მაგ ვიდეოში ცოტა სხვაგვარადაა საქმე, პირველი ტყვია ზედაპირული იყო, ამას ყველა აღიარებს. საერთო ჯამში რამდენიმე რთული მექანიზმი ერთვება ამ ვიდეოში, პირველი ის რომ ფრინველები დ ცხოველები, ინსტინქტურად ნიღბავენ თავის დაზიანებას, რომ "მტერს" (მოწინააღმდეგეს, მტაცებელს) არ აჩვენონ დაუძლურება, სიცოცხლის ბოლო წუთამდე. ამ ტიპის მასკირების ინსტინკტი, თავდაცვის რეფლექსებში უდევს ბევრ ორგანიზმს. ასევე ზოგიერთი არსება თუ გარშემო საფრთხეს ვერ აღიქვამს, არსადაც არ გარბის, მითუმეტეს თუ გემრიელი საკვები უდევს წინ და მშიერიც არის. ორივე ძლიერი თვითგადარჩენის ინსტინკტია, თავდაცვა და კვება. პირველი მაშინ ერთვება როცა ტვინი აღიქვამს საშიშროებას და რათქმაუნდა ჭარბობს კვების ინსტინკტს.
მეორე შემთხვევაში, მართალია ფრთაში მოხვდა, მაგრამ გამჭოლზე უფრო ასხლეტა დავინახე, თუმცა მაგას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს თუ გამჭოლმა ტყვიამ სასიცოცხლო ორგანოები არ დააზიანა და მომენტალური იკვდილი არ გამოიწვია.
ჭამით გართულმა ფრინველმა კვლავ ვერ აღიქვა საშიშროება, მის გარშემო მინდორია და გვერდით "პრიმანკა"-ც კი არ ნერვიულობს და არ გარბის, ეს მისი ტვინისთვის აღიქმება როგორც "ყველაფერი რიგზეა" . გასაგებია ალბათ რომ მაგას იმდენი აზროვნება და ინსტინკტი არა აქვს რომ იფიქროს ვინმემ მესროლაო შორი მანძილიდან.
ბუნებრივი გადარჩევის პროცესში, მათ თაობებში არ იყო პნევმატურით შეიარაღებული საშიშროება, რომ ევოლუციის პროცესში გამომუშავებულიყო უფრო მეტი სიფრთხილის ინსტინქტი.
ნუ ალბათ მეტყვით რომ, მოტეხილი ფრთის მაინც უნდა მორიდებოდა

მანდ უკვე ტკივილის არ შეგრძნების ამბავიც შეიძლება იყოს, თუ ტრავმის შენიღბვის ფენომენს გამოვრიცხავთ, უამრავ ფრინევლს და არამარტო, ფრთაზე და სხვა ნაწილებზე ტკვილის რეცეპტორების ნაკლებობა აქვს, ადამიანებშიც გვხვდება მსგავსი მოვლენა, თუმცა ეს უკანასკლნელი უფრო პათოლოგია ვიდრე თავდაცვის მექანიზმი.
ტკივილის შეგრძნება ყოველთვის მოიაზრებოდა როგორც თავდაცვის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, მე არ ვიცი კონკრეტული მიზეზი რატომ აქვს ბევრ ორგანიზმს ნაწილები რომელზეც არ არის ტკივილის რეცეპტორები, ალბათ ყველას თავისი მუტაცია აქვს ევოლუციის პროცესში
ამ ყველაფერს მიამატეთ პატარა შოკიც, და ეს ყველაფერი ერთად აღებული (შეიძლება ზოგი ინსტინქტი ჭარბობდეს, ზოგიც თან ერთვოდეს, ან მინიმალურად იყოს გამოხატული) განაპირობებს ასეთ ქცევას.
ესეც თქვენ პაწა ლექცია, ქცევითი მეცნიერებიდან