დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: კრალი ნპ-01
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2, 3, 4
ja_ja
giga2010
35 მეტრისთვის დიდი გაფანტვაა ჩემის აზრით
okela84
ციტატა(koba1973 @ 22nd July 2017 - 11:58 PM) *
0.475 ით აშკარად უკეთესი შედეგი გაქვს.

კი თან ძაან დიდი სხვაობაა
giga2010
ჯსბ 0,547 ბევრად უკეთესი შედეგი მქონდა, სადღაც 15-18მმ
okela84
giga2010
ციტატა(giga2010 @ 23rd July 2017 - 11:48 AM) *
სადღაც 15-18მმ

ჩემი აზრით მეტი არც მოეთხოვება მაგ ფასში

დაჟე გადაჭარბებაშიც შეგვიძლია ჩავთვალოთ

იმ შემთხვევაში თუ ეგზემპლარში არ გაგიმართლა და ნპ 1 მართლაც მასეთია, მაშინ კაი წარმატწება ელის ამ თოფს მსოფლიო ბაზარზე
giga2010
დღეს მოვარგე ოპტიკური სამიზნე. თავად ოპტიკით არ ვარ კმაყოფილი, მინდოდა ცოტა კომპაქტური და ამიტომაც გადავწყვიტე მისი ყიდვა. წარმოება ჩინეთი. ჯერადობა იწყება 2,5 დან 10-მდე, თუმცა ექვსის მერე აზრს კარგავს. ხვალ მოვსინჯავ მანზილებზე, მინდა სიჩქარე მოვუმატო ჩემს ფიშტოს და ვსინჯო ისევე ჯსბ-0,67. თავად ფიშტო ეხლა ესე გამოიყურება
mamukaaa
კარგია.მშვიდობაში
koba1973
giga2010
ციტატა(giga2010 @ 31st July 2017 - 11:06 PM) *
ჯერადობა იწყება 2,5 დან 10-მდე, თუმცა ექვსის მერე აზრს კარგავს

არა უშავს. მაგ იარაღის მთელი ხიბლი კომპაქტურობაა და თუ იარაღს არ ამძიმებს და ექვსჯერადი გადიდებისას კარგად მუშაობს უკვე კარგია.
მოსინებზე სამჯერად გადიდებიან ოპტიკას იყენებდნენ და წარმატებით, თუმცა ცოტა დიდი ზომის ნადირს ესროდნენ, მაგრამ გაცილებით შორს ესროდნენ.
gregory
giga2010
ვიზუალურადაან მოუხდა.
ვნახოთ პრაქტიკაში რას იზამს

mamukaaa
მაგრა მაინტერესებს რას იზამს 50 მეტრში???
ანუ სანადიროთ როგორი იქნება?
მე არ მინდა ქაღალდზე სასროლად უფრო სანადიროდ მინდა.
gregory
mamukaaa
გიგამ ტქვა რომ 40 მეტრში ასანთის კოლოფს არ აცილებს კოლიმატორით და ხელიდან სროლისას .
მეტი რაღა გინდა სანადიროდ?!

giga2010
ციტატა(gregory @ Aug 2 2017, 01:30 PM) *
mamukaaa
გიგამ ტქვა რომ 40 მეტრში ასანთის კოლოფს არ აცილებს კოლიმატორით და ხელიდან სროლისას .
მეტი რაღა გინდა სანადიროდ?!

35 მეტრზე რაც ვისროლე, მიდევს სურათები და 25 მმ არ ცდება ჯგუფები, თან არც ფასკა მაქვს გაკეთებული და არც დარეგულირებული მაქვს, კი მოვუმატე სიჩქარე იმის გამო რომ ჯსბ0,67 ვისროლო, მაგრამ ვერ ვახერხებ , ბალონი მაქვს დასატენად წაღებული, გამოვიტან და დავდებ ფოტოებს. მომატებული სიჩქარით, სავარაუდოდ 270-280მწ-ია, ჯსბ 0,67-ით გამოდის კარგი 28 გასროლა
giga2010
დღეს ესეთი შედეგები მივიღე მომატებული სიჩქარით. 28 გასროლა. ჯსბ-0,67. 35 მეტრი. ორივე ფოტოზე, თითო ჯგუფი 4 გასროლით დამთავრდა, მჭიდის გამო, რადგანაც 14 ტყვია თავსდება

