დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: მონადირეთა საყურადღებოდ!
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღის გამოყენება > ნადირობა პნევმატიკით
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7
VTEC
ისე არც ისაა გამორიცხული რომ ახალ სტანდარტზე მიდიოდეს ამ წუთას მუშაობა, რადგან როგორც მახსოვს აქ ვიღაცამ დაწერა რომ ინფორმაცია ქონდა თითქოსდა საქსტანდარტს დაევალა პნევმატური იარაღის შესახებ რაღაც საბუთის შემუშავება... აღარ მახსოვს ზუსტად...

ევრიკა!!! მემგონი მივხვდი!!! რადგან კანონში ნათლად არაა განსაზღვრული პნევმატური იარაღის დასაშვები სახეობები, დაავალეს საქ სტანდატს რომ სტანდარტიზირებული იარაღის მახასიათებლები მიეწოდებინათ. შეიძლება ამ სტანდარტზე დაყრდნობით უკვე ინფორმაცია გადაცემულიცაა შსს-ში და იწერება კანონი wink.gif

ხო, ცუდი ინფორმაცია ისაა რომ 4.5 კალიბრის ზემოთ არანაირი პისტოლეტები და რევოლვერები არაა დაშვებული სიმძლავრისდა მიუხედავად sad.gif

ციტატა(bazuka @ 3rd February 2011 - 06:04 PM) *
Apprx. Trigger Pull: 0.63 lbs


ეს რამდენი ნიუტონია მეტყვის ვინმე ???

ეგ უნდა გარაიყვანო კილოგრამებში და მერე გაამრავლო 10-ზე wink.gif

მგონი სწორად მახსოვს biggrin.gif
---------
გადავთვალე და მასე 3 ნიუტონი გამოდის, ალბათ მე მეშლება რამე

ან კიდე მაგაზე რას ნერვიულობთ ვინ შეამოწმებს მაგას smile.gif
Jah
ციტატა(ja_ja @ 3rd February 2011 - 05:58 PM) *
მაგალითად რის გამო?

ნუ ახლა ჩემსას რომ შეხედავ აშკარად ჩანს რომ სპორტულია და არამგონია რომ შემოწმებაც მოინდომონ biggrin.gif
VTEC
ციტატა(bazuka @ 3rd February 2011 - 06:04 PM) *
Apprx. Trigger Pull: 0.63 lbs


ეს რამდენი ნიუტონია მეტყვის ვინმე ???



ეგ ძალიან ცოტაა
ჩემსას ანუ Crosman Titan Nitro Piston-ს უწერია
Apprx. Trigger Pull: 4.50 lbs
რაც ნიუტონებში რომ გადავიანგარიშოთ გამოდის
google: 4.50 lbs in kg ---> 4.50 pounds = 2.04116567 kilograms
ანუ 20 ნიუტონი smile.gif
მემგონი არ შევმცდარვარ ფორმულაში მაგრამ კაცურად დაწერე ეგ რომელი იარაღის სასხლეტის მონაცემია?
Jah
bazuka
2.8023796257974998 ნიუტონია biggrin.gif
nihontoman
სასხლეტიო....

ვამე დედა გული ამერევა ახლა....


აი ამას ქვია უტვინობა. რაც უნდათ ისა თქვან. რა მიზეზითაა აკრძალვა ასეთ უაზრო რამეზე? უი, მგონი ვიცი - ნადირობა რაც შეიძლება არაჰუმანური რომ გამოვიდეს ალბათ....


მართლა 3.14ზდეცია, საიდანაც გინდა შეხედე.....
bazuka
ციტატა(Jah @ 3rd February 2011 - 06:16 PM) *
2.8023796257974998 ნიუტონია


ჯორჯიიიკ, დაგვენზრააააა biggrin.gif


ციტატა(VTEC @ 3rd February 2011 - 06:15 PM) *
მემგონი არ შევმცდარვარ ფორმულაში მაგრამ კაცურად დაწერე ეგ რომელი იარაღის სასხლეტის მონაცემია?

ვეირაუხის, და ეჭვი მაქვს არცერთ ვეირაუხი 8-ზე ზემოთ არიქნება
ანუ 1.76lb-ზე ქვემოთ არუნდა იყოსო არაა ?? biggrin.gif

მარადაც სპარწივნია
Apprx. Trigger Pull: 1.50 lbs
ja_ja
მაიცა ახლა მე გავრეკავ.... 8 ნიუტონ ძალა გამოდის 815 გრამ ძალა, ახლა ჩემს მარადიორზე ალბათ 200-300 გრამია დაყენებული, ესეიგი ესეც სპორტულია? biggrin.gif

თუ ტერმინებში ავიბლანდე და რაცხა სისულელე მოვთხარე?

ნუ გადატანისას 8 ნიუტონზე მეტი.... მაგას უკვე მცველი გააკეთებს, მგონი კაი 8000 ნიუტონი დასჭირდება რომ საერთოდ მოეგლიჯოს მცველი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მარა აქ ისეთი ფორმულები წავიკითხე რომ რავიცი... იქ 20 ნიუტონი გამოვიდა აქ 2.8....

