sekurifa
Dec 27 2012, 04:03 PM
მაგნუმში გაიჩითა ეს ტყვიები. ვითომ ჩვეულებრივ ჰანთერებს აჯობებს? 0.60 გრამია. რაღაც ინფოები მოვიძიე და ასე თუ ისე დადებითად აფასებენ. ესენი უფრო დიდ კალიბრში იყო და ახლა 4.5 ებშიც გამოუშვეს.
ja_ja
Dec 27 2012, 04:26 PM
ისე ადრეც სადრაც ვიკაიფედ მაგ ტყვიებზე, მაშინ მხოლდო პირამიდზე იყო

აი მაგის დანახვაზე ეგრევე "ატვიორკის" ხელში დაჭერა მინდა ხოლმე რა

ისე კი H&N-ი კაი ფირმაა, მაგათი ჰანტერები საკაიფო შედეგს იძლევა, პლიუს ეს ტყვიებიც ექსპანსიურია, ალვათ თავის ფორმა გამოწვეულია აეროდინამიკით... კაროჩე სანახავია კონკრეტული თოფიდან და ლულიდან როგორ გაფრინდება
CHICO30
Dec 27 2012, 07:03 PM
ხო მაგეებზე ვფიქრობდი ზურა კაკრაზ შენ რომ დაგირეკე. მე მგონი რომ ჰანთერებზე უფრო მეტად ექსპანსიური იქნება და მეტ ზიანს მიაყენებს სამიზნეს. თუმცა იმდენი ფული არ მქონდა რომ ეგენიც მეყიდა სასინჯად. უფრო გამოცდილი ჰანტერები ვარჩიე.
sekurifa
Dec 27 2012, 07:22 PM
ციტატა(CHICO30 @ 27th December 2012 - 08:03 PM)

უფრო გამოცდილი ჰანტერები ვარჩიე.
ეგაა რა, მაინც რაც გამოცდულია ის ჯობია

მარა მე მგონი ვერ მოვითმენ და მაგეებს გამოვცდი უეჭველი. შეიძლება ხვალაც დავითრიო თუარ შემეზარა გასვლა.
gregory
Dec 27 2012, 07:26 PM
sekurifa სორი ოფიზა მარა
ექო გაქ ჩართული 3-ჯერ რომ იმეორებ?!
sekurifa
Dec 27 2012, 07:48 PM
ციტატა(gregory @ 27th December 2012 - 08:26 PM)

ექო გაქ ჩართული 3-ჯერ რომ იმეორებ?!
ვაი-ფაის დედავატირე რა

ხო მომიშალა ნერვები.
sekurifa
Dec 29 2012, 04:37 PM
დღეს ვიყიდე ეს ტყვიები. რაღაც საიმედოდ გამოიყურებიან ხოიცი

ნაწიბურები არააქვს არცერთს. ლულაში შედის ოდნავ გაჭედილათ როგორც ჩვეულებრივი ბარაკუდა ჰანტერები (ნუ ჩემი თოფის ლულაში ეგრეა) კოლოფში ჩემდაგასაკვირად 203 ცალი ტყვიაა

აქამდე ყველა კოლოფს აკლდა 10 ცალი. ჯერ არ გამიტესტია. ხვალ ცომს მოვზელ ფრინველის სხეულის სიმკვრივემდე და ჩავახუტებ ტყვიას



მაგნუმში მიღებულია ტყვიების ახალი პარტია ყველა სახის. რაბიტები, ჯიესბეები, ჰანტერები და რავი კიდე.
sekurifa
Dec 30 2012, 05:10 PM
ახლა ვესროლე პლასტელინს ერთი მეტრიდან. პლასტელინი საშუალოდ მკვრივი იყო. შევიდა 5სმ-ით და ასეთი შედეგი მომცა.

