SCORPIONS
Jul 14 2015, 10:55 PM
okela84 ციტატა(aleqsandre @ 14th July 2015 - 10:01 AM)

ლიფსიტას ეძახიან იაპონკას
გამბუზია ქვია მაგას
okela84
Jul 15 2015, 12:00 AM
SCORPIONS
გამბუზია სხვა არის, გამბუზიაზე ვერ ვიჭერთო საერთოდ. გამბუზია წვრილი და მოგრძოა, ის იაპონკები ცოტა ბრტყელები იყო და მოზრდილები
kaka8079
Jul 15 2015, 12:05 AM
okela84
სამარგალოში მაგას ჩუპატარას ეძახიან)))
Multi-Tool
Jul 15 2015, 05:32 PM

ამაზეა საუბარი?
თუ ეგაა, რუსულად პესკარი ქვია

ეს კი გამბუზია.
okela84
Jul 15 2015, 08:06 PM
არცერთია მაქედან
geojorjika
Jul 15 2015, 11:21 PM
პესკარ არის ციმორი
Der Rote Baron
Jul 17 2015, 12:54 PM
დაახლოებით 2 თვის უკან, გლდანის ტბაზე
2 საათის ნადავლია, სულ ესეთი ლიფსიტრები მოდიოდა
ja_ja
Jul 17 2015, 02:30 PM
gregory
Jul 17 2015, 02:51 PM
ციტატა(ja_ja @ 17th July 2015 - 03:30 PM)

ხეკია თუ კილკა
ja_ja ხამსაა, ხამსა

ხეკს რას ერჩი გადასარევი თევზია
Der Rote Baron
Jul 17 2015, 06:26 PM
ნაღდად არ ვიცი რა თევზია

