დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Klar Puncher PCP
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5
koba1973
lev
ციტატა(lev @ 8th July 2018 - 01:14 PM) *
კრალის შტუცერის რეზინები სად ვიყიდო? მალე აფუჭებს ძალიან

გრიგოლთან. iaragi.ge
Mamuka_k
გამარჯობათ.

ჩემმა კრალმა ცოტა არევა დაიწყო, 275 მწ-ზე მქონდა დაყენებული და ჯიგრულად ვხმარობდი.
ამ ბოლო დროს როცა სროლას ვიწყებ ძალიან დაბალი სიჩქარით ან საერთოდ არ ისვრის, თითქოს დარტყმისას რეზერვუარის კლაპანი აღარ იხსნება.

ვცადე ხან დამრტყმელი ზამბარის მოჭერა-მოშვება, ხან გარე სიჩქარის მარეგულირებელი გადამჭერით, მაგრამ მაინც არ ისვრის ერთიდაიგივე ძალით.

რისი ბრალი შეიძლება იყოს???
userman
Mamuka_k

ეგრეთ წოდებოლი კრალების სუსტი წერტილია , ანუ კლაპნის ღეროა გატეხილი რეზერვუარში .

მიმართე ბატონ გრეგორს და პრობლემაც მოგვარდება ... რა თქმა უნდა პატარა დანახარჯების გაღების შემდეგ.
Mamuka_k
მადლობა userman.

რეზერვუარი რომ დავშალო, ჰარი გასროლებით უნდა დავცალო თუ არის სხვა მარტივი ხერხი?? მაგ. ისე, როგორც ხაჩიკას რეზიკი იცლება...
userman
Mamuka_k

მთლად ხაჩიკასავით მარტივად ვერ დაცლი .

მე ასეთი მარტივი მეთოდი მოვიფიქრე ... მოხსნი რეზერვუარს და დანგრატით ვაწვები მყარ საყრდენს , ნელ ნელა .. იმედია მიხვდი .
Mamuka_k
კი, მიგიხვდი.

მადლობა.
name
რატო ვერ დაცლი? რო მოხსნი რეზერვუარს იქვე დასაცლელკ ვინტი აქვს, რავი ჩემ კრალის ბულკაზე მასე აქვს
geojorjika
Mamuka_k
მოხსენი რეზიკი და კლაპანზე ჩაქუჩი ერთი 20-30 -ჯერ დაარტყი. ყურის დამცავი გამოიყენე თორემ წუილი არ აგცდება ყურებში. შემდეგ კლაპანით დადე რაიმე ხის ზედაპირზე და დააწექი მთელი წონით დიდ ფშიკს გააკეთებს და დაიცლება.
Mamuka_k
დავშალე რეზერვუარი; პატრა ბოლტი რომელიც გვერდიდნ უყენია დამრტყმელ მექანიზმს ეგ ყოფილა ჩავარდნილი დამრტყმელსა და კლაპნის ღეროს შორის და ამიტომ ვეღარ იღებდა საკმარის ენერგიას.

ეს სურათია საიდან და რა მოძვრა, შემოხაზულია ორივე ადგილი.

ეგ ბოლტი რომელიც მაგ ადგილიდან მოძვრა რას აკეთებს ხომ არ იცით და სულ რომ არაფერი ეყენოს რამე გაფუჭდება ?????

giga2010

ციტატა(Mamuka_kuprashvili @ 23rd October 2018 - 10:31 PM) *
ეგ ბოლტი რომელიც მაგ ადგილიდან მოძვრა რას აკეთებს ხომ არ იცით და სულ რომ არაფერი ეყენოს რამე გაფუჭდება ?????

