დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: BENJAMIN NP XL 1500
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12
ReMiNgToN
soso_k3
ეს ამის განსახილი თემა არ არის smile.gif ისე არ იტყუება მწარმოებელი, ტყვიებს გააჩნია რომელს ისვრი თორე მაგ სიჩქარეს მიიღებ smile.gif
soso_k3
ეს თემაა აბა რა არის, Benjamin Trail-ზეა ლაპარაკი, არა ეგ ხო ვიცი, მარა მაშინ ერთიდაიგივეზე უნდა ეწეროს ვაახ, ანუ ორივე Benjia და ორივეზე ერთიდაიგივე ტყვიის სისწრაფე უნდა ეწეროს რემინგტოოონ
ja_ja
soso_k3
ციტატა(soso_k3 @ 27th January 2012 - 10:29 PM) *
და მონაცემებში ნაკლები უწერია მაგას დააა, მაშინ ითყუება მწარმოებელიიი, სიჩქარე ხო მეტი ააქვს Nitros?

უკაცრავად როგორც ამ საქმეში უცოდინარი ვკითხულობ რომელი მონაცემია აქვს, ამა თუ იმ თოფს ძლიერი და სუსტი?

არა აქვს მნიშვნელობა თოფს, და არა აქვს მნიშვნელობა წარწერას, იქნება ეს 1000, 1200 თუ 1500 FPS-ი. არა აქვს მნიშვნელობა რომ მხოლოდ ციფრებს ნუ უყურებ, მწარმოებელი შეცდომაში შეყვანას კი არ ცდილობს, შენს ყურადღების მოზიდვას და რამდენადაც საწყენი არ უნდა იყოს, ცხოველური ინსტინქტების და დაუფიქრებელი მოქმედების გაღვიძებას ცდილობს.

გაითვალისწინე ყველაფერი მხოლოდ ერთი მონაცემით არ განისაზღვრება. მხოლოდ სიჩქარე არაფერს არ გაძლევს, გარდა იმისა რომ მწარმოებელია გახარებული როდესაც შენს სიხარულით გადიდებულ თვალებს და დაუფიქრებლად, ჯიბეზე ხელის წაკვრას ხედავს.

მარტივი მაგალითი, ყველა თოფს გააჩნია ენერგეტიკა, ანუ რა ძალას გადასცემს ტყვიას. იმისათვის რომ გაიგო ენერგია, უნდა გახსენო ფიზიკა და ენაგადმოგდებული თმააჩეჩილი დაჟღანული ფიზიკოსი სახელად ეინშტეინი.

გახსოვს მისი საყვარელი ფორმულა E=mc2 ენერგია უდრის მასა გამრავლებული სიჩქარის კვადრატზე. ანუ იმისათვის რომ მიიღო თოფის ძალა, მინიმუმ კიდევ გჭირდება იცოდე ტყვიის მასა. თუ მაგას არ ითვალისიწნებ, მაშინ მარტივ მაგალითს მოგიყვან

დგეხარ მდინარის პირზე და ისროლე 50 გრამიანი კენჭი, ვთქვათ და გადააგდე 15 მეტრზე, ამის მერე შემოგაჩეჩე 15 კილოგრამია რიყის ლოდი... ისევ 15 მეტრზე გადააგდებ? smile.gif

ეგრეა თოფიც, ანუ 1599-ით კი ისვრის მაგრამ რას? 50 გრამიან კენჭს თუ 15 კილოგრამიანს? ენერგეტიკა ამასობაში ორივეს თითქმის ერთნაირი ექნება, მაგრამ გავლილი მანძილი?!

მწარმოებელი ქარხანაში ისვრის რაც შეიძლება მსუბუქი ტყვიით რომ მიიღოს რაც შეიძლება მაღალი სიჩქარე, მაგრამ გაყიდვაში შენ ეგეთ ტყვიას ვერ იყიდი, რომც იყიდო იმდენად მსუბუქია რომ მოკელ მანძილზე ტრაექტორიას კარგავს და მიზანს ვერ გაარტყავ. გიჩნდება ალბათ კითხვა, აბა ტყუილა რატომ აწერენ 1500-სო? იმიტომ რომ შენ მიგიზიდონ და სანამ რაღაცას გაიაზრებ იყიდო ის დიდი ციფრები რასაც ხედავ smile.gif. გახურებით ვერ გაუხურებ, იმიტომ რომ იურიდიულად მართლები იქნებიან, აქვთ ქარხანაში მსუბუქი ტყვია ჩადებენ გაისვრიან და შეგახედებენ ტაბლოზე ხომ ხედავ რომ დაწერაო!, ჩვენ რა სადმე დავაწერეთ ყუთზე რომელი ტყვიით მივიღეთ ეგეთი სიჩქარეო, ან დავწერეთ სადმე რომ შენ რა ტყვიასაც იყიდი იმასაც 1500-ით გაისვრისო? რას ეტყვი? ვერაფერს... ასე რომ დაწერილი ერთია, მაგრამ დაფიქრება, მეორე და აუცილებელი პუნქტია.
soso_k3
ჯაჯა ხო მარა Marauders სხვა ტყვიით ტესტავენ? ანუ შენ იტყვი რომ Marada უფრო ძლიერია მარა სიჩქარე Trail-ის ჯობია?
ja_ja
soso_k3
ციტატა(soso_k3 @ 27th January 2012 - 11:13 PM) *
ანუ შენ იტყვი რომ Marada უფრო ძლიერია მარა სიჩქარე Trail-ის ჯობია?

მდაააა...მძიმე შემთხვევაა smile.gif, კაცოუ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მე გეუბნები ეგ პარამეტრები განუყოფელია მეთქი და შენ მაინც ცალცალკე განიხილავ smile.gif

აზრი არა აქვს ჩვენს საუბარს, შენ მაინც კოლოფზე დაწერილ ციფრებს უყურებ და მაგით განსაზღვრავ ყველაფერს. სანამ არ გაგიჯდება ის აზრი რომ კოლოფზე დაწერილი მხოლოდ სარეკლამო ტექსტია და არა რეალობა, მანამდე რაიმეს ახსნას და განმარტებას აზრი არ აქვს.
WARNer brother
ja_ja
ყველაფერი კაი მაგრამ E=mv²/2 არარის კინეტიკური ენერგისს გამოსათვლელი ფორმულა? იმიტომ რომ E=mc2 0ში ე უდრის ენერგიას მ მასას და ც სინათლის სიჩქარეს ვაკუუმში თუ რამე მეშლება ნუ გამკიცხავთ
soso_k3
ეგ არის ქართული კინო რომაა "შერეკილები"-ის ფორმულააა(აინშტაინ) , გახსოვთ ხალხოო biggrin.gif MC2 , კაი ეს ხუმრობაა, ანუ გამოდის რომ Benj Nitro ყველაზე ძლიერია და ja_ja-ს არ უნდა რომ აღიაროოს biggrin.gif
ja_ja
soso_k3
ციტატა(soso_k3 @ 27th January 2012 - 11:38 PM) *
ანუ გამოდის რომ Benj Nitro ყველაზე ძლიერია და ja_ja-ს არ უნდა რომ აღიაროოს

