Quick ციტატა(Quick @ 22nd February 2010 - 02:58 PM)

წესიერ ფირმაში 1 საათზე მეტი არაა საჭირო
ნუუუუ, ეგ კაი ქვეყანაშI სადაც დალაგებულია ყველაფერი. ჩვენთან კი, ჯერ ასტრონომებს რომ უყვართ ხოლმე დიდ აფეთქებაზე საუბარი, ეგეთ პოზაში ვართ, ანუ აფეთქდა ყველაფერი და ჯერ ჰაერშია

ველოდებით როდის დალაგდება.
mamuka2301 ნუ პირველ რიგში პრივეტები ამ ფორუმზე.
რაც შეეხება ნაპერწკლებს, მაგას დიზელის ეფექტი ჰქვია. ანუ აორთქლებული ზეთის ან ტაოტის აალება ჰაერთან ერთად შეზავებისას და მაღალი წნევით უცებ შეკუმშვისას.
ანუ დიზელის მატორის შიდა წვის პროცესი მიდის. შედეგად არაადეკვატურად იზრდება წნევა, ჩნდეა ნამწვავი და ეს ყველაფერი აზიანებს დგუშს (წვავს და ფლითავს), სარქველს, ზამბარას (ზამბარა გასროლისას განიკუმშება და ცილინრს აწვება, მიდის წინა პოზიციაში და უნდა გაჩერდეს, მაგრამ აფეთქების გამო უკან მიდის, კაროჩე ზედმეტ დატვირთველს იღებს), ნამწვავს ლულაში ყრის და ტყვიას უცვლის სროლიდან სროლამდე განმეორადობას, ყოველი წვის პროცესი ერთნაირი არაა, შედეგად ტყვიას გასროლიდან გასროლამდე სხვადასხვა წნევა აწვება, სიჩქარეები თამაშობს მიზანი არ სწორდება და ასე შედმეგ.
მოკლედ ცუდი რაღაცაა. მოცილება ამ ეფექტის მარტივია, შლი თოფს, ამუშავებ შიგნეულობას რომ ზედმეტი ზეთი და ტაოტი მოაცილო, მერე ცოტათი ზეთავ დგუშს (ჯობია სინთეთიკური ზეთით ან ტაოტით რომელიც არ აალდება) რომ მშრალზე არ ეხებოდეს ლითონს და არ გაფუჭდეს, აწყობ და მორჩა საქმე.
ისე 300 გასროლა თუ უკვე აქვს კიდევ 200-300 გასროლის მერე კაი ქინება თუ დაშლიდი და დააკვირდებოდი სასხლეტისა და დგუშის წამოსადებ მექანიზმს, გაცვეთილი ხომ არაა. ადრე ეგ კრალები რბილი ლითონისგან კეთდებოდა, ნაწრთობი ფოლადი არ იყო. შედეგად ხახუნის გამო ცვდებოდა დეტალები და ბოლოს ლულას კეტავდი და ავტომატურად ხდებოდა გასროლა, იმის გამო რომ სასხლეტი დგუშს ვერ აჩერებდა.
რაც შეეხება ტყვიებს. მაგას სჭირდება მსუბუქი ტყვიები, ასე რომ ან თურქული ოზიტაი გამოიყენე (200 ცალიანი კოლოფი 2-3 ლარი ღირს) ან კროსმანის 7.9 გრანიანი ტყვიები (500 ცალიანი კოლოფი 25 ლარი ღირს)