მილიონჯერ დათვლილი და დადგენილია, მართებული ტყვია მოხვედრილი თუნდაც არასასიკვდილო ადგილზე იმდენად დიდ ენერგიას გადასცემს ცხოველს, რომ კუნთებს სპაზმები ეწყება და ადგილზე ვარდება. შემდგომ გააჩნია ჭრილობას, თუ ძალიან ღრმა არის და სასიცოცხლო ადგილზეა, რა თქმა უნდა იქვე გაქვავდება, ხოლო თუ მხარში ან ბარკალში მოხვდა, საშულაებას გაძლებს მეორე ტყვია ესროლო და დაამთავრო საქმე.

დაანგარიშებულია და ცნობილია რომ 1 კილოგრამიან არსებას ექსპანსიური ტყვიით უნდა მოხვდეს 10 ჯოულის ენერგია, ასევთქვათ საჭირო ადგილზე, არა თავში ან გულში, პნევმატიკა თავისი 24-25 ჯოულით დიდიხანია ცნობილია რომ 2 კილომდე ცხოველებისთვის, მაქსიმუმ 2.5 კილო არსებისთვის სავსებით სასიკვდილო რამეა, რაც არაერთ კალკულატორში თუ ფორუმზე განხილულა.

გასათვალისწინებელია ტყვიის მოქმედება, ანუ განვიხილოთ ეს რკინის ქვაბი მაგალითად. ჩავთვალოთ რომ ეს არის 2.5 კილოიანი ცხოველი, ვთქვათ კატა ან კურდღელი, მის გასახვრეტად ვთქვათ საჭიროა 7-10 ჯოული ენერგია, მაგრამ მას ვესვრით 2 ტიპის ტყვიით, ერთი იყოს ეს ბრანიბოინი ტყვია და მეორე დეფორმირებალი ტყვიისგან ჩამოსხმული ჰოლოვპოინტი

ორივე ტყვიას ექნება 25 ჯოული ენერგია გასროლისას. ნუ ეს ვიცით რომ ასე იქნება, იმიტომ რომ თოფს თუ აქვს სიტყვაზე 25 ჯოული ენერგია, ეს მართებული იქნება მსუბუქი ტყვიისთვისაც (სიჩქარის ხარჯზე იწევს ენერგია და ხდება პატარა მასის კომპენსირება) და მძიმე ტყვიისთვისაც (სიჩქარე შემცირდება, მაგრამ წონის გამო ისევ იგივე ენერგია ექნება ტყვიას), ანუ მათემატიკური აქსიომა - მონაცემთა გადანაცვლებით შედეგი არ იცვლება მუდმივი ფაქტია.

ახლა ვესვრით ამ კასტრულას ბრონგამტანს, მოხვდა, გააკეთა იდეალური ხვრელი დატოვა თავისი 25 ჯოული ენერგიიდან სხეულში 10 ჯოული და გამოვიდა უკან, დარჩენილი 15 ჯოული ენერგია თან წაიღო (სხვათაშორის ამ ვიდეოშიც ჩანს რომ ხეს ხვდება პირველი ტყვია, შედის ხეში და ხელ რძე გადმოსდის, ანუ მაგ ქვაბის გახვრეტაზე აშკარად მთელი ენერგია არ დახარჯულა, დაჟე ნახევარიც არ დაიხარჯა ალბათ, იმიტომ რომ ტყვია მთელი კორპუსით შევიდა ხეში).

ფორმულის გამო ვიცით რომ თუ სასიკვდილო ჭრილობა არაა, ანუ გულში და თავში თუ არ მოხვდა ამ ჩვენს 2.5 კილოგრამიან კურდღელს, ამ ტყვიამ და გაუარა კუნთებში და ღვიძლში, მას ადრენალინის და შიშის ხარჯზე საშუალება აქვს ადგილიდან მოტყდეს, 5 მეტრით თუ 10 კილომეტრით ეს უკვე მეორე საკითხია, მაგრამ მის დასაგდებად საკმარისი არაა.

