დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: აქ ვინმეს თევზაობა აინტერესებს?
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30
norica_dragon
ციტატა(ilariona @ Aug 10 2012, 05:37 PM) *
norica_dragon
სამსახურიდან რომ წამოხვალ გამომიარე რა.

სად შევიკრიბოთ, რეიზა შევიკრიბოთ?

ამინდი იცვლებაო და გვინდა თევზაობა? biggrin.gif აუუუფ biggrin.gif


გადასარევი ამინდია კაცო რას ერჩი biggrin.gif

სად შევიკრიბოთ და შენს სამსახურთან თუ გინდა, სლუშაი რატომ გამოგიარო, სახლში რომ მივიდე გამოვიცვალო და მერე გამოგიარო არა?? biggrin.gif
ilariona
norica_dragon
სად შევიკრიბოთო გრიგორა კითხულობს და არ ვუპასუხოთ? მოდი მოდი, ნუ ხარ ზარმაცი, დავგეგმარდეთ და ისე წავიდეთ.

ციტატა(giorgi @ 10th August 2012 - 03:10 PM) *
მე გამოვივლი ალბათ რუსთაველზე და ავიღებ


ბევრი აიღე რა, სიმინდიც აიღე რა, კოპტონი მეც მაქვს, მაგრამ კოპტონი რაზეც ეცმევა ეგ ნემსკავები არ მაქვს და თუ შეგხვდება წამოაყოლე რა.

კიდევ პლეხანოვზე სექს-შოპი იყო ადრე და მანდაც გაიარე რა, ერთი გასაბერი ქალი წამოაყოლე რა, თორე ვატყობ თევზი არ იქნება და რამეთი ხომ უნდა გავერთოთ კაცოოო biggrin.gif biggrin.gif

norica_dragon
ოკ
geojorjika
სიმინდი დამავიწყდა biggrin.gif
ilariona
geojorjika
მე მიგდია ძველი გასვლიდან ერთი ბანკა სიმინდი და იქნებ გამოგვადგეს.
geojorjika
აქვე ვიყიდი მაღაზიაში

ჰე სად ვიკრიბებით ?
ja_ja
ჰა რა ქენით სუპერ მეთევზეებო? დაიჭირეთ რამე თუ ბოთლს ახრჩობდით?
norica_dragon
ეჰ ჯაჯ ვერა ვერ დავიჭირეთ sad.gif

მე მანამ რამე წესიაეს არ დავიჭერ ვერ ვისვენებ და დამეხმარეთ რა biggrin.gif
shonia
[quote name='norica_dragon' date='Aug 11 2012, 02:47 PM' post='97975']
თევზი საერთოდ არ მოდიოდა? კარასიც არ მოდიოდა?
norica_dragon
კარასი კი მოდიოდა მარა მე მაგას თევზს არ ვეძახი biggrin.gif
ja_ja
norica_dragon
ციტატა(Avto @ 11th August 2012 - 02:47 PM) *
მე მანამ რამე წესიაეს არ დავიჭერ ვერ ვისვენებ და დამეხმარეთ რა

გეუბნები მიდი გუდვილში და კალმახებია მეთქი smile.gif სთხოვე ანკესს ჩავაგდებთქო და ....

აგაზე კაი თევზი რა უნდა დაიჭირო smile.gif
norica_dragon
ციტატა(ja_ja @ Aug 11 2012, 03:44 PM) *
norica_dragon

გეუბნები მიდი გუდვილში და კალმახებია მეთქი smile.gif სთხოვე ანკესს ჩავაგდებთქო და ....

აგაზე კაი თევზი რა უნდა დაიჭირო smile.gif


ნუ მაიმუნობ ახლა შენ biggrin.gif

მე მაინც დავიჭერ დიდ თევზს, აგერ ნახავ თუ არა :P
nikola_migina
მე ვაპირებ ლოპოტაზე წასვლას დიდი თევზის პონტში... biggrin.gif მაგრად მოდის თევზი მარა ცოტა ძვირი ღირს... wink.gif წადი და მაგრად ისიამოვნებ თაზოს მივმარტე smile.gif biggrin.gif
monadire.
ძამიკო, მე ლოპოტაზე თევზის "პონტში" და არა მარტო თევზის "პონტში" ისეთი ნასიამოვნები ვარ ლოპოტაზე, მარტო შენ კიარა, ყველას ვუსურვებ ასეთ სიამოვნებას!!! ილარიონ, ფოტკი ვ სტუდიუ, ესლი მოჟნა!!!
shonia
ციტატა(nikola_migina @ Aug 11 2012, 10:13 PM) *
მე ვაპირებ ლოპოტაზე წასვლას დიდი თევზის პონტში... biggrin.gif მაგრად მოდის თევზი მარა ცოტა ძვირი ღირს... wink.gif წადი და მაგრად ისიამოვნებ თაზოს მივმარტე smile.gif biggrin.gif

