STIG ციტატა(STIG @ 28th January 2010 - 09:49 PM)

ეს გრიგოლი ვინ არის ყველგან რომ ახსენებთ?
ან სად შეიძლება მისი ნახვა?
ტყვიები მარტო ამერიკული აქვს? გერმანული არაფერი?
ნუუუ სურათი არ გვაქვს

მარა შემიძლია შემდეგი ინფორმაციები მოგაწოდო. ეგ არის კროსმანის წარმოადგენელი საქართველოში (ნუ ახლა ზუსტ სტატუსს არ ვაცივდებით, ლოკალური დილერი რომ არის ეგ გარანტირებული ფაქტია), ამ ფორუმზეც არის დარეგისტრირებული და
თავის თემა აქვს გახსნილი დაკვეთებისთვის.
შემდგომ მაგ პიროვნების საიტია
iaragi.ge, ნუ საიტი ძველმოდურია, 90-იანების ბოლოშია ჩარჩენილი, მაგრამ მანდ არის მისი საკონტაქტო ინფორმაცია.
დღეს აპირებდა რამდენადაც ვიცი დაკვეთის გაშვებას და შესაბამისად შეიძლებოდა რაღაც რაღაცეების დაკვეთა.
გარდა ამისა საქონლის ჩამოსვლის დროს ინფოს დებს ხოლმე საიტზე
mymarket.ge რასაც ლოგოტიპი აქვს iaragi.ge მაგ კაცის მიერ ჩამოტანილია.
რაც შეეხება სხვა ფირმის ტყვიებს ჩამოაქვს თუ არა, არ ჩამოაქვს, რადგან მხოლოდ კროსმანის საქონელზე მუშაობს, სხვა მწარმოებლებზე შეიძლება მერე გავიდეს და დაამატოს თავის ასორტიმენტს, მაგრამ ამ მომენტში, ასეთი რამ არ ხდება.
ციტატა(STIG @ 28th January 2010 - 09:49 PM)

ჰენდლერი და ნატერმანი ან RWS-ის ტყვიები საქართველოში ვინმეს უნახავს (სალუქვაძის ტირის გარდა რა თქმა უნდა ) ან გამოუწერია?
ნუ კონკრეტულად შენს მიერ დასახელებული საქონელი არა, მაგრამ იდეაში ნებისმიერის გამოწერა შეიძლება და პერიოდულად ვიკრიბებით ხოლმე და ვყიდულობთ ხოლმე საქონელს, როგორც წესი pyramydair.com-ის საქონელს, მაგრამ იმის გამო რომ ჩვენს ბარათებს არ იღებენ, მაგ მაღაზიის ასევტქვათ "ბუდკა" გახსნილია ამაზონზე, და ამასონის საიტიდან ვუკვეთავთ ხოლმე სასურველ საქონელს შემდეგი პირობებით:
საერთო დაკვეთა 150-160$-ს არ უნდა აღემატებოდეს (რომ განბაჟებაში არ მოხვდეს), და ჩამოტანის ხარჯები მონაწილეებზე ნაწილდება.
ნუ დაკვეთა შემდეგ პოსტებში შეგიძლია ნახო (
პოსტი #1 მერე გვაქვს
პოსტი #2 მერე შემდეგი
პოსტი # 3 და ბოლოს
პოსტი #4), მაგრამ გაითვალისწინე ეგ დაკვეთები უკვე ჩამოსულია და მაგ თემებში ნუღა დაპოსტავ, თუ სურვილი გაქვს რაიმესი თქვი და აგერ FOXI-ს უნდოდა რაღაც JAH-ს უნდოდა მეც მინდა რაცხაები და შენც თუ დაამატებ შეიძლება დაკვეთის გამზადება და გაგზავნაც
ნუ არის ხოლმე შემთხვევა როდესაც ბვერი ტყვია უგროვდება ერთ კაცს და მერე ყიდის ხოლმე, ეგეთი თემები არის ყიდვა გაყიდვაში, მაგალითად მე ჩემთვის ჩამოვიტანე JSB-ს ფირმის ტყვიები და ჩემს ახალ ფიშტოზე არ წავიდა,
მომიწია გაყიდვა მოკლედ თუ რაიმეს ყიდვას აპირებ თქვი და გავხსნი ახალი დაკვეთის თემას, ან შენ ითავე ყიდვა და ჩვენ შემოგიერთდებით, რავი როგორც მოისურვებ, უბრალოდ გაითვალისწინე ტრანსპორტირება მაგრად ზრდის ფასს, ზოგჯერ საქონლის საწყის საფასურს 45-50%-იც კი ემატება, გააჩნია წონას, მოცულობას და ასე შემდეგ.