20 მარტის გასვლა გამოსვლამოკლედ დღეს შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ წანადირება. სანადირო კოლექტივი შედგებოდა შემდეგი პნევმო ხალხისგან
GeojorjikaDavitusCZ80ja_jaდავიწყეთ ავლაბრიდან და საბურთალოზე სრული კოლექტივი შევიკრიბეთ. გეზი კი ავიღეთ ნაქები გლდანის ნაგავსაყრელისკენ.... ჰო... ცოტა წინ გავუსწრებ სიტუაციას და ვიტყვი: მე მეორეთ მაგ ადგილზე წამომსვლელი არა ვარ.
მოკლედ ასე თუ ისე მივაგენით გლდანს, მივაგენით მაღაზიას, ავიღეთ წყლის მარაგი და.... დავაწექით ყვავების გასაცნობად. მივადექით სატრანზიტო გზას და ცოტა ხანში კვამლის მიხედვით მივაგენით ნაგავსაყრელს...
ჰოო შორიდანვე ჩანს რომ რაღაც ენით აუღწერელი ორომტლიალი ხდება, 200-300 ერთეულიანი შავი ფერის გუნდები ხან ერთ მხარეს გადაიფრენენ, ხან მეორე მხარეს... მოკლედ ფაქტია, დღეს აქ გულს გავახარებთ. ავყევით შორიახლო ტერიტორიებს და ნაგავსაყრელის მარცხენა მხარეს შორიახლოს ღობესთან ვნახეთ პირველი ჩამომძდარი ფრაკიანი მფრინავი პინგვინები.
პინგვინები ეძახე და ყაყანებენ ისე რომ... მოკლედ ჩემი თოფი დაუტენავია, ჯორჯიკასი და დავითის თოფები ხმაურობენ, ამიტომ ეცა ჩე-ზე თავის თოფს, და გაუგზავნა მხურვალე მილოცვა ერთერთ პინგვინს... შენს არ მომიკვდე, არ მოხვდა...
ჩამოჯდა მეორე, იმასაც არ მიუვიდა მილოცვა, ჩე-ზე გაბრაზდა და შეკურთხების დაგზავნა დაიწყო, ნურას უკაცრავად ეგეც არ ეტევა ლულაში, გვერდზე უხვევს და ადრესატამდე არ მიდის. გადავწყვიტეთ რომ IP მისამართები ჰქონდათ დამალული მფრინავ პინგვინებს და სანამ ჩე-ზე არ გაასწორებდა თავის თოფის ოპტიკურ ბოჩკოვან მილოცვების დასამიზნებელს, მანამდე სხვა გზები გვენახა.
გადავწყვიტეთ ნაგავსაყრელზე შესვლა, შესვლა უპრობლემოდ მოხდა, და იქ ჩვენ ყვანჩოები დავინახეთ, იქ ყვანჩოები დავინახეთ... ამას დანახვა არ ჰქვია, მთელი მინდორი ყვავებია, რასაც თვალი გასწვდება ყვავია, უბრალოდ ეგაა რომ ირგვლივ ნაგავი იწვის და მწარე კვამლის სუნია, ალაგ ალაგ კი ისეთი მყრალი, ნაგვის სუნი იჩითებოდა რომ.... არა რა არ ღირს მან წასვლა, ყვავი ერთია და ნაგავი მეორე, ასე რომ ...
მოკლედ უცებ ფანჯდრიდან ისევ ჩე-ზე, ვაჟკაცობდა, მაგრამ როგორც წინა ადრესატებმა ვერ მიიღეს მილოცვა ისევე ამ ყვანჩოებს არ მიუვიდათ არც მილოცვა არც შეკურთხვა. არა რა აურა იცავთ! ნაგვის მყრალი სუნისგან ტყვიასაც კი ცხვირი ჰქონდა ეტყობა აპრეხილი და თვალები ჰქონდა დახუჭული, შედეგად ტყვია ფოსტალიონის როლს ვერ ასრულებდა.
ამასობაში თითო გასროლაზე მთელი მინდორი ჰაერში იწეოდა და.... ბოლოს გადავწყვიტეთ მაქსიმალურად შეგვეტია, ამისათვის ჩამოვქვეითდით ყველა, დავტუმბეთ თოფები და დავუწყეთ ყვანჩოებს დევნა... ყვანჩოებმა უცებ ისქესეს რაღაც სასიამოვნო არ ხდებაო, ამიტომ სასწრაფოდ მოტყდნენ გაუგებარ დისტანციაზე.
არ შევეჩვია ამ ფაქტს, და შორიდან ვცდილობდი ნადავლის მოხსნას, მაგრამ მეც არაფერი გამომდიოდა. იქვე არესული შენობა გახდა უცებ საინტერესო, ყვანჩოები კივიან, და ტრიალებენ, გადავწყვიტეთ შენობის უკნიდან მიპარვა, გზად ისევ რამდენჯერმე სროლა, მაგრამ შედეგი ნოლი. ბოლოს შენობას მივაღწიეთ, მაგრამ ყვავები დატყდნენ, დავიწყეთ უაზროდ სროლა და...
ამ დროს ვხედავ ორი ყვავი ერთმანეთს ეხუტება და თან მიფრინავს თან ვერა, წამოვიძახე, დავუმიზნე და ვესროლე, ყვავებს მიწაზე ფორთხიალისას ავაცილე, მაგრამ ერთმა ეტყობა რაღაც ისქესა და მოტყდა, აი მეორე კი დარჩა მიწაზე და აქეთ იქეთ იყურება, მეორე სროლა სადღაც 30-40 მეტრზე და... და პირველი ყვანჩო მზადაა.