რა ღირს შესვლა?
nikola_migina
ციტატა(shonia @ Aug 11 2012, 11:46 PM) *
რა ღირს შესვლა?

90ლარი smile.gif
shonia
[quote name='norica_dragon' date='Aug 11 2012, 03:46 PM' post='97980']
ლისი ისევ ფასიანი გახდაო, თქვენ რამდენი გადაიხადეთ? ანკესზე 10 ლ
?
ilariona
nikola_migina
და ისევ არა სწორ ინფორმაციებს დებ! დარეკე მაინც ლოპოტაზე და იკითხე!

ლოპოტაზე მართო სათევზაოდ აღარ უშვებენ უკვე ერთი წელია, თუ სასტუმროს დამსვენებელი არ ხარ.

თუ სასტუმროს დამსვენებელი ხარ (2 კაცი 295 ლარი ღამე სამჯერადი კვებით) მაშინ ითევზავე დღე და ღამე პრობლემა არაა და ნადავლსაც შენს გემოზე მოგიმზადებენ.

shonia

ჩვენ სულ რაღაც 2-3 საათით ვიყავით ასულები და ფული არავის მოუთხოვია.

შესაძლოა იყოს ფასიანი, მაგრამ ჩვენამდე ვერ მოვიდნენ.
nikola_migina
ილარიონა
მე ყველამ მითხრა რო ითევზავებ 90ლარადო... გიო გაბუნიამ კარგად იცის ლოპოტაზე ყველაფერი და მანაც მითხრა რო 90ლარი ღირსო... wink.gif
ilariona
nikola_migina
ვინ რა გითხრა არ ვიცი, მაგრამ მე რასაც გეუბნები ეგაა სიმართლე.

თუ არ გჯერა წადი და ითევზავე smile.gif ფოტოებიც გადაიღე და დადე აქ smile.gif
norica_dragon
როგრც იქნა გუშინ დავიჭირე კარასის გარდა სხვა თევზი, აწონვის შემდეგ გაირკვა რომ ყველაზე დიდი 800 გრამი იყო biggrin.gif
ja_ja
norica_dragon
და რა დაიჭირე ეგეთი? კილკა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ისე 800 გრამიანი კილკა რა ზომის იქნება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
iorama
ციტატა(norica_dragon @ Aug 13 2012, 10:58 AM) *
როგრც იქნა გუშინ დავიჭირე კარასის გარდა სხვა თევზი, აწონვის შემდეგ გაირკვა რომ ყველაზე დიდი 800 გრამი იყო biggrin.gif

რო მიგეწერა სად და როგორ უკეთესი იქნებოდა smile.gif და რა თევზია?
გუდვილში დაჭერილი არ ითვლება
norica_dragon
კუმისზე საზანი, როგორც ჩანს კუმისზე თევზაობა ყველაზე კარგია პიტომნიკის მერე საქართველოში, სხვაგან სადაც არ უნდა წახვიდე არა მფონია რომ 1 საათსი სამი საზანი დაიჭირო, მაქ კიდე შესაძლებელია დიდი ამურის დაჭერა, ასევე ზაცეპით ვიღაცას ძაან დიდი სქელშუბლა გამოუყვანია smile.gif


ყველაზე ღადაობა - რომ მივედით და ჩავყარეთ ანკესები (უკვე თენდებოდა) მოვიდა ვიღაც ტიპი და ფასიანიაო (4 ლარი ღირს), მეთქი ბაზარი არ არის მარა რომ ვერაფერი დავიჭიროთქო?? biggrin.gif, ანუ რამდენად ღირს 4 ლარის გადახდა, იქნებ არაფერი არ არისმეთქი, ტიპმა დამიჯერე არისო, ნუ მეთქი კაი ჯანდაბას, მივეცი ფული და არ გასულა 2 წუთი რომ ჩემი ანკესი კინაღამ წაიღო თევზმა biggrin.gif
iorama
კუმისზე დაჭერაა კარგი, დალშე უკვე ვეღარ ქაჩავს. რანცხა გემო არ მომწონს იქაური თევზის.
რაზე თევზაობდი ავთოჯან? ისევ ის ანკესი გაქვს თუ..? wink.gif

