დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ოპტიკური სამიზნის შერჩევა...
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6
Mamuka_k
მადლობა aleqsa

კიდევ ერთს შეგეკითხებით და დავასრულებ.

bsa 1

ოპტიკის მონაცემებში უწერია "Rifle Scope Air Gun"

bsa 2

აი ამას Air Soft Gun Hunt

მიუხედავად ამ წარწერებისა, ორივე ერთი და იგივე იქნება ვითომ?
giga2010
Mamuka_k
ძნელია ვინმემ დაზუსტებით გითხრათ რომ ორივე ერთი და იგივე. მეორე რომ გვქონდეს ვინმეს შევადარებდით, მაგრამ მემგონი მეორე ოპტიკა აქ არავის აქვს.
ჩემი აზრით ორივე ერთნაირია, განსხვავება ვფიქრობ მარტო ბადეშია
Mamuka_k
ციტატა(giga2010 @ Apr 2 2019, 11:26 PM) *
Mamuka_k
ძნელია ვინმემ დაზუსტებით გითხრათ რომ ორივე ერთი და იგივე. მეორე რომ გვქონდეს ვინმეს შევადარებდით, მაგრამ მემგონი მეორე ოპტიკა აქ არავის აქვს.
ჩემი აზრით ორივე ერთნაირია, განსხვავება ვფიქრობ მარტო ბადეშია



გიგა ეს ორივე ოპტიკა რაც ბოლო პოსტში დავდე ორივე ერთნარი ბადეთია, ისეთია როგორიც თქვენია; უბრალოდ დასახელების დაბოლოებებია განსხვავებული, დანარჩენი სხვა მონაცემები იდენტურია.
aleqsa
Mamuka_k


ორივე ერთიდაიგივეა აბსოლიტურად, დასათაურებას ყველა გამყიდველი თავისებურად წერს, ჩათვალე ჩინური მაიმარკეტია რა smile.gif
giga2010
Mamuka_k
ვერ შევხედე, მაპატიეთ. მეც ესე ვფიქრობ რომ ერთი და იგივეა. გამოწერებში, უკვე ოთხს აქვს გამოწერილი საქართველოდან
Mamuka_k
მადლობა ბიჭებო.


გამოვწერე და ვნახოთ რა ჩამოვა ...
vincent
მოგესალმებით მეგობრებო, ჩამომივიდა ეს ოპტიკა
https://www.aliexpress.com/item/BSA-OPTICS-...7.13339.90158.0
და მინდა ვუყიდო ხუფები
https://www.ebay.com/sch/i.html?_from=R40&a...;LH_TitleDesc=0
იქნებ დამეხმაროთ არჩევაში, ზომაში რომ არ შევცდე, რო გავზომე ჟანგიანი შტანგელით მიჩვენა 43მმ და 51მმ ზუსტად ეგ ზომა უნდა შევარჩიო თუ 1 მმ პატარა რომ კარგად გააჯდეს რას მირჩევთ?
Mamuka_k
Vincent

მეც გამოვწერე ეგ ოპტიკა და რას იტყვი, როგორია??
vincent
Mamuka_k
სიმართლე გითხრა ჯერ მოქმედებაში არ დამიტესტავს ისე კი მომწონს, კარგი ბადე და გამოსახულება აქვს, კმაყოფილი ვარ, ამ შაბათ კვირას დრო თუ მექნება ვაპირებ თოფზე მორგებას და გასწორებას მერე უფრო კარგად შევამოწმებ.



მეგობრებო აქ ვინმეს ხომ არა გაქვთ გასაყიდად ხუფები?
NRG
vincent
ახმეტელის მეტროს ზევით ქონდათ მონადირის მაღაზიაში გასაყიდი, ეხლა ექნებათ თუ არა არ ვიცი თუ მოხვდები შეიარე, მეორე მაღაზია მეტროსთან არის მუხიანის მხარეს, მესამე მეხუთე მიკროშია. ეხლა კახეთში ვარ აქაც არის 2 მაღაზია თუ მოვხვდი და ქონდათ თუ გინდა წამოგიღებ
vincent
NRG
კი როგორ არმინდა უბრალოდ მთავარია ზომა დაემთხვეს
MonSoon
okela84
ოკელ ესე დავწერ კრიტერიუმებს.

