მაშ ასე 2010 წლის შედევრი, ცხელი ზაფხულის ბლოკბასტერი - მხატრული ფილმი "დელ ნასოსოს, ლოს პანტალონეს"
ეკრანებზეა ძველი ფილმის გაგრძელება, როგორც გვახსოვს ფილმის პირველ ნაწილში მთავარი გმირი სახელად "ნასოსიტო" დაჩაგრულ მდგომარეობაში ყავდა დატყვევებული ბოროტ Allstar-ს, მათრახის ზემოქმედებით ამუშავებდა და ზანგზე უარეს დღეში აგდებდა. საწყალი ნასოსიტო, იმდენადა დაჩაგრული იყო, რომ ექიმის საოპერაციო მაგიდაზე მოხვედრისას ექიმმა სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვა "ფილტვების კიბო".
პირველი სერია როგორც გვახსოვს აქ დამთავრდა, მეორე სერიაში გვახსოვს, რომ ცნობილმა ექიმმა "დელ პონტოს ლოს პანტალონეს" სცადა ექსპერიმეტალური ტექნოლოგიების გამოყენება და ძალისმიერი მეთოდით ამოკვეთა კიბოს უჯრედები, ამასობაში იარაღით თავზე დაადგა მუჩო ტერორისტე Allstar-ს... შანტაჟით, დაშინებით და ძალის დატანებით მოსთხოვა მომაკვდავი ნასოსიტოსთვის წამლები ეყიდა. დიდხანს ურჩობდა დელ გრანდე Allsotar-ე, მაგრამ ბოლოს დანებდა ძლევამოსილ ექიმ დელ პონტოს ლოს პანტალონეს და წამლები თავისი ხელით მიიტანა კლინიკაში.
აქ მორჩა მეორე სერია, ამ ტრაგიკულ სიტუაციას უკვე 1 თვეა მაყურებელი უყურებს და მოლოდინშია თუ რა ბედი ეწევა საცოდავ ზანგ ნასოსიტოს....
მაშ ასე დადგა სანატრელი დღე, წლის პრემიერა, წლის საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მსახიობები და მთავარი გმირი ბატონი ნასოსიტო!!!!!
P.S. თუ ფილმის დიდ ეკრანებზე ნახვა გინდათ ამ ცხელ აგვისტოში, თუ შეიძლება ჯერ ფული გადაიხადეთ, რომ ეს ფილმი გადავიღოთ

ახლა კი დაჩაგრული ნასოსის მეორე ცხოვრება.
მოკლედ დღეს სამსახურიდან ისეთი გაბრაზებული მოვედი, ისეთი..... არადა მინდოდა დღეს სტანოკთან რაღაცეების გაკეთება და აშკარად ხალისი zero-იყო. საყვარელი Star Craft-იც ვერ გავუშვი მუღამი საერთოდ არ არსებობდა, ამიტომაც ვეცი Allstar-ის დაშლილ ნასოს, რომლის ანტიჟანგი და ტაოტი გუშინ მომაწოდა საღამოს 20:00-ზე, მაგრამ გუშინ ვერ გავაკეთე ვერაფერი მარტივი მიზეზით 20:30-ზე ისევ სამსახურში წავედი რაღაც განახლებების გასატარებლად და რომ მოვედი ვავა დედა რომელი საათი იყო.
ასე იყო თუ ისე იყო საყვარელი რეზინის ხელთათმანები თათებზე, ეს რაღაც გაუგებარი ანტიჟანგი ცალ ხელში, მეორე ხელში ნასოსის დაჟანგული ღერძი და... ფშიკ, ფშიკ... თუმცა ფშიკ მხოლოდ ერთი გამოვიდა, დანარჩენს არ ფშიკაობდა, როგორც გაირკვა თავაკი იყო უაზროდ ჩავარდნილი და ყოველი დაჭერის მერე საჭირო იყო ხელით ამოწევა ისე სითხეს არ აფრქვევდა.

როგორც ირკვევა იარაღის ანტიჟანგინია, მართალი გითხრათ არ ვიცი რაფერ მუშაობს, ნავთის სუნი აქვს საზიზღარი, მაგრამ დასველებისა და სადღაც 2-3 წუთში ბამბის შეყოფის შემდეგ კაი გემრიელად შავ მოწითალოდ შეღებილი 3-4 ბამბის ტამპონი გამოვიდა. წესით Allstar-მა მითხრა 2 წუთი აცადე და უნდა მოაცილეო, მაგრამ ექსტრემი მოვაწყვე, 3-4 წუთი ვაცადე, ხსენებული ბამბით გამოვწმინდე და ეგრევე მეორე პორცია მივუშვი. შემდეგ რკინის ღეერძზე ბამბა დავახვიე და გემრიელად დავასველე მაგ ანტიჟანგინით, კარგად გამოვხეხე შიგნეულობა და გავაქანე აბაზანაში.
აქ მოვუწყვე ამ რკინის დეტალს ადუღებული წყლის აბაზანები. ცხელი წყალი იმითაა კარგი რომ ლითონს აცხელებს და რეაქცია თუ რაიმე ჩასატარებელია უფრო აქტიურად მიდის, როდესაც გარედან ცხელი წყლის გადავლებით ეს რკინა გაცხელდა ავდექი და გემრიელად გამოვრეცხე შიგნიდანაც, გამოვიტანე აბაზანიდან და სანამ აივანზე გავედი ეს გავარვარებული რკინა თვითონ გაშრა

