დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: მონადირეთა საყურადღებოდ!
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღის გამოყენება > ნადირობა პნევმატიკით
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7
foxi
ყურადღება

აკრძალულია ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში. საქართველოს შემდეგ ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ. ზოლის ფარგლებში, გუდაუთის, ოჩამჩირის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ტყიბულის, ზესტაფონის, გაგრის, ახალი ათონის, წყალტუბოს, ქობულეთისა, ურეკის საზღვრიდან 2 კმ-ს რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.

ყურადღება

აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობის დროს გამოყენებული იქნას შემდეგი მეთოდები:

ა) ლერწმის, ლელისა, ისლის და სხვა ყოველნაირი შამბნარის დაწვა

ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა

გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგებისა და სხვა საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან სრული განადგურება.

დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ლიცენზირებული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება.

ე) ნადირობის დროს დევნა ლიპ თოვლზე, ყინულზე გამორეკვით, ღრმა თოვლში, მოჭრილ ლერწამზე ან ლელზე;

ვ) ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით, აგრეთვე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხე-ბუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, აგრეთვე მწოლიარე გარეულ ნადირზე.

ზ) ღამით ნადირობა ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ნავებიდან და სხვა სატრანსპორტო საშუალებებიდან განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით.

თ) სტიქიური უბედურების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული (ქანცგამოლეული, ბუმბულგაცვენილი, დამშეული) ცხოველის მოპოვება, აგრეთვე მოთზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.

ი) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდენა მათი დაბოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;

კ) ცხოველთა მოპოვება, სასროლი იარაღის გამოუყენებლად, ავტომანქანით, მოტოციკლით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, კატარღით და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით დევნის შედეგად მოქანცვამდე მათი მიყვანით.

ლ) ნადირობა წინა პუნქტში მოყვანილი საშუალებებით და იარაღის გამოყენებით.

მ) გარეულ წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთელ მოტორიანი ნავებიდან (მოპოვება დევნით).

ნ) მსვლელობით ნადირობა მწკრივად

ო) მორეკვით (ე.წ. „ნომრებში ჩაყენებით“) ყოველგვარი გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება.

პ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი შაშხანით და საფანტით.


ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღითა და მოწყობილობებით:

ა) გლუვლულიანი სანადირო თოფებით (ცალლულიანი, ორლულიანი, მრავალვაზნიანი);

ბ) კუთხვილლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრად ავტომატური კარაბინები, კარაბინები შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიით);

გ) კომბინირებული სანადირო თოფებით (გლუვლულიანი და კუთხვილლულიანი, ლულების ნებისმიერი რაოდენობითა და კომბინაციით);

დ) დამჭერი მტაცებელი ფრინველებით;

ე) მწევრებით;



აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს:

ა) ნებისმიერი საბრძოლო კუთხვილლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით;

ბ) სნაიპერული შაშხანებით;

გ) ე. წ. „ღამის ხედვის“ მოწყობილობათა გამოყენებით

დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სნაიპერებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით;

ე) პნევმატური იარაღით;

ვ) ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება



ნადირობის შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში და აკრძალულ (მათ შორის არარეგისტრირებული და ვადაგასული რეგისტრაციის) სანადირო იარაღით, მეთოდებითა და მოწყობილობებით ითვლება უკანონო ნადირობად.

ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაიცემა განცხადების საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება:

ა) იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები;

ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები

გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალი

დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ვადა;

ე) განმცხადებლის ტექნიკური და სხვა საშუალებები, რომლებიც საჭიროა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის და მათი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაიცემა განცხადების საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება:

ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები;

ბ) მონაცემები იურიდიული პირების ხელმძღვანელების ან მფლობელების შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ მას ლიცენზიის მიღებისას;

გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები;

დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საორიენტაციო ვადა;

ე) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის აუცილებელი ტერიტორიების ფარგლები და საზღვრები;

ვ) განმცხადებელი იურიდიული ან ფიზიკური პირის ფინანსური, ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები;

ზ) იურიდიული ან ფიზიკური პირის წინადადებები ცხოველთა სამყაროს სარგებლობის პირობების შესახებ.

