![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() ![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 ![]() |
ყურადღება აკრძალულია ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში. საქართველოს შემდეგ ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ. ზოლის ფარგლებში, გუდაუთის, ოჩამჩირის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ტყიბულის, ზესტაფონის, გაგრის, ახალი ათონის, წყალტუბოს, ქობულეთისა, ურეკის საზღვრიდან 2 კმ-ს რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე. ყურადღება აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობის დროს გამოყენებული იქნას შემდეგი მეთოდები: ა) ლერწმის, ლელისა, ისლის და სხვა ყოველნაირი შამბნარის დაწვა ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგებისა და სხვა საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან სრული განადგურება. დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ლიცენზირებული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება. ე) ნადირობის დროს დევნა ლიპ თოვლზე, ყინულზე გამორეკვით, ღრმა თოვლში, მოჭრილ ლერწამზე ან ლელზე; ვ) ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით, აგრეთვე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხე-ბუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, აგრეთვე მწოლიარე გარეულ ნადირზე. ზ) ღამით ნადირობა ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ნავებიდან და სხვა სატრანსპორტო საშუალებებიდან განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით. თ) სტიქიური უბედურების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული (ქანცგამოლეული, ბუმბულგაცვენილი, დამშეული) ცხოველის მოპოვება, აგრეთვე მოთზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს. ი) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდენა მათი დაბოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით; კ) ცხოველთა მოპოვება, სასროლი იარაღის გამოუყენებლად, ავტომანქანით, მოტოციკლით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, კატარღით და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით დევნის შედეგად მოქანცვამდე მათი მიყვანით. ლ) ნადირობა წინა პუნქტში მოყვანილი საშუალებებით და იარაღის გამოყენებით. მ) გარეულ წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთელ მოტორიანი ნავებიდან (მოპოვება დევნით). ნ) მსვლელობით ნადირობა მწკრივად ო) მორეკვით (ე.წ. „ნომრებში ჩაყენებით“) ყოველგვარი გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება. პ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი შაშხანით და საფანტით. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღითა და მოწყობილობებით: ა) გლუვლულიანი სანადირო თოფებით (ცალლულიანი, ორლულიანი, მრავალვაზნიანი); ბ) კუთხვილლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრად ავტომატური კარაბინები, კარაბინები შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიით); გ) კომბინირებული სანადირო თოფებით (გლუვლულიანი და კუთხვილლულიანი, ლულების ნებისმიერი რაოდენობითა და კომბინაციით); დ) დამჭერი მტაცებელი ფრინველებით; ე) მწევრებით; აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს: ა) ნებისმიერი საბრძოლო კუთხვილლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით; ბ) სნაიპერული შაშხანებით; გ) ე. წ. „ღამის ხედვის“ მოწყობილობათა გამოყენებით დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სნაიპერებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით; ე) პნევმატური იარაღით; ვ) ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება ნადირობის შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში და აკრძალულ (მათ შორის არარეგისტრირებული და ვადაგასული რეგისტრაციის) სანადირო იარაღით, მეთოდებითა და მოწყობილობებით ითვლება უკანონო ნადირობად. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაიცემა განცხადების საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება: ა) იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები; ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალი დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ვადა; ე) განმცხადებლის ტექნიკური და სხვა საშუალებები, რომლებიც საჭიროა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის და მათი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაიცემა განცხადების საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება: ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები; ბ) მონაცემები იურიდიული პირების ხელმძღვანელების ან მფლობელების შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ მას ლიცენზიის მიღებისას; გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები; დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საორიენტაციო ვადა; ე) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის აუცილებელი ტერიტორიების ფარგლები და საზღვრები; ვ) განმცხადებელი იურიდიული ან ფიზიკური პირის ფინანსური, ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები; ზ) იურიდიული ან ფიზიკური პირის წინადადებები ცხოველთა სამყაროს სარგებლობის პირობების შესახებ. იხილე: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1998 წლის 19 აგვისტოს N95 ბრძანება „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(kakha @ 29th January 2011 - 01:29 PM) 5 კმ. ზოლის ფარგლებში მე რამდენადაც ვიცი 500 მეტრის რადიუსზე დაშვებულია უკვე
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 5 ![]() |
სამწუხაროდ ეს ძველი რედაქციითაა ფოქსი.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 ![]() |
აქ ძირითადი კანონებია,რომელიც საინტერესოდ ჩავთვალე. ქვეპუნქტები ძალიან სწრაფად იცვლება,ასე რომ მაგეებსაც მოვაყოლებ. არ ინერვიულოთ.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი ![]() |
foxi აი ეს ვნახე და თუ გამოგადგება( რავიცი ახალი რედაქცია თი იცის ვინმემ რას მალავს): ბრძანება N512
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
ციტატა(kakha @ 29th January 2011 - 01:29 PM) აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს: ა) ნებისმიერი საბრძოლო კუთხვილლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით; ბ) სნაიპერული შაშხანებით; გ) ე. წ. „ღამის ხედვის“ მოწყობილობათა გამოყენებით დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სნაიპერებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით; ე) პნევმატური იარაღით; ვ) ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება ************************************ ციტატა(kakha @ 29th January 2011 - 01:29 PM) დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ლიცენზირებული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება. ანუ "რემბო"-ობა აკრძალულია ჩვენი კანონით ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 5 ![]() |
ეგაა კოდიფიცირებულია ცვლილებებით, მე ამ წუთას არ მაქვს პროგრამა კოდექსი და მერე გადავამოწმებ, ჩემი აზრით ჯობია საბოლოო ვარიანტები დაიდოს, თორე დინამიკაში თუ დადეთ კანონები თავის ცვლილებებით და პირველი ვარიანტით ცალკე ფორუმი დაგჭირდებათ, ეს ჩემი აზრით თორე ისე გადაწყვიტეთ როგორც გინდათ ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(giga_st @ 29th January 2011 - 03:21 PM) მე ამ წუთას არ მაქვს პროგრამა კოდექსი ხოო მეც წამეშალა ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 ![]() |
მადლობა გრიგილი. ქვემოთ მოყვანილი ლინკზე იხილეთ მეტი ინფორმაცია თევზაობა ნადირობაზე. ასევე უამრავი სხვა საკანონმდებლო აქტები,რომელნიც უშუალოდ ეხება ბუნებრივ რესურსებს. P.S. ოფის შემთხვევაში ყველა პოსტი წაიშლება გაუფრთიხებლად!
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი ![]() |
foxi არაფერს ![]() მოკლედ, სამშაბათს ისევ მექნება წვდომა "კოდიფიცირებულზე". ასე რომ პრობლემა არ იწნება არცერთი სიახლე!
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,016 რეგისტრ.: 17-September 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 485 ![]() |
ციტატა(kakha @ 29th January 2011 - 03:27 PM) ლინკზე რათომღაც ვე შევედი ![]() მართალია ნადირობის მოყვარული არ ვარ, მაგრამ ერთ რამეზე მაინც დავინტერესდი: ციტატა(kakha @ 29th January 2011 - 01:29 PM) აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს: . . . ე) პნევმატური იარაღით; ასევე ციტატა(kakha @ 29th January 2011 - 01:29 PM) ვ) ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით, აგრეთვე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხე-ბუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, აგრეთვე მწოლიარე გარეულ ნადირზე. ესე იგი, ჯერ ერთი, რომ პნევმოთი ნადირობა საერთოდ არ შეიძლება თურმე, მერე კიდევ ის, რომ რომც შეიძლებოდეს, ამავე კანონით, ვერ ინადირებ, რადგან პნევმატურით გაფრენილ ფრინველზე ნადირობა ლატარეაა!!! არც ყვავზე და არც კაჭკაჭზე, იმიტომ რომ თუ ესვრი ისევ დამჯდარს, აფრენილს 99 % ვერ გაარტყავ ადამიანი და კიდევ გამოდის, რომ: ციტატა Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღის გამოყენება > ნადირობა პნევმატიკით > ეს განყოფილება კანონდარღვევაა??? ძალიან სამწუხაროა ![]() მაშინ მივეძალოთ ფურცელზე ამობეჭდილ სამიზნეებს... (იმედია ზოგ-ზოგიერთები არ მიწყენენ...)