[url=http://radikal.ru][/url
pilotina
მე მგონი ადრინდელი ნასროლი ჯობია ამას, ანუ 35 მეტრზე რომ ისროლე 0,547 გ ტყვიით. 0.67 ეტყობა არ მოეწონა, ან ნაკლები სიჩქარით სცადე.
giga2010
ციტატა(pilotina @ Aug 4 2017, 09:17 PM) *
მე მგონი ადრინდელი ნასროლი ჯობია ამას, ანუ 35 მეტრზე რომ ისროლე 0,547 გ ტყვიით. 0.67 ეტყობა არ მოეწონა, ან ნაკლები სიჩქარით სცადე.

მეც ესე ვფიქრობ, 0,67 ვერ ვისროლე ამ ფიშტოდან, სავარაუდოდ სიჩქარეების გამო. ხვალ დავუბრუნდები ისევე 0,547. თუმცა რამოდენიმე ჯგუფი 15მმ-20მმ დე ჩაჯდა
gregory
giga2010
აი ეს მოუხდებოდა მგონი შენს იარაღს
მაქვს შემთხვებით და ვიფიქრე საყრდენია მაიც თქო smile.gif

giga2010
ციტატა(gregory @ Aug 5 2017, 03:00 PM) *
giga2010
აი ეს მოუხდებოდა მგონი შენს იარაღს
მაქვს შემთხვებით და ვიფიქრე საყრდენია მაიც თქო smile.gif

მადლობა ბატონო გრეგორ, დავტოვებ როგორც არის.
gregory
ციტატა(giga2010 @ 5th August 2017 - 03:49 PM) *
მადლობა ბატონო გრეგორ, დავტოვებ როგორც არის.

giga2010
რატომ? საკმაოდ პრაქტიკულია. მივაყენე და ძაანაც სიმპატიური და ქმედითი გამოდგა smile.gif
თუ დრო გექნებათ შემომიარეთ და განახებთ
P.S. აი , რულეტკის ნაჭერი რიმ გიდევთ ხოლმე ფოტოებზე(ნასროლების) ეგ მართლა ნაჭერია თუ ფოტოშოპით ჭრით ხოლმე?
okela84
კონდახი რ15 -ის აქვს bms, ეგ სახელურიც რ15 ის არის, 5,56 ლულა გრჩება და პნევმატური რ15 გამოვა ფაქტიურად biggrin.gif
giga2010
ციტატა(gregory @ Aug 5 2017, 05:25 PM) *
giga2010
რატომ? საკმაოდ პრაქტიკულია. მივაყენე და ძაანაც სიმპატიური და ქმედითი გამოდგა smile.gif
თუ დრო გექნებათ შემომიარეთ და განახებთ
P.S. აი , რულეტკის ნაჭერი რიმ გიდევთ ხოლმე ფოტოებზე(ნასროლების) ეგ მართლა ნაჭერია თუ ფოტოშოპით ჭრით ხოლმე?

ნაჭერია რულეტკის, მანქანაში მიგდია ხოლმე და მარტივად ვხმარობ
giga2010
სალამი მეგობრებო. დღეს გადავარჩიე რამოდენიმე წონის ტყვიები და ვცადე 35 მეტრზე. 2 ჯგუფი, 5 გასროლა

