დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: მაიტა ნასოსი!
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
გვერდი: 1, 2, 3, 4
ja_ja
ადრე თუ გვიან ყველა მაღალი წნევის ნასოსს დასჭირდება დაშლა და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება. ბევრ ახალბედას ეშინია ასე ვთქვათ მაღალტექნოლოგიური ნასოსის დაშლა, ზოგს დაეზარება, ზოგი კი უბრალოდ დაიწყებს უმოწყალოდ დაზეთვას და ჩათვლის, რომ მთელი პრობლემა მოეხსნა. აქვე დავძენ რომ დაშლა დასჭირდება ნებისმიერ ნასოს, გინდ იყოს სუპერ ძვირიანი გინდ იყოს ჩინური გაუგებრობა.

მოდით სანამ დაშლას და გაწმენდას განვიხილავთ ვახსენოთ ყველაზე ხშირი მიზეზი რატომ შეიძლება გახდეს ნასოსი დასაშლელი:

1) მესამე საფეხურის რეზინის დაზიანება. ხშირად მესამე საფეხურის რეზინა ფუჭდება, ამის მანიშნებელი არის შემდეგი ფაქტორი, ნასოსის მუშაობისას სადღაც 1000 PSI-ს შემდეგ ძალიან, ძალიან ძნელი ხდება ნასოსის სახელურის ზემოთ ამოქაჩვა, და რაც უფრო იზრდება წნევა, მით უფრო ძნელი ხდება ამოწევა. თუ ასეთ რამეს შეამჩნევთ თქვენს ნასოსს აზრი არა აქვს ძალისმიერი მეთოდით გააგრძელოთ მუშაობა, უბრალოდ გაჩერდით, გამოუშვით ჰაერი და იფიქრეთ მესამე საფეხურის რეზინის შეცვლაზე

2) უნაკა კლაპნის რეზინის გაფუჭება. ამ შემთხვევაში ტენით ტენით ნასოსით და წნევა გარკვეულ ზღვარზე ზემოთ არ მიდის, თავიდან კი ჭირს წნევის აწევა. ეს იმის ბრალია, რომ ჰაერი ნასოსიდან გადადის შლანგში წნევით. შლანგში გადასვლისთანავე პატარა დეტალი რომელსაც რეზინა აქვს თავზე, პაწია ზამბარის ზემოქმედებით კეტავს გადამსვლელ კლაპანს, შედეგად ნასოსიდან შლანგში გადასული ჰაერი უკან ნასოსში ვეღარ ბრუნდება. თუ ეს რეზინა დაზიანებულია, უსასრულო იქნება თქვენი ბუქნაობა.

3) წყლის კონდენსატი, მნიშვნელობა არა აქვს ნასოსის ხარისხს, ცნობილ HILL-ის ნასოსშიც გროვდება კონდენსატი. საქმე იმაშია, რომ ჰაერში არსებული ნესტი შეწოვისას ბოლომდე არ გამოიდევნება ჰაერიდან რაც არ უნდა ფილტრი დააყენოთ, შედეგად დაწნეხვისას ჰაერში დარჩენილი წყლის ორთქლის კონდენსირება ხდება, ნელნელა ეს კონდენსატი გროვდება და ჟანგავს ნასოსს.

4) სხვა ტექნიკური მიზეზები, მაგალითად რანდემიმე სხვა რეზინის გაცვეთა, საპოხი მასალის გამოშრობა, უბრალოდ დაჭუჭყიანება (მუშაობისას რეზინა ცვდება და ტაოტთან ერთად იზილება მისი ნარჩენები, შედეგად გაუგებარი ყავისფერ-შავში გარდამავალი ბლანტი ტალახი მიიღება), მოკლედ სამი ძირითადი და რამდენიმე დამატებითი მომენტი არსებობს, ძირითადად ნასოსში არ ფუჭდება ლითონის დეტალები, ყოველთვის გვაქვს რეზინებთან საქმე.



ჩემს ხელში მოხვდა ერთერთი ჩვენი ცნობილი ფორუმელის და მშვენიერი მონადირის ნასოსი, რომელიც კაიხანია ბუქსაობს, ადრე ვსინჯეთ El-Java-ზე ნაყიდი რეზინების მეშვეობით შეგვეცვალა მესამე საფეხურის და უკანა წნევის სარქველის რეზინები, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ. ნასოსი თან მუშაობდა, თან წნევის აღება უჭირდა, ხშირად ფუჭი ბუქნები ჩნდებოდა. მოკლედ ზედაპირული შეხედვით არაფერი ნასოს არ სჭირდა, ლითონის დეტალები მთელი იყო, ესეიგი საქმე რეზინებთან და საპოხ მასალასთან გვქონდა.

ამასწინათ ერთობლივი ძალით დავუკვეთეთ ფორუმელებმა კომპანია Crosman-ის მიერ რეკომენდირებული სილიკონის საპოხი ტაოტი Parker O-lube. ტაოტი იაფი არ დაჯდა, მგონი 14$ დაჯდა თითო ტუბი, მაგრამ ღირს.



პირადად გირჩევთ არასდროს არ გამოიყენოთ მაღალი წნევის ნასოსებში ზეთი, არც სინთეთიკური, არც სილიკონის არც მანქანის ნამუშევაში დამწვარი ზეთი... მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით გეგონებათ ნასოსმა ზეციურად მსუბუქად დაიწყო მუშაობა სინამდვილეში ეფექტი დროებითია, დამიჯერეთ პირადად გამოვცადე Crosman Silicone Chamber Oil შედეგი იყო არაადეკვატურად მომხიბვლელი, ნასოსმა მსუბუქად დაიწყო მუშაობა, მაგრამ დრომ მაჩვენა, რომ ზეთი მალე ამოშრა ხოლო რეზინების ნაცვეთი ლექად დაჯდა ლითონის დეტალებზე, შედეგად ერთხელაც 3 კვირიანი გამოუყენებლობის შემდეგ აღმოვაჩინე რაღაც ნადები პირველი საფეხურის ღერძზე, ვცადე დრემელით მოცილება და პოლირება, მაგრამ ჩემს და გასაოცად აღმოჩნდა, რომ ლითონის ზედაპირი ამოჭმული იყო ამ ნადებთან ერთად შემოპარული კონდენსატის მიერ.

მოკლედ ტაოტი ჩქარა არ შრება და ლითონის დეტალებს ყოველთვის თხელ ფენად ადევს, ასე რომ ზედაპირი ყოველთვის დაცულია.



კარგი გადავიდეთ კონკრეტულად ნასოსი დამუშავებაზე. რადგან El-Java-ს რეზინებმა არ გაამართლე,ს ვცადე ინტერნეტში მომეძებნა რაიმე გზა, სადმე მეშოვა და დამეკვეთა რეზინების კომპლექტი, სამწუხაროდ ნასოსის მწარმოებელს საიტი და ონლაინ დაკვეთა არ გააჩნია, ასე რომ მომიწია სხვა გზების მოძიება. ამასობაში ერთი გზა რეზერვში მქონდა, ერთერთი ჩვენი ძველი ფორუმელის ნასოსი რომელიც Airforce-ს ლოგოთია აღჭურვილი, ასევე გაფუჭდა და აღდგენა ვერ შევძელით ლოკალური ძალებით, ბოლოს შესაბამისმა პიროვნებამ აირფორსს მიმართა ელ-ფოსტით და სთხოვა დახმარება, მათ თავის მხრივ არ დაიზარეს და გამოუგზავნეს რეზინების კომპლექტი. ანუ იდეაში შეიძლება ამ მწარმოებელთან დაკავშირება და თავის მოკატუნება ვითომ და Airforce-ს ნასოსი გაქვს, ისინიც გამოგიგზავნიან რეზინებს (მითუმეტეს რომ Airforce-ს, HILL-ის და Benjamin-ის ნასოსები ერთნაირია). მოკლედ ასე თუ ისე რავარც იქნა ერთერთ ამერიკულ ფორუმზე ვნახე პიროვნება, რომელმაც მიიღო ჩემი საკრედიტო ბარათი და გამოაგზავნა 5 კომპლექტი რეზინები. რომელიდანაც ერთერთი ამ ნასოს აღსადგენად იყო გამოყენებული.

კაი ბატონო დავიწყოთ დაშლა:

ასე გამოიყურება ნასოსი მეორე საფეხურის ღერძი, რომელიც შარშან შეძენის შემდეგ არ გაწმენდილა. ეს არის ძირა ნაწილი





ეს კი იმავე ღერძის ზედა ნაწილი, აშკარაა რომ მფლობელი ნასოსს ბოლომდე ზემოთ არ წევს ხოლმე.



ეს კი არის კლაპანი, რომელიც უზრუნველყოფს მეორე საფეხურიდან ჰაერის მესამე საფეხურში გადასვლას. დაზიანება არ არის, უბრალოდ აურაცხელი ჭუჭყი და ნახმარი ტაოტია.





ეს კი ძირა დეტალი რომელშიც შიგნიდან მოთავსებულია უკანა წნევის კლაპანი, ანუ აი ის რეზინა ყველაზე ხშირად რომ იხევა ხოლმე. ერთი შეხედვით სუფთაა



თუმცა მეორე მხრიდან შეხედვისას....



ძირა ბოლტის დეტალში არის ხვრელი რომლიდანაც გამოდის მაღალი წნევის ჰაერი და ასევე დიდი სიამოვნებით გამოაქვს გადამუშავებული ტაოტი და ტალახი.

ეს კი მესამე საფეხურის ღერძის სარქველი... როგორც ხედავთ აღინიშნება ჟანგის კვალი, რეზბა ნამუშავარ ტალახშია ამოსვრილი და წყლის წვეთებითაა უხვად დახუნძლული. სხვათაშორის დამავიწყდა გადამეღო მეორე საფეხურის ცილინდრის ზედაპირი, მშვენივრად ჩანდა წყლის აურაცხელი რაოდენობა.



ეს კი მეორე საფეხურის მილის ძირა რეზბა, ისევ წყალი და ტალახი, დანარჩენი ყველაფერი მთელია.