იხილე: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1998 წლის 19 აგვისტოს N95 ბრძანება „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე.
cz80
ციტატა(kakha @ 29th January 2011 - 01:29 PM) *
5 კმ. ზოლის ფარგლებში

მე რამდენადაც ვიცი 500 მეტრის რადიუსზე დაშვებულია უკვე
giga_st
სამწუხაროდ ეს ძველი რედაქციითაა ფოქსი.
foxi
აქ ძირითადი კანონებია,რომელიც საინტერესოდ ჩავთვალე. ქვეპუნქტები ძალიან სწრაფად იცვლება,ასე რომ მაგეებსაც მოვაყოლებ. არ ინერვიულოთ.
gregory
foxi
აი ეს ვნახე და თუ გამოგადგება( რავიცი ახალი რედაქცია თი იცის ვინმემ რას მალავს):
ბრძანება N512
http://www.iep.gov.ge/index.php?option=com...=47&lang=ka

bazuka
ციტატა(kakha @ 29th January 2011 - 01:29 PM) *
აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს:

ა) ნებისმიერი საბრძოლო კუთხვილლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით;

ბ) სნაიპერული შაშხანებით;

გ) ე. წ. „ღამის ხედვის“ მოწყობილობათა გამოყენებით

დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სნაიპერებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით;

ე) პნევმატური იარაღით;

ვ) ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება


************************************


ციტატა(kakha @ 29th January 2011 - 01:29 PM) *
დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ლიცენზირებული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება.

ანუ "რემბო"-ობა აკრძალულია ჩვენი კანონით biggrin.gif ???
giga_st
ეგაა კოდიფიცირებულია ცვლილებებით, მე ამ წუთას არ მაქვს პროგრამა კოდექსი და მერე გადავამოწმებ, ჩემი აზრით ჯობია საბოლოო ვარიანტები დაიდოს, თორე დინამიკაში თუ დადეთ კანონები თავის ცვლილებებით და პირველი ვარიანტით ცალკე ფორუმი დაგჭირდებათ, ეს ჩემი აზრით თორე ისე გადაწყვიტეთ როგორც გინდათ smile.gif
gregory
ციტატა(giga_st @ 29th January 2011 - 03:21 PM) *
მე ამ წუთას არ მაქვს პროგრამა კოდექსი

ხოო მეც წამეშალა sad.gif
foxi
მადლობა გრიგილი.

ქვემოთ მოყვანილი ლინკზე იხილეთ მეტი ინფორმაცია თევზაობა ნადირობაზე. ასევე უამრავი სხვა საკანონმდებლო აქტები,რომელნიც უშუალოდ ეხება ბუნებრივ რესურსებს.

http://www.iep.gov.ge/index.php?option=com...=47&lang=ka


P.S. ოფის შემთხვევაში ყველა პოსტი წაიშლება გაუფრთიხებლად!
gregory
foxi
არაფერს wink.gif
მოკლედ, სამშაბათს ისევ მექნება წვდომა "კოდიფიცირებულზე". ასე რომ პრობლემა არ იწნება არცერთი სიახლე!
giorgi-RW1k77X2
ციტატა(kakha @ 29th January 2011 - 03:27 PM) *



ლინკზე რათომღაც ვე შევედი sad.gif

მართალია ნადირობის მოყვარული არ ვარ, მაგრამ ერთ რამეზე მაინც დავინტერესდი:

ციტატა(kakha @ 29th January 2011 - 01:29 PM) *
აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს:

.
.
.
ე) პნევმატური იარაღით;


ასევე
ციტატა(kakha @ 29th January 2011 - 01:29 PM) *
ვ) ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით, აგრეთვე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხე-ბუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, აგრეთვე მწოლიარე გარეულ ნადირზე.


