soso_k3 ციტატა(soso_k3 @ 10th November 2011 - 01:45 PM)

Ja_Ja გაიხარეეეე, მეც მაგიტომ დავსვი ეგ კიტხვააა,
არაფრის....
ისე ამასწინათ ერთერთ ამერიკულ მაღაზიაში ვიყიდე ზუბილა... 15$ მივეცი (ნუ 14.38$ რეალში), ჩამოვიდა და მეორე დღეს ლილოზე აღმოვაჩინე იგივე. დავებაზრე ბიძას და 2 ლარად მომცა... აუ რა გატეხილში ვიყავი რომ იცოდე, მეთქი რამ მიმაცემინა 15$... ორივე ერთნაირი ფორმის იყო, ორივეს ერთი და იგივე ფირმა აწერია, ორივეს Made in China წერია...
ესეიგი სახლში მოვედი და დავაძრე ლურსმანი, დავდე რკინის ბრტყელ ბალვანკაზე და ნუ ზუბილით გადაჭრა ვცადე, ჯერ ამერიკული-ჩინური გავტესტე, ნუ ერთი ჩარტყმა და ლურსმანს - "ტავი მოჩრა..."

.. მერე ლილოს ზუბილა გავტესტე... ნულსმანი არ გადაიჭრა მე-4 ჩარტყმის მერეც კი, და იცი რატომ

, ზუბილას ლურსმის ფორმის ღარი გაუჩნდა და ლურსმანი ბედნიერად აგრძელებდა კოტრიალს

საერთოდ ბევრი ეგეთი კურიოზი მომსვლია, იქ "ზვიოზდოჩკა კლუჩებზე" ასევე "შესტიგრანიგებზე", აქაურებს იაფად შოულობ და ერთი ვინტის მოხსნაში გადასაგდებია, იქაურში ლამის 10-ჯერ მეტს იხდი, მაგრამ 10 000 ვინტს მოგაშვებინებს და არც არაფერი არ სჭირს...
აქ აშკარად უშვებენ იმ ნაგავს რომელიც ჩუნგ-იუნგ პეი-ს მიერ ჩაქუჩითაა ნარაკუნები, ნუ ხარისხიც შესაბამისია, ლამის ალუმინისგანაა გაკეთებული გინდა ინსტრუმენტი გინდა ნაკეთობა, იქაური კი.... მოკლედ ვერ შეადარებ, და სიტყვა "ჩინურია" უფრო ჩვენს გვახასიათებს და ჩვენი ვაი მეწარმეების კისერზეა უხარისხო საქონელი და შესაბამისი ჩვენი რეაქცია. თორემ ეგრე ვიღაცა პადვალში შეიძლება გერმანიაშიც რაცხას ხლაფორთობდეს, ვთქვათ იგივე ჩინელი ან მალაიზიელი ემიგრანტი, საქონელს ეწერება Made in Germany მაგრამ ხარისხი იქნება... მოკლედ გერმანიისთვის გამოვა - ჰაი ტარაკუმ რესპუბლიკა

...
ციტატა(soso_k3 @ 10th November 2011 - 01:51 PM)

რა იყოთ ხალხო მე ცუდის თქმა კი არ მინდოდაა, უბრალოდ რომ გავიგე ჩინურიო მაგიტომ მაინტერესებდაა
ნუ ხალხმა შეილება არასწორად გაიგო, იციან ხარისხი და იმიტომ

ანუ კაი ხარისხი აქვს. ვერავინ მოაბა ტავი რეპორტს, თორემ.....
ციტატა(soso_k3 @ 10th November 2011 - 01:51 PM)

თორე მაგ პნევმოს ფანი გავხდი ისე მინდა ყიდვააა
ეგ თავისთავად, ყველა ვინც მოვიწამლეთ ფასს მნიშვნელობა როგორც წესი მაგ დროს აღარ აქვს, ხოლმე

გინდა და მორჩა, მანდ უკვე სული და ემოცია მოძრაობს...
ციტატა(soso_k3 @ 10th November 2011 - 01:51 PM)

თუმცა გრიგოლიმ აღარ მააქვსოოოო
აი ჩვენი ლამაზი მებაჟეების გადასარევი მოქმედების გამო ყველა მოკვდავ და უკვდავს ეგ პრობლემა გვაწუხებს