დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ოპტიკური სამიზნის შერჩევა...
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6
giga2010
მშვიდობაში მეგობარო. ბევრი ათიანები და ბევრი ნანადირევი მოეტანოს smile.gif
datka25
ციტატა(giga2010 @ Nov 12 2017, 06:50 PM) *
მშვიდობაში მეგობარო. ბევრი ათიანები და ბევრი ნანადირევი მოეტანოს smile.gif

მადლობა დიდი smile.gif
okela84
datka25
გილოცავ.

მანძილი უკუღმა ხომ არ გიწერია ? biggrin.gif სახლში 18 მეტრიანი ტირი შენ არ გაქვს ? თუ სწორად გიწერია მაშინ საღოლ ძაან მაგარი შედეგია

datka25
ციტატა(okela84 @ Nov 12 2017, 09:37 PM) *
datka25
გილოცავ.

მანძილი უკუღმა ხომ არ გიწერია ? biggrin.gif სახლში 18 მეტრიანი ტირი შენ არ გაქვს ? თუ სწორად გიწერია მაშინ საღოლ ძაან მაგარი შედეგია

მადლობა. . .
300 მეტრიანიც მაქვს, მაგრამ ჯერ მაქამდე ვერ ბქაჩავ biggrin.gif
NRG
datka25
მშვიდობაში დავით
gigi30
ალიექსპრესზე არსებული ოპტიკური სამიზნეებიდან რომელი ივარგებს, გაუძლებს ჰატსან125-ს რომ გამოიწეროს კაცმა?
კ.ვ.ა.დ.რ.ო
gigi30

წესით დისკოვერიმ უნდა იცოცხლოს, ტესტები ნახე ტუბზე მაგ იპტიკის smile.gif მარა 125 ისეთი რამეა მაიმც დაიშლება ადრე თუ გვიან ნებისმიერი ოპტიკა
nihontoman
კროსმანის "ახალ" ოპტიკებზე რას იტყვით? FFP ოპტიკებია დაახლოებით 100 დოლარის ფარგლებში....

და ცოტას გავაოფებ სანამ აქ ვარ: მე რომ ბოლოს აქ ვაქტიურობდი მახსოვს ოპტიკაზეც პრობლემა იყო, ჩამოტანაზე. ეხლა რამე შეიცვალა მაგ კუთხით?
ja_ja
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 12th March 2019 - 09:47 AM) *
მე რომ ბოლოს აქ ვაქტიურობდი მახსოვს ოპტიკაზეც პრობლემა იყო, ჩამოტანაზე. ეხლა რამე შეიცვალა მაგ კუთხით?

და რა პრობლემა იყო?

პროსტა ვეჩნა ეს საკითხი იწევა რომ აი პრობლემაა, პრობლემაა, პრობლემაა, არასდროს პრობლემა არაა ხოლმე ვეჩნა რაღაც გამოგონებაა, და შეგიLძია თქვა კონკრეტულად რა პრობლემა იყო და ვის ქონდა?
vexam
ბ.ნ ჯაჯა, რა პრობლემა იყო? smile.gif) როგორ თუ რა პრობლემა იყო? "პროსტა ვეჩნა ეს საკითხი იწევა რომ აი პრობლემაა, პრობლემაა, პრობლემაა, არასდროს პრობლემა არაა ხოლმე ვეჩნა რაღაც გამოგონებაა," ? პრობლემა იყო აშშ-ში საზღვირს კვეთაზე! იარაღების პერიფერიული მოწყობილობები და მათ შორის ოპტიკებიც საზღვრის კვეთაზე შეზღუდეს. 2 წელია დაახლოებით რაც ეგ პრობლემა წარმოიშვა (მე ესე მახსოვს-დაახლოებით მაგ პერიოდიდან მზღუდავდა სისტემა ოპტიკის შეძენაზე იბეიზე). რომ შესულიყავით თქვენი ექაუთით ებაი-ზე და მიგეთითებინათ აქაური წარმომადგენლობის ფოსტის მისამართზე ოპრტიკის შეკვეთა, ნახავდით რას წერდა სისტემა. ბოლო ერთი -ორი თვეა არ ვიცი რა ხდება და ახლა აღარ არის შეზღუდვა? კარგია თუ მოიხსნა აშშ-დან ოპტიკის გამოსვლაზე შეზღუდვა.
vexam
ამ წუთასაც, გადამზიდავი -"ბარამი"ს, გვედრდზე, რომ შეხვიდეთ აკრძალული ნივთების ჩამონათვალშია ოპტიკური სამიზნეები. თვითონ "იბეი"-ზე რომ ვცდი აშშ -ში აქაური ფოსტის წარმომადგენლობის მისამართით ოპტიკის შეკვეთას, შემდეგ აქაც ჩავაგდებ ტექსტს თუ შეზღუდვაზე მომწერს სისტემა.
vexam
ეხლა "ებაი"-ზე ბიდი დამადებინა ოპტიკაზე. ადრე სისტამა რასაც წერდა არ აღნიშნა ახლა. სიტყვა სიტყვით არ მახსოვს, ბიდს რომ ვაძლევდი ახალი გვერდი იხსნებოდა და წითლად იწერებოდა მხოლოდ ეს აბზაცი - შინაარსი იყო, რომ აღნიშნული მისამართით ჩანს რომ ნივთმა შემდგომში სავარაუდოდ საზღვარი უნდა გადაკვეთოს რაც კანონმდებლობით იზღუდეობაო.
კ.ვ.ა.დ.რ.ო
vexam

