iorama
Jan 16 2015, 09:19 PM
ციტატა(SCORPIONS @ Jan 16 2015, 04:03 PM)

iorama ესაა წერის მტერი!

ვნახე წეღან შენი ზურიები

მაგ ფასის ვობლერი რო დაგიზაცეპოს,ხო უნდა იყვინთაო ზამთარში თუ ზაფხულში:ვაიმეე,რაც მე ძვირფასეულობა გამიტანებია წყლისთვის..ნეტა მე ვიღას ვურჩევ?

:D:D თავს ვიმშვიდებ ხოლმე და ჩემ თავს ვეუბნები ჯდა მტირალი წყლისა პირსა,-დაჯე დაეტიე,მაინც ცურვა არიცითქო.

აბა ერთი იმ შუკი მტერის მისამართი მომეცი კონკრეტულად რა ხილია

ზამთარში პაწია მდინარეებში ვითევზავებ და ზაფხულში ქე უნდა დაისველოს რიბაკმა ერთი ადგილი

რა ნომერია ხადავოი?
SCORPIONS
Jan 16 2015, 09:19 PM
iorama საკვირველი ისაა,რომ იმენნა მეპპსს არ აქვს ეს ვერტუშკები.ნებისმიერ საიტზე შედი,თუნდაც რუსულზე და ნახავ. მანამდე კი ვეცდები ჩემი მცირედი დავდო აქ და განახო. ეტყობა ვერ ასწრებენ კეთებას
iorama
Jan 16 2015, 09:32 PM
ციტატა(SCORPIONS @ Jan 16 2015, 09:19 PM)

iorama საკვირველი ისაა,რომ იმენნა მეპპსს არ აქვს ეს ვერტუშკები.ნებისმიერ საიტზე შედი,თუნდაც რუსულზე და ნახავ. მანამდე კი ვეცდები ჩემი მცირედი დავდო აქ და განახო. ეტყობა ვერ ასწრებენ კეთებას

ebay-ზე ვნახე ამწუთას
SCORPIONS
Jan 16 2015, 09:35 PM
iorama ციტატა(iorama @ 16th January 2015 - 10:19 PM)

რა ნომერია ხადავოი?
0 და 1 უფრო მიმართლებდა. მაგას ზუსტად ვერავინ გეტყვის,წესით, ყველა ხადავოია. შეიძლება ისიც,რომ კარანდაშმა 3 ნომერის აღება სცადოს კიდეც. (კარანდაშ-წერის ლიფსიტი,მალიოკი)
iorama რა ღირსო?
iorama
Jan 16 2015, 09:38 PM
ციტატა(SCORPIONS @ Jan 16 2015, 09:35 PM)

iorama
0 და 1 უფრო მიმართლებდა. მაგას ზუსტად ვერავინ გეტყვის,წესით, ყველა ხადავოია. შეიძლება ისიც,რომ კარანდაშმა 3 ნომერის აღება სცადოს კიდეც. (კარანდაშ-წერის ლიფსიტი,მალიოკი)
iorama რა ღირსო?
http://www.ebay.com/itm/Mepps-Lusox-size-3...=item1c4c66b237
SCORPIONS
Jan 16 2015, 09:45 PM
SCORPIONS
Jan 16 2015, 09:57 PM
iorama ბოლო სურათზე როა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში,ზუსტად ეგ არის ის სოჭში რო მასიამოვნა. ალბათ, მეტად მიამსგავსეს თავის მალიოკს და დაუწყეს ჭამა. იმ მდინარეში კი სულ ორი სახეობის თევზია იმ სიმაღლეზე. ესენია: ორაგული და მისი ბიძაშვილი. ბიძაშვილის მალიოკს კი მეც უFრო მაგ ვობლერს ვამსგავსებ. დაუძახე ჩინური
iorama
Jan 17 2015, 09:06 AM
ჩინილები ეძახე შენ და ბევრი კმაყოფილია ძალიან. ვნახოთ პირველ გასვლებზე რას იზავს და ინნის ნიხედვით გავაგრძელებ ამ თემაზე მუშაობას
kaka8079
Jan 17 2015, 10:53 AM
iorama
ისე სად და რაზე უნდა ითევზაო ამ რაღაცეებით?
iorama
Jan 17 2015, 03:10 PM
ციტატა(kaka8079 @ Jan 17 2015, 10:53 AM)