ნორიკა კილერებს წააგავს ექსპანსიურობაში. დაზიანებით ჩვეულებრივ ბარაკუდებს ჯობია. იმასაც ვიტყვი რომ ჯერჯერობით არვიცი თოფი ნავაროტკების მერე რამდენით ისვრის მძიმეებს. თუმცა ეს ტყვია 0.60 გრამია.
ნუ ნადირობისას არამგონია რომ ეგრე გაიშალოს 30, 40 ან 50 მეტრში. ამას იქედან გამომდინარე ვამბობ რომ ჩვეულებრივი ბარაკუდა ჰანტერები პლასტელინში კი იშლებოდნენ მარა ნადირობისას ჩვეულებრივად დირკავდნენ ფრინველსაც და მღრნელებსაც გამჭოლად.
ალბათ ეს ტყვიაც იგივეს იზამს. რბილ მასაში ექსპანსიურობას ვერ განახორციელებს. ერთადერთი ალბათ მკერდში თუ მოხვდება მიზანს და გულის ფიცარს დაეჯახება. ვფიქრობ რომ ჩვეულებრივ ბარაკუდა ჰანტერებზე მეტი ეფექტი ექნება ნადირობის თვალსაზრისით. აი სიზუსტე როგორი აქვს შორ მანძილზე ეს ჯერ არვიცი.
CHICO30
Dec 30 2012, 07:15 PM
ჩემი აზრით ეგ ტყვიები პრაქტიკაში უფრო მეტ ექსპანსიურობას დაბალ სიჩქარეებზე გამოიჩენენ. 200 მწ დან 260 მდე. სანადირო ტყვიის სროლის მანძილი გათვლილია 40 მეტრამდე. 40 მეტრამდე კიდე სანადიროდ 200 მწ იანი ფიშტო ნებისმიერ 300 იანს ჯობია. რა თქმა უნდა გააჩნია რაზე ვნადირობთ. მე ვგულისხმობ საშუალო ზომის ფრინველს. მაქსიმუმ მტრედის ხელას.
ReMiNgToN
Dec 30 2012, 09:43 PM
CHICO30 რას ლაპარაკობ კაცო

მე მქონდა 240 იანი ფიშტოც და ეხლა 320 იანი მაქვს და 40 მეტრამდე სანადიროთაც და მერეც , ჰანთერებზე მაინც 320 იანი ჯობს. თანაც შესამჩნევად.
CHICO30
Dec 30 2012, 10:34 PM
მე პირადად თუ წავალ პესტ კონტროლზე ჰანტერებს არ წავიღებ. რამდენჯერ მომიწია 60-70 მეტრზე სროლა და მერე სად ვეძებო ცპ. :დ ხოდა თუ 25 მეტრზე მომიწევს სროლა მაგ მანძილზე კი უნდა გაარტყა უკვე თავში და სულ არ გინდა ჰანტერი.
geojorjika
Dec 30 2012, 10:36 PM
CHICO30
ცპ-ს სად ყიდულობ?
CHICO30
Dec 30 2012, 10:38 PM
გრეგორიუს. 500 ცალიანი რკინის კოლოფში. კროსმან პრემიერ. 10.5 გრანე :დ
geojorjika
Dec 31 2012, 08:32 AM
CHICO30 ეგ ცპ არ არის ეგ არის კროსმან ულტრა მაგნუმი
ცპ არის კარდონის ყუთში

პ.ს. მაქვს ეგენი და ვცვლი ბარაკუდა ჰანტერებში 1:1-ში
1250 ცალიან პაჩკას 6 პაჩკა ჰანტერებში
ReMiNgToN
Dec 31 2012, 12:26 PM
გავცვლი ქროსმან პრემიერებს 450 ცალია 10.5 გრანიანებს, 2 პაჩკა ჰანთერებში , ან 300 ცალი იყოს, არაა პრობლემა