როგორც ხედავთ ჯსბ 0,67 ისევე არ გამომადგა. საერთოდ მოულოდნელი შედეგი მომცა field target trophy, სამწუხაროდ, მეტი აღარ მქონდა, რომ კარგად დამეტესტა
pilotina
ვა, FTT-მ მართლაც მშვენიერი შედეგი აჩვენა. good.gif დანარჩენი არ მოსწონს და შეეკითხე თუ გინდა... biggrin.gif
giga2010
დღეს დაკეტილი იყო გუდვილი, ხვალ ავიღებ ტყვიებს, ჯსბ 0,547 უნდა ვცადო კარგად, მაგასაც გავარჩევ წონაში. FTT, ძალიან რთული გადასარჩევია, ძალიან ბევრია სხვადასხვა წონის. სადღაც 30 ტყვიიდან ძლივს გადავარჩიე ათიცალი. ჯსბ 0,547 რაც შეეხება, უმეტესი 0,55 და 0,54 ამოდის, ანუ მარტო ამ წონაში თამაშობს კოლოფიდან
giga2010
სალამი მეგობრებო, მინდა სიჩქარის მომატება ჩემს ნპ-ზე. რაღაც ინფოები მოვიძიე მაგრამ რამდენად გამართლებულია პრაქტიკაში ვერ ჩამოვყალიბდი. 4,5 კალიბრზე წერენ რომ კლაპანზე გადამშვების დიამეტრი უნდა იყოს 3,5-3,7მმ მდე. თუმცა ასევე წერენ რომ მარტო ეს არ მოქმედებს სიჩქარის გაზრდაზე, საუბრობენ მიმწოდებლის დიამეტრის დათხელებაზეც. ყველაზე მეტად ის მაფიქრებს სიჩქარის მომატების შემთხვევაში მოკლე ლულა შეასრულებს თავის ფუნქციას, ხომ არ იქნება როგორც გლუვლულიანი. ტყვია შეძლებს მოეჭიდოს ლულის ნარეზებს მოკლე ლულის შემთხვევაში?
ja_ja, მე როგორც მახსოვს ჩვენ გავზარდეთ დიამეტრი 3მმ-ზე? თუ უფრო მეტით?
ja_ja
giga2010
3 მილიმეტრამდე გავზარდეთ

4.5 კალიბრში 3.7 ნამეტანია, მაქსიმუმ 3.4 ან 3.5, მაგის ზემოთ აზრი არ აქვს, ისე ლულაში რამხელა აქვს გადამშვები არ გაგვისინჯავს, შეიძლება რეზერვუარში გავზარდეთ და ამასობაში ლულაში იგივე წვრილი დარჩა....

მოხსენი აბა ლულა და ნახე, თუ წვრილია მანდაც (მგონი 2.5 იყო თავიდან) მაშინ ლულაშიც გასადიდებელია გადამშვები, მაგრამ ეგ ცოტა მეტ ჩალიჩს მოითხოვს რომ ლულაში ხვრელის გაკეთებისას ნაწიბურები შიგნით არ აიწიოს, მოკლედ დამუშავება უნდა მერე ლულის შიდა მხარეს, მაგას დრო უნდა ეგრე უცებ ვეღარ გაგატან sad.gif

---------------------------------------------------
P.S. ისე დანარჩენისთვის ინფორმაცია განსჯისთვის....

ესეიგი გიგამ მომიტანა კრალის რეზიკი, უკვე ჩვეულად გატეხილი იყო საბრძოლო კლაპანი და მაგის შესაცვლელად ამოვიდა....

აი მომკალით და ვერ ვხვდები რაფერაა ასე გაკეთებული რომ ყველას ერთი და იგივე ადგილზე უტყდება ეს კლაპანი? რაღაც სუპერ ქარხნიული წუნია, უფროსწორედ ინჟინრული გათვლის შეცდომაა, თორემ მესმის ერთს ან 2-ს გაუტყდეს, მარა ყველას პაგალოვნად? მდაა....

ამასობაში რეზიკზე მაჩვენა გიგამ რომ გადამშვების ხვრელი ნამეტანი პატარა იყო, გავზომე სვერლოების მეშვეობით. 2.4 გაეტია ხოლო 2.5 უკვე ძალით ჩადიოდა, ანუ რეალური ხვრელი სადღაც 2.45 მილიმეტრია. ჩემის აზრით ეს ნამეტანი პატარა ხვრელია 4.5 კალიბრისთვის, თუმცა შეიძლება მწარმეობელმა იფიქრა რომ პატარა რეზერვუარია და რამენაირად რომ გასროლების რაოდენობა შეენარჩუნებინა ხვრელის დიამეტრი შეამცირა....

ისე ამ შემთხვევაში ვეღარ ვხვდები რაღა ჭირად უნდა ძალის მარეგულირებელი რომ აქვს ამ თოფს თუ ისედაც სუპერ ვიწრო გადამშვები აქვს...

