მოგესალმებით მეგობრებო.
გუშინ როგორ იქნა გამოვნახეთ დრო მე და ამ ფორუმის არააქტიურმა წევრმა ალექსიმ (ale1977) და დავტესტეთ ალექსის გრიგოლისთან ახლადშეძენილი KRAL puncher NP-01.
ძირითადი მიზანი სროლისა და შეკრებისა იყო დიდი ინტერესი იარაღისთვის შესაბამისი ტყვიის პოვნა.
ამისათვის გამოვიყენეთ 0.547 და 0.67_იანი ჯსბ. H&N barakuda და field target trophy (FTT).
ვისროდით გადაზომილ 56 მეტრზე. სულ თავიდან მინდა ავღნიშნო რო ჩვენთვის მიღწეულმა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. ასევე ის გაგვიკვირდა რომ 2_ვე ჯსბ_ის აჯობა 2_ვე H&N_მა.
0.67 ჯსბ საერთოდ ვერ ისროლა და 9-10 სმ_ს ვერ ჩავაცილეთ დაბლა, ვერანაირ წნევაზე და ჰაერის ნაკადზე.
ოდნავ უკეთესი იყო 0.547 ჯსბ. შემდეგ გადავედით H&N FTT_ზე, შედეგი ნორმალური იყო ალბათ 30-40 მმ_ს ფარგლებში. სულ ბოლოს, ყველაფერი რო გავსინჯეთ და თან შემოგვაბინდდა, ჯერი დადგა H&N ბარაკუდასი. ძალიან კარგი შედეგი მოგვცა. ჯსბის შემდეგ ლამის გული აგვისცრუვდა იარაღზე.
ბარაკუდას პირველ 10 სერიან სროლაზე ძირითადი ტყვიები ერთმანეთში ჯდებოდა, არ გვეჯერა, ამიტომაც ავიღეთ კამერა და გადაღება დავიწყეთ. ამ გადაღებულამდე სადღაც 20 ცალი ბარაკუდა ვისროლეთ.
ბევრი რო აღარ გავაგრძელო გადავალ შედეგებზე.
სასროლი პოზიცია: მწოლიარე (მოუხერხებელი იყო მსროლელისთვის)
ტყვია: H&N ბარაკუდა.
იარაღი: kral np01.
ოპტიკური სამიზნე: center point 4-16/40
მანძილი: 56 მეტრი (გადაზომილი).
იარაღი არის სტოკი, ყუთიდან. ტუნინგის გარეშე. ვფიქრობთ რო მაგიდიდან, ასეული ტყვიის გასროლის შემდეგ შედეგი კიდევ უფრო უკეტესი იქნება.
მივიღეთ შემდეგი შედეგი. ვისროდით 10 ტყვიიანი სერიით. გადავიღეთ ვიდეოც სადაც ჩანს რო 22–23 მმ იყო 5 ნასროლი, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
რამოდენიმე ჯგუფს დავდებ.


ესაც ყველაზე კარგი ჯგუფი. ნასროლია 10 ტყვია. ამ 10 ნასროლის ვიდეო გვაქვს სადაც 5 ტყვია 22-23 მმ_ში იჯდა.
წითლად შემოხაზული მსროლელის გაუაზრებელი შეცდომა იყო.


სიმძლავრის რეგულატორი ბოლომდე არის გადაწეული, სიჩქარე არ ვიცით რამდენით ისვრის. რაც შეეხება წნევას. ბარაკუდებს 200-180 ბარის შუალედში ფანტავდა ტყვვიებს. დასტაბილურებას იწყებდა 180 ბარის ქვევით. უკეთესი ჯგუფიც მაგ წნევის დროს ჯდებოდა.