Getit.ge ლიცენზია აქვთ, ჩამოაქვთ ოპტიკები, კრონშტეინები და მსგავსი აქსესუარები smile.gif მსუქანი ლულები, მსუქანი კალიბრის პნევმატიკა, ოღონდ აქ სანებართვოში მოგიწევს წასვლა მაღალ კალიბრზეო გამაფრთხილა კაცმა
vexam
კ.ვ.ა.დ.რ.ო
ვნახე რამოდენიმე ხნის წინ მაგ გადამზიდავის საიტი. http://getit.ge/index.php?menuid=9&lang=1 შეზღუდვებში ოპტიკა უწერიათ. რადგან ელაპარაკე და თანხმობა გითხრეს, თავისი საქმე თვითონ იციან, როგორ გაატარებენ საზღვარზე. ინექს-საც ჯერ აკრძალულ ნივთების ჩამონათვალში აქვს ოპტიკები. გზა ბევრი შეიძლება არსებობდეს და გამოსავალი საიდან და როგორ ჩამოიტანო ნივთი,. უბრალოდ, ფორუმეელმა იკითხა ამ საკითხის გარშემო რა ხდებოდა და ბატონმა ჯაჯამ გაიკვირვა როდის იყო პრობლემაო, ამიტომ ავღნიშნე რომ პრობლემა ნამდვილად იყო და თან სხვისი მოყოლილ-მონაჭორით არ ვიცი, თვითონ მიცდია რამოდენიმეჯერ შეძენა და რა ფაქტის წინაშეც დავდექი ის ავღნიშნე. ესე ზეპირად და უაპელაციოდ არაა საჭირო დასკვნების გამოტანა, მართლა "მოყოლილ-მონაჭორით". არც არაფრის მტკიცება და არც აგრესიაა საჭირო, უბრალოდ ჩვენი გამოცდილება შეგვიძLია გავუზიაროთ ერთმანეთს როდესაც რამე პრობლემაზე იკითXავენ. მაგალითად, მაგ-პულის წინა ვერტიკალურ გრფზეც (ხელის მოსაკიდზე) იგივე პრობლემა შემხვდა "იბეი"-ზე 2-3 თვის წინ. იარაღების და აქსესურების განყოფილებაში ვეძებდი და იგივე შეზღუდვაზე მიშვებდა, ყიდვას რომ ვაძლევდი, იგივე აღნიშნული ტექსტით მაქენსელებდა. შემდეგ მოვძებნე იგივე ნივთი როგორც აირსოფტის აქსესუარი და უპრობლემოდ შევიძინე და ჩამოვიდა კიდეც. აქ შეკიXთვის "გაკრიტიკებას" და აგრესიას, ჯობია ერთმანეთს ვურჩიოთ ვის რა შემთXვევა გვქონია და როგორი გადაწყვეტილება გამოგვიძებნია.

ბ.ნ ჯაჯა, დაუდასტურებულ ცნობებში რომ არ ჩამითვალოთ, და მეც არ "გამკიცხოთ" ეს ინექსის გვერდიდან :

ცვლილება აკრძალული ნივთების ჩამონათვალში!

გაცნობებთ, რომ ამერიკის კანონმდებლობაში შესული ცვლილებების გამო აიკრძალა ფოსტით მაგნიტის, იარაღის, იარაღის ნაწილებისა და სამიზნის გამოგზავნა. ასევე ავიაკომპანიის მიერ აიკრძალა აეროზოლისა და სუნამოს, ასევე ცოცხალი ყვავილების გამოგზავნა.

გთხოვთ აღნიშნული ნივთების გამოწერისგან თავი შეიკავოთ!
https://www.inex.ge/home.html
nihontoman
ციტატა(ja_ja @ Mar 12 2019, 10:48 AM) *
nihontoman

და რა პრობლემა იყო?

