დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: მაიტა ნასოსი!
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
გვერდი: 1, 2, 3, 4
gregory
არ ვიცი, არ ვიცი ეგ ნასოსები წელიწადნახევარია ფოთში და ბატუმში მუშაობს და მაგაზე ნესტიანი ადგილები რაღა გინდა?
ja_ja
Allstar
ისე ის მაინც მითხარი რას აპირებ, თუ არ აპირებ აღდგენას, მაშინ მოდი დღეს საღამოს და გაგატან უკან. ტყოილა ხომ არ ეგდება ჩემთან.

თუ აპირებ აღდგენას და მაშინ საჭიროა შემდეგი რაღაცეები:

1) ჟანგის მოსაძრობი რაიმე სითხე
2) ტაოტი - ნუ მაგას ან იშოვი ან გროსასთან იყიდი
3) რეზინები - ნუ ჯორჯიკა თავისას არ თმობს, ესეიგი სადღაც 2 კვირა ელოდები ახალ კომპლექტს.

ფინანსები გაგძვრება აშკარად, ამ მომენტში შემიძლია მხოლოდ რეზინების სავარაუდო ფასი გითხრა 12-დან 13$-მდე, დანარჩენი ორის ფასი ამ მომენტში მე არ ვიცი.
gregory
ხალხნო,
ამ აურზაურში თუ ვინმე ტუმბოს დაშლას გადაწყვიტავთ და იცით როგორც უნდა(კალაშნიკოვის ავტომატივით) არ გამომაპაროთ პლზ. მინდა დავესწრო ამ მასტერკლასს smile.gif
Allstar
ხო აღვადგენ როგორმე და crossman-ს აღარ გავეკარები ან საერთოდაც თუარ მოვეშვი ამ თოფებს...
2 თვიან რესურს თუ იძლევა არვიცოდი..
ტალახი არჩამიტენია ძალით და ტყლაპოში არ დამიტენია და დანარჩენი ისევე ჩვეულებრივად ვიხმარე როგორც უნდა გამოიყენო რომ დატენო....
ხო ნუ სხვა ვარიანტი თუარაა მაშინ დაველოდები ამ 2 კვირის მანძილზე იმ რეზინებს და მაშინ ჩამოსვლამდე რამოდენიმე დღით ადრე ვიყიდი იმ ტაოტსაც და ჟანგის მოსაშორებელსაც..
ja_ja
gregory
ციტატა(gregory @ 30th July 2010 - 11:05 AM) *
ხალხნო,
ამ აურზაურში თუ ვინმე ტუმბოს დაშლას გადაწყვიტავთ და იცით როგორც უნდა(კალაშნიკოვის ავტომატივით) არ გამომაპაროთ პლზ. მინდა დავესწრო ამ მასტერკლასს

მგონი ჩემს მეტი აქტიურად სხვა არავინ შლის ნასოსებს, ნუ ბაზუკა შლის ტავისას და ჯორჯიკა, ჰო კიდევ მგონი CZ ეჩალიჩება თავის ნასოს ხოლმე...

ჩემი მასტერ კლასი არ გამოვა, სახლში გვიან ვარ ხოლმე, ერთადერთი სადმე გასვლისას თუ გამოვიყოლებ კლუჩებს და ადგილზე გაჩვენებ რა და როგორ, სხვა შემთხვევაში მოგიწევს სხვებისთვის მასტერ კლასების მიღება

Allstar
ციტატა(Allstar @ 30th July 2010 - 11:07 AM) *
ხო აღვადგენ როგორმე და crossman-ს აღარ გავეკარები ან საერთოდაც თუარ მოვეშვი ამ თოფებს...
2 თვიან რესურს თუ იძლევა არ ვიცოდი..
ტალახი არ ჩამიტენია ძალით და ტყლაპოში არ დამიტენია და დანარჩენი ისევე ჩვეულებრივად ვიხმარე როგორც უნდა გამოიყენო რომ დატენო....
ხო ნუ სხვა ვარიანტი თუარაა მაშინ დაველოდები ამ 2 კვირის მანძილზე იმ რეზინებს და მაშინ ჩამოსვლამდე რამოდენიმე დღით ადრე ვიყიდი იმ ტაოტსაც და ჟანგის მოსაშორებელსაც..

ოკ ბატონო.

მარა რაც შეეხება გულის აცრუებას, მაგას კროსმანს აირ არმს და შტეერს ნუ დააბრალებ, ეგ ყველა ნასოსზე და თოფზე ერთნაირად მოგივიდოდა.

ნაგავი სულაც არაა საჭირო რომ ძალით ჩატენო, საკმარისია ტაოტი, ან ნესტი და პლიუს მტვერი, მტვერის იდეალური წყარო კი არის ხალიჩა და რბილი იატაკი, თუ ეგეთზე იყენებდი ნასოს ეგეც შენი ტალახის ბუდე, ნელ-ნელა მიკროსკოპულად შეიპარება, აიზილება წყალში და ტაოტში და ტალახი მზადაა, მაიტა აგური smile.gif

მოკლედ ხალხი იყოფა კატეგორიებად, ერთი არის ჩხირკედელა, მეორე მომხმარებელი, ბევრი ამ ფორუმზე ჩხირკედელაა, არ ეზარება ნასოსის თუ თოფის დაშლა, გამოწმენდა რაღაც ახლის მოფიქრება, უაზრო რაღაცის გამოგონება შემოწმება, არ გამოვიდა გადააგდო მეორეს მიახტა...

შენ აშკარად განეკუთვნები მომხმარებლის კატეგორიას, ანუ აიღე ხელში და გინდა რომ უსასრულოდ ისროლოს.... არ გამოვა, ეგ იგივეა რომ მანქანა იყიდო და მხოლოდ იარო, არ ჩაასხა ბენძინი არ გამოცვალო ზეთი, არ გარეცხო და ასე შედმეგ. თუ მანქანის მხოლოდ მოხმარება გინდა და არ გინდა შიგნით ჩაძრომა, მაშინ სახელოსნოში უნდა იარო და იხადო ფულები. იგივეა იარაღზეც, ნებისმიერზე, გინდა ცეცხლსასროლი იყოს გინდა პნევმატიკა...

