დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ოპტიკური სამიზნის შერჩევა...
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6
nihontoman
userman
მე არ მქონია დიდად შეხება. ინტერნეტში რასაც ვნახულობ ეგაა ძირითადად. ერთი ბიუჯეტური მოდელი მაქვს ნანახი (ჩემი ძმის თოფზე აყენია) და სადაც ვუმიზნებ ვარტყავ, ოპტიკა ნათელია, პარალაქსიც ვერ შევატყვე. სულ მიხატულივით არაა ნამდვილად ჯვარი, მაგრამარც მოძრაობს. არ ვიცი, შეიძლება ვცდები, თუმცა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
NRG
nihontoman
კიბატონო ნახე ახლოდან, ბადემ მომხიბლა შტრიხიანი ბადის ინტერესი მქონდა ბოლო დროს და გამიხარდა ტალოსიც რო შტრიხებით არის
datka25
ციტატა(userman @ Jun 20 2019, 10:12 PM) *
nihontoman


დამიჯერე ძალიან ცუდია , ყველაფერთან ერთად პარალაქსიც არ სწორდება ...

აქვს დისქავერსაც კაი მოდელები, აბა 60 დოლარიანი მოდელისგან სხვას რას ელოდი smile.gif
mister_io
დისქავერის ყიდვას ვფიქრობდი მარა გადავიფიქრე ფაქტიურად უკვე, კლიკებია მთავარი ზუსტი იყოს და თუ ვინმეს მოგეპოვებათ ასეთი ოპტიკა 100$ ფარგლებში მილდოტის ბადით იქნებ დამაკვალიანოთ, 22ლრ ისთვის მინდა შეიძლება ბევრს ვითხოვ 100$ ფარგლებში მაგრამ იქნებ არის რანე რაც გამომადგება ე.წ გეკოსთვის
okela84
mister_io
თუ არ ვცდები 5.56 ის ბალისტიკაზე უფროა მორგებული ბადე მარა მაგაზეც გამოგადგება ცოტა კლიკებსაც თუ წააშველებ.

130$ ღირს.


NRG
ჩამოვიდა ოპტიკა Athlon Talos 6-24x50 ATMR1 SFP IR MIL RETICLE


















ოპტიკა ჯერ არ მომირგია და შტაბეჭდილებები ჯერ არ მაქვს უშუალოდ სროლაში, ზერელე თვალის შევლებით კი რა ფასიც აქვს იმაზე მეტი ხარისხი აქვს მაქსიმალურ ზუმზე ინარჩუნებს გამოსახულების სიმკვეთრეს

რაც მთავარია ზუმი მიახლოებულია მითითებულთან და 10x ით ნაკლები არ აქვს, ერთადერთი რაც არ მომეწონა ერთი შეხედვით არის ხედვის არეალი თითქოს მეპატარავა მაგრამ ფურცელზე რა გამოჩნდება არ ვიცი

მადლობა ოკელ დახმარებისთვის
giga2010
NRG
გილოცავ და სულ ათიანებში wink.gif
ოკელასაც მადლობა დახმარებისთვის
okela84
გაიხარეთ ბიჭებო drinks.gif
koba1973
NRG
გილოცავ.
NRG
giga2010
გაიხარე გიგაა

koba1973
მადლობა კობა
aleqsa
საღოლ გილოცავ აკაკი, კარგია ძმაო, ნელ ნელა წინ მივიწევთ რაც მეტი კაი კაი რაღაცეები მოქუჩდება საძმოში მით უკეთესი!!
nihontoman
NRG
გილოცავ! სულ ათიანებში!

ბადე და კლიკები რამდენად აქტუალურია?
okela84
nihontoman
თოფი რესტში უნდა ჩადოს წესით ან რაიმეში გაჭედოს ურყევად ისე რომ ბარაბნების ტრიალისას თოფი არ დაიძრას და ოპტიკას არ დაბრალდეს.