აი ეს კი უკვე იმავე მილის ზედა მხარე. ჟანგმა უკვე ბუდე ნახა. ასეთი ჟანგი ნასოსში ბუდობს მაშინ როდესაც ნასოსის მოხმარებისას ნასოს ბოლომდე არ წევთ ზემოთ და ქვემოთ. როგორც ჩანს ძირს ბოლომდე აწვება ხოლმე მფლობელი, მაგრამ ზემოთ ბოლომდე ამოწევა არ უყვარს, შედეგად სადაც არ ხდება მოძრაობა ჩნდება მშვენიერი შესაძლებლობა ჟანგმა კონდენსატის ხარჯზე ფეხი მოიკიდოს.





ეს კი მესამე საფეხურის დგუში, ანუ იგივე ღერძი. ძირითადად ისევ ტალახი, წყალი და გაცვეთილი რეზინა.



სულ ნასოსის დაშლა გაწმენდისას დაიხარჯა 3 კომპლექტი არაჰიგიენური რეზინის ხელთათნამები, იდეაში შეიძლებოდა 1-ით გაკეთება, მაგრამ პირველი კომპლექტი მომიყვა რეზბაში და დაიხა, მეორე კომპლექტი საშინლად გაჭუჭყიანდა. მომიწია მესამე კომპლექტის აღება biggrin.gif, ასევე დაიხარჯა 3-4 ცალი ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცი, 2 ცალი ტილოს ნაჭერი და რამდენიმე ბამბის ჩხირი. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ბევრი ჩალიჩის მიუხედავად მაინც გაჭუჭყიანდა ერი ცალი ჯინსის შარვალი, კიდევ კაი ეგეთი საქმეებისთვისაა ეგ შარვალი biggrin.gif



კაი ბატონო დავიწყეთ გაწმენდა, გავაპრიალე შეძლებისდაგვარად ყველაფერი, თუმცა გამოგიტყდებით გვიანი საღამო იყო და ცოტა ”ვისაჩკავე”, შეიძლებოდა უკეთესად გამოსუფთავება.



ესეც გაწმენდილი ჟანგიანი მილი.



ნასოსი სახელური, ალუმინს მოვაშორე რკინის ჟანგი, მაგრამ კვალი მაინც ემჩნევა



ესეც ნასოსის ის ადგილი სადაც ჟანგი ბუდობდა





და ნასოსის გაპრიალებული მეორე საფეხურის ღერძი



ესეც გაწმენდის შემდეგ დანასოსების შედეგი, ადრე თუ 2000- PSI-ზე აყვანა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ახლა ნასოსმა ერთი მიდგომით უპრობლემოდ ამიყვანა 3200 PSI-ზე. ეგაა რომ ერთ ჯერზე დანასოსებას თავისი მინუსი აქვს - დავიღალე, თან ტაოტისა და ახალი რეზინების ჩასმის შემდეგ ნასოსი ისე თავისუფლად აღარ დატასაობს როგორც ნამუშევარ რეზინებზე. ასე რომ ძალის დატანებაც დამჭირდა და 3000-ის ზემოთ გამოგიტყდებით საკმაოდ გამიჭირდა დანასოსება (წონის გამო, მოგეხსენებათ დიდი წონით ნა მასით არ გამოვრჩევი)



აქვე წარმოგიდგენთ ცინცხალ რეზინების ნაკრებს, რომელიც გამოყენბული იყო ნასოსს აღსადგენად.



ეს კი დაცვეთილი და დაღეჭილი რეზინები biggrin.gif



რავი მგონი სულ ესაა, მფლობელს შეუძლია თამამად მოვიდეს და წააცუნცულოს თავისი მუშა ნასოსი, ჯანმრთელია და იმუშავებს კაიხანს. ახლა რაც შეეხება ტაოტს და რეზინებს

ტაოტი ბევრი არ დახარჯულა, ან მე წავუსვი ნამეტანი ეკნომიურად, თუ მეტს ჩათვლის საჭიროდ მფლობელი თვითონ დაამატებს. სხვათაშორის ტაოტი საკმაოდ შედედებული კონსისტენცისაა და მხოლოდ ტაოტის გამოცვლა რეზინების გარეშე, უკვე იწვევს ნასოსის ცოტაოდენ მძიმედ სვლას.

რაც შეეხება რეზინებს, გადაყრა არ ღირს, მითუმეტეს, რომ ამ ნახმარი რეზინებიდან მინიმუმ ერთი რეზინა, ანუ მესამე საფეხურის ნამუშევარი რეზინა თავისუფლად გამოდგება უკანა სარქველის რეზინად (ერთი ზომისაა ეს ორი რეზინა), რომელიც ამ ნასოსში ადრე თუ გვიან დაიბრიდება, ჩემს ნასოსში სადღაც 1 თვე აქტიური მუშაობისას დაეტყო რომ რეზინა გამოსაცვლელი იყო, არაა გამორიცხული აქაც იგივე იყოს. ძველი რეზინა კი რომელსაც მხოლოდ გარედან ჰქონდა დეფორმაცია, უპრობლემოდ იმუშავებს ზემოთა ან ქვემოთა მხრიდან კლაპანში.

რჩევა მომავალი ნასისს დამშლელებისთვის, ნუ დაფრთხებით, ყველაფერი საკმაოდ იოლადაა ნასოსში მოწყობილი, ბოლო ბოლო ქაღალდზე ჩაიწერეთ რა დეტალი სად იყო. ასევე გირჩევთ ეტაპობრივად ცვალოთ რეზინები, ანუ ერთი დეტალი ამოიღეთ, მოაძრეთ ძველი რეზინები, გაწმინდეთ ძველი ტაოტისგან, აიღეთ ახალი რეზინები დაატოლეთ რომელი ედრება და შეცვალეთ. შეცვლილი დეტალი გადადეთ გვერდზე და შეუდექით მეორე დეტალს და ასე შემდეგ. როდესაც ყველა დეტალი გასუფთავებული და რეზინებ დაცვლილი იქნება შეუდექით ნასოსის დეტალების ტაოდით დამუშავებას და აწყობას. დამიჯერეთ არაფერი რთული არაა.

ასევე კიდევ ერთი რჩევა, დრო და დრო დაშალეთ თქვენი ნასოსი და არსებული კონდენსატი ამოწმინდეთ ან უბრალოდ ჰაერზე დატოვეთ დაშლილი მდგომარეობაშუ ნასოსის დეტალები, ტაოტი დარჩება ხოლო წყალი აორთქლდება (მირუმეტეს ახლა ზაფხული მოდის და სიცხე მშვენივრად დაგეხმარებად), შემდგომ ნასოსი ააწყვეთ. თუ ამას პერიოდულად არ გააკეთებთ მაშინ გაქვთ ყველა შანსი ნასოსში დაგროვებული კონდენსატი თოფის რეზერვუარში გადაიტანოთ და უკვე თოფის რეზერვუარი დაჟანგოთ, ან კლაპნები დააჭუჭყიანოთ.


dawiti
იცის გიომ რა და როგორ დაწეროს ყველაფერს დაწვრილებით აღწერს smile.gif ძალიან მაგარი რეპორტი იყო!!!
Davitus
მდააა... რა დღეში მყოლია ეგ უბედური ეგა... მალადეც ჯაჯ, იცი რა საქმე.

ხომ გეუბნები, პნევმატიკა ჩვენში ფეხს თუ მოიკიდებს, ძეგლს დაგიდგამენ პნევმატიკოსები, როგორც დიდი მოღვაწე პნევმატიკის განვიტარების დარგში, ნუ საქართველოს პნევმატიკოსთა ისტორიაში უკვე შესული ხარ
ja_ja
Davitus
ციტატა(Davitus @ 4th April 2010 - 02:55 AM) *
ნუ საქართველოს პნევმატიკოსთა ისტორიაში უკვე შესული ხარ

ნუ ნე ნადო რა biggrin.gif

ნოგი ვ რუკი და მოიტანე საკუთარი თავი ამ სილამაზის წასაღებად biggrin.gif
foxi
მშვენიერი ჭკუის სასწავლებელი ინფოა. კიდევ ერთხელ ღირს დაფიქრება PCP თუ ზამბარა??? biggrin.gif ვისაც მსგავსი ოპერაციების ჩატა
რების გეშინიათ დაფიქრება ღირს. ყოჩაღ ჯაჯა! რაც იცი იცი! ამას ვერავინ დაგიკარგავს.
Davitus
foxi

იარაღის წმენდა, ძალიან მიყვარს, ამ ნასოსმა ის დამიშავა რომ, არ მქონდა შესაბამისი რეზინები და საპოხი მასალა, და ისე დაშლას აზრი არ ქონდა, აწი მე ვიცი...

ჩემი იარაღები რომ ნახო, გაგიკვირდება ისეთ ბზინვარებაშია... ერთადერთხელ იყო, დისკო მანქანაში დამრჩა 2 დღით და მცირედი ჟანგები აიკიდა, რაც იმ დღესვე ავღკვეთე smile.gif

ja_ja

მოვალ აბა სად წავალ, გადაიაროს ამ "პრაზდნიკებმა" smile.gif
giga_st
მაგარია ძალიან, ჯაჯა შენ ხარ ჩემი სენ სეი პნევმატიკაში!:)
foxi
Davitus
იარაღის პრიალი ვისარუყვარს მარა აი მაგ რეზინკების ცვლის ნერვები არამაქვს ნაღდად. ისე თოფი სულ სხვა რამეა დამეთანხმე. არც
რეზინებიაქვს საცვლელი არც კლაპნები... ლამაზათ დაშალე გაასუფთავე გაპოხე ააწყვე.
ja_ja
foxi
ციტატა(kakha @ 5th April 2010 - 12:44 AM) *
აი მაგ რეზინკების ცვლის ნერვები არამაქვს ნაღდად

არც ისე რთულია რავარც შენ გგონია. სადღაც 2-3 წუთის საქმეა და ამის დამტკიცება შემიძლია პრაქტიკული სამუშაოთი smile.gif ისე რეალობაში უნდა ავღნიშნო შემდეგი გარემოება, ყველაზე ხშირად ერთი რეზინა ფუჭდება და მისი ცვლა საკმაოდ მარტივია, გაფუჭებაც გულისხმობს სადღაც 1-2 მუშაობის მერე შეცვლას, ისიც აქტიური მოხმარების დროს.

ციტატა(kakha @ 5th April 2010 - 12:44 AM) *
ისე თოფი სულ სხვა რამეა დამეთანხმე. არც
რეზინებიაქვს საცვლელი არც კლაპნები... ლამაზათ დაშალე გაასუფთავე გაპოხე ააწყვე.