ჯერადობა 10-16 , მეტი მემგონი არ მჭირდება.

მჭირდება სანადიროდ და სანადირო მანძილების უფრო შორ მანძილზე გასართობი სროლა. 60/40_ზე პროცენტილად ნადირობის სასარგებლოდ. 10 იანით ვისვრი ეხლა ისედაც. ჩინური 30 დოლარიანი ოპტიკა მაგ ჯერადობაზე მყოფნის აფსოლიტურად. აქედან გამომდინარე არ მინდა რო იყოს დიდი და მძიმე. ვფიქრობ რო იყოს მაქსიმუმ 35-37 სმ და მაქსიმუმ 700 გრამი.

ფფპ_ს გარეშე

ხო ბიუჯეტი სადღაც 250 დოლარი, ნუ ვთქვათ 300 დოლარი ყველაზე მეტი, საიტებზე ადგილზე ფასი ანუ. ნუ შიპინგის და განბაჟების თანხას არ ვთვლი. ეგ ცალკე.

თუ არის შესაძლებელი რო ამ ფასში და ამ კრიტერიუმებით რაიმე მოვიდეს ნორმალური, სასწაულს არ ველოდები, საბოდიალოდ მინდა და სპორტული სროლებისთვის ნაკლებად მაინტერესებს. უბრალოდ ცოტა ნორმალური ხარისხის რო იყოს, კლიკებსაც დაეჯერებოდეს და პარალაქსსაც ასე თუ ისე.

თუ რამე უცბათ გახსენდება გამოუშვი.
okela84
MonSoon
უცებ მახსენდება დაიმონდბექ დაკტიკალი. 4 კაცი მოვწამლე მაგ ოპტიკით და ყველა კმაყოფილია. (ნუ სავარაუდოდ მერე გადაამოწმეს თვითონაც გამოხმაურებები ქვეყნის გარეთ და მიხვდნენ რო ჩემი ამოჩემება არ იყო და შემდეგ იყიდეს. მაგაზე პირველად სტატიას რო გადავაწყდი, ტიპები 1000$-ან ოპტიკებს ადარებდნენ კლიკებით და ზოგადად მაგ ფაასდ 24X ზუმი და თან ფფპ-ს თითქმის არცერთი მაღალი დონის მწარმოებელი არ აწყობს. მოკლედ ვორტექსმა აიღო და ბაზარზე გამოაგდო საოცნებო ოპტიკა იმათთვის ვისაც გემოვნება აქვს მარა ჯიბე ვერ უქაჩავს და ჩემი აზრით ეს მოდელი არის საუკეთესო ამ ფასში.
ჰო კიდევ თუ არ ვცდები მუდმივი გარანტია გაქვს ნებისმიერ დაზიანებაზე.
იდეაში სფპ უფრო ზუსტ და მდგრად მექანიზმად ითვლება სპორტული სროლისთვის, ფფპ ნადირობის და მილიტარისტული დანიშნულებით. თუმცა ამ შემთხვევაში გაქვს ყველა დანიშნულება ერთ 400$-ან ოპტიკაში.
ჩამოგიწერ პლიუსებს.
1) და შენთვის მთავარი: პარალაქსი 10 იარდიდან.
2) ეგრედ წოდებული ჰორუსის ბადე. რომელიც კლიკების გარეშე შორ მანძილებზე იძლევა სწრაფი მეორე ზუსტი გასროლის საშუალებას.
3) ფფპ გინდა არ გინდა პლიუსია როდესაც კარგი ოპტიკა გიჭირავს ხელში.
4) წონა 700 გრამი( რაც შენ გინდა)
5)გათვლილია ნებისმიერი ტიპის და კალიბრის იარაღზე. დაწყებული (ზდპ-ზე მაინც არ გირჩევ) დაწყებული პნევმატიკით, გაგრძელებული ნახევრადავტომატური იარაღით და დამთავრებული მსხილ კალიბრიანი მექანიკური ზე ზუსტი აგრეგატებით.
6) დანიშნულებაც სულო და გულო

ჰო ად შენ თუ 300$-ს ადგილზე იხდი, განბაჟებიანად მიიღებ ქარავანის ფასთან ძალიან მიახლოვებულ ფასს და შესაბამისად დანარჩენი დასკვნები შენთვის მომინდია.