რავი ძალის კონვერტორი მაქვს ტელეფონში და მივუთითე 8 ნიუტონი რამდენიათქვა გრამებში და დამიწერა 815...
giorgi-RW1k77X2
ციტატა(VTEC @ 3rd February 2011 - 05:48 PM) *
მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ საქართველოში ვცხოვრობთ და არაა გამორიცხული რომ კანონი პნევმატური იარაღის შესახებ არ ცნობდეს საქსტანდარტის მიერ დამტკიცებულ ანუ სტანდარტიზირებულ პნევმატურ იარაღს



ჯერ კანონს უნდა დაველოდოთ, რომელშიც მოხსენიებული იქნება, თუ რომელი სტანდარტია მოქმედი.
ის ფაქტი, რომ ეგ სტანდარტი გუშინდელი ან გუშინწინდელია, არ ნიშნავს იმას, რომ მაგაზე დაყრდნობით რაიმე ქმედება აუცილებლად კანონიერი იქნება.
სტანდარტი და ნორმა შეიძლება იყოს რამოდენიმე, რომელთაგანაც ყველა მოქმედი ვერ იქნება.
Davitus
davil

მე თანახმა ვარ შეკრებაზე...

დანარჩენებიც სიაში ჩაეწერეთ და შევიკრიბოთ
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 3rd February 2011 - 06:29 PM) *
მარადაც სპარწივნია
Apprx. Trigger Pull: 1.50 lbs

ჰო 1.5 LB გამოდის 6.67 ნიუტონი...

მოკლედ მარტივი ანგარიშისთვის 1 ნიუტონი არის 101.97162 გრამი. დანარჩენი უკვე მარტივი მათემატიკაა smile.gif

Davitus
ციტატა(Davitus @ 3rd February 2011 - 06:37 PM) *
მე თანახმა ვარ შეკრებაზე...

დანარჩენებიც სიაში ჩაეწერეთ და შევიკრიბოთ

მეეჭვება ამ თემაში დამპოსტავებიდან რომელიმემ უარი თქვას შეხვედრაზე და მაგ საბუთში ცხვირის ჩაყოფაზე smile.gif
Davitus
ციტატა(ja_ja @ 3rd February 2011 - 06:40 PM) *
მეეჭვება ამ თემაში დამპოსტავებიდან რომელიმემ უარი თქვას შეხვედრაზე და მაგ საბუთში ცხვირის ჩაყოფაზე


რავიცი აბა... პროსტინები იწერება და ლამის 1 წუთში 3 გვერდის სისწრაფიდ იზრდება ეს ტემა და... აქ ყველაზე მისადაგებული იქნება ცნობილი ფრაზა: საქმე ლაპარაკის ნაცვლად biggrin.gif
ja_ja
Davitus
ციტატა(Davitus @ 3rd February 2011 - 06:45 PM) *
აქ ყველაზე მისადაგებული იქნება ცნობილი ფრაზა: საქმე ლაპარაკის ნაცვლად

ნუ საქმეს ჩვენ მეეჭვედა და მგონია რომ არ გაგვაკეთებინებენ, ასე რომ მაინც ლაპარაკი დაგვრჩება biggrin.gif
giga_st
ციტატა(gioxashuri @ 3rd February 2011 - 06:36 PM) *
ჯერ კანონს უნდა დაველოდოთ, რომელშიც მოხსენიებული იქნება, თუ რომელი სტანდარტია მოქმედი


იარაღის შესახებ კანონის 14/1 მუხლის მე-3 პუნქტი:

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ამტკიცებს სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს."

არავითარი კანონი არ იქნება ყველა იარაღს არეგულირებს იარაღის შესახებ კანონი და ეგაა მოქმედი სტანდარტი ვო ტაკ ! biggrin.gif
ja_ja
ეჰ ყველაზე ცუდი ისაა რომ Marauder Pistol-ი პისტოლეტებში გავა და მაგის გამო არ იქნება მაგის შემოტანა შესაძლებელი sad.gif არადა კანონის ავტორის შეცდომაა, ვიცი რომ მანდ გულისხმობს co2 და სხვა ეგეთი ტიპის პისტალეტებს, ანუ რეალურებს რომგავს გარეგნულად, მაგრამ გულისხმობს ერთია და წერია მეორეა sad.gif
giga_st
ციტატა(ja_ja @ 3rd February 2011 - 06:48 PM) *
ეჰ ყველაზე ცუდი ისაა რომ Marauder Pistol-ი პისტოლეტებში გავა


და დარჩება ჩვენს ოცნებებში მარადიულად smile.gif
bazuka
Davitus
ციტატა(Davitus @ 3rd February 2011 - 06:45 PM) *
საქმე ლაპარაკის ნაცვლად

თუ გასაკეთებელი კიდევ ბევრია biggrin.gif



ხო, ისა ოფი რომ არ გამომივიდეს, მე პირადად მაგ ფურცელში ცხვირის ჩაყოფა არ მაინტერესებსკიარადა დრო არმაქვს.
giorgi-RW1k77X2
ციტატა(giga_st @ 3rd February 2011 - 06:46 PM) *
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ამტკიცებს სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს."