პროსტა ვეჩნა ეს საკითხი იწევა რომ აი პრობლემაა, პრობლემაა, პრობლემაა, არასდროს პრობლემა არაა ხოლმე ვეჩნა რაღაც გამოგონებაა, და შეგიLძია თქვა კონკრეტულად რა პრობლემა იყო და ვის ქონდა?



ბუნდოვნად მახსოვს. შეიძლება სწორედ ეგ "პრობლემა" მახსოს, რომელიც სინამდვილეში არ არსებობდა. დიდი ხანია მინდა რამე ნორმალური ოპტიკის გამოწერა და რეალური გამოცდილება მაინტერესებს - რომ შევუკეთო, ჩამოვა? :დ


და კროსმანის აი ამ ოპტიკასთან არავის ქონია შეხება?

კი ცოტა, არ იყოს და უცნაური ბადე აქვს




სტანდარტული მილდოტი ჯობდა ალბათ, თუმცა მაინც FFP არის და ამ ფასად სხვა ვერ ვნახე FFP ბადით search.gif
კ.ვ.ა.დ.რ.ო
vexam

რა კრიტიკა, პირიქით მეთქი კაცს დავეხმარებითქო :/ შენ თუ დახმატების მცდელობას აგრესიად ღებულობ ეგ დაბალ თვითშეფასებაზე მეტყველებს

nihontoman

პნევმატიკაზე ფფპ კარგად დგება? რაცხა საწვალებელი მგონია sad.gif უფრო კაი იქნწბოდა სფ ფფპ ოპტიკა smile.gif
ფფპ ცენტრით და ფპ მილდოტით მარა მგონი თირკმლის ფასები ღირს
okela84
ციტატა(დათო123 @ 12th March 2019 - 03:09 PM) *
ფფპ ცენტრით და ფპ მილდოტით

ეს რას ნიშნავს ?

ციტატა(დათო123 @ 12th March 2019 - 03:09 PM) *
მცდელობას აგრესიად ღებულობ ეგ დაბალ თვითშეფასებაზე მეტყველებს


პირადულში ნუ გადახვალთ, vaxam ის ნაწერს გადავავლე თვალი და მართალს ამბობს თუ ტყუილს, თემას არ გასცდენია
კ.ვ.ა.დ.რ.ო
okela84

წინა პლანზე წერტილი აქვს გულში.
მეორე მგონი არასწორად დავწერე, ჯვარი მილდოტებით უკანა პლანზეა. წერტულის გადიდება დაპატარავებას ვერ ატყობ მარა ffp-ეა.
ამავე დროს მილები ადგილზე რჩება არც დიდდება ჯერადობასთან ერთად და არც პატარქვდება. შემაწყხებელი არაა ბადის ზომის ცვალებადობა როგორც ფფპ-ზე

სადღაც ვანხე ტუბზე არსებობს, ჩაგრამ ძნელი ასაწყობია და ძვირიც ჯდებაო ხპდა აღარც მიძებნია biggrin.gif
vexam
ციტატა(კ.ვ.ა.დ.რ.ო @ Mar 12 2019, 04:09 PM) *
vexam

რა კრიტიკა, პირიქით მეთქი კაცს დავეხმარებითქო :/ შენ თუ დახმატების მცდელობას აგრესიად ღებულობ ეგ დაბალ თვითშეფასებაზე მეტყველებს


smile.gif "კარგი შეფასებაა" . თვითშეფასება ვის როგორი აქვს არ ვიცი. პირადად შენზე რატომ მიიღე ეგეც არ ვიცი. შენ არაფერი გეწერა ისეთი, რაშიც აგრესია ან ვინმეს გაკიცხვა იქნებოდა აღნიშნული. ბრჭყალებში ბ.ნ ჯაჯას გამოხმაურებიდან მქონდა ფრაზა გადმოტანილი, რადგან ფორუმელის შეკითXვა შეფასებული ჰქონდა, როგორც "გამოგონილზე" დაფუძნებული შეხედულებები და ამ კომენტარზე ავღნიშნე, რომ აგრესია და ურთიერთ კრიტიკა არ არის საჭირო და თუ რამნე რჩევა შეგვიძლა ვურჩIოთ ერთმანეთს.
ja_ja
vexam

ისე მე მეჩვენება თუ ნამეტანი აგრესიული შემოტევა იყო? smile.gif

დაწერე შეკაცო რომ აი ესა და ეს პრობლემა იყოთქო და მორჩა… მეორეცესერთი კაიხანია ამერიკიდან კი არა პირდაპირ ალიექსპრესიდან იწერს ხალხი, მათ შორის მეც… ხრენ ზნაიტ ჯერ პრობლემა არ შემხვედრია…

P.S. ჩხუბის გარეშე თუ შეიძლება smile.gif


გადამზიდავებს თუ უყურებ შეკაცო უმეტესობა ისრებს და ნებისმიერ მამაკაცის ჰობის ნივთს ლამის მამაძაღლის ინსტრუმენად აღიქვავს

ეგრე U2G-ს რომ მისდიო და დაუჯერო ყველაფერს რასაც თავის საიტზე წერენ , გამოვა რომ ტრუსიკ მაიკის გარდა ვერაფერს იყიდი….