მე არ მეზარება, მოგიძებნი რამეს, ნორმალურს მითუმეტეს 16 ზუმით მარა კარგად დაფიქრდი და თუ რამეა ნახევარი შეტანე და დანარჩენი განვადებით ქენი და გარწმუნებ რომ ოპტიკაზე ფიქრი აღარ მოგიწევს. თუ ჩემსავით არ დაავადდი ოპტიკებით რინგებით biggrin.gif
okela84
vincent
ციტატა(vinsent @ 3rd April 2019 - 09:45 PM) *
მოგესალმებით მეგობრებო, ჩამომივიდა ეს ოპტიკა

თუ სწორად მახსოვს რა კარგი ოპტიკა გაგატანე შენ და მალევე გაყიდე მგონი. sad.gif
MonSoon
okela84
ციტატა(aleqsandre @ 14th June 2019 - 09:42 PM) *
უცებ მახსენდება დაიმონდბექ დაკტიკალი. 4 კაცი მოვწამლე მაგ ოპტიკით და ყველა კმაყოფილია.

ისე არ იყოს მეხუთე მე ვიყო. biggrin.gif ნუ ჯერ არა. biggrin.gif
გასაგებია მოკლედ, მადლობა.
koba1973
okela84
ციტატა(aleqsandre @ 14th June 2019 - 09:42 PM) *
უცებ მახსენდება დაიმონდბექ დაკტიკალი.

ვერ ვიპოვე ქარავნის საიტზე კონკრეტულად რომელი მოდელია. ლინკი მომეცი თუ შეგიძლია. წინასწარ მადლობა.
როგორც ჩანს ოპტიკა მტკივნეული საკითხია.
okela84
koba1973
https://vortexoptics.com/vortex-diamondback...riflescope.html

nihontoman
okela84

იქითა თემიდან მეც გადმოვალ აქეთ.კითხვაზე "რამხელა ზუმით ეძებ და რისთვის გინდა ?" ასეთი პასუხი მაქვს:

მინდა მხოლოდ და მხოლოდ შეძლებისდაგვარად შორ მანძილზე რეკრეაციული სროლისათვის. მაქვს არტემის პპ700, რომელიც გადაკეთდება კარაბინჩიკად და მასზე უნდა დავაყენო - შესაბამისად ორ მეტრიანი ტელესკოპები დიდად არ დადგება ზედ smile.gif
რაც შეეხება ზუმს, სტანდარტული 9 ჯერადობა ყელში ამომივა, მაგრამ ცოტა მეტიც თუ იქნება, არ ვიტყვი უარს. მინდა ქონდეს ბადე, რომელიც საშუალებას მომცემს ტყვიის ვარდნის კომპენსირება გავაკეთო (მილ დოტი იქნება თუ მოა არ აქვს მნიშვნელობა და ყოველ გასროლაზე ბარაბნების ტრიალსაც არ ვაპირებ) და რეალურად იყოს ის რაც არის.

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ცვალებადი ჯერადობით იქნება თუ ფიქსირებულით, მთავარია გამოსახულების ხარისხი იყოს კარგი, eye box-ის მოძებნა ჩემი მანქანის უკანა სავარძლებს ქვემოთ ჩაყრილი ხურდის მოძებნასავით ძნელი არ იყოს და ახლოდან სწორდებოდეს პარალაქსი.
okela84
nihontoman
2-3 დღეში გიპოვი რამე ოპტიმალურს
giga2010
ეს ბრენდიც მომწონს და ძალიან კარგი გამოხმაურებები აქვს. ამერიკის შიარაღებულ ძალებს გაუკეთებიათ შესყიდვა თავისი შეირაღებული ძალებისთვის. გამოირჩევა გამძლეობით და საიმედობით
ფიქსირებული ზუმიანი საკმაოდ ნორმალურ ფასშია, იბეიზე უფრო იაფად მაქვს ნანახი. ჩვენს მეგობარ ბაიკერასაც ქონდა და მაგრად აქებდა
http://swfa-ss.com/
aleqsa
giga2010