მარა აქტოალური პრიჩომ ? მგონი რაღაც შეგეშალა მექანიკურად. ალბათ კლიკების და ბადის კალიბრაციის სიზუსტე იგულისხმე
nihontoman
okela84
კი ბატონო ეგ ვიგულისხმე. ანუ რომ ამბობენ რომ მაგ ოპტიკაზე (მგონი) 18 ჯერადობაზე 1 დანაყოფი 1 მილდოტს უდრის და ასევე რა თქმა უნდა ბარაბნების თემაც მაინტერესებს .
mister_io
ციტატა(okela84 @ Jun 25 2019, 08:59 PM) *
mister_io
თუ არ ვცდები 5.56 ის ბალისტიკაზე უფროა მორგებული ბადე მარა მაგაზეც გამოგადგება ცოტა კლიკებსაც თუ წააშველებ.

130$ ღირს.
კლიკებს წავაშველებ სიამოვნებით მთავარია ზუსტი და გამძლე კლიკები ქონდეს ჯანდაბას 150 170$ მდეც გავქაჩავ, ისე ამას მილდოტებშიაქვს კლიკები თუ მოაში, მილდოტებში როიყოს კლიკები მთლად კარგი იქნება
okela84
mister_io
მაგდენს თუ გაქაჩავ ბარემ ტალოსი იყიდე
mister_io
ციტატა(okela84 @ Jul 5 2019, 11:25 PM) *
mister_io
მაგდენს თუ გაქაჩავ ბარემ ტალოსი იყიდე

მერო ბადე მომწონს ისეთი კი გამოუწერია აგერ აკაკის მარა ძვირია ნამეტნავი (( ცოტა დაბალ ჯერსდობაზე თუა იგივე ბადით და შედარებით ეფად კი შევებმები მაგ საქმეს მაგრამ განბაჟებით და ყველაფრით რამდენი დამიჯდება რო ვიცოდე მაინც
okela84
mister_io
220-230$-მდე ჯდება მთლიანად.

იგივე ბადით უფრო დაბალ ფასიანი არ აქვს მგონი ატლონს
mister_io
ციტატა(okela84 @ Jul 6 2019, 02:54 AM) *
mister_io
220-230$-მდე ჯდება მთლიანად.

იგივე ბადით უფრო დაბალ ფასიანი არ აქვს მგონი ატლონს

განბაჟება ტრანსპორტირება ყველაფრიანად? აბა მაჩვენე რა ჯერადობითაა ვიშიმშილებ ერთი თვე ჯანდაბასsmile.gifsmile.gif მთავარია კლიკები ქონდეს კარგი და ბადე და ჯანდაბას გავრისკავ
okela84
mister_io
მოგწერე უკვე ჯამური ფასი. კონკრეტული მოდელის, რომელიც ძაან ბევრი ვეძებე და ვიკვლიე, ეხლა 1 კვირაში თავდაყირა ვერ დადგებოდა ეს ინდურსტრია თავიდან რო ვეძებო.

რავი დალშე პმ-ში ან ტელეფონზე მკითხე ძაან ჩათაობა რომ არ გამოგვივიდეს.

mister_io
https://www.ohhunt.com/ohhunt-ffp-45-18x44-...cope-p1590.html
ამ ოპტიკაზე თუ გსმენიათ რამე მეგობრებო, ბადე მომწონს ძაან და ffp არის მაგრამ ხქრისხის ამბავში ვეჭვობ ძაან ფასიდან გამომდინარე
geojorjika
ციტატა(mister_io @ Jul 12 2019, 10:41 AM) *
https://www.ohhunt.com/ohhunt-ffp-45-18x44-...cope-p1590.html
ამ ოპტიკაზე თუ გსმენიათ რამე მეგობრებო, ბადე მომწონს ძაან და ffp არის მაგრამ ხქრისხის ამბავში ვეჭვობ ძაან ფასიდან გამომდინარე