)
geojorjika
Jul 18 2015, 01:09 AM
ბაზალეთზე რა ჩემი შუშუთი ან რაზე ვითევზაო? სულ ქარია და ისეთი ღელვაა ტივტივა გამორიცხულია
BEQNO
Jul 22 2015, 11:38 AM
მოგესალმებით ყველას, კეთილი იყოს ჩემი პოსტი.
სიონის წყალსაცავზე ბოლო დროს ხომ არავინ ყოფილხართ, რა სიტუაციაა ამ ჟამად თევზაობის მხრივ.
BEQNO
Jul 22 2015, 12:05 PM
geojorjika
ბაზალეთზე რომელიმე ფსკერული მონტაჟით შეგიძლია ითევზავო.
კოპტონი თეთრი ჭიით ხშირად ამართლებს.
ქარიან ამინდს რაც შეეხება, ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით თევზაობა უკეთეს შედეგს იძლევა (პირადი გამოცდილებით)
geojorjika
Jul 22 2015, 01:53 PM
BEQNO
გაიხარე, ტივტივაზე ვითევზავე და შამაია დავიჭირე ძირითადად, ერთი ცალი კარასიც იყო , წითელ ჭიაზე
koknar
Jul 22 2015, 02:10 PM
სადმე რამე იჭირება, ჩემ დონეზე არ ვამბობ, აი თქვენი დონის რიბაკი რო მივიდეს და თქვას აი ესა და ეს დავიჭირე 500-600 გრამიანი მაინც რო იყოს თანაც 10 ცალი. რასაც ვკითხულობ ვერავინ ვერაფერს ვერ იჭერს
BEQNO
Jul 22 2015, 03:02 PM
koknar
მაგ წონის ეგზემპლარები დღეს თითქმის ყველა წყალსაცავში შეგიძლია დაიჭირო
მთვარია, დრო ადგილი და სატყუარა შეუსაბამო ჰარმონიულად ერთმანეთს.
koknar
Jul 22 2015, 03:12 PM
BEQNO ანუ შენ გინდა თქვა რომ ბაზალეთზეც იჭირება ეგეთი თევზი, ჯორჯიკამ ვერ შეუსაბამა ?
davita76
Jul 22 2015, 03:24 PM
ბაზალეთზე კიბორჩხალაა ბევრი,გუშინ ძმაკაცი იყო ასული,ხელით დაიჭირეს ოხრად.პურზე მოდიოდა კარასი და შამაია.ლოტკით თუ შეხვალთ,კაი მოზრდილებსაც დაიჭერთ
koknar
Jul 22 2015, 03:26 PM
davita76
ეგ რომელი ადგილია, პლაჟი სადაცაა მაგის მოპირდაპირე ?
BEQNO
Jul 22 2015, 03:49 PM
koknar
ტივტივით მშვენივრად გაერთობა ადამიანი, შამაია და ხრამულიც ნორმალურად იჭირება, კარასმა თუ არ ჩაგაშხამა დღე.
დიდ ეგზემპლარებს ნაკლებად აინტერესებთ ტივტივაზე დაკიდული სატყუარა.
davita76
Jul 22 2015, 04:11 PM
koknar
ეგ ნაღდად არ ვიცი
okela84
Jul 24 2015, 10:38 AM
koknar
წინა გვერდზე დავწერე, შაორზე არის ძაან დიდი საზნები და კობრები. 1.5-2კგ-ან საზნებს იჭერდნენ ჩემ თვალწინ ვიღაც ტყიბულელები. 12-13 მეტრიანი ლესკა, დიდი კრუჩოკები და ლიფსიტა ზედ და სიმძიმის გარეშე ისროდნენ და ნაპირზე ჯოხზე ამაგრებდნენ რეზინით, ლიფსიტის სიმძიმეც ყოფნის მაგ მანძილზე სასროლად.
gocha311
Jul 24 2015, 07:34 PM
სალამი კაი ხალხს ,ვიფიქრე იქნებ ვინმეს დააინტერესოს მეთქი და მოკლედ,,,ალაზანზე ვიყავი გურჯაანიდან გადაუხვევ კაბალის გზა მიდის საკაიფო ასფალტიანი და ალაზანზე ხიდზე გადადიხარ,ხიდიდან რამდენიმე მეტრში მარჯვნივ ჩაუხვევ , ხრეშიანი გზა ჩადის საკაიფო,ბმვ-ზე პრობლემა არ მქონია ,,პირდაპირ ნაპირს მიადგები და შამაია ნუ სადღაც 300-400 გრამიანები და შეიძლება მეტიც საკაიფოდ მოდის დილიდან შუადღემდე 10 კილომდე Dავიჭირე წითელ ჭიაზე.....კოღოს საწინააღმდეგო მქონდა წაღებული მარა არ გამომიყენებია კოღო საერთოდ არ მინახია.
pilotina
Jul 24 2015, 08:41 PM
gocha311 ციტატა(gocha311 @ 24th July 2015 - 08:34 PM)

საკაიფოდ მოდის დილიდან შუადღემდე 10 კილომდე Dავიჭირე წითელ ჭიაზე...
და რა ანკესით ითევზავე? დონკით?
gocha311
Jul 24 2015, 11:02 PM
Kი დონკიტ,ისე ვიღაც ტიპი იყო ტიბტივიტ თEვზაობდა და იმანაც საკაიფოდ დაიჭIრა შAმაია. ტივტივას Dინებაზე აჩEრებდა , დაახლოებიტ 2 საატამდე მერე GაჩEრდა კლოვი,
მხოლოდ თუ ალაზანი ამღვრეული იყო აზრი არ ექნება იქ წასვლას
okela84
Jul 25 2015, 03:50 PM
gocha311
ზუსტი კოორდინატები შეგიძლია მითხრა გუგლიდან ?
gocha311
Jul 26 2015, 10:12 AM
ზუსტ კოორდინატებსაც გეტყვი და თევზი როგორ ჩამოიტანო თბილისამდე რო არ გაგიფუჭდეს იმასაც გეტყვი : )