მიზანი იდეალური აქვს მაგრამ სანადიროდ მე ვერ ვხმარობ
CHICO30
Dec 31 2012, 04:49 PM
geojorjika ეგრე თუა ეგეც არის კროსმან პრემიერ ჰევი. ანუ 66 ლარი გინდა? რო გამოვიწერო უფრო იაფი დამიჯდება
ja_ja
Dec 31 2012, 04:50 PM
geojorjika ReMiNgToN ეხლა ორივეს მოგხვდებათ ტაკუნებე არაშესაბამის თემაში ბარიგობის დაწყებისთვის...
რემინგტონას განსაკუთრებით მოხვდება ასევთქვათ ურთეირთ ჩაჭრის, ანუ პერეხვატის მცდელობისთვის...სასწრაფოდ გაიქეცით შესაბამის თემაში თორემ საახალწლოდ თოვლის ბაბუას მაგივრად მე გაჩუქრბთ ვორნებს
ReMiNgToN
Dec 31 2012, 05:19 PM
ja_ja ვერ მიხვდი რაზე მივუწერე ქვემოთ და რაზე დავაპერეხვატე?
მიზეზი ნახვის შემდეგ გთხოვ ამოშალო ეს პოსტი და OFF ად არ ჩამითვალო . საახალწლოდ სხვა საჩუქრებიც მეყოფა, ბანი არ მინდა
geojorjika
Dec 31 2012, 06:27 PM
CHICO30 მიდი გამოიწერე და ნახავ რაც დაგიჯდება
ja_ja
Dec 31 2012, 06:34 PM
CHICO30 ციტატა(CHICO30 @ 31st December 2012 - 05:49 PM)

რო გამოვიწერო უფრო იაფი დამიჯდება
მწარედ ჰი-ჰი
ჯერ ცალი შეკვრა იქანე ღირს მგონი 26$, პლიუს შიპინგი, პლიუს კილოზე მეტია, საერთო ჯამში მგონი კაი 45-50$ გამოგივა
geojorjika
Dec 31 2012, 06:37 PM
ჰა ჯანდაბას 5 პაჩკა იყოს
იმაზე გაცილებით მეტი დაგიჯდება ვიდრე შენ გგონია
26+შიდა შიპინგი ~8.22$ + ჩამოტანა ~8$= 42.22$= 70 ლარი ესეც მინიმუმ
CHICO30
Dec 31 2012, 06:50 PM
25 დოლარი ღირს შიპინგის გარეშეც არის ხოლმე საიტებზე და 8 დოლარი ჩამოტანა. ანუ 32 დოლარი :დ 66 ლარზე ნაკლებია

50 ლარს გაძლევ და ეგაა. რამდენი კოლოფი გაქვს?
ერთი სიტყვით ამ თემას რაც შეეხება თორე გამაბარიგეს მეც. ბარაკუდები ვესროლე სხვადასხვა ფაქტურის და სიმკვრივის ნივთებს. მაქსიმალურ ექსპანსიურობას იჩენს მკვრივ ნივთებზე. ასე რომ თუ ვნადირობთ ჩხართვებზე და რამე მაგის ზომის ფრინველებზე არამგონია დიდი ეფექტი მოგვცეს.
ყველაზე კარგი ეფექტი ქონდა კვახზე

