123gia123
Sep 19 2017, 03:12 PM
გამარჯობა
ეს თოფი ვიყიდე(ახალი) და ჩემთვის საკმაოდ კარგია, მაგრამ ოპტიკური სამიზნე ვერ გავასწორე, კი ვიცი რომ მოყოლილი სამიზნე ვარსკვლავებს არ წყვეტს მაგრამ ზუსტად ვერ ვისროლე მიყოლებით რამდენიმე ტყვია დ, ვითომ არც გასწორდება?
ახალი სამიზნე რომ ვიყიდო ასე 100-150 ლარად უკეთესს ვერ ვიყიდი თუ იგივე იქნება?
კიდევ მაინტერესებს რაღაც და ცალკე რომ არ გავსნა თემა აქ დავწერ, რამდენა კარგია ეს თოფი თქვნი აზრით ? დაახლოებით რამდენ გასროლაზე მეყოფა ნორმალურად რომ გავისროლო ნიტრო პისტონის სიმძლავრე?
აი ეს არის:
Vantage
okela84
Sep 19 2017, 04:13 PM
123gia123
Daaxloebit dawere ra mandilze ramxelaze fantavs da mere ufro zustad girchevt gigirs tu ara optikis shecvla
gregory
Sep 19 2017, 08:04 PM
123gia123
რა ტყვიებს ისვრი?
123gia123
Sep 19 2017, 10:02 PM
okela84
სახლის პირობებში ვცდილობდი გასწორებას, ასე 10-12 მეტრი იქნებოდა და დაახლოებით 5 სანტიმეტრის რადიუსში ფანტავდა რა ცენტრიდან.
gregory
ეს ტყვიებია
okela84
Sep 19 2017, 10:51 PM
123gia123
Sjobs vinmes etxovo optika, 10 wuti gchiedeba optikis gamosaricxad, nu isev zdp shniks tu stxov, pcp s patronma ar mgonia zdp tvis gaimetos optika, nu tyviebze gircheven rame uketess
EnDeL
Sep 20 2017, 12:26 AM
123gia123 პირველ რიგში გილოცავ, მშვენიერი არჩევანია. ცოტა შეეჩვევი თოფს, ტყვიებსაც მოარგებ და არ იქნები უკმაყოფილო ნამდვილად