ადვილი მისაგნებია,გურჟაანიდან მარჯვნივ რო გადაუხვევ საკაიფო გზა მიდის და ალაზანზე გადადის ,,ეგ გზა საბოლოოდ კაბალში გადის,,ალაზნის ხიდზე რო გადახვალ მარჯვნივ ჩაუხვიე და ალაზნის ნაპირს მიადგები ,,საკაიფო ადგილია,კოღოს საწინააღმდეგო წაიგე ნა ვსიაკიი პაჟარნიი,,,ღამე ლოქო მოდის ,დილიდან შამაია წამოვა ,,მხოლოდ ზუსტად გაარკვიე ამღვრეული არ იყოს ,,,ეკრანებს რომ ედზახიან იმითაც მაგრად იჭერენ შამაიებს.
წამოსვლის წინ თევზი გამოწალე , დაამარილე საკაიფოდ და სველ ნაჭერში გადაახვიე და თბილიოსამდე არ გაგიფუჭდება,,,,,და კიდე ერთი ვაჟა ფშაველას სიტყვები არ დაივიწყო ,,
ნადირი მონადირესა ამბობენ ებედებაო,
დღეს თუ არ მოჰკლავს ხვალ მოჰკლავს ამით არ ეყვედრებაო

წარმატებები...
okela84
Jul 26 2015, 01:41 PM
gocha311
დიდი მადლობა მეგობარო, დღეს მინდოდა წასვლა და როგორც ჩანს იქით შაბათ კვირამდე ვეღარ მოვახერხებ, რო წავალ შედეგებს და შთაბეჭდილელებს აუცილებლად გაგიზიარებ თუ გაინტერესებს
gocha311
Jul 26 2015, 07:41 PM
მონადირე-მოთევზავე კაცს აბა მეტი რა უნდა მაინტერესებდეს

წარმატებებს გისურვებ ძმა
BEQNO
Jul 27 2015, 11:57 AM
მოგესალმებით მეგობრებო.
შაბათ-კვირას ვიყავი სიონის წყალსაცავზე, დაგეგმილი მარშრუტის შეცვლა მომიწია და წყალსაცავთან იორის შესართვის ნაცვლად კარვრვები პლატინიდან 500 მეტრში მარცხენა სანაპიროზე გავშლეთ, წყალის დონე საგრძნობლად დაკლებულია.
თევზაობა საღამოს რვა საათზე დავიწყეთ, სატყუარად გვქონდა წითელი და თეთრი ჭია, დამატებით საკვებად კი წმინდად დაფქვილი სიმინდი, კოპტონი და ქატო ანისის არომატიზატორით.
თევზი მოსალოდნელზე ნაკლებად აქტიურობდა.
ვთევზაობდით ფსკერული მონტაჟით, ღამის განმავლობაში მხოლოდ კარასი აქტიურობდა თეთრ ჭიაზე
, 200-300 გრამიანები.
დილით ტივტივაზე დაჯდა რამოდენიმე მცირე ზომის შამაია.
მთლიანობაში თევზაობით დიდი ვერაფერი მარა დასვენების და დროის სასიამოვნოდ გატარების თვალსაზრისით ეს წაყალსაცავი ,,ქართველი ადამიანისთვის" პირდაპირ სამოთხეა, განსაკუთრებით თუ ჩინურის ღვნო და ორნახადი ჭაჭა ამშვენებს ისედაც მშვენიერ გარემოს.
BEQNO
Jul 27 2015, 12:02 PM
ამჟმად წყალსაცავის შესართვში იჭირება კარგად თევზი.
თევზაობის (და არა ლოთობის

) მსურველებს იქ ვურჩევდი ასვლას
gocha311
Jul 29 2015, 01:52 PM
ციტატა(BEQNO @ Jul 27 2015, 12:57 PM)

მთლიანობაში თევზაობით დიდი ვერაფერი მარა დასვენების და დროის სასიამოვნოდ გატარების თვალსაზრისით ეს წაყალსაცავი ,,ქართველი ადამიანისთვის" პირდაპირ სამოთხეა, განსაკუთრებით თუ ჩინურის ღვნო და ორნახადი ჭაჭა ამშვენებს ისედაც მშვენიერ გარემოს.