ეს უკვე რაღაცაა ნამდვილად smile.gif
მაგრამ, სიზუსტისათვის, რამდენადაც მე ვიცი, სტანდარტის ნომერიც უნდა იყოს მითითებული, თუ რომელია მოქმედი.

აი მშენებლობაში მაგალითად, როდესაც ახსენებენ სტანდარტს, თუ რომლის შესაბამისადაც პროექტდება, შენდება ამ მოწმდება, გვერდზევე უწერენ ნომერს....
მაგალითად СНиП xx.xxx.xx.xx , ან ГОСТ xxx.xx.xxx.xxx. და ა.შ.
cz80
ციტატა(Davitus @ 3rd February 2011 - 06:37 PM) *
მე თანახმა ვარ შეკრებაზე...

დანარჩენებიც სიაში ჩაეწერეთ და შევიკრიბოთ

+100
ორივე ხელ ფეხით თანახმა ვარ

ციტატა(tengo @ 3rd February 2011 - 06:00 PM) *
მხოლოდ ერთია გაუგებარი ,სპორტულს შეზღუდვა თუ არა აქვს ჯოულებში , სანადიროს რატომ უნდა ქონდეს.

შენ ეგათქვი ტო...
მარაზმ ნუ... sad.gif
ilariona
ვაი ვაი ვაი. ხალხოოო, ხომ დავწერე, რომ დღეს ველაპარაკე ძალიან სანდო და კომპეტენტურ პირს! კიდევ ერთხელ დავწერ, კანონი არის შემუშავების სტადიაში და არა მარტო პნევმატურ იარაღის. ამ ეტაპზე განიხილება ახალი პროექტი სადაც სიაშია ყველა ტიპის იარაღი კანუკლებლად ერისა და სქესისა.


დაამტკიცებენ თუ არა ამ ახალ პროექტს და რა არის იმ ახალ პროექტში ჯერ არავინ არ იცის და სანამ შსს არ გამოაქვეყნებს და პროგრამაში არ ჩადებს იმ ახალ კანონს იქამდე არანაირი ნორმატივი არ არის ძალაში.

ეს ნორმატივი რომელიც შეიმუშავეს ნორმატივების სამსახურმა კაკრას დევს იმ ახალ პროექტში.

მოდით დაველოდოთ ახალ კანონს (თუ საერთოდ გამოვა)
Jah
ilariona
ისა და მე გავაოფებ ცოტას... biggrin.gif
და იცით რა მაინტერესებს... სანამ კანონი არ გამოვიდა, ხო ამ ახალი დოკუმენტის მიხედვით უნდა იხელმძღვანელონ, რომელზეც აქ ვსაუბრობთ?
სწორად ვხვდები?

ახლა მათთვის ვისაც უკვირს თუ რატომ არ არის შეზღუდვა სპორტულებში და არის შეზღუდვა პნევმატურში.
ზუსტად მსგავსი სიტუაციაა რუსეთშიც, 24 ჯოულამდე რის ზღვარი კალიბრისდამიუხედავად...
და განიმარტება მაგათთან შემდეგნაირად:
პნევმატური იარაღი საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონა სანადირო თვალსაზრისით.
ამიტომ რომ არ ქონდეს მონადირეს ცდუნება ფრინველზე ან მცირე ზომის ცხოველზე მეტისა და გამოირიცხოს "პადრანკები", შეიზღუდ ენერგეტიკა.
და 24 ჯოული, სავსებით საკმარისია ფრინველზე და კურდღლისხელა ცხოველზე 4.5-შიც კი, 5.5-ზე ხო საერთოდ.
თორე რომ დაუშვან 40 ჯოული და 50 და კიდე... მოინდომებენ ტახზე ნადირობას, და იქნება ნადირის გაფუჭება...
მოკლედ სადღაც ასე, ეს ჩემი სიტყვები არ არის... wink.gif
cz80
ციტატა(Jah @ 3rd February 2011 - 08:18 PM) *
ზუსტად მსგავსი სიტუაციაა რუსეთშიც

გიო მგონი რუსეთში სანადირო პნევმოს ლიცენზირება სჭირდება,
იმიტომ რომ სრულიად ღიად ნადირობენ განს.რუზე ტიპები .25 და 9მმ-თიც კი
იგივე ვულFი და ალექსი...