ეხლა მოვნახე ეგ იპტიკა გიგა და მართლაც კაი რამე ჩანს, ბადეები მომეწონა განსაკუთრებით, მარა მერე (for sale) ით მოვგუგლე და ებაიზე 532$ იოოო ეგეც გიგას ხათრით ფასდაკლება გვაქოოოო smile.gif
ფასმა კბილები მომჭრაცოტა თორე მართლა კაი რამე ჩანს!
nihontoman
giga2010
კი კაი ბრენდია, თუმცა ნამდბვილად არაა ჩემს ბიუჯეტში smile.gif


okela84
ძალიან დამავალებ და მადლობელიც ვიქნები. ერთი ვექტორ ოპტიკსი ვნახე 4-14x44 FFP - არის 150-მდე დოლარად. მასზე რას იტყვით?
Mamuka_k
ეხლა ვნახე ბრენდი barra. დამზადებულია იაპონიაში და საკმაოდ ბიუჯეტური ფასები აქვთ.
არც ეს იქნება იდეალი, მაგრამ ვფიქრობ, ჩაინა ოპტიკებს აჯობებს ფასის მიხედვით.

ერთ-ერთ ფორუმზე იწერებიან, რო barra-ს დამამზადებელი კომპანიავე "JOL" ამზადებს Burris, bushnell, და nikon-ს.

არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ აი წყარო - https://www.gulfcoastgunforum.com/showthrea...s-for-under-200


ეს პროდუქტი

https://rover.ebay.com/rover/0/0/0?mpre=htt...%2F173171844173

https://rover.ebay.com/rover/0/0/0?mpre=htt...%2F173169829179
aleqsa
Mamuka_k


რა ოპტიკებიც დადე პირველს არაუშავრა მარა მეორეს ბადე ცოტა ნაკლებად გამოსადეგია პნევმატიკისთვის ჩემიაზრით.
okela84
nihontoman
ბიუჯეტურ ოპტიკებში ყველაზე ოპტიმალური ესაა, კლიკები ძალიან კარგი, ზუმსაც ყველაფერში გამოიყენებ, ბადეც ძალიან კარგი, სიგრძე საშუალო 35 სმ. წონაც საშუალო 600 გრამი.
ნუ ფასი 50$-ით მეტია blush.gif
https://athlonoptics.com/product/rifle-scop...mr1-sfp-ir-mil/
ზოგადად ფიქსირებული ზუმით ოპტიკები ძაან მაგარია, უბრალოდ უფრო ზედა და სეგმენტში არიან მაგის ბალერშიკები და არჩევანიც მანდაა უკეთესი,ანუ მაღალ ფასიანებში.

და ესეც მეორე უფრო დაბალი, 16-ნი ზუმით. წონაშიც 100 გრამით ნაკლებია, სიგრძეშიც ოდნავ ნაკლები და ფასიც ზუსტად ის რაც შენ გინდა. ნუ პარალაქსი ამას 15-დან აქვს და ზედა ოპტიკას 10-დან
https://athlonoptics.com/product/rifle-scop...0-mildot-sfp-2/
nihontoman
okela84
შენ გაიხარე. ერთი ბარემ ისიც მითხარი რომელ გადამზიდავს შემოაქვს (აშკარად ამერიკიდან პირდაპირ არ იგზავნება) ჩვენთან ოპტიკები და ხელფასზე მაგეებს მივახტები biggrin.gif
okela84
nihontoman
გზავნილზე ნაკითხი მაქვს და მოგვაქვსო. შეიძლება მაღაზიას ჰქონდეს შეზღუდვა მარა ეგეც რო აიცილო თავიდან იბეიზე უნდა ნახო კერძო სელერი ცოტა ბევრ ვარკვლავიანი. თუმცა მანამდე სცადე ჩვეულებრივად მაღზიებიდან. თანხას მაინც უკან დაგისვამენ თუ რამეა აარფერს კარგავ.