კი ეგაა. იმენნა ზუსტად გამოიცანი. treaten.gif

აი მეორე პუნქტზე კი სერიუზული სიტყვიერი გაფრთხილება, კიდევ ერთხელ დავინახავ 3-4 წუთში ერთხელ გამომცხვარ პოსტ ზედმიყოლებით და ვორნი არ აგცდება, გადაიკითხე წესები! rtfm.gif
soso_k3
ხო კარგი კარგი, საუკუნეში ერთხელ შემოვედი და კითხვა დავსვი და ისიც არ მაცალეს. თან უპასუხოოდ, კაი კაი კაი
WARNer brother
soso_k3
E=mc2 რა შუაშია? ჯაჯ ალბათ შეგეშალა E=mv²/2
ja_ja
WARNer brother
ციტატა(jjjjkki @ 28th January 2012 - 12:55 PM) *
ჯაჯ ალბათ შეგეშალა E=mv²/2

არა ბატონო ენერგიის ფორმულა არის, E=mc2, ჯობია ხოლმე თავიდან ეგ ვახსენო ახალბედასთან, ბევრმა არ იცის ჯოული და ასე შედმეგ, ნუ ეგ როგორც სკოლაში მათემატიკას რომ ასწავლიან, ჯერ მთელი რიცხვებია, მერე უი თურმე წილადებიც ყოფილა, უი ნაშთებიც, იუ უარყოფითი მნიშვნელობაც... ანუ ნელნელა ჯობია აკრეფვა. აინშტაინს უფრო იცნობს ხალხი biggrin.gif

ნუ მერე უკვე მიდის კონკრეტულად ჯოულის გამოანგარიშება (ლულის ჭრილთან კინეტიკური ენერგია რა აქვს ტყვიას), მანდ უკვე კიბატონო E=mv²/2, მარა ჯერ მთავარია ადამიანს გააგებნო რომ მასა და სიჩქარე ერთმანეთზე გადაბმული რაღაცაა და არ უნდა განიხილო ცალკე სიჩქარე და ცალკე მასა. როგორც წესი ქე იცი უმეტესობა კოლოფზე დაწერილ სიჩქარეს უყურებს და თავიდან არანაირად ტვინი არ იღებს რაიმენაირად ტყვიის მასასთან გადაჯაჭვას. ნათელი მაგალითი 7 პოსტით ზემოთაა smile.gif

მერე უკვე მიდის დაკონკრეტება რომ m არის კილოგრამი და ფორმულაში უნდა ჩაწერო 0.68 გრამი, ანუ 0.00068 და არა პირდაპირ 68 smile.gif, პახოდუ მიამატებ განმარტებას რა არის გრამი და გრაინი, იგივე გრანი და ასე თუ ისე ნათლდება გონება. თავდაპირველად ვისაც არ მივაყარე სრულად ეს ინფორმაცია ყველამ გაჭედა, ამიტომაც ასევთქვათ პორციებად ინფორმაციის მიწოდება ვამჯობინე.

ნუ ამიტომაც შეიძლება არასწორე გზა ავირჩიე, მაგრამ მირჩევნია ხოლმე ნელნელა შევაპარო ინფორმაცია.

P.S. ეჰ როგორც ვხედავ მომიწევს სიჩქარეებზეც თემის დაწერა როგორც პნევმატიკის კლასებზე, თორემ არ გადაეჩვევა ხალხი კოლოფის წარწერების ყურებას.
WARNer brother
ja_ja
სხვათაშორის მართლაც აუცილებელია მაგ თემაზე კარგი თემის გამოცხობა. თავიდან მეც ვერ ვხვდებოი და სიჩქარეს ვიყურებდი, მერე მივხვდი რომ სიჩქარე მასაზეა დამოკიდებული ენერგია სიჩქარეზე და მასაზე, მერე მეგონა რაც მეტია სიჩქარე უფრო მაგარია...
მაგრამ მერე შენი ერთ-ერთი პოსტი ვნახე და მივხვდი ყველაფერს... ახლები კი ვერ ნახავენ მაგ პოტს რომელიც სადღაც სიღრმეშია
ja_ja
WARNer brother
ციტატა(jjjjkki @ 28th January 2012 - 05:28 PM) *
მაგრამ მერე შენი ერთ-ერთი პოსტი ვნახე და მივხვდი ყველაფერს... ახლები კი ვერ ნახავენ მაგ პოტს რომელიც სადღაც სიღრმეშია

ეგეთი პოსტი მგონი 3-4-ცალია ამ ფორუმზე მარა სადაა მეთვითონ აღარ ვიცი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif, მარა გვეყო მთავარი თემიდან გადახვევა smile.gif
soso_k3
აი მგონი ჩემი კითხვის პასუხი ისევ მე ვიპოვეე, ესეიგი crosman.com-ზე თითოეულ პნევმოს აქვს გარკვეული შეფასება, ანუ რომ გახსნი სურათებია 5 ცალი, და აწერია იარაღის სანადირო შესაძლებლობა (თუ არ ვცდები), ინგლისურად capabilities და აღმოვაჩინე Nitro-სა და Marauder-ის შესაძლებობები, სადაც Nitro-ს შეფასება არის ოთხ სურათიანი და მარადასი კი 3. აი ლინკებიც.

http://www.crosman.com/airguns/rifles/pcp/BP1763

http://www.crosman.com/airguns/benjamin/BT1500WNP
ja_ja
soso_k3
კაი დამწერს კაი მკითხველი უნდაო, მანდ ქულების შეფასება კი არაა მაგ სურათებით, რომელიც კსტატე უკვე 3 თუ 4 წელია ვიცით რომ არის smile.gif (თუმცა აქამდე 4 ცალი იყო, მე5-ე შეემატა 9 მილიმეტრიანი Rogue-ს გამოშვების მერე) არამედ გამოსახულია თუ რა საქმისთვის შეიძლება ამა თუ იმ იარაღის გამოყენება:

- მტაცებლებზე სანადიროდ

- დიდ დისტანციაზე სანადიროდ

- წვრის ცხოველებზე სანადიროდ

- მავნე ცხოველების პოპულაციის კონტროლი

- მიზანში სროლა

მარადიორს აქვს ბოლო სამი ხომ... და ნიტროს ბოლო 4. ნუ იასნია მეხუთე არცერთს არ ექნება, მგელზე და ეგეთი ზომის მტაცებელზე მაგ თოფებით ვერ წახვალ smile.gif
ახლა კი პატარა სიურპრიზი. შენ ისევ მწარმოებლის მიერ დახატულ ლამაზ სურათებს უყურებ და რეალობას მაგრა სცდები, არა აქვს მნიშვნელობა ციფრები იქნება ლამაზად დახატურლი ისეთი სურათები რაც განვიხილეთ თუ კიდევ რაიმე ლამაზი წარწერა იქნება, ნუ ტიპა - "მფრინავ თეფშებსაც კი ჩამოყრით იუპიტერის ორბიტიდან".

ყველაფერი ეს რეკლამაა! იმენნა რეკლამის მსხვერპლი ხარ smile.gif შენ ჯერ ჩამოყალიბდი რისთვის გინდა ეგ თოფი, მიზნები რა გაქვს დასახული და მერე გეტყვით გიღირს თუ არა. შენ გაქვს ახლა ახალბედას ჩამოუყალიბებელი მოთხოვნა, ძლიერი, ძლიერი, სუპერ ძლიერი, ისეთი ძლიერი რომ სხვას არ ჰქონდეს და მე რომ გამოვალ ამ თოფით მისი სიძლიერით ყველას რომ თვალები დავუხშო და ...