დაიწყნარე ნერვები… ნამეტანი აბობოქრდი...
aleqsa

ალიექსპრესიდან ვიწერთ ბიჭებო, ხოლოთ საქ.ფოსტით უპრობლემოდ, გადამზიდებს თითქმის ყველას ჯერ ამერიკაში ჩააქვთ და შემდეგ იქიდან აქ და მაგიტო იქმნება პრობლემები. კამექსით ჩამომქონდა მეც ადრე დაახლოვებით 2 წლის უკან 2 ცალი მოვასწარი და მერე მაგათაც უარი მითხრეს.
ნუ მაინცადამაინც სვაროვსკი ნაითფორსი ან მსგავსი ბრენდები თუარაგინდათ, მაგ ფასის კატეგორიაში (+-100$) ის ფარგლებში მანდაც შეარჩევთ საკმაოდ ნორმალურ ოპტიკებს, გინდაც ფფპ და გინდაც სპ.
nihontoman
ე.ი ალიექსპრესით პირდაპირ გურჯისტანში მოჟნა. მშვენიერ.

100 დოლარის ფარგლებში რას მირჩევთ? ფფპ მინდა (პროსტო მინდა) რამე, თუნდაც 3-9 ჯერადობით. პრიორიტეტია მკვეთრი გამოსახულება ყველა ჯერადობაზე (შეძლებისდაგვარად) და ნორმალური ბადე,
gela
ციტატა(nihontoman @ Mar 13 2019, 09:23 PM) *
ე.ი ალიექსპრესით პირდაპირ გურჯისტანში მოჟნა. მშვენიერ.

100 დოლარის ფარგლებში რას მირჩევთ? ფფპ მინდა (პროსტო მინდა) რამე, თუნდაც 3-9 ჯერადობით. პრიორიტეტია მკვეთრი გამოსახულება ყველა ჯერადობაზე (შეძლებისდაგვარად) და ნორმალური ბადე,



აბა ამას შეხედე
giga2010
nihontoman
მე ეს ჩამომივიდა. რაღაც განსაკუთრებული და სასწაული ოპტიკა არ არის. 34სმ-ია. ნათელია ლინზები აქვს. ცუდია რომ დიდ ჯერადობაზე ბადე საკმაოდ მსხვილდება (ფფპ), წარმოუდგენელია ქაღალდზე სასროლად. 8-10 ჯერადობით იდეალურია სანადიროდ
https://ru.aliexpress.com/item/BSA-4-14X44-...7.13339.90158.0
კ.ვ.ა.დ.რ.ო
nihontoman

GEL 574.17 37%OFF | Discovery scope VT-3 6-24X50 SFAI FFP First Focal Plane Airgun Hunting Rifle Scope Optic Shooting Riflescope tactical
https://s.click.aliexpress.com/e/Bcz3VZQ

ეგე ესა smile.gif

ორმაგი ფასი კია მარა .308 შეგიძლია მოარგო ან ზდპ და წესით გაუძლებს smile.gif
კ.ვ.ა.დ.რ.ო
ბატემ აქვე ვიკითხავ smile.gif კი ვიცი ფფპ რასაც აკეთებს, მაგრამ ცოტა მომაბეზრებელი არაა ბადე რომ დიდდება და პატარავდება? რა მუღამი აქვს? biggrin.gif უკანა პლანზე ბადე და (ჰოლდოვერი) არ ჯობია?
gela
კ.ვ.ა.დ.რ.ო
ციტატა(დათო123 @ 13th March 2019 - 11:08 PM) *
კი ვიცი ფფპ რასაც აკეთებს, მაგრამ ცოტა მომაბეზრებელი არაა ბადე რომ დიდდება და პატარავდება? რა მუღამი აქვს?