ნუუუუ, თუ იარაღი გიყვარს გინდა არ გინდა გიწევს გაწმენდაც და დამიჯერე გაწმენდავ თოფის მექანიზმს თუ ასევე დანატებითად ნასოსსაც... დიდი მნიშვნელობა მაგას არ აქვს, ჩათვალე 2 თოფი გაქვს, ან თოფი და ვაზნების დასატენი მოწყობილობა....

მოკლედ საქმე უფრო სუბიექტურ შეხედულებასთან გავქვს ვიდრე ობიექტურ რაიმე განსაკუთრებულ განსხვავებასთან
Power_VANO
მადლობა ჯა_ჯ რეპორტისთვის, ნასოსის დაშლა-აწყობაც ვნახეთ smile.gif


ანუ დასკვნის სახით რომ ვთქვათ, მინიმუმ HILL-ის ნასოსის ასლები (ბენჯამინი, აირფორსი...) სადღაც 1 წლის აქტიურ მოხმარებას უძლებენ თავისი სტანდარტული რეზინა-საპოხი მასალებით?

ააანუ დაახლოებით 10-12 თვე შეგვიძლია წყნარად ვიყოთ თუ რეკომენდირებულია სადღაც 6 თვეში ერთხელ დაიშალოს ნასოსი, ხელახლა დატაოტდეს და რეზინებიც შემოწმდეს? (+ დროდადრო ნასოსის დაშლის რეკომენდაცია ისედაც გიწერია პირველ პოსტში).
bazuka
Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 6th April 2010 - 09:21 PM) *
1 წლის აქტიურ მოხმარებას უძლებენ თავისი სტანდარტული რეზინა-საპოხი მასალებით?

ჩემი ნასოსი არის უკვე მაგდენის, და ჯერკიდევ მუ|შაობს ჯიგრულად
ja_ja
Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 6th April 2010 - 09:21 PM) *
ანუ დასკვნის სახით რომ ვთქვათ, მინიმუმ HILL-ის ნასოსის ასლები (ბენჯამინი, აირფორსი...) სადღაც 1 წლის აქტიურ მოხმარებას უძლებენ თავისი სტანდარტული რეზინა-საპოხი მასალებით?

სავსებით შეიძლება, მაქსიმუმ რაც შეიძLება შესაცვლელი იყოს ეს არის უკანა წნების სარქველის რეზინა, ისიც ყოველთვის არა, და დაშლა პერიოდულად იმისათვსი რომ უბრალოდ ამოშრეს ნასოსში დაგროვებული კონდენსატი, გაჭმენდა ტაოტის მოცილება მაგ დროს საჭირო არაა, უბრალოდ ორი ძირიტადი დეტალი მოძვრება მასისის ღერძს წინიდან და უკნიდან და დააგდე მზეზე, ამოშრება, თან ზაფხულში უცებ იქნება და ვსიო.
Power_VANO
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 7th April 2010 - 08:04 PM) *
სავსებით შეიძლება, მაქსიმუმ რაც შეიძLება შესაცვლელი იყოს ეს არის უკანა წნების სარქველის რეზინა, ისიც ყოველთვის არა, და დაშლა პერიოდულად იმისათვსი რომ უბრალოდ ამოშრეს ნასოსში დაგროვებული კონდენსატი, გაჭმენდა ტაოტის მოცილება მაგ დროს საჭირო არაა, უბრალოდ ორი ძირიტადი დეტალი მოძვრება მასისის ღერძს წინიდან და უკნიდან და დააგდე მზეზე, ამოშრება, თან ზაფხულში უცებ იქნება და ვსიო

აჰაა, გასაგებია, ე.ი. მცირე პროფილაქტიკა და ყველაფერი კარგად იქნება smile.gif

bazuka
ციტატა(bazuka @ 7th April 2010 - 07:55 PM) *
ჩემი ნასოსი არის უკვე მაგდენის, და ჯერკიდევ მუ|შაობს ჯიგრულად

ესეც პრაქტიკული გამოცდილების ამბავში კარგი ინფოა smile.gif
giga_st
ჩემი ნასოსი გავიდა გაღმა დღეს დილას, ზემოთ საერთოდ არ ადის, როგორც ჯაჯამ დაუსვა დიაგნოზი მესამე დონის რეზინა არის შესაცვლელი, ვინმეს ხომ არ გაქვთ რეზერვრში რომ მიმეხედა ამისათვის და შემდეგ რა თქმა უნდა დაბრუნდება ეგ რეზინა ახალი შეფუთულის სახით ამაზონიდან, ლოდინი არ მინდა.
giga_st
ისე ძალიან მალე დაენძრა ჩემ ნასოსს ბლინ, თან ამ კაჩაობაში მგონი რეზბა მოვწყვიტე ფეხსადგამის მოკლედ კაი ჯიკრიანი შეპაჩინკება უნდა
iorama
რაცხა მალე მოხვრიპა ჩაილურის წყალი სჰენმა ნასოსმა
ja_ja
giga_st
ციტატა(giga_st @ 13th June 2010 - 12:56 PM) *
ჩემი ნასოსი გავიდა გაღმა დღეს დილას, ზემოთ საერთოდ არ ადის

და რამდენიხანია რაც ეგ ნასოს გაქვს? ან რამდენჯერ დატენე?? რა უქენი ასეთი მოკლედ biggrin.gif

მე ყიდვიდან რამდენიმე თვქში გამოვცვალე უკუკლაპნის რეზინა (ანუ რომ აკაჩავებს და არ აკაჩავებს), ეგეც რადი პონტა შევცვალე, არ სჭირდებოდა მაშინ შეცვლა, მესამე საფეხური ვააბში არ გამფუჭებია კაი 1 წლიანი მუშოაბის მერეც კი, პროსტა ახალი რეზინების ნაკრები რომ დავიადე ეგრევე შევცვალე რომ რავი ემთქი რაიმე არ მოუვიდეს მეთქი.

ასეთი ჩქარი გაფუჭება.... მეორე ნასოსია რომელიც ასე ჩქარა გაფუჭდა, ერთი GAGABITE 13-ის ნასოსი იყო რომელსაც AIRFORCE TALON-ზე იყენებდა და ვერ გაუძლო 3500PSI-ზე ბევრ დატენვას (ანუ ტალონს დიდი რეზერვუარი აქვს 400 თუ 450 კუბი), მარა დისკოზე?? და ასე უცებ?? რომელიც მხოლოდ 2000 PSI-ზე იტენება და თან სულ რაღაც 136 კუბურ სანტიემრს ავსებთ?? ნოლიდან მთლიან რეზერვუარის დატენვას 125 ბუქნი უნდა, 1000-დან 2000-მდე კი სადღაც 50-70 ბუქნი.

მოკლედ ჩემის ღრმა რწმენით არასწორედ ტუმბავ. ან ძალიან ჩქარა ანასოსებ და ცხელდება რეზინები შედეგად მალე ფუჭდება, ან დატენვის არასწორ ტექნოლოგიას იყენებ. დაიმახსოვრეთ ყველამ ერთ მიდგომაზე 50 ბუქნის გაკეთება ერთ ჯერზე არ შეიძლება. შენც ისვენებ და ნასოსიც.

რაც შეეხება რეზინებს. მაქვს მთლიანი კომპლექტიც და ცალკე რამდენიმე მესამე საფეხურის რეზინაც, მაგრამ ახლა სამსახურში არ და ვერ მოგაწვდი, საღამოს თუ კინოში არ წავედი მოგაწვდი, ოღონდ რავარც თქვი აბრატნა უნდა ჩამასესხო biggrin.gif, თორემ მაი რეზინები ჩვენთან ოქროს ფასი ღირს.
gregory
giga_st

ციტატა(ja_ja @ 13th June 2010 - 01:22 PM) *
ოღონდ რავარც თქვი აბრატნა უნდა ჩამასესხო , თორემ მაი რეზინები ჩვენთან ოქროს ფასი ღირს.

ხოდა მთლიან "რემკომპლექტს რომ შეუკვეთავ გამაგებინე და მეც ავითღებ biggrin.gif (ხალხს რომ მერე დროში არ გაეწელოს biggrin.gif )

ja_ja
ფას რა აქვს თუ გახსოვს?
ja_ja
gregory
ციტატა(gregory @ 13th June 2010 - 04:24 PM) *
ფას რა აქვს თუ გახსოვს?

მთლიანი კომპლექტი?? ნიტო 12$ ნიტო 13$ თავის ჩამოტანიანად. ზუსტად არ მახსოვს დასაძებნია ფორუმზე თემები სადღაც მეგდო რომ დავუკვეთე და ჩამოვიდა.
gregory


ციტატა(gregory @ 13th June 2010 - 03:24 PM) *
ფას რა აქვს თუ გახსოვს?

ციტატა(ja_ja @ 13th June 2010 - 01:22 PM) *
თორემ მაი რეზინები ჩვენთან ოქროს ფასი ღირს.

ციტატა(ja_ja @ 13th June 2010 - 04:09 PM) *
ნიტო 12$ ნიტო 13$ თავის ჩამოტანიანად.

არც მთლად ოქროს ფასი ყოფილა biggrin.gif
ja_ja
აჰა ვიპოვე ის თემა 12.56$ ყოფილა

gregory
ციტატა(gregory @ 13th June 2010 - 05:15 PM) *
არც მთლად ოქროს ფასი ყოფილა

ნუუ გააჩნია ვისთვის როგორ, ჩემთვის ოქროს ფასი აქვს biggrin.gif , თან ახლა მაგი მე ბევრი არ ჩამომიტანია, რა ჭირად მინდოდა smile.gif

აი თქვენ კი... ნუ კი გასაგებია, რეზონი არის. მოკლედ ვნახოთ ვნახოთ, ჯერ რაცხა სხვა რაღაცეები მაქვს დასაკვეთი და ისინი რომ ჩამოვა მერე შეიძლება მაგის დაკვეთაზე ფიქრი, მარა ეგ მინიმუმ 2 კვირა არ იქნება smile.gif
cz80
ციტატა(ja_ja @ 13th June 2010 - 04:09 PM) *
მთლიანი კომპლექტი?? ნიტო 12$ ნიტო 13$ თავის ჩამოტანიანად.