ულამაზესი სიტყვებია და უძლიერესი აზრი ამ პოსტში

დღეგრძელი იყავ ძმაო შენცა და ყველა ის ქართველიც ვინც შენ ადღეგრძელე იმ ჩინური ღვინით და ორნახადი ჭაჭით
okela84
Jul 30 2015, 02:43 PM
koknar
რა არის ვერ მივხვდი, რაში გეხმარება ?
gregory
Jul 30 2015, 02:54 PM
ციტატა(aleqsandre @ 30th July 2015 - 03:43 PM)

რა არის ვერ მივხვდი, რაში გეხმარება ?
okela84 რაში გეხმარება და აი "კლიოვი" რომ არაა, რადიო მახათია რა
koknar
Jul 30 2015, 02:59 PM
gregory
მახათათაც წავა კი, მარა დონკის პონტში ვერ იხმარებ? კარმუშკა რო გამოაბა და ნემსკავი
gregory
Jul 30 2015, 03:07 PM
ციტატა(koka @ 30th July 2015 - 03:59 PM)

მახათათაც წავა კი, მარა დონკის პონტში ვერ იხმარებ? კარმუშკა რო გამოაბა და ნემსკავი
koknar ხო მარა თუ თვალთახედვიდან დაკარგე მერე რა იცი სად წავიდა და რა ქნა?
თანაც მარილიან წყალში საერთოდ დაივიწყე მაგის ხმარება: რადიოსიგნალი 1 მეტრზე თუ გაქაჩავს სიღრმეში.
მტკნარ წყალში კი რაღაც მცენარეს თუ გამოება, მერე შენ გახდები სუბმარინა მაგის ძებნაში( 2 კაპიკი ნაღდად არ ეღირება)

როგორც ვიცი მაგეებს აქვთ ფუნქცია, რომ სიგნალის დაკარგვისას ზედაპირზე ავტომატურად ამოდიან.
მოკლედ ბასეინში გასართობი რაღაცაა რა

ისე არ წავიდეთ სადმე?
პიპია ჩემი იყოს და....
koknar
Jul 30 2015, 03:27 PM
gregory
მაშინ არ მინდა, კაი მახათი ისედაც მაქ ორი რათ მინდა.
წასვლა არ წასვლის იდეა მე დიდი ხანია მაწუხებს, მოვითათბიროთ და დავგაზოთ
gregory
Jul 30 2015, 03:49 PM
ციტატა(koka @ 30th July 2015 - 04:27 PM)

წასვლა არ წასვლის იდეა მე დიდი ხანია მაწუხებს, მოვითათბიროთ და დავგაზოთ
1 არამსმელი შოფერი გვინდა და ტანაც თევზაობაც რომ გაეგებოდეს რა

ხოდა ავიდოდა კაცი ვთქვათ სიონზე
ja_ja
Jul 31 2015, 08:34 AM
gregory koknar იქეთა შაბათ კვირას წავიდეთ გინდათ??? პროსტა რაცხა ჩრდილისთვის გვინდა და მობილური მაცივარი თორემ დედა გვეტირება... წინა კვირას ვიყავი კახეთისკენ და იმენნა პროსტა ვიჯექი ჩრდილში და წუმპებად ოფლი მომდიოდა
gregory
Jul 31 2015, 08:42 AM
ხოო, მაგრად ცხელა და თუ ჩრდილში არ დაჯექი დედა გვეტირება
okela84
Jul 31 2015, 09:47 AM
gregory ჰოდა საქართველოს ტბებისთვის ყოფილა
Der Rote Baron
Jul 31 2015, 09:47 AM
ჰერმეტულად კარგად შეკრულ ჩანთაში ჩაყარეთ მშრალი ყინული
და გინდა სასმელები ჩააციეთ გინდა საკვები ერთი 7-8 საათი მაგრად გაყინავს
პ.ს მშრალი ყინული დინამოზე იყიდება
ja_ja
Jul 31 2015, 10:40 AM
Der Rote Baron ციტატა(George @ 31st July 2015 - 10:47 AM)

პ.ს მშრალი ყინული დინამოზე იყიდება
მადლობა, ეგ ადგილი კი ვიცი, სადღაც შიგნით უნდა შეხვიდე მაგარი წუმპეებია კი არის გასავლელი