მეორე ტყვიად ავიღოთ ვთქვათ H&N-ის Crow Magnum-ი, რომელიც იმავე ქვაბში მოხვედრისას თავის ფორმას ვერ შეინარჩუნებს, შედეგად ტყვია გაჩერდება ამ ქვაბის ზედაპირზე, მაგრამ ტყვიაში აკუმულირებული 25 ჯოული სადღაც ხომ უნდა წავიდეს? ჰოდა დაღუნავს და ჩაღუნავს ამ ჩვენს ქვაბს, მაგრამ ვერ გახვრიტავს. პლიუს ტყვიის დეფორმირება ხდება და მისი ნაკუწები აქეთ იქეთ იყრება, რას სხეულის მიმართებაში ნიშნავს კუნთების, სისხლძარღვებისა და იგივე ღვიძლის დაფლეთვას, ანუ ფართო სისხლჩაქცევა იწყება.

ფორმულიდან ვიცით რომ 25 ჯოული ეყოფა პიწკაზე 2.5 კილოგრამიან ცხოველს, შედეგად ჩვენი კურდღელი აგდია და აგონიაში იქნევს ფეხებს. თუ აზრზე მოვიდა და დააპირა წასვლა, დარტყმა იმდენად მწარე იყო რომ მთელი კუნთები დაჟეჟილია არ ემორჩილება, პლიუს დაგლეჯილი შიგლეულობა... მოკლედ რომ სცადოს წასვლა მაქსიმუმ მართლა 5-10 მეტრაზე თუ გადადგავს ფეხს, შემდეგ მთელი სხეული უარს ეტყვის მოძრაობაზე.

იმისათვის რომ გაითავისოთ რა სიმწარე და დარტყმა მიიღება 25 ჯოულისგან გამოიყენეთ შემდეგი მარტივი ექსპერიმენტი. 25 ჯოული გაყავით 10-ზე მიიღებთ 2.5-ს, ეს არის წონა კილოგრამებში, ანუ 2.5 კილო წონა ახლა უნდა აწიოთ 1 მეტრის სიმაღლეზე და თავისუფალ ვარდნაში უნდა გაუშვათ. დაცემის ადგილი კი უნდა იყოს ზუსტად 1 კვადრატული სანტიმეტრი.

ანუ ჩათვალეთ 1 კვადრატული სანტიმეტრის მქონე შტირი რომელიც იწონის 2.5 კილოს, აწიეთ 1 მეტრის სიმაღლეზე დაუხვედრეთ ძირს ფეხი და გაუშვით ხელი. აი რასაც დაგკრავთ ეგ 1 კვადრატის მქონე შტირი და რასაც გაგამწარებთ ეგ არის სწორედ 25 ჯოული ენერგია.

მიუხედავად იმისა რომ 25 ჯოული ენერგია ადამიანისთვის სასიკვდილო არაა (თუ რა თქმა უნდა თუ სასიცოცხლოდ აუცილებელ ადგილზე არ მოხვდა), დარტყმისას იმხელა სიმწარეს იგრძნობთ რომ ეჭვი ემპარება რამდენიმე წუთის განმავლობაში საშუალება გქონდეთ რამდენიმე ნაბიჯი გადადგათ. უფრო მართებული იქნება ღრიალი და იმ რკინის შტირის მთელი საახლობლოს და სანათესაოს გახსენება თქვენი ხმის მაქსიმუმით, ხელებით დაზიანებულ ადგილზე შეხება და კიდევ ერთხელ სიმწარის გააზრების გამო კიდევ ერთხელ დაღრიალება.