13მწვანე დაჯდა smile.gif
gregory
ja_ja
ხომ იცი :ხოტელოს კაკ ლუჩშე, ა პოლუჩილოს კაკ ვსეგდა biggrin.gif
გიგა-სტ-ს არ გაუმართლა და დავეხმაროთ. არა მგონია კიდევ ვინმეს ნასოსი გამოვიდეს მწყობრიდან ამ 1 თვეში biggrin.gif
giga_st
გიო დიდი მადლობა, მე დღეს რაიონში მივდივარ როგორც კი ჩამოვალ შეგეხმიანები და გამოგართმევ, რა თქმა უნდა უკან ახლის დაბრუნებით. რაც შეეხება არასწორ ტუმბვას აუცილებლად ბოლომდე ზემოთ ამაქვს და ვისვენებ რა ჭირი ეტაკა არ ვიცი, ერთადერთი პირველ დატენვაზე მიადგა ჩემი ძმაკაცი და გურულივით სწრაფ სწრაფად დაუწყო კაჩავი smile.gif
giga_st
ja_ja

შენი ჩარხი რეზბას აკეთებს? რეზბაც მოვწყვიტე ბლინ უნდა გავაფართოვო სხვა გზა არაა, ტოესტ ფეხსადგამზე რო ორი რეზბაა ერთს დაერხა ძალისმიერი მეთოდებისგან smile.gif რამეს არ გავაფუჭებ ნეტა რეზბის გაფართოებით?
foxi
ციტატა(giga_st @ 14th June 2010 - 09:50 AM) *
ერთადერთი პირველ დატენვაზე მიადგა ჩემი ძმაკაცი და გურულივით სწრაფ სწრაფად დაუწყო კაჩავი


აი ზუსტად მაგის ბრალია!!! ყველა უკრაინულ ფორუმზე წერენ რომ სწრაფი ბერვა არშეიძლება კატეგორიულად!!!
ასევე ნასოსის ბოლომდე აქაჩვის ვარიანტი უნდა გამოვრიცხოთ!!!
ja_ja
giga_st
ციტატა(giga_st @ 14th June 2010 - 09:50 AM) *
გიო დიდი მადლობა, მე დღეს რაიონში მივდივარ როგორც კი ჩამოვალ შეგეხმიანები და გამოგართმევ, რა თქმა უნდა უკან ახლის დაბრუნებით.

ოკ ნიხტ პრობლემო.

ციტატა(giga_st @ 14th June 2010 - 10:17 AM) *
შენი ჩარხი რეზბას აკეთებს? რეზბაც მოვწყვიტე ბლინ უნდა გავაფართოვო სხვა გზა არაა, ტოესტ ფეხსადგამზე რო ორი რეზბაა ერთს დაერხა ძალისმიერი მეთოდებისგან რამეს არ გავაფუჭებ ნეტა რეზბის გაფართოებით?

რეზბას კი აკეთებს მარა იმ ძირა დიდი რადიატორიან დეტალს ჩარხში ვერ ჩავატევ, მაგხელა პირი ნიხტ biggrin.gif,

არ სIჭრდება მაგას არანაირი ჩარხი, თუ რეზბა მოცვდა იყიდე 1 ნომრით მეტი მეჩიკი და გაატარე მერე დაიადე ახალი ვინტი და მოუჭირე ი ვსიო, დიდი ფილოსოფია მაგას არ უნდა.
Davitus
giga_st

გავარილ, ნე ნადა კაჩატ ტაკიმი ტემპამი? - გავარილ!

გავარილ, სდელაი პაუზუ ყოველი ბუქნის შემდეგ? - გავარილ!

გავარილ, სჯობს დიდხანს იბუქნაო და გვაიან დაბერო ვიდრე გააფუჭო? - გავარილ!


სლუშატსა ნადა, ტავარიშჩ! smile.gif
ja_ja
ვოტ სენსეი პრიშოლ biggrin.gif

მარა ტავარიშ სენსეი შენი ნასოსიც შედარებით ჩქარა გაიბრიდა, მართალია შენ უმოწყალოდ ტენი და ისვრი მაგ თოფიდან, მარა.... ხომ დაიბრიდა?
soxa
მე ჩემი ნასოსით სწრაფად ერთ "ზახოდზე" ვტენიდი, მაგრამ პრობლემა არ გასჩენია. 2500-3000 ტყვია კი ვისროლე, ეს დაახლოებით 85-100 დატენვაა, 2-3 გასვლაც დავამატოთ 1 ნასოსი და 4-5 თოფი, ჯერ კარგად მუშაობს რუსთავის გასვლის შემდეგ დავშალე და დავატაოტე. ჯერ მუშაობს
Davitus
ციტატა(ja_ja @ 14th June 2010 - 10:48 PM) *
ვოტ სენსეი პრიშოლ

მარა ტავარიშ სენსეი შენი ნასოსიც შედარებით ჩქარა გაიბრიდა, მართალია შენ უმოწყალოდ ტენი და ისვრი მაგ თოფიდან, მარა.... ხომ დაიბრიდა?



ჩემს ნასოსით მისტერ, ანასოსებდა, ყველა ვისაც პაკრიშკა დაუბერია ერთხელ მაინც, ხოდა იმიტომაც მოუხნეს მინდორველი, მე ახლა სად მაქვს მაგის ძალა ერტ ზახოდზე მივდგე და ვაკაჩაო 70 ჯერ biggrin.gif :თავისგამართლებისსმაილიკი:
giga_st
Davitus
ციტატა(Davitus @ 14th June 2010 - 05:45 PM) *
გავარილ!

ზნაიუ დარაგოი

ja_ja

am dReebSi gamogarTmev jaja kviras tu cavedit ertad sadme xo saertod daglijavs!
ja_ja
giga_st
მე კვირას თანამშრომლებს მივყვები რაცხა მოპიკნიკე პონტზე ასე რომ კვიარს არ გამოვა, აი შაბათს პაჯალუსტა biggrin.gif
STIG
ja_ja

სადღაც კიდევ გედო რეზინების ზომების კლასიფიკაციები, თუ სწორად მახსოვს.

პ.ს. ეხლა გვიანია და თუ გინდა ხვალე დადე
STIG
მოკლედ დღეს დავშალე ორი ნასოსი. ორივე რატომღაც მახსოვდა, რომ იყო გემანის, მაგრამ მეორე აღმოჩნდა FXairguns-ის. პრინციპში ორივე ერთი და იგივეა და განსხვავებაც არ იყო ერთმანეთში. მხოლოდ ის, რომ დილას როგორც იქნა ჰოლანდიური ფორუმიდან გადმოვწერე გემან M220-ის სქემა, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული Gehmann დაემთხვა FX-ის სქემას. რომელიც აქ არის მოცემული: http://www.fxairguns.com/_pdf/detail/Handpump_Drawing.pdf

ახლა გვინდა რეზინების 4 კომპლექტის დაკვეთა. შნაიდერზე 22 ევრო ღირდა და ამაზონზე კიდევ ვერ ვპოულობ ზუსტ ზომებს. მჭირდება ja_ja-ს დახმარება smile.gif

კიდევ ვაპირებ პარკერის ტაოტის დაკვეთას. ამაზონზე ვნახე ესენი:
NuLine 884-4 Barium O-Lube (4 Oz), რომელიც ღირს 11,05 დოლარი
NuLine 884-2 Ptfe Super O-Lube 2 Oz Parker, ეს კიდევ 24,32 $, მაგრამ 2 უნცია, ანუ ის თუა 100 გრამი ეს კიდევ ორჯერ ნაკლებია და ორჯერ ძვირი, ხარისხობრივად არ ვიცი რა დონის განსხვავებაა. ერთი ის, რომ პირველი არის ბარიუმზე დამზადებული, მეორე ამ რაღაც პტფე-ზე(ჯერ ვერ გავშიფრე რას ნიშნავს)

კიდევ არის უფრო ძვირიანი LUBE SUPER O LUBE 4 OZ - 32, 40 დოლარად, მაგრამ სურათი არ არის და არ ვიცი რა არის.
გრიგოლიმ მომწერა, რომ მასთან პარკერი ღირს 50 ლარი. ადრე აქ დაწერა, რომ 35 ღირდა და ასე უცბად რატომ გაიზარდა?! მოკლედ რომელი ტაოტი აქვს ცალკე საკითხავია.

არადა ჩემს მიერ დაშლილ ორივე ნასოს ტაოტის აშკარა მძიმე დეფიციტი ჰქონდა. განსაკუთრებით FX, სადაც ბევრი ჟანგი ბუდობდა და მესამე ცილინდრი საერთოდ ჭედვით დადის. რეზინი ჭედავდა მაგრად ამოწევისას. ერთი გარეთა მსხვილი რეზინი დაფლეთილი იყო. კიდევ დასაწყისში, რომ მოვხსენი გარე ცილინდრი დამწვარი ზეთის სუნი მეცა. ეტყობა წინაზე აქაურმა ხელოსანმა როცა დაშალა, ჩვეულებრივი ზეთი ან რაღაც გაურკვევლობა იხმარა და ხახუნში მაღალ წნევაზე დაიწვა.

გემანის პრობლემა კი ის არის, რომ ვტენით, ვტენით და ვერ ვტენით. წნევა საერთოდ არ წარმოიქმნება, ჰაერი კიდევ ძირში გარეთ უბერავს.

პ.ს. სხვათაშორის ძალიან დამეხმარა ja_ja-ს მიერ აქ დადებული დაშლის ინსტრუქცია. თანმიმდევრობა და დეტალები თითქმის ზუსტად დაემთხვა, როგორც ჰილის ნასოსზე. მხოლოდ ზედა ნაწილშია რამდენიმე განსხვავება, თორემ დანარჩენი ზუსტად იგივე იყო. ასე, რომ დიდი მადლობა გიოს! wink.gif biggrin.gif
Power_VANO
STIG
ჩვენ დავუკვეთეთ 11$-იანი პარკეტის ტაოტი, აი ეს: http://www.amazon.com/NuLine-Barium-O-Lube...7402&sr=1-1

საკმაოდ ბევრია ტუბიკში, როგორც ჯა_ჯა-მ გითხრა, ალბათ ესე 10 ნასოსს ეყოფა 1 ცალი.