არაფერი არ გაფუჭდება. მე თავიდანვე მქონდა მოხსნილი და არც არაფერი დაშავებია
koba1973
ორიოდე კვირის წინ ჩემსაზეც მოძვრა და მექანიზმში გაიჭედა. რაკი მაგ შურუპზე რეზბა აღარ ვარგოდა, სხვა ვნახე უფრო გრძელი რეზბით და დავუჭირე. რაზეცაა დაჭერილი ის რომ არ გადატრიალდეს ბუდეში იმ მიზნითაა დაჭერილი. სულ 10 წუთი დაჭირდა შეკეთებას.
giga2010
ციტატა(koba1973 @ 24th October 2018 - 01:44 PM) *
რაზეცაა დაჭერილი ის რომ არ გადატრიალდეს ბუდეში იმ მიზნითაა დაჭერილი. სულ 10 წუთი დაჭირდა შეკეთებას.

თუ დამრტყმელს გულისხმობ, ის არ გადატრიალდება, ის ისედაც ზის თავის არხში. როგორც ავღნიშნე, მე თავიდანვე მოვხსენი ეგ პატარა ვინტი და არასდროს პრობლემა არ შემქმნია
userman
Mamuka_k
ციტატა(Mamuka_kuprashvili @ 23rd October 2018 - 10:31 PM) *
ეგ ბოლტი რომელიც მაგ ადგილიდან მოძვრა რას აკეთებს ხომ არ იცით და სულ რომ არაფერი ეყენოს რამე გაფუჭდება ?????

არა. არაფერში არ სჭირდება ეგ ვინტი მაგ ადგილას. პირიქით ზედმეტიცაა . იმიტომ რომ თავისით მოშვების შემთხვევაში , რომელიც არც თუ იშვიათად ხდება , გადატენაც ჭირს და კონდახსაც აზიანებს შიგნიდან .

ერთი სიტყვით მეც მოხსნილი მაქვს ეგ ვინტი.
ja_ja
Mamuka_k
ციტატა(Mamuka_kuprashvili @ 23rd October 2018 - 10:31 PM) *
ეგ ბოლტი რომელიც მაგ ადგილიდან მოძვრა რას აკეთებს ხომ არ იცით და სულ რომ არაფერი ეყენოს რამე გაფუჭდება ?????

დიდად არაფერს აკეთებს ეგ ბოლტი როგორც ბიჭებმა დაწერეს, ნუ ჩანაფიქრში ვითომ სვლის შემზღუდავია რომ ზედმეტად წინ არ შევიდეს გასროლისას და ერთი და იგივე ადგილზე გაჩერდეს (შედეგად ერთი და იგივე დონეზე გახსნას კლაპანი, რაც მეტად ერთგვაროვან გასროლებს უზრუნველყოფს), გაჩერების ზღვარს ამ შემთხვევაში კოლოფის ღარი წარმოადგენს. მაგრამ მანდვეა პრობლემა.

კერძოდ თუ ეგ ბოლტი ურახუნებს თავს კოლოფის ღარს, ადრე თუ გვიან მოფამფალდება, რეზბა მიიჭყლიტება და ბოლოს ამოვარდება.

თეორიულად იდეა მართებულია ჩადებული, აი რეალიზაციაა დურაკული smile.gif
Lukiane123
კრალით ჯგუფების გაკეთება თუ უცდია ვინმეს 50 100 მეტრზე?
MonSoon
Lukiane123
ალბათ უფრო დასტაბილურებაც შეიძლება.

aleqsa
MonSoon

ეხლა შენ უნდა მომენიშნე გიო smile.gif
მე კაი ხანია კრალით ჯგუფი აღარ გამიკეთებია, ბოლოს შენ აკეთებდი ჩემი ცაცოთი ჯგუფებს და გახსოვს რა ჯგუფები იყო?

Lukiane123

2 თვეა ახალი ლულა ვიყიდე 57 იანი 10 დღის უკან დავუყენე მარა ვერ მოვიცალე დამეტესტა ჯგუფებზე. ხვალ მინდა თუ მოვახერხე დავისვენო და იქნებ დავტესტო კიდეც?
giga2010
aleqsa
ჩემი ნპ-1 გამახსენდა. მშვენივრად ისროდა ისიც.
MonSoon
Lukiane123
ნპ1 53 იანი შეცვლილი ლულით 25 მეტრზე აკეთებდა 5 ტყვიით მაქსიმუმ 12 მმ_ს. აქედან 4 ტყვია ერთმანეთში იჯდა, 8-10 მმ_ში მაქსიმუმ. გარეთ ქარში. ოღონდ ფასკები ჰქონდა გაკეთებული.
aleqsa
ციტატა(MonSoon @ Oct 27 2018, 01:08 PM) *
Lukiane123
ნპ1 53 იანი შეცვლილი ლულით 25 მეტრზე აკეთებდა 5 ტყვიით მაქსიმუმ 12 მმ_ს. აქედან 4 ტყვია ერთმანეთში იჯდა, 8-10 მმ_ში მაქსიმუმ. გარეთ ქარში. ოღონდ ფასკები ჰქონდა გაკეთებული.