ჩამოგიწერ იმ მიზეზებს, რაც ჩემი აზრით შეიძლება იყოს ეგეთი გაფანტვის მიზეზი:
1. გქონია თუ არა აქამდე შეხება დაახლოებით იგივე ტიპის ზდპსთან, თუ ეს შენი პირველი იარაღია?
2. შეამოწმე ოპტიკა თუ გიყენია სწორად და მყარად. ძალიანაც არ გადაუჭირო რინგებს არ დააზიანო ოპტიკა.
3. როგორც აღნიშნე თოფი ახალია, დააკვირდი დიზელის ეფექტს (გასროლისას დიდი ხმა ხომ არ აქვს და ლულიდან კვამლი თუ გამოდის, რა რაოდენობით)
4. შეურჩიე ტყვია. რასაც შენ ამ დროისთვის ისვრი კარგ სიზუსტეს ნუ მოთხოვ მაგ ტყვიას, უფრო პლინკისთვის გამოიყენე. რა თქმა უნდა უკეთესი იქნება თუ მხოლოდ ერთ ტყვიას შეაჩვევ ლულას და დაახლოებით 50 მდე გასროლის შემდეგ დაიწყებ სიზუსტეზე ფიქრს. ჩემი გამოცდილებით (რამდენიმე ბიძაშვილი მქონია ვანტაჟის) კარგად უნდა ისროდეს JSB EXACT 8.44 გრეინს - 0.547 გრამს. 25 ლარამდე ღირს 500 ცალიანი კოლოფი. შეგიძლია შეიძინო გრიგოლთან, ან მაღაზია მაგნუმში.
5. 100-150 ლარად მაგაზე უკეთესს ვფიქრობ ვერაფერს იყიდი და არამგონია რომ დასაწყისისთვის შეცვლაზე ფიქრი ღირდეს - თუ რა თქმა უნდა თუ ოპტიკა არ არის დაზიანებული და ყველა გასროლაზე არ ირევა.
შეცვალე ტყვიები, ნახავ არის თუ არა ოპტიკის ბრალი. თუ შეხება არ გქონია აქამდე იგივე კლასის ზდპ-სთან ჩაგიგდებ რამდენიმე ვიდეოს როგორ უნდა გეჭიროს ზდპ გასროლისას და ა.შ
ზდპ-ს სიზუსტეზე სხვა რამდენიმე ფაქტორიც შეიძლება მოქმედებდეს, მაგრამ არა ისე, როგორც შენ აღწერ - 10 მეტრში 5 სმ ძალიან ბევრია.
წარმატებები
P.S მომენატრეთ ხალხნო რამდენი ხანია აღარ შემოვსულვარ აქ...
123gia123
Sep 20 2017, 01:04 AM
EnDeL
მადლობა მოლოცვისთვის,
პირველი იარაღია, ნუ რამდენჯერმე მეგობრის თოფით მაქვს გასროლილი, ზამბარიანით.
ოპტიკა მემგონი სწორად მიყენია და მყარად.
ნორმალიური ხმა აქვს. კვამლი არ გამოდის.
რამდენ მეტრში უნდა ქონდეს წესით შენარჩუნებული სიზუსტე?
დაახლოებით რამდენ მეტრში შეუძლია რომ მოკლას ამ თოფმა მაგალითად ციყვი? ისე 4 მეტრში 1 თეთრიანი გაღუნა და ეს კარგი მაჩვენებელია?
EnDeL
Sep 20 2017, 01:34 AM
123gia123 გაღუნვა გახვრეტები დაივიწყე აქედანვე... რაც მოეთხოვება ამ თოფს თავის საქმეს (ფასი/კალიბრი) გააკეთებს 100% თუ გაარტყი მაგ ზომის მიზანს სწორად შერჩეული ტყვიით. არსად გაგექცევა... სანადიროდ გჭირდება მეტად ექსპანსიური ტყვიები - თუ ჩემს ზემოთხსენებულ ჯსბ-ის არ გამოიყენებ და მეტი ენერგია დაგჭირდება ბარაკუდა ჰანთერი ან რამე მსგავსი შეგიძლია აიღო, თუმცაღა სიზუსტე ნაკლები ქონდა ჩემს თოფებზე, ეგეც შეიძლება გამომდინარეობდეს იქიდან რომ 95% ჩემი თოფებიდან გასროლილი ტყვია იყო მხოლოდ ჯსბ 8.44 გრეინი.
მოკლედ გადახედე ამ ფორუმის ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკის განყოფილებას - ბევრ საინტერესო თემას აღმოაჩენ შენთვის და რა კითხვებიც გაქვს დაგროვებული ყველაფერზე იპოვი პასუხს.
ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკაისე დაახლოებით 25-30 მეტრიში სტაბილურად უნდა ისროლო. დანარჩენი და შეიძლება ითქვას მაგ მანძილზეც, გამოცდილების და თოფთან შეჩვევის ხარჯზე... არც ეგ მანძილია ცოტა ზდპ-სთვის.
კიდევ ერთი და მთავარი - ხელიდან ისროდი თუ რამეზე გედო თოფი?
123gia123
Sep 20 2017, 02:21 AM
არა ხელიდან არ ვისროდი, მყარ რაღაცაზე მედო, მაგრამ დამაგრებული არ მქონდა ასე ვთქვათ.
ბექნო
Sep 21 2017, 09:05 AM
123gia123 მეც ეგ თოფი მაქვს და რაც მოეთხოვება მართლაც 100%ით ასრულებს, 70მეტრამდე რამდენჯერმე მოვხსენი სამიზნე (ყარაულის თოფივით გავარდა