რეზინებს რაც შეეხება, მგონი Airforce-ს დაუკვეთეს ბიჭებმა ეგ კომპლექტი, თუმცა დეტალურად ja_ja გაგარკვევს smile.gif
ja_ja
STIG
ციტატა(STIG @ 21st July 2010 - 12:07 AM) *
კიდევ ვაპირებ პარკერის ტაოტის დაკვეთას. ამაზონზე ვნახე ესენი:
NuLine 884-4 Barium O-Lube (4 Oz), რომელიც ღირს 11,05 დოლარი

კი ეგ დავუკვეთეთ ჩვენ და რავი კმაყოფილები ვართ ყვალანი, სხვედი არ გვისინჯია, ის მეორე 24$-იანი არ მიყიდია, განსაკუთრებული ფაქტორი მანდ იყო 2-ჯერ ცოტა მოცულობა და პირველთან შედარებით 4-ჯერ მეტი ფასი (ანუ წონა რომ იმდენზევე აიყვანო რაც პირველია საერთოდ 48$ ეღირება ეგ ტუბიკი).


ციტატა(STIG @ 21st July 2010 - 12:07 AM) *
არადა ჩემს მიერ დაშლილ ორივე ნასოს ტაოტის აშკარა მძიმე დეფიციტი ჰქონდა

ესეიგი ვინც დაშალა ტაოტის მაგივრად ზეთი იხმარა. ზეთის მწარე გამოცდილება გვაქვს, უცებ შრება და მერე წყალი ჟანგავს დეტალებს, ან რეზინებს კლავს მშრალ რკინაზე ხახუნი.


ციტატა(STIG @ 21st July 2010 - 12:07 AM) *
განსაკუთრებით FX, სადაც ბევრი ჟანგი ბუდობდა და მესამე ცილინდრი საერთოდ ჭედვით დადის. რეზინი ჭედავდა მაგრად ამოწევისას. ერთი გარეთა მსხვილი რეზინი დაფლეთილი იყო

კაკრაზ წინა გამოცდილების დამადასტურებელი ფაქტია smile.gif


ციტატა(STIG @ 21st July 2010 - 12:07 AM) *
რომ მოვხსენი გარე ცილინდრი დამწვარი ზეთის სუნი მეცა. ეტყობა წინაზე აქაურმა ხელოსანმა როცა დაშალა, ჩვეულებრივი ზეთი ან რაღაც გაურკვევლობა იხმარა და ხახუნში მაღალ წნევაზე დაიწვა.

100%-იან. ეგაა ნაღდად ჩვეულებრივი ასე ვთქვათ საბჭოთა ტაოტი ან ზეთი გამოიყენა, ანუ ნავთობპროდუქტი. სხვათაშორის გამომუშავებული მანქანის ზეთი უფრო უძლებს ვიდრე ახალი ზეთი. ანუ ზეთს სადაც ცვლიან ის "ატრაბოტკა" რომ აიღო, შავი და ჭუჭყიანი რომ არის. ის უძლებს მაღალ წნევებს, რადგანაც რაც დასაწვავი იყო გავარვარებულ მატორში ისედაც დაიწვა. დარჩა საპოხი მასალა, პროსტა ეგაა რომ შავია ნამწვავი ნარჩენების გამო და იასნია ლითონის წვრილი მტვერიც არის შერჩენილი. აი მაგის გამო არ ღირს გამოყენება, ნუ პლიუს მაინც მალე ჩამოიწურება ამოშრება და ისევ ცარიელ რკინაზე დარჩევი, ან ნასოს კაი ნარკომანივით წარამარა უნდა უშხაპუნო.


ციტატა(STIG @ 21st July 2010 - 12:07 AM) *
გემანის პრობლემა კი ის არის, რომ ვტენით, ვტენით და ვერ ვტენით. წნევა საერთოდ არ წარმოიქმნება, ჰაერი კიდევ ძირში გარეთ უბერავს.

ანუ მანდაც რეზინებია, მოკლედ, ან უკანა წნევის სარქველი არ იკეტება, რეზინა დაჭმულია და არ ედება რკინის ორმოს რომ ნასოსიდან შლანგში გადასულ ჰაერს უკან დაბრუნების საშუალება გადაუკეტოს, შედეგად ეგ თუ არ კეტავს შლანგში გადაშვებული ჰაერი ნასოსის სახელურის ზემოთ ამოწევისას ისევ ნასოსში ბრუნდება და იალააა, ატრიალებ ერთი და იგივე ჰაერს. თუმცა მაგის გარდა კიდევ ერთი რეზინა უნდა იყოს დაბრებილი პირველ ან მეორე საფეხურში რომელიც ატმოსფეროში აბრუნებს შეწოვილ ჰაერს. წინააღმდეგ შემთხვევაში პირველი და მეორე საფეხური თუ იწოვენ ჰაერს და გარეთ არ აპარებენ, მაშინ მერემე საფეხურში გადადის, ის კი აწვება და შლანგში უშვებს, მერე შლანგიდან ისევ უკან მესამეში ბრუნდება.... ამ შემთხვევაში მესამე საფეხურში გაიზრდება წნევა და სადღაც 50-70 ბარზე რომ ახვალ მესამე საფეხურის რეზინა ისე გაიბერება წნევისგან რომ გაეჭედება და ვეღარ დაძრავ ადგილიდან. ვერც ზემოთ ვერც ქვემოთ.

თუ ეგ არ ხდება, ესეიგი მესამე საფეხურში მეორედან აღარ გადადის ჰაერი როდესაც მესამეში უფრო მაღალი წნევის ჰაერი ხვდება (თუნდაც 2-3 ბარი) და აბრუნებს პირველში, ის კი ატმოსფეროში... ანუ ეს ლექცია იმისთვისაა რომ მინიმუმ 2 რეზინაა მაგ ნასოსში სავარაუდოდ დაბრედილი.


ციტატა(STIG @ 21st July 2010 - 12:07 AM) *
ახლა გვინდა რეზინების 4 კომპლექტის დაკვეთა. შნაიდერზე 22 ევრო ღირდა და ამაზონზე კიდევ ვერ ვპოულობ ზუსტ ზომებს. მჭირდება ja_ja-ს დახმარება

Ja_Ja მანდ ვერ დაგეხმარება biggrin.gif, ვნახეთ უკვე მე და შენ რომ ბენჯიკას ნასოსი და ეგ გერჰმანის, იგივე FX-ის ნასოსი სულ სხვა რეზინებს იყენებს, ასე რომ არ გამოვა ჩემი წყაროდან რეზინების დათრევა... რაც არ უნდა იყოს 22 ევრო კაი ფასია, დამიჯერე რომ კაი ფასია, HILL-ის იგივე ბენჯიკას ნასოსის რეზინების კომპლექტი მწარმოებელთან (საუბარია Hill-ის საიტზე) 25 ფუნტი ღირს (ნუ ბენჯიკას ნასოსებს კროსმანი არ აწარმოებს და მის მწარმოებელ სან ოპტიკს ვერ დავუკავშირდი, შეიძლება ნაკლები იყოს, მაგრამ ალბათ ისინიც სადღაც 20-25$ მოთხრიან).

კაროჩე შენ უნდა ნახო შტეერების, ან FX-ების ფორუმები და შეიძლება იქაც იყოს ვინმე ვინც კერძო პირად ყიდის და იაფად იქნება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ მე ამერიკელი ვნახე, შენი ნასოსების და თოფების მწარმოებელი კი ევროპელია, ესეიგი მაინც ევროებზე იქნება საუბარი და არამგონია 10-12 ევროზე იაფად იშოვოთ, პლიუს დროს დაკარგავთ აურაცხელს.

მოკლედ თქვენი მოქმედების გეგმა შემდეგნაირი უნდა იყოს ჩემი წარმოდგენით:

1) თრეულობთ რეზინებს 22 ევროდ
2) თრეულობთ პარკერის ტაოტს (ან პირველი და მეორე გადაანაცვლეთ შედეგი მაინც იგივეა biggrin.gif)
3) ცვლით ნასოსებზე ყველა რეზინას და ატაოტებთ საკაიფოდ (ზედმეტს ნუ იზამთ)
4) რადგან მაგ ნასოსებს ბევრი საქმე აქვს მინიმუმ თვეში ერთხელ შლით წყლის ტენისგან აშრობთ (პროსტა დაშლილი დადეთ რაიმე ნაჭერზე, მშრალ თბილ ადგილზე და გამოშრება თავისით)
5) აწყობისას აკვირდებით სადმე თუ სჭირდება დატაოდება ამატებთ თუ არა აწყობთ და ამუშავებთ
6) იწყებთ ალტერნატიული გზის პოვნას რეზინების საშოვნათ, ნუ თუ გინდა მეც დავიწყებ მაგის ძებნას, მიყვარს ხოლმე დასმული ამოცანის რეალიზება biggrin.gif მაგიტომაა სამსახურში უმოწყალოდ მხმარობენ ყველა დირკიდან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
7) თუ ვერ პოულობთ სიტყვაზე 1-1.5 თვეში, მაშინ ჯობია ტვინის ბურღვას ისევ შნაიდერს დაუკვეთოთ ის 22 ევროიანი ვთქვათ 2-3 კომპლექტი და გქონდეთ ხელთ, თუ გაფუჭრება ბარემ გამოცვლით (ნუ მერე დააკვირდებით რამდენხანში ერთხელ დაგჭირდებათ ეგ რეზინები).

მოკლედ მთავარი რამ გაითვალისწინეთ მაგ ნასოსებში, მხოლოდ არასწორედ დაშლა აწყობისას თუ დააზიანებთ ლითონის დეტალებს (ანუ იქ ჩაქუჩი ურტყით, ფეხი დაადგით და ასე შემდეგ) დანარჩენ შემთხვევაში ეგ ნასოსი და მისი ლითონის დეტალები არ ფუჭდება (ნუ მუდმივი არაფერია, მაგრამ მემგონი ერთი 4-5 წელი ქე უნდა გაუჭლოს), მხოლოდ სჭირდება პერიოდულად რეზინების ცვლა და დატაოდება, პლიუს იმის კონტროლი რომ კონდენსატი არ დაგროვდეს ნასოსში. ნუ ეგ ცალკე თემაა მარა წყალი ლითონის მტერია.