მუღამი ის აქვს რომ ჯერადობის ცვლასთან ერთად იგივე მილდოტით ესვრი , მაგალითად თუ 4 ჯერადობაზე 70 მეტრში ესვრი ქვემოთა მეორე მილდოტით, 15 ჯერადობაზეც იგივე მილდოტს იყენებ,
კ.ვ.ა.დ.რ.ო
gela

ხო რავიცი მე სულ ერთ ჯერადობას ვხმარობ smile.gif
ისე ფიქსირებული მირჩევნია ჯერადობა smile.gif

დაბალ ჯერადობაზე ფფპ ბადე ზედმეტად არ პატარავდება? 4 ან 6 მაგალითად რაც ვანხე ტუბზე იმდენად დაპატარავდა, რომ ცენტრი ძლივს ჩანდა არათუ მილები. პნევმატურისთვის ზედმეტი არაა?
ja_ja
giga2010
ციტატა(giga2010 @ 13th March 2019 - 10:03 PM) *
მე ეს ჩამომივიდა. რაღაც განსაკუთრებული და სასწაული ოპტიკა არ არის. 34სმ-ია. ნათელია ლინზები აქვს. ცუდია რომ დიდ ჯერადობაზე ბადე საკმაოდ მსხვილდება (ფფპ), წარმოუდგენელია ქაღალდზე სასროლად. 8-10 ჯერადობით იდეალურია სანადიროდhttps://ru.aliexpress.com/item/BSA-4-14X44-...7.13339.90158.0

აი ეხლა გავისტუმრებ ვალებს (იმდენი რაღაც მაქვს ერთად დაკვეთილი რომ ცოტა ამოსუნთქვა მინდა) და მეც კაკრაზ მაგ ოპტიკას ვიწერ, პროსტა ბადე მინდა ისეთი რომელსაც ძირა ჯოხზე არ ექნება 5 მილდოტის შეზღუდვა... გასვლაზე შენს ფიშტოზე ვნახე ეგ ოპტიკა და სანადიროდ მემგონი ორმ იდეალურია.... კი იცვლება გადე, მაგრამ ვიცი რაც არის ეგ FFP, პირველი FFP მე მქონდა მგონი საქართველოში smile.gif

პროსტა ეს სტანდარტული ოპტიკები კი კაია თხელი ბადით, მაგრამ ერთ ჯერადობაზე გააკეთებ მისროლას, მერე უცებ დაგჭირდება ნაკლები ჯერადობა, ან მეტი და არის მკითხაობა ნეტა ეხლა სად წავა ტყვია, ზემოთ თუ ქვემოთ smile.gif ქარალდზე არ გამოდგება, მაგრამ სანადიროდ..... ჰოოო....

კ.ვ.ა.დ.რ.ო
ციტატა(დათო123 @ 13th March 2019 - 11:08 PM) *
ბატემ აქვე ვიკითხავ კი ვიცი ფფპ რასაც აკეთებს, მაგრამ ცოტა მომაბეზრებელი არაა ბადე რომ დიდდება და პატარავდება? რა მუღამი აქვს? უკანა პლანზე ბადე და (ჰოლდოვერი) არ ჯობია?

კი გითხრეს ბიჭებმა, მაგრამ უფრო განვმარტავ,

მაგალიტად მე მაქვს 4-16 კროსმაინის ოპტიკა, 10X-ზე აქვს რეალური მილდოტი... ამასწონათ გავასწორე ოპტიკა 8x-ზე 50 მეტრზე, ისე რომ 50 მეტრზე სასურველ წერტილს ხვდებოდა ჯვრის ზემოთ განტავსებული მილდოტის დამიზნებით, ანუ 50 მეტრზე უფრო შორ მანძილზე გავასწორე სადღაც 60 მეტრზე იქნებოდა პირდაპირ ჯვარი, მიახლოებით...

მერე სანადიროდ გავეშურე და შედარებიტ ახლოს იჯდა ერთი არსება, ესეიგი მოვკვდი ტოტებში მაგის ძებნით, ამიტომაც, ჯერადობა 4-ზე ცამოვიყვანე რომ შედარებით დიდი არეალის დანახვა მქონოდა, დავინახე არსება და დავუმიზნე... შენც არ მომიკვდე, შიშით ალბათ გადასკლინტა ის ხე ბოლომდე, მაგრამ დანარჩენი არაფერი არ მომხდარა, იმიტომ რომ ტყვია წავიდა ან ზევით ან ქვევით...

მერე დავაბრუნე ოპტიკა უკან მაგრამ დავავიწყდა რომ 8-ზე მქონდა გასწორებული, მექანიკურად 10X-ზე დავაუყენე ოპტიკა, შემდეგ სამიზნეზეც იგივე თავგადასავალი გადამხდა...

თან მე კაიხანია არ გავსულვარ სანსახურის და სხვადახვა საქმეების გამო და ფიზიკურად დავიწყებული მაქვს რომელ ჯერადობაზე რა ცდომილებები უნდა გავითვალისწინო, შედეგად დავბრუნდი ცარიელი...