iorama
ისე სად და რაზე უნდა ითევზაო ამ რაღაცეებით?
მტკვარი სავსეა და აზოტის არხი გალავლებით კაკოიე. კიდო გაჩიანში, ქეშალოში და არის რააა
iorama
Jan 17 2015, 03:22 PM
კიდო უჯარმის ტბებში შუკა და ოკუნი და ნუ შენ რო წამიყვან სამეგრელოში იქ ხო ვაბშე გავივაკებთ რაააა
geojorjika გიორგიიიიიი... ჰა რას იზამ?
SCORPIONS
Jan 17 2015, 03:42 PM
არმისული ფოთამდე არის სოფ.ჭალადიდი,მის მახლობლადაა მდ. ყორათი. ერთხელ ვარ მანდ ნათევზავები, ვითომ და ლოქოზე ვიჯექი,მაგრამ ვერაფერი. მეჯვარე მყავს ჭალადიდიდან,მაგრამ ვერაფერი ინფო ვერ მომცა თუ რა თევზია მანდ მტაცებელი.არ აინტერესებს. თუ ვინმეს გსმენიათ მაგ მდინარის შესახებ რამე? მე კი სპინინგი თან არ მქონდა.
SCORPIONS
Jan 19 2015, 08:15 PM
iorama დღეს არაგვზე ვიყავი,რათქმაუნდა წავიღე სპინინგიც და ტუგაც წავიყვანე,დიდი თევზის გამოთრევაში მეხმარება ხოლმე))) ორი სატყუარას მეტი არ მიხმარია. სილიკონის თეთრი ჭია და მეპსის ვერტუშკა. 2კმ-ზე ავყევი და ჩავყევი,სილიკონით ხან დავჯიგე,ხან ვვარცხნე ფსკერი,ხანაც ნახევარ სიღრმეზე ვატარე..მოკლედ,საერთოდ ვერ გავაკარე და ვერ შევაბი რო გამოჰკიდებიყო მაინც. როგორც წესი,ცნობისმოყვარეები,ნაპირა
მდე აცილებენ ხოლმე სატყუარას და მორჩა.დღეს კი ეგეც არ ყოფილა. ერთი სიტყვით,მინდა მოვიცალო და წითელი ხიდის ზემოთ დავზვერო ადგილები. ესეც ჩემი ტუგა. ყაზბეგიდანაა.
SCORPIONS
Jan 22 2015, 07:55 PM
მდ.ვოლგა. სამწუხაროდ,ლუდის ბოთლების მეტი არა დაგვიჭერია რა

მეორე დღეს კი დავსვი სპინინგით ერთი ჩეხონი,მაგრამ ფოტო არ გადამიღია.

მდ.დესნა და პაწია წერი.

ესეც დესნაა. პატარა პადლეშიკები(ლეშა)

ფოტოსურათებიდან გადავიღე და ხარისხი მიტოა ესეთი.
SCORPIONS
Jan 22 2015, 08:22 PM
მოსკოვი.მეტრო ჩერტანოვსკაია. პატარა კობრი კი დავიჭირე,მაგრამ აი დიდმა კი,ერთი კარგი სპინინგის ჯოხი გამტაცა

რაც მე ვიდარდე,მაგრამ...

ეს კი, ჯანგირის ტბაა სოფ.უდაბნოსთანაა საკმაოდ ახლოს+ დავით გარეჯთან. კარასის მეტი არ დამიჭერია არაფერი,ძაან არც მიცდია.