ესე იგი, ჯერ ერთი, რომ პნევმოთი ნადირობა საერთოდ არ შეიძლება თურმე, მერე კიდევ ის, რომ რომც შეიძლებოდეს, ამავე კანონით, ვერ ინადირებ, რადგან პნევმატურით გაფრენილ ფრინველზე ნადირობა ლატარეაა!!!
არც ყვავზე და არც კაჭკაჭზე, იმიტომ რომ თუ ესვრი ისევ დამჯდარს, აფრენილს 99 % ვერ გაარტყავ ადამიანი

და კიდევ გამოდის, რომ:
ციტატა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღის გამოყენება > ნადირობა პნევმატიკით >

ეს განყოფილება კანონდარღვევაა???

ძალიან სამწუხაროა sad.gif .

მაშინ მივეძალოთ ფურცელზე ამობეჭდილ სამიზნეებს...

(იმედია ზოგ-ზოგიერთები არ მიწყენენ...)
norica_dragon
კარგით რა, დაიკიდეთ, დიდი ამბავი, ისედაც ბევრი რამე არ შეიძლება, ვინ რას დაგიმტკიცებთ სადმე რო გადაგაწყდეთ?? ან რას გზავთ?? smile.gif

ვიაროთ ტირში smile.gif
cz80
giorgi-RW1k77X2
ეს ძველი დებულებაა გიო, პნევმოთი ნადირობა კაი ხანია დაშვებულია უკვე wink.gif
giorgi-RW1k77X2
ციტატა(cz80 @ 29th January 2011 - 06:08 PM) *
პნევმოთი ნადირობა კაი ხანია დაშვებულია უკვე


გიმართლებს smile.gif smile.gif

ციტატა(cz80 @ 29th January 2011 - 06:08 PM) *
ეს ძველი დებულებაა გიო


და ახალი სადაა რომ ნახოს ადამიანმა თუ იცით ვინმემ?
gregory
ციტატა(cz80 @ 29th January 2011 - 06:08 PM) *
ეს ძველი დებულებაა გიო, პნევმოთი ნადირობა კაი ხანია დაშვებულია უკვე

cz80
მაჩვენე კონკრეტული დებულება!
"სანადირო პნევმატური იარაღი" არაა არგუმენტი biggrin.gif
masteroff
აი ვიხალისე კანონიც ეგეთი უნდა ანუ საერთოდ ვერ ინადირებ ვერც გილზებს დატენი ეს რა სისულელეა ვინ ადგენს ამ კანონებს მანახა ერთი და პნევმატურით როგორ არ შეიძლება ნადირობა ვანახებდი ხო კიდე აი გაგრაში და სოხუმში კაკრას მივდიოდი სანადიროდ კანონები კი გვაქ აბა ერთი გააკონტროლონ თუ მაგრები არიან მარტო ლაპარაკი არაფერს იზამს და საერთოდ ჩვენი ბრალიც არის არ ვუფრთხილდებით არანაირ ეკოლოგიას და ბუნებას თევზაობის დიდი მოყვარული ვარ და კანონებსაც ვიცავ მემგონი ყველამ ვიცით რა შეიძლება და რა არ შეიძლება შარშან ლამის მთელი საქართველო მოვიარე კარვით და შეშფოთებული დავბრუნდი ამ ჩვენ ულამაზეს Bუნებას ვაუბედურებთ ვაჩანაგებთ და ვაბინძურებთ ნუთუ ძნელია ელემენტარული კულტურა დაიცვა და არ დაუტოვო იმ ბუნების და სილამაზის შემდეგს სტუმარს ეს ნაგავი
foxi
ციტატა(cz80 @ 29th January 2011 - 06:08 PM) *
ეს ძველი დებულებაა გიო, პნევმოთი ნადირობა კაი ხანია დაშვებულია უკვე


ასეთი არგუმენტებით ამინდს ვერ შევქმნით. თუ ვინმეს უტყუარი დებულება მოგეპოვებათ, გთხოვთ პირველ
წყაროს მითითებით დადეთ.
gregory
ციტატა(kakha @ 29th January 2011 - 07:42 PM) *
ასეთი არგუმენტებით ამინდს ვერ შევქმნით. თუ ვინმეს უტყუარი დებულება მოგეპოვებათ, გთხოვთ პირველ
წყაროს მითითებით დადეთ.