შენ რა გგონია ცეცხლსასროლს ხალხი ყიდულობს, ვთქვათ REM 700-ს და მორჩა მერე მარტო ტყვიები უნდა ისროლო?? რეალურად შედეგები თუ გინდა, სასტავი იცი რეებს ჩალიჩობენ? თოფის ფასზე 3-4-ჯერ მეტს ხარჯავენ თოფის მოვლის საშუალებებში, იქ კონდახის მოვლა, იქ გაწმენდა, ის ლულის გამოსუფთავება... იდეალურ შემთხვევაში ყოველი 10-20 გასროლის შემდეგ. სასტავი შეჯიბრებაზე მიდის, გაკრიალებული ლულით და შეჯიბრზე რამდენიმე გასროლის მერე დგება და ლულის წმენდას იწყებს. იმიტომ კი არა რომ წიკი აქვს, ან მისი იარაღი ბანძია, ეგრეა მოწყობილი თოფი. ცოლშვილზე მეტად უნდა მოვლა, არანაკლებ სიყვარულს და თავშემოვლებას მოითხოვს, თოფი შენი სხეულის ნაწილია, ხელის დაგრძელებაა, ეს იგივეა რომ ჭუჭყიანი საქმის მორჩენის მერე ხელები არ დაიბანო...

ბაზარი არაა შეგიძლია ხელები არ დაიბანო, მაშინ რუს ტრაქტორისტს დაემსგავსები შენც და შენი თოფიც.

გლუვ ლულიანი აიღე, წავიდა მონადირე სანადიროდ მორჩა ნადირობას და ეგრევე თოფია გასაწმენდი, ამასობაში მაქსიმუმ გასვლაზე 30-50 გასროლა გააკეთოს, ნუ 100 და მეტი გასროლა მწყერზე ხდება, ხოლო ვთქვათ ღორზე გასვლისას შეიძლება სულ 2-3 ტყვია გაისროლო მარა მაინც უნდა თოფს გაწმენდა, იმიტომ რომ რჩება ის ”ნაგარი” და მტვერი და აფუჭებს თოფს.

გაიხსენე M16-ის ისტორია, ვიეტნამში პირველი პარტიები რომ ჩაიტანეს სასტავი აგინებდა, წარამარა ეჭედებაო, საკმარისი იყო დენთის გამოცვლა და ჯარისკაცისთვის წესის ჩამოყალიბება, პატრულირების მერე მოდიხარ და თავს კი არ უვლი, ჯერ იარაღს წმინდავ და მხოლოდ მერე შენს თავსო, რომ ყველამ დაინახა M16-ის პრივილეგია, იდეალური იარაღია, შაშხანაც არის, ავტომატიც, შარპ-შუტერის არჩევანიც და გაჭირვებისას სნაიპერულ ცეცხლსაც გახსნი.

მაგრამ არის მისი კონკურენტი კალაშნიკოვი, ყველა საბჭოთა აზროვნების ადამიანი ამაყობს ტალახში ჩააგდე, მიწაში ჩამარხე ამოიღე და მაინც ისვრისო. ბაზარი არაა ისვრის, მაგრამ მიზანი არ არსებობს, ყველაფერი შტამპოვკაა და რუსულ პონტში ვეებერთელა ლუფტებია დატოვებული ყველგან. ეგ არის ასევთქვათ ზარმაცი და ჭუჭყიანი ხალხის არჩევანი, იქ არაბი იქნება, ვიეტნამელი თუ აფრიკელი, იმან არ იცის იარაღის მოვლა, პროსტა უნდა დააჭიროს სასხლეტს და ისროლოს.

თუ საველე პირობებში არ ხარ და არაბი ან აფრიკელი ზანგი არ ხარ, მაშინ არ უნდა დაიზარო და იარაღსაც და მის თანმხლებ ინსტრუმენტებსაც უნდა მოუარო! მოუვლი, მოეფერები და გასიამოვნებს. დაიკიდებ და ისიც არც აციებს არც აცხელებს და ეგეც დაგიკიდებს.

რეკორდი გაქვს მოხსნილი მსოფლიო მასშტაბით, 22 მეტრა თოკია დასათრევი ფილმი ”რეკორდი”-სა არ იყოს. რა შუაშია კროსმანი? შენ დარწმუნებული ხარ შტეერის ან FX-ის, ან HW100-ის ნასოსი რომ გქონოდა იმას მოვლა დაზეთვა არ დასჭირდებოდა და მუდმივი ძრავასავით ვეჩნა იმუშავებდა??? ზუსტად იგივე დროში იგივე დღეში იქნებოდა. თავს დავდებ რომ ეგრე იქნებოდა.

რომ ამბობ 2 თვიან რესურსს თი იძლეოდა არ ვიცოდიო. აგერ მე ჯორჯიკას, ბაზუკას და დავუთუსას 1 წელი რეზინები არ გვქონდა დაცვლილი და მუშაობდა ხოშიანად. ბაზუკას აგერ 1 წელი მგონი ტაოტიც არ დაუმატებია და 2 თოფს ატუმბინებდა მაგ ნასოსს. დავითუსას ნასოსი არც დაზეთილა არც რეზინები დაუცვლია და 10-თვე ექსტრემალურ მდგომარეობაში იმუშავა, პირველ გვერდზე მისი ნასოსის სურათები, დააკვირდი მისი ნასოსის მდგომარეობას და შენი ნასოსის მდგომარეობას.

მიუხედავად იმისა რომ ჟანგები დავითას ნასოსზეც იყო, მაშტაბების შედარება შეუძლებელია იმხელა განსხვავებაა.

მოკლედ ნუ დააბრალებ ნურცერთ მწარმოებელს, ეგ მხოლოდ შენი დაუდევრობის ბრალია. მინიმუმ ეჭვი უნდა გაგჩემოდა ნასოსი ისე რბილად რომ არარ მუშაობდა როგორც თავიდან.
Allstar
ოკ გასაგებია .......
მარა ეხლა კიდევ რამდენჯერ უნდა დავწერო რო არაფერი არმიქნია იქ სინესტე იყო თუ ძაან ცხელოდა მაგან თუ მოუღო ბოლო 2-3 დღეში არვიცი დანარჩენი მქონდა თბილიში და ვირთხევთან არ მეგდო fox-ის თქმისა არიყოს და ჩვეულებრივად ვტენიდი ხოლმე. ნუ რავი რაცარუნდა ვთქვა მაინც გაამართლებთ იმ აზრს რომ ბევრად დიდხანს ძლებს benjamin-ის ნასოსი.
მანკანას რაც შეეხება ჯაჯა მანქანას რო ყიდულობ და ყველაფერი უმუშავებს ხო იქ ზეთის გამოცვლა უნდა თუ ბენზინის ჩასხმა ხო ეგ მანქანის აუცილებელ პირობებში შედის და მაგის გარეშე ვერც ივლის და დანარჩენი თუ სადმე არ ჩაარტყი ან არ მიარტყი მანქანა უპრობლემოდ ივლის . 2-3 წელიწადში ერთხელ საბურავები და ცოტა მოგვიანებით აკუმლატორიც უნდა ახალი თუ ამას არ ჩავთვლით.