კონდენსატი ჩნდება ჩვენს ნასოსებში მარტივი მიზეზით, დატუმბვისას არცერთ ნასოს არ აქვს ჰაერის ნესტის ფილტრი გარდა HILL-ისა (უკაცრავად შემეშალა Hatsan-საც აქვს biggrin.gif), ისიც შესვლაზე, მაგრამ შესვლისას ისეთი ნაკადით შედის ჰაერი რომ მოახერხოს ფილტრმა მთელი სინესტის გამოშრობა, შედეგად ნასოსის ძირა ბლოკში და შლანგში მაღალი წნევა გროვდება (ეგრეც უნდა იყოს), და როდესაც დავტენით, რა თქმა უნდა წნევის ჩამოსაყრელ ვინტს ვუშვებთ.... აი აქ იმალება ბოროტება biggrin.gif, მოკლედ იგივე ეფექტს ვიღებთ რაც ნებისმიერი დატენილი ბალონის უცებ დაცლისას, ფიზიკის კანონი მუშაობს და მომენტალურად ცივდება ის აირი... შედეგად დაჭირხნულ მდგომარეობაში რაც ჰაერში წყლის მინი ორთქლი იყოს მომენტალურად ცივდება და წყლად გარდაიქცევა...

ეგ წყალი კონდენსირდება გაციებულ ლითონის დეტალებში, ძირითადად შიდა მხარეს, ნუ იასნია მიკროკაპლებია, მაგრამ ნელნელა ნელნელა და ბოლოს ასე 30-50 დატუმბვის მერე ქე არის ნასოსში ნახევარი ჩაისკოვსის მოცულობის ხელა წყალი!!!! რომელსაც უკვე მომდევნო და მომდევნო დატენვისას თვითონ ნასოსი ყველა სარქველში ანაწილებს და.... ნუ დალშე ვიცით biggrin.gif

იდეაში ზოგიერთი ამბობს რომ დატენვის მერე როდესაც წნევას დააგდებ ნასოსში, კაია რომ ფუჭედ 10-20 დაბერვა გააკეთო ნასოსითო, ანუ დაგროვილი კონდენსატი რომ გამოიტანოს ნასოსმაო, რავი ვსინჯე მაგრამ მემგონი არ მუშაობს მაი პრინციპი, მხოლოდ თეორიაშია, რადგან გამოტანა მოხდება აირადი ნივთიერების, ვთქვათ ორთქლის, ხოლო ის რაც კონდენსირდა წყლად და დეტალებზეა მიკრული ... ტაოტთან ერთად დაკატაობს ნასოსში.
STIG
ციტატა(STIG @ 21st July 2010 - 12:07 AM) *
NuLine 884-2 Ptfe Super O-Lube 2 Oz Parker, ეს კიდევ 24,32 $, მაგრამ 2 უნცია

ხო, ამაზე ის გავარკვიე, რომ Ptfe ნიშნავს პოლიტეტრაფლუოროთინელი. მისი სრული განმარტება და სასარგებლო თვისებები აქ წერია: http://en.wikipedia.org/wiki/Polytetrafluoroethylene მე თვალში ეს უფრო მომხვდა. PTFE's high corrosion resistance makes it ideal for laboratory environments as containers, as magnetic stirrer coatings, and as tubing for highly corrosive chemicals such as hydrofluoric acid, which will dissolve glass containers. ინგლისურზე თავის მტვრევა დამეზარა. მაგრამ გერმანულ მხარეს წავიკითხე, რომ წყალთან არანაირ რეაქციაში არ შედის ანუ წყალს არ იღებს, მაღალ წნევაზეც არ იწვის და აქვს დაბალი ხახუნის კოეფიციენტი, როგორც სველი ყინული სველ ყინულზე ისე სრიალებსო. მოკლედ სხვა უამრავი თვისება აქვს.... biggrin.gif



მაგრამ მაგის ყიდვას ჯერ არ ვაპირებთ და ისევ 11 დოლარიანს ვარჩევ.
რაც შეხეება რეზინებს: კი ეგრეა ჩვენი გეგმა, როგორც შენ აღწერე. ნინო ახალი სეზონისთვის მაინც ახალი ნასოსის ყიდვას აპირებს და ამათ ალბათ რეზერვში გავუშვებთ. რეზინების კომპლექტს მაშინ 2-ს დავუკვეთავთ და დანარჩენს მერე, თან იმედია ცოტა უფრო იაფადაც ვიშოვით. ქართულ გადამზიდავი, რომელსაც გერმანიიდან ჩამოაქვს ერთადერთი მულტიექსპრესი ვიცი და ფასი კილოგრამზე 8 დოლარი მითხრეს, მაგრამ დიდი ინტერვალებით ჩამოგვაქვს დაკვეთების სიმცირის გამოო, სამაგიეროდ წამოსვლიდან მალე ჩამოდის. ეხლა მივწერე ის ინტერვალები რამდენია ხანია მეთქი და რა დღებში მოდის მეთქი.

აქ თუ მეორე თემაში კიდევ ერთერთმა იკითხე კომპრესორზე - კომპრესორიც იყო, მაგრამ ჩვენი აეროპორტის ყურადღებიანმა თანამშრომლებმა სუპერ იდიოტობა გააკეთეს და დაკარგეს ანუ რემონტიდან დაბრუნებული კომპრესორი უკან გააბრუნეს, პატრონი არ დახვდაო არადა იქ ელოდებოდნენ მის გადმოტვირთვას. დაახლოებით ასეთი იყო http://www.schiesssport-buinger.de/Presslu...r-S30--757.html
გარეთ კიდევ, რომ დგას ის იბერიას თუ სპორტის დეპარტამენტის გენერატორია.

ja_ja
კიდევ რაც შეეხება შენს მიერ დაწერილ სიმპტომებს; კი ყველაფერი ეგრეა. რეზინები ამოჭმული და დაგლეჯილი, გემანში კიდევ უკანა წევის სარქველში ხელით გამოჭრილი საბურავის რეზინა იჯდა, თან მიბრტყელებული.
ორივე მთლად ბოლომდე ვერც დავშალე, ჩაჟანგულები იყო. რეზინები, როცა ჩამოვა მერე მოუწევთ ნავთის აბაზანების მიღება და საფუძვლიანი წმენდა. აქური ხელოსნისგან ლითონის დეტალებიც დახაზული და გაუბედურებული იყო - ემჩნეოდა, რომ ვერ შლიდა ისიც. პოლნი პიზდეც ნუ. შენს მიერ დადებული ნასოსები ბრწყინავდნენ ამასთან შედარებით

ციტატა
6) იწყებთ ალტერნატიული გზის პოვნას რეზინების საშოვნათ, ნუ თუ გინდა მეც დავიწყებ მაგის ძებნას, მიყვარს ხოლმე დასმული ამოცანის რეალიზება მაგიტომაა სამსახურში უმოწყალოდ მხმარობენ ყველა დირკიდან


რათა კაცო, რა დაუნდობლობა საკუთარი თავის მიმართ. ისე მეც ეგრევე ვარ, ამოცანას, რომ დავისახავ სანამ ბოლო იმედი არ მოკვდება, მანამდე არ ვეშვები.

ციტატა
იდეაში ზოგიერთი ამბობს რომ დატენვის მერე როდესაც წნევას დააგდებ ნასოსში, კაია რომ ფუჭედ 10-20 დაბერვა გააკეთო ნასოსითო, ანუ დაგროვილი კონდენსატი რომ გამოიტანოს ნასოსმაო


ამაზე შტეირის საიტზე წერია, რომ დატენვის მერე ბალონი ზუსტად ერთი ბრუნით უნდა შემოატრიალოთ, მეტის შემთხვევაში იხსნება და ჰაერი გარეთ უქშუტუნებს. მერე დაბლა წყლის გამომშვები მომენტალურად უნდა გახსნა და დაკეტო. მე ესე ვშვრები ხოლმე და იმდენი წყალი ასხავს ხოლმე, რომ იატაკზე ხშირად პატარა გუბე დაგროვილა. დამუღამებული მაქვს ისე რომ ბალონიც არ იცლება. ოდნავ 200 ზევით ავიყვან ხოლმე და და გამოშვების მერე 200-ზე ჩამოდის. ფუჭ ბუქნებს ორი დამატებითი ბუქნია ჯობია და თან შედეგიც უკეთესია.
ja_ja
STIG
ციტატა(STIG @ 21st July 2010 - 10:30 AM) *
ხო, ამაზე ის გავარკვიე, რომ Ptfe ნიშნავს პოლიტეტრაფლუოროთინელი. მისი სრული განმარტება და სასარგებლო თვისებები აქ წერია: http://en.wikipedia.org/wiki/Polytetrafluoroethylene მე თვალში ეს უფრო მომხვდა. PTFE's high corrosion resistance makes it ideal for laboratory environments as containers, as magnetic stirrer coatings, and as tubing for highly corrosive chemicals such as hydrofluoric acid, which will dissolve glass containers

იგივეა ის 11$-იანიც, არანაირი დიდი და რეკორდული განსხვავება არაა. ჩემს ნასოსს რომ ვშლი ხოლმე ტაოტის ფენის ზემოთაა წყლის ბურთულები, ანუ ვერ ხევს წყალი ტაოტის თხელ ზედაპირს და ლითონს არ ეხება. ნუ იდეაშჳ ლითონი დაცულია და რეზინაც სქორედ მაგ თხელ ზედაპირზე დასრიალებს.

აი რაც შეეხება ნასოსიდან წყლის გუბეების გამჴშვებას.... რავი ღმერთმა დამიფაროს მე ეგეთი გერ არაფერი მომსვლია, მაქსიმუმ თითები მისველდება როდესაც წნევის დასაგდებ ვინტს ვუშვებ.
ja_ja
ვავა. ბაბა ვავა biggrin.gif

მოკლედ 1.5 კვირაა Allstar-მა მამკლა, ხან ტელეფონით ხან მესიჯით....

მოკლედ ერთერთ თემაში ოთარი ჩიოდა რომ მის ნასოს რაღაც დაემართა და სახელურს ზემოთ ვეღარ წევდა... ეგრევე ვაჯახე მესამე საფეხურის რეზინაა დაბრედილი მექი და მოგცემ თქვა smile.gif დედა რა მიყო იმ ერთი რეზინის გულისთვის... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რავარც იყო ჩავახუტე, მერე დაშლა შეიქმნა მუშაობა, ლამის 1 კვირა ვეუბნებოდი მოიტანე მეთქი და რავარც იქნა დღეს მომიტანა იმის გამო რომ თვითონ ვერ შესძლო გაკეთება და ნახე ეგ რეზინა სად რა არისო და ასე შემდეგ.

