დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: კრალი ნპ-01
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2, 3, 4
aleqsa
ja_ja

რუსული კომენტარისთვის ბოდიში იქვე მოვიხადე, ვიდეოს ქვეშ. დანარჩენი კიბატონო, გასაგებია და გავითვალისწინებ აუცილებლად.
ვიდეოს აბდაუბდობას რაც შეეხება ეგეც თავიდანვე ავღნიშნე, სულ სხვა რამისთვის ანუ ჩემთვის შესანახად მინდოდა, რომ არ დამვიწყებოდა რა წნწვაზე რა სიჩქარით ისროდა მაგისთვის მქონდა გამიზნული მარა, შედეგებით გაოცებულმა (ორი კლიპი შეიძლება ითქვას რამდენიმე გამონაკლისის გარდა ერთიდაიგივე სიჩქარე აჩვენა 295 მ.წმ. და ის რამდენიმეც 293-294 მ.წმ. ები იყო და ესეთი შედეგი ურედუქტორო თოფისთვის დამეთანხმები ალბათ ურიგო ნამდვილად არაა) და ამიტო გადავწყვიტე თქვენთვისაც მეჩვენებინა, ამ ვიდეოთი ჩემი თავის რაღაცნაირად გამოჩენაში ან მითუმეტე გამარიაჟებაში არ ჩამითვალოთ (ან რაიყო მან სამარიაჟო? ჯგუფები მანდ არ ყოფილა საკვირველი და მანძილი სროლის, რაც ყველაზე მთავარი სანახავი იყო იმას თოფი აკეთებს და არა მე) აი სულ ეს იყო ჩემი მაგ ვიდეოს დადების მიზანი. კიდევ ერთხელ ვიძახი და აბსოლიტურად გეთანხმები რომ ეს ვიდეო ფორუმის ფორმატისთვის განკუთვნილი მართლა არაა. შემდეგში გავითვალისწინებ შენს გაფრთხილებას გპირდები!! "კლეანუს" smile.gif

და შენმა რჩევამ ცოტა თავდაყირა დამიყენა მთელი ეს ყველაფერი:

ციტატა(ja_ja @ 2nd April 2018 - 09:56 PM) *
კსტატე ლულა ქრონიდან მინიმუმ ნახევარი მეტრით დააცილეთ, უკეთესია 1 მეტრით. არასწორ ინფოს მოგცემთ ეგრე ახლო განთავსებული ლულით, კი აქვს მოდერი წამოცმული და ჰაერის ნაკადის უმეტესობას კი მოჭრის, ღია ლულასავით მთლად არ აურევს, მაგრამ დამიჯერეთ ეგრეა საჭირო, ქრონის ინსტრუქციაშიც ეწერება ეგ ინფო, გადაამოწმეთ....


ანუ გამოდის რომ მე რაც ყველაზე ძალიან მიხაროდა და რისთვისაც მთელი ეს "აურზაური" გამოვიწვიე შეიძლება სულაც არ იყოს სწორი ინფო? (სწორ ინფოში სიჩქარეების სწორ გაზომვას ვგულისხმობ)და სულ ტყუილა ვიკუნტრუშე?

p.s. ხომა მართლა, ქრონთან მოქცევის წესების რჩევისთვის დიდი მადლობა, ნამდვილად არ ვიცოდი, შემდეგისთვის მაინც გავითვალისწინებ და აღარ დავუშვებ შეცდომას!!!
ja_ja
ეგ ქრონოგრაფი, ისევე როგორც Crony ALPHA, BETA და GREEN ისევე როგორც Coldwell-ის და ბევრი სხვა მაგდაგვარი კონსტრუქციის მუშოაბენ ამთვლელებზე რომელიც ხედავს არა კონკრეტულ ტყვიას, ან ლითონის შემცველობას, არამედ მუშოაბის პრინცი არის შემდეგი:

1) არის 2 ამთვლელი რომელიც განტავსებულია წინასწარ განსაზღვრულ დისტანციაზე, ეს დისტანცია ცნობილია

2) ორივე ამთვლელი დამოუკიდებლად მუშოაბს და აღიქვავს ციკლის დაწყებას მაშინ როდესაც პირველ ამთვლელზე რაღაც მოქმედება მოხდება, ამასობაში თუ პირველ ამთვლელზე მოქმედება მოხდა, ვთქვათ ტყვიამ გაიარა, იწყება დროის ათვლა, ანუ პირველი ამთვლელიდან მეორე ამთვლელამდე რა დრო დასჭირდება ობიექტს, ასე გამოითვლება სიჩქარე, ანუ რა მანძილს რა დროში გადის, უდრის სიჩქარეს