FFP-ზე, მიუხედავად იმისა რომ ბაზე დადის იქეთ აქეთ და ახლოს მოტანისას სქელდება და ერთი შეხედვით მოუხერხებელი ხდება, რეალში, დასამიზნებელი წერტილი ყოველთვის ერთი და იგივეა, რაც მაგრა ამარტივებს ცხოვრებას, ჩემნაირი იშვიათად სანადიროდ გასული პერსონისთვის, დარწმუნებული ვარ არც გამოცდილი მსროლელი იტყვის უარს ეგეთ ფუნქციონალზე,,,
კ.ვ.ა.დ.რ.ო
ja_ja

ხოო ისე გაპარსული და ახალი ვარცხნილობით არსებები იცის მაგან biggrin.gif

ფფპ სანადიროდ იდეალურია გეთანხმები smile.gif
aleqsa
ja_ja

მეც გასულ კვირას მასე დამემართა, ხოლოთ ჩემდაუნებურად!!!

მე სტალკერა და მონსონა ვიყავით გასული და ოპტიკის მაქს. ჯერადობაზე რო გავასწორე 60მ. ჯვარზე და ჯვრის ქვემოთ პირველი წერტილი იყო 70მ. ზედა 50მ. (ოპტიკა მქონდა UTG 3-12×44 compact) და დავაყენე ჩემს ჭჯვაზე მერე სტალკერა მეთხოვა თოფს, სტალკერასაც ზუსტად იგივე ოპტიკა ქონდა ხოლოთ გრავირებული ბადით და შესადარებლად ისროლა რამოდენიმეჯერ, უნდა ვთქვა წინასწარ რომ სანადიროთ ფასი ხარსხთან მიმართებაში და ჯერადობაც სტალკერას ოპტიკა მგონია ბიუჯეტურ ოპტიკებში საუკეთესო ვარიანტი!! ძალიან თხელი ბადით ნატელი ლინზებით და რაც მთავარია კალკურატორის მაჩვენებლებზე 10 ჯერადობით აბსოლიტურად ზუსტად ჯდება!!

ხოდა თემას დავუბრუნდები სტალკერას 10 ჯერადობა ქონია თავის ოპტიკაზე დამხეცებული და ეს ჩემი 12 ჯერადზე გასწორებულ ოპტიკა გადაუწევია 10 ზე. მხოლოდ ჯერადობა შეცვალაა კლიკებით არაფერი არ შეუსწორებია. ნუ ისროლა რამდენიმეჯერ და თოფი რომ დამიბრუნა დაავიწყდა უკან დაებრუნებინა 12 ზე ან მე გავეფრთხილებინე, ხოდა გავიარეთ მავნებლებზე, ვხედავ ხის წვერზე შემოჯდა ერთი ამოვიღე მიზანში და ვიდრე საკმაოდ კარგად არ დავაფიქსირე მიზანი და ჩემთავშიაც არ დავრწმუნდი რო უეჭველი გავარტყავთქო მანამ არ ვესროლე, მარა რადგინდა ბაც და ყვავმა გაკვირვებულმა ჩამომხედა, მკითხა რაშვრები მკლაავ მაგის დედა ვატირეო და გაფრინდა....
სტალკერამაც მიყურა, მიყურა და არაფერი არ მითხრა მარა შევატყე ეწყინა wink.gif
მეორე უფრო ახლოს დამიჯდა ჭორიკანა კაჭკაჭი სადღაც მაქს 40მ. იყო ესეც ამოვიღე მიზანში და... კაჭკაჭიც სიცილხარხარით წავიდა თავის გზაზე, თან ბიძაშვილებს გადასძახა მოცილდიტ აქაურობას ერთი კასოი ვაი მონადირე დაგგვდესო smile.gif
აი ამ კვაჭის სიცილხარხარზე კი შემრცხვა და გავწითლდი!!
მაშინ უკვე დავეჭვდი რაღაც ხდებათქო და იგივე მანძილზე რაღაც კენჭებს ვესროლე მარა შენცარ მომიკვდე. დავხედე ოპტიკას და 10 ზე აყენია!!! არადა ვითომ ხომ სულ 2 ჯერადობაში იყო სხვაობა მარა მაინც ვერაფერს ვერ ვატყავდი!!
დასკვნა თქვენტვის მომინდვია smile.gif wink.gif
nihontoman
aleqsa
დასკვნა ისაა, რომ დაილოცოს ფფპ. ;დ
aleqsa
nihontoman


არა!!! როცა სხვისი ხელიდან იღებ იარაღს ყოველთვის უნდა შეამოწმო თოფი!!! თუნდაც ხელებში უყურებდე ვიდრე იმ სხვის ხელშია smile.gif wink.gif
userman
ხოოდა ამოირჩიეთ და დააყენეთ ერთ ჯერადობაზე ოპტიკები მაქსიმუმ 12 ზე , მარა 10-ზე ჯობია smile.gif .