პონტია სურათი რო არ გადაგეღო
norica_dragon
ეხლა აქ არ მაქვს, დავდებ სურათს biggrin.gif
shonia
დღეს დილის 06:00 კუმისზე ვიყავი ეგ კაცი ჩემთანაც მოვიდა,რო ვკითხე თევზი მოდისთქო,მიპასუხა იცი რა დღეს შეიძლება არ მოვიდეს ხვალ კი დიდი დაგიჯდესო. კარასი დავიჭირე 2 კილო და 4 ცალი პატარა 15სმ საზანი ეგენი უკან გავუშვი.ისე ფსკერულაზე რამოდენიმეჯერ მაგრად დაარტყა. HONDA ცრ-ვ ვინმე ფორუმელი ხომ არ ყოფილხართ?
norica_dragon
მე გუშინ დილით ვიყავი და მაშინ იყ ხალხი ცრვ-თი smile.gif

დღეს არ მოვიდეს ხვალ კი დიდი დაგიჯდესო რა შინაარსისაა?? ანუ დღეს თევზი არ იქენბა და ხვალ იქნება?? კვებასთან ხო არ არის დაკავშირებული? თუ იმ პონტში გითხრა რომ ან ხვალ იქნება ან დღესო?? smile.gif
koknar
ციტატა(Avto @ 13th August 2012 - 03:21 PM) *
ანუ დღეს თევზი არ იქენბა და ხვალ იქნება

ანუ მარტო ლუწ დღეებშია თევზი ესეიგი ?
shonia
ციტატა(norica_dragon @ Aug 13 2012, 04:21 PM) *
თუ იმ პონტში გითხრა რომ ან ხვალ იქნება ან დღესო?? smile.gif

ჩემი აზრით მაგის თქმა უნდოდა. კვებასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.
TAMPLIER
დღეს ვაჭამეთ თევზსო და ხვალ უფრო მეტი შანსი გექნებაო!
მაგენი ისეთი პრ....ები არიან რომ იმენნა სურვილი აღარ მაქვს მანდ თევზაობის!
norica_dragon
ციტატა(TAMPLIER @ Aug 13 2012, 04:56 PM) *
დღეს ვაჭამეთ თევზსო და ხვალ უფრო მეტი შანსი გექნებაო!
მაგენი ისეთი პრ....ები არიან რომ იმენნა სურვილი აღარ მაქვს მანდ თევზაობის!


ეგ ინფო საიდან?? smile.gif ნეტა რამდენ დღეში ერთხელ აჭმევენ?? ან რომელ ნაპირთან აჭამეს მაგარი დაკორმილი იქნება იქაურობა biggrin.gif
TAMPLIER
norica_dragon
ციტატა
ეგ ინფო საიდან??


წლების გამოცდილებიდან smile.gif

ციტატა
ნეტა რამდენ დღეში ერთხელ აჭმევენ?? ან რომელ ნაპირთან აჭამეს მაგარი დაკორმილი იქნება იქაურობა


ინტენსივობა არ ვიცი მაგრამ რო აჭმევენ ძირითადათ ცენტრში გადის კატერი და მინი კრუგს აკეთებს
norica_dragon
აი ეგ უნდა გაარკვიო როდის აჭმევენ და biggrin.gif

აუ ეს ამური როგორ უნდა დაიჭირო, ყველაზე კარგი მეთოდი ვინმემ იცის??
ja_ja
TAMPLIER
მერე ილარიონაა საჭირო თავისი ნავით და გამოიყვან ყველას გარეთ smile.gif

ისე რა პონტია პროსტა კვებავენ როპმ მომრავლდეს თუ რაიმე ჩათლახობას აქვს ადგილი?
TAMPLIER
ja_ja
გარკვეულ წილად არის ჩათლახობაც მაგრამ მეორე მხარეც აქვს მედალს

პირველ რიგში მაგალითად მოგიყვან ამ თემას
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=8796