3) ამთვლელები ხედავენ ან ინფრაწითელ სპექტრში, ან სავთეთს სპექტრში, უმეტესობა ინფრაწითელი ამთვლელებია

4) ინფრაწითელ სპექტრში ტყვიას ამთვლელი აღიქვავს როგორც სინათლის გადაფარვის წერტილს, მარტივად რომ ვთქვათ ჩრდილს. და შედეგად პირველ ამთვლელზე ჩრდილის დანახვით სისტემამ დაიწყო მუშოაბა და დროის ათვლა, ციკლი დაიხურება მხოლოდ იმის მერე რაც მეორე ამთვლელთან გაივლის ჩრდილი, ამასობაში პირველ ამთვლელთან რომ გაიაროს კიდევ 10000-მა ჩრდილმა სისტემა ციკლს არ დახურავს, ანუ აითვლება პირველი გავლა ჩრდილის და ეგეთივე პირველი გავლა უნდა დაფიქსირდეს მეორე ამთვლელზეც

5) იმის გამო რომ ინფრაწითელ სპექტრში ჰაერის შეკუმშული ტალღა ასევე ჩრდილად აღიქმება, ამთვლელი ამ ტალღასაც აღიქვავს ბარიერის გადამკვეთ ობიექტად. და იწყებს ათვლას, რა თქმა უნდა უმეტესწილად ჰაერის ნაკადი მოდის, ტყვიის უკან, მაგრამ, პირველი ისაა რომ ტყვიის წინაც არის ლულაში ჰაერი და ეგეც ტყვიის სიჩქარით გამოდის ლულიდან... პლიუს ჰაერს აქვს ჰაცილებით მეტი გაფართოების სიჩქარე და ამიტომაც ხშირად ტყვიას უსწრებს.... შედეგად ჯერ ტყვიას არ გადაუკვეთია ამთვლელის ბარიერი და მაგან უკვე ათვლა დაიწყო იასნია ჩაითვლება რომ მეორე ამთვლელამდე მისასვლელად გაცილებით მეტი დრო დასჭირდა, ნუ მილიმეტრებშია განსხვავება, მაგრამ ეგ საბოლოოდ მეტრწამებზე აისახება....

აგერ ვიზუალური დასტური ჩემი სიტყვებისა:



ორივე შემთხვევაში ჩანს ჰაერის ტალღის ჩრდილი ტყვიის წინ, პირველ სურათზე გაცილებით სქელი, მეორეზე თხელი

აგერ მეორე სურათი



აქაც ტყვიის წინ ჰაერის ტალღაა... ასე რომ ეგ ჰაერის ტალღა გამოიწვევს უზუსტობას.... მაგიტომაც, ყველა ქრონზე რომელიც ლულაზე არ წამოეცმება (იმათ სხვა პრინციპი აქვთ მუშაობის), აუცილებელია რომ ლულის ჭრილი იყოს მინიმუმ 50 სანტიმეტრით მოცილებული, ჰაერის ტალღა მალე იფანტება და ეს ჩრდილის ეფექტიც ქრება, უკეთესია თუ 1 მეტრამდე გაზრდი დისტანციას, ეს რა ტქმა უნდა მოდერატორიან თოფებზე შეიძ₾ება საჭირო არ იყოს, იმიტომ რომ მოდერი ჰაერის ნაკადის დიდ რაოდენობას კვეთავს, მაგრამ ჩვევად შემოიღე, იმიტომ რომ ზოგიერთი მოდერი არაეფექტურია, ზოგიერთ თოფს მოდერი სიმულაცია უყენია და ასე შემდეგ, თოფებზე რომელსაც შრაუდერი და მოდერი არ აქვს ხომ საერთოდ არავითარ შემთხვევაში ეგრე ახლოდან სროლა არ შეიძლება....

ცეცხლსასროლზე საერთოდ როგორც წესი წერია რომ 3-5 მეტრზე ახლოს არ უნდა იყოს ქრონი მიტანილი, ნუ გარდა გაცილებით ძლიერი ტალღისა, ასევე ცეცხლოვანი ბურთი წარმოიშვება ლულის წინ, რომელიც ფიზიკურად წვავს და აზიანებს ქრონოგრაფებს...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.