foxi
პმ ნახე ცუდი შთაბეჭდილება რომარ დაგრჩეს.
ja_ja
Allstar
ციტატა(Allstar @ 30th July 2010 - 01:39 PM) *
ნუ რავი რაცარუნდა ვთქვა მაინც გაამართლებთ იმ აზრს რომ ბევრად დიდხანს ძლებს benjamin-ის ნასოსი.

ნუ ბაზარი არაა, რწმენა რელიგიასავითაა biggrin.gif ვერავინ ვერავის ვერაფერს ვერ გადააფიქრებინებს, პროსტა, ამ პლანეტას ეგეთი რამ არ ახსოვს არცერთ ფორუმზე. მაინცა და მაინც შენზე გათვალა კროსმანმა?? აი Allstar-ს რაცხა მიზეზი მივცეთ რომ ჩვენს პროდუქციაზე უარი თქვასო smile.gif smile.gif
gregory
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 30th July 2010 - 12:09 PM) *
gregory

ციტატა(gregory @ 30th July 2010 - 11:05 AM)
ხალხნო,
ამ აურზაურში თუ ვინმე ტუმბოს დაშლას გადაწყვიტავთ და იცით როგორც უნდა(კალაშნიკოვის ავტომატივით) არ გამომაპაროთ პლზ. მინდა დავესწრო ამ მასტერკლასს

მგონი ჩემს მეტი აქტიურად სხვა არავინ შლის ნასოსებს, ნუ ბაზუკა შლის ტავისას და ჯორჯიკა, ჰო კიდევ მგონი CZ ეჩალიჩება თავის ნასოს ხოლმე...

ჩემი მასტერ კლასი არ გამოვა, სახლში გვიან ვარ ხოლმე, ერთადერთი სადმე გასვლისას თუ გამოვიყოლებ კლუჩებს და ადგილზე გაჩვენებ რა და როგორ, სხვა შემთხვევაში მოგიწევს სხვებისთვის მასტერ კლასების მიღება

დიდი მადლობა, არ გამომაპაროთ !
foxi
ისე ბატონო ტუმბოს ოსტატებო ჰაცანის დაშლა აწყობა თუ მოგინდეთ არ მოგერიდოთ. wink.gif თუ კვირას ჯაჯა მოიცლის იქნებ მანქანით ჩა
მოგირბინოთ ჯაჯას გრიგოლის და მსურველს კიდევ ვინმეს... გავიდეთ ბუნებას ვესტუმროთ.
gregory
ციტატა(kakha @ 30th July 2010 - 04:48 PM) *
ისე ბატონო ტუმბოს ოსტატებო ჰაცანის დაშლა აწყობა თუ მოგინდეთ არ მოგერიდოთ. თუ კვირას ჯაჯა მოიცლის იქნებ მანქანით ჩა
მოგირბინოთ ჯაჯას გრიგოლის და მსურველს კიდევ ვინმეს... გავიდეთ ბუნებას ვესტუმროთ.

აგაშენა ღმერთმა wink.gif
ja_ja
foxi
ციტატა(kakha @ 30th July 2010 - 03:48 PM) *
თუ კვირას ჯაჯა მოიცლის

ვნახოთ, ვნახოთ...


ყველას
კაროჩე რეზინები ვინმეს კიდევ უნდა???
ახლა მხოლოდ 4 ცალს ვუკვეთავ მეტი მგონი მსურველი არაა, 1 Allstar-ს, ორი giga_st-ს და ერთიც მე ზაპასად.
თუ ვინმეს კიდევ გინდათ საღამოს 21:00-მდე მითხარით, მერე დაკვეთას გავუშვებ.
gregory
ციტატა(ja_ja @ 30th July 2010 - 05:20 PM) *
ყველას
კაროჩე რეზინები ვინმეს კიდევ უნდა???
ახლა მხოლოდ 4 ცალს ვუკვეთავ მეტი მგონი მსურველი არაა, 1 Allstar-ს, ორი giga_st-ს და ერთიც მე ზაპასად.
თუ ვინმეს კიდევ გინდათ საღამოს 21:00-მდე მითხარით, მერე დაკვეთას გავუშვებ.

+1 მეც მინდა!
dole
გამარჯობათ ყველას ! მე ახალი წევრი ვარ ამ ფორუმზე . ერთი კითხვა მაქვს თუ დამეხმარებით კაი იქნება smile.gif საიდან უნდა გამოვიწერო ნასოსი რეზინების კომპლექტი ? მეც მინდა მაგ რეზინების კომპლექტი და ჩემი გათვალისწინება შესაძლებელია ? თუ კი მაშინ ავიღებ 2 კომპლექტს და თანხა თუ საჭიროა წინასწარ გადავიხდი
gregory
ციტატა(DOLENJA @ 30th July 2010 - 05:24 PM) *
გამარჯობათ ყველას ! მე ახალი წევრი ვარ ამ ფორუმზე . ერთი კითხვა მაქვს თუ დამეხმარებით კაი იქნება საიდან უნდა გამოვიწერო ნასოსი რეზინების კომპლექტი ?

dole
გაგიმარჯოს!
კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ფორუმზე.
ჯერ ერთი რა თოფით გვეწვიე თუ საიდუმლო არაა?
Power_VANO
dole
ხელოუ smile.gif ამ გვერდზე ზედა პოსტი ნახე, ja_ja-ს პოსტი ანუ.

ციტატა(DOLENJA @ 30th July 2010 - 04:24 PM) *
ყველას
კაროჩე რეზინები ვინმეს კიდევ უნდა???
ახლა მხოლოდ 4 ცალს ვუკვეთავ მეტი მგონი მსურველი არაა, 1 Allstar-ს, ორი giga_st-ს და ერთიც მე ზაპასად.
თუ ვინმეს კიდევ გინდათ საღამოს 21:00-მდე მითხარით, მერე დაკვეთას გავუშვებ.