ერთმნიშვნელოვნა მაგ ფასად Athlon-ი ჯობია. ეგ არის ჩაინა თაუნ იგივე BSA, Sniper და სხვა და სხვა სახელით გამოდის 100$-ის-120$ ფარგბელში ღირს ხოლმე
okela84
ციტატა(mister_io @ 12th July 2019 - 09:41 AM) *
ამ ოპტიკაზე თუ გსმენიათ რამე მეგობრებო, ბადე მომწონს ძაან და ffp არის მაგრამ ხქრისხის ამბავში ვეჭვობ ძაან ფასიდან გამომდინარე

კაცურად წინა გვერდებს გადახედე და ამდენი ბჭობის შემდეგ 150$-ის გადახდას მაგ ნაგავში თუნდაც ერთი წამით მაინც რატომ უშვებ ?


გონზე არ არიან ჩინელები ოპტიკის, ერთი პროსტა როგორც ჩანს კვლლევები აქვთ ჩატარებული ბადეებზე და რაღაც ხლამში დებენ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად ბადეებს და მაგით ატყუებენ ნავიჩოკებს.
mister_io
ციტატა(okela84 @ Jul 12 2019, 01:34 PM) *
კაცურად წინა გვერდებს გადახედე და ამდენი ბჭობის შემდეგ 150$-ის გადახდას მაგ ნაგავში თუნდაც ერთი წამით მაინც რატომ უშვებ ?


გონზე არ არიან ჩინელები ოპტიკის, ერთი პროსტა როგორც ჩანს კვლლევები აქვთ ჩატარებული ბადეებზე და რაღაც ხლამში დებენ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად ბადეებს და მაგით ატყუებენ ნავიჩოკებს.

გადავხედე, შენი შერჩეული მომწონს ძაან 6-24x50 ბადე აქვს კარგი, მარა ეს დოლარი ისე გაიქცა,ეს ოხერი ეგ მაჩერებს, თან 22ლრ ზე ძაან დიდი ხოარ იქნება ის ოპტიკათქო.მაგას ვფიქრობ
okela84
ციტატა(mister_io @ 12th July 2019 - 01:51 PM) *
მარა ეს დოლარი ისე გაიქცა,ეს ოხერი ეგ მაჩერებს

ოო ეგ ძაან მტკივნეული თემაა ყველასთვის.

ნუ შენ რეებსაც ათვალიერებ მაგის გამოწერას სჯობს ღია სამიზნე დააყენო
MonSoon
okela84
რატო ოკელ. მაინცადა მაინც ვორტექსი და ნაითფორსი ხომ არ უნდა გეყენოს თუ არადა საერთოდ არაფერი.

რავი, იქნებ უბრალოდ არასპორტული მიზნებისთვის უნდა იმ მანძილზე სადაც ღია სამიზნით ჭირს, მაგალითად 100-120 მეტრი. თვალით ჭირს უკვე, მე კარგათ ვხედავ მარა 60 მეტრის იქით 10 სმიან საგანზე უკვე ვირევი.


ეგ ohhunt ოპტიკა იგივე იქნება რაც ბსა ჩემი აზრით. თუ კლიკი და და სპორტული მოთხოვნები არ გაქვს მემგონი ნორმალურია. ფფპ კი არის თან 18 იანი. მარა 12 ზე ნორმალური უნდა იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში აჯობებს ღია სამიზნეს. რეკლამას არ ვუწევ, ვერც რეკომენდაციას.

რავი მე კი დიდი არაფერი ვიცი, მითუმეტეს შენთან შედარებით მარა მაინც.
mister_io
არა ოკელა სწორს იძახის მაგფასის გადახდა არღირს ისეთ ოპტიკაში კლიკი მაინც თუარ ევარგა, შევაგროვებ და ავიღებ იმას რაც გამოცდილია და ვარგა
okela84
MonSoon
ციტატა(bedo @ 12th July 2019 - 03:19 PM) *
მაინცადა მაინც ვორტექსი და ნაითფორსი ხომ არ უნდა გეყენოს თუ არადა საერთოდ არაფერი.