სამწუხაროდ ვერ გადავიღე ვერაფერი.
geojorjika
Dec 31 2012, 06:59 PM
CHICO30 აბა შენ იცი ჩამოიტანე უფასო შიპინგით
არ მინდა ცუდად გაიგო და ან იმას ფიქრობდე ვითომ ეხლა ფულის გაკეთება მინდა ,მე და არა მარტო ფორუმის უხუცესებმა ეგ შენზე 3 წლით ადრე გავიარეთ და ამუნიცია ყოველთვის ძვირი ჯდება იმაზე ვიდრე ეს ერთი შეხედვით სჩანს და ამიტომაც აქ ვყიდოლობთ ამუნიციას
ციტატა
50 ლარს გაძლევ და ეგაა. რამდენი კოლოფი გაქვს?
არ ვყიდი ფულზე და არც ვაჭრობას ვაპირებ, , 2 კოლოფი მაქვს იცვლება 10 პაჩკა ბარაკუდა ჰანტერებზე , არ გაიცვლება და დავიტოვებ 2500 ცალი ზაპასი ტყვია იქნება გაჭირვებისას
kaka8079
Dec 31 2012, 07:29 PM
geojorjika
გამოჩნდება მაგის გადაცვლის მსურველი ასე რომ გქონდეს კიდევ ცოტა ხანი შენახული ეგ სიკეთე სახლში.რომ არა ჩემი თოფის აპგრეთი მე გაგიცვლიდი.
ja_ja
Dec 31 2012, 07:31 PM
CHICO30 geojorjika ვაიმე ნუ ჩამაჩხამებთ და ნუ ჩამაშხამებინებთ ამ ახალ წელს, გეტ ყიდვა გაყიდვაში ორივე ქიშ აქედან
CHICO30
Jan 1 2013, 04:07 PM
კაროჩე კიდევ ერთხელ დავამტკიცე ჩემი თეორია ტყვიებთან მიმართებაში რა. პესტ კონტროლის დროს სანადირო ტყვიები საჭირო არაა. დღეს პესტ კონტროლზე ვისროლე კროსმან პრემიერები და მხოლოდ 1 დაჭრილი კაჭო დაახლოებით 13 მონადირებულიდან. სამაგიეროდ 70 მეტრიდან მოიხსნა 2 ყვანჩო და 2 კაჭო. რასაც სანადირო ტყვიებით 99% ვერ ვიზამდი.
foxi
Jan 1 2013, 08:04 PM
ყველა ფრინველს თავისებური აგებულება და ამტანობა აქვს.ყველაზე ამტანი მტრედია და ეს პრაქტიკულად დამტკიცებულია.
ყვავი კაჭკაჭი და მზგავსი ფრინველები ნაკლებად გამძლეა. აქედან გამომდინარე სანადირო ტყვიები სანადირო ტყვიებად რჩება.
70 80 მეტრზე არანაირი პრობლემა არც გარტყმაში აქვს ჩემ თოფს, არც მოხსნაში. თითქმის ყოველთვის ვიყენებ baracuda hunter-ს.
CHICO30
Jan 1 2013, 08:29 PM
ფოქსი გამძლეობაში და ამტანობაში არამგონია კაჭკაჭზე და ყვავზე ამტანი მტრედი იყოს. ერთია რომ მტრედს არ უნდა ესროლოს მკერდის არეში. იმიტომ რომ ძალიან დიდი ზომის მკერდის კუნთი აქვს და სქელი მკერდის ძვალი. ყოველთვის ჯობია ზურგით მჯდომს ესროლო. მტრედებს იჟ 38 ითაც ვკლავდი ხოლმე. ისე სიმართლე რომ გითხრა ბარაკუდები არ გამომიცდია დანარჩენები კი ბევრი გამოვცადე. ბარაკუდები არ იყო აქამდე მაგნუმში. 1კვირაა რაც მიიღეს.
ikaaa
Jan 1 2013, 10:41 PM
ჩემს პრაქტიკაში მტრედის განსაკუთრებული გამძლეობა არ შემიმჩნევია, მით უმეტეს, რომ შედარებით ნაკლები სიმძლავრის მულტიკომპრესიული თოფით და მსუბუქი ტყვიებით ვესვრი ხოლმე, მაგალითად hn econ ან კროსმანის ყველაზე მსუბუქებით. ჩვეულებრივად ტოვებს ადგილზე, მტრედსაც და კაჭოსაც, აი ყვავზე კი უჭირს, 10 მოხვედრიდან ერთი თუ ჩანოვარდება. სხვათა შორის დაკვირვებული ვარ, რომ ეს ბრტყელთავიანი ტყვიები ანუ match-ები, რომლებიც საერთოდ არაა გათვლილი ნადირობაზე, უფრო კლავს ვიდრე მრგვალთავიანი domed და წვეტიანი pointed ფორმის ტყვიები.
CHICO30
Jan 1 2013, 11:53 PM
ხვალ თუ ქარი არ იქნა ოპტიკას გავასწორებ და ბარაკუდებით დავერევი მავნებლებს. ვნახოთ რა გამოვა.
ja_ja
Jan 2 2013, 08:37 AM
ikaaa ციტატა(ikaaa @ 1st January 2013 - 11:41 PM)

სხვათა შორის დაკვირვებული ვარ, რომ ეს ბრტყელთავიანი ტყვიები ანუ match-ები, რომლებიც საერთოდ არაა გათვლილი ნადირობაზე, უფრო კლავს ვიდრე მრგვალთავიანი domed და წვეტიანი pointed ფორმის ტყვიები.
იმიტომ რომ მაგ match-ებს იგივე ეფექტი აქვს რაც ექსპანსიურებს, ანუ ორგანიზმშივე ჩერდება და მტელს ენერგიას გადასცემს მსხვეპლს.
აი domed და pointed-ები კი აკუმულირებული ენერგიის ნაწილს ხარჯავენ ფორმის გამო სხეულის გახვრეტაზე და ტოვებენ სხეულს, მსხვერპლიც ნაკლებად შოკურ დარტყმას იღებს და სანამ სისხლჩაქცევა ან რაიმე ბოლოს მოუღებს ახერხებს გაქცევას

