აღნიშნულ კანონში (საქართველოს კანონი იარაღის შესახებ 02.07.2010) ასევე წერია.
მუხლი2. ტერმინთა განმარტებანი
ი) პნევმატური იარაღი – იარაღი, რომელშიც ჭურვი მიმართულ მოძრაობას იწყებს შეკუმშული, დაწნეხილი ან გამყარებული აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად;
მუხლი 6. სპორტული იარაღი
1. სპორტულია იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სპორტული საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად ან/და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად.
2. სპორტული იარაღის სახეებია:
ა) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი:
ა.ა) სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
ა.ბ) სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
ბ) სპორტული ცივი და ცივი სასროლი იარაღი;
გ) სპორტული პნევმატური იარაღი.
„მუხლი 141. იარაღის ტექნიკური მახასიათებლები
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ამტკიცებს სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს.“.
„მუხლი 19. იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება
ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობა და პნევმატური იარაღი, აგრეთვე სასიგნალო იარაღი (მოწყობილობა).“.
და რაც ყველაზე საინტერესოა ჩვენთვის
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაამტკიცოს:
ა.ა) იარაღის რეესტრის წარმოების წესი;
ა.ბ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესი;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ დაამტკიცოს:ბ.ა) ცივი და ცივი სასროლი იარაღის ტექნიკური მახასიათებლები;
ბ.ბ) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის სახე და კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;
ბ.გ) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის დამზადებისა და გადაკეთების წესი;
ბ.დ) სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები. ეს იყო ის ძირითადი რაც აღნიშნულ კანონში ეწერა პნევმატურზე.
სხვა უნიშვნელო წვრილმანები არ ამომიკრეფია