ან სად მიწერია მსგავსი და ან თუ პირდაპირ არ მიწერია მაშინ ის მაინც საიდან დაასკვენი რომ ვორტექსის და ნაითფორსის გარდა ოპტიკებს არ ვურჩევ ხალხს მაშინ როდესაც ჩინური ყაყების ალტერნატივად საკმაოდ სანდო და ხარისხიანი მწარმოებლების საკმაოდ კარგი მოდელები შემოგთავაზეთ.
აქ შემოვდივარ ხოლმე და ვათვალიერებ რომ ამ ისედაც დაქცეულ ქვეყანაში ვიღაცამ 150$ რაღაც ყაყაში არ გადაიხადოს. უპასუხისმგებლო მწარმოებლების

ან სპორტული ინტერესი კლიკები და სიზუსტე რაღა შუაშია მაშინ როდესაც ჩინურ ხლამში 150$-ს იხდი და გვერდზე გიდევს იგივე ფასიანი მინიმუმ ორჯერ(10 ჯერ თუ არა) სანდო და ხარისხიანი ოპტიკა.
MonSoon
ნუ ყველას თავისი აზრი აქვს. ფურცელზე თუ არ ისვრი კაცს ან ხარისხიანი კლიკი რათ უნდა ან რატო გგონიათ რო ჩინური ოპტიკები ხლამია. რაშია ხლამი, გააჩნია რისთვის გინდა.

ჩემი პოზიციიდან ვსაუბრობ. სულ ერთ ადგილზე მკიდია ფურცელზე ჯგუფებზე სროლა. დანარჩენზე სროლისთვის მსროლელი უნდა ვარგოდეს თუ ოპტიკაში ჩანს. მთავარია არ ირეოდეს. და თავად ოპტიკა არ გიშლიდეს თავისი პარამეტრით ხელს.

იგივე ფასად უკეთესის ყიდვა სხვა ამბავია.

ძაან ნუ წამიკითხავთ ლექციებს. ჩემთვის 300 და 3 ათასი დოლარიანი ოპტიკა ერთი ჩორტია. ასე რომ.
okela84
ქაღალდი უკვე აღარაფერ შუაშია, ოპტიკა პირველ რიგში საველე პირობებისთვის იწარმოება და შემდეგ სხვა დანარჩენისთვის. ამ შემთხვევაში კლიკების ხარისხი და მითუმეტეს საიმედოობა ნადირობას უფრო მოეთხოვება ოპტიკას და და მაინტერესებს რა საჭიროა კომპრომისი მაშინ როდესაც ოპტიკისთვის ის ბიუჯეტი გაქვს გამოყოფილი, რომელიც არ გაიძულებს ამ კომპრომისებს.

ვისაც არ უნდა გარისკვა და ფულის ნაგავში გადაყრა იკითხავს და მოგებულიც დარჩება.

ციტატა(bedo @ 12th July 2019 - 05:20 PM) *
ძაან ნუ წამიკითხავთ ლექციებს. ჩემთვის 300 და 3 ათასი დოლარიანი ოპტიკა ერთი ჩორტია. ასე რომ.

სრული უფლება გაქვს რომ ასეთ მცდარ აზრზე იდგე, მაგრამ მე რაღატო მიშლი ნერვებს,თავიდანვე მასე დაგეწყო tako.gif
MonSoon
okela84
ციტატა(aleqsandre @ 12th July 2019 - 07:13 PM) *
სრული უფლება გაქვს რომ ასეთ მცდარ აზრზე იდგე, მაგრამ მე რაღატო მიშლი ნერვებს,თავიდანვე მასე დაგეწყო

არა უბრალოდ იმ ჩინურების ყიდვას ღია სამიზნით ისროლეო, თითქოს ესე გამოვიდა და მაგიტო დავწერე.