სანამ დროა დედამიწაზე დაეშვი, იმიტომ რომ:

1) ნიტრო ვერანაირად ვერ ისვრის დიიიდ ძალიან დიიდ დისტანციებზე, ყოველ შემთხვევაში იმ დისტანციებზე რასაც შენ ოცნებობ smile.gif, კი გაისვრის რაიმე ტყვიას რომელიც დიდ დისტანციას გაივლის, მაგრამ... ნო მოკლედ ახლა მთელს ბალისტიკას ვერ აგიხსნი, მოკელდ ჩვენ აქ საქართველოში გვაქვს რეალური გამოცდილება სადაც მარადიორით 122 და 144 მეტრზე მოვხსენით იხვები ტბაზე. BENJAMIN NP XL 1500 მაგ დისტანციაზე ვერ მიხვალ, გამორიცხულია. ნუ ეს ერთი ლურსმანი სარეკლამო ტექსტების კუბოში

2) მიზანში სროლა... ნუ რა დონეზე გაზვადებულია ვერ ვიტყვი smile.gif, მარადიორით შეჯიბრებაზე ხალხი გამოდის, და 15-17 მილიმეტრიან ჯგუფებს სვავს 5 ტყვიიდან 50 მეტრზე, BENJAMIN NP XL 1500 25 მეტრზე ვერ გავაკეთეთ 25 მილიმეტრზე უკეთესი ჯგუფი, 50 მეტრზე ცდაც არ ღირს

მტააკ დაგრჩა წვრილ ცხოველებზე ნადირობა და მავნე ცხოველების კონტროლი.. კი მაგას გააკეთებ დაჟე სადღაც ასე 70-დან მაქსიმუმ 80-90 მეტრამდე, იმ პირობით რომ მოარტყავ და საკამოდ ძლიერი თოფის პირობების გამო მოახერხებ გასროლისას მიზანში სასურველი არსების დაჭერას.

ახლა კი გადავხედოთ რეალობას, მარადიორს, რეალურად აქვს, პრაქტიკაზე ბოლო 4 პუნქტი, გარდა მტაცებლებზე ნადირობისა, ხოლო BENJAMIN NP XL 1500 მხოლოდ 2.

შენ აქ არ ითვალისწინებ რამდენიმე პირობას, მწარმოებლის მოქნილ შეხედულებას თუ რას ეძახის დიდ დისტანციას ა რას ეძახის მიზანში სროლას, მაგალითისთვის აგერ ერთერთ ბანძ თოფს გაჩვენებ smile.gif

აგერ ლინკი

ამ თოფიდან რეალურად 10 მეტრზე თუ იჩალიჩებ მიზანში სროლას, მაგრამ სულაც არ ნიშNავს რომ ახლა შენ რომ ამბიციები გამოძრავებს 100 მეტრზეც იგივეს იზამს smile.gif, ასე რომ მოდი ისევ ენაგადმოგდებულ თმააჩეჩილ ჭაღალა ფიზიკოსს გავიხსენებ... აინშტაინს იცნობ? ძალიან კაი ახლა მითხარი რაის თეორიაო რა მოთხარა მაგან? მგონი ფარდობითობისო ხომ? ხოდა ყველაფერი ფარდობითია ჩემო ბატონო.

მოკლედ მოდი რა ასე მოვილაპარაკოთ შენ დაწერე რა გინდა რას ელოდები BENJAMIN NP XL 1500-სგან და ჩვენ გეტყვით დააკმაყოფილებს შენს მოთხოვნებს თუ არა. თორემ აქ რაღაც მარადიორი VS ნიტრო თემა იჩითება და ეს უკვე სხვა თემის საკითხია და არა ამ თემაში განსახილველი. და ბოლოს, აქ ხალხს რაცხა გამოცდილება გვაქვს და გვინდა რომ გირჩიოთ, არავის არ უნდა შენი შეცდომაში შეყვანა და ძალით ბანძი იარაღის შემოტენვა რომ შენ მერე ვერ გამოყო თავი და ვერ თქვა - ეხ ვერ გაჩვენეთ დონეო... თუ მმიიღებ რჩევებს ხომ კაი თუ არა და ღმერთმა ხელი მოგიმართოს კაცო ჩვენ არავის არაფერში ხელს არ ვუშლით. მგონი გვეკითხები და იმიტომ გპასუხობთ.

P.S. შენი მოქმედებებიდან და საუბრის სტილიდან გამომდინარე ეჭვი მაქვს რომ სრულწლოვანი არ ხარ ასაკით, გაითვალისიწნე იარაღის ფორუმია, 18 წლამდე მისი შეძენის და გამოყენების უფლება დამოუკიდებლად არ გაქვს, ასე რომ სანამ საუბარს გავაგრძელებთ შენი ასაკი დაასახელე, თუ საჭიროდ ჩავთვლი დამადასტურებელ მონაცემებსაც მოვითხოვ. სხვა არაფერი დაწერო თუ ასაკს არ მიგვითითებ, გადახედე ფორუმის წესებს.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ ასაკით თუ პატარა ხარ, მაგ თოფის გადატენვას გადაყვები smile.gif, იქეთ გაგისვრის, სანამ შენ ტყვიას რაიმეს ესვრი smile.gif 120 ატმოსფეროიანი ნიტრო ზამბარის შეკუმშვას ეხუმრები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif რუსული ij-38-ი კი არაა კისტის თოფს რომ ეძახიან smile.gif
soso_k3
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ja_ja შენ გაგიმარჯოს ღმერთმა მართლაააა, რამდენი დაგიწერია კითხვით დავიღალეეეე, sad.gif sad.gif sad.gif , ეგრე გეთქვა მერე აქამდე ვახ, ხო პატარა კი ვარ მარა მაინც ვთენი მაგ მონსტრს რააა, სპორცმენი კაცი ვარ, ძალოსანი. ხოოოო კაი ინფო იყოოოო wink.gif
ja_ja
soso_k3
მოკლედ ან კონკრეტულად დაწერე ასაკი და რა გინდა ამ თოფისგან, ან ყველა პოსტებს ამ ტემაში გუშინდელიდან დაწყებული რაც შენ წამოიწყე მივაშლი. შენ კი ვორნს ჩაგახუტებ.

აღარაა საჭირო სიცილაკები და საქმიდან გადახვევა, კონკრეტული ასაკი და მოთხოვნა თოფისგან.
WARNer brother
soso_k3
აი აქ უკვე სერიოზულ რამეს შეეხო მიდი მაგნუმში და ჰატსან 125ის და 155 ის გადატენვა ცადე.

დაწწერე რისტვის გამოიყენებ იარაღს. თუ ფასის პრობლემაა არაა მე პირადად ვერ ვხედავ ვერცერთ პუნქტს რითი ჯობია ნიტრო მარადას. თუ მეგობრების გაკვირვება გინდა ტანკის ლუკს ხვრიტავსო მაინც მარადა ჯობია არ შეიძლეება ამ ორის შედარება ორივეს აქვს სადღაც 30 ჯოული ეს საკმარისია აბსოლიტურად ამ კალიბრში ერთი განსხვავება: მარადა ამ სიმძლვრეზე სიზუსტესაც ინარჩუნებს და უკეცემაც არ აქვს ზედეპე კი პირიქით.
soso_k3
მოვედიი, ხო ხალხო სიზუსტე ბაზარი არაა რომ მარადასი ჯობიააა, კაი ჯაჯა გეტყვიიი, 17 წლის ვარ და მითხარი ჰაა 50-80 მეტრზე კაი ოპტიკის არსებობისას იხვს მოვხსნიი ან ქედნისხელა ფრინვეელს?
sekurifa
ციტატა(soso_k3 @ Jan 29 2012, 08:41 PM) *
მოვედიი, ხო ხალხო სიზუსტე ბაზარი არაა რომ მარადასი ჯობიააა, კაი ჯაჯა გეტყვიიი, 17 წლის ვარ და მითხარი ჰაა 50-80 მეტრზე კაი ოპტიკის არსებობისას იხვს მოვხსნიი ან ქედნისხელა ფრინვეელს?