ესეც ცხელი წყლის მეორე პლიუსი.
არ ვაცადე გაციება ვეცი 1000-იანი ზუმფარის ქაღალდით და გამოვწმინდე შიგნეულობა, მერე 1500-იანით, ბოლოს დრემელით გაპრიალება და... გაგიკვირდებათ და შუქზე რომ გახედავ პრიალებს ეს შობელძაღლი იმ ადგილზე სადაც რამდენიმე წუთის წინ ვეებერთელა ჟანგის ორმოები იყო. ხრენ ივო ზნაიტ სად წავიდა ჟანგი....
მაგრამ შუაში საკმაოდ ღრმად მაინც არის ერთი საკმაოდ დიდი ამოჭმული, იმას უკვე დიდი ბოდიში არაფერი ეშველება, ეგ ლამის სვერლოთია ამოსაღები იმსიღრმეზეა ამოჭმული.
ვცადე გადაღება ამ გაპრიალებული სილამაზის, გადავიღე სადღაც 20 სურათი, მაგრამ ჯინაზე ვერ გადავიღე შიდა მხარე.. ერთდერთი ეს სუართი დავტოვე მარჯვენა მხარეს ოდნავ ჩანს რომ შიდა ზედაპირი სუფთაა.

ნუ ამის მერე გამოწმენდა ბამბის ტამპონებით, ზეთით დამუშავება და საბოლოოდ ძველი რეზინების დახსნა. დავწმინდე ყველა ძველი რეზინის ჩასასმელი ბუდე, გავაკრიალე, დავაძრე ჯორჯიკას მიერ დათმობილი რეზინების კომპლექტი და....

რას ელოდებით რა უნდა მომხდარიყო, დავჯექი და ყველა რეზინა წამოვაცვი, ისე კაი მაზახიზმია, რომ არ აწერია ამ რეზინებს სად რომელია გასაკეთებელი, ყველაფერი უნდა მიაზომო და ძველს ადარო, რომ ყველა თავის ადგილზე ჩასვა. ჯანდაბას ყველა ასე თუ ისე დაჯდა თავის ადგილზე, მაგრამ დარჩა 2 ცალი რეზინა ზედმეტი. დარჩა ძველი თაობის ნასოსი ღერძზე რომ წამოცმულია შავი მუფტა იმის რეზინები. ნუ რავი ოთოჯან შეინახე ეგებ და გამოგადგეს კიდევ შემდეგში, სულმთლად დაგლეჯილი რეზინები რაც იყო გადავყარე აზრი არ ჰქონდა მაგათ შენახვას.

მოვიდა ტაოტის დროც, დავაძრე ოთოს მიერ მოტანილი ტაოტი. აი ეს:

მემგონი ჩვეულებრივი მანქანის ტაოტია. განსაკუთრებით სუნით. მოკლედ ამ ტაოტში მოგატყუეს ოთოჯან. ამჯერად კი დავატაოტე ამ ტაოტით, მაგრამ ფრთხილად უნდა მოპყრობა გადახურება არარეკომენდირებულია, შეუძლია რეზინები ჩუმათ დაწვას, ან ერთი ბახ დაიძახოს.

უნდა გამოგიტყდეთ ტაოტი ლამის 2-ჯერ მეტი ჩავტენე ვიდრე საჭიროა, მაგრამ Allstar-ის მოპყრობა რომ ვიცი... ჯობია ეგრე იყო ვიდრე ნორმაზე, პლიუს არ დავინანე და ყველა შიდა ზედაპირები რომლებიც რეზინებზე არ დაცურავენ ისინიც კი ტაოტით გავაჯერე.
ასე იყო თუ ისე ყველა დეტალი მივატაოტე, ავაწყვე, მოვუჭირე ყველა ვინტი და.... და დადგა სანატრელი დრო, დავაძრე ჩემი მარადიორი, მივაერთე და გავუშვი ბუქნები, ჯერ 50 ბუქნი და დაცლილი მარადიორი ავიყვანე 1700 PSI-ზე, არაუშავს ჰიდრავლიკა მუშაობს, ფრენა ნორმალურად მიმდინარეობს. ვაცადე სადღაც 15 წუთი, კიდევ 50 ბუქნი... ავედი 2000-ზე. მინდოდა გაჩერება, მაგრამ მოდი და ბარემ თავი დავიზღვიოთ, ვნახოთ რომ მეტიც შეუძლია ნასოსიტოს. ამიტომაც კიდევ 15 წუთი შესვენება და კიდევ 30 ბუქნი, შედეგად მივიღე აი ეს სურათი.