ხო მართლა,მაგ ლოგიკას რო მივყვეთ სპორტული პნევმოთი რო წავიდე სანადიროდ ვითომ რაა რო?
Jah
ციტატა(cz80 @ 3rd February 2011 - 07:32 PM) *
გიო მგონი რუსეთში სანადირო პნევმოს ლიცენზირება სჭირდება,
იმიტომ რომ სრულიად ღიად ნადირობენ განს.რუზე ტიპები .25 და 9მმ-თიც კი
იგივე ვულFი და ალექსი...

კი ჭირდება ლიცენზია, მაგრამ აქ საუბარი იყო ენერგიაზე და მაგას ვამბობ, მანდაც შეზღუდულია სანადირო იარაღზე 24 ჯოულამდე თუ 25-მდე არ მახსოვს.
ციტატა(cz80 @ 3rd February 2011 - 07:32 PM) *
ხო მართლა,მაგ ლოგიკას რო მივყვეთ სპორტული პნევმოთი რო წავიდე სანადიროდ ვითომ რაა რო?

ეს უკვე სრული სისულელე? ანუ ჩვენს ქვეყანაში ამის გამიჯნვა არის აბსურდზე აბსურდი... სანებართვოში უვიცების პარადია, და ახლა სანადიროდ რომ წახვალ, მანდ ტტყში ეგერი შეგხვდება და ის უცებ არ მიხვდეს შენ სპორტული პნევმო გაქვს თუ სანადირო, ან ნიუტონების გაზომვა არ დაიწყოს...
სასაცილო ქვეყანა ვართ, უფროსწორად დასაცინი რა...
cz80
ციტატა(Jah @ 3rd February 2011 - 08:47 PM) *
სასაცილო ქვეყანა ვართ, უფროსწორად დასაცინი რა...

სამწუხაროდ ეგრეა... sad.gif
ilariona
Jah

პნევმატიკით კი არა ხალხს ტახზე სანადიროთ კარაბინით ეშინიათ წასვლა. მითუმეტეს ქვეყანაში სადაც ყველაფერზე ნადირობა აკრძალულია გარდა გადამფრენი ფრინველისა მგონი სულ სისულელა ჯოულებში შეზღუდვა.

რაც შეეხება კერძო სანადირო მეურნეობებს: მანდ მინდა პნევმატიკით ვინადირებ და მინდა რაგატკით.

ისე მართალი ხარ, საბაჟოზე ვერ ხვდებიან და მოდულის შენობაში რა არის პსპ-ის პნევმატიკა და ტყეში წარმომიდგენია ეგერი რომ მოვა და დაგიწყებს რამდენ ჯოულზე გაქვს ძამა აი ფიშტო დაყენებული? ჩემი ძუძუებს გეფიცები თუ სიცილით არ მოვკვდე ადგილზევე biggrin.gif



ერთი რა ვერ ვისწავლე იცით: აი ტექსტიდან რაღაც მონაკვეთს რომ იღებთ და იმ მონაკვეთს რომ პასუხობთ biggrin.gif დავიტანჯე და ვერ ვისწავლე biggrin.gif
VTEC
ციტატა(ja_ja @ 3rd February 2011 - 06:30 PM) *
მარა აქ ისეთი ფორმულები წავიკითხე რომ რავიცი... იქ 20 ნიუტონი გამოვიდა აქ 2.8....


რას ერჩი ჩემს ფორმულას?

2.8 ნიუტონი გამოვიდა ბაზუკამ რომ დაზერა ვეირაუხზე Apprx. Trigger Pull: 0.63 lbs

და 20 ნიუტონი გამოვიდა ჩემს იარაღზე ანუ კროსმან ტიტანზე Apprx. Trigger Pull: 4.50 lbs


ციტატა(gioxashuri @ 3rd February 2011 - 06:36 PM) *
ჯერ კანონს უნდა დაველოდოთ, რომელშიც მოხსენიებული იქნება, თუ რომელი სტანდარტია მოქმედი.

გეთანხმები, ზეიმამდე ჯერ ადრეა. მაინც საქართველოა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს smile.gif

ციტატა(nihontoman @ 3rd February 2011 - 06:25 PM) *
სასხლეტიო....

ვამე დედა გული ამერევა ახლა....


აი ამას ქვია უტვინობა. რაც უნდათ ისა თქვან. რა მიზეზითაა აკრძალვა ასეთ უაზრო რამეზე? უი, მგონი ვიცი - ნადირობა რაც შეიძლება არაჰუმანური რომ გამოვიდეს ალბათ....


მართლა 3.14ზდეცია, საიდანაც გინდა შეხედე.....