რუსთავი.ტბას კრესტიკებს ეძახდნენ.თევზის რა მოგახსენოთ,მაგრამ კიბორჩხალა კი სუპერ!!! მაგ ტბაზე,კიბორჩხალების დევნაში მაგარი ჯოხი ამათესეს ბავშვებმა

გავერთე არხში კიბოს დევნით,ის ადგილი კი სადაც ჯოხები განვალაგე,კამიშებში იყო ჩაფლული და არ ჩანდა. მივედი და სადღაა ჩემი ლურჯა? ჩანთა გადმოუტრიალებიათ,იქვე ეგდო,ტივტივების და კავების ქილები კი იქვე ახლოს მიუმალიათ..იქ დარჩენილმა ბავშვებმა მაპოვინეს.მოკლედ,ეს ჯოხი მეორედ ვიყიდე სტამბოლის ბაზარზე,გადამყიდველთან,რამაც ძაან გამახარა.

რავიცი,მაგალითი იყოს ეს უსიამოვნო შემთხვევა დამწყებ მეთევზეებისთვის.
SCORPIONS
Jan 23 2015, 10:35 AM
ყველაზე წარმატებული დღე, ჯავახეთის ცისარტყელას ჭერისას.

ეს პატარა ცხოველი კი მდ.ფარავანზე შემხვდა,ისე ცნობის მოყვარედ მიყურებდა,რო დავფოტკე კიდეც.
ja_ja
Jan 23 2015, 04:44 PM
SCORPIONS შენ მე გადამრევ

რავა ყოველდღე თევზაობ

სულ თევს ჭამ? რაციონში სვა არაფერი გაქვს

რას უშვები ამდენ თევზს
SCORPIONS
Jan 23 2015, 05:55 PM
ja_ja წავიდა ის დრო,წავიდა ყოველდღე რო ვთევზაობდი. თევზს კი ვაშრობდი და პივისტებს ვურიგებდი,ბალღებს.როგორ არ ვჭამ,სხვა რამესაც...
geojorjika
Jan 23 2015, 09:52 PM
ნდაა, თებერვალშI მიწევს ანაკლიისკენ წასვლა, Fოტისკენაც შეიძLება გავიდე და , შუკის სეზონია რამდენადაც ვიცი , 2.1 მედიმ სპინინგი კი მაქვს მარა ნაპირიდან მემგონი მოკლე იქნება
რას მირჩევთ ჯოხს და სატყუარებს აბა მცოდნეებო?
iorama
Jan 23 2015, 10:18 PM
ციტატა(giorgi @ 23rd January 2015 - 09:52 PM)

ნდაა, თებერვალშI მიწევს ანაკლიისკენ წასვლა, Fოტისკენაც შეიძLება გავიდე და , შუკის სეზონია რამდენადაც ვიცი ,
ადრე არაა შუკიზა?
SCORPIONS
Jan 23 2015, 10:25 PM
geojorjika ჯოხს რაც შეეხება,ნაპირიდან კი ითევზავებ,მაგრამ ტესტს და სატყუარას გააჩნია. თუ მოუხერხებელია შენთვის 2.1 მაშ,საცდელად 15 ლარიანი ჯოხიც გამოგადგება,სიგრძესაც შესაბამისს აარჩევ. სატყუარას კი აი ამას გირჩევ,პირადი გამოცდილებიდან. თან,გინდ მოკლე ჯოხით ისროლე,გინდ გრძელით.ტესტებით თამაშიცაა შესაძლებელი ამ ბრჭყვიალით. ნაკლები ტესტის მქონე ჯოხით თუ ისვრი,დამამძიმებელს შეახსნი,წინააღმდეგ შემთხვევაში კი იასნია რასაც იზამ. მთლად აუცილებელი არაა 3 ნომრით თევზაობა,0-დან იწყება ეს ბრჭყვიალები.