მოიცა კაცო, 12მმ??? რაღაც ხომარ აგერია გიო? მე 18-20მმ. იანი ჯგუფები რატო მახსოვს?
მასეთ კაი ჯგუფებს თუ აკეთებდა შეჯიბრზე ხო მაგით გამოვიდოდი? smile.gif

ხოო გიგა ძმობილო, კომპაქტი მაგარი კი იყო მარა წარამარა დატენვამ შემაწუხა და მაგიტო გადავაწყე.
არადა მანდ სულ პირველი სროლებია ახლათ ახალზე ყუთიდან ამოღებული, ჯერ ტყვიებიცკი არვიცოდი რომელი მოწონდა, არანაირი ფასკა და სასხლეტი ხო კაშმარ!!! იმხელა სვლა ქონდა რო ვიხუმრე კიდეც ორჯერ გაგუდული გიომ მომასულიერათქო smile.gif wink.gif
giga2010
ციტატა(ale @ 27th October 2018 - 01:36 PM) *
ვიხუმრე კიდეც ორჯერ გაგუდული გიომ მომასულიერათქო

კარგი იყო clapping.gif . მახსოვს ეგ ვიდეოც. მემგონი სულ პირველი ტესტი იყო
MonSoon
aleqsa
არ შემშლია. ეგ კი გითხარი მარა რატომღაც არ გეჯერა. გადართული იყავი სხვა საქმეზე. 4 ტყვია ერთად იჯდა, მეხუთე აფუჭებდა სულ
Lukiane123
ჩემი კრალი სტოკია ანუ არაფერი ამიკეთებია არც ფასკა და არც სასხლეტი,მაგრააამ 50 მ ზე 15 დან 20მმ მდე მექნება პრეტენზია biggrin.gif

ვაფშე ფასკა ვის და სად გავაკეთებინო?და არის იმის შანსი რო გაუქრესდეს ჯგუფები ფასკის დამუშავების შემდეგ?
MonSoon
Lukiane123
ციტატა(SVD @ 27th October 2018 - 06:21 PM) *
ჩემი კრალი სტოკია ანუ არაფერი ამიკეთებია არც ფასკა და არც სასხლეტი,მაგრააამ 50 მ ზე 15 დან 20მმ მდე მექნება პრეტენზია

ხუმრობა კარგია მარა...
სტოკზე, 50 მეტრზე 15-20 მმ_მდე სტაბილური ჯგუფები ჩემი აზრით გამორიცხულია. ერთეული ჯგუფი შეიძლება, არაა გამორიცხული. თუმცა ეგაც მეეჭვება.
მაგას რა სჯობს თუ უკეთესი იქნება.
Lukiane123
ისეთი გადატვირთული გრაფიკი მაქვს რომ სახლიდან 7 ზე გავდივარ და აი ეხლა ვბრუნდები შინ,რომ მოვიცლი მერე ვიდეოს გადავიღებ თავისი სურათებითურთ და წამოვჭიმავ ამ თემაში სიამაყითbiggrin.gif
userman
Lukiane123
aleqsa
ციტატა(bedo @ 27th October 2018 - 01:08 PM) *
25 მეტრზე აკეთებდა 5 ტყვიით მაქსიმუმ 12 მმ_ს. აქედან 4 ტყვია ერთმანეთში იჯდა, 8-10 მმ_ში მაქსიმუმ. გარეთ ქარში.

