ხოოოდა რაშია ახლა სააქმეეე, ხალხნო და ჟამაათნო, მოგეხსენებათ ერთი კვირის წინ ვიყიდე ხაჩიკას პცპ და ამ უამინდობის გამო ვერა და ვერ მოვახერხე გარეთ გატანა, დღეს მზემ რომ გამოანათა გამიხარდა, მეთქი ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ მეთქი და მივედი ჩემს უფროს რა ვუთხარი რა მოვატყუე არ მახსოვს, ბებო მიყავთ ერაყში თუ ძროხა უნდა მივიყვანო ინგლისურზე თუ რაღაც მაგდაგვარი ვუთხარი, მოკლედ გამომიშვა : )) ჩამოვედი რუსთავში ავიღე ხაჩიკა გავედი ჩვენს ფორუმელ იორამასთან და წავედით ვადაკაჩკებზე გასატესტათ, თან ისე ვიჩქარეთ რომ არც ფურცელი წაგვიღია და არც ადიელა ან რამე წამოსაწოლი რომ დაფიქსირებიტ გვესროლა, ბოლოს მოგვიწია ბალახზე წამოწოლილებს გვესროლა

, ადგილზე რომ მივედით მერე დაგვეზარა უკან მიბრუნება და ვნახეთ შენობა რომელსაც მინების მაგივრად ჟეშტები ქონდა აფარებული და დავიწყეთ მაგაზე სროლა და ჯგუფების გაკეთება, 30 მეტრში მოდერით როგორც ჩემი ნასროლი 5 ტყვიიდან ეს შედეგი დაფიქსირდა, რაშიც თვით ლაშაც დამერწმუნება, ანუ იგივე ჩვენი ფორუმელი იორამა . ეს არ ვიცი შეიძლება არც არის ის შედეგი რაც აქ გამოცდილ ხალხს გაგიკეთებიათ მაგრამ მე როგორც ახალბედას მიხარია

ლაშამ შემაქო კაიაო

, ხო კიდევ ჯგუფების გაკეთება როგორ დავიწყე გეტყვით, ჯერ ვისროლე ერთი ტყვია, სურათზეც არის აღნიშნული, რომ ორიენტაცია გამეკეთებინა ოპტიკით თუ რას ვუმიზნებდი. და იმაზე დამიზნებით გვერდით გაკეთდა ასეთი ჯგუფი, ოპტიკა მიყენია ლიპერსის 3-9X40 ნუ ასე ვთქვათ სადღაც 7 მილიმეტრი ჯგუფი გაკეთდა : ) თითი იმიტომ ჩანს სურათზე რომ სავარაუდოდ იყოს გასაგები ჯგუფების სიდიდე

არ იფიქროთ რომ რამე გვერდით წაღებულ ტყვიას ვმალავ, არა ასეთ რამეს ადგილი არ ქონია, დამერწმუნება იორამა : )