


მოკლედ ვხსნი ამ ტემას სადაც ასევთქვათ სლუჩაინი ნანადირევი გვექნება, ანუ იქ ფანჯრიდან ამო ჩამოაგდეთ, პახმელიაზე იყავი ხელები გიკანკალებდა და ვერ ისროლე, ვერ ესრომე მარა მაინც ჩამოვარდა. ჩამოვარდა მარა რამოდენა ჩემოვარდა

ნუ ამ თემის გახსნა მომაფიქრდა იმის გამო რომ სლუჩაინი ნანადირევის პოსტება უაზროდ აქა იქ იჩითება ხოლმე და ჯობია ერთ ადგილზე იყოს ყველა მათგანი, თან დღეს დილიდან არ მოამსვენა ხმამ კარრრ-კარრრრრ. ჯანდაბას გამოგხედავთ მეთქი და.... ზის რუხი ამო. უშინდელი ტყეში ბოლიალისას მიზანი გასწორებული იყო, ვიცოდი სად უკაკუნებდა ასე რომ ბევრი ფიქრის გარეშე აივნის კარების შეღება და პფფფფ, მიფრინდა მიზნამდე ჩემი ლაზერული ტყვია , მოხვდა გოგრაში და ხმით კ (ვაბშე ეგეც როგორ თქვა მიკვირს) მომენტალურად ჩაერჭი მეზობელი სახურავის თოვლის სქელ საფარში.
გასწორებული შემოვედი, ჩავიცვი შარვალი და ჯემპრი რადგან ვიცი ახლა პანაშვიდის პროცესია მოვა. მოვიდნენ, დოხრენა მოვიდნენ

მოკლედ ჩამოჯდა ნათესავი იგივე ანტენაზე, იგივე ლაზერული ტყვია ზუუუსტად გოგრაში და იგივე პოზით სახურავზე ჩარჭობა (სამწუხაროდ ის სახურავი ცოტა ზემოთაა ვდა ვერ ვცედავ ჩარჭობილ ამოებს)
გაგეცინებათ და მესამე ზუუსტად იმავე ანტენაზე ჯდება, ოღონდ ხმას არ იღებს. გავზედე ოპტიკით პირში რაღაც უჭირავს და თავს იქნევს. ამ თავის ქნევის გამო თავში ვერ დავუმიზნე, მარა ცოოტა ქვევით მოხვდა, ეს კკკრრ-ს ძახილით არ შეელია ამ სამყაროს, პური გააგდო, ფეხებით სცადა აკრობატული ილეთების ჩატარება, მარა ესეც იმაცე სახურავზე და იმავე ძმათა სასაფლაოზე ნისკარტით ჩაერჭო.
გარეთ რა ხდება ამასობაში ენით ვერ ავღწერ, 1 ამო-ზე ამდენი ნათესავი ტრიალებდა და 2-3-ზე აზრზე მოდით რა ხდება, მთელი მეზობლობა გარეთ იყურება ვერ ხვდებიან რამ გადარია ეს ნაცრისფერები, მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც რაც იყო არის სოციალური წყობა. ანუ ხშირად მაქვს შემჩნეული რომ ყვავთან ახლოსაა კაჭკაჭი. აი რას წერს ვიკიპედია ამ ფრინველზე:
კაჭკაჭი (Pica pica), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა ყორნისებრთა ოჯახისა.
ყორანიო?? მდაა, ახლა ვხვდები რაც ხდებოდა ჩემი აივნის წინ. მოკლედ ესენი შავთეთრი ამოები არიან, ისენი რუხ-შავი ამოები, ერთი ოჯახი ყოფილა თურმე, მოკლედ ასე თუ ისე პანაშვიდის პროცესიას შეემატა 5-6 კაჭკაჭი. უბანში ენით აუღწერელი ორომტრიალია, თან ჩვენთან სამი კორპუსი ჩაკეტილ შიდა ეზოს ქმნის და ამათი კაჭ-კაჭ-კარ-კარ-ის ხმები ექოსავით ტრიალებს იქეთ აქეთ.
მოკლედ საოცარი სოციალური წყობა დავინახე, ნუ ყვავების ამბავი გასაგებია და მივეჩვიეთ, მაგრამ პანაშვიდზე კაჭკაჭებიც გაძრობილიყვნწნ და დაეტირად რუხი ამო.... რავი მე პირველად ვნახე ასეთი რამ, ცოტა არ იყოს უცნაური იყო.
ვაცადე ცოტახანი, დაჯდნენ ისევ, ამ დროს ოჯახის წევრები დამადგნენ თავზე და შეესწრნენ კიდევ ერთი ამოს ჩამოვარდნას. მეთქი ასე და ასეა საქმე ერთი ამბავია ნუ მიშლით მეთქი ხელს, შევარდი სახლში მეორე კლიპი წამოვიღე მეთქი რომ გამითავდეს ლაზერული ტყვიები მერე რა გინდა ქნა მეთქი და...
ამ ... ხომ გაგიგიათ ციხე შიგნიდან ტყდებაო... ჰოოდა იმ დროს როდესაც მე მეორე კლიპი მოვიმარაგე ოჯახის წევრები შემოდიან პეტიციით და ლოზუნგებით:
- გადავარჩინოთ ამოები. მოვკვდი სიცილით, მარა ჯანდაბას დავნებდი, რადგან უკვე გართობა აღარ იჩითებოდა, უაზრო სისხლისღვრა მოხდებოდა. ამიტომაც პეტიცია მივიღე, პირობა დავდე რომ დღეს აივნიდან აღარცერთ ამოს არარ ჩამოვაგდებდი, დავდე მარადიორი ადგილზე და ვეცი ფოტოაპარატს.
გამახსენდა რომ აკუმულატორები ჩალაგებული არ მქონდა, ვეცი აკუმულატორებს, ჩავყარე გავარდი პროცესიის გადასაღებად და ეკრანზე წერია რომ მეხსიერება ჩკაო



სწორედ ის ანტენა, რომლის ქვეშაც მინიმუმ 4 ამო მარხია


პანორამა

აი ამ სილამაზეს კაცი გაუშვებდა პეტიცია რომ არ ყოფილიყო?? სურათის გადაღებიდან კიდევ კაი 5 წუთი ასე იჯდა, მანძილი 23-26 მეტრი, მოკლედ გამოჩარხული FT-ს სამიზნეა რა

ესეც ყველაზე შორეული დისტანცია 79 მეტრი, მაგამ ამასაც მივწვდებოდი, ან ბოლო ბოლო მოვსინჯავდი, მარა ისევ და ისევ პეტიცია და ხელში აპარატი რომლითაც ეს ამო იყო ჩაკარტოჩკებული.

მოკლედ დილიდან გავერთე, ვიწუწუნე რომ დისკო ვერ ავამუშავე დაგლეჯილი რეზინების გამო თორემ ამათ ვაჩვენებდი მე როგორ დაფრინავენ ალუბლის კურკები. ეჰ....
მოკლედ გუშინდელ ტყეში ბოდიალზე უფრო კაი ნადავლი მაქვს აივნიდან, ეგაა რომ ყოველთვის ეგეთი კაი შედეგებით არ თავდება ხოლმე საქმე.