25 მეტრშიო და არა 50 მ .

aleqsa
userman

ბოდიში ბატონო, ვინავატ smile.gif 50 მეგონა
Mamuka_k
გამარჯობათ.

20 მეტრზე ნასროლი ჯსბ 10.3, საყრდენით და 16 ჯერადი გადიდებით

20 მეტრზე ნასროლი კროსმანი პრემიერი 10.5, საყრდენით და 16 ჯერადი გადიდებით.
კროსმანის ტყვიები საშინლად არ მოეწონა.

-----------------------------------------------------------------------------

28 მეტრიან დისტანციაზე ვცადე იგივე პირობებში, jsb-ის ტყვიებით და ისევ გაფანტა

სანამ 28 მეტრიანზე ვცდიდი, მომიწია იარაღის სრულად დაშლა და ლულაც გავწმინდე...

რისი ბრალი შეიძლება იყოს შედეგის ესე გაუარესება???

1- ლულის გაწმენდის ???
2- დაშლა-აწყობის შემდეგ რამემ იმოქმედა ?? (დაშლის შემდეგ ეს ბოლტი აღარ დამიყენებია )
თუ
3- შესაძლებელია 8 მეტრიანმა დისტანციამ ესეთი განსხვავება მომცეს?
giga2010
Mamuka_k
ჩემი აზრით 8 მეტრს, მაგხელა სხვაობა არ უნდა მოეცა. ზოგადად ლულის წმენდის შემდეგ უარესდება ჯგუფები. უნდა 50-70 გასროლა, რომ ისევე კარგი ჯგუფები აკეთოს თოფმა
MonSoon
Mamuka_k
ციტატა(Mamuka_kuprashvili @ 4th November 2018 - 12:08 AM) *
2- დაშლა-აწყობის შემდეგ რამემ იმოქმედა ??

ლულის წმენდის გარდა აი ესაც არის მიზეზი. დამრტყმელის ზამბარასაც თუ ახლე ხელი და მითუმეტეს დაშალე ეგაც არევდა, იგივე სიჩქარეზე არ ეყენება.
Mamuka_k
ციტატა(giga2010 @ Nov 4 2018, 12:44 AM) *
Mamuka_k
ჩემი აზრით 8 მეტრს, მაგხელა სხვაობა არ უნდა მოეცა. ზოგადად ლულის წმენდის შემდეგ უარესდება ჯგუფები. უნდა 50-70 გასროლა, რომ ისევე კარგი ჯგუფები აკეთოს თოფმა

ლულის გაწმენდის შემდეგ 50-60 გასროლა გავაკეთე და მაინც არ გამოსწორდა.

ციტატა(MonSoon @ Nov 4 2018, 08:38 AM) *
Mamuka_k

ლულის წმენდის გარდა აი ესაც არის მიზეზი. დამრტყმელის ზამბარასაც თუ ახლე ხელი და მითუმეტეს დაშალე ეგაც არევდა, იგივე სიჩქარეზე არ ეყენება.

ყველაფერთან ერთად ზამბარაც დავშალე.

მართალია აწყობის შემდეგ აღარ გამიქრონია, მაგრამ ზამბარა დაახლოებით იგივენაირად გადავუჭირე. + ამას სიჩაქარის სარეგულირებელით სხვადასხვა ნიშნულილებიდანაც ვცადე ...
aleqsa
Mamuka_k

მეც მაქვს კრალი და დამიჯერე ქრონის გარეშე, ხელით დაახლოვებით იგივე სიჩქარეზე დაყენება ძალიან რთულია,
ისევ ქრონით დაარეგულირე და კიდევ გიგამ რაც გითხრა ლულის გაწმენდის შემდეგ ჩემიც ურევს.
პ.ს. ის პატარა შურუფი არაფერშუაშია არც მე მიყენია.
Mamuka_k
მადლობა ბიჭებო
name
Mamuka_k

ჯსბ 10.34 გრანიანები ასე მოწონს,? ზამბარის ძალის სარეგულირებელი სტანდარტულად გიყენია თუ მიჭერილი გაქ რაღაც დონეზე?