ჰო კიბატომო შეიძლება ვცდები ჩემს პოზიციაში მაგრამ ოპტიკით ვერასდროს ვერ ვკაიფობდი. დოლარებში 4 ნიშნა ციფრს არანაირად არ გადავიხდი ამ შეგნებით არასდროს. გამოფენაზე თუ მეღირსა ტოპ ოპტიკების ახლოდან ნახვა მერე არ ვიცი, შეიძლება შემეცვალოს აზრი.

შეიძლება იკაიფო სიჩუმით, სასხლეტით, გადასატენით, ოპტიკა, რავი ოპტიკაა რა.
MonSoon
აი მაგალითად შენი ვაირაუხით მაგრად ვიკაიფე, სასხლეტით, გადატენვით, სიჩუმით. მაგრად გაქვს დარეგულირებული. საღოლ. თავს ვიკავებდი ემოციების მარა ბოლომდე ვერა.
mister_io
ნუ იბრძოლებთ მეგობრებო , აქ ერთმანეთისთვის რჩევის მისაცემად ვართ და არავის ეპარება ეჭვი მგონი რო ოკელა ოპტიკების ექსპერტია smile.gif ის ოპტიკა მაგიტო დავდე რო მაინტერესებდა იქნებ ესეც რამე ხარისხიანი იყო რახან საკუთარი ვებგვერდიც ქონდათ, ბადემ მომხიბლა და ვიკითხე აქ, დიდად არმქონდა იმედი მაგრამ გადავამოწმე მაინც და კი დამიწერა აგერ ადეკვატჰრი პასუხი ალეკომ smile.gif რაც,შეეხება ოპტიკაში ფულის გადახდას ნეტა მომცა იმდენი ფული თორე კარგ ოპტიკას რაჯობია, კლიკებით მუშაობაა მუღამი და მთელი პროცედურები როა საჭირო ზუსტი გასროლისთვის სწორედ მაგასააქ მუღამი ჩემი აზრით, პ.ს ადმინ არ დამჭრა რა აღარ გავაოფებ თემას smile.gifsmile.gif
NRG
ჩინური ოპტიკები რომელსაც მაღალი ჯერადობები აქვს და ღირს 80-200 დოლარი მაგათ ლინზები აქვთ უხარისხო და ჯერადობაც იმის ნახევარი აქვთ რაც მითითებული აქვს, მაგრამ მეტალი, მექანიზმი, ბარაბნები და ბადე შეიძლება არ განსხვავდებოდეს ძვირიანებისგან
geojorjika
პატივცემულო საზოგადოებავ, ოპტიკაში მნიშვნელოვანია როგორც ლინზები ისე მექანიზმი, ერთიც ძვირი ღირს და მეორეც. შესაბამისად კარგი ოპტიკა იაფი ვერ ეღირება. ვერც იმას დავიჯერებ რომ იაფფასიან ოპტიკებს იგივე მექანიზმი აქვთ რაც ნაითფორსს ან თუნდაც ლუპოლდს და ლინზებშია სხვაობა და ვერც იმას რომ სვაროვსკის და ვექტორ ოპტიკსს ერთნაირი ლინზები აქვს და მექანიზმია მარტო განსხვავებული
pilotina
geojorjika
ციტატა(giorgi @ 13th July 2019 - 05:07 PM) *
პატივცემულო საზოგადოებავ, ოპტიკაში მნიშვნელოვანია როგორც ლინზები ისე მექანიზმი, ერთიც ძვირი ღირს და მეორეც. შესაბამისად კარგი ოპტიკა იაფი ვერ ეღირება. ვერც იმას დავიჯერებ რომ იაფფასიან ოპტიკებს იგივე მექანიზმი აქვთ რაც ნაითფორსს ან თუნდაც ლუპოლდს და ლინზებშია სხვაობა და ვერც იმას რომ სვაროვსკის და ვექტორ ოპტიკსს ერთნაირი ლინზები აქვს და მექანიზმია მარტო განსხვავებული


yes3.gif

დასტურ
geojorjika
ოპტიკასთან ურთიერთობის 11 წლიან გამოცდილებიდან ეხლა რომ ვყიდულობდე ოპტიკას და აი ძალიან ვიყო ბიუჯეტშI შეზუდული, მხოლოდ 3 საკითხზე გავამახვილებდი ყურადღებას.