მგონი საკმარისია 170 ბარი, ანუ 2500 PSi. რას იტყვი ოთოჯან??? ხომ არ გინდა ბატკანი იკისრო

, თუმცა ცხვარი და ბატკანი მე არ მომწონს, ასე რომ ჯობია გოჭი ან კურდღელი იკისრო და გაუშვა იმ მინდორში სადაც ჩვენ ვიქნებით ერთხელაც სანადიროდ გამოსულები

ახლა კი ფილმს დავუბრუნდეთ. როგორც იქნა ბატონო ნასოსიტო ადგა ლოგინიდან, ექიმ დელ პონტოს ლოს პანტალონეს ეგონა, რომ ბარბაცით გაივლიდა ნასოსიტო პირველ ნაბიჯებს პალატაში, მაგრამ ექიმი შესცდა, მაინც რას ნიშნავს ესპანური გრანდის ფესვები, ნასოსიტომ მაშინათვე დამაჯერებლად გაიარა, რამდენიმე ათეული ატჟიმანიე გააკეთა, მუსკულები აათამაშა, ექიმს ჩაეხუტა და მწარედ აქვითინდა. გაიხსენა წამების დღეები, როდესაც წელზე მათრახს ურტყავდნენ და ოფლს ადენდნენ, ერთ წვეთ ზეთს არ ასმევდნენ...
ტირის ეკრანთან მაყურებელი, აჩუყებული აქვს ყველას გული საოცარი კადრით, ზოგი სიხარულის ცრემლებს ვერ მალავს, ზოგი ემოციებს ვერ იკავებს და ტაშს უკრავს....
ამასობაში ეკრანზე, ხელჩახვეული ექიმი დელ პონტოს ლოს პანტალონეს და ნასოსიტო ჩანანან, ერთმანეთს ტექნიკურ საკითხებზე ელაპარაკებიან და მიემართებიან კამერისგან შორს, კადრში მზე ჩადის და ექიმ-პაციენტის ჩამუქებული ზურგები მოჩანს, ჩუმად ამოდის ქვემოდან წარწერები, ამასობაში ექიმი და პაციენტი ერთმანეთს ხელს ართმევენ და ემშვიდობებიან....

იმედია იხალისეთ

ახლა კი რაც შეეხება სერიოზულ საკითხებს. ოთარ ხვალ დილიდან ტყუილა ნუ დამირეკავ, 4 საათამდე ტრენინგებს ვატარებ მაინც არ გიპასუხებ პონტია, მერე სამსახურში ვარ 7 საათამდე, და თუ რაიმე არ მოხდა სადღაც 8 საათისთვის ვიქნები სახლში, გამოდი მაგ დროისთვის და ჩაგახუტებ წლის საუკეთესო მსახიობს "ნასოსიტოს".
რაც შეეხება შემდეგში ასეთი საქმის გაკეთებას, ნუ მიწყენთ მაგრამ ასეთ საქმეს მე აწი ხელს აღარ მოვკიდებ. მესმის დახმარება ყველას უნდა, მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს ჩემი დრო ამაზე ვხარჯო. პლიუს ყველას ვისთვისაც დახმარება შემითავაზებია ეჩქარება და არიქა ახლავე უნდათ .... არაა ეგრე საქმე, მე ჩემი საქმე მაქვს, პნევმო ჩემი ჰობია და არა სამუშაო, და მითუმეტეს თუ დახმარებას გთავაზობთ არანაირად ვალდებული არ ვხდები ჩქარა და თქვენს მიერ დაგეგმილ პერიოდებში გავაკეთო ესა თუ ის საქმე. შეიძლება ცოტა საწყენად ჟღერს, მარა რა ვქნა მეც პირადი ცხოვრება მაქვს....
ერთადერთი შემდეგში თუ ასეთ საქმეს ხელს მოვკიდებ, მხოლოდ გასამჯელოს ხარჯზე და გარწმუნებთ იაფი ჩემი მომსახურება არ იქნება, ეს შექმნის რამდენიმე საქმეს, პირველი თუ მოვკიდებ ხელს ფულს მაინც ვიშოვი დახარჯულ დროში, პლიუს რადგან ძვირი იქნება მომსახურება და ყველა ვერ გადაიხდის, ეგ გაიძულებთ ”ბელარუჩკობას” შეეშვათ და თქვენ თვითონ გააკეთოთ ეს საქმე.
ვსიო მორჩა დღეს კინო