რატო გეკითხები ჯსბ 10.34 გრანიანი საშინლად არ მოეწონა თავის ზავაცკოი ზაბრაზე ჩემს კრალის ბულკას,, საშინელ ჯგუფებს მაძლევდა 10.34 გრანიენბი, კროსმანი 10.55 როგორც ჩავდე უკვე თქვა სიტყვა,

10.34 გრანინაი კრალისტვის მსუბუქია თუნდაც სტანდარტულად ეყენოს დამრტყყმელი ზამბარის მისაჭერი,

მეც დავეთანხმები ბიჭებს რო ლულის გაწმენდა საგრძნობლად ურევს გასწორებულ მიზანს სანამ დაჯდება რამდენიმე ტყვის მერე

Mamuka_k
name

ზამბარა თითქმის ბოლომდე მოშვებული მაქვს. ქარხნული უყენია თუ არა ნამდვილად არ ვიცი (ვაზის ვამკრატლისას კი გავს), geojorjika-სგან მეორადი ჩამივარდა ხელში და შეიძლება შეცვლილი იყოს.

ჩემს ნასროლებზე საწინააღმდეგო სურათია. კარგი შედეგი მხოლოდ jsb-მ მომცა.

ზუსტად არ ვიცი რისი ბრალი უნდა იყოს, მაგრამ ვფიქრობ მიუხედვად იმისა, რომ ერთიდაიგივე მწარმოებლის იარაღია, ტყვიის შერჩევა მაინც ინდივიდუალურია.
geojorjika
შეცვლილი არ არის
ja_ja
დაშლა აწყობის მერე, შეიძლება:

1) ზამბარის მოჭიმულობამ სხვა სიჩქარე მოგცე,ს რაც შესაბამისი ტვისტის დროს მოგცემს, ტრაექტორიიდან გადასვლას.

2) ლულის ამოღება ცადება და ასევე თუ რეზერვუარი ამოიღე და ჩადე, შეიძLება გადამშვები ხვრელები გადაფარულია და მთლად დამთხვეული არაა, შედეგად ჰაერისი იგივე ნაკადი არარ გადის და ისევ სიჩქარის ცვლილებას აქვს ადგილი, ისევ და ისევ ტვისტისგან გამომდინარე ტყვიის ტარექტორია იცვლება

3) სასხლეტი და მიმწოდებელიც შეამოწმე, ხომ არ ბორძიკობს ან ტყვიას დაქანებულად ხომ არ მიათრევს, ხომ არ იკვნეტება ლულაში ჩადებისას

4) ლულაში რეზინის არსებობა და მთლიანობა შეამოწმე, ხომ არ არის ამოვარდნილი, გახეული დან გამომშრალი, შედეგად ისევ სიჩქარის ცვლილება და ყველაფერი ზემოთ თქმული

5) ლულაზე გარედან არსებული რეზინები დაშლა აწყობის მერე გადაკვნეტილი ხომ არაა? ნუ მაგას დიდი ზეგავლენა არ აქვს ხოლმე მაგრამ 1-დან 5 მეტრამდე სხვაობა შეიძლება მოგცეს ჰაერის გაპარებამ
ktsetse
გაუმარჯოს კაი ხალხს
კრალს როცა იყიდი თავის სატუმბით ოპტიკით.
გინდა წახვიდე ინადირო , ყველა გასროლა რაც უნდა გაისროლოს იქნება არასტაბილური?
giga2010
ktsetse
კრალის თოფებს არ აქვს რედუქტორი, მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან კარგი სიჩქარეების პლატო აქვს.
ბიჭებიც ალბათ კიდევ დაამატებენ. 180 ბარიდან 120 ბარამდე მე მქონდა ხოლმე 70 გასროლა და თითქმის თანაბარი სიჩქარით
ktsetse
giga2010
არც ერთი წუთის გამოცდილება არ მაქვს ამ საკითხში.
რეზერვუარი თუ აქვს პირობითად 200 იანი,
სრულად როცა გაქვს დატუმბული რამდენს გაისვრი მიზანში?
......