მაგ დისტანციაზე ფანტომითაც მოხსნი ქედანს და გარტყმის ალბათობაც მეტი იქნება. 50 მეტრში 200 მეტრწამიც საკმარისია მაგ სურვილის ასასრულებლად wink.gif რაც შეეხება 80 მეტრს რეალური ნადირობის მომენტში ყოველთვის მოერიდები მაგ დისტანციაზე სროლას ზდპ-თი.ერთი აცდება,ორი აცდება და მერე შეეშვები და ჩამოხვალ საბოლოოდ 50 მეტრამდე.
WARNer brother
soso_k3
თუ ეგეთი სიზუსტე გინდა 80 მეტრზე აუცილებელია pcp, შეიძლება ხაჩიკაც
soso_k3
გაიხარეთ smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
iorama, ერთი თხოვნა მაქვშ შენთან smile.gif მაგ შრაურერის დიამეტრი გაზომე რამდნეი სანტიმეტრია რა თუ შეგიძლია რომ მოხსნა და გაზომო smile.gif და კიდევ სურათები გადაუღე მოხსნილ შრაურერის იმ ადგილებს სადაც რეზბა აქვს და თითონ იარაღზეც რომელ რეზბებზეც ჯდება თავსაც და ბოლოსაც smile.gif
ilariona
ხ.მ.ე.ლ.ო

იორამამ გაყიდა ეს თოფი და ახლა არა აქვს.

ხ.მ.ე.ლ.ო
აუ რა ცუდია... და ფოXის ისევ აქვს თუ იცი რემინგტონ ნიტრო?
ilariona
ხ.მ.ე.ლ.ო

არა აქვს.
ხ.მ.ე.ლ.ო
სამწუხაროა, მადლობთ smile.gif
Dave
პირველ რიგში მოგესალმებით ყველას !!! დიდი სურვილი მაქვს და იმედია მეც ძალიან მალე შემოუერთდები თქვენს რიგებს და ერთად განვახორციელებთ გასვლებს .... მე როგორც ვიცი ეს იარაგი ზამბარაზე არ არის და რატომ არის ზამბარდგუშიან იარაგებში მოხსენიებული ??? მეც ამის შეძენას ვაპირებ და დამაინტერესა ამ თემამ
soso_k3
ციტატა(Saint Dave @ Feb 24 2012, 02:33 AM) *
პირველ რიგში მოგესალმებით ყველას !!! დიდი სურვილი მაქვს და იმედია მეც ძალიან მალე შემოუერთდები თქვენს რიგებს და ერთად განვახორციელებთ გასვლებს .... მე როგორც ვიცი ეს იარაგი ზამბარაზე არ არის და რატომ არის ზამბარდგუშიან იარაგებში მოხსენიებული ??? მეც ამის შეძენას ვაპირებ და დამაინტერესა ამ თემამ

ნუ იმიტომ რომ დგუში აქვს და მაგ კატეგორიაში გადის, უბრალოდ ნიტროა.
ja_ja
Saint Dave
ციტატა(Saint Dave @ 24th February 2012 - 02:33 AM) *
და რატომ არის ზამბარდგუშიან იარაგებში მოხსენიებული ???

ნუ მოდი ასე გადმოვთარგმნოთ, ზამბარა შეიძLება იყოს, დახვეული, სწორი, მხრიანი, მრგვალი დისკის ფორმის.... მიუხედავად ამისა ის მაინც ყოველთვის ზამბარა რჩევა.

ნიტრო პისტონი რომელიც მაგ თოფში გამოიყენება წარმოადგენს ჰაერის ზამბარას, ანუ ისევ და ისევ შეკუმშვა ხდება და შემდეგ უცებ "გამოკუმშვა". უფრო გავართულოთ, ეგ შტუკა გაქვს ამორტიზატორს... მოკელდ ამორტიზატორი ჰაერის იქნება ზეთის თუ რკინის, ხომ მაინც ამორტიზატორია smile.gif

მოკელდ იმის გამო რომ ნიტრო პისტინიც ზამბარაა და დანარჩენი მექანიზმიც იგივეა (დგუში, ლულის გადატეხვა, ან ბერკეტის გამოყენება), ამის გამო არის რომ ეგ თიფიც და მისნაირებიც ზამბარ დგუშინებში გადის. ახლა სათითაოდ ცალცაკე ახალ ახალ კლასებს ხომ არ მოიგონებ smile.gif, აი იმას რეზინა აქვს დგუშში გამოყენებული და სხვა კლასია, ამას ტყავის ნაჭერი უდევს, იმას ფტოროპლასტი, ამას პლასტმასი და ასე შემდეგ smile.gif

Dave
გმადლობთ ამომწურავი პასუხისათვის ... ერთი სული მაქვს როდის შევიძენ ამ იარაგს. ზემოთ გადავხედე ყველა პოსტს და თქვენ აზრს ვეთანხმები რომ მძიმეა, არაკომფორტული და ა.შ მაგრამ იმდენად მიზიდავს ამ იარაგის ვიზუალი რომ ვერცერთი სხვა იარაგი ვერ უწევს ჩემ თვალში კონკურენციას ....
soso_k3
ციტატა(Saint Dave @ Feb 24 2012, 01:47 PM) *
გმადლობთ ამომწურავი პასუხისათვის ... ერთი სული მაქვს როდის შევიძენ ამ იარაგს. ზემოთ გადავხედე ყველა პოსტს და თქვენ აზრს ვეთანხმები რომ მძიმეა, არაკომფორტული და ა.შ მაგრამ იმდენად მიზიდავს ამ იარაგის ვიზუალი რომ ვერცერთი სხვა იარაგი ვერ უწევს ჩემ თვალში კონკურენციას ....

შეიძინე ბენჯი ბოლო-ბოლო?
Dave
ციტატა(soso_k3 @ Apr 6 2012, 09:42 AM) *
შეიძინე ბენჯი ბოლო-ბოლო?

ყველასთვის ცნობილი საბაჟოზე დაუსრულებელი გაუგებრობის გამო ვერ შევიძინე და სიმართლე გითხრა აგარც ვნანობ იმიტომ რომ უფრო ჩავუღრმავდი პნევამტიკას და მივხვდი რომ პსპ ბევრად მაღალ საფეხურზე დგას smile.gif HW 100 - მა გამიტაცა და ვაგროვებ ფულს, მაგნუმში აქვთ და იმედია იმ დრომდე არ გაიყიდება სანამ მე ბიუჯეტი გამიშვებს შესაძენად smile.gif
ja_ja
მდააა... იმდენი ვწამლეთ იმდენი ეს კაცი რომ რადიკალურად შევაცვლევინეთ აზრი smile.gif download.gif
Dave
ციტატა(ja_ja @ Jul 16 2012, 06:51 PM) *
მდააა... იმდენი ვწამლეთ იმდენი ეს კაცი რომ რადიკალურად შევაცვლევინეთ აზრი smile.gif download.gif

ხომ იცი ხშირ შემთხვევაში დილეტანტის აზრი გამაგიზიანებელია smile.gif მაგრამ რაც მთავარია გამოიგო შედეგი შენმა რჩევებმა :P smile.gif
ilariona
Saint Dave