თუ გინდა რეზინები, მისწერე ja_ja-ს და ჩაგსვამს დაკვეთაში.


Allstar
ციტატა(Allstar @ 30th July 2010 - 01:39 PM) *
მანკანას რაც შეეხება ჯაჯა მანქანას რო ყიდულობ და ყველაფერი უმუშავებს ხო იქ ზეთის გამოცვლა უნდა თუ ბენზინის ჩასხმა ხო ეგ მანქანის აუცილებელ პირობებში შედის და მაგის გარეშე ვერც ივლის

ჰოდა იგივეა თოფზეც, ზეთის "ჭმევა" თოფსაც უნდა და ნასოსსაც, აუცილებელი პირობებია ეგეც.


ციტატა(ja_ja @ 30th July 2010 - 10:56 AM) *
1) ჟანგის მოსაძრობი რაიმე სითხე

15-20 ლარი დაჯდება ეს, ერთი ბოთლი (აეროზოლის ბოთლებია), სადღაც 500-700 მილილიტრიანები.
dole
gregory

ციტატა
dole
გაგიმარჯოს!
კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ფორუმზე.
ჯერ ერთი რა თოფით გვეწვიე თუ საიდუმლო არაა?



საიდუმლო არ არის და თანაც ეს იარაღი თქვენთან შევიძინე, მარადიორს ვგულისხმობ smile.gif
Power_VANO
ციტატა(tengo @ 30th July 2010 - 10:07 AM) *
გაჭედვის მიზეზი ნასოსის გადახურება იყო ,თანაც დიდი ხანი მზეზე იდო,ამიტომ არ გადაახუროთ ნასოსი და მზეზე არ დადოთ

საინტერესოა სხვათა შორის, იდეაში ტაოტების უმეტესობა გახურებისას "დნება", თხელდება. ალბათ იგივე დაემართა ნასოსის ტაოტსაც, ძალიან გათხელდა და სათანადო ლუბრიკაცია ვეღარ უზრუნველყო smile.gif
ja_ja
Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 30th July 2010 - 05:00 PM) *
საინტერესოა სხვათა შორის, იდეაში ტაოტების უმეტესობა გახურებისას "დნება", თხელდება. ალბათ იგივე დაემართა ნასოსის ტაოტსაც, ძალიან გათხელდა და სათანადო ლუბრიკაცია ვეღარ უზრუნველყო

ისე ეგ საკმაოდ კაი თეორიაა და ახლოსაა აზრთან.


მოხმარება
საერთოდ ნასოსის გადახურება არ შეიძლება, არ შეიძლება ჩარა დაბუქვნა და სასწრაფო ტემტით, 2 წამში 1 ბუქნი (ნუ ეს საშუალოდ, თორემ წამზომით იდექიო არავინ ამბობს, ახლა მთლად ისეც ნუ იზამთ რომ ერთ ბუქნს 1 წუთი ჩალიჩობდეთ, პროსტა ნელა უნდა დატენვა და არა ისე ზოგიერთი რომ ჩქარობს და ჩქარჩქარა რომ ტენის ხოლმე.). ერთ ჯერზე მაქსიმუმ 50 ბუქნი, მერე დასვენება, სადღაც 5-10 წუთში კიდევ 50 ბუქნი და ასე შედმეგ. ნასოსის მილს ხელი მოკიდეთ ხოლმე არ უნდა იყოს ზედმეტად თბილი. ცხელი ხომ კატასტროფულად არარეკომენდირებულია.

ასევე ნასოსის დადება არ შეიძლება მზეზე და ჩახურებულ ბაგაჟნიკში, ნუ გაჭირვებისას შეიძლება, მაგრამ მერე პირველივე შესაძლებლობისას დაშლა და დატაოტება, ან შემოწმება ხომ არ ამოშრა ან რაიმე ხომ არ დაემართა. და ასე შემდეგ.

დაკვეთაზე
მიღებულია გრიგოლის და დოლე-ს მოთხოვნა, თუმცა არ მესმის დოლეს 2 კომპლექტი რათ უნდა. მგონი ნამეტანი დავაშინეთ smile.gif

მოკლედ დაკვეთა ამ ეტაპზე შემდეგი იქნება
ja_ja - 1 ცალი
Allstar - 1 ცალი
giga_st - 2 ცალი
dole - 2 ცალი
gregory - 1 ცალი

dole
შენ ის ახალი მარადიორის მფლობელი ხარ მაშინ გრიშასთან და თენგოსთან ერთად რომ იყავი იმპროვიზირებულ პოლიგონზე??
ნუ კმოკლედ კეთილი იყოს შენი შემოსვლა.
dole
კი მე ვარ smile.gif ბატონი გრიშას რჩევით მეც დავრეგისტრირდი ამ საიტზე და ბევრი საინტერესო რამ წავიკითხე , ანუ ვეცდები რო სხვისი შეცდომა არ გაივიმეორო და ასევე გამოცდილება გავიზიარო
ja_ja
dole
ციტატა(DOLENJA @ 30th July 2010 - 05:56 PM) *
ანუ ვეცდები რო სხვისი შეცდომა არ გაივიმეორო და ასევე გამოცდილება გავიზიარო

ეგ ჭკვიანი კაცის არჩევანია. ჯობია სხვის შეცდომებზე დამუღამება.
dole
ნუ პრინციპში რასაც მე დავუშვებ ახალ შეცდომებს იმას სხვა გაითვალისწინებს , თუ არის კიდე მასეთი biggrin.gif
gregory
ციტატა(DOLENJA @ 30th July 2010 - 05:55 PM) *
საიდუმლო არ არის და თანაც ეს იარაღი თქვენთან შევიძინე, მარადიორს ვგულისხმობ

ეგრე რა შე კაცო smile.gif


ja_ja
თანხა როდის მოგაწოდო?
gregory
ციტატა(ja_ja @ 30th July 2010 - 06:51 PM) *
ასევე ნასოსის დადება არ შეიძლება მზეზე და ჩახურებულ ბაგაჟნიკში