ან თუ გაისროლე 1.2.3.... და ჩამოვიდა 50 ბარზე აქვს კიდევ რესურსი რომ სროლა განაგრძო მიზანში?
.......

giga2010
ktsetse
200 რეზერვუარი მემგონი არ აქვს კრალს. კრალის მოდელები რაც ვიცი არის 180. 230. 280. 330 იანი მოცულობით. 230 რეზერვური ალექსას აქვს და როგორც მახსოვს 70 გასროლას აკეთებს მძიმე ტყვიებით 265მ/წ
MonSoon
ktsetse[/b]
ციტატა(ktsetse @ 5th December 2018 - 03:05 PM) *
ან თუ გაისროლე 1.2.3.... და ჩამოვიდა 50 ბარზე აქვს კიდევ რესურსი რომ სროლა განაგრძო მიზანში?

სამუშაო წნევა არის 200-100 ბარამდე. 200 ბარის ზევით არ აქვს დატენვას აზრი. აქედან 180-120 ბარის შუალედში გაქვს თითქმის ერთნაირი სიჩქარეები, მაქსიმუმ 5 მ/წამის განსხვავებით. მაგ მონაკვეთს ეწოდება პლატო. 120 ბარიდან ისევ ეცემა სიჩქარე და 100 ბარამდე შეიძლება 15-20 მ/წამი დააკლდეს.

საბოლოოდ 200 ბარზე რო დაიწყებ სროლას, 180 ბარამდე მოემატება სიჩქარე, დადგება პლატოზე ერთნაირი სიჩქარეებით, და 120 ბარიდან ისევ დააკლდება სიჩქარე.

200-180 და 120-100 ბარებზე სანადიროდ, ოპტიკაში დაუმუღამებ რამდენი წერტილით შეიცვლება ტყვიის მოხვედრის ადგილი. ალბათ 1 ოპტიკის წერტილი იქნება წხვაობა. დაამუღამებ. 100 ბარის ქვევით აზრი არ აქვს სროლას, უფრო მალე ეცემა სიჩქარე და ნამეტანი კორექტირება მოგიწევს.

რაც ჩამოვწერე, ეგ ყველაფერი კრალს აქვს კარგათ. პლატო უჭირავს კარგათ მიუხედავად იმისა რო რედუქტორი არ აქვს

რეზერვუარის მოცულობა და რეზერვუარის წნევა არ აგერიოს ერთმანეთში. ზევით რაც დავწერე ეგ არის წნევა.
ktsetse
MonSoon
ციტატა(bedo @ 5th December 2018 - 04:11 PM) *

როგორც გავიგე როცა სულ ბოლომდე დატენილი გაქვს და არის წნევა 200 ბარი და ისვრის პირობითად 300მ/წამი სიჩქარით. ეს სიჩქარე 120 ბარზე ჩამოვა უკვე 280მ/წამზე და 100 ბარის ქვემოთ აზრი არ აქვს სროლას.
რომელსაც რედუქტორი აქვს მაგ შემთხვევაში აქვს აზრი 100 ბარის ქვემოთ სროლას ნადირობის მიზნით?
name
MonSoon

გეთანხმები!! საკმაოდ კარგი პლატო ქონია, სანამ გავქრონავდი ერთი კარგი ადმიანის ქრონით, მანამდე ვერ მოვარჯულე, ასევე კლაპნის ზამბარა თავისაზე შედარებით მაგარი დაუყენე

ასევე ამ 2 სურათზე ნაჩვენები დირკები გავაფართოვე

მაგრამ მიუხედავად ამისა 180დან 100მდე საკმაოდ კარგად უჭირავს პლატო რედუქტორის გარეშე, ბარაკუდა 10,65 და კროსმან პრემიერები 10.55 მეტი ვერ მოვაწონე

ktsetse

რედუქტორით თუ ისვრის ადმიანი 100 ბარის ქვევით რაგატო უნდა უნდოდეს სროლა?, ადექი და რედუქტორით დარეგულირე სიჩქარე მეტი გასროლა მიღო თუ ნაკლები

რედუქტორითაც ექნება ცვლილება რადგან ბალონში უკვე საგრძბნობლადაა შემცირებული წნევა, სტანდარტული არის 100 ბარამდე !!!!

giga2010
ციტატა(ktsetse @ 5th December 2018 - 06:20 PM) *
რომელსაც რედუქტორი აქვს მაგ შემთხვევაში აქვს აზრი 100 ბარის ქვემოთ სროლას ნადირობის მიზნით?

ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რედუქტორი რამდენზე აყენია. თუ რედუქტორი 100 ბარზეა დაყენებული და წნევაც ჩამოვიდა 100 ბარზე დაბლა, მაშინ აღარ მუშაობს რედუქტორი.
ktsetse
name
ციტატა(name @ 5th December 2018 - 06:55 PM) *
რედუქტორით თუ ისვრის ადმიანი 100 ბარის ქვევით რაგატო უნდა უნდოდეს სროლა?, ადექი და რედუქტორით დარეგულირე სიჩქარე მეტი გასროლა მიღო თუ ნაკლები

რედუქტორითაც ექნება ცვლილება რადგან ბალონში უკვე საგრძბნობლადაა შემცირებული წნევა, სტანდარტული არის 100 ბარამდე !!!!

მე ვთვქი ვერ ვერკვევი და ვკითხულობ ამიტომ. ისიც არ ვიცი ეგ რედუქტორი ყენდება თუ არა კონკრეტულ ბარზე. მადლობა ყურადღებისთვის.

giga2010
ციტატა(giga2010 @ 5th December 2018 - 07:35 PM) *
ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რედუქტორი რამდენზე აყენია. თუ რედუქტორი 100 ბარზეა დაყენებული და წნევაც ჩამოვიდა 100 ბარზე დაბლა, მაშინ აღარ მუშაობს რედუქტორი.

გასაგებია მადლობა

MonSoon
ktsetse[/b]
ციტატა(ktsetse @ 5th December 2018 - 03:05 PM) *
ან თუ გაისროლე 1.2.3.... და ჩამოვიდა 50 ბარზე აქვს კიდევ რესურსი რომ სროლა განაგრძო მიზანში?

სამუშაო წნევა არის 200-100 ბარამდე. 200 ბარის ზევით არ აქვს დატენვას აზრი. აქედან 180-120 ბარის შუალედში გაქვს თითქმის ერთნაირი სიჩქარეები, მაქსიმუმ 5 მ/წამის განსხვავებით. მაგ მონაკვეთს ეწოდება პლატო. 120 ბარიდან ისევ ეცემა სიჩქარე და 100 ბარამდე შეიძლება 15-20 მ/წამი დააკლდეს.

საბოლოოდ 200 ბარზე რო დაიწყებ სროლას, 180 ბარამდე მოემატება სიჩქარე, დადგება პლატოზე ერთნაირი სიჩქარეებით, და 120 ბარიდან ისევ დააკლდება სიჩქარე.

200-180 და 120-100 ბარებზე სანადიროდ, ოპტიკაში დაუმუღამებ რამდენი წერტილით შეიცვლება ტყვიის მოხვედრის ადგილი. ალბათ 1 ოპტიკის წერტილი იქნება წხვაობა. დაამუღამებ. 100 ბარის ქვევით აზრი არ აქვს სროლას, უფრო მალე ეცემა სიჩქარე და ნამეტანი კორექტირება მოგიწევს.

რაც ჩამოვწერე, ეგ ყველაფერი კრალს აქვს კარგათ. პლატო უჭირავს კარგათ მიუხედავად იმისა რო რედუქტორი არ აქვს იდგება 280_ზე პლოუს- მინუს 5 მ/წამის სხვაობით.

120 ბარიდან სიჩქარე დაეცემა და 100 ბარამდე შეიძლება მინუს 15 მ/წამი იყოს.
100 ბარის ქვევით უფრო მალე ეცემა სიჩქარე.

200-180 და 120-100 ბარებს დაამუღამებ სად ხვდება ოპტიკაში და ნადირობის დროს გაითვალისწინებ, როცა პლატოზე 50 გასროლა გაქვს არ არის დამღლელი ეს ტველაფერი.