წარმატებებს გისურვებ!
geojorjika
Jan 23 2015, 10:42 PM
ციტატა(iorama @ Jan 23 2015, 11:18 PM)

ადრე არაა შუკიზა?
რავი მემგონი არა
SCORPIONS მეპსია?
SCORPIONS
Jan 23 2015, 10:44 PM
geojorjika კი mepps
geojorjika
Jan 23 2015, 10:45 PM
SCORPIONS
ოკ აქ რაღაც ეჭვი მეპარება სადმე მეპსი ვნახო გარდა მაგელანისა, მანდ კიდევ ერთ ცალს 50 ლარად ყიდიან ხოლმე , რამეს ვნახავ ალტერნატივას, ბლუ ფოქსები კი მაქვს მაგრამ მგონი 1 ნომერია
SCORPIONS
Jan 23 2015, 10:49 PM
geojorjika მაგენიც კარგებია,წერი არა,მაგრამ ქორჭილას კარგად ვიჭერდი ხოლმე. 1ნომერი?ნომერს დიდი მნიშვნელობა არ აქვს წერზე,უფრო გადამწყვეტი,ჩემი აზრით.
SCORPIONS
Jan 23 2015, 10:55 PM
geojorjika ციტატა(giorgi @ 23rd January 2015 - 10:45 PM)

მაგელანისა, მანდ კიდევ ერთ ცალს 50 ლარად ყიდიან ხოლმე
სადაა ეგ მაგელანი? ხუმრობ 50 ლარზე?
geojorjika
Jan 23 2015, 11:01 PM
SCORPIONS არა არ ვხყმრობ

, მიცკევიჩის ბოლოშია მგონი 68 ნომერია
SCORPIONS
Jan 23 2015, 11:03 PM
geojorjika ოკ.რომელი მეტრო უდგება? კერძოდ,რომელი ბრჭყვიალა ნახე 50ლარად?
geojorjika
Jan 23 2015, 11:09 PM
SCORPIONS არ მახოსვს ზუსტად ,

, კაი ხანია არ ვყოფილვარ მანდ, არც ერთი მეტრო არ არის მანდ ახლოს, ინფექციურის გვერდითაა
ყველაზე ახლოს ალბათ დელისის მეტროა
SCORPIONS
Jan 23 2015, 11:11 PM
geojorjika გავივლი,რო მოვხვდები ახლოს. მეპსები კი არც რუსეთშია იაფი,მაგრამ 50 უჟე სლიშკომ.
iorama
Jan 23 2015, 11:28 PM
ტყულიად არ შეიწუხო თავი და მაგელანში თუ ლიჟები არ გინდა არ გახვიდე, მე ვიყავი ახალ წლებზე და ისეთი გაცოფებული წამოვედი რო აი რავიცი რაააა. ზამთარში სათევზაო განყოფილება არ მუშაობს!! ხო მაგარია? დაჟე არც კი დამათვალიერებინეს.
geojorjika თუ არ დაგეზარება და მოხვდები რუსთავში, წაიღე ჩემი ჯოხი. 2,70-ია და ტესტი 10-40გრ. შუკაზე კი წავა და როგორც მითხრეს მძიმე ჯიგზეცოოო. ტაკშტო როის მიხვალ? ახალია ცინცხალაა და კაი ჯოხია რა. რათ უნდა იყიდო თუ გასართობად გინდა მარტო
SCORPIONS
Jan 23 2015, 11:29 PM
ეეხ,ჩემ დაპოსტილებს მე თვითონ ვკითხულობ ისევ და გულს ვაყოლებ,პაწია ჟინსაც ვიკლავ..თითქოს ვთევზაობდე აქ.
დაკრეჭილი კბილებით კი ვარ,მაგრამ არაუშავრს

:D

მდ.ფარავანი. ახალქალაქი.ხრამულები
geojorjika
Jan 23 2015, 11:45 PM
iorama მადლობელი კაროჩე, ჯერ იქამდე 3 კვირაა და თუ მოვიფიქრე ქე შემოგირბენ აბა
kaka8079
Jan 24 2015, 11:49 AM
სორე შუკა?მეც მინდა მასზე თევზაობა
TAMPLIER
Jan 24 2015, 11:51 AM
ციტატა(kaka8079 @ Jan 24 2015, 11:49 AM)