მარა ჩიკო მაგ ეფექტს არ აღიარებს
CHICO30
Jan 2 2013, 10:18 AM
მე კი ვაღიარებ მაგ ეფექტს მარა სანადირო ტყვიების სიზუსტე არ მომწონს 40 მეტრის იქეთ. მე კიდე სულ მაგ მანძილებზე ვისვრი.
ja_ja
Jan 2 2013, 10:30 AM
CHICO30 ციტატა(CHICO30 @ 2nd January 2013 - 11:18 AM)

მე კი ვაღიარებ მაგ ეფექტს მარა სანადირო ტყვიების სიზუსტე არ მომწონს 40 მეტრის იქეთ
ნუუუ, კრასატა ტრებუიტ ჟერტვ
sekurifa
Jan 2 2013, 11:07 AM
ახლა რამოდენიმე წუთის უკან გამოვცადე ბარაკუდა ექსტრიმები ახლები 0.60 გრამიანები. დისტანცია 40-42 მეტრი. სამიზნე იყო მტრედები. ერთს პირდაპირ მკერდში ვესროლე, მეორეს მარცხენა ფრთიდან და მესამესაც მარჯვენა ფრთიდან.
სიჩქარე დავარდნილი მაქვს თოფზე საგრძნობლად. ბგონი 230-240 ზე მეტი არაა მძიმეებით. მოხვედრისას სამივე მიზანი გაშეშებული ჩამოვარდა

ძან მომაკვდინებელი ეფექტი აქვს ამ ახალ ბარაკუდა ექსტრიმებს. ესაა რომ არასტაბილურია ცოტა. ოდნავ ნიავზე უკვე კორექტირებას ითხოვს მარა თუ მოხვდა ინფარქტია ადგილზე.
ja_ja
Jan 2 2013, 12:47 PM
sekurifa ციტატა(sekurifa @ 2nd January 2013 - 12:07 PM)

სიჩქარე დავარდნილი მაქვს თოფზე საგრძნობლად. ბგონი 230-240 ზე მეტი არაა მძიმეებით
თუ მოახერხებ ჩიკოს შეეხმიანე და გასინჯეთ რა სიჩქარე, მაგარი საინტერესოა რა გაქვს ახლა
sekurifa
Jan 2 2013, 01:32 PM
ვაი, ვაი

რა ვთქვა არვიცი

ახლა გამოვართვი ჩიკოს ქრონი და ვნახე სიჩქარე. 180 მ.წ.-ამი აჩვენა პრემიერებმა 10.5 და 207მ.წ.-ამი ჰოლოუპოინტმა 7,9 გრანი

რამხელაზე დავარდნილა სიჩქარე

მიტო მაძლევა ამდენ გასროლას. ნუ მიზანი კი გააშეშა ადგილზე. ექსპანსიურობაც გამოიჩინეს ტყვიებმა.
geojorjika
Jan 2 2013, 01:50 PM
მორალი: მაინც და მაინც გიჟური სიჩქარე არ არის საჭირო რომ ინადირო
16 ჯოულიანი ფიშტო სავსებით საკმარისია 30-40 მეტრამდე სანადიროდ
ilariona
Jan 2 2013, 02:12 PM
ციტატა(giorgi @ 2nd January 2013 - 02:50 PM)

მორალი:
მეხი დაგეცემა შენ. ერთი დაგინახო 30 ჯოულიდან ისროლო რა.
geojorjika
Jan 2 2013, 02:37 PM
CHICO30
Jan 2 2013, 04:50 PM
ყველა ასე იზახის და 30 ჯოულზე ნაკლებით არავინ ნადირობს.
ზურა მე ხო გითხარი ჯერ გაქრონე და მერე დავიჯერებ მაგდენ გასროლას მეთქი. ეხლა მჯერა. 180 ით მარადა გააკეთებს 150 გასროლას ალბათ 3000 დან 1800 მდე

დღეს ავიღე მაგნუმის ბარაკუდა ჰანთერები. 2 კლიპი ვესროლე ქაღალდს 40 მეტრში და ეგრევე სამუდამოდ გადავიფიქრე მაგის ხმარება 25 მეტრის იქეთ