ორშაბათს გამოსატანი მაქვს რაღაც და კიდე ვკითხავ.
nihontoman
okela84
რომელ გადამზიდავზეა საუბარი?

Mamuka_k
მხოლოდ ეგ ორია იაპონიაში დამზადებული?
okela84
gzavnili.com
nihontoman
okela84
გაიხარე!
Mamuka_k
ციტატა(nihontoman @ Jun 16 2019, 12:43 PM) *
okela84
რომელ გადამზიდავზეა საუბარი?

Mamuka_k
მხოლოდ ეგ ორია იაპონიაში დამზადებული?



როგორც ვნახე, თვითონ ეგ ბრენდია იაპონიაში დამზადებული.
geojorjika
nihontoman
https://www.aliexpress.com/item/BSA-OPTICS-...0f-4d629d64d53f

აი ფასდაკლებაა
nihontoman
geojorjika
ხო კაი ფასია, მაგრამ FFP ბადე რომ არცერთ სტანდარტს არ ემთხვევა, რაღაც არ მინდა ეგეთი biggrin.gif
geojorjika
ციტატა(nihontoman @ Jun 18 2019, 11:49 AM) *
geojorjika
ხო კაი ფასია, მაგრამ FFP ბადე რომ არცერთ სტანდარტს არ ემთხვევა, რაღაც არ მინდა ეგეთი biggrin.gif


მაშინ 400-500$ მაინც დაგჭრდება ეგეთი თუ გინდა
giga2010
ციტატა(nihontoman @ 18th June 2019 - 11:49 AM) *
ხო კაი ფასია, მაგრამ FFP ბადე რომ არცერთ სტანდარტს არ ემთხვევა, რაღაც არ მინდა ეგეთი

მაგ ფასის კატეგორიაში, დასაწუნი არაფერი აქვს. ბალისტიკური კალკულატორით თუ გინდათ სარგებლობა სხვა საქმეა, მაგრამ პევმატიკაში და თანაც 4,5კალიბრში, მაქსიმუმი სანადირო მანძილი 70-80 მეტრია და ერთი საველე გასვლის პირობებში სულ მარტივად დაიტანთ ოპტიკის ბადეზე
NRG
დახმარება მჭირდება მეგობრებო, შეჯიბრისათვის მინდა ოპტიკა 75 მეტრზე იქნებ მომისწროს ჩამოსვლა ხვალვე გამოვწერ, ლინკებს დავყრი და შემარჩევინეთ, ბიუჯეტი მაქსიმუმ 500 ლარი.

GEL 548.41 | Vector Optics Gen 2 Sentinel 10-40x50 Shooting Sniper Riflescope Scope with Illuminated MP Reticle for Dear Sight Hunting
https://s.click.aliexpress.com/e/CVXYPi0

GEL 219.70 44%OFF | 10-40X56 Riflescope Hunting Scope Tactical Sight Glass Reticle Rifle Sight For Sniper Airsoft Gun Hunting
https://s.click.aliexpress.com/e/N7AyAcu

ზოფი ფფპა მაგრამ იქნებ გამოდგეს

GEL 299.31 16%OFF | BSA TMD 4-14X44 FFP Steel Impression Mark First Focus Plan Tactical Riflescope with Side Parallax Upgraded Reticle
https://s.click.aliexpress.com/e/U5SRlqu

GEL 433.49 31%OFF | Vector Optics Counterpunch Low Profile 6-25x56 FFP Tactical Precision Riflescope High Quality Long Range Hunting Scope 56mm Lens
https://s.click.aliexpress.com/e/dW00DZI

GEL 161.84 41%OFF | Leupold 6-24x50 M3 riflescope Tactical Optical Rifle Scope Sniper Hunting Rifle Scopes Long Range Airsoft Rifle Scope
https://s.click.aliexpress.com/e/DM58Kgo

GEL 232.37 40%OFF | Tactical 8-32X56E Air Rifle Optics Red Dot Green Sniper Scope Compact Riflescopes Hunting Scopes With 20mm/11mm Rail Mounts
https://s.click.aliexpress.com/e/cTVWVE0C