ნუ რომ მოიტანა იქვე რაღაც ვისაუბრეთ, ავუხსენი ნასოსი ასე უნდა დატენოთქო და ხელი რომ მოვკიდე ნასოსს... ვავა აგი ნასოსი სასწრაფო დახმარებას კი არა სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს მეთქი. მოკლედ საპოხი მასალის ნატამალი არ ემჩნეოდა ნასოსს, გამომშრალ წებოვან ზედაპირზე ძლივს დახოხავდა რეზინები, ამოვხრახნე სახელური და ზემოთ ამოწევისას ისე ამოვიდა რომ არაფერს არ ედებოდა, მეთქი რეზინა უკეთია საერთოდ??

მოკლედ ასე იყო თუ ისე ვურჩიე ტაოტის შეძენა, მანამდე აზრი არ აქვს მეთქი. დავცილდით, ავედი სახლში ინსტრუმენტები დავიადე, დავიწყე დაშლა და.... მოკლედ ამოვიტანე სახლში და სახლში გავაგრძელე დაშლა, იმიტომ რომ ეს ყველამ უნდა იცოდეს, ეს იქნება ბევრისთვის მაგალითი.

Allstar შენ გეძღვნება დანარჩენი სტატია

ნუ მიწყენს ნურავინ, მაგრამ არ შეიძლება იყიდო მანქანა და მხოლოდ გაზზე ფეხის დაჭერა იცოდე, არ შეიძლება იყიდო ფრანგული კონიაკი და მხოლოდ "გორლიშკადან" დალევა იცოდე. ყველაფერს პაწა სწავლა უნდა. გასაგებია რომ თავიდან არავინ არაფერი არ იცის ახალ სფეროში, მაგრამ უნდა წაიკითხო გაიკითხო და დააკვირდე... სამწუხაროდ ჩვენი ოთარისგან ირკვევა რომ კითხვა ფორუმის არ უყვარს, ყოველ მეორე თემაზე ამბობს არ მინახია, არ წამიკითხია... არა და საინტერესო და საჭირო თემები... ბლიიიინ, სწორედ ამ არ წაკითხვის და არ გამოკითხვის სურვილმა მოგვცა შანსი დღეს დავტკბეთ შემდგომი სურათებით.



რამე განსაკუთრებულს ხედავთ??? მესმის ძნელია რაიმე განსაკუთრებული დაინახო ამ ზომის სურათში, ამიტომაც მოდით ნელ-ნელა მივყვეთ.

გასაგებია რომ დაშლა დავიწყე ძირიდან, ამოვხრახნე ძირიდან, უფრო სწორედ ამოძირკვე, ოთარჯან, რათ გინდოდა ასე რომ ჩაგისიკვდილებია ეს უბედური?? გარბოდა სადმე??? კაი გავიარეთ, ჩავხედოთ ძირა ბლოკს რომელშიც იხრახნება ნასოსი (ანუ შავი სქელი ძირა ბალვანკა რომ არის, ხეზების დასადგამი რომ მაგრდება).



არ ვიცი რამდენად დააკვირდით, რეზბის ქვევით მიმხმარ ნაგავს ხედავთ?? ეგრევე მიკარნახა გულმა დარხეული აქვს ამ ნასოსს...

ძლივს მოვხსენი უკუწნევის სარქველი, მოხსნა ჯანდაბას და შიგნით არსებული ზამბარა და სარქველი თავისი რეზინით ლამის მართლა პროპოჟნიკით ამოვიღე და აი რა დაინახა ჩემმა თვალებმა, იმედია დამცავი სათვალეები გიკეთიათ.











მოკლედ საპოხი მასალის ნატამალი არაა... პროსტა 2 თვეში ნასოსი ასეთ დღეში რაფრა უნდა ჩააგდო... ოთარ დავიჯერო ვერაფერს ამჩნევდი?? პირველად რომ იყიდე და მერე ნელ-ნელა რომ აშკარად ნიტოდ მუშაობდა დავიჯერო ვერ ამჩნევდი???

ესეც ძირა ”ვტულკა”, ქვემოდან რომ უკუწნევის კლაპანი ეხრახნება და ზემოდან კიდევ მეორე საფეხური.



ნაგავი არ არის, მაგრამ რეზინაც და შიგნეულობაც გამომხმარია.

ესეც ზედა სარქველი რომელიც ჰაერს მეორედან მესამე სარქველში უშვებს



ეს კი ამ სარქველის შიგნით არსებული რეზინა, რომელიც მესამე საფეხურიდან ჰაერს არ უნდა აპარებდეს



აქერცლილია იმის დე smile.gif

მარა ეგ რა, აგერ გარეთა მილის შიგნეულობა



”იმენნა” ჟანგია და მთელი შიგნეულობა ”დარაკუშკებულია”, რა უნდა ეშველოს და როგორ არ ვიცი, მაგ სიგრძე დეტალის ”პალიროვკა” როგორ უნდა გაკეთდეს ჯერ ვერ ვხვდები.

ესეც დაგლეჯილი პლასტიკატის დისკი, იდეაში ეს გინდ ყოფილა გინდ არა დიდი ტექნოლოგიური დატვირთვა მას არ აქვს





მარა არ ”შპონკა”.... რამდენი ნასოსი დამიშლია და ყველას მთლად სარკისებური ზედაპირი არ აქვს, მარა ეს... ნუ ეს რაღაც შედევრია. მარა თურმე გულის გადაცივება კი წინ მელოდა....



მესამე საფეხურის შიგთავსი... კატასტროფა!!!!!!!!!, ასეთ მდგომარეობაში ნასოსი არც ჩვენებთან და არც ინტერნეტში არ მინახია.... იდეაში ნასოსი მოკლულია, ეს ჟანგი რომც ამოვაცალო რა ეშველება ამოჭმულ ”რაკუშკებს” კაცმა არ იცის...

გარედან რეზბა მთლად ჯანზე ვერაა მაგრამ ნორმალურ მდგომარეობაშია, სხვათა შორის ეს მესამე საფეხურის შიდა მილი კი არის დაბრედილი, მაგრამ გარე ზედაპირი რომელიც მეორე საფეხურის ღერძის როლს ასრულებს იდეალურ მდგომარეობაშია.

აი ეს კი პირველი საფეხური





ეს მიმხმარი ტაოტი არ გეგონოთ, მიჟანგული და დედა აფეთქებულია მთელი ზედა და ქვედა ადგილი, ამასაც იგივე მომავალი აქვს, ჟანგს კი გავაცლი, მარა ”რაკუშკები”... ბლიადდდდდ....

მარა მესამე საფეხურის ღერძი იცით რა დღეშია???





ამ ნასოსს კაცმა სიმამაცის და გამძლეობის ძეგლი უნდა დაუდგას რომ ასეთ მდგომარეობაში საერთოდ იმუშავა, და მხოლოდ ბოლო 2 დატენვა ვეღარ მოხერხდა... ოთარ აღიარე სად გეგდო ეს ნასოსი? რას უშვებოდი??? ასეთი შოკის მომგვრელი სიტუაცია მე ჯერ არ მინახია.

ესეც მესამე საფეხურის რეზინა...



როდესაც ღერძი გამოვიღე აი ის რეზინის ჩამონათალიც გადმოვარდა.... რეზინა კი შემოჭმულია ისე რომ საერთოდ არ ედება მესამე სარქველის კედლებს... შედარებისთვის აგერ დავაგდე ორიგინალი რეზინა საწყის მდგომარეობაში როგორ გამიყურება...



რომელ დატუმბვაზე გვაქვს საუბარი... მომკალი და არ მჯერავს რომ ეს ნასოსი 2000-ზე ტენიდა საერთოდ, შანსი არაა. არ მჯერავს.

აგერ ის ადგილი სადაც მესამე საფეხურის რეზინა ჯდება



პატარა ჩაღრმავებას ხომ ხედავთ ნაგვით რომ არის გამოტენილი... იცით რატომ არის მანდ ეგ ამოღრუტნული?? ეგეც სარქველის როლს ასრულებს, რეზინა ღერძზე ოდნავ მოძრაობს ზემოთ ქვემოთ ბუქნაობისას და შესაბამისად ხან ეფარება ამ ამოღრუტნულს ხან ხსნის, შედეგად ხერხდება მესამე სარქველში დაგროვებული ჰაერის გადატანა შლანგში... ახლა შეხედეთ შემდეგ სურათს და მითხარით რაფერ უნდა გაეტიოს აქ ჰაერი???



მოკლედ ამ ნასოს დედა აქვს ახეული, ჩემი პირადი ღრმა რწმენით ამ ნასოსის იმ ქვეყნიდან სრულად მობრუნება შეუძლებელია, რაღაც დონეზე გამოსწორდება, მაგრამ მთელი თავისი ცხოვრება პროტეზებზე იქნება, ანუ ვეჩნა საცვლელი ექნება რეზინები, ეს უკვე ქრონიკულია და გამოწერილი აქვს, დაჟანგულ და ამოჭმულ ზედაპირებზე რაც არ უნდა ტაოტი და პალიროვკა გაუჩალიჩო....
მდაა ნათელი დაადგეს.


მოკლედ ოთარ დიაგნოზი:
1) მოკლულია რეზინები, გჭირდება რეპ კომპლექტი, როგორც ვიცით 1 ცალი დარჩენილი მაქვს, მაგრამ ჯორჯიკას დამირეზერვა, თუ გადაწყვიტავ, ამ ნასოსის გაკეთებას და გიღირს რეზინებში ფულის გადახდა (კომპლექტი შედგება 15 რეზინისგან და ფასი საკმაოდ მტკივნეული აქვს 12.56$, თემა ფასებით და სურათებით აგერაა) ანუ როგორ გამოიყურება, რა ღირს და რა ყრია შიგნით, ანუ ამ თემის პირველ პოსტში რაც არის



მოკლედ ყიდვას თუ გადაწყვიტავ ჯორჯიკას უნდა მოელაპარაკო თუ ბრონს მოხსნის შენს სასარგებლოდ შეგიძლია გამოიყენო.