+1
giga_st
2005 წლის 512 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლში მითითებულია იარაღის შესახებ კანონის მე-7 მუხლში გაწერილი სანადირო იარაღის სახეები, ხოლო იარაღის შესახებ კანონის მე-7 მუხლში ერთ ერთ სახეობად მითითებულია სანადირო პნევმატური იარაღი, ცალსახა დეფინიცია არ არის სანადირო პნევმატურისა თუმცა ამავე კანონის მე-2 მუხლის ი) პუნქტში გვაქვს პნევმატური იარაღის დეფინიცია, სანამ არ არსებობს ცალკე კანონი პნევმატური იარაღის შესახებ და არც იარსებებს მაგას დაარეგულირებს სტანდარტების დეპარტამენტი იხელმძღვანელეთ ამითი ანუ ჩემი აზრით პნევმატური იარაღით ნადირობა დაშვებულია, არ მაქვს ახლა საშუალება და იქეთ კვირაში ავტვირთავ ბოლო ვერსიებს, რომ ვიცოდეთ რისი უფლება გვაქვს და ფოქსი მემგონი ეგ ძველი ვარიანტი ჯერ ამოვიღოთ ჯობია და ახლას ან მე ან გრიგოლი მოგაწვდით და ის ავტვირთოთ რომ ასეთი აჟიოტაჟი არ იყოს.
cz80
ნადირობისათვის დაშვებული იარაღები: სანადირო იარაღის სახეებია: სანადირო ხრახნივლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი, სანადირო პნევმატური იარაღი. აკრძალულია სანადირო იარაღის ზემოთ ჩამოთვლილი სახეების გარდა სხვა იარაღით ნადირობა.

http://www.gdi.gov.ge/admin/editor/uploads...es/nadiroba.pdf
foxi
giga_st

ჩემი ვარიანტი 2008 წლისაა, შენი მოყვანილი კი 2005!!!! ვერ გავიგე რომელი უფრო ძველია? თანაც მანდ იმდენი საინტერესო რამ წერია არამგონია მთლიანად ამოსაღები იყოს. ყოველ შემთხვევაში სანამ ახალს დავდებ ეს იქნება.
giga_st
foxi

ერთი და იგივე დებულებაა რომელიც 2005 წელშია მიღებული, მაგ დებულებაში არის უამრავი ცვლილება, მე რაც დავწერე არის საბოლოო რედაქციით იქეთ კვირაში მოგაწვდი და გადაავლე თვალი. smile.gif
cz80
http://www.parliament.ge/index.php?lang_id...amp;kan_id=4241

ე ბიჯო აქ არ არის დაწერილი შავით თეთრზე :
მუხლი 7. სანადირო იარაღი

1. სანადიროა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სარეწაო, სამოყვარულო ან/და სამეცნიერო ნადირობისათვის.

2. სანადირო იარაღის სახეებია:

ა) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);

ბ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);

გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);

დ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;

ე) სანადირო პნევმატური იარაღი.“.
[color="#0000FF"][/color]

ყველამ ვიცით რომ პნევმოთი ნადირობა დაშვებულია,
და რაღამ გამოიწვია ეს პოლემიკა? smile.gif
giorgi-RW1k77X2
დავუშვათ, რომ პნევმოთი ნადირობა დაშვებულია, იმას რას ვუშვებით მერე, რომ დამჯდარ ან დაწოლილ ფრინველზე და ცხოველზე სროლა არ შეიძლება? აფრენილ იხვებს უნდა დიოთ, თუნდაც ყვავი იყოს ??? თუ ესეც შეცვლილია? რაღაცა არა მგონია მაგდენი ეფიქრათ და ეგეც შეეცვალათ.
gregory
cz80
ეგ ყველაფერი ადრე დავდე, მაგრამ ეს არის:
„იარაღის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

შენ ეს მითხარი "სანადირო პნევმატური იარაღი" რა არის და რა შუაშია ეს ცვლილება ნადირობასთან?!

giorgi-RW1k77X2
კარგია, რომ ქაღალდის ჩამოკიდებულ სამიზნეზეც არ არის სროლა აკრძალული
foxi
cz80

უბრალოდ საინტერესოა, თუ რას ეწოდება სანადირო პნევმატიკა? რა პარამეტრებით განისაზღვრება? გრიგოლი მართალია. ეგ კანონი
იარაღის შესახებ არის და არა ნადირობის. მაგეებს მალე გავარკვევ.