სორე შუკა?მეც მინდა მასზე თევზაობა
ფოთში
Multi-Tool
Jan 24 2015, 12:03 PM
SCORPIONS რუსეთში მეგობარი მყავს, ვანაში რომ შეუშვებდი იქიდანაც თევზით გამოდიოდა, ხოდა რატომღაც ძალიან გამსგავსებ
ყოჩაღ, მაგარი დობიტჩიკი ყოფილხარ
SCORPIONS
Jan 24 2015, 06:13 PM
Multi-Tool ეტყობა,ჯიბით შეჰქონდა ხოლმე
SCORPIONS
Jan 24 2015, 11:51 PM
Multi-Tool
Jan 25 2015, 12:18 AM
ციტატა(SCORPIONS @ 25th January 2015 - 12:51 AM)

აშაა!!! ჩემ საყვარელ თემას 40 საათში,200 ნახვა დაუგროვდა!!! მაგარია.
გილოცავ
ერთი კითხვა მაქ, სუკას რო ეძახით თევზს, ქართულად ხო ქარიყლაპიაა?
SCORPIONS
Jan 25 2015, 12:22 AM
Multi-Tool წინა პოსტებში მაქვს დეტალურად დაწერილი,შორი არაა. მაგას ქვია ,,წერი" ზედმეტი სახელი კი (ქარიყლაპია)
Multi-Tool
Jan 25 2015, 12:26 AM
ციტატა(SCORPIONS @ 25th January 2015 - 01:22 AM)

Multi-Tool წინა პოსტებში მაქვს დეტალურად დაწერილი,შორი არაა. მაგას ქვია ,,წერი" ზედმეტი სახელი კი (ქარიყლაპია)
გასაგებია ესე იგი "წერი"
iorama
Jan 25 2015, 02:30 PM
ციტატა(kaka8079 @ Jan 24 2015, 11:49 AM)

სორე შუკა?მეც მინდა მასზე თევზაობა
უჯარნშიც ყოფილა, უფრო ახლოსაცაა
TAMPLIER
Jan 26 2015, 09:19 AM
შუკა
წებრი
ქარიყლაპია
ჯანდარის ტბა
ხ.მ.ე.ლ.ო
Jan 26 2015, 12:32 PM
ციტატა(SCORPIONS @ Jan 25 2015, 12:51 AM)

არა, მეც მაგრად მიყვარს თევზაობა, თბილისის ზღვაზე ვტევზაობ ხოლმე და ნერვები მაწყდება. ბოლოს 2 წლის წინ ვითევზავე და ზღვისკენ აღარც გამიხედავს

ისე შემაზიზღა თავი ამ ზღვამ თავისი უთევზობით, რომ ბანაობითაც კი აღარ ავდივარ ხოლმე საბანაოთ

ნუ, თევძის მეტი რა არის, სავსეა... მაგრამ არ იჭირება რა... წყალში რამდენჯერ დამინახავს დიდი კარასები და საზანები პაპლაოკით თევზაობისას როგორ უვლიან გვერდს ნემსკავებს და პირს არ კიდებენ. რა აღარ გამიკეთებია ნემსკავზე მარა...
ერთხელ ყაზბეგში ვარ ნათევზავები სადაც მაგრად ვიჭირეთ და გავერთეთ და მეორედ გრემისხევის ტბაზე, იქაც მაგრად ვიჭირეთ და გავერთეთ... ამის გარდა მე ნორმალური თევზაობა არა მქონია

ისე ამბობენ ბაზალეთზე იჭირება დიდი თევზებიო, იქ მცხოვრებთაგან გამიგია (ოღონდ ამ დიდ თევზებზე ნაპირში ვილკებით და ცელებით ნადირობენ