GEL 433.49 31%OFF | Vector Optics Counterpunch 6-25x 56mm FFP Riflescope Illuminated Crosshair Reticle w/ Low Profile for .50 Caliber & Power Airgun
https://s.click.aliexpress.com/e/2sWh0KU



თუ სხვებიც გეგულებათ დალინკეთ
nihontoman
geojorjika
მგონი მაგდენის გადაყრა არ დამწირდება იმისათვის, რომ ბადე რეალური იყოს. თან FFP-ია ეს დედაკატა, ნებისმიერ ზუმზე მცდარი იქნება, SFP რომ იყოს ადგები და რომელზედაც არის რეალური მილდოტი, იმითი იხელმძღვანელებ.

giga2010
არ ვიცი, შეიძლება ვაჩმახებ, მაგრამ FFP ბადეს არ უნდა ეპატიებოდეს ეგ.
Mamuka_k
NRG

ჩემი გამოცდილებით bsa tmd-ს არ გირჩევ, მითუმეტეს თუ ქაღალდზე სასროლად გინდა. სქელი ბადე აქვს... ჩემს ოპტიკაზე, 50 მეტრ დისტანციაზე შუა წერტილის დიამეტრი 1 სანტიმეტრი იყო.

დანარჩენებიდან, ჩემი აზრით, ალბათ wolf და ვითომ ლუპოლდ გამოსარიცხია. (ნამეტანი ჩინურები უნდა იყოს)

ვექტორებიდან კიდევ ffps- https://www.youtube.com/watch?v=gxAmKLnmPlo არათანაბარი ბადეები აქვთ მაგ მოდელებსაც, ნახე განხილვა

დარჩა Vector Optics Gen 2 Sentinel 10-40x50 - მე ამას ავიღებდი ქაღალდზე სასროლად.

ეს ყველაფერი ცემი მოკრძალებული აზრია, იმედი მაქვს გამოგადგება რამეში.
Mamuka_k
ჩემი BSA tmd ხვას გადავეცი. ვფიქრობ თანხის დამატებას და "ნორმალური ოპტიკის გამოწერას"

დავწერ ჩემს სასურველ მონაცემებს და სავარაუდოდ შერჩეულ ოპტიკებს;

თანხა - 500-600 ლარი
დანიშნულება - ნადირობა და პლინკი
გადიდება - 10X + და მაქს 16X
სასურველია იყოს FFP, თან არ მინდა ამ ფასში კიდე რამე სახლაფორთო ჩამომივიდეს.
დოლურის კლიკები შმიდტივით რა თქმა უნდა, ვერ იმუშავებს, მაგრამ ნორმალურად რომ იმუშაოს, სხვა ოფციებს დავთმობდი ამის გამო...
SFP-ს შემთხვევაში მინდა ზუმი ქონდეს რეალური, რომ ბალისტიკურ კალკულატორს დაემთხვეს და საწვალებელი არ მქონდეს.


იმედია, რეალობას ძაან არ ავცდები ამ მოთხოვნებით და მითითებული თანხით...



აქავე ჩამოვწერ რა მაქვს შერჩეული და გამიზიარეთ თქვენი აზრებიც

1 -

Discovery VT-3 3-12X44 SF FFP
აი ეს, ყველა ჩემს მოთხოვნას აკმაყოფილებს, მაგრამ არ ვიცი რამდენად გაომადგება ბადე. რომ ვიცოდე ბადე ზუტი აქვს, კლიკებზე ფიქრს თავს დავანებებდი და აუცილებლად ამას გამოვწერდი, მაგრამ არ ვიცი smile.gif დიდი საინტერესო და საიმედოც ვერაფერი ვნახე ფორუმებზე.