სხვათა შორის ბევრი საინტერესო რამე რუმეებიც წერია მაგ კანონში. ასე რომ, ახალი ვერსიის გამოქვეყნებამდე მგონი არაფერი
დაშავდება ძველიც კარგად რომ შევისწავლოთ.
giorgi-RW1k77X2
gregory

მანდედან მე მხოლოდ ერთი აზრი გამომაქვს ის, რომ იარაღი კი არის სანადირო პნევმატური, მაგრამ კანონში სადაც წერია თუ რა იარაღით შეიძლება ნადირობა, იქ პნევმო აკრძალულია
cz80
ციტატა(kakha @ 29th January 2011 - 09:18 PM) *
უბრალოდ საინტერესოა, თუ რას ეწოდება სანადირო პნევმატიკა? რა პარამეტრებით განისაზღვრება?

მაგდენი არ ციან ჯერ,დააცადე პაწა ხანი,
გეიზრდებიან და შეიტანენ ცვლილებას ალბათ biggrin.gif

მანამდე კი ტყუილად ვჯიჯგნით ამ თემას,ია ტაკ დუმაიუ,
რეალობაში რაც ხდება და როგორც ხდება კი ვხედავთ და..
რაღაზე ვიკამათოთ?

wink.gif


კი მარა ეს პოსტი არ წაიკითხეთ?

ციტატა(cz80 @ Jan 29 2011, 08:50 PM) *
ნადირობისათვის დაშვებული იარაღები: სანადირო იარაღის სახეებია: სანადირო ხრახნივლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი, სანადირო პნევმატური იარაღი. აკრძალულია სანადირო იარაღის ზემოთ ჩამოთვლილი სახეების გარდა სხვა იარაღით ნადირობა.

http://www.gdi.gov.ge/admin/editor/uploads...es/nadiroba.pdf

giorgi-RW1k77X2
ციტატა(cz80 @ 29th January 2011 - 09:20 PM) *
რაღაზე ვიკამათოთ?


მე ამას კამათს კი არა, სიმართლის ძიებას დავარქმევდი.

დომხალია ამ სFეროში, როგორც ვხვდები, კანონი არ არის დახვეწილი და საკმაოდ გაუგებრად არის.
ერთი კარგი იურისტისა და მკითხავის ერთობლივი მუშაობა არ აწყენდა ამ ფორუმს ამ საკითხთან დაკავშირებით....
foxi
ციტატა(gioxashuri @ 29th January 2011 - 09:19 PM) *
gregory

მანდედან მე მხოლოდ ერთი აზრი გამომაქვს ის, რომ იარაღი კი არის სანადირო პნევმატური, მაგრამ კანონში სადაც წერია თუ რა იარაღით შეიძლება ნადირობა, იქ პნევმო აკრძალულია


აკრძალული კი არა, ნახსენებიც არ არის.
cz80
ციტატა(gioxashuri @ 29th January 2011 - 09:23 PM) *
ერთი კარგი იურისტისა

ეგ არა
ციტატა(gioxashuri @ 29th January 2011 - 09:23 PM) *
მკითხავის

ეს უფრო დაგვჭირდება ამ რეალობაში biggrin.gif

ციტატა(kakha @ 29th January 2011 - 09:23 PM) *
აკრძალული კი არა, ნახსენებიც არ არის.

ჩემ პოსტებს არ კითხულობთ? biggrin.gif
giorgi-RW1k77X2
ციტატა(kakha @ 29th January 2011 - 09:23 PM) *
აკრძალული კი არა, ნახსენებიც არ არის.



