რადგანაც ბატონმა გრიგოლიმ თავის მხრივ გარკვეული პრიზები დააწესა, ნადირობა დაიწყო!!!
ყველაფერთან ერთად, მინდა შემოგთავაზოთ რეპორტი ნადირობიდან,ნანადირევის მცირე მიმოხილვა და ასევე მისი მომზადების ჩემე
ბური წესი.მერწმუნეთ ძალიან გემრიელია. მაშასე დავიწყოთ!

მტრედი,გარეული მტრედი.იგივე ქედანი.არესებობს ამ ფრინველთა 332 სახეობა.(ყოველშემთხვევაში ასე წერენ გარკვეული მეცნიერები.)მე მოგიყვებით კავკასიურ გარეულ მტრედეზე, რომელსაც ხშირად შეხვდებით ქალაქის ქუჩებში.მაგრამმ მათი საკვებად გამოყენება არარის მაინცდა მაინც მიზანშეწონილი.(ნაგავს მიირთმევენ ქალაქში.)თუ გადაწყვეტთ მოინადიროთ გარეული მტრედი
მისი შემდგომ საკვებად გამოყენების მიზნით,ჯობს ეს მოახდინოთ ქალაქიდან მოშორებით მინდვრებსა და ტყეებში.სადაც ისინი იკვებე
ბიან კენკრით ბალახით და სხვა სუფთა საკვებით.ასევე საქართველოს ტყეებში უხვად არის ეგრეთ წოდებული ღორ-ქედანა.რომელიც გა
მოირჩევა არამარტო იმით რომ არასოდეს სტუმრობს ქალაქს არამედ ჩვეულებრივ მტრედთან შედარებით არის გაცილებით დიდი წონის.
მე პირადად მომინადირებია 500 გრამიანი.გარეული მტრედი აღწევს ასე 200 250 გრამს.
თუკი ამ ფრინველს ქალაქის პირობებში შეგიძლიათ თითქმის ფეხიცკი დაადგათ, ბუნებაში ისინი უაღრესად ფრთხილები არიან.
ეს რათქმაუნდა აათმაგებს მათზე ნადირობის ინტერესს.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო მოგითხრობთ ამ მშვენიერი ფრინველის მომზადების ერთ-ერთ მეთოდს.
მონადირების შემდეგ(ზემოთ სურათზე.) გაპუტავთ,გამოშიგნავთ,გატრუსა
ვთ,გარეცხავთ.სასურველია ეს ყველაფერი მოხდეს ნადი
რობის შემდეგ.ანუ მაცივარი ავარიდოთ.ასე უფრო გემრიელია.ჯობს მოვამზადოთ მაყალზე .ნაკვერჩხალი უნდა იყოს საშუალო,რომ
არმოხდეს მისი, მტრედის ზედაპირული დაწვა.ჯობს შუაზე გავჭრათ მტრედი და გულისპირით დავაწყოთ ბადეზე, რომელიც მაყალს
ზემოდან დაეფარება.(რკინის ბადეზე.) ეს განაპირობებს მის უკეთეს და თანაბარ შეწვას.ასე 3 წუთის შემდეგ წაუსვათ კარაქი.
ვინაიდან ნანადირევი ფრინველი,არარის მსუქანი საჭიროა გარკვეული ცხიმით დაიფაროს.აუცილებელია რომ შეწვის უმეტესი დრო
დაეთმოს მკერდის მხარეს ვინაიდან ყველაზე მეტი ხორცი მკერდზეაქვს.ასე 16 წუთის შემდეგ წავუსვათ დანაყილი ნიორი და გავაგრძე
ლოთ მისი მომზადება.როდესაც შევატყობთ რომ წინა მხარე უკვე შეიწვა გადმოვაბრუნოთ და გავაგრძელოთ მისი შეწვა ზურგის მხრი
დან.(ეს უკანასკნელი საჭიროებს 6 წუთს!)
შემზვარი მტრედი მიირთვით შემწვარ კარტოფილთან ერთად. ლიმონის მცირე ნაჭერით.უხდება შავი ლუდი და ყარაყი.

ცეცხი სჯობს დაინთოს მკვრივი ხისგან რომ ნაკვერჩხალი დიდხანს შერჩეს.

ასე იბრაწება.


ესეც მომზადებული.გემრიელი.