2 -

athlon talos
ეს okela84-ს მითითებული ბრენდია და მომწონს, მსუბუქი, კარგი რევიუებით და დაზიანების შემთხვევაში გარანტია კარგი აქვთ, არ აწუწუნებენ მომხმარებელს.
4-16X40
საკმაოდ მსუბუქი
ბადე დიდად ვერაფერი მაგრამ ნორმალურია, გამოდგება.
სიგრძე - 33 სმ
წონა - 500 გრ
პარალაქსი - 15 იარდიდან
მილი 1 ინჩი





3 -
NIKKO STIRLING
ეს NIKKO STIRLING მაინტერესებს როგორია ოპტიკებია. არ არის ახალი ბრენდი. ევროპულ ფორუმებზე ბევრი წერს დადებითს და აქ ხომ არ გაქვთ ვინმეს?
ეს კონკრეტული მოდელი
4-16X44 - განიერი გამავალი ლინზა
ბადე იგივე მილდოტის მხოლოდ 1/2 მონიშვნებით, რაც უკეთესია athlon-ზე
სიგრძე - 37 სმ
წონა -
პარალაქსი - 10 იარდიდან
მილი 1 ინჩი
Suitable for all types and recoil rifles and air guns, rimfire, centerfire.



ეს არის ჩემი სურვილები და ვარაუდები smile.gif

გადახედეთ თქვენც, როგორ სეაფასებდით ამ სამ მოდელს ან თქვენ თუ სხვა მოდელს ფიქრობთ ეგეც დამიწერეთ და თქვენი დახმარებით რაღაცას მოვაბავ თავს.

მოკლედ, ამჯერად მინდა ისეთი ოპტიკა ვიქონიო, რომ წვალების გარეშე სიამოვნება მივიღო სროლით.
vexam
ციტატა(NRG @ Jun 18 2019, 09:44 PM) *
დახმარება მჭირდება მეგობრებო, შეჯიბრისათვის მინდა ოპტიკა 75 მეტრზე იქნებ მომისწროს ჩამოსვლა ხვალვე გამოვწერ, ლინკებს დავყრი და შემარჩევინეთ, ბიუჯეტი მაქსიმუმ 500 ლარი.

თუ სხვებიც გეგულებათ დალინკეთ


75 მეტრზე ქაღალდზე სასროლად და კარგად გასარჩევად 14 ან 16 ჯერადი გადიდება გამოდგეს არ მგონია. ალბათ, 20-ის ზევით უნდა შეირჩეს. 20, 22, 24, 25, 32 და აშ. smile.gif

სფ მოდელები კომფორტულია სახლმარად, მაგრამ ფასში სხვაობა საგრძნობია მსგავს წინა პარალაქსიან მოდელებთან.

https://www.amazon.com/TAC-Vector-Optics-8-...e/dp/B01MZ2HI47

მე არ მქონია და ვერ გეტყვით, მაგრამ მონაცემები ცუდი ნამდვილად არ უწერია და ამ ოპტიკაზე რას ფიქრობთ? თან ქაღალდზე სასროლად ერთხელ გაასწორებს ადამიანი იმ მანძილზე და აღნიშნული მიზნით გამოყენებაში წინ პარალაქსისი ტრიალით დისკომფორტი დიდად აღარ უნდა შეიქმნას. ზუმიცსულ მთლად 32 თუ არა, 24 ხომ მაინც უნდა ჰქონდეს და მაგ მანძილძე გამოსაყენებლად და თან ამ ფასისი გატვალისწინებით, ალბათ იდეალური ვარიანტი უნდა იყოს.
okela84
NRG

ნიჰოტომენს რაც ვურჩიე მაგას ვერ გაწვდები ?

ძალიან საგულდაგულოდ ვეძებე.

https://athlonoptics.com/product/rifle-scop...mr1-sfp-ir-mil/


Mamuka_k


ციტატა(Mamuka_kuprashvili @ 19th June 2019 - 03:48 PM) *
სასურველია იყოს FFP, თან არ მინდა ამ ფასში კიდე რამე სახლაფორთო ჩამომივიდეს.

ეს აღარაა დათმობა, კი დავწერე ბევრჯერ მაგრამ შეგახსენებთ მაინც.
ყველა მწამოებელი ფასით გეუბნებათ რომ კარგი ფფპ ოპტიკა არ ეწყობა 150-200$-ად.
პირველ რიგში ყველამ ეცადეთ რომ თანხა გადაიხადოთ კლიკებში და პარალაქსში.