ანუ თუ კონდიციონერი არ გაქვთ მანქანაში, მაშინ შეიძინეთ ავტომანქანის მაცივარი და იქ მოათავსეთ biggrin.gif biggrin.gif:D,
ხოლო ვისაც გაქვთ - წინა სავარძელზე დააბრძანეთ და ღვედი შეუკარით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
giga_st
ვადასტურებ დაკვეთას. გიო ამ დღეებში დაგირეკავენ და მოგაწვდიან 30 აშშ ტუგრიკს, ჩემი ნასოსის გაფუჭების მიზეზი გასაგებია სწრაფად ვტენიდი ძალიან და ამიტომაც დაიბრიდა, კაი ტრენაჟორივით ვექცეოდი ბოლოს ფეხსადგამის რეზბაც კი მივაწყვიტე გავახვიე პარკში შემოვდე კარადის თავზე და წამოვედი აქეთ smile.gif
ja_ja
giga_st
ციტატა(giga_st @ 30th July 2010 - 08:00 PM) *
ვადასტურებ დაკვეთას. გიო ამ დღეებში დაგირეკავენ და მოგაწვდიან 30 აშშ ტუგრიკ

კაცო რას მერჩით შენ და dole biggrin.gif რატომ გინდათ ზედმეტის გადახდა???? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ორ ცალს ძველი ფასით უწევს 25.12$, რატომ 30 ტუგრიკი biggrin.gif

ციტატა(giga_st @ 30th July 2010 - 08:00 PM) *
ჩემი ნასოსის გაფუჭების მიზეზი გასაგებია სწრაფად ვტენიდი ძალიან და ამიტომაც დაიბრიდა, კაი ტრენაჟორივით ვექცეოდი ბოლოს ფეხსადგამის რეზბაც კი მივაწყვიტე გავახვიე პარკში შემოვდე კარადის თავზე და წამოვედი აქეთ


რა დაგიშავათ ხალხნო ამ ნასოსებმა biggrin.gif რას ერჩით smile.gif
ისე, ტაოტი შენც რომ მოიმარაგო მემგონი დროა.


gregory
ციტატა(gregory @ 30th July 2010 - 06:18 PM) *
ja_ja
თანხა როდის მოგაწოდო?

Pm-ში მოვილაპარაკებთ
giga_st
ja_ja

მე აქა არა ვარ და მაგიტო უცებ თუ ახტა ფასი თქვა, როგორც იტყვიან "ნა ვსიაკი პაჟარნი", ტაოტი მომარაგებული მაქვს პატივცემული გრიგოლისგან შევიძინე, მადლობა ჯაჯა smile.gif
Allstar
ისადა ეგ რეზინები სამომავლოდ ჰატსანის ნასოსსზეც წავა? biggrin.gif
gregory
ციტატა(Allstar @ 30th July 2010 - 09:59 PM) *
ისადა ეგ რეზინები სამომავლოდ ჰატსანის ნასოსსზეც წავა?

Allstar
მაგასაც უპირებ რამეს? smile.gif
Power_VANO
Allstar
ან კი, ან არა. ან შეიძლება რამდენიმე წავიდეს, დანარჩენები არა. smile.gif + ჰაჩიკას ნასოსს ერთი კომპლექტი (უფრო სწორად 3 თუ 4 რეზინა) მოყვება დამატებით. ჯერ არ დამიშლია და არც ნახაზები მიქექია დეტალურად, მუშაობს გამართულად smile.gif
ja_ja
Allstar
ციტატა(Allstar @ 30th July 2010 - 08:59 PM) *
ისადა ეგ რეზინები სამომავლოდ ჰატსანის ნასოსსზეც წავა?

მეეჭვება, ეგ უფრო FX-ის და ვებლის ვარიანტშია გაკეთებული და სავარაუდოდ სულ სხვა ნაკრები დასჭირდება.
ja_ja
მოკლედ მაინც სრული შტილია, ამიტომ მოდით პაწა გადავახალისებ ფორუმს...

დღეს მთელი დღე სახლში ვარ, რაცხა მაცემინებს გაუჩერებლივ, წუთში ორი ვეებერთელა აფჩხის რითმით. სად და რა ავიკიდე არ ვიცი. ამის გამო ვერსად ვერ გავედი, საყვარელ დაზგასაც ვერ მივუჯექი. SC II-ის ვერ ვითამაშე, ვერანაირად ვერ მოვიგე, მიუხედავად 5 მცდელობისას (ექსპერტის დონე ნამეტანი რთულია biggrin.gif), ჰოდა მეთქი მოდი გავერთობითქვა, მარა ვაი მაგ გართობას, გავსკდი ფჩხიკინით biggrin.gif

მოკლედ Allstar-ის ნასოსის ამბები ყველამ იცით. ჰოდა დევს რა ეგ უბედური ჩემთან სახლში და ....

მოვკიდე ხელი კიდევ ერთხელ დავშალე, მოვაძრე რეზინები და ბამბით და ქაღალდის ხელსახოცით ამოვწმინდე რეზინის ჩასადები ადგილები.. არ უშველა! ამიტომაც დავაძრე ზუმფარის ქაღალდი (ვინც ტანკში ზის და ვერ გაიგო "შკურკას" ჰქვია ქართულად ზუმფარის ქაღალდი), დავიადე ყველაზე პატარა დეტალი რომელიც აი ასე გამოიყურებოდა...



ეს დეტალი პირველი საფეხურის ცილინდრზეა ჩამოცმული და ძველი Benjamin-ის ნასოსებში არსებული ჰაერის ფილტრის დეტალის სიმაღლეს იპარავს. ანუ შიგნეულობა ყველაფერი იგივეა რაც ძველი სტანდარტის ნასოსში (რომელიც HILL-ის სუფთა ასლია), ეტყობა HILL-მა გაუტრაკა იგივე კონსტრუქციაზე პატენტის პონტში და ამის გამო ცოტა შეცვალეს ახალი ნასოსები, შლანგი ბლოკში ჰორიზონტალზეა, ასევე ჰაერის შემწოვიც ბლოკზე აგადატანილი, ამის გამო შეცვლილია ბლოკში ჩასასმელი გადამყვანიც, მაგრამ სხვა დეტალები იგივე ზომისაა დატოვებული, შედეგად იგივე სიგრძეზე რომ დადიოდეს, და გადაკეთება არაფრის დასჭირდეთ, მაგის გამო ჩააყოლეს ნასოსში ეს ალუმინის დეტალი, რომელიც ძველი ნასოსის ჰაერის შემწოვის სიმაღლეს იპარავს.