რავიცი შევინახავ მაინც რა იცი მომიწიოს ზამთარში ჩხართვებზე ახლოში ნადირობამ გამოვიყენებ.
ja_ja
Jan 2 2013, 05:12 PM
sekurifa ციტატა(sekurifa @ 2nd January 2013 - 02:32 PM)

ვაი, ვაი რა ვთქვა არვიცი ახლა გამოვართვი ჩიკოს ქრონი და ვნახე სიჩქარე. 180 მ.წ.-ამი აჩვენა პრემიერებმა 10.5 და 207მ.წ.-ამი ჰოლოუპოინტმა 7,9 გრანი რამხელაზე დავარდნილა სიჩქარე
ისე მარტო ამჩატებული დამრტყმელით თუ გქონდა გასინჯული რამდენი იყო სიჩქარე? თუ პირდაპირი დამრტყმელ კლაპნიანად შეამოწმე?
საინტერესოა მარტო კლაპანი რამდენით ცვლის და დარტყმელი რამდენით ცვლის
P.S მგონი ახლა მოგიწევს ზამბარის მიჭიმვა დამრტყმელზე
sekurifa
Jan 2 2013, 05:16 PM
ციტატა(ja_ja @ 2nd January 2013 - 06:12 PM)

მგონი ახლა მოგიწევს ზამბარის მიჭიმვა დამრტყმელზე
ხო რა ეგრე ვქენი. ჰასტანის თემაში დაცწერე.
sekurifa
Jan 10 2013, 12:56 PM

ხუთი მსხვერპლიდან ხუთივე ანალოგიურად გარდაიცვალა
ააქვს ამ ტყვიებს პოტენციალი
ja_ja
Jan 10 2013, 01:18 PM
sekurifa მტრედებს რას ერჩოდი

, ქალაქის მტრედი დიდად მომხიბლავი გასტრონომიული თვალსაზრისით ვერ არის... მტერი არ არის, ნუ კი ბევრი რაცხას გადამტანია და ნაგვის ბუდეა, მარა რაცხა მაინც იყოს ქალაქში გასართობი

უბანში დაილია შავები, რუხები და შავთეთრები
sekurifa
Jan 10 2013, 01:34 PM
ციტატა(ja_ja @ 10th January 2013 - 02:18 PM)

ნაგვის ბუდეა,
ნაგვის ბუდეა და თან როგორი

გამიშრეს სისხლი მაგათმა. სამაგიეროდ სადარბაზოს ფისოებს ვკვებავ ხოლო ისინი თაგვებისგან გვიცავენ
CHICO30
Jan 10 2013, 01:35 PM
ზურა რაღაც ძალიან შეხტა შენი ფიშტო თუ მომეჩვენა? თუ არ გეზარება ზურიჯან 10 გასროლიანი ჯგუფი გააკეთე რა მაგ ტყვიებით. ძალიან მაინტერესებს სიზუსტე.
დღეს მეც დავიჭირე 3 მტრედი, ამოვიყვანე სახლში და ჩემ პაწიებს მივეცი გასაშვებად. სიხარულით ხტუნავდნენ

ქარის გამო დღევანდელი ნადირობა გადაიდო
sekurifa
Jan 10 2013, 01:41 PM
ციტატა(CHICO30 @ 10th January 2013 - 02:35 PM)

ზურა რაღაც ძალიან შეხტა შენი ფიშტო თუ მომეჩვენა?
პლანკაა თხელი რაზეც ოპტიკა დგას და ვიბრაცია მაგის ბრალია. ზუმიც მოქმედებს მაგაზე. დაბალ ზუმზე არ შვება ეგრე.
foxi
Jan 10 2013, 02:46 PM
მაგ ტყვიების სიზუსტე მეც მაინტერესებს. საინტერესოა ტესტები.
sekurifa
Jan 10 2013, 02:49 PM
ციტატა(kakha @ 10th January 2013 - 03:46 PM)

მაგ ტყვიების სიზუსტე მეც მაინტერესებს.
ჩადგება ქარი და ვიზამ მაგასაც
leogeo
Jan 17 2013, 04:56 PM
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.