Quick ციტატა(Quick @ 14th February 2010 - 08:46 PM)

ძალიანაც მომეწონებოდა, უბრალოდ არ მინდა სუსტი იყოს ძალიან, 300 მ/წ მეგონა საჭირო მინიმუმი. ჩიტს თუ დააგდებს 40-50 მეტრიდან და პივის ბანკას გახვრეტს ერთი მხრიდან მაინც მშვენიერი იქნება. ბევრს ხომ არ ვითხოვ? არ ვიცი, გამოცდილება არ მაქვს
საერთოდ PCP კლასის იარაღისთვის მძიმე ტყვიით ოპტიმუმი არის 270-280 მეტრ წამი, თუმცა ბევრი ისვრის 250-260 მეტრ წამზე
ზ.დ.პ კლასისთვის მაქსიმუმი იგივე ტყვიისთვის არის 220-230 მეტრ წამი, ეგეც უკვე ძლიერ პნევმოში, სტანდარტულად კი არის 180-190 მეტრ წამი
მაგალითისთვის იოლი ალღო ასაღები რომ იყოს, ძველი რუსული "კისტის თოფი" (ნუ ეგრე რომ ვეძახოდით იჟ-ის პნევმოებს) იმავე მძიმე ტყვიით აქვს სადღაც 90-დან 120 მეტრ წამამდე სიჩქარე გააჩნია ზამბარის მდგომარეობას.
რაც შეეხება სიჩქარეს, აუცილებელი არაა ვეებერთელა სიჩქარე, იგივე 10.5 გრანიანი მძიმე ტყვიით 280 მეტრ წამზე მიირება 25 ჯოული ენერგია, რომელიც ჩიტს სუპერ პუპერ ყოფნის, პირიქით ზედმეტიცაა, ანუ ჩიტს რომ ხვდება ხვრიტავს 25 ჯოულიდან მაქსიმუმ 3-4 ჯოულს ტოვებს ჩიტში და დანარჩენი მიფრინავს და იკარგება.
მაგალიტად იგივე 120 მეტრწამიან ვარიანტში ტყვიას აქვს 7.5-8 ჯოული ენერგია, თითქოსდა გულდასაწყვეტია ცოტააო, მაგრამ სამაგიეროდ ჩიტშI ამ სიჩქარით მოხვედრილ ტყვიას მისი გახვრეტის ტრაკი არ აქვს, ამიტომაც მთელს თავის 8 ჯოულ ენერგიას ჩიტში ტოვებს. შედეგად ჩიტი 2-ჯერ ძლიერ დარტყმას იღებს ვერ უძLებს და მომენტალურად ვარდება, მაშინ როდესაც ეგრეთქოდებული ძლიერი თოფებიდან მხოლოდ ნახევარს იღებს და კიდევ გაფრენას ასწრებს სანამ სასიკვდილო ჭრილობა სისხლისგან არ დაცლის ან არ აგრძნობინებს რომ რაცხა ნიტო სტკივა და უნდა გაჩერდეს.
ანუ წვრილ ტვყიებს ვისვრით და ძალიან მაღალ სიჩქრეზე იმდენად ჩქარა დხვრიტავს ჩირს და იმდენაც წვრილ ხვრელს როვებს რომ არსება უცებ ვერ ხვდება რა მოუვიდა და ადრინალინის ქვეშ მყოფი პლიუს აფორიაქებული წასვლას ახერხებს.
მოკელდ აქ აშკარად ჩანს რომ დიდი ენერგია ყოველთვის კარგი არაა. იგივე რუსული "კისტის თოფის" ენერგია საკმარიცი იყო რომ ლუდის ქილები დაემტვრია. ასე რომ...
ჰო მართლა ზ.დ.პ-ზე რა ტქმა უნდა შეიძLება მაღალი სიჩქარის მირება, მაგის მაგალითი არის Hatsan Mod 125 მარა ისეთი უკუცემა აქვს ზამბარის გამო რომ გასროლისას ვერ იყებ ხელში რა ხდება, ყველაფერი დახტის და დაფრინავს, გადატენვა კი იმდენად რთულია რომ 10-ჯერ ზედიზედ გასროლის მერე ხელის რაც არ უნდა ნავარჯიშები იყო იღლება და მძიმე თოფის ხელში ჭერისას ხელი დაგირბის, ანუ სამიზნეში ვეღარ აჩერებ მიზანს.
კაროჩე ოპტიმუმია საჭირო, ზ.დ.პ.-ში გირჩევ 220 მეტრ წამთან გაჩერდე და მეტზე არ იფიქრო, უფრო მეტ ზიანს მოგიტანს მეტი სიჩქარე ვიდრე სიკეთეს.