მე პირადად არასდროს გამჩენია ზუმის შეცვლის სურვილი .
10 მეტრიდან 150 მეტრამდე სრულიად მაკმაყოფილებს სანადიროდ მუდმივად 12 ჯერადზე დაყენება.

ჯერ 10 მეტრი მითხარი და ახლა მაგაზე ახლოს , თუმცა მქონია სურვილი და გადმომიწევია 3 -ზე .
იმდენად რთულია 10 მეტრამდე ოპტიკით სროლა , რომ FFP არაფერს არ მომცემს .
მოკლედ ყოველ 1 მეტრში იცვლება დამიზნების მეთოდი . ნუ ჩიტზე და ყვავზე არ მაქვს საუბარი .

თუნდაც ბრენდული ოპტიკებით კლიკების ტრიალით სულ ჯვარზე სროლა smile.gif . ჩემი აზრით პნევმატიკისთვის ცოტა ზედმეტია .
კ.ვ.ა.დ.რ.ო
userman
მეც 16 მეტს არ ვხმარობ smile.gif ახლა საერთოდ 4x32 utg მიყენია სანამ ბადე არსებას არ დამალავს სისქით ანუ 100მ+ ყვავს ქეჩოს ვფხან კაი ამინდში biggrin.gif
ეს ბარაკუდა ჰანტერები არ ვარგა უბრალოდ :/ ჯსბ 10.34 აღარააქვს მაგნუმს sad.gif

vexam
FFP სისტემა ქაღალდზე სასროლად არ გამოდგება. მას თავისი დანიშნულება აქვს, რაც აქ არაერთმა ფორუმელმა აღწერა და აღნიშნა.

ალიექსპერესით მოსარგებლე ფორუმელებთან შეკითხვა მაქვს . მაინტერესებს, ვისაც ჩამოგიტანიათ და ადგილზე გაქვთ უკვე ოპტიკები, ავთენტურ საიტებზე ან მწარმოებელთან თუ გადაგიმოწმებიათ, მსგავსი მოდელები ნამდვილად ბრენდულებია და არსებობს, თუ უბრალოდ, კარგი ხარისხის ჩინური რეპლიკებია?

გიგა და gela,
ბსა ოპტიკები გაქვთ მითითებული და ფფპ მოდელები ბსა-ს ბრიტანულ საიტზე არ აქვს ჩამონათვალში. შესაძლოა, სულაც არ აწარმოებდეს "ბსა" ბრიტანული ბაზრისთვის ამ მოდელებს, ეგ არ ვიცი. ამიტომ გამიჩნდა ეს შეკითხვა. აქვე ბსა-ს ლინკი http://bsaguns.co.uk/optics/ ერთ-ერთი ოპტიკა სვიტ .22 6-18 მოდელი მაქვს. ლინზებს ვერ დავიწუნებ. ნათელი და მკვეთრი გამოსახულებაა. ერთი მომენტია მხოლოდ, რომ სულ ბოლო 18 გადიდებაზე, ცოტა ჩამორჩება ჩვენების ხარისხით და ისეთივე იდეალური არ არის, თუმცა საკმაოდ ნათელი და მკვეთრი გამოსახულება აქვს მაგ ჯერადობაზეც.
არ მისარგებლია ალი-თ არასოდეს და ამიტომ ამ კუთხით სანდოობა მაინტერესებს, რომ მეც "გადავეშვა მის ტალღებში" თუ არა, ჩამოვყალიბდე. smile.gif
vexam
დავამატებ "ბსა"-სთან დაკავშირებით. საიტზე მითითებული აქვთ, რომ "All BSA Optics scopes are rated suitable for use on spring powered air rifles." თუმცა, ეს 16 ჯოულამდე მოდელები იგულისხმება (რამდენადაც ვიცი კანონმდებლობით ბრიტანეთში რეგულირდება და 16 ჯოულამდე უნდა იყოს პნევმატური იარაღი,. ამ საკითხის რეალობა და მათი კანონმდებლობა არ გადამიმოწმებია) თუ 24 ჯოულზეც იმუშავებსო, ეგ არსად მინახავს ბსა საიტზე.
giga2010
vexam
გელას რაც აქვს, თუ არ ვცდები კონტენდერია. საკმაოდ კარგი ოპტიკაა.
მე რაც შევიძინე, ბსა-ს ოფიციალურ საიტზე არ დევს, ვერც მე ვნახე. თუმცა ხარისხით და თავისი დანიშნულებით სავსებით კმაყოფილი ვარ
vincent
მოგესალმებით მეგობრებო , ამ ოპტიკაზე რას იტყვით ივარგებს, ვინმეს ხომ არ ქონია შეხება
https://ru.aliexpress.com/item/DISCOVERY-Ri...-15abb744236b-2
giga2010
ციტატა(vinsent @ 15th March 2019 - 02:12 PM) *
მოგესალმებით მეგობრებო , ამ ოპტიკაზე რას იტყვით ივარგებს, ვინმეს ხომ არ ქონია შეხება

თუ არ ვცდები ჩვენს ფორუმელ ბაიკერას აქვს შეხება და კმაყოფილია
nihontoman
vexam
სახელებია მოპარული აშკარად. სულ მთლად "no name" რომ არ გამოუვიდეთ ალბათ მაგიტომ.