აბა აქ რომ წერია ასე? (ამავე თემის პირველივე პოსტის შუაში)

ციტატა(kakha @ 29th January 2011 - 01:29 PM) *
აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს:

ა) ნებისმიერი საბრძოლო კუთხვილლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით;

ბ) სნაიპერული შაშხანებით;

გ) ე. წ. „ღამის ხედვის“ მოწყობილობათა გამოყენებით

დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სნაიპერებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით;

ე) პნევმატური იარაღით;

ვ) ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება

cz80
ციტატა(gioxashuri @ 29th January 2011 - 09:27 PM) *
აბა აქ რომ წერია ასე? (ამავე თემის პირველივე პოსტის შუაში

ეგ ძველია ტო,მაგის მერე ცვლილებაა შტანილი
giorgi-RW1k77X2
დარწმუნებული ვარ, რომ 10 გ.დ.ი.-ს თანამშრომელს რომ შეეკითხო, 10 განსხვავებულ "სიმართლეს" მოისმენ ადამიანი !!!
foxi
giorgi-RW1k77X2

მანდ კი წერია მაგრამ მეგობრები თავს იკლავენ რაღაც ახალ ცვლილებაზე ჰოდა იქ არ წერია თქო.
cz80
ციტატა(gioxashuri @ 29th January 2011 - 09:29 PM) *
დარწმუნებული ვარ, რომ 10 გ.დ.ი.-ს თანამშრომელს რომ შეეკითხო, 10 განსხვავებულ "სიმართლეს" მოისმენ ადამიანი !!!

ეგაც რეალობაა wink.gif
სადაც სანებართვოში იარაღებს ვერ ანსხვავებენ ექსპერტები და კიდევ ათასი მსგავსი რამ..კაროჩე რა..
ხო მოგიყევი მაშინ,იარაღს რომ ვაბარებდი ტიპმა დაშლილი ფისტოლეტი ვერ ააწყო ტო,მე ავუწყვე..
ეეეჰ.............
giorgi-RW1k77X2
ეხლა ველაპარაკე ჩემს იურისტ მეგობარს და ვკითხე სად შეიძლება მოვძებნო მეთკი.
მირჩია ეს საიტი რომელიც დროებით არ მუშაობს. ისეც შევეცდები გაგირკვიოო და თუ რამე სიახლე გამოჩნდება, თქვენც მოგახსენებთ.
giga_st
ციტატა(gioxashuri @ 29th January 2011 - 09:16 PM) *
დავუშვათ, რომ პნევმოთი ნადირობა დაშვებულია, იმას რას ვუშვებით მერე, რომ დამჯდარ ან დაწოლილ ფრინველზე და ცხოველზე სროლა არ შეიძლება? აფრენილ იხვებს უნდა დიოთ, თუნდაც ყვავი იყოს ??? თუ ესეც შეცვლილია? რაღაცა არა მგონია მაგდენი ეფიქრათ და ეგეც შეეცვალათ.


აღარ არის ახალ რედაქციაში გიორგი ეგ ჩანაწერი smile.gif

cz80
foxi
კახუშ,მე რომ ლინკი დავდე ეგ არის ახალი ვერსია,გდი-ის საიტიდან ..
დაჟე ისიცაა ნახსენები რომ 5 კმ-იანი შეზღუდვა 500 მეტრამდეა შემცირებული..



ნადირობა აკრძალულია აკრძალულია ნადირობა დაცული ტერიტორიების გარშემო 500 მეტრიან ზონაში. აკრძალულია ნადირობა საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში და ყოფილი ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე. ნადირობის აკრძალული მეთოდები:
ა) მცენარეული საფარის დაწვა; ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა; გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა, ან განადგურება; დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების, ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება; ე) ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით“. ვ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს; ნადირობისათვის დაშვებული იარაღები: სანადირო იარაღის სახეებია: სანადირო ხრახნივლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი, სანადირო პნევმატური იარაღი. აკრძალულია სანადირო იარაღის ზემოთ ჩამოთვლილი სახეების გარდა სხვა იარაღით ნადირობა. ნადირობა, გადამფრენი ფრინველების მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარის (დედანის) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში მეთოდებითა და მოწყობილობებით, ითვლება ნადირობის წესების დარღვევად და ისჯება კანონით.
giorgi-RW1k77X2
ციტატა(cz80 @ 29th January 2011 - 09:31 PM) *
ეგაც რეალობაა
სადაც სანებართვოში იარაღებს ვერ ანსხვავებენ ექსპერტები და კიდევ ათასი მსგავსი რამ..კაროჩე რა..
ხო მოგიყევი მაშინ,იარაღს რომ ვაბარებდი ტიპმა დაშლილი ფისტოლეტი ვერ ააწყო ტო,მე ავუწყვე..
ეეეჰ.............