ისე ცნობისთვის ეგ არის რუსეთის 2000 წლის სტანდარტი ГОСТ რომელიც პირდაპირ დაამტკიცეს ჩვენთან wink.gif


ციტატა(ja_ja @ 3rd February 2011 - 06:30 PM) *
ნუ გადატანისას 8 ნიუტონზე მეტი.... მაგას უკვე მცველი გააკეთებს, მგონი კაი 8000 ნიუტონი დასჭირდება რომ საერთოდ მოეგლიჯოს მცველი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

სხვათაშორის მცველზე ცალკე წერია რამდენ ნიუტონს უნდა უძლებდეს :P


ციტატა(ja_ja @ 3rd February 2011 - 06:48 PM) *
ეჰ ყველაზე ცუდი ისაა რომ Marauder Pistol-ი პისტოლეტებში გავა და მაგის გამო არ იქნება მაგის შემოტანა შესაძლებელი sad.gif არადა კანონის ავტორის შეცდომაა, ვიცი რომ მანდ გულისხმობს co2 და სხვა ეგეთი ტიპის პისტალეტებს, ანუ რეალურებს რომგავს გარეგნულად, მაგრამ გულისხმობს ერთია და წერია მეორეა sad.gif

ციტატა(Jah @ 3rd February 2011 - 08:18 PM) *
ახლა მათთვის ვისაც უკვირს თუ რატომ არ არის შეზღუდვა სპორტულებში და არის შეზღუდვა პნევმატურში.
ზუსტად მსგავსი სიტუაციაა რუსეთშიც

კიდევ ერთხელ დავწერ, ეს იგივე რუსეთის 2000 წლის სტანდარტია და პირდაპირ ცვლილების გარეშე მიიღეს აქ
Power_VANO
აჰაა, ე.ი. სტანდარტულად თარგმნეს და გადმოაკატავეს სტანდარტი biggrin.gif
და რუსეთში პისტოლეტებში კალიბრი 4.5-ითაა შეზღუდული?
მგონი როგორც ჯა_ჯა-მ დაწერა, თარგმნისასაა შეცდომა დაშვებული და Marauder Pistol-ის კლასის და ტიპის პისტოლეტები არ უნდა იკრძალებოდეს 4.5+ კალიბრში.


ისე კი, კარგია რომ კალიბრის შეზღუდვა მოიხსნება. ჯოულებს მოევლება, სასხლეტი მექანიზმებიც არაა პრობლემა - რეგულირებადია smile.gif



ilariona
davil


ბიჭებო, ორივეს გარკვეული შეხება გაქვთ კანონმდებლებთან. ერთს ნაცნობობის ამბავში, მეორეს სტანდარტების ორგანიზაციასთან.
იქნებ გაარკვიოთ, ჩვენ თუ შეგვიძლია მაგ მიღებული სტანდარტის დახვეწაში მივიღოთ მონაწილეობა?
იურიდიული პირიც გვაქვს - სპიმა. ოფიციალურ დონეზე შეიძლება გაკეთდეს ყველაფერი. უბრალოდ იქნებ გაიგოთ შესაძლებელია თუ არა მაგ საქმეში მონაწილეობის მიღება.
davil
Power_VANO

სამწუხაროდ ჩემი ინფორმაციით არანაირ ახალ სტანდარტზე არ მიდის მუშაობა. შემოიფარგლებიან არსებულით.თუ ახალი გავიგე რამე აუცილებლად დავწერ
Power_VANO
davil
აჰაა გასაგებია. ე.ი. აღნიშნული სტანდარტი წავიდა შსს-სთან რომელმაც ეს ყველაფერი უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც გახდება საჯარო ინფო. სწორად გავიგე ხომ?
davil
Power_VANO
წავიდა თუ არა შსს-ში ვერ გეტყვი, არ ვიცი, მაგრამ დღეს მოქმედი რო ეგაა ნამდვილათ ვიცი.
Power_VANO
davil
ოკეი, გასაგებია.

ნუ ენივეიზ, რაც იყო აქამდე, იმასთან შედარებით გაცილებით დიდი წინგადადგმული ნაბიჯია და იმას 100%-ით ჯობია. ბევრ მხარეს გზა გაიხსნა smile.gif
Jah
ციტატა(ilariona @ 3rd February 2011 - 09:07 PM) *
ერთი რა ვერ ვისწავლე იცით: აი ტექსტიდან რაღაც მონაკვეთს რომ იღებთ და იმ მონაკვეთს რომ პასუხობთ დავიტანჯე და ვერ ვისწავლე


http://www.airgun.ge/forums/index.php?showforum=42 აქ ყველაფერი არის wink.gif
კერძოდ ამორჩევითი ციტირება
foxi
ვერაფერი ვერ გავიგე. გამოცანების და რებუსების ფორუმია თუ საბავშვო ბაღი?! თუ წერთ წესიერად აგვიხსენით რა კანონია,როდის იქ
ნება? ხომ არ მივახურდაოვო ეს თემა?
soxa
შარშან ზაფხულიდან ამოღებულია კანონიდან პნევმატური იარაღის კალიბრის შეზღუდვა, აღარ წერია არა უმეტეს 4.5 კალიბრისა და წერია საქსტანდარტით გათვალისწინებული ნორმებითო და ეგ ნორმები ეხლა დაუდგენიათ 25 ჯოულამდე. ვნახოთ, იქნებ შეიცვალოს რამე ჩვენს სასიკეთოთ(რაღაც არ მგონია)
Jah
soxa
დამიჯერე, ენერგიას შეზღუდვა, ყველაზე უმტკივნეულო რამ არის...
და თუ დარჩება შეუზღუდავი კალიბრი, ძალიან მაგარი იქნება.
ilariona
ციტატა(Jah @ 3rd February 2011 - 08:18 PM) *
სანამ კანონი არ გამოვიდა, ხო ამ ახალი დოკუმენტის მიხედვით უნდა იხელმძღვანელონ, რომელზეც აქ ვსაუბრობთ?
სწორად ვხვდები?