არაერთხელ გვიყიდია, მარა ფასი მაინტერესებს ხომ არ შეიცვალა? ადრე მახსოვს 20 ლარი იყო კილო
ციტატა(George @ 31st July 2015 - 10:47 AM)

ჰერმეტულად კარგად შეკრულ ჩანთაში ჩაყარეთ მშრალი ყინული
აი ახლა მანდ კი აკაკუნებ რა

ჰერმეტულად შანსი არაა მშრალ ყინულს ვერ შეინახავ

გახევს მაგ ჩანთას ბლიაძ

, ტი ჩტო დარაგოი, მშრალი ყინული არის co2 მყარ მდგომარეობაში, და ჩვეულებრივ წნევაზე ან სითბოში ეგრევე გადადის აირად მდგომარეობაში თხევადი ფაზის გამოტოვებით... შედეგად აორთქლებული co2 ცდილობა გაფართოვდეს და თუ ჩანთაში ჰერმეტულად ჩაკეტავ გაბერავს მთელს ბედნიერ 150 ატმოსფერომდე

ან ტემპერატურა უნდა იყოს მინუს 30 რომ თხევად მდგომარეობაში გადავიდეს, ან 0 გრადუსზე და 1 ატმოსფერო გარემოში გაბერავს ჩანთას 40 ატმოსფერომდე

კაროჩე იმის თქმა მინდა რომ მშრალ ყინულს ისევე როგორც თხევად აზოტს, არასდროს ჰერმეტულად არ ინახავენ საყოფაცხოვრებო პირობებში, ყოველთვის უნდა ჰქონდეს ატმოსფეროსთან თავისუფალი წვდომა რომ წნევა არ გაიზარდოს
gregory
Jul 31 2015, 12:20 PM
ციტატა(ja_ja @ 31st July 2015 - 11:40 AM)

ადრე მახსოვს 20 ლარი იყო კილო
რა ამბავია !
მაგ ფასად სხლში მოგიტანთ ად ავშენდები კიდეც

წერეთელზე იყიდება ეაფად
koknar
Jul 31 2015, 01:01 PM
ja_ja
ვიყიდი 200 ატმოსფეროიან ჩანთას
pilotina
Jul 31 2015, 01:19 PM
koknar ციტატა(koka @ 31st July 2015 - 02:01 PM)

ვიყიდი 200 ატმოსფეროიან ჩანთას
ხოოოო, კაი იქნებოდა, ბალონის ყიდვა აღარ მომიწევს და იოლად გამოვალ.
Der Rote Baron
Jul 31 2015, 02:35 PM
ja_jaსაღამოს დავდებ ჩემი ჩანთის სურათს

ჩვეულებრივი ,,ზმეიკიანი'' ჩანთაა, ჯერ არაფერი არ მოსვლია
სპეციალურად მაგისთვის ჩააკერებინეს შიგნიდან (არ მახსოვს რა ჰქვია იმ მატერიას)
რაღაც მატერია და კარგად იჭერს ტემპერატურას, ერთადერთი ეგ განსხვავება აქვს სხვა ჩანთებისგან
ციტატა(gregory @ Jul 31 2015, 01:20 PM)

რა ამბავია !
მაგ ფასად სხლში მოგიტანთ ად ავშენდები კიდეც

წერეთელზე იყიდება ეაფად

წერეთელზე რა ადგილას?
geojorjika
Jul 31 2015, 09:49 PM
სამგორში შარშან 4 ლარი ღირდა კილო, წელს არ ვიცი
gregory
Aug 1 2015, 06:58 AM
ციტატა(George @ 31st July 2015 - 03:35 PM)

წერეთელზე რა ადგილას?
Der Rote Baron კოკა-კოლას მოპირდაპორედ დიდი "შინჰოფერის" მაღაზიაა( ეხლა ლოიდი ქვია მგონი), ხოდა მაგ მაღაზიის მერე ასახვევია. აუყვები და დიდი რკინის ჭიშკარია. იქ დაცვას კითხე და მიგასწავლიან. მგონი 4 ლარია კილო
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.