1) პირველ რიგში უნდა დათმოთ პირველი ფოკალური სივრცე. (თუ ბიუჯეტი მცირეა)
2) მეორე რიგში მიადექით ზუმს
3) ლინზებიც ნაკლებად მნიშვნელოვანია. ყოველშემთხვევაში პარალაქსთან და კლიკებთან შედარებით.





Mamuka_k
ციტატა(okela84 @ Jun 19 2019, 05:23 PM) *
NRG

ნიჰოტომენს რაც ვურჩიე მაგას ვერ გაწვდები ?

ძალიან საგულდაგულოდ ვეძებე.

https://athlonoptics.com/product/rifle-scop...mr1-sfp-ir-mil/


Mamuka_k



ეს აღარაა დათმობა, კი დავწერე ბევრჯერ მაგრამ შეგახსენებთ მაინც.
ყველა მწამოებელი ფასით გეუბნებათ რომ კარგი ფფპ ოპტიკა არ ეწყობა 150-200$-ად.
პირველ რიგში ყველამ ეცადეთ რომ თანხა გადაიხადოთ კლიკებში და პარალაქსში.

1) პირველ რიგში უნდა დათმოთ პირველი ფოკალური სივრცე. (თუ ბიუჯეტი მცირეა)
2) მეორე რიგში მიადექით ზუმს
3) ლინზებიც ნაკლებად მნიშვნელოვანია. ყოველშემთხვევაში პარალაქსთან და კლიკებთან შედარებით.




კი, თანახმა ვარ მაგ ყველაფერში და აუცილებლად გავითვალისწინებ.


Target Master 1 Inch 4-16x44 ამ ბრენდზე რას მეტყვით?
NRG
okela84
ოკელ მაგარია ძაან. მანდ არგოსი ვნახე და რეტიკლზე დავდებილდი რა მაგარია, მაგის ჩამოტანის ამბავი როგორ იქნებაა?

ტალოსის ჩამოტანა განბაჟება გზა რამე რუმე შეგიძლია მითხრა სადამდე ავა?
pilotina
NRG

აკაკი, ალიექსპრესზე რამდენად ბრენდული ოპტიკა იყიდება არვიცი, მე მგონია ყველა ჩინური პადელკებია და გიღირს კი მაგაში თანხის გადახდა?
ისევ ოკელამ რომ დადო ის იჩალიჩო ჯობია, ატლონი კარგი ოპტიკაა ფასი ხარისხის მიმართებაში;
ჩემი არგოსით სავსებით კმაყოფილი ვარ, კლიკები იდეალურად მუშაობს, რაც არ უნდა ატრიალო ისევ მოხვედრის წერტილში ბრუნდება, გამოსახულება მშვენიერი, ბადე კიდო უკეთესი, პარალაქს რო გაასწორებ მილურსმულივით დგას, მეტი რა უნდა გინდოდეს კაცს?

nihontoman
pilotina
ერთი რატომღაც დისკავერი მგონია რომ არ იქნება თლა ცუდი ჩინურებში, მაგრამ ოკელამ რაც მირჩია, ის ლამაზი ჯვრით რომაა, ე მაგას დავადგი თვალი smile.gif
NRG
pilotina
ტალოსი ვიყიდე ბოლოს smile.gif ოკელამ გამომიწერა წეღან
nihontoman
NRG
რომელი ტალოსი იყიდე?
okela84
nihontoman
შენ რაც გირჩიე ზუსტად ეგ. 24 ზუმით და ATMR1 mil ბადით
nihontoman
okela84
მე მაგას ვუყურებ და რა გინდოდა რა... biggrin.gif იმენა მაგარი ბადე აქვსდა მილდოყტებიანი რომაა და კლიკებიც მილდოტებზეა ეგ მისწორდება ძაან. არ მესმის მილდოტიან ბადეზე მოა კლიკებს რატო აყენებენ :/

NRG
რომ ჩამოგივა დამაპიპინებინე რა biggrin.gif
userman
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 19th June 2019 - 10:00 PM) *
ერთი რატომღაც დისკავერი მგონია რომ არ იქნება თლა ცუდი ჩინურებში


დამიჯერე ძალიან ცუდია , ყველაფერთან ერთად პარალაქსიც არ სწორდება ...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.