Jah

რავი აბა biggrin.gif მგონი რომ მასეა, თუ რაიმე საბუთი არის რომ ეგ დაამტკიცო კი biggrin.gif მაგრამ ჩვენ მაგ საბუთზე ჯერ მითები გვაქვს მოსმენილი და საბაჟოზეც მითებს ხომ არ მოვუყვებითsmile.gif იცით ბატონებო არის პიროვნება ვისაც აქვს ეს საბუთი (დედას გეფიცები) ნანახიც მაქვს, განმაბაჟებინეთ რააააა biggrin.gif

პასუხს მიხვდებით რასაც მოგვცემენ საბაჟოზე biggrin.gif
gregory
ციტატა(lasha_74 @ 4th February 2011 - 01:50 AM) *
და ეგ ნორმები ეხლა დაუდგენიათ 25 ჯოულამდე. ვნახოთ, იქნებ შეიცვალოს რამე ჩვენს სასიკეთოთ

soxa
აბა სად წერია ეგ? ლინკი ან ნომერი ან აქტის სახელი....
რამდენადაც ვიცი ჯერ არავითარი სტანდარტი არ დამტკიცებულა!
ilariona
Power_VANO


ეჰ ძალიან კი მინდა რომ მივიღოთ მაგ პროცესში მონაწილეობა, მაგრამ უკვე დაწერილიაო ეგ ყველაფერი და თანაც უკვე შსს-ში დევს განხილვაზე. ჩვენ რომ გვიარია კალიბრები უკვე დაშვებულიაო, ჯერ არაფერი არ არის დაშვებული, სანამ ოფიციალური კანონი არ დამტკიცდება და თანაც არ გადაეცემა ყველა სტრუქტურას იქამდე ეგ ნორმატივები არის მხოლოდ გულის გასახარებლად. საბაჟო არაფრის დიდებით არ გაითვალისწინებს ნორმატივებს, საბაჟო არის დამოკიდებული ოფიციალურ კანონზე.
Power_VANO
ilariona
ოკეი და მაშინ ასეთი კითხვა მაქვს - შსს-ს აქვს მაგ სტანდარტის ჩასწორების უფლება? თუ უბრალოდ ან უნდა მიიღოს, ან უარყოს? მთავარია, კალიბრები დაუშვან, თორემ როგორც გიამ თქვა, ჯოულები ნაკლებად მტკივნეული თემაა.

მით უმეტეს, იმ ფიშტოების აბსოლუტური უმეტესობა, რაც ჩვენ გვაქვს, რეგულირებადი სასხლეტი მექანიზმებით და სამიზნეებითაა, სტანდარტის მიხედვით სპორტულში გადის, რაც არ იზღუდება.
koknar
მაგ ჯოულებს როგორ გაზომავენ ერთი მაინტერესებს, რა პატრულს ან გდის ქრონიც უნდა ეგდოს ალბათ მანქანაში და კიდე ალბათ რამოდენიმე სატესტო ტყვია აწონილი. biggrin.gif biggrin.gif. ალბათ რამე სტანდარტეი იქნება ზოგადი თორე ზოგი როგორ დაუმტკიცეფ, მე კლაპანი მაქ დარეგულირებული 24 ჯოულზე ან ჩემი ზამბარა დამჯდარია და ვერ ისრვრის ჩქარა. ეგრე არ იქნება შანსი არაა.
tengo
ციტატა(Power_VANO @ 4th February 2011 - 09:04 AM) *
ოკეი და მაშინ ასეთი კითხვა მაქვს - შსს-ს აქვს მაგ სტანდარტის ჩასწორების უფლება?

ვფიქრობ რომ ეს სტანდარტები შეთანხმებული იქნება , მიიღებენ ასეთ ფორმაში, მიტუმეტეს რუსეთიდან ყოფილა კოპირებული.
ja_ja
koknar
ციტატა(koka @ 4th February 2011 - 10:23 AM) *
მაგ ჯოულებს როგორ გაზომავენ ერთი მაინტერესებს, რა პატრულს ან გდის ქრონიც უნდა ეგდოს ალბათ მანქანაში და კიდე ალბათ რამოდენიმე სატესტო ტყვია აწონილი.