მოკლედ ვინმეს თუ სიჩქარის მომატება გინდათ აშკარად გასადიდებელია ეს ხვრელი, მაგრამ აი რამდენზე ეს უკვე ექსპერიმენტების საქმეა....

სტანდარტულად ყველა თოფს 4.5 კალიბრში მაქსიმუმ აქვს 3.2 მილიმეტრიანი ხვრელი. პრაქტიკიდან ვიცი რომ 3.5-ზე ზემოთ გადიდებას აზრი აღარ აქვს, ხვრელი იზრდება, ტყვიის თავის ჩაყვინთვის შანსი იზრდება და ამასობაში სიჩქარე აღარ იზრდება ხოლმე...

ნუ გიგას შემთხვევაში 3 მილიმეტრზე გავჩერდით რომ არც ნამეტანი გაზრდილიყო ხარჯი და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა დამარტყა თავში რომ კოლოფი ადგილზე არ გვქონდა, თორემ მარეგულირებელის ხვრელიც გასაფართოებელი იქნება და ლულაშI ხვრელიც გასაფართოებელი იქნება შესაბამის დიამეტრზე, წინააღმდეგ შემთხვევაშI მაგას აზრი არ აქვს

giga2010
ციტატა(ja_ja @ Aug 29 2017, 10:46 PM) *

მადლობა ja_ja. მაგრამ ვეღარ დაველოდე თქვენს პასუხს და გადამშვები 3,7მმ გავზარდე, ლულის გადამშვები კი ანალოგიურია კრალის ბულპაპის ლულის და 3 მმ. რამოდენიმე გასროლა გავაკეთე სხვადასხვა ტყვიებით და ვერანაირი შედეგი ვეღარ მივიღე. გახარჯვა არ აქვს, რადგანაც ერთი და იგივე რაოდენობის გასროლებს მაძლევს რაც ადრე ქონდა, მაგრამ ეხლა დამრტყმელი ზამბარა სტანდარტულად მაქვს, წინაზე 3 ბრუნზე მქონდა დაჭიმული. დამიღამდა ვეღარ შევძელი დარეგულირება. ხვალ ისევე მოვსინჯავ
giga2010
მაპატიეთ ლულის გადამშვები არის 3.5,მმ თუ არ ვცდები, იქ არასწორად დავწერე 3მმ
giga2010
ესეც დღევანდელი 2 ჯგუფი

ვფიქრობ კიდევ უკეთესი შედეგი შეიძლება, ძაან ცხელოდა და მეტი ვეღარ გავჩერდი. სიჩქარე კვლავ ვერ გავარკვიე
giga2010
როგორც იქნა მეღირსა ქრონი და სიჩქარე 0,67 ტყვიებით გამოვიდა 230-237, ხოლო 0,56 გრამიანი ტყვიებით 250- 258. მემგონი ამ კომპაქტური ფიშტოსთვის ნორმალურია. ხო ზამბარა მეყენა სტანდარტულად და სიჩქარის მარეგულირებელი მაქსიმუმზე
pilotina
giga2010
ციტატა(giga2010 @ 31st August 2017 - 06:48 PM) *
როგორც იქნა მეღირსა ქრონი და სიჩქარე 0,67 ტყვიებით გამოვიდა 230-237, ხოლო 0,56 გრამიანი ტყვიებით 250- 258. მემგონი ამ კომპაქტური ფიშტოსთვის ნორმალურია. ხო ზამბარა მეყენა სტანდარტულად და სიჩქარის მარეგულირებელი მაქსიმუმზე

რა თქმა უნდა ნორმალურია. ჩემი კროსმანი 0.67 JSB-ს 200 მ/წმ ისვრის და 0.56 220 მ/წმ და ყვანჩალებს არ ახარებს, ასე რომ რაც არის ეგ საკმარისზე მეტიცაა.
giga2010
ციტატა(pilotina @ Sep 1 2017, 12:38 AM) *
giga2010

რა თქმა უნდა ნორმალურია. ჩემი კროსმანი 0.67 JSB-ს 200 მ/წმ ისვრის და 0.56 220 მ/წმ და ყვანჩალებს არ ახარებს, ასე რომ რაც არის ეგ საკმარისზე მეტიცაა.