1.პარალაქსი - ან უნდა ურეგულირდებოდეს ან 100 იარდამდე არ უნდა ქონდეს(ნუ შეძლებისდაგვარად)
2.ლინზები - ისეთი ლინზები მაინც ქონდეს რომ ნახევარი ხედვის არე დაბლურული არ იყოს
3,ბადე - რომელიმე გადიდებაზე თუნდაც რაიმე კოეფიციენტით მაინც იყოს მართალი რომ ბალისტიკური კალკულატორი გამოიყენო

მეოთხე ემატება რინგები , რინგები უდნა იყოს მინიმუმ ლიპერსის მაინც არ რაიმე მსგავსი, 12-20$-ის ფარგლებში
nihontoman
geojorjika
აი მგონი რინგებში მაინც შეიძლება ჩინელების ნდობა - დანების ინდუსტრრიდან ვიცი, მექანიკურად იდეალურ მექანიზმებს აკეთებენ ჩინელები სასწაულად დაბალ ფასად და არამგონია სტატიკური სამაგრებიპრობლემატური იყოს მათთვის უკვე. აი თუნდაც ეს:


https://www.aliexpress.com/item/32974321525...sAbTest=ae803_3
vexam
ციტატა(geojorjika @ Jul 12 2019, 10:49 AM) *
ერთმნიშვნელოვნა მაგ ფასად Athlon-ი ჯობია. ეგ არის ჩაინა თაუნ იგივე BSA, Sniper და სხვა და სხვა სახელით გამოდის 100$-ის-120$ ფარგბელში ღირს ხოლმე

რეალური "ბსა" მსგავს მაჯლაჯუნა მოდელებს არ აწარმოებს (ყოველ შემთXვევაში საიტზე მსგავსი რამ არ უდევთ და შეიძლება გასაიდუმლოებულად -შავი ბაზრისთვის აწარმოებდნენ მსგავს "ზედაზემოდელებს"). თქვენ ალბათ გულისხმობთ ომ "ჩაინათაუნს" სადაც მაგ. დილის 8 სთ-დან 12 სთ-მდე ლუპოლდს აწარმოებენ, 12-დან 6-მდე ბურისს და მერე ღამის ცვლაში ბსა-ს. smile.gif მტავარია წარწერა ჰქონდეთ და თუ საჭიროა თავიანთ ნაგავს მიაკრავენ ავენტადორს ან სუპერაუცილებელი მუხტი ან რაც ექნებათ იმ მომენტში იმ სახელს. smile.gif ვიზუალურად შეიძლება მოგვეწონოს ან არ მოგვეწონოს ოპტიკა, მაგრამ მთავარია რასაც გამოცდილი ფორუმელები აღნიშნავთ- მთავარია ხარისხი! გამოცდილ და სახელოვან მწარმოებლებზე მოვახდინოთ სწორება.
koba1973
ვექტორ ოპტიკიდან მქონდა გამოწერილი 2,5-10x40 ოპტიკა და არ ჩამოვიდა. გამოვიწერე 2 მაისს. მაისის ბოლოს მივწერე სელერს რომ არ ჩამოვიდა და ვერც ვნახულობდი სად იყო თუმცა არ მიპასუხეს წერილზე და მხოლოდ ვადის გასვლისთვის შეწუხდნენ და დაიწყეს მოწერა.ერთი სიტყვით თანხა უკან მოვითხოვე და სხვას შევარჩევ. მინდოდა 7,62x39 სთვის მოკლე და მსუბუქი, მაგრამ ახლა ქაღალდზე სროლისთვის ვიყიდი დიდი გადიდებით. შეიძლება ატლონი ვიყიდო.
koba1973
MonSoon
ციტატა(bedo @ 12th July 2019 - 07:44 PM) *
შეიძლება იკაიფო სიჩუმით, სასხლეტით, გადასატენით, ოპტიკა, რავი ოპტიკაა რა.