страна наша родная
giga_st
ოხ რა ტყუილა ატეხეთ ეს ამბავი რო იცოდეთ smile.gif კიდევ ერთხელ ვიმეორებ დებულებაში მითითებაა იარაღის შესახებ კანონზე, ანუ იარაღის სახეობებით რომლებიც მოხსენიებული არ არის იარაღის შესახებ კანონში დაშვებული არ არის ნადირობა, ხოლო იარაღის შესახებ კანონში პნევმატური იარაღი მოხსენიებულია, ასე რომ დაწყნარდით მეგობრებო ავტვირთავ დებულებასაც და კანონსაც რომლებიც ერთმანეთთან კავშირშია, რაც დევს ეს არის ძველი ვერსია smile.gif
foxi
giga_st

იმედია. ინფო მომაწოდე და ამ თემასაც ჩავასწორებ.
giga_st
cz80


ჩეზი ეგეც ძველია დაჟე შენ რაც დადე რო იცოდე smile.gif
foxi
cz80

ჩემტან არ ხსნის მაგ ლინკს.
giga_st
foxi
ციტატა(kakha @ 29th January 2011 - 09:41 PM) *
იმედია. ინფო მომაწოდე და ამ თემასაც ჩავასწორებ.



აუცილებლად ხვალ სამსახურში ნუ წამიყვანთ და ორშაბათს შენი მაილი მომეცი და ორივეს გამოვუშვებ და ნახე.
giorgi-RW1k77X2
ციტატა(kakha @ 29th January 2011 - 09:41 PM) *
თემასაც ჩავასწორებ.



თავშივე თუ შეასწორებ , დიდი შრომა მოგიწევს, ეს ამოდენა 2 გვერდი არა მგონია სასიამოვნო გამოსახშირი იყოს. მაგას ჯობია Mტლიანად წაშალო და ახალი გააკეთო. (ჩმა)
soxa
ციტატა(kakha @ 29th January 2011 - 12:29 PM) *
საქართველოს შემდეგ ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის,

ციტატა(kakha @ 29th January 2011 - 12:29 PM) *
გუდაუთის, ოჩამჩირის

ციტატა(kakha @ 29th January 2011 - 12:29 PM) *
გაგრის, ახალი ათონის,

ნეტა მანდ ნადირობას რომელი სამართალდამცავები უშლიან? ან ლიცენზიას ვინ გასცემს?
cz80
ციტატა(lasha_74 @ 29th January 2011 - 11:44 PM) *
ნეტა მანდ ნადირობას რომელი სამართალდამცავები უშლიან? ან ლიცენზიას ვინ გასცემს?

rofl.gif rofl.gif rofl.gif
Power_VANO
პნევმოს აკრძალვა სანადირო იარაღებიდან ამოღებულია დაახლოებით 1 წელიწადზე მეტი ხნის წინ ხალხო! ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ. ჯერ კიდევ წინა სეზონისთვის იყო ამოღებული smile.gif

შესაბამისად, კანონში ჩაიწერა "სანადირო პნევმატური იარაღი" რომლის რეგისტრაციაც ჯდება 10 ლარი. უბრალოდ ვერ განმიმარტეს როცა დავრეკე რა იყო სანადირო პნევმატური იარაღი. როცა ვუთხარი მაქვს ესეთი და ესეთი ფიშტო, მითხრეს, რომ მაგით შეგიძლია ინადირო მხოლოდ 10 ლარიანი მოსაკრებლის გადახდით, რეგისტრაცია არ გჭირდებაო smile.gif ნუ მაშინ არ იცოდნენ აშკარად.

ახლა როგორც ვიცით "პნევმოს ტექნიკური მახასიათებლები" უნდა ჩაიდოს კანონში, რომელიც ვერ გავიგეთ რა და როგორ არის smile.gif

მოკლედ, პნევმოს აკრძალვა სანადიროდ ამოღებულია კანონიდან დიდი ხნის წინ, ტყუილად ნუ ნაყავთ წყალს ხელმეორედ და გადახედეთ კანონმდებლობის თემებს.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.