) ჯსბ 10.34 ვისვრი. რეალურად 20-40 მეტამდე უნდა ინადირო 80%შედეგით.
რაც შეეხება ოპტიკას, UTG 4X32 მაქვს 165 gel. მაგნუმში. 2000+ გასროლა მაქვს ამჟამად და ერთ ამდენს კიდევ გაისვრის.
შენი პრობლემა კი მგონი სროლის ტექნიკაში უნდა იყოს, მაგ მანძილზე თურქული ტყვიებიც აკეთებს ჯგუფს.
123gia123
Sep 26 2017, 03:20 PM
მიზნის გასასწორებლად ვიყავი, ნაბიჯებით გადავზომე მანძილი, მინიმუმ 15 მეტრი იქნებოდა თუ მეტი არა და ბოლოს შედარებით გავასწორე მიზანი თან ჩვენც (რამდენიმე ვისროდით) იდეალურად ვერ ვისროდით და 8,9,10_იანში გავარტყით უმრავლეობა. ალბათ წესით უფრო უნდა გსწორდეს მიზანი ხომ?
ესეც სურათი (ვინც ისროდა არა გამომაჩინოო და მაგიტომ დავფარე დ)

ეს ისე ბონუსი დ
okela84
Sep 26 2017, 04:06 PM
123gia123
ძაან ცუდად ზიხარ, მასეთ მდგომარეობაში დაჭიმულია ბარძაყი, წვივი, ტერფი და კონცენტრაციის არც თუ ისე პატარა წილი წონასწორობის შენარჩუნებას ეთმობა და შესაბამისად ასეთ პოზაში სროლისას თოფის შესაძლებლობებზე დასკვნების კეთება არაა მართებული
123gia123
Sep 26 2017, 04:21 PM
okela84
ისე თუ შემიძლია სადმე რომ ვნახო როგორ უნდა ვისროლო ოპტიმალურად?
okela84
Sep 26 2017, 05:31 PM
123gia123 მინიმუმ ბალიშებით მაინც, მაგისთან დამჯდარი

ეს მეორე ზე ზუსტი სროლისთვისაა
123gia123
Sep 28 2017, 04:31 PM
დაახლოებით 200-300 ლარად (ან უფრო იაფად თუ იქნება მთლად კარგი) რომ ვიყიდო რამე ოპტიკა , ასე 25-30 მეტრში სტაბილურად მიზანში მასროლინებს? და რამდენი ხანი გაძლებს დაახლოებით ? არც თუ ისე ხშირად ვისვრი დავხმარობ ამ თოფს.
ნიკა
Sep 29 2017, 05:48 PM
123gia123 ნიტროსთვის გინდა ხო? UTG არის ყველაზე კაი ვარიანტი, 4x არ ვიცი თუ გეყოფა მაგრამ მაგნუმში აქვთ 180 ლარის ფარგლებში
vaska
Sep 30 2017, 11:10 AM
https://www.pyramydair.com/s/a/Leapers_UTG_...aver_Rings/4315ეს შევიძინე Crosman Shockwave NP თვის და პირდაპირ უნდა დამაგრდეს?
bubusicha
Sep 30 2017, 12:49 PM
არა,
რინგები დაგჩირდება 1 ინჩიანი მილისთვის 11mm dovetail სამაგრით.
bubusicha
Sep 30 2017, 12:57 PM
თუ პნევმატური ოპტიკიანი ვერსია იყიდე, მაშინ რინგების მოყვება და იმ რინგებით დაამაგრებ უტგ ოპტიკას
vaska
Oct 2 2017, 04:14 PM
https://www.amazon.com/gp/product/B0076IA4G...=UTF8&psc=1 ეს გამოვიწერე ჯერ არ ჩამოსულა
UTG RG2W1154 ეს რინგები მოყვება
bubusicha
Oct 3 2017, 09:49 AM
მაგ სამაგრით ვერ დააყენებ.
თოფს რომ სამაგრები მოყვება იმ სამაგრით დაამაგრებ უტგ ოპტიკას
vaska
Oct 3 2017, 07:53 PM
შწეგიძLია მაჩვენო?
bubusicha
Oct 4 2017, 07:22 AM
vaska
Oct 5 2017, 05:53 PM
ციტატა(bubusicha @ Oct 4 2017, 08:22 AM)

ანუ რაც მოყვება იმ სამაგრებით დამაგრდება რომ ჩმაოვა დავდებ ფოტოს
vaska
Oct 12 2017, 12:18 AM
აი ეს რინგები მოყვა და პირდაპირ დავამაგრო თოფზე?
gregory
Oct 12 2017, 09:26 AM
ციტატა(vaso99 @ 12th October 2017 - 01:18 AM)