სიჩქარეში მე ორი ყვავი მეგონა, მაგრამ გორჯიკამ შეამჩნია რომ მეორე ქორი იყოო. ეჭვიც არ მეპარება, რადგან ახლოს მისვლისას ვნახე რომ ჩემი ტყვია ყვანჩოს თავში მოხვდა, მაგრამ გვერდი აშკარად სხვა არსებამ გამოაჭამა ამ ჩემს ყვანჩოს და თან გაცლებით ადრე ვიდრე მე ვესროდი.
გასაგები ხდება რატომაც ვერ მიფრინავდა და იჯდა მიწაზე, გასაგები გახდა რას ეჯიკავებოდა ეს ორი ფრინველი არსება ერთმანეთს და გამოვიდა რომ ქორი ყვავს ცოცხლად ჭამდა, მე კი ყვავს წამება ავაცილე და ჯერ ქორს გამოვტაცე უნებლიედ ნისკარტიდან, შემდეგ კი გულკეთილობა გამოვიჩინე და წამებას ავარიდე, ყვანჩოს თავში ტყვიის მოხვედრით. ჰოოო რას არ დაინახავ კაცი, ამ საცოდავს ნაწლავები გადმოყრილი ჰქონდა, მეორე არსება ცოცხლად ჭამდა და კიდევ ცოცხალი იყო...
კაი ბატონო სეზონი გაიხსნა, წავიდა სხვა ყვანჩალების შეთვალიერება, მაგრამ სად არიან??? ფაფუუუ, ყველა მინიმუმ 500-600 მეტრზე მოტყდა და ნაგავსაც არ ეკარებიან. ამასობაში დავითმა მოინადირა მტრედი (არადა ქედანი გვეგონა), ჩე-ზე-მ რავარც იქნა გაასწორა ოპტიკა და რაცხა პაწუა ჩიტი იმსხვერპლა... ვფიქრობთ ახლა რა ვქნათ სად წავიდეთ, იმიტომ რომ ყვანჩალები აქ აღარ არიან და ალბათ აღარც იქნებიან, და ამ დროს მოდის ვიღაც მენაგვე და გვეუბნება რომ ნადირობა არ შეიძლება. ჩვენც დიდი ინტერესი ნაგვის არ გვქონდა და წამოვედით.


გავისეირნეთ გლდანის ტბაზე, ვნახეთ კვატუნები, რომელსაც რატომღაც ლისუხებს ეძახიან, მაგრამ არ გვისვრია, წყალში შორს იყვნენ და აზრი არ ჰქონდა სროლას, თუმცა სიმართლისთვის უნდა ვთქვა რომ თავიდან ნაპირთან იყვნენ მაგრამ როგორც კი დაგვინეხეს გასცურეს ღრმად.
შემოვუარეთ ტბას, ჩე-ზე და ჯორჯიკა კარგად ჩაეფლნენ ტალახებში, მე ჩემმა მსუბუქმა წონამ მიშვლა და ბალახის პატარა კუნძულებზე ხტომიალით სამშვიდობოს გამოვედი...
მოკლედ ვიპლინკავეთ, აღმოვაჩინეთ ორი პატარა ბავშვი პნევმატიკით, ჩე-ზემ დაუძახა და დააშინა შეძახილით, მაგრამ მაინც მოვიდნენ, აღმოჩნდა რომ ტორუნ მაგნომით ერთობოდნენ (საფინანსოს მაღაზიაში რომ 140 ლარი ღირს, ოღონდ 4,5 კალიბრიანი), იყენებდნენ თურქულ ტყვიებს, რომელსაც პროფილში შეხედვისას .... ჯორგიკამ ბავშვებს თოვლის ბაბუის როლი შეუსრულა და ეგეთივე თურქული ტყვიების 1 კოლოფი აჩუქა