აქ იყო მაგის დიდი პრო....ობა

მეორეს მხრივ კი მაგ კაცი იძახის რომ "სულ არ მაინტერესებს მე მეთევზეებიო მე თევზის რეწვით ვარ დაკავებულიო"
მაგრამ
და ეს იმ დროს რომ ანკესზე 4 ლარს იღებს

ვერ გაიგებ რა და რომ ვერ გავიგე აღარც დავდივარ მანდ!არც თევზია სუფთა და არც დიდი სასურველი პირობებით გამოირჩევა ეგ ადგილი და ვერ მიზიდავს

ციტატა
მერე ილარიონაა საჭირო თავისი ნავით და გამოიყვან ყველას გარეთ

მაგათ იმხელა ნავი ჰყავთ პრიცეპიანი რომ ილოსნაირ ნავს დაიტევს 30 ცალს
norica_dragon
ხო მარა ფაქტია რომ საზანი ყველაზე კარგად მაგ ტბაზე მოდის. სხვაგან 3 ცალი კი არა საერთოდ არასდროს არაფერი დამიჭერია biggrin.gif
monadire.
ციტატა(norica_dragon @ Aug 13 2012, 05:34 PM) *
ხო მარა ფაქტია რომ საზანი ყველაზე კარგად მაგ ტბაზე მოდის. სხვაგან 3 ცალი კი არა საერთოდ არასდროს არაფერი დამიჭერია biggrin.gif

შენა ვეჟო, გინდა პირველივე გასვლაზე დაიჭირო დიიიდი საზანი და დიიიდი ამური? acute.gif კაცო, ხალხი თვეობით კორმავს ერთიდაიმავე ადგილს, რომ რაიმე ნორმალური ეგზემპლარი დაიჭიროს, მთელი ლიტერატურა აქვთ გადაბულბულებული, პლუს მილიონი მეთოდი ნაცადი და ხანდახან მათაც არ უმართლებთ!!! აქედან ფოთში წავსულვართ კვირაში ორჯერ, მაგრამ ყოფილა შემთხვევა ვერც ვერაფერი ვერ დაგვიჭერია! შაორზე შენც არ იყავი? ამდენი ხანია ვთევზაობ და წელს პირველად დავიჭირე ნორმალური ზომის ლოქო! ასე რომ, მორჩი წუწუნს, აღიჭურვე მოთმინებით ( დაგჭირდება! spiteful.gif ) და შენი ენთუზიაზმით მიაწექი პირველ ჩვენებას, ანუ არ დანებდე! კუმისის ჩალა და უგემური თევზის დედაც, ისე მოგყვება თან, გეგონება ჩვარს მოათრევო! იმედია ერთად დაავიჭერთ ბევრ თევზს!!! ( არაა აუცილებლად დიდი იყოს, მთავარია პროცესი) ვოტ!!! hi.gif
kaka8079
norica_dragon
ნორიკ მე პირადად ამურს დასავლეთში ერთ ერთ თევზსაშენ მეურნეობაში მწვანე კალიაზე ვიჭერ მხოლოდ მაგაზე მოდის მანდ სხვა რამეს არ ეკარება,თუმცა არის პერიოდი როდესაც კალიასაც იკიდებს აი მაგალითად მე ახლახანს ვიყავი და ორი სარკისებრი კობრის გარდა ვერაფერი დავიჭირე უმცა თევზი იმდენია მაგ ტბაში რომ თვალები გადმოგიტრიალდება,ატასავებენ ფარფლებს იმის ჭეეეე ცხვირწინ უგდებდი ანკესს მარა რათ გინდა ამ სიცხისაგან სულ გამო......დნენ ალბათ. შარშან იმდენს ვიჭერდი რამდენიც გამიხარდებოდა და უშვებდი ისევ,აბა 30 კილო თევზი რა ჯანდაბად მინდოდა,რავი ცადე შენც კალია იქნება და აქაც ამართლებდეს ეგ მეთოდი.
TAMPLIER
norica_dragon
აჰა ნორიკ! შენ ადამიანის მაინც არ გჯერა და ეს ვაფშე დაგაბნევს
ჩემი ძმის ნახელავია smile.gif
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=7685
ilariona
kaka8079
კალიაზე თევზაობას ცოდნა უნდა, როგორ უნდა წამოაგო ეს კალია, რამხელა კალია და რავი რა.