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
||
![]() Search Pretty Womans from your town for night ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,876 რეგისტრ.: 18-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Usa წევრი №: 312 ქალაქი:mgDandyGD ![]() |
კარგით რა, დაიკიდეთ, დიდი ამბავი, ისედაც ბევრი რამე არ შეიძლება, ვინ რას დაგიმტკიცებთ სადმე რო გადაგაწყდეთ?? ან რას გზავთ?? ![]() ვიაროთ ტირში ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი ![]() |
giorgi-RW1k77X2 ეს ძველი დებულებაა გიო, პნევმოთი ნადირობა კაი ხანია დაშვებულია უკვე ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,016 რეგისტრ.: 17-September 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 485 ![]() |
ციტატა(cz80 @ 29th January 2011 - 06:08 PM) პნევმოთი ნადირობა კაი ხანია დაშვებულია უკვე გიმართლებს ![]() ![]() ციტატა(cz80 @ 29th January 2011 - 06:08 PM) ეს ძველი დებულებაა გიო და ახალი სადაა რომ ნახოს ადამიანმა თუ იცით ვინმემ?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(cz80 @ 29th January 2011 - 06:08 PM) ეს ძველი დებულებაა გიო, პნევმოთი ნადირობა კაი ხანია დაშვებულია უკვე cz80 მაჩვენე კონკრეტული დებულება! "სანადირო პნევმატური იარაღი" არაა არგუმენტი ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#16
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 961 რეგისტრ.: 28-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: მცხეთა წევრი №: 559 ![]() |
აი ვიხალისე კანონიც ეგეთი უნდა ანუ საერთოდ ვერ ინადირებ ვერც გილზებს დატენი ეს რა სისულელეა ვინ ადგენს ამ კანონებს მანახა ერთი და პნევმატურით როგორ არ შეიძლება ნადირობა ვანახებდი ხო კიდე აი გაგრაში და სოხუმში კაკრას მივდიოდი სანადიროდ კანონები კი გვაქ აბა ერთი გააკონტროლონ თუ მაგრები არიან მარტო ლაპარაკი არაფერს იზამს და საერთოდ ჩვენი ბრალიც არის არ ვუფრთხილდებით არანაირ ეკოლოგიას და ბუნებას თევზაობის დიდი მოყვარული ვარ და კანონებსაც ვიცავ მემგონი ყველამ ვიცით რა შეიძლება და რა არ შეიძლება შარშან ლამის მთელი საქართველო მოვიარე კარვით და შეშფოთებული დავბრუნდი ამ ჩვენ ულამაზეს Bუნებას ვაუბედურებთ ვაჩანაგებთ და ვაბინძურებთ ნუთუ ძნელია ელემენტარული კულტურა დაიცვა და არ დაუტოვო იმ ბუნების და სილამაზის შემდეგს სტუმარს ეს ნაგავი
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#17
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 ![]() |
ციტატა(cz80 @ 29th January 2011 - 06:08 PM) ეს ძველი დებულებაა გიო, პნევმოთი ნადირობა კაი ხანია დაშვებულია უკვე ასეთი არგუმენტებით ამინდს ვერ შევქმნით. თუ ვინმეს უტყუარი დებულება მოგეპოვებათ, გთხოვთ პირველ წყაროს მითითებით დადეთ.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#18
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(kakha @ 29th January 2011 - 07:42 PM) ასეთი არგუმენტებით ამინდს ვერ შევქმნით. თუ ვინმეს უტყუარი დებულება მოგეპოვებათ, გთხოვთ პირველ წყაროს მითითებით დადეთ. +1
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#19
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 5 ![]() |
2005 წლის 512 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლში მითითებულია იარაღის შესახებ კანონის მე-7 მუხლში გაწერილი სანადირო იარაღის სახეები, ხოლო იარაღის შესახებ კანონის მე-7 მუხლში ერთ ერთ სახეობად მითითებულია სანადირო პნევმატური იარაღი, ცალსახა დეფინიცია არ არის სანადირო პნევმატურისა თუმცა ამავე კანონის მე-2 მუხლის ი) პუნქტში გვაქვს პნევმატური იარაღის დეფინიცია, სანამ არ არსებობს ცალკე კანონი პნევმატური იარაღის შესახებ და არც იარსებებს მაგას დაარეგულირებს სტანდარტების დეპარტამენტი იხელმძღვანელეთ ამითი ანუ ჩემი აზრით პნევმატური იარაღით ნადირობა დაშვებულია, არ მაქვს ახლა საშუალება და იქეთ კვირაში ავტვირთავ ბოლო ვერსიებს, რომ ვიცოდეთ რისი უფლება გვაქვს და ფოქსი მემგონი ეგ ძველი ვარიანტი ჯერ ამოვიღოთ ჯობია და ახლას ან მე ან გრიგოლი მოგაწვდით და ის ავტვირთოთ რომ ასეთი აჟიოტაჟი არ იყოს.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#20
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი ![]() |
ნადირობისათვის დაშვებული იარაღები: სანადირო იარაღის სახეებია: სანადირო ხრახნივლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი, სანადირო პნევმატური იარაღი. აკრძალულია სანადირო იარაღის ზემოთ ჩამოთვლილი სახეების გარდა სხვა იარაღით ნადირობა.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th May 2025 - 09:16 AM |
Hosted by Pro-Service |