ნუ ეხუმრებით ამ ჯოულებს. თუ ვერ გადაგყავთ მისი მნიშვნელობა ციფრებიდან ტკივილის შეგრძლებაში, ეს თქვენი პრობლემაა და არა ფიზიკის.
nihontoman
ja_ja
რათ გინდოდა ამხელა ადიალა რო დაწერე, კია კაი წასაკითხი და რამე, მარა ხელები არ გეტკინა? საღოლ შენ, მართლა გეთანხმები ყველაფერში... ნუ თითქმის ყველაფერში, აი ამის გარდა:
ციტატა
ორივე ტყვიას ექნება 25 ჯოული ენერგია გასროლისას. ნუ ეს ვიცით რომ ასე იქნება, იმიტომ რომ თოფს თუ აქვს სიტყვაზე 25 ჯოული ენერგია, ეს მართებული იქნება მსუბუქი ტყვიისთვისაც (სიჩქარის ხარჯზე იწევს ენერგია და ხდება პატარა მასის კომპენსირება) და მძიმე ტყვიისთვისაც (სიჩქარე შემცირდება, მაგრამ წონის გამო ისევ იგივე ენერგია ექნება ტყვიას), ანუ მათემატიკური აქსიომა - მონაცემთა გადანაცვლებით შედეგი არ იცვლება მუდმივი ფაქტია.l

უფრო სწორედ მათემატიკურ აქსიომას ვეთანხმები, მანამდე არა და რატომ ეხლა: ტყვიის ლულიდან გამოსვლისას, მისი ენერგია დამოკიდებულია სხვა მრავალ ფაქტორზეც, როგორიცაა ხახუნის კოეფიციენტი, ასევე ტყვიის მიერ გაწეული წინააღმდეგობა დგუშისადმი და ა.შ. იმიტომ ვამბობ ამას, რომ ერთი და იგივე თოფიდან შეიძლება გაისროლო რამდენიმე სხვა და სხვა ტყვია და ლულასთან სხვა და სხვა ენერგეტიკა მიიღო. თუნდაც airgunweb-ის ტესტირება გაიხსენე ბენჯამინ სუპერსტრეიკის სიმძლავრეს რომ ამოწმებდა, ტიპმა სადღაც 25 ფუტ/ფუნტი ენერგია მიიღო ძალიან მსუბუქი ტყვიებით, ხოლო მძიმე ტყვიებით 21 ფუტ/ფუნტი თუ რაღაც ამდაგვარი. umnik2.gif lol2.gif
ja_ja
bazuka
ისე ბაზუკ შენი მიკვირს, შენ არ გაქვს ეგ ყველაფერი შენი თვალით ნანახი შენს ეზოში? ვინ დაბრიდა კატა საკუთარ ეზოში მკერდში ტყვიის მოხვედრით?

ხომ გადადგა იმ საცოვმაც 1-2 ნაბიჯი და მოიცელა? შენთვითონ წერდი მაგას.

რაც შეეხება იმ ყვავს, დარწმუნებული ვარ ეგდო, მაგრამ ყოველ გამოძრაობაზე ჩვენებს ჰქონდათ რეაგირება და ახლიდნენ და ახლიდნენ, მაგრამ პირველი ორი შოკის მერე ნერვიული ცენტრი გათიშულია და სანამ სასიცოცხლო ადგილზე არ გაატყავ, მანამდე სხეული აღარ რეაგირებს ახალ ჭრილობაზე, გადატვირთულია ტვინის ნერვიული სინაფსები ტკივილით, ახლისთვის ასევთქვათ "პალასა პრაპუსკანია" აღარ ყოფნის biggrin.gif

ამათმა კი ყოველი თვალის და ფეხის გაფხაკუნებაზე ახალ ახალი პორცია დააყარეს.