აცალეთ ამ კაცს და მალე ჩამოყალიბებული რიბაკი იქნება!

ერთი რაც კარგია, იუტუბით არ ამუღამებს smile.gif პირდაპირ საქმეს შეუვარდა წელში და ეს ნამდვილად სასიხარულოა.

norica_dragon

კუმისი არცერთ რიბაკს არ უყვარს, თევზის უგემურობის გამო! მირჩევნია 10 წასვლიდან ერთხელ დავიჭირო, მაგრამ კარგი დავიჭირო.

დანარჩენი კი თაზომ კარგად მოგწერა smile.gif შენ გინდა ეგრევე დიდი ეგზემპლარი დასვა? არ გამოვა smile.gif

ლოპოტაზე მეათე ჩასვლაზე დავსვით დიდები, ის 9 ჩასვლა კი მეთოდებს ვამუღამებდით!!!
ყველა ტბას თავისი მუღამი აქვს თევზაობის, კუმისზე თუ საზანი სიმინდზე მოდის, აგერ შაორზე (ამდენი ხანია ვთევზაობ და პირველად გავიგე) ,,ჟივეცზე" მოდის biggrin.gif მოდი და გაიგე რატომ biggrin.gif


ასე რომ აივსე მოთმინებით, ისწავლე პავადოკების გაკეთება და მერე დაიჭერ დიდ თევზს smile.gif

შენ ახლა როგორც აწყობ პავადოკს, 3კგ-ზე დიდი რომც დაგიჯდეს ჩაგიწყვიტავს biggrin.gif ფრიქციონიც არასდროს გაქვს დარეგულირებული და ეგეც ხელს შეგიშლის დიდი თევზის ამოყვანაში!

ნელ-ნელა დაამუღამებ ყოლიფერს smile.gif

iorama
თეთრი ამური მოდის კარგად კიტრზეც და კამიშის ძირზეც, ოღონდ სეზონურად. კალიაზეც კარგად იჭირებოდა რუსთავის ტბაზე. ჩემმა ახლობლებმა ერთ დღეს კალიებზე 11 ცალი ამოიყვანეს, თან ხოშიანები.
ilariona
ჟივეცზე კიარა და უარესი არ გვითხრეს შაორზე? წითელ მჭადზე მოდისო და რებეცის სოლიტერზეო biggrin.gif

საზანიო
ilariona
iorama
ეგეც იყო biggrin.gif მჭადზე და ყველზე ხო ჩვენც მივალთ biggrin.gif

iorama

ეს ისრაელის შპიონი ნახეთ რააა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
მეცარავთქვი ეგეთი სერიოზნი უზელების შეკვრა საიდან იციიიიისსს biggrin.gif biggrin.gif
ilariona
iorama
ეგ რომელი გასვლიდან არის?
iorama
ციტატა(ilariona @ Aug 14 2012, 10:32 AM) *
iorama
ეგ რომელი გასვლიდან არის?

ოჩოპონტრეში შეპარულა biggrin.gif გახსოვს ჯანდარაზე სერიოზულად რო გააწყო ანკესი? biggrin.gif აგე საიდან ცოდნია biggrin.gif
iorama
გუშინ ვიყავი მარნეულში ალგეთზე, ვირის სსელივით მოედინებოდა სარწყავი არხებისგან ისეა დამშრალი მარა მურწა და ''გორნი უსაჩი'' მოდიოდა სანსალაზე და წითელ ჭიაზე იმის დეე რაააა..
ოღონდ ეტყობა წყალი რო პატარაა საკვები იმდენი არ არის და მტკაველზე დიდი არ იყო არცერთი. ზატო მურწააა smile.gif
ilariona
iorama

და შენ მწერ მე უნამუსოდ, რომ დროის გამო გართობა გაკლია? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif დამეკარგე ატსუდა biggrin.gif

ანკესი რა ფერისაა დამავიწყდა უკვე.
iorama
ilariona
გადმოვაკოპირო ეხლა პმ-ში მოწერილი სიცხის და მკურნალობის ამბები? biggrin.gif biggrin.gif
ilariona
ციტატა(iorama @ 14th August 2012 - 11:20 AM) *
გადმოვაკოპირო ეხლა პმ-ში მოწერილი სიცხის და მკურნალობის ამბები

მე მიკეთებ ამას? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.