ციტატა(nihontoman @ 8th March 2010 - 04:08 PM)

მტრედი იჭმევა? (არ დამცინოთ ოღონდ არ ვიცი როგორ ხდება ფრინველთა სამყაროში)
ეს არის, გარეული მტრედი, ეგრეთწოდებული - გულიო. იჭმევა და თანაც ძალიან გემრიელია, დანარცენი რაც სურათზეა არის გვრიტი, ეგენიც იჭმევა, მაგრამ გულიოს უფრო კარგი ხორცი აქვს, მე ორივე მაქვს ნაჭამი
ციტატა(kakha @ 8th March 2010 - 04:11 PM)

შამფურზე,მაყალზე უკვე ვიცი.რამე
ექსტრა მინდა.
შამფურზე არ გირჩევ, აგერ შენ რეცეფტი,
მტრედი მონასტრულად:კარგად გაასუფთავე, (ეგრევეც იპუტება, მაგრამ ცხელი წყალი თუ გაქვს უფრო მარტივად იზამ მაგ საქმეს) 3 ცალი მტრედი, კარგად დაზილე მარილით, (სვანური მარილი უფრო კარგია) დაუმატე ცოტა პილპილი,
მცირე ზომის ქვაბში, სადაც 3 მტრედი მოთავსდება, ჩააგდე 3-4 კოვზი ერბო, ჩაამატე 20 თავი პატარა ზომის ხახვის ბოლქვები, ცალკე ტაფაზე ჩაშუშე სოკო (თუ საველე პირობებში აკეთებ, შეგიძლია პირდაპი ქვაბში ჩაშუშო)
ეს ყველაფერი ოდნავ რომ შეტბება და წამოდუღებას დაიწყებს, დაამატე 1 ჭიქა წყალი, დაახურე თავსაფარი და სანამ ოქროსფრად არ დაიბრაწება ცეცხლიდან არ გადმოდგა...
მტრედი რძეში:2-3 მტრედს მოათავსებ საშუალო სიღრმის ჭურჭელში. დაასხამ რძეს.
გააჩერეთ 3 საათი. ამოიღებ რძიდან და აცლი დაწურვას. ათქვიფავ 3-4 კვერცხს.
დაწურულ მტრედს დაზილავ ხრეში მარილით. ჩააწყობ ამ მტრედებს ათქვეფილ
კვერცხში, რის შემდეგაც ამოსვრი საფანელში (დაფშნილ ორცხობილაში).
მტრედი უნდა შეიწვას დიდი რააოდენობით ერბოში.
პრიატნავა აპეტიტა

ესენი მასწავლა ერთმა კარგმა ადამიანმა - 919 მა