მოკლედ რადგან ეს არის ალუმინის დეტალი, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ოხრად რკინის ჟანგია... ანუ სიტყვებიდან იმედია ხვდებით, ალუმინზე რკინის ჟანგი თავს ვერ დაიჭერს, ამიტომაც ვეცი, ვფხიკე და....



მომეწონა smile.gif

ამიტომაც მივყევი და შემდეგი დეტალი სიაში აღმოჩნდა მესამე საფეხურის ღერძი. აქ უკვე ზუმფარის ქაღალდი საკმარისი აღარ აღმოჩნდა, 1000-იანი ვერ იღებდა, ისევე როგორც 500-იანი, უფრო დიდი მარცვლების მქონეთი გაწმენდა არ მინდოდა რადგან დაჩხაპნიდა ზედაპირს... კიდევ კარგი მაქვს Dremel-ი biggrin.gif არა რა მიუხედავად იმისა პაწუა რაღაცაა და დიდი სიმძლავრით არ გამოირჩევა, ოჯახში საჭირო ნივთია biggrin.gif, წამოვაცვი ყველაზე წვრილი ზუმფარის რგოლი 360-იანი და 33 000 ბრუნზე...



თუ გახსოვთ წინა გვერდზე რა სურათი იყო და ამას თუ შეხედავთ... თუმცა მარტო 360-იანი ზუმფარის ქაღალდი არ ვაკმარე, მერე ხელით 500-იანით და ბოლოს 1000-იანით დავამუშავე. მომიტევეთ, მაგრამ დამეზარა 1500-იანით და 2000-იანით დამუშავება, რადგან ისევ დრემელის მეშვეობით დავამუშავე ბოლოს, ოღონდ ამჯერად "პალიროვკის" თავაკი დავაცვი, წავუსვი აბრაზივი და... ქე პრიალებს არა biggrin.gif



ოკ მესამე საფეხური ასე თუ ისე გამოცოცხლებულია, ახლა რაიმე სხვაც არის გასასწორებელი, ისევ დრემელი და...





ნუ მართალია აქ ბევრი საწმენდი არაფერი იყო, მაგრამ დროც წავიდა და დრემელიც კარგად ვაღმუილე.

შემდეგ ჯერზე ვეცი პირველი საფეხურის ტრუბას... გახსოვთ, რომ ვეებერთელა ჟანგები ჰქონდა ზემოთ და ქვემოთ, თუმცა ქვემოთ გაცილებით ნაკლები იყო. აი აქ კი ვიწვალე... სადღაც 6 ცალი დრემელის თავი გავაფუჭე, აშკარად არ ეყო 360-იანი ზუმფარა, ამიტომაც გავჩერდი ავიღე 180-იანი ზუმფარის ქაღალდი და დავიწყე Hand Made biggrin.gif... ჰოო დიდხანს ვეჩალიჩე, იდეაში ამ საქმისთვის გამოცდილი ხალხია საჭირო, მე ხელები დამძვრა ერთგვაროვანი მოძრაობებით. ერთი პერიოდი გავიფიქრე პროფესიონალი ანანისტი ამას უცებ და დაუღლელად გააკეთებდა მეთქი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მოკლედ 180-იანი ზუმფარა, მერე 300-იანი, მერე დრემელზე 360-იანი, მერე ხელით 500-იანი და ბოლოს 1000-იანი ზუმფარით, ბოლოს კი ისევ "პალიროვკა"... შემდეგში გაპრიალებას დავუძახებ მაგ პროცესს და ნუ გაიკვირვებთ.

მაგრამ ერთი ცუდი ამბავი მაინც არის, ვერ ამოვიღე ყველა ამოჭმული ზედაპირი, ძალიან ღრმადაა ჟანგები... ამას აუცილებლად უნდა ჟანგის ამომღები რაიმე სითხე. ფაქტები სურათებზეა



ესეც ახლოდან ზედა ნაწლი



იდეაში წრეზე, რომ ემჩნევა გამყოფი ხაზი, მანდ ჩერდება ის ალუმინის დეტალი, და ეტყობა მაგის გამო მანდ აიკიდა ყველაზე ღრმად ჟანგი, მითუმეტეს ბოლოს მანდ იყო შემხმარი და ალბათ ნესტიც მანდ გაჩერდა. გაპრიალების ტალღები კი ემჩნევა smile.gif

თეორიულად აქ პირველ საფეხურთან გვაქვს საქმე და მაღალი წნევა აქ არ წარმოიქმნება, ასე რომ ამ დონის ღრმულებმა ჰაერის გამოპარება არ უნდა გამოიწვიოს, მაგრამ აი რეზინებს ალბათ მაინც გამოიყვანს გაცილებით ადრე მწყობრიდან.

ძირა ნაწილი გაცილებით უმტკივნეულოდ გაიწმინდა, თუმცა ეგრეთწოდებული "რაკუშკები" აქაც ემჩნევა, მაგრამ სიღრმე რა თქმა უნდა აქ გაცილებით, გაცილებით ნაკლებია.



ისე კი დამუშავება და გაპრიალების მერე ხელს, რომ გადაუსვავ ზედაპირს, არანაირი ხაოები და ღრმულები არ ირგძნობა, პრიალა სასიამოვნო ზედაპირია, მაგრამ მიკროსკოპში გასაგებია რომ გრანდ კანიონები გამოჩნდება...

ჰო მართლა ვერ გადავიღე შიგნითა ზედაპირი, გადარჩა,, ცოტაოდენ ჩალიჩი, გაპრიალება და აქტიური ზეთი... ბზინავს ისე თითქოს და ქარხნიდან გამოსულია, ერთი ნაკაწრი და "რაკუშკაც" კი არ ემჩნევა.

