vexam ციტატა(vexam @ 11th March 2020 - 12:07 PM)

ისევ ჩხუბობ
მე არ ვიცი საიდან ასკვნი რომ ვჩხუბობ, შენ ჩემი ჩხუბი არ გინახია ეტყობა, ეს არის კამათი და საუბარი, მაგრამ როდესაც ვხედავ რომ ჩემთვის ვსაუბრობ და კაციშვილი არ მისმენს, იმის თქმა და აღნიშვნა რომ ვააბშე არავის არაფერი აინტერესებს და ტყუილა ვსაუბრობ უკვე ჩხუბად მაწერთ?
ნუ თუ გინდა ავი ძაღლად მომნათლო, კიბატონო, უბრალოდ რეალში ცდები და მანდ მართლა გასაბრაზებელი მექნება რომ იარლიყის მიკერებას ცდილობ შინაარსის გაურკვევლად. ეგრე მე რომ ვთქვა ყოველ შენს პოსტზე
- ა ისევ, ისევ ჯიუტობ და საქმეში ჩაუხედავ პოსტებს წერ მეთქი
რა დამოკიდებულება გექნება ჩემს მიმართ? არც გეწყინება არც გაბრაზდები, არც არანაირ ტექსტს არ მომწერ? შემოატრიალე აბა შენი ხედვის კამერა და რა კუთხით გამოჩნდება ყველაფერი....
ციტატა(vexam @ 11th March 2020 - 12:07 PM)

ისე ეს ვიდეო რას ამტკიცებდა? ორი მსროლელი, ორი თოფი და ერთნაირი სეიმ აქურასი რომ ჰქონდათ რა? "სლოუ და ფასთი"-ს პრაქტიკაში (და არა მარტო თეორიულ დონეზე განხილვები) შედარება თუ უნდოდათ, მაშIნ დახურულ ტირში, ერთი და იგივე თოფით , "დაზგაში" ფიქსირებულ მდგომარეობაში (არა მსროლელის ხელში- მიზეზების ახსნას ნუღარ დავიწყებთ, ყველამ იცის რატომაც) უნდა განეხორციელებინათ 275მ/წმ და 305მ/წმ გასროლები და მერე გამოჩნდებოდა "სეიმ აქურასი"იყო თუ სხვა დანარჩენი ფაქტორებიც მოქმედებდა (ინდივიდუალურად კონკრეტული თოფის ფაქტორი, მსროლელი თუ სხვა რამ.).
ვეღარაფერი გავიგე, ხან ზებგერითზე რატომ არ ისვრითო, რა პრობლემააო, ახლა სიზუსტე დამანახეთო, შეკაცო ამიხსენი მთელი ფორუმი რატომ უნდა ცდილობდეს რაღაც შენ დაგიმტკიცოს

რამე ვალი გვაქვს? რაიმეს ჩვენ ვყიდით და შენ როგორც კლიენტს უნდა დაგარწმუნოთ და მიწაზე გავეთხლიშოთ?
არის ძალიან ბევრი ინფო და არა მარტო ამ საიტზე, თუ რაიმე გაინტერესებს ჩვენ გეხმარებით და სწორ მიმართულებას გაძლევთ, გირჩევთ რამეს, ან წყაროებს გაჩვენებთ, ან ჩვენს გამოცდილებას, შემდეგ ჩვენი საქმე აღარაა, მე თუ მკითხავ შემდეგ უკვე ასაკრძალია ვინმემ რაიმე გინდა თუ არას პონტში გიმტკიცოს, შემდეგ თუ შეიძლება დაიადე შენი თოფი (ისე მართლა პაწა უზერხული კითხვა - ამდენს რომ გვალაპარაკებ რა თოფი გაქვს და რა კალიბრში? რა დისტანციებზე ისვრი რომ არ გაკმაყოფილებს რაიმე? თორე ტყუილა ვყეფთ მემგონი ყველა და შენ თოფიც კი არ გაქვს და თეორიებში გვალაპარაკებ) დააწექი სადმე მინდორში, ტირში, შენს შემოღობილ ტერიტორიაზე და დაგვანახე შენი შედეგები, 250 მეტრ წამზე, 275-ზე 290-ზე 310-ზე, 350-ზე და 450-ზე
აი მერე დადექი და დაგვახურე ყველას რომ აი შენი თოფი 450-ზე გადასარევ შედეგებს იძლევა და ჩვენს მიერ ნათქვამ 270-310-ზე ქაქი შედეგებია აი მიდი მიაწექ და გაგვაჩუმე

არც მაგას აკეთებ და თან ვეჩნი რაღაც საკამათო თემას აგდებ... ახლა გინდა თქვი რომ ვჩხუბობ, აგრესიული ვარ, ან რავი რაც გინდა მომაკარი, მაგრამ მართლა ვერ ვხვდები რატომ უნდა გიხსნათ რაღაც რაზეც ნუ ცოცხალი თავით მაინც არ იღებ და ნებისმიერ არგუმენტში ხელახლა რაღაც წვრილმან ხარვეზებს ნახულობ და ახლა ის ხარვეზები უნდა გიხსნათ, თან სად? ერთერთი კონკრეტული თოფის თემაში, სრული დომფხალია უკვე..
P.S ისე ეხლა მივხვდი რომ ეს თემა გასაწმენდია ნამეტანი ოფტოპიკში გავედით. საერთოდ არ ეხება ეს საუბარი ამ თემის სათაურს, თუ რაიმე ამ მიმართულებით გაინტერესებს ცალკე თემა გახსენი
საერთოდ ბევრი მსაყვედურობს მაგ ფორუმზე სად რაზეა საუბარი ვერ ვიგებთო, მამენტ ჩემი ბრალია ნამეტანი ლოიალური და დემოკრატიული ვარ. მომიწევს შავი მანტიის ჩაცმა და ნელ-ნელა ხალხის მიჩვევა, აი მანდ ნახე მერე რა ავს და დიქტატორს დამიძახებენ