გადავწყვიტე აი ამის შეძენა. იმედია კარგი იქნება smile.gif აშკარად 1377-სათვის ზემდეტიც კია :დ
giga2010
nihontoman
ნამეტანი დიდი ხომ არ არის სიგრძეში 1377-ის? ბსა არ გადის იმ ბრენდული ოპტიკების რიცხვში და არც გამოვრიცხავ რომ ჩინეთიდან მარაგდებოდეს
nihontoman
giga2010
ქარხნული 1377-სათვის კი ძაან დიდია, მაგრამ მე რკინის რესივერის, კონდახის და გრძელი ლულის დაყენებას ვგეგმავ. მაგისათვის კი აღარ უნდა იყოს დიდი.
Mamuka_k
ციტატა(giga2010 @ Mar 13 2019, 10:03 PM) *
nihontoman
მე ეს ჩამომივიდა. რაღაც განსაკუთრებული და სასწაული ოპტიკა არ არის. 34სმ-ია. ნათელია ლინზები აქვს. ცუდია რომ დიდ ჯერადობაზე ბადე საკმაოდ მსხვილდება (ფფპ), წარმოუდგენელია ქაღალდზე სასროლად. 8-10 ჯერადობით იდეალურია სანადიროდ
https://ru.aliexpress.com/item/BSA-4-14X44-...7.13339.90158.0



გამარჯობა გიგა.

იგივე ბსა-ს გამოწერა მინდა, უბრალოდ ცოტა განსხვავებული ბადეები აქვთ და რომელს მირჩევდი ამ ორი ბადიდან???

bsa tmd 1

bsa tmd 2
ja_ja
ბადე ორივესი ერთნაირია გარდა ციფრებისა...

ასე რომ რომელიც გინდა, თუ იოლი იქნება შენთვის ციფრებით ათვლა ან მანიპულირება, მაშინ პირველი, თუ მაგას შენტვის მნიშვნელობა არ აქვს მაშინ მეორე
userman
Mamuka_k

მეორე ოპტიკა FFP-ა . პირველი არა .
giga2010
ციტატა(Mamuka_kuprashvili @ 2nd April 2019 - 10:00 AM) *
გამარჯობა გიგა.

იგივე ბსა-ს გამოწერა მინდა, უბრალოდ ცოტა განსხვავებული ბადეები აქვთ და რომელს მირჩევდი ამ ორი ბადიდან???

bsa tmd 1

bsa tmd 2

ორივე FFP და განსხვავება მხოლოდ გემოვნებაშია. პირველი მე მაქვს ანუ ციფრებიანი. 8 და 10 ჯერადობაზე კარგია ბადე, ძალიან არ დიდდება მოცულობაში.
მეორე ბადეზე ვერაფერს გეტყვით
ja_ja
userman
ციტატა(userman @ 2nd April 2019 - 02:39 PM) *
მეორე ოპტიკა FFP-ა . პირველი არა .

ნუ ახლა არ ვიცი ეს შობელძაღლი საიტი რუსულად რატომ იხსნება და შენთანაც რუსულად იხსნება თუ არა, მარა დააკვირდი - первая фокальная плоскость, თუ იცი FFP რას ნიშნავს? შეგახსენებ First Focal Plane თუ გადაიყვალ გლობალზე დასახელებაში უკვე წერია First Focal Plane მეტი რაღა უნდა ეწეროს?

Mamuka_k
მადლობა ბიჭებო.

კიდევ ერთ რამეს დავაზუსტებ - საქ. ფოსტით ვიწერ ხო, ისე ჩვეულებრივ როგორც ნებისმიერ სხვა ლეგალ ნივთს???
aleqsa
Mamuka_k


კიი მამუკა, საქართველოს ფოსტით საკუთარ მისამართს ჩაწერ და კიდევ შენს უბანზე საქ.ფოსტის რომელი ფილიალიცაა მაგის კოდი უნდა აუცილებლად, და კიდევ რჩევას მოგცემ ქვეყანაში რომ ჩაწერ გეორგიას შემდეგ მისამართშიც გაიმეორე, ისევ ჩაწერე გეორგია
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.