ჰოო მოკლედ დარჩა მეორე საფეხურის ტრუბა. აი აქ კი დემერხა... გარედან იდეალური სისუფთავე მივიღე თითქოსდა არც არაფერი არ ჰქონია, მაგრამ შიგნით ბლინ.... შიგნით ვერაფერს ვუშვები, ძირა ნაწილი სადაც საბოლოოდ იჭირხნება ჰაერი ბოლო 3-4 სანტიმეტრი კოშმარულ დღეშია, იმის გამო რომ ხვრელი სულ რაღაც 6.5 მილიმეტრია, ნორმალურად დამუშავება პრაქტიკულად შეუძლებელია. რა არ ვცადე მაგრა არაო. ქლიბით აღარ ჩავძვერი შიგნით რადგან ზედაპირს მოვსპობდი. მოკლედ მეორე საფეხურის შიდა მხარე, რომელიც მესამე საფეხურის კედლებს წარმოადგენს აი ასე გამოიყურება sad.gif





რეზბის დასაწყისის დამუშავებაც კი ვერ მოხერხდა ნორმალურად, ისეთ სიღრმეზეა ჟანგი რომ.... ვცადე გაპრიალება, მაგრამ... არვიცი აბა, თუ მერე რაიმეს მოვიფიქრებ არ ვიცი, თუ არა და ეს იქნება ერთერთი სუსტი ადგილი ამ გამოცოცხლებულ ნასოსში, ამ ბოლო 3-4 სანტიმეტრზე ხშირად მოკვდება მესამე საფეხურის რეზინა sad.gif იზვინი ოთო მარა აქ ჯერ უძლური ვარ...

ბოლოს მივადექი ძირა ბლოკს, გახსოვთ ალბათ, რომ მანდაც ჟანგები ჩანდა, რადგან ეს დეტალი გარედან იყო დაჟანგული არ დავინანე და გემრიელად გავაპრიალე მთლიანად ავიღე ყველანაირი ჟანგის კვალი, მაგრამ ამის გამო საღებავი ზედა ადგილზე საერთოდ გადავიდა, ეგრე ხომ არ დავტოვებდი.. ამიტომაც სამონტაჟო სკოჩი და ქაღალდი ერთ ხელში, მეორე ხელში ნიტრო საღებავი და...





ბოლოს გამოვიდა რაღაც ამდაგვარი



ანუ ბლოკი ყველაზე კარგად გამოიყურება smile.gif

ავაწყვე დანარჩენი დეტალებიც, ჩავსვი ჩემი ძველი დაგლეჯილი რეზინები, ნუ ამას რაც ჰქონდა იმას მაინც ჯობდა



ერთი ორი ამოვწიე ჩავწიე სასინჯად მშრალზე, ანუ ტაოტის გარეშე... იცით რაა... მუშაობს, ცოცხალია ეს შობელძაღლი smile.gif, აშკარად იგრძნობა რომ რეზინები ედება კედლებს და ჰაერიც სტაბილურად გამოდის, წინააღმდეგობასაც გიწევს კლაპანზე ხელის დაჭერისას...

შევაერთე ჩემს დისკოზე რომელიც 2000 PSI-ზე იყო დატენილი, გავაკეთე 5-6 ბუქნი, ნასოსში წნევა ეგრევე ავიდა 1500-1600-ზე, ვაცადე ცოტახანი და კიდევ 2 ბუქნიც ენდ... მივედი 1900-2000-მდე. მეტი აღარ მიბუქნავებია, ისედაც ჩემი მკვდარი რეზინები უყენია, პლიუს მშრალზე ვამუშავე... ეგრევე ჩამოვცალე წნევა და მივაყენე კუთხეში.

მორალი ასეთია, მიუხედავად სუპერ პარალიჩისა და სრული შეურაწყოფისა ეს ნასოსი მაინც მუშაობს, ზოგიერთები კი იძახიან რა ვიცოდი 2 თვის რესურსი თუ ჰქონდაო. ამას კაი 20 წლის რესურსიც ექნებოდა თავიდანვე თბილად და ფუმფულად რომ ყოფილიყო შენახული ენდ მოვლილი smile.gif

ჭირი აქა ლხინი იქა.

P.S. ჰო მართლა დამავიწყდა, ამ პროცესის დროს გაისმა 35625 აფჩხი, მაგრამ არცერთი ბაცილა არ მომკვდარა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
geojorjika
smile.gif საღოლ . ხომ ვამბობ ეს კაცი შეუცვლელიათქო smile.gif

Allstar

ცხვარი უნდა იკისრო smile.gif
Allstar
აუ გაიხარე ჯაჯა ჯიგარი ხარ :*:* ამდღეებში მოგაწვდი ტაოტსაც და იმ რაღაც ჟანგის მოსაშორებელ სითხესაც და რაქვია ხომარიცით ვინმემ ან სად ვიყიდო? და მიახლოებითი ფასიც მიაწერეთ smile.gif
Power_VANO
ძალიან მაგარია ჯა_ჯა და დრემელიც მაგარია, მაგ დრემელის მადლობელია ჩემი დრემელუკა სიცოცხლის ბოლომდე biggrin.gif

მართლა შეუცვლელი ხელსაწყოა. ამასწინათ მამიდაშვილებმა რაიონში ძველ ველოსიპედზე "ტორმუზების დამჭერი" მუხლი გატეხეს. დავითრიე იქვე "ლატუნის" (თითბერი ქართულად) ნაჭერი, დავხაზე იგივე დეტალი ზედ და 2-3 საათში ახალი პრიალა მუხლი მზად იყო smile.gif ხელით იმის გაკეთებას საუკუნეს მოვანდომებდი და არც მოვკიდებდი თან ხელს.




Allstar
აი, ისევ არ კითხულობ ფორუმს smile.gif

ხომ მოგწერე წინა გვერდზე, გუდვილში იყიდება, ვიურტის სითხეა, ჟანგის მოსაშორებელი. აეროზოლის ბოთლებშია. ღირს 15-20 ლარი.

იგივე სითხე აქვს ლიქვი-მოლისაც, ავლაბარშია მაგათი მაღაზია. იდეაში ლიქვი უკეთესი ხარისხია smile.gif
ja_ja
Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 31st July 2010 - 10:16 PM) *
უდვილში იყიდება, ვიურტის სითხეა, ჟანგის მოსაშორებელი. აეროზოლის ბოთლებშია. ღირს 15-20 ლარი.

აეროზოლია თუ სითხეა?? მე მეგონა სითხე იყო და ჩავაგდებდი შიგნით 1 დღით მაინცა რომ გასძრობოდა მაქსიმალურად ჟანგი... აეროზოლი კი მიასხურებ და რამდენიმე წუთში ამოშრება.
cz80
ჯაჯინსკიი... ტი სლუში დოქტორ აიბალიტ გრუზინსკავა აირგანა biggrin.gif

მართლა მაგარი და დაუზარელი კაცი ხარ რა... იმენნა საღოლ wink.gif

პ.ს. ჩემ ნასოსსაც ვერ აქვს მთლად ჯანმრთელად საქმე..დარჩა რაკოვინები...
დამჭირდება მაი ჟანგის მოსაცილებელი სპრეი მეც...smile.gif
Power_VANO
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 31st July 2010 - 10:30 PM) *
აეროზოლია თუ სითხეა?? მე მეგონა სითხე იყო და ჩავაგდებდი შიგნით 1 დღით მაინცა რომ გასძრობოდა მაქსიმალურად ჟანგი... აეროზოლი კი მიასხურებ და რამდენიმე წუთში ამოშრება.