გაიხარე, მეც ესე ვფიქრობ. სავსებით საკმარისია, ხვალისთვის მინდა დავარეგულირო პლატო. ვნახოთ რა გამომივა
giga2010
სალამი მეგობრებო, გაგიზიარებთ ჩემს პირველ წარმატებულ შედეგებს. 25მეტრზე. ჯსბ0,67. სიჩქარე 232-240. პირველ მარჯვენა სამიზნეზე ნასროლია 4 ტყვია, დანარჩენ 2 სამიზნეზე 5 ტყვია

okela84
giga2010
Bravo giga, gilocav martla kargia shedegia dzalian, mag tofistvis
giga2010
ციტატა(okela84 @ Sep 12 2017, 04:36 PM) *
giga2010
Bravo giga, gilocav martla kargia shedegia dzalian, mag tofistvis

მადლობა, გაიხარე. ამ პატარა ფიშტომ ძალიან მასიამოვნა
pilotina
giga2010

გილოცავ, ნამდვილად მშვენიერი შედეგია! კაია, რომ სულ ძიებაში ხარ და ცდილობ გააუმჯობესო შედეგები.

აქვე ერთ ვიდეოს მოვიყვან, საკმაოდ გრძელია, მაგრამ არაა აუცილებელი მთელი ვიდეოს ყურების, შედეგების განხილვა 41:30 დან იწყება.
და საქმე რაშია, მაგათ ჩაატარეს ექსპერიმენტი,თუ როგორ მოქმედებს ლულის სიგრძე ჯგუფის ზომაზე და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ლულის სიგრძე პრაქტიკულად ჯგუფის ზომაზე არ მოქმედებს, არამედ უფრო მნიშვნელოვანია თოფის დანასტროიკება და სწორი ტყვია-სიჩქარის შერჩევა.
სამივე ლულა ერთი LW ბლანკიდან დაამზადეს. ერთის ზომა იყო 8,5 სმ, მეორესი 30 სმ და მესამესი 40 სმ. სამივე ლულა ერთი და იგივე თოფზე დააყენეს და ერთი და იგივე ტყვიას ისროდნენ, ოპტიკაც ერთი და იგივე გამოიყენეს.

giga2010
pilotina
მადლობა. საინტერესო ვიდეო ვნახე. დიდი მსჯელობის საგანი იქნება, მაგრამ მემგონი ფაქტი სახეზეა. როგორც თქვენ აღნიშნეთ თოფის გამართულ მუშაობაზე, სიჩქარეზე და ტყვიის შერჩევაზეა დამოკიდებული, რაზეც მე 100% გეთანხმებით. აქვე დავამატებ რომ საკმაო წილი ექნება ოპტიკურ სამიზნესაც. ეხლა მიყენია ლილოს ოპტიკა 9 ჯერადობის, თუ არ ვცდები ტომპსონის სახელწოდებით. პარალაქსის გასწორება ამ ოპტიკას არ აქვს, ბადეს არაუშავს
userman
giga2010

ეს შედეგი ლულის პოლირებამ მოგცაა ?

მოკლედ გადასარევია და შენს ადგილზე გავჩერდებოდი და ნასტროიკებს მოვრჩებოდი smile.gif .

pilotina

ჩემი აზრით ლულის სიგრძეს ნადირობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არა მარა ქაღალდზე მოგცემს სხვაობას გრძელის სასარგებლოდ , ყოველ შემთხვევაში 20 სმ-იანმა რა უნდა ქნას აზრზე არა ვარ.
giga2010
ციტატა(userman @ Sep 12 2017, 07:54 PM) *
giga2010

ეს შედეგი ლულის პოლირებამ მოგცაა ?

მოკლედ გადასარევია და შენს ადგილზე გავჩერდებოდი და ნასტროიკებს მოვრჩებოდი smile.gif .

pilotina

ჩემი აზრით ლულის სიგრძეს ნადირობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არა მარა ქაღალდზე მოგცემს სხვაობას გრძელის სასარგებლოდ , ყოველ შემთხვევაში 20 სმ-იანმა რა უნდა ქნას აზრზე არა ვარ.