ეეე კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი მე და შენ მეგობარო.
სადღაც 25 წლის წინ მეგობარმა ჩამოუტანა ვიღაცას საჩუქრად ზდპ. ჩვენ რომ ფანქარს ვეძახით(20-30 ლარიანი) ეგ ეყენა ზედ. აუ რა მაგარია, აუ ამით რასაც გინდა გაარტყავ და ერთი სიტყვით ყველაზე მაგარი გვეგონა.
დღეს უკვე მეტი მოთხოვნა გვაქვს და უკეთესი გვინდა.
კონუსის 3-9 მიყენია რუგერზე. სულ არარაობას ჯობიაო ეგ ოპტიკაა რა. გუშინ შევედი ქარავანში ვაზნებისთვის და თან მეთქი ვორტექსს შევხედავ ერთი რა კაციათქო. პატარა ბიძგი მინდოდა რომ მეყიდა. ოპტიკა მართლა კარგია. კარგი კი არა საუკეთესო რაც მინახია, ფასი... აი ფასი რა მოგახსენო. თუმცა ერთხელ გაიჭირვებს კაცი. გარანტიაზე ვკითხე ყველგან წერია ლაიფტაიმ გარანტია აქვს და როგორაა საქმე მეთქი. შევამოწმებთ და ისე გაგატანთო, თუ ქარხნული წუნი იქნება მაშინ შეგიცვლიანო. არა არაო მაღლა სადღაც კაცი მჯდარა მანამდე არც შემიმჩნევია, თავი გადმოყო და იქიდან გვითხრა, შევამოწმებთო თუ თქვებ დააზიანეთ მაშინ არაფერი და თუ თავისით დაზიანდა სხვით შეგიცვლითო. ცივად მივაწოდე რადგან ეს საუბარი უკვე გამორიცხავდა ყოველგვარ გარანტიას. მაშინვე გამახსებდა ძველი თემა რემინგტონზე რომელსაც თითქოს ხრახნებზე რეზბა აქვს მოჭრილიო ისე ქონდა მთელ სიგრძეზე და მაღაზია შეცვლაზე უარს ამბობდა. ისე მეც მაგარი ვარ რა გამოწერილ ოპტიკაზეც არაა გარანტია მაგრამ ვიწერთ და რაღა მანდ მომინდა ნორმალური სერვისი, მაგრამ ცოტა შეგულიანება მინდოდა.
http://caravani.ge/en/optics/item/68

http://caravani.ge/en/optics/item/67

აი ამ ოპტიკებზეა საუბარი.
MonSoon
koba1973
ციტატა(koba1973 @ 19th July 2019 - 08:00 AM) *
ეეე კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი მე და შენ მეგობარო.

გმადლობთ კობა შეხსენებისთვის რომ ბევრი მაქვს სასწავლი.
ბევრი სასწავლი რაში ?? ოპტიკაში ?? მაგეებზე ბევრი არაფერი ვიცი, რო მდომნოდა მეტი მეცოდინებოდა, მაგრამ არ ვუყურებ სერიოზულად.
koba1973
MonSoon
ციტატა(bedo @ 19th July 2019 - 09:13 AM) *
მაგეებზე ბევრი არაფერი ვიცი, რო მდომნოდა მეტი მეცოდინებოდა, მაგრამ არ ვუყურებ სერიოზულად.