აეროზოლის ბოთლში ასხია სითხე. ანუ ბევრს რომ გამოუშვებ, დაგროვდება სითხე, ან გადაჭერი ბოთლის თავი და სავსეა იმ სითხით. სადღაც 500 თუ 700 გრამია. ეგ ეხება ვიურტის სითხეს.

ლიქვის სითხე არ მინახავს ლაივში, რეალში როგორი ხუფი აქვს არ ვიცი.
Allstar
Power_VANO
ოკ მარა ავლაბარში გასვლა მირჩევნია გუდვილში გასვლა და საკონტაქტო ნომერი როგორ გავიგო მაგ მაღაზიის ?
Power_VANO
UPDATE:

ვიურტის სითხე სხვა დიდ ჭურჭლებშიც ყოფილა: http://www.wurth.com.ge/upload/catalog/file_200710032446.pdf

სურათს შეხედეთ. თუმცა პატარაშიც იგივე ასხია smile.gif

Allstar
აი ლიქვი მოლის ნომერი: 774294

კიდევ ერთი UPDATE:

O-რინგებიც ჰქონიათ ოხრად, იქნებ ჩვენც გამოგვადგეს, იდოს ეს ლინკიც: http://www.wurth.com.ge/upload/catalog/file_200710043340.pdf
Allstar
Power_VANO
ოკ დიდი მადლობა აბა დანარჩენი ჩემზეა და სადაც ამდენი იწვალეთ და ლინკები დამიყარეთ ბარემ ტაოტიც მირჩიეთ სად ვიყიდო ოღონდ 50 ლარი რო დაჯდეს არმინდა თორე ჯამში ჰატსანის ნასოსის ფასი დამიჯდება მაგის გაკეთება smile.gif
Power_VANO
Allstar
ტაოტი გრიგოლს უნდა ჰქონდეს დარჩენილი. თუ არ აქვს, ამაზონიდან მოგიწევს ჩამოტანა, Parker O-Lube ჰქვია smile.gif
geojorjika
Allstar
ციტატა(Allstar @ 31st July 2010 - 10:56 PM) *
ოღონდ 50 ლარი რო დაჯდეს არმინდა თორე ჯამში ჰატსანის ნასოსის ფასი დამიჯდება მაგის გაკეთება

მოგევლო ნორმალურად და არ დაგიჯდებოდა მაგდენი, ჩვენ რა გიჟები ვართ წინასწარ რომ გავითვალისწინეთ ყველაფერი და დამატებითი პრიბამბასები ვიყიდეთ? რა ფული ჯიბეს კი არ გვწვავდა smile.gif მაგრამ ეგრე იყო საჭირო wink.gif
gregory
ja_ja
საღოლ შენ!
კოდევ ერთხელ მტკიცდება შენი დაუღალავი და ოპტიმისტური ბუნება!
ja_ja
geojorjika
ჯორჯიკ რეზინები დაკვეთილი მაქვს და ალბათ 2 კვირაში აქ იქნება (ნუ ეს ყველაზე ოპტიმისტურ პონტში)

რამე რომ იყოს არ დაუთმობ შენს კომპლექტს Allstar-ს?? ბარემ ავაწყობდი საბოლოოდ და მორჩებოდა აი საქმე. 2 კბვირაში კი ახალ კომპლექტს ჩაგახუტებდი.
geojorjika
ja_ja
თუ უეჭველი ჩამოვა თუნდაც 1 თვეში მაშIN დამითმია smile.gif
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 1st August 2010 - 08:19 PM) *
თუ უეჭველი ჩამოვა თუნდაც 1 თვეში მაშIN დამითმია

ჩამოვა კაცო აბა სად წავა, მე ვფიქრობ სადრაც აგვისტოს 10 რიცხვიდან 15 რიცხვამდე უნდა იყოს აქინე
cz80
ჟანგის მოსაშორებლად WD-40 არ გამოდგება?
ja_ja
cz80
ციტატა(cz80 @ 1st August 2010 - 11:09 PM) *
ჟანგის მოსაშორებლად WD-40 არ გამოდგება?

აზრზე არ ვარმ რა ჭირია ეგ უბედურება??
Power_VANO
ციტატა(ja_ja @ 1st August 2010 - 11:37 PM) *
WD-40

Water Displacement - 40th Attempt

მულტიფუნქციური სპრეია. იდეაში ჟანგსაც აშორებს, მაგრამ აქტიურობა ნაკლები ექნება ალბათ ზემოთ ნახსენებ სპეციალიზირებულ სითხეებთან შედარებით.
dole
ერთი კითხვა მაქვს , ნასოსში ამ მესამე საფეხურის რეზინა საშუალოდ რამდენ ხანში ერთხელ უნდა გამოიცვალოს ანუ დაახლოებით რამდენ დატენვას ეყოფა , ეს კითხვა გამიჩნდა იმიტო რო ჩემ ნასოს, რომელიც ალბათ მაქსიმუმ 1 თვის წინ ვიყიდე ახალი, დაემართა ესეთი რამ , დატენვის მერე და ჰაერის გამოშვების მერე რამდენჯერმე რო ვცადე დგუშის მოძრაობა ზემოთ ქვემოთ გაიჭედა დგუში ანუ ნასოსი გაიჭედა , უფრო სწორედ კი არ გაიჭედა თითქოს შიგნით დაგროვდა ჰერი რაგაც წნევით, რომელიც ნასოსის არც ზემოთ და არც ქვემოთ მოძრაობის საშუალებას არ იძლეოდა . ავდექი და დავშალე ნასოსი . პირველად მოვხსენი ქვედა ძირი რადიატორის ფორმა რასაც აქვს და
აი ამაზე მოვუშვი სარქველი საიდანაც გამოვიდა დაგროვილი ჰაერი და ნასოსიც განთავისუფლდა წნევისგან. ეს რისი ბრალია ხო ვერ მეტყვით მაგ მესამე საფეხურის რეზინის გამო ?
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.