2) ტაოტი, მიუხედავად იმისა რომ დღეს ვილაპარაკეთ იაფიან ალტერნატივაზე, მე მაინც გირჩევდი პარკერის ტაოტს, ანუ აი ამას







ეს ტაოტი ახლა აქვს გრიგოლს (მემგონი დარჩენილი აქვს)

3) მართალი გითხრა ჯერ არ ვიცი ამ ნასოსის აღდგენას ხელს მოვკიდებ თუ არა. შენ შეიძლება ვერ ტვინავ რამდენი საქმე იქნება აქ გასაკეთებელი, ვიცი რომ იმედი გქონდა, ხვალ დილით წაიღებდი, მაგრამ ეგ გეგმები ჩაბარდა ისტორიას. თუ ხელი მოვკიდე ან მასოსს და თუ რეზინებიც და ტაოტიც იქნა, მინიმუმ 1 კვირა დასჭირდება ამ ნასოსზე მუშაობას, თან მე დილით სამსახურში ვარ და მარტო საღამოობით თუ ვიმუშავებ.. შედეგად შეიძლება 1 კვირაზე მეტიც დასჭირდეს.

4) ვიცი რომ გული დისკოზე აგიცრუვდა და AT-44-ისკენ ყურები, მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს თოფი რა იქნება თუ იგივე დღეში ჩააგდებ, ისიც იგივე იმედგაცრუებას გაჩუქებს იმავე 2 თვეში ან უფრო ადრეც.
geojorjika
დიდი ბოდიში მარა ეგ რეზინები მეც მჭირდება , ჩემი ნასოსი 1.5 წელია მუშაობს და ცოდოა რეზინებს მაინც გამოვუცვლი სანამ დაიბრიდება

თუ შევიკრიბებით სადმე ჯაჯ წამომიღე რა ეგ და მოგაწვდი იქვე ფულს პროსტა თვის ბოლოა და გადარბენაზე ვარ რა sad.gif
giga_st
გიო მაგ რეზინები ბევრს გვჭირდება და იქნებ გაგვეშვა დაკვეთა მე ავიღებდი 2 რემ კომპლექტს, მოკლედ თუ გადაწყვიტავ ჩამოტანას მეც მითხარი და მოგაწვდიან ფულს მანდ.
ja_ja
giga_st
ციტატა(giga_st @ 30th July 2010 - 12:23 AM) *
იო მაგ რეზინები ბევრს გვჭირდება და იქნებ გაგვეშვა დაკვეთა მე ავიღებდი 2 რემ კომპლექტს, მოკლედ თუ გადაწყვიტავ ჩამოტანას მეც მითხარი და მოგაწვდიან ფულს მანდ

მაგას კაიხანია ვფიქრობ უკვე. ფაქტია საჭიროა...

ვნახოთ თუ მოვასწარი ხვალვე გავუშვებ დაკვეთას, იქნებ და მალე მოესწროს ჩამოტანა.

geojorjika
ციტატა(giorgi @ 29th July 2010 - 11:48 PM) *
დიდი ბოდიში მარა ეგ რეზინები მეც მჭირდება , ჩემი ნასოსი 1.5 წელია მუშაობს და ცოდოა რეზინებს მაინც გამოვუცვლი სანამ დაიბრიდება

მდა დაერხა Allstar-ს sad.gif, კაროჩე ნახეთ მოილაპარაკეთ ერთმანეთში, მე მაინც ვაპირებ ჩამოტანას, მაქსიმუმ 2 კვირაში ჩამოვა... ნუ რავი ვერავის ვერაფერს ვერ დაგაძალებთ, მხოლოდ ურთიერთ მოლაპარაკები, პლიუს ჯერ Allstar-სგანაც ჯერ არაფერი ისმის, შეიძლება არც კი უნდა ეგ რეზინები და საერთოდ ჩაიქნია ამ ნასოსზე ხელი, რავიცი, რავიცი...

ციტატა(giorgi @ 29th July 2010 - 11:48 PM) *
თუ შევიკრიბებით სადმე ჯაჯ წამომიღე რა ეგ და მოგაწვდი იქვე ფულს პროსტა თვის ბოლოა და გადარბენაზე ვარ რა

თუ მოხდა შეკრება კიბატონო.
giga_st
ja_ja

მივადევნებ თვალს და როცა მოიცლი მაგისთვის მოგაწვდიან თანხას, მე სექტემბერში ჩამოვდივარ და მერე გამოგართმევ. ანუ თუ შესაძლებელია 2 რემ კომპლექტი მინდა და პრინციპში თოფის რეზინებსაც ავიღებდი. ახლაც მადლობა და მერე ხო მადლობა და მადლობა smile.gif
foxi
ამის გაცვლას მთავაზობდი უსინდისოდ არა?! ფუი! წყალში გეგდო? თაგვების ბუნკერში თუ ჯართის ჩაბარების პუნქტში?!

მაგის გაკეთებას აზრი არ ააქვს. 2 თვეში თუ ასე მოსპო, მაგ ჟანგის გროვას რაც გინდა უცვალეთ ეხლა რეზინები.

ჯაჯა როგორც ყოველთვის საღოლ. წლის საუკეთესო რეპორტი შენ გეკუთვნის!!!!
სხვათა შორის რეზერვუარიც არა ნაკლებ დღეში იქნება და დროულად უნდა ინახოს სანამ სახეს აახევს ვინმეს.
gregory
ხოო, ესეთი პრობლემები 2 თვეში?!
უბრალოდ წარმოუდგენელია ეს როგორ მოხდა! კოკისპირულ წვიმაში რომ დაეტენა თოფი კაცს ამდენი უბედურება ნასოსს მაინც არ მოუვიდიდა მგონი
Allstar
არადა ფაქტია არაფერი ისეთი ნასოსისთვის არ მიქნია სულ თბილიში მედო ძირითადად... ერთხელ ავიტანე სოფელში და ეგ პრობლემაც დაემართა smile.gif ისე 3 დღეში ბიძაშვილს კი დაუჟანგდა თოფი სოფელში მარა მაგას იმდენად ვერ დავაბრალებ..................
Power_VANO
ნუ ჯა_ჯას იდეალურად აქვს აღწერილი როგორც ყოველთვის smile.gif


აი ნასოსზე კი... თვალები გადმომცვივდა, საიდან მოხვდა იმდენი ტალახი ნასოსში...



ისე, იმ მილების შიგნიდან ჟანგის მოსაშორებლად შეიძლება გამოიყენოს კაცმა მანქანებისთვის განკუთვნილი საშუალება. გუდვილში იყიდება ვიურტის სითხეები, იდეაში გაჭედილი, ჩაჟანგებული ბოლტების მოსახსნელად გამოიყენება, ჟანგს შლის აქტიურად. ჰოდა ერთი ბოთლი რომ იყიდოს ოლსტარმა, კი ეყოფა მგონი იმ მილს. თუმცა ახლა ჟანგისგან შეჭმულ მეტალს აღარაფერი ეშველება.

Allstar
ციტატა(Allstar @ 30th July 2010 - 09:39 AM) *
ერთხელ ავიტანე სოფელში და ეგ პრობლემაც დაემართა

რომელი სოფელია? ასეთი სინესტეა კი მაგრამ? დისკო როგორ მდგომარეობაშია, შეხედე აბა, მაგასაც ექნება ჟანგი შეპარული.

როცა ეგეთ აქტიურად ნესტიან ჰავაში მიდიხარ, აუცილებლად თოფს დაზეთვა უნდა, როგორც ხედავ ნასოსსაც smile.gif
tengo
ჩემი ნასოსიც გაიჭედა იმ დღეს ,გრიგორისთან ერთად მარადას რომ ვტესტავდით, არადა მაქსიმუმ ათასი ტყვია მექნებოდა გასროლილი. რომ დავშალე ტაოტი არ იყო გამომხმარი ,ნაგავი კი იყო დაგროვილი ცოტა და ალაგ ალაგ ჟანგიც ქონდა მოკიდებული. რეზინები ნორმაში იყო ,გავწმინდე დავსმასკე ავაწყვე და ნორმალურად მუშაობს. გაჭედვის მიზეზი ნასოსის გადახურება იყო ,თანაც დიდი ხანი მზეზე იდო,ამიტომ არ გადაახუროთ ნასოსი და მზეზე არ დადოთ. ისე ჩემი დაკვირვებით წელიწადში ორჯერ აუცილებლად უნდა დაიშალოს და გაიწმინდოს ,მიუხედავად ხმარების სიხშირისა.
ja_ja
tengo
ციტატა(tengo @ 30th July 2010 - 10:07 AM) *
გაჭედვის მიზეზი ნასოსის გადახურება იყო ,თანაც დიდი ხანი მზეზე იდო,ამიტომ არ გადაახუროთ ნასოსი და მზეზე არ დადოთ

სხვათაშორის ნასოსის გარდა იგივე ითქმის თოფზეც!, რეზერვუარი რომ ხურდება შიგნით დამუხტული ჰაერი სხვანაირად მუშოაბს, უფრო მაღალ წნევას გაძლებს, გაფართოების გამო, გასროლისას კი ეგრევე იწყება გაციება და იკუმშება იმაზე მეტად ვიდრე ასევთქვათ გრულ ადგილში მყოფი რეზერვუარი რომ გაისროდა, შედეგად არასტაბილური აგსროლები აკიდებულია.


Allstar
ისე მართლა გაითვალისწინე FOXY-ს ნათქვამი.

შენს ადგილზე ამ სურათების ნახვის მერე, პირველი რასაც ვეცემოდი რეზერვუარია, ნასოსში თუ ამდენი წყალი იყო და ამოშრა, ფაქტია მაგას რეზერვუარშიც გადააყოლებდა. ოღონდ ჯერ რეზერვუარი დაცალე, ანუ ისროლე მანამდე სანამ რეზერვუარში ჰაერი არ დარჩება და ამის მერე რეზერვუარს წინა მხრიდან მოხსენი პლასტმასის ხუფი, დაინახავ დამტენ პორტს, და მაგას ფოსტერის კლაპნის ქვემოთ აქვს თვითონ პორტის ამოსახრახნი ექვსკუთხედი, მაგაზე მოუჭერე "რაზვადნოი კლუჩI" და მოხსენი. ამოიღე და ნახე რეზერვუარში რა ხდება შიგნით.

თუ დაჟანგული არაა და უბრალოდ წყლის წვეთებია, გადარჩენილი ხარ. პროსტა დაყოვე გახსნილად მზეზე, დღეს სვარაუდოდ კაი პაპანაქება იქნება და გამოშრება. თუმცა ჯობია მანამდე ტილოთი ან ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცებით ამოწიმდო წყალი, ოღონდ ისე არ ქნა რომ ზეთის თხელი ზედაპირი ტრაც აქვს რეზერვუარს შიგნიდან ისიც ამოაცალო. თორემ შემდეგშI დამცავი ფენა აღარ ექნება.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.