ზუსტი ჩარჩოები სიჩქარეების როგორ და რა იქნება, უნდა გაირკვას ინდივიდუალურად.
ციფრები საშუალოდ მაქვს აღებული, მაგრამ პრინციპი ეგრეა რაც დავწერე.
aleqsa
ktsetse

მემსმის შენი, მეც ვიყავი დამწყები და მეც ათასი კითხვა მიტრიალებდა თავში wink.gif
შევეცდები გასაგებად აგიხსნა
მოკლედ ჩემი კრალის რეზერვუარი არის 230კუბ. მოცულობის მაქსიმალური წნევა ყველა კრალის რეზერვუარებს (კოლბებს არ ვგულისხმობ) აქვთ 200 ბარი. მაგის ზევით დატენვა კატეგორიულად არ შეიძლება, სახიფათოა!!!
ხოდა როდესაც ჩემი კრალი მქონდა დატენილი 200 ბარზე ტყვიის სიჩქარე იწყებოდა 265-270 მ.წმ. იდან (დამრტყმელის ზამბარა ბოლომდე მოჭერილი მქონდა) ხოდა ყოველი 4-5 გასროლის შემდეგ ტყვიის სიჩქარე მატულობდა და მაქსიმალურ 285-290 მ.წმ. აღწევდა 180 ბარზე. შემდეგ დაახლოვებით 35-38 გასროლას აკეტებდა თითქმოს თანაბარი სიჩქარეებით და 120 ბარიდან ისევ იწყებდა ტყვიის სიჩქარე კლებას, 100 ბარამდე. 100 ის ქვემოთ აზრი აღარააქვს სროლას არც რედუქტორით და არც ურედუქტოროდ.
რედუქტორის უპირატესობა ისაა რომ 200 ბარიდანვე შეგიძლია სტაბილური სროლები გააკეთო შენთვის სასურველი სიჩქარეებით და შესაბამისად მეტ სტაბილურ გასროლების რაოდენობას მიიღებ.
ჩემს შემთხვევაში (ურედუქტოროა ჩემი) 75-80 გასროლოდან ნახევარია სტაბილური, მარა დანარჩენ ტყვიებზე დავაკვირდი რმდენი ქონდა ოპტიკის წერტილებში ვარდნა და იმის მიხედვით ვისვრი. ანუ როცა პლატოზე ზუსტად ჯვარზე მაქვს გასწორებული ტყვიის მოხვედრის ადგილი 200 ბარიდან სროლის დროს პირველ 10-12 ტყვიას ისვრის ერთი მილდოტით დაბლა, მომდევნო 10 ტყვია ნახევარი მილდოტით და შემდეგ სწორდება უკვე ჯვარზე, დაახლოვებით 55-60 გასროლის შემდეგ ტყვია ისევ იწყებს ოპტიკის ჯვარზე დაბლა დაწევას. აი ესენი უნდა დაიმახსოვრო და გაგიოოლდება პრიმატოკითაც სროლა smile.gif
იმედია გასაგებად აგიხსენი? წარმატებები!!! smile.gif
ktsetse
MonSoon
aleqsa
გასაგებია მადლობა ყურადღებისთვის გაიხარეთ
Mamuka_k
გამარჯობათ.

კრალის ბულპაპი მაქვს პლასმასის რელსით.

პრობლემები:
1 - მთლიანეი რელსი, რაც არ უნდა გადავუჭირო, მაინც მოძრაობს (ცოტა გადაადგილებას მაინც აკეთებს)
2 - რელსი რეზერვუარზე და ლულაზე რამეინაირად რომ გავამაგრო, თვითონ "კრონშტეინებიც" მოძრაობს. ანუ, რელსის გამაგრება არ შველის იმიტომ, რომ ოპტიკაზე ცოტა ძალის დატანებით რელსი იღუნება და ფორმას იცვლის.

სამიზნეს ვასწორებ, მიმაქვს სანადიროდ და ოპტიკაზე ცოტა ძალის მოქმედებითაც ირევა მიზანი :/

ამ პლასმასის რელსს ეშველება რამე ???

ან

ალუმინის რელსით შეცვლა მოაგვარებს ამ პრობლემას???

ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.