ეგრე მე რაც ყვავები ჩამომიყრია, გარანტირებულად ვიცი რომ დავარდნის ადგილზე შეიძლება კიდევ ფეხებს იქნევს ან ცაში იყურება და თვალებს აპაჭუნებს, მარა ახალ ტყვიას არ ვესვრი. წასულია მისი საქმე, დრო უნდა და ფაფუუუუუუუუ smile.gif
bazuka
ja_ja
ჩემი პოსტი ეძღვნებოგა ჯორჯიკას smile.gif (უკაცრავად რომ არ დავაფიქსირე ძირითადად ვის მივმართავდიsmile.gif) ერთხელ კაი 1 საათი ვიდავეთ სკაიპით.
მე უბრალოდ 5.5 და 4.5 პონტში დავწერე wink.gif . ჩემთვის 5.5-ს ის პრელესტი აქვს, რომ მასზე დიდ მანძილებზე კლიმატური პირობები უფრო ნაკლებად მოქმედებს ვიდრე 4.5-ზე
foxi
ამ ყველაფერს ერთ რამეს დავამატებ: ყველა ჩამოთვლილ მიზეზთა გამო რათქმაუნდა დავა იქნება მუდამ მაგრამმ,არდაგვავიწყდეს
კიდევ ისეთი ფაქტორი რასაც სიმკვრივე ქვია.ამ შემთხვევაში მსხვერპლის სხეულის სიმკვრივეზე ვსაუბრობ.ჩემი აზრით ტყვიას დიამე
ტრი+სიჩქარე+სამიზნის სიმკვრივე,ბევრად განაპირობებს სამიზნის განადგურების სისწრაფეს.
იმაშიც დამეთანხმე ბატონო ჯაჯა რომ თეორიული ცოდნა არაფერია პრაქტიკულ გამოცდილებასთან შედარებით.სწორედ პრაქტიკული
გამოცდილების საფუძველზე დაყრდნობით იწარმოება სხვადასხვა დანიშნულების იარაღი და რაც მთავარია მისი ტყვიები.
ja_ja
foxi
ნუ იდეაშI ჩვენ ჩავატარეთ ტესტირება, ვესროლეთ ჰოლოვპოინტი ყყვიები Dove-ს მარკის საპონს (ახლა ხორცი არაა, მაგრამ საკმაოდ რბილი საპონია).

საპონი ტყვიამ ვერ გახვრიტა, მარა დედა უტირა. ანუ ჩარჩა შიგნით აგერ ფაქტი:



ალბათ დამეთანხმები რომ საპონი იმდენად მკვრივი არაა რომ ხორცის მაგივრობა გაწიოს, მაგრამ არც იმხელაა სიგანეში რომ ვთქვათ იგივე ყვავის სხეულის სიმულაცია ვერ გააკეთოს

ესეც მეორე ტყვია



რადგან ორივე ტყვია იმ საპონშI გაჩერდა ერთი აზრი არსებობს მხოლოდ, მთელი ეტერგია საპონს გადასცა, რასაც კაკრაზ ვამტკიცებდი.
foxi
გერმანელი ნაცისტები, თავიაანთ ბოქსიორებს ტყვეებზე ავარჯიშებდნენ,გრუშების ნაცვლად ტყვეებს კიდებდნენ რომ მაქსიმალურ
შედეგისთვის მიეღწიათ.ყველა ტესტი მხოლოდ მაშინ მიმაჩნია მისაღებად როცა ის ჩატარდება რეალურ სიტუაციაში.სხვა ყველაფერი
მხოლოდ მიახლოებულ და ხშირ შემთხვევაში მცდარ სურათს იძლევა.მეცნიერებას სიზუსტე უყვარს.არამგონია იარაღის და ტყვიის
შემქნელ გამომგონებლები ცდებს ხორცის მაგივრად საპონზე ატარებდნენ.აქვე დავძენ რომ საკმაოდ დიდიხანია ვნადირობ პნევმოთი
ყველას მოგეხსენებათ.ამხნის მანძილზე უტყუარ გამოცდილებას ვიძენ.რასაც სიამოვნებით ვუზიარებ ჩვენ ძვირფას თანაფორუმელებს
სიტყვას აღარ გავაგრძელებ მოკლედ ვიტყვი: გინდათ მოინადიროთ ფრინველი? საუკეთესოა კროსმანის ჰოლოვ პოინტი.
ცხოველი? კროსმანის ულტრა მაგნუმი.ჩემს მოსაზრებას ალტერნატივა აქვს და მე დიდი სიამოვნებით მოგისმენთ ყველას.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.