. ბავშვებს ვასროლინეთ ჩვენი თოფიდან, ასევთქვათ გავუზიარეთ გასროლის მუღამი და ამ დროს გაეძრნენ მანქანით ბავშვების მშობლები. ეტყობა დაიზმენდნენ რომ ვიცხა ბიძიები მათ ბავშვებთანე რთად იყვნენ, ამიტომ მაიკო გადმოვიდა, და გამოგვესაუბრა, აღმოაჩინა ახალი ტიპის პნევმატიკა და გაუკვირდა...
დავიძარით ამ ადგილიდანაც, და გავიარეთ დიღმის ყოფილი ავტობაზრობის ადგილებში, აქ კიდევ ერთი ყვანჩალა ვიმსხვერპლეთ, ამჯერად ჩე-ზემ, გასწორებული ოპტიკით რავარც იქნება პირველივე სროლით დააგდო ყვანჩალა, მეორეთი დააკონტროლა, დაიწყო პანაშვიდი, მაგრამ.... მაგრამ არცერთი არ დაჯდა, რადგან მანქანიდან ბოროტი ბიძია იშვერდა რკინის დუბინკას. ყვავი კი დურაკი არაა, დუბინკის ფორმას ხვდება და...

პაწა ბოდიალის მერე გადავწყვიტეთ გაგვესეირნა ლისზე. საყვარელი ადგილი რომ გვაქვს საკაჭკაჭეთი...
გზად ჩე-ზემ კიდევ ერთი ყვანჩალა იმსხვერპლა (უკვე ლისზე), ყვანჩალას ტყვია მოხვდა, აფრინდა, სადღაც 20-25 მეტრის სიმაღლეზე, გაუწია სადღაც 80-90 მეტრის მანძჳლზე და მერე მიხვდა რომ წესით და რიგით მას ფრენა არ ეკადრება, რადგან მინიმუმ 90 მეტრის წინ უნდა მომკვდარიყო. აი როგორც კი ამას მიხვდა, 25 მეტრის სიმაღლეზე ფეხებით ზემოთ ამოტრიალდა, ჰაერში ენით აუღწერელი აკრობატული ილეთები გააკეთა თავისუფალი ვარდნის სტილში და ლისის ტბის ნაპირთან წყალში ტყლაპანი გაადინა.
პანაშვიდზე მოვიდა 7-8 ყვანჩალა, მაგრამ ჭირისუფლების იმ ქვეყნად გასტუმრება არ გამოგვივიდა

ჯანდაბას, გავწიეთ კაჭკაჭნარში. აქ კი წავიდა სისხლის ღვრა... პირველი მსხვერპლი დუპლეტით გაგორდა, ანუ ერთდროულად ესროლეს ჯორჯიკამ და ჩე-ზემ.

შემდგომ შევესიეთ ტყეს და ყველამ ყველაფერს ავაცილეთ, ერთადერთი ჯორჯიკამ მოინადირა კაჭკაჭუნები. აგერ მისი მიღწევები.

ბოლოს უკვე დაბნელდა და გადავწყვიტეთ საბოლოო ვიზიტი გაგვეკეთებინა ყვანჩალების საბუდართან, ჩავედით სანაპიროზე, მაგრამ... მაგრამ ყვანჩოები ადგილზე არ დაგვხვდნენ, არ ვიცი საქმეებზე იყვნენ, საყიდლებზე, თუ იფიქრეს აქ არ გაგვახარებენ და გენოციდს მოგვიწყებენო... მაგრამ არცერთი ყვანჩალა არ დაგვხვდა. ჩამოვყარეთ ყურები და დავიშალეთ.
სულ ეს იყო დღევანდელი ჩვენი ბოდიალი, კაი გართობა იყო, კაი სანახაობაც, დასანანია რომ ვიდეო კამერა არ გვქონდა, ზოგიერთი ექსტრემ სიტუაციის გადასაღებად და ბოლოს აი ასე დავიშალეთ.