ქარხნულ პოლირებას ვერ დავარქმევ, უფრო შეიძლება ითქვას, რომ კარგად გავპრიალე. ფაქტია, რომ ჯსბ 0,67 საერთოდ ვერ ვისროდი. დაგეთანხმები, ნასტროიკებს მოვრჩი, ეხლა კიდევ მინდა სასხლეტი დავარეგულირო და კარგ ოპტიკას ვეძებ
mamukaaa
გამარჯობათ.
რამდენად ძლიერია ნპ-1.ანუ ნადირობისთვის ვგულისხმობ?
რა მანძილზე ინადირებ თუნდაც ქედანზე,მტრედზე და ასე შემდეგ.
giga2010
ციტატა(mamukaaa @ Oct 11 2017, 10:25 PM) *
გამარჯობათ.
რამდენად ძლიერია ნპ-1.ანუ ნადირობისთვის ვგულისხმობ?
რა მანძილზე ინადირებ თუნდაც ქედანზე,მტრედზე და ასე შემდეგ.

სალამი მეგობარო. გაგიზიარებ ჩემს შეხედულებას ამ ფიშტოსთან მიმართებაში. არის პირველ რიგში მსუბუქი და კომპაქტური. პირადად ჩემი ფიშტო ისვრის 0,67 გრამიან ჯსბ-ის 230-240მწ-დე. და აკეთებს 30 გასროლას. ნადირობას რაც შეეხება, ვერ გეტყვი, არ მისვრია ფრინველებზე. 50 მეტრზე ნასროლი მაქვს ყავის თუნუქის ბანკაზე, საკმაოდ სქელი ბანკა იყო და თავისუფლად გაიარა ორივე მხარეს. ასევე ხვრეტს 15მმ ლამინატს. სხვა არაფერზე მისვრია, ასე რომ ვერაფერს გეტყვი
userman
mamukaaa

ციტატა(mamukaaa @ 11th October 2017 - 10:25 PM) *
რამდენად ძლიერია ნპ-1.ანუ ნადირობისთვის ვგულისხმობ?
რა მანძილზე ინადირებ თუნდაც ქედანზე,მტრედზე და ასე შემდეგ.

0.67გ და 240 მ/წმ არის 20 ჯოულ დაახლოებით . ეს კი იმხელა ენერგეტიკაა , რომ 100 მეტრამდე ( ცოტა იქითაც smile.gif ) თავისუფლად მოინადირებ ყვავსაც და ქედანსაც , თუ რა თქმა უნდა მოარტყავ .
mamukaaa
მაგარი ყოფილა.მთავარია მართლა მოარტყამ 100 მეტრზე.
ისე მაგარი საინტერესოა რას იზამს?
giga2010
4,5 კალიბრი, 40-70 მეტრამდე მიმაჩნია ეფექტურ მანძილად. მერე უკვე პატარა ქარზე, ცდომილებას გაძლევს.
chicho
ძალიან კარგი თემაა , ნელნელა რაღაცეებს ვსწავლობ თქვენგან, მადლობთ.
ja_ja
ასე იყო თუ ისე მგონი ძალიან, ძალიან დიდი ხანია არაფერი მიმოხილვის მაგვარი არ დამიდია.... საქმეებმა გადამიყოლეს, ნაწილი პირადი, ნაწილი მანქანის, ნაწილი სამსახურის და ... და ნაწილიც კოსმოსური ხომალდის მშენებლობის გადამკიდე smile.gif

ასეა თუ ისეა ერთ მშვენიერ დღეს ერთერთმა ყველასათვის ნაცნობმა ადამიანმა მომაკითხა და სერიოზული ხმით მითხრა რომ ან დავეხმარებოდი მისი სურვილის რეალობაში ასახვაში ან არა და საქართველოში მეტად პოპულარულ მეთოდს მიმართავდა მიტინგების სახით პირდაპირ ჩემს კარებთან ...

იმდენად სერიოზული წინადადება იყო რომ მომიწია ჩემს ტახტრევანზე წამოკოტრიალება, სტაფილოს მოკვნეტა და სანამ ბედნიერად ვიტამინებით სავსე მასას მივირთმევდი ტვინში სხვადასხვა გრანდიოზული იდეები იