ნადირობის სეზონი გახსნასთან და ასევე პნევმატური იარაღის გარშემო კვლავ ბუნდოვანი და დაულაგებელი მდგომარეობის გამო, გადავწყვიტე ეს თემა გამეცოცხლებინა.
უკვე ისმის ფორუმზე ამდაგვარი კითხვები: სად ვინადირო, რაზე ვინადირო და ასშ...
მიუხედავად იმისა, რომ მავანმა შესაძლოა სხვადასხვა აზრი გამოიტანოს, მაინც ვთვლი, რომ ეს ინფორმაცია პნევმატური იარაღის ყველა მფლობელმა უნდა იცოდეს და ამის შემდეგ თავად გადაწყვიტოს სად და რაზე ინადიროს

მაშ ასე:
”
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კ ო დ ე ქ ს იმუხლი 1821. პნევმატური იარაღის უკანონო ბრუნვა, პნევმატური იარაღის რეგისტრაციის ვალდებულების შეუსრულებლობა და დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღიდან სროლა (24.04.2012. N6058)
1. ფიზიკური პირის მიერ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
2. სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის ტარების წესების დარღვევა –გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
4. ისეთი პნევმატური იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში, –გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
5. დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღიდან სროლა –გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.”
იმედია, ყველა ხვდება, რომ თბილისის ზღვა, წყნეთი, და ასშ დასახლებული პუნქტებია ...
აქვე დავამატებ(ზუსტად ვერ ვნახე ეს ბრძანება გაუქმებულია თუ არა):
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №512 2005 წლის 7 დეკემბერი
მუხლი 5. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი
1. აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს:
ა) ნებისმიერი საბრძოლო ხრახნივლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით;
ბ) სნაიპერული შაშხანებით;
გ) ე.წ. ,,ღამის ხედვის” მოწყობილობათა გამოყენებით;
დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სტანდარტებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით;
ე) პნევმატური იარაღით.მუხლი 9. თევზჭერასთან და თევზის მარაგის დაცვასთან დაკავშირებული სხვა აკრძალვები
1. აკრძალულია თევზჭერა:
ა) ნებისმიერი სახის ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებით;
ბ) ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოებით;
გ) ცეცხლსასროლი,
პნევმატური იარაღისა და მჩხვლეტავი ხელსაწყოების გამოყენებით;
დ) დევნისა და დაფრთხობის ხერხების გამოყენებით;
ე) სახლართი ბადეების გამოყენებით მოსასმელი და მოსაყრელი ბადის პრინციპით;
ვ) წყალსატევების ხერგვითა და შრეტით:
ზ) ყოველგვარი კონსტრუქციის დრაგით.”
დანამდვილებით ვიცი, რომ ჯერ არ ყოფილა ამ კანონისა და ბრძანების შესაბამისი ქმედებების განხორციელების არცერთი ფაქტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაუფიქრებლად და თავისუფლად ვიყენებდეთ ჩვენს ხელთ არსებულ პნევმატურ იარაღს!
იმედია გამოგადგებათ