დაგავიწყდა trigger pool- ტესტერი, ანუ სასხლეტის გამოკვრის ძალის გასაზომი smile.gif

ციტატა(koka @ 4th February 2011 - 10:23 AM) *
რამე სტანდარტეი იქნება ზოგადი თორე ზოგი როგორ დაუმტკიცეფ, მე კლაპანი მაქ დარეგულირებული 24 ჯოულზე ან ჩემი ზამბარა დამჯდარია და ვერ ისრვრის ჩქარა. ეგრე არ იქნება შანსი არაა.

არა კაცო რა სტანდარტი, პროსტა ქარხნული ვერსიის მონაცემებს გადახედავენ და ეგაა რა, საველე პირობებში 10 000 წელი ვერაფერს გეტყვიან, შემოვიდა საბაჟო გაიარა ესეიგი ნებადართულია, თუ ზედმეტი რაიმე აეჭვებთ მიდიხართ ერთად სადმე განყოფილებაში მოიძიება ინფო ქარხნული ვერსიიდა დამორჩა (პროსტა ჩაგშხამდება ნადირობა, ან სეირნობა... როგორცლისზეგაგიჩალიჩეს ივნისში არ გახსოვს smile.gif ).

პრობლემა სამადელკებზე იქნება, ისიც თუ საერთოდ გაეკარებიან მაგ საქმეს. ერთი საბაჟო ახურებს პნევმოზე, ისიც იმიტომ რომ შემოტანისას თუ ფასს აღემატება ან კალიბრია არათავსებადი, ფული დაგაყაჭინონ, თორემ, საბაჟოსაც ეხატებოდა.

ჩვენთან ძალოვანებში უმეტეს ნაწილში სუფევს მდაბიო აზრი, რომ პნევმატიკა არის, "კისტის" ან "ტირის" ჩმორი გოიმური გასართობი, რომელიც მაქსიმუმ 5-10 მეტრში ბოთლის დასამტვრევად (ვიმეორედ დასამტვრევად და არა გასახვრეტად) გამოიყენება.

რამდენ პოლიციელთან გვქონია ბოლო 2 წლის განმავლობაში შეხება, სიტყვა პნევმოს რომახსენებ, ეგრევე ხალისი ეკარგებათ, მაქსიმუმ ერთი გამასროლინეს გეუბნებიან ვითომ აინტერესებთ, პროსტა რწმუნდებიან რომ მართლა პნევმო ტყვიას ისვრი და არა ვთქვათ 22 LR-ს, ვსიო! ჯდებიან მანქანებში და მიდიან smile.gif

აქ პნევმოს კულტურა არ არსებობს, მარტო ამ ფორუმზე ვინც არიან აქტიური მომხმარებლები მათ იციან პნევმატიკის მთელი მუღამი და გემო. კაი ის მაინც გაიხსენე რამდენჯერ წამოგვაყვედრეს ძალოვნებმა - მაგის ყიდვას 2 მაკაროვი გეყიდათო! (© TT), - მაგას არ ჯობდა გეკო გეყიდაო! - ამაში ფული რამ დაგახარჯინათო....
Jah
ციტატა(ja_ja @ 4th February 2011 - 10:32 AM) *
გაიხსენე რამდენჯერ წამოგვაყვედრეს ძალოვნებმა - მაგის ყიდვას 2 მაკაროვი გეყიდათო! (© TT), - მაგას არ ჯობდა გეკო გეყიდაო! - ამაში ფული რამ დაგახარჯინათო....

ხო ეს კლასიკაა ჯორჯიული smile.gif
მე სულ მინდა ვთქვა ამ შემთხვევაში, ვისაც მაკაროვი ან მოსინი აქვს უნდა უთხრა - ამაში ფული როგორ დახარჯე ტო, სტინგერი გეყიდა, ან "გრადი"...
ilariona
ციტატა(Jah @ 4th February 2011 - 11:01 AM) *
მე სულ მინდა ვთქვა ამ შემთხვევაში, ვისაც მაკაროვი ან მოსინი აქვს უნდა უთხრა - ამაში ფული როგორ დახარჯე ტო, სტინგერი გეყიდა, ან "გრადი".



lol2.gif lol2.gif lol2.gif lol2.gif lol2.gif lol2.gif



Power_VANO


ციტატა(Power_VANO @ 4th February 2011 - 10:04 AM) *
ოკეი და მაშინ ასეთი კითხვა მაქვს - შსს-ს აქვს მაგ სტანდარტის ჩასწორების უფლება?


მაგას დავრეკავ დღეს და გავარკვევ!

ისე შემპირდნენ, რომ ჩაიჭყიტებიან იმ ახალ კანონებში და პაწას მიკარნახებენ biggrin.gif
VTEC
tengo
ციტატა(tengo @ 4th February 2011 - 09:30 AM) *
ვფიქრობ რომ ეს სტანდარტები შეთანხმებული იქნება , მიიღებენ ასეთ ფორმაში, მიტუმეტეს რუსეთიდან ყოფილა კოპირებული.