აი ეს რინგები მოყვა და პირდაპირ დავამაგრო თოფზე?
vaska აბა ცადე
100% დარწმუნებული ვარ რომ არაფერი გამოგივა. მიზეზი მარტივია: შენს თოფს აქვს "დოვეტაილის" სამაგრი, ეგ რინგები კი "პიკატინია"....
უკვე რამდენჯერ მოგწერეს როგორც უნდა დაამაგრო?! აიღე ის რინგები რომლებიც შენს თოფს( ანუ მის ოპტიკას) მოყვა და იმეებით დაამაგრე ახალი ოპტიკა. სულ ესაა
vaska
Oct 12 2017, 02:04 PM
ლიპერსის რომ დავამაგრო უკეთესი არ იქნება ? მგონი გადამყვანი (ლიანდაგი უნდა)
gregory
Oct 12 2017, 04:15 PM
vaska
იდეაში შეიძლება პიკატინის სამაგრები ჯობდეს კიდეც, მაგრამ აი გადამყვანების ჩალიჩს , ისევ ცენტრპოინტის პიკატინის კრონშტეინზე დასვა მგონი აჯობებს
vaska
Oct 12 2017, 09:34 PM
ზამბრ დგუშიანზე ხო მალე ფუჭდება ოპტიკა და რამე განსხვავება იქნება მაგ მხრივ რინგებში?
giga2010
Oct 12 2017, 09:49 PM
რა ჯერადობის არის თქვენი ოპტიკა? ისე მაინტერესებს
gregory
Oct 13 2017, 09:54 AM
ციტატა(vaso99 @ 12th October 2017 - 10:34 PM)

ზამბრ დგუშიანზე ხო მალე ფუჭდება ოპტიკა და რამე განსხვავება იქნება მაგ მხრივ რინგებში?
vaska არანაირი
datka25
Oct 13 2017, 10:55 AM
ციტატა(vaska @ Oct 12 2017, 10:34 PM)

ზამბრ დგუშიანზე ხო მალე ფუჭდება ოპტიკა და რამე განსხვავება იქნება მაგ მხრივ რინგებში?
ზამბარ-დგუშიანზე მონობლოკს გირჩევდი მაინც. . .
vaska
Oct 13 2017, 02:28 PM
ციტატა
რა ჯერადობის არის თქვენი ოპტიკა? ისე მაინტერესებს
UTG 4X32ციტატა
ზამბარ-დგუშიანზე მონობლოკს გირჩევდი მაინც. . .
რატომ?
giga2010
Oct 14 2017, 07:18 PM
ვინმეს ხომ არ ქონია გამოცდილება ალიექსპრესიდან ოპტიკის გამოწერის? ჩამოდის თავისუფლად თუ არის შეზღუდვები?
NRG
Oct 16 2017, 05:14 PM
giga2010 მე გამოვწერე და ველოდები თუ ჩამოვა და როგორი ჩამოვა გაგაგებინებ
giga2010
Oct 16 2017, 05:58 PM
რომელი შეარჩიე, თუ საიდუმლო არ არის?
NRG
Oct 16 2017, 08:35 PM
giga2010
carl zeiss 6-24x50
giga2010
Oct 16 2017, 08:43 PM
ციტატა(NRG @ Oct 16 2017, 09:35 PM)

giga2010
carl zeiss 6-24x50
მადლობა პასუხისთვის მეგობარო
NRG
Oct 16 2017, 08:48 PM
giga2010
არაფრის გენაცვალე გიგა
okela84
Oct 18 2017, 05:19 PM
ხალხო Walther-ის FT ოპტიკები ვარგაა თუ იცით ? ან თU ვინმეს გაქვთ იქნებ გამიზიაროთ შთაბეჭდილებები
giga2010
Oct 18 2017, 05:32 PM
მაიმარკეტზე ხომ არ ნახე? თუ ეგ არის კარგად, დაათვალიერე აბა ფოტო, ჯერადობის რგოლი თითქოს მოღრეცილია, არვიცი შეიძლება ვცდები. ზუსტად მაგდაგვარი დიზაინის ოპტიკები შემხვდა ალიექსპრესზე
okela84
Oct 18 2017, 09:31 PM
giga2010 ციტატა(giga2010 @ 18th October 2017 - 06:32 PM)

