pilotina სამართლიანობის თვალსაზრისით 25 მეტრზე X მაინც 10 ქულას რო უდრის ეგ უფრო მისაღებია ვიდრე 50-ზე.
უხეშ მაგალითს მოვიყვან: სიტყვაზე ერთმა მსროლელმა 25-დან 24 X-ში რო გაარტყას და ერთი ცალი 9-ში გაექცეს და მეორემ 25-დან 25-ვე 10-ების გარე კიდეებში რო გაარტყას აი წარმოდგინე რამხელა უსამართლობა გამოდის რო მეორე ნასროლი იგებს.
ანუ ყოველ შიდა წრეზე ქულა იზრდება და ბოლოს წინა რგოლზე რატო ჩერდება ქულების ზრდა მე მაგას ვერ ვხვდები პირველ რიგში.
ციტატა(pilotina @ 1st November 2018 - 12:24 AM)

მაიცა, ეგ როგორ? 25 მეტრზე X-იც უფრო დიდია და 10-იანიც ვიდრე 50 მეტრიან სამიზნეზე? პირიქით არ უნდა იყოს წესით?
და რა ლოგიკაა მაგაში ჩადებული?
ამის მიზეზი ის მგონია რომ, 25 მეტრზე 10-დან იშვიათად გადიან, ანუ ძირითადი დიაპაზონი ქულების არის 245-248 და იმისათვის რომ რაც შეიძლება ნაკლები ერთნაერი შედეგი განმეორდეს საჭიროა რაც შეიძლება დიდი დიაპაზონი X-ების.
მაგალითად თუ ქულების დიაპაზონი იქნება 245-248 ანუ სულ რაღაც 3 ქულა, გამოდის რომ თეორიულად და დაჟე პრაქტიკულადაც შესაძლებელია რომ 9 კაციდან 9-ვე სამეულში მოხვდეს რთულად მოსაპოვებელი X-ების პირობებში, ან ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 2 კაცს მაინც ექნება თანაბარი ქულა და X.
X-ების დიდი დიამეტრი კი ზრდის X-ების მოპოვების შანსს და შესაბამისად მონაწილეების მიერ მპოვებული X-ების დიაპაზონიც იზრდება და თანაბარი ქულის და X-ების დაგროვების შანსი კლებულობს.
50 მეტრზე ეს პრობლემა ნაკლებად დგას, პრაქტიკაშიც გამოჩნდა. ჩვენთან დიაპაზონი იყო დაახლოებით 150-220-მდე და ამას პლიუს 0-4-მდე X-ები რაც თეორიულად არა, მაგრამ პრაქტიკაში მკვეთრად ამცირებს თანაბარი შედეგის შანს. დაჟე ყველამ რო ააწყოს ტოპ კლასის აგრეგატები, 50 მეტრზე ქულების დიაპაზონი 30 ქულაზე შიგნით არ შეიწევს. დაჟე ერთი და იგივე მსროლელს და აგრეგატს შეუძლია 20-30 ქულაში სიარული 50 მეტრზე