)
iorama
Jan 26 2015, 02:58 PM
ციტატა(TAMPLIER @ Jan 26 2015, 09:19 AM)

შუკა
წებრი
ქარიყლაპია
ჯანდარის ტბა
ვერ გევიგე ნიკოლოზ ძამია, ჯანდარის ტბაშია?
რაც იქ ბადეები აქვთ ჩაყრილი მე იქანა არ დამინახია შუკაი
SCORPIONS
Jan 26 2015, 09:32 PM
ხ.მ.ე.ლ.ო თევზი,როცა გენახვება,ის წესით არ აიღებს. კი კარგია რო იჭირება კარგად,მაგრამ სულ კარგად,რო იჭირებოდეს,აქამდე,ათჯერ გაწყდებოდა თევზი წყალში. როცა არ იჭირება,მაგასაც თავისი მუღამი აქვს,როცა მოსდევს,ფიქრები გეფანტება და ვეღარ ფიქრობ ვერაფერს.აი დღეში რო 2-3ჯერ დაგირტყავს თევზი,სულ სხვა მუღამი აქვს. საზანზე ვმჯდარვარ,დილიდან დაღამებამდე,ერთი პაკლიოვკის გულისთვის,სამაგიეროდ კი ძაან მაგარი რამაა!ანუ,მთავარია მონაწილეობა და არა შედეგი.
ხ.მ.ე.ლ.ო
Jan 26 2015, 11:04 PM
ციტატა(@SCORPIONS@ @ Jan 26 2015, 10:32 PM)

ხ.მ.ე.ლ.ო თევზი,როცა გენახვება,ის წესით არ აიღებს. კი კარგია რო იჭირება კარგად,მაგრამ სულ კარგად,რო იჭირებოდეს,აქამდე,ათჯერ გაწყდებოდა თევზი წყალში. როცა არ იჭირება,მაგასაც თავისი მუღამი აქვს,როცა მოსდევს,ფიქრები გეფანტება და ვეღარ ფიქრობ ვერაფერს.აი დღეში რო 2-3ჯერ დაგირტყავს თევზი,სულ სხვა მუღამი აქვს. საზანზე ვმჯდარვარ,დილიდან დაღამებამდე,ერთი პაკლიოვკის გულისთვის,სამაგიეროდ კი ძაან მაგარი რამაა!ანუ,მთავარია მონაწილეობა და არა შედეგი.
ჰო მაგრამ 5 წელია მე საზანი ან კარასი არ დამიჭერია და ეგეთ თევზაობას რა ვუთხარი კიდე

საერთოდ შემაზიზღა თბ. ზღვამ თავი
SCORPIONS
Jan 26 2015, 11:19 PM
ხ.მ.ე.ლ.ო ციტატა(x.m.e.l.o @ 27th January 2015 - 12:04 AM)

ჰო მაგრამ 5 წელია მე საზანი ან კარასი არ დამიჭერია და ეგეთ თევზაობას რა ვუთხარი კიდე საერთოდ შემაზიზღა თბ. ზღვამ თავი
საზანი,კი,მაგრამ კარასზე მიკვირს. საზანს რო ვუსაფრდებოდი ხოლმე,კარასი მაწუხებდა და ვერ ვიცილებდი თავიდან

ისე კი გეტყვი,რომ (დიდ წყალში,პატარა თევზის დაჭერა ძალიან ძნელია) ეს სიტყვები კი მე მეკუთვნის
SCORPIONS
Jan 26 2015, 11:47 PM
ვაუმჯობესებთ შედეგს!ვაშაა! 47სთ და 13წთ. 270 ნახვა.სუპერ!!! და ამის საპატივსაცემოდ,ეს ჩემი საყვარელი ფოტო,თქვენ...ფოტო კი დამრჩა,მაგრამ ტივტივა,წყალს გავატანე
SCORPIONS
Jan 27 2015, 12:21 AM
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.