მაიმარკეტზე ხომ არ ნახე?
კი

რაღა ფოტო, აწი სახლში მაქვს უკვე და მითხარი რა არ მოგეწონა და თუ მართლა მასეა უკან მივუტან ხვალვე.
ბარემ აქვე დავწერ, ვინმეს რამე კაი რინგები ხომ არ გაქვთ 11 მმ-ნი 30 მმ-ან მილზე ?
https://ru.aliexpress.com/item/100-Original...c8-c487ef474f54აი ესაა და ფასიც იგივეა თითქმის
giga2010
Oct 19 2017, 08:45 AM
მშვიდობაში მეგობარო. არ მითქვამს არ მომეწონათქო, ვთქვი რომ კარგად დაგეთვალიერებინა. და რადგანაც უნაკლოა, სულ ათიანებში გესროლოს
NRG
Oct 24 2017, 10:58 AM
ოპტიკა გააჩერა საბაჟომ, მომთხოვეს ინვოისები არადა წესით უნდა მოყოლოდა ამანათს, ინვოისები გავუგზავნე და ველოდები პასუხს, ვინმემ ხომ არ იცით ჯერადობებზე რამე პრობლემებს ხომ არ ქმნიან საბაჟოზე?
gregory
Oct 24 2017, 11:22 AM
NRG
ე.წ. ტაქტიკურ ოპტიკებზე ახურებენ ხოლმე. აი "ტაქტიკური" რა არის თვითონაც არ იციან. ღამის ხედვა არ უნდა ქონდეს და მანძილმზომი...
შენ რაც გამოწერე, მაგაზე არ უნდა იყოს პრობლემა. ეტყობა ფასი ეცოტავად უბრალოდ
giga2010
Oct 24 2017, 11:28 AM
იმედია გამოუშვებენ, როგორც ვიცი არ აქვს მაგ ოპტიკას არც ღამის ხედვა და არც მანძილმზომი
okela84
Oct 24 2017, 11:42 AM
gregory სვაროვსკის სანადირო ვერსიებსაც აქვთ ჩაშენებული მანძილმზომები. ნუ ღამისხედვასთან დაკავშირებით ვეთანხმები, კანონმორჩილ იარაღის და ნადირობის მოყვარულს დისკომფორტს არ უნდა უქმნიდეს უმაგისობა.
მე თუ მკითხავთ აშშ-მ უფრო გაართულა საქმე. ძალიან ბევრი ნივთია ისეთია რაც თვითონ მაღაზიას არ მიაქვს გადამზიდამდე და მიტანის შემთხვევაში გადამზიდავსაც მოაქვს და აქაც უპრობლემოდ ატარებენ.
NRG ციტატა(aleqsandre @ 24th October 2017 - 12:40 PM)

ოპტიკა გააჩერა საბაჟომ, მომთხოვეს ინვოისები არადა წესით უნდა მოყოლოდა ამანათს, ინვოისები გავუგზავნე და ველოდები პასუხს, ვინმემ ხომ არ იცით ჯერადობებზე რამე პრობლემებს ხომ არ ქმნიან საბაჟოზე?
ჯერადობასთან ინვოისი რაშუაშია. შენს მითითებულ ფასზე მიიტანეს ეჭვი, როგორც კი გაირკვევა ეგ ამბავი გამოგატანენ
NRG
Oct 24 2017, 01:56 PM
okela84 მაინც ვიკითხე

ფასი ზედვე ქონდა მითითებული და ყველაფერი წესრიგში იყო ვიფიქრე რამე შარებს ეძებენ თქო
NRG
Oct 24 2017, 01:56 PM
okela84 მაინც ვიკითხე

ფასი ზედვე ქონდა მითითებული და ყველაფერი წესრიგში იყო ვიფიქრე რამე შარებს ეძებენ თქო
giga2010
Oct 25 2017, 10:51 AM
ციტატა(NRG @ Oct 24 2017, 02:56 PM)

okela84 მაინც ვიკითხე

ფასი ზედვე ქონდა მითითებული და ყველაფერი წესრიგში იყო ვიფიქრე რამე შარებს ეძებენ თქო
რაიმე სასიკეთო ამბავი ხომ არ გაქვს, ოპტიკასთან დაკავშირებით
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.