ვააა ხო დავწერე არა? კოპირებული კიარა პირდაპირ აქვთ დამტკიცებული რუსული სტანდარტი! გადათარგმნილიც კი არაა

ციტატა(gregory @ 4th February 2011 - 08:28 AM) *
რამდენადაც ვიცი ჯერ არავითარი სტანდარტი არ დამტკიცებულა!

ბატონო გრიგოლ, არ გცოდნიათ სწორედsmile.gif რადგან დამტკიცებულია და ჩემი თვალით მაქვს ნანახი, თავის საქსტანდრტის ბეჭდით
soxa
gregory
ეგ აქ ამოვიკითხე რომ 25 ჯოულამდე იქნება ლიმიტიო და ზაფხულში მეგობარი აბარებდა საბაჟოზე და იქ წავიკითხე რომ კალიბრზე აკრძალვა აღარ არის და ნორმებს ადგენს საქსტანდარტიო
masteroff
მოკლეთ რა ხდება ბოლობოლო გვეშველა თუ ჯერ ფიქრობენ . დავაწვე ი.სტამბულში და წამოვიღო 5.5 ან 6.35მმ დამალვის გარეშე გადმოვიტან? ისე საზღვარზე რო გაიჩითნონ ქრონით კალკულატორით და სასწორით მაგარი იქნება rofl.gif rofl.gif
kaka8079
ამ ყველაფერს უცხო თვალიც კითხულობს და ვაი და რომ დაგადგნენ მერე რას იზამთ?ჩვენ თვითონ ვაკვალიანებთ ძალოვნებს თუ როგორ უნდა გვამხილონ კანონ დარღვევებში,თუ ვცდები მაშინ მითხარით რომ ცდებიო.
masteroff
ხოდა თუ ეხლა კითხულობს რომელიმე ძალოვანი ცჰემგან დიდი მოკიტხვა და საერთაშორისო კანონებს გადახედონ სად როგორ ხდება
VTEC
ციტატა(kaka8079 @ 4th February 2011 - 02:44 PM) *
ამ ყველაფერს უცხო თვალიც კითხულობს და ვაი და რომ დაგადგნენ მერე რას იზამთ?ჩვენ თვითონ ვაკვალიანებთ ძალოვნებს თუ როგორ უნდა გვამხილონ კანონ დარღვევებში,თუ ვცდები მაშინ მითხარით რომ ცდებიო.


ცდები smile.gif

ეხლა რატომ... არავინ არაფერ უკანონოს არ წერს და არ მოქმედებს

davil-მა მოიპოვა სტანდარტი პნევმატური იარაღის შესახებ (თუ არ ვცდები ესე ქვია) საქსტანდარტში, აბსოლიტურად კანონიერად, თავისი ოფიციალური ყველაფერი გადასახადი რაც იყო გადაიხადა და ისე. უბრალოდ ეს დოკუმენტი გასცა საქსტანდარტმა გაუვრცელებლობის ხელშეკრულებით (თუ რაღაც ეგეთით) და ამიტომ არ ვტვირთავთ აქ საიტზე. ანუ კანონს არ ვარღვევთ

ყიდვით კიდე ჯერ არავის არაფერი უყიდია მაინც უშუალოდ შსს-ს კანონის შეცვლამდე ყველამ იცის რომ გარისკვა არ ღირს. უბრალოდ ოცნების დონეზე მიდის საუბრები smile.gif

ამ სტანდარტს რაც შეეხება საბოლოოდ რომ გაიფანტოს ეს გაუგებრობა თვითონ გოსტის ნომერს დავწერთ, ვისაც უნდა მოიძიოს ინტერნეტით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით.
ეს სტანდარტი რომ ჩვენთან მოქმედია ან ისე უნდა დაგვიჯეროთ ან ჩამოხვიდეთ და ნახოთ ეგ ბეჭედი ან თვითონ მიბრძანდით საქსტანდარტში და იქ აიღოთ.

არადა რომ ვნახე ეგრევე ვიფიქრე სტანდარტის გოსტის ნომრის ამოწერა მაგრამ წამოსვლისას გადამავიწყდა sad.gif

ასე რომ ბატონო kaka8079 დონთ ვორრი, ბი ჰეპი smile.gif
bazuka
kaka8079
ციტატა(kaka8079 @ 4th February 2011 - 03:44 PM) *
ამ ყველაფერს უცხო თვალიც კითხულობს და ვაი და რომ დაგადგნენ მერე რას იზამთ?ჩვენ თვითონ ვაკვალიანებთ ძალოვნებს თუ როგორ უნდა გვამხილონ კანონ დარღვევებში,თუ ვცდები მაშინ მითხარით რომ ცდებიო.

ჩემი შაშხანა, ნაყიდი ჩამოტანილი და განბაჟებულია, სრული კანონის დაცვით.
ყველა საბუთიც ხელთ მაქვს. ხოდა თუ ხვალიდან რაიმე შეიცვლება, მეც შესაბამისად დავამძიმებ თრიგერს
მოკლე ლულით კი ისედაც 25 ჯოულში ვზივარ wink.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.