ეს ყველაფერი რასაც ვაკეთებთ ჰობია და ვისაც რა სიამოვნებს და მოწონს იმას აკეთებს. ფინელი სნაიპერი იყო სიმო ჰაია(მგონი არ მეშლება) საერთოდ არ იყენებდა ოპტიკას, მაგრამ შთამბეჭდავი შედეგები ქონდა და სისხლს უშრობდა საბჭოთა ჯარისკაცებს და ოფიცრებს.
koba1973
სალამი.
ერთი კითხვა გამიჩნდა ოპტიკასთან დაკავშირებით და თუ შეგიძლიათ გამარკვიეთ:
ორ ერთნაირ, ერთი მწარმოებლის ოპტიკას ერთს აქვს 40 იანი მეორეს 50 იანი გამომავალი ლინზა. რამდენად შესამჩნევი იქნება განსხვავება ბინდბუნდში და სუსტი განათების დროს? ან საერთოდ თუ იქნება? ან სხვა რა უპირატესობა აქვს დიდ ლინზას?
pilotina
ციტატა(koba1973 @ 21st July 2019 - 02:26 PM) *
ორ ერთნაირ, ერთი მწარმოებლის ოპტიკას ერთს აქვს 40 იანი მეორეს 50 იანი გამომავალი ლინზა. რამდენად შესამჩნევი იქნება განსხვავება ბინდბუნდში და სუსტი განათების დროს? ან საერთოდ თუ იქნება? ან სხვა რა უპირატესობა აქვს დიდ ლინზას?


პრქატიკულად არ შემიდარებია, მარა მაქსიმალურ ჯერადობაზე კი უნდა ჰქონდეს 50-იანს უპირატესობა ცუდი განათების შრმთხვევაში,
სხვნაირად რა აზრი აქვს მაშინ გამომავალი ლინზის დიამეტრის გაზრდას?
okela84
კი მასეა, დიდ ზუმზე უფრო შესამჩნევი იქნება
nihontoman
koba1973
რაც დიდია პირველი ლინზა, რომელზედაც რეალურად ეცემა სინათლე, მით მეტი სინათლე მოდის საბოლოო ჯამში შენი თვალისკენ და უფრო ნათელი სურათი იქნება არც თუ ისე იდეალურ განათების პირობებში. თეორტიულად რაც უფრო დიდ ფართობიანია ლინზა, მით უკეთესი...
koba1973
okela84
მასტერ იოს რომ ურჩიე ნეოსი 4-12x40 ეგ და ვორტექსის
VORTEX - CROSSFIRE II 3-9x40 BDC

ან

VORTEX - CROSSFIRE II 4-12x44 BDC

ეს მოდელები როგორაა ხარისხით ერთმანეთთან?
მეც მცირეკალიბრიანისთვის მინდა სანადირო ვარიანტში..
geojorjika
ციტატა(koba1973 @ Jul 22 2019, 01:54 AM) *
okela84
მასტერ იოს რომ ურჩიე ნეოსი 4-12x40 ეგ და ვორტექსის
VORTEX - CROSSFIRE II 3-9x40 BDC

ან

VORTEX - CROSSFIRE II 4-12x44 BDC

ეს მოდელები როგორაა ხარისხით ერთმანეთთან?
მეც მცირეკალიბრიანისთვის მინდა სანადირო ვარიანტში..


ამათ პარალაქსი ფიქსირებული აქვთ როგორც მახსოვს და ბადეც არის 223-ის
koba1973
geojorjika
ციტატა(giorgi @ 22nd July 2019 - 10:04 AM) *
ამათ პარალაქსი ფიქსირებული აქვთ როგორც მახსოვს და ბადეც არის 223-ის

კი პარალაქსი ფიქსირებული აქვთ. ამით მგონი არაფერს წავაგებ, პირიქით ნაკლები ჩალიჩი დამჭირდება. ყოველ შემთხვევაში ვერ ვამჩნევ დადებითს პარალაქსის რეგულირებაში. თუ რამე არის მითხარით თუ შეიძლება.
ბადეზე კიდევ ალბათ ძნელი არ იქნება მაძილების მიხედვით დავაკალიბრო რომელი მილით რა მანძილზე დავუმიზნო.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.