გამიხარდა smile.gif მიყვარს ყველა ის ხალხი, ვინც ხარისხს აფასებს, მითუმეტეს ის ფაქტი გამიხარდა, რომ თანხას აგროვებ მაგისთვის smile.gif ბევრი იყიდდა იაფიანს, მერე გაყიდიდა, დამატებდა, იყიდიდა უკეთესს, გაყიდიდა (ნორიკა) biggrin.gif და ბოლოს იყიდიდა კარგს smile.gif

ისე ესეც საინტერესოა, ნელ-ნელა რწუმდები რომ კარგი პნევმატიკა სიამოვნებაა.
Dave
ციტატა(ilariona @ Jul 16 2012, 07:48 PM) *
Saint Dave

გამიხარდა smile.gif მიყვარს ყველა ის ხალხი, ვინც ხარისხს აფასებს, მითუმეტეს ის ფაქტი გამიხარდა, რომ თანხას აგროვებ მაგისთვის smile.gif ბევრი იყიდდა იაფიანს, მერე გაყიდიდა, დამატებდა, იყიდიდა უკეთესს, გაყიდიდა (ნორიკა) biggrin.gif და ბოლოს იყიდიდა კარგს smile.gif

ისე ესეც საინტერესოა, ნელ-ნელა რწუმდები რომ კარგი პნევმატიკა სიამოვნებაა.

ხო, მინდა რომ პირველივე იარაგით დიდი სიამოვნება მივიგო. არ მინდა ბავშვობაში იჟ ის პნევმატიკიდან გასროლის შეგრძნება გამიჩნდეს ისევ smile.gif მახსოვს ერთხელ ბეღურას ვესროლე, დავინახე ტყვია როგორ მოხვდა და აისხლიტა biggrin.gif ოღონდ ეს იუმორი არ გეგონოს მართლა ეგრე მოხდა biggrin.gif
soso_k3
მოკლედ ხმელოს და ჯაჯასაც დააინტერესა ჩემი ბენჯის მონობლოკის სტრუქტურა და იგი გამოიყურება ასეეე wink.gif

ხოო, ჯაჯას რჩევით შემოვაბრუნე თუ არა ეგრევა გავასწორეე ოპტიკაა, თორე მანამდე დავიტანჯე.
ხ.მ.ე.ლ.ო
ჯაჯა ეს კი ძველი პოსტებია შენს მიერ დაწერილი, მაგრამ ეხლა გადავიკითხე და ერთმა რამემ დამაეჭვა. ნახსენები გაქვს რომ:

ja_ja
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ ასაკით თუ პატარა ხარ, მაგ თოფის გადატენვას გადაყვები , იქეთ გაგისვრის, სანამ შენ ტყვიას რაიმეს ესვრი 120 ატმოსფეროიანი ნიტრო ზამბარის შეკუმშვას ეხუმრები რუსული ij-38-ი კი არაა კისტის თოფს რომ ეძახიან

ვითომ ეგ გაზის ზამბარა მეტი ატმოსფერული წნევით არ არის დატვირთული? smile.gif პ.ს. ჩემი ქროსმანი 122 ატმოსფეროთია დატვირთული, პირადად მე კი 2 მტრედი მყავს მოხსნილი 90 მეტრში მსუბუქი ჯსბ-ებით (რომლებსაც მხოლოდ ფრთა გაუხვრიტა) მაგრამ მასეთი ძალა ვერც ექნება გამომდინარე იქიდან რომ ბენჯამინს დგუშის სვლა უფრო მეტი აქვს ვიდრე ჩემს ქროსმანს, მაგრამ მაინც არა მგონია 120 ზე მეტით რო არ იყოს დატვირთული smile.gif

ხო დ არაც შეეხება სოსოს ინტერესს, რომელი უფრო ძლიერია, სადმე ამდენ ახსნაში გეხსენებინათ რომ ეგ ნიტრო ტყვიას თბილი ჰაერით ისვრის, მანძილის გავლასთან ერთად კი ცივდება ის ჰაერი და ტყვია ძალას კარგავს და იმიტომ არ შუძლია შორ მანძილზე მივიდეს დამანგრეველი ძალით ვიდრე მარაუდერი-რომელიც ცივი ენერგიას გადასცემს ტყვიას და მიყვება დასახულ მიზნამდე იგივე ენერგიით. (ეხლა მე კილომეტრებზე არ მაქვს საუბარი biggrin.gif biggrin.gif )

ციტატა(soso_k3 @ Sep 14 2012, 10:28 PM) *
მოკლედ ხმელოს და ჯაჯასაც დააინტერესა ჩემი ბენჯის მონობლოკის სტრუქტურა და იგი გამოიყურება ასეეე wink.gif

ხოო, ჯაჯას რჩევით შემოვაბრუნე თუ არა ეგრევა გავასწორეე ოპტიკაა, თორე მანამდე დავიტანჯე.

ჯაჯა, რინგის შემობრუნება კი ურჩიე მაგრამ რა მაეჭვებს იცი? sorry.gif ის გამოშვერილი ადგილი biggrin.gif (ანუ ვინტი რო უნდა ამოატრიალო და ისე ჩასვა) რაც მონობლოკს აქვს, ნეტა ემთხვევა იარაღის ცილინდრზე განთავსებულ ნახვრეტს? smile.gif ოპტიკამ რო უკან არ დიხიოს smile.gif მგონი გასაგებად ავხსენი რავიცი smile.gif
koknar
ციტატა(x.m.e.l.o @ 15th September 2012 - 09:42 AM) *
მანძილის გავლასთან ერთად კი ცივდება

რას გულიხმობ, შეკუმშული ჰაერი ტყვიას მიზნამდე მიყვება? ან გინდაც ნახევრამდე?
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(koknar @ Sep 15 2012, 11:22 AM) *
რას გულიხმობ, შეკუმშული ჰაერი ტყვიას მიზნამდე მიყვება? ან გინდაც ნახევრამდე?

ენერგია მიჰყვება : ჰაერი კი არა smile.gif
ja_ja
ხ.მ.ე.ლ.ო
აუ რა იდეებს ანთხევ ხოლმე რააა smile.gif

კაი რა რაის თბილი ჰაერი რის ცივი ჰაერი, ჯერ ფიზიკა ისწავლე!

ლულიდან გამოფრენის მერე, არცერთ ტყვიას, არანაირი თბილი და ცივი ჰაერი აღარ აინტერესებს.... და შენ რაც გინდოდა გეთქვა ცივი და ცხელი ჰაერით უკუღმართად გაქვს გაგებული! რა შუაშია ცხელი ჰაერით იქნება გამოვარდნილი ტყვია თუ ცივით? ეგრე გამოდის, ცეცხლსასროლი თოფიდან გამოვარდნილი ტყვია 10 მეტრში უნდა დავარდეს იმიტომ რომ გავარვარებული აირის შედეგად გამორბის ლულიდან!

საიდან რეებს იგონებთ ხოლმე ეს ახალბედები... დავიჯერო ასეთი მუწუკიანი და საზიზღარი ფიზიკის მასწავლებელი გყავთ ყველას რომ ფიზიკის გაკვეთილების დანახვა არ გინდათ? ჯანდაბას მასწავლებელი, ინტერნეტი არსებობს დრეს და აურაცხელი ინფორმაციაა წასაკითხი და არა მარტო ამ საიტზე, გადაიკითხეთ გადაიკითხეთ და კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ!

ცივი და ცხელი ჰაერის თეორია, სულ არ ეხება ტყვიას და დამანგრეველ ძალას, არამედ საუბარი არის მხოლოდ დიზელის ეფექტზე!

PCP-ში უკვე არსებობს შეკუმშული ჰაერი და გასროლისას იმის გამო რომ წნევა მცირდება, რეზერვუარში, რეზერვუარი ყოველ გასროლაზე ცივდება, ლულაში გასროლისთვის გამოყოფილი ჰაერი კი ლულაში ფართოვდება და უფრო და უფრო ცივდება, შედეგად ზეთი რომც იყოს გინდა ლულაში, გინდა რეზერვუარში დიზელის ეფექტი და ზეთის აალება არ მოხდება.!

რაც შეეხება ნებისმიერ ზ.დ.პ-ს და ცხელ ჰაერს (იქნება რკინის ზამბარით თუ ნიტრო პისტონით) გასროლისას დგუში ცილინდრში კუმშავს ჰაერს და შეკუმშვისას როგორც ყველა ნივთიერება ასევე ჰაერიც ცხელდება, თუ ამ ჰაერში არის, ზეთის ანაორთქლი და პლიუს ის ფაქტი რომ შეკუმშვა ძალიან მცირე დროის მონაკვეთში ხდება, იწვევს ზეთის აირის გაცხელებას და კრიტიკულ წვის ზღვარზე ასვლას, შეიძლება უბრალოდ აალდეს ზეთი დგუშში და გასროლისას არაკონტროლირებადი მეტი ენერგია, მოგცეს, მეორე გასროლაზე, ნაკლები, მესამეზე უფრო მეტი და ასე შემდეგ, პლიუს აბინძურებს თოფის შიგნეულობას და წვავს მანჟეტებს.... მორჩა, მეტი არაფერ შუაშია ცხელი და ცივი ჰაერი.

ტყვიის ლულიდან გამოსვლისთანავე ჰაერი ფართოვდება და 20-30 სანტიმეტრში იფანტება, მაქსიმუმ პაწუა ღრუბელს შენიშნავს ბალახების მოძრაობის ხარჯზე ჰა-ჰა 1 მეტრზე (ახლა მილიმეტრების ზომვა არ დამიწყო მიახლოებით გეუბნები), შენ მემგონი გგონია რომ ცხელი იქნება თუ ცივი ჰაერი იქნება ტყვიას უკან მისდევს ლაზერის სხივივით და მიზანში მოხვედრამდე თან მისდევს და აწვება...

არავინ არაფერს არ აწვება, ტყვია ლულიდან გამოსვლისთანავე კარგავს მიმწოლ ძალას და იწყებს სიჩქარის კარგვას, შემხვედრი ჰაერის წინააღმდეგობის გამო.

ახლა შემოგიტრიალებ სიტუაციას, ვთქვათ და მარადიორიც და ეს ბენჯამინ ტრაილია თუ რაცხა ჭირია, ტყვიის გასროლისას ერთნაირ ტყვიას ერთნაირ სიჩქარეს აძლევენ, ნუ ვთქვათ 250 მეტრ წამს, რომელი თოფიდან გამოვარდნილი ტყვია უფრო მალე დაეცემა მიწაზე?

შენი გამოთვლებით ცხელი ჰაერის გამო რატომღაც ნიტროს ტყვია უნდა დავარდეს უფრო მალე და ნაკლები დამანგრეველი ძალა უნდა ჰქონდეს...

არაა ეგრე, ლულიდან გამოსვლისთანავე ორივე იდენტურ პირობებში ხვდება და ერთნაირად მოიქცევიან.... არა აქვს მნიშვნელობა თუ რის ხარჯზე მოხვდა აჩარება, ჰაერის გაციების გამო თუ ჰაერის გათბობის გამო.

საიდან რა მოიტანე რა დაასკვენი??????

შენ თუ იმის თქმა გინდა რომ PCP-ს მეტი სიჩქარე აქვს, ყოველთვის ვიდრე ვთქვათ რომელიმე ზ.დ.პ-ს, ეგ სულ სხვა მიზეზებითაა გამოწვეული. ისევ ფიზიკა და მათემატიკაა საჭირო!

ვთქვათ PCP ისვრის, ტყვიას (სიჩქარე და წონა ენერგია ამ შემთხვევაში ნაკლებად გვაინტერესებს), რის ხარჯზე ისვრის, ტყვიას? იმის ხარჯზე რომ რაღაც მოცულობის, მაღალი წნევის ჰაერის პორცია აწვება ტყვიას. საშუალოდ ეს არის 10-15 (ზოგი კაი 20-ს და 30-საც ხარჯავს) კუბური სანტიმეტრის მოცულობის ჰაერი სადღაც 120-130 ატმოსფეროთი

ახლა მარტივი მათემატიკა ავიღოთ საშუალოდ იყოს 12.5 კუბური სანტიმეტრი ჰაერი და 125 ატმოსფერო (თითქმის იდეალური სპორტული თოფის, პარამეტრებია, რეალში უმეტესობა სანადირო თოფი 1.5-ჯერ ან 2-ჯერ მეტს ხარჯავს), რომ მივიღოთ ჩვეულებრივი 1 ატმოსფეროს მოცულობა უბრალოდ უნდა გავამრავლოთ 12.5 კუბი 125-ზე, გამოვა 1562.5 კუბური სანტიმეტრი მოცულობა. უხეშად მარტივი გასაგები და დასაანგარიშებელად წარმოსადგენი რომ იყოს, ეს არის, 1.5 ლიტრი მოცულობის ჩვეულებრივი ჰაერი რომლითაც ვსუნთქავთ!

ახლა მითხარი რომელ ზ.დ.პ-ს გააჩნია ამხელა მოცულობის, ცილინდრი, რომელშიც დგუში მოძრაობს!? არ არსებობს მაგხელა ზ.დ.პ... 1.5 ლიტრი არის დიდი კოკა-კოლას პლასტმასის ბოთლი, რომელ თოფს აქვს მაგხელა მოცულობა!, არცერთს, ამიტომაც აგებს უმეტესობა ზ.დ.პ სიჩქარეში PCP-სთან მიმართებაში და არა ცხელი თუ ცივი ჰაერის გამო!

ახლა მეტყვი აბა მაგნუმ კლასის ზ.დ.პ როგორ ისვრის 300 მეტრსო... იმის ხარჯზე რომ უფრო ძლიერი ზამბარა აქვს, და ცდილობენ უფრო ჩქარა მოხდეს ჰაერის შეკუმშვა რომ დარტყმის ტალღა მეტი იყოს, პლიუს ნებისმიერ ვარიანტში მაგნუმ კლასს დიზელის ეფექტი აქვს, აალებისას კი ჰაერი უფრო ფართოვდება და მაგით კომპენსირდება იმ ჰაერის მოცულობა რაც საწყისად არ გააჩნია ზ.დ.პ-ს თავის ცილინდრში!

ეს ხომ ყველაფერი გაიგე, იმედია გაიგე, თუ არა და ფიზიკას ვერსად გაექცევი smile.gif იცოდე ეინშტეინი არ გაპატიებს biggrin.gif D: biggrin.gif

ახლა კი რაც შეეხება 120 ატმოსფეროს და ნიტროს როგორ შეიძლება მეტი არ ჰქონდეს, და რატომ ვერ ვკუმშავთ... ისევ და ისევ ფიზიკის გაკვეთილები არ უნდა გაგვეცდინა და მათემატიკის მასწავლებლისთვის უნდა დაგვეჯერებინა!

უხეშად რომ ავიღოთ ჰაერის ზამბარის, ცილინდრი არის, 18 მილიმეტრი, ხოლო წნევა არის, 120 ატმოსფერო, თოფის გადატენვისას, ჰაერის ზამბარაში დგუში უკან მოძრაობს და რაც იყო მოცულობა ჰაერის ცილინდრში მცირდება, მოდი იყოს, 2-ჯერ შემცირება, რეალში კი მგონი კაი 3-4-ჯერ მცირდება მოცულობა... გააჩნია დგუში რა სიღრმეზე ჩადის ცილინდრში

ესე იგი იმედია იმაში მაინც დამეთანხმები რომ 2-ჯერ შემცირებისას, ცილინდრში არსებული 120 ატმოსფერო 2-ჯერ შეიკუმშება და შესაბამისად 2-ჯერ მეტი წნევა იქნება ანუ უხეშად 240 ატმოსფერო....

ახლა მათემატიკა მოვიშველიოთ 18 მილიმეტრიანი დგუში ფართობი გამოვიანგარიშოთ, ეს არის, დგუშის რადიუსი კვადრატში, გამრავლებული პი-ზე, (ნუ იმედია ეს მაინც გაგიგია 3.14 რა ჭრია!)

ახლა 20 მილიმეტრში რადიუსი არის, 9 მილიმეტრი ანუ 0.9 სმ, და მისი კვადრატი არის 0.81 სანტიმეტრი, გავამრავლოთ 3.14-ზე და მივიღებთ 2.5434 კვადრატულ სანტიმეტრს!

ახლა ფიზიკა გავიხსენოთ რა ჭირია 1 ატმოსფერული წნევა - ეს არის, 1 კილოგრამის ზეწოლა 1 კვადრატულ სანტიმეტრის ფართობზე....

დარჩა მინი მათემატიკა რომ გავიგოთ რა ძალა აწვება დგუშს როდესაც ცილინდრში 120 ატმოსფერო ჰაერია, ამისათვის წეღან მიღებული 2.5434 კვადრატული სანტიმეტრი უნდა გავამრავლოთ 120-ზე გამოვიდა 305.208... იყოს მხოლოდ და მხოლოდ 300 კილოგრამი!

ანუ 120 ატმოსფეროზე, დგუშს აწვება 300 კილო წინააღმდეგობა, რომლის გადალახვაც გიწევს თოფის გადატენვისას და რაც უფრო და უფრო უკან მიგაქვს თოფის ლულა გადატენვისას, ჰაერის ზამბარის, ცილინდრში მოცულობა სულ უფრო და უფრო მცირდება და წნევა იზრდება თავისი წინააღმდეგობის, გამწევი კილოგრამებიანად, წეღან მოლაპარაკებული 2-ჯერ შემცირების შემთხვევაში შენ ებრძვი 600 კილოგრამ ძალას!

და ამ ყველაფრის, მერე შენ გინდა მითხრა რომ 600 კილოგრამს აწევ? ჯერ სადმე გარეთ დიდი ქვა ნახე ასე 50 კილოგრამიანი და მისი აწევა სინჯე! გეხმარება თოფში, ლულის ეფექტი რომელიც ბერკეტის როლს ასრულებს, მაგრამ ამ ბერკეტსაც უნდა ძალა, რომ ის საშინელი ენერგია გადალახო, უბრალოდ რაც მეტია, ლულა სიგრძეში, მხარი მით მეტია, და გეომეტრიული პროპორციით მცირდება შექმნილი წინააღმდეგობა, უხეშად რომ ვთქვათ 600 კილოგრამის მაგივრად ებრძვი მხოლოდ და მხოლოდ 60 კილოგრამს, მაგრამ არც ეგაა იოლი!

მიუხედავად იმისა რომ ადამიანს ხელებით მოწევა და გაწევა უფრო უადვილდება ვიდრე ჩაკუზული მდგომარეობიდა, მძიმე ქვის აწევა, მაინც დიდი ძალაა, და ნუ უყურებთ ეგრე ზერელედ ამ საკითხს! მითუმეტეს რომ რეალში უფრო მეტ ძალასთან გაქვთ საქმე...

და მითუმეტეს რომ რეალში ქარხნულ ნიტრო პოსტონში არ არის, 120 ატმოსფერო და არცერთი ნორმალური ხელოსანი თავისით ზამბარაში 120 ატმოსფეროს არ ტენის (ყველასათვის ცნობილია ქარხნული შედარებით სუსტია, ამიტომაც, არის, რომ ბევრი გადაკეთებას, ჩალიჩობს ან ოსტატს უკვეთავს უფრო ძლიერს), თუ კლიენტი არ გაუხურებს და გინდა თუ არა ჩამიტენე 120-125-130 და 140-იო არ დაუწყებს... ოსტატს ფეხებზე ჰკიდია, დაუკვეთე გაგიკეთა, მაგრამ იგივე ფორმულებით გამოთვალე აბა რა ენერგიას ებრძვი, და ეგ გამონთავისუფლებული ენერგია რა ხარისხიან უკუცემას მოგცემს ეგეც გამოიანგარიშე და შეეცადე შეიგრძნო!

ამ პლანეტაზე ჯერ მოქმედებს ფიზიკის კანონები, და 5 მილიარდი წლის მერე როდესაც ანდრომედას გალაქტიკას შეეჯახება ჩვენი გალაქტიკა შეიძლება სხვა კანონები მოქმედებდეს, მაგრამ ამჯერად მოქმედებს ის რაც მოქმედებს და გაითვალისწინეთ, ბრმად რაღაც გაუაზრებელ იდეებს ნუ აფრქვევთ!
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(ja_ja @ Sep 15 2012, 12:02 PM) *

აუ რამხელა წიგნი დაგიწერიაbiggrin.gif მართალი ხარ ფიზიკაში და ქიმიაში: დაბალი მსუქანი და ჭორპლიანი მასწავლებლები მყავდა. ასევე მეჭეჭებიც ჰქონდათ, შენი თქმის არ იყოს და რა ჩემი ბრალია?

sorry.gif

მე ესე ვიცოდი უბრალოდ და ზუსტი მიმართება მეგონა sad.gif
soso_k3
რავიცი ტოო ხმელო ის ცხელი ჰაერი სადამდე მიდის გაფიცებ? biggrin.gif . ხო რაც შეეხება კითხვას, არანაირი ვინტი არ ააქვს შემოტრიალებისას რომ ხელი შეეშალა ხმელო ამას დაა. . .
gregory
ციტატა(x.m.e.l.o @ 15th September 2012 - 10:42 AM) *
რაც მონობლოკს აქვს, ნეტა ემთხვევა იარაღის ცილინდრზე განთავსებულ ნახვრეტს? ოპტიკამ რო უკან არ დიხიოს მგონი გასაგებად ავხსენი რავიცი

ხ.მ.ე.ლ.ო
ეგ მერცხლის კუდი კი არაა! ეგ ვივერია. მაგას ამომაჭრელები აქს და ვინტი მაგათ შორის ფიქსირდება. საე რომ ოპტიკა არსად გაიქცევა
ხ.მ.ე.ლ.ო
ამაზე ამბობ გრეგორ? smile.gif ხერხივით კბილები რო აქვს? smile.gif შესაბამისად ვივერსაც აქვს მასეთი ხერხივით კბილები და ერთმანეთში ჯდება ხო? smile.gif

ja_ja
gregory
უპს ეგ საერთოდ გამომრჩა smile.gif

ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(x.m.e.l.o @ 15th September 2012 - 10:42 AM) *
ჯაჯა, რინგის შემობრუნება კი ურჩიე მაგრამ რა მაეჭვებს იცი? ის გამოშვერილი ადგილი (ანუ ვინტი რო უნდა ამოატრიალო და ისე ჩასვა) რაც მონობლოკს აქვს, ნეტა ემთხვევა იარაღის ცილინდრზე განთავსებულ ნახვრეტს? ოპტიკამ რო უკან არ დიხიოს მგონი გასაგებად ავხსენი რავიცი

ვივერის რელში, ნუ სხვანაირად პიკატინის რელსი (ცოტა განსხვავება კი არის, მაგრამ ძირითადი ერთი და იგივეა), ეს არი არის, უბრალოდ სწორი ბრტყელი ზედაპირი. ჯერესერთი მერცხლის კუდისგან განსხვავებით უფრო ფართეა, მეორეცესერთი აქვს, ჩანაჭრები, სტანდარტული დაცილებით და სტანდარტული ჩაღრმავებით.

ეს ჩაღრმავებები გაკეთებულია სპეციალურად, თავდაპირველად სამხედროები, იყენებდნენ, შემდეგ ასევტქვათ სამოქალაქო ბრუნვაშიც შემოვიდა. მერცხლისკუდისგან განსხვავებით ვივერს/პიკატინის სპეციალურად აქვს, ღიობები სადაც ფიქსირდება ვინტები, უფროსწორედ რინგებში ან მონობლოკში გაწრილი ვინტები.

ეგ იძლევა 2 პლიუსს შესაძლებელია ზუსტად ფიქსირებული ბიჯებით გადაადგილება რინგების და ოპტიკის, ან იმახსოვრებ სად გქონდა და მუდმივად იქ აყენებ და მეორე პლიუსი გაძლევს საშუალებას ჩქარი მოხსნის რინგები და რელზები გამოიყენო.

დააკვირდი გინდა დადებულ სურათს, გინდა აგერ ჩამე სმიერ მოყვანილ სურათს

იედია ჩანს ჩანაჭრები... დეტალური ინფორმაცია ზომებზე და წარმოშობაზე შეგიძლაი გადაიკითხო ვიკიპედიაში და იმედია უაზრო ეჭვები არარ გაგიჩნდება smile.gif

koknar
ციტატა(gregory @ 15th September 2012 - 01:03 PM) *
მერცხლის კუდი

აქ ხალხს ფიზიკას და გეომეტრიას ერთად რო ასწავლით, თუ წესრიგია წესრიგი იყოს, მერცხალი არის Swallow, მტრედი არის Dowe.
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(ja_ja @ Sep 15 2012, 02:35 PM) *
gregory
უპს ეგ საერთოდ გამომრჩა smile.gif

ხ.მ.ე.ლ.ო

ვივერის რელში, ნუ სხვანაირად პიკატინის რელსი (ცოტა განსხვავება კი არის, მაგრამ ძირითადი ერთი და იგივეა), ეს არი არის, უბრალოდ სწორი ბრტყელი ზედაპირი. ჯერესერთი მერცხლის კუდისგან განსხვავებით უფრო ფართეა, მეორეცესერთი აქვს, ჩანაჭრები, სტანდარტული დაცილებით და სტანდარტული ჩაღრმავებით.

ეს ჩაღრმავებები გაკეთებულია სპეციალურად, თავდაპირველად სამხედროები, იყენებდნენ, შემდეგ ასევტქვათ სამოქალაქო ბრუნვაშიც შემოვიდა. მერცხლისკუდისგან განსხვავებით ვივერს/პიკატინის სპეციალურად აქვს, ღიობები სადაც ფიქსირდება ვინტები, უფროსწორედ რინგებში ან მონობლოკში გაწრილი ვინტები.

ეგ იძლევა 2 პლიუსს შესაძლებელია ზუსტად ფიქსირებული ბიჯებით გადაადგილება რინგების და ოპტიკის, ან იმახსოვრებ სად გქონდა და მუდმივად იქ აყენებ და მეორე პლიუსი გაძლევს საშუალებას ჩქარი მოხსნის რინგები და რელზები გამოიყენო.

დააკვირდი გინდა დადებულ სურათს, გინდა აგერ ჩამე სმიერ მოყვანილ სურათს

იედია ჩანს ჩანაჭრები... დეტალური ინფორმაცია ზომებზე და წარმოშობაზე შეგიძლაი გადაიკითხო ვიკიპედიაში და იმედია უაზრო ეჭვები არარ გაგიჩნდება smile.gif

უაზრო ეჭვი რატო, არ მქონი ეგეთი იარაღი და არც დავინტერესებულვარ, შესაბამისად არ წამიკითხვავს ინფორმაცია smile.gif რომ
არ დაგეწერა ეხლა ეს პოსტი ხო სხვა ვერ გაიგებდა მაგის შესახებ? smile.gif ხო და ეხლა დაინტერესებულებიც გადაიკითხავენ : თან ამავე თემას ეხება რადგან ბენჯამინს ადგას ეგ smile.gif
ja_ja
koknar
koknar
ციტატა(koka @ 15th September 2012 - 02:42 PM) *
თუ წესრიგია წესრიგი იყოს, მერცხალი არის Swallow, მტრედი არის Dowe.

ერთი შენ არ არაკუნებდე რა smile.gif ჯერესერთი ცალკე dove-ზე არ არის საუბარი, არამედ სულ სხვა ტერმინზეა საუბარი dovetail-ზე.

მერეცესერთი ჩვენთან ეგ ტერმინია ეგრე მიღებული და ეგ იგივეა რომ იძახო GUN-ს ნუ იძახით ქართულად განდეგილს ნიშვავსო smile.gif ჩვენთან ეხლა კი არ ჩამოყალიბდა ეგ ტერმინი, არამედ კაიხნისწინანდელი ტერმინია, სხვა თუ არაფერი ეს თუ გინახავს

ეგეც მერცხლის კუდია, აი გადაჯაჭვა რომაა ორ ფიცარს შორის... აბა მიდის, რომელიმე დურგალს უთხარი მტრედის კუდით მინდა გადაბმათქო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მერცხალ ვიდელ? კუდი სმატრელ? უ ნას ტამ გორი, გორი! smile.gif

არ გვინდა ახლა ინ კოლორში სპიკერობა და ტასკების დროპდაუნი თავისი სოლუშენებით, ინმლემენტაციის მინინგით და მანუალ მენეჯმენტით smile.gif რაც არის, ძველი და ოდითგანვე მიღებული ტექსტი ქართულში ის არის ჩვენთვის. ახლა რა ვქნათ რომ ინგლისელებს მტრედის ხორცი უყვარდათ და ამიტომაც სულ მტრედის კუდებზე ჰქონდათ გართულება smile.gif

ეგრე რაიმე პაპუასების ტომისთვის ეგეთი ამოჭრა, ან შეერთება შეიძლება იყოს ბაყაყის ყუჭის თავის მოტეხილობა smile.gif ახლა იმათაც ავყვეთ smile.gif

ამიტომაცაა აზრობრივი თარგმანი და სიტყვა-სიტყვით თარგმანი, ამ შემთხვევაში პირველია გამოსაყენებელი, მეორე ხშირად კაკრაზ კაზუსებს იწვევს და მანქანურ თარგმანს ჰგავს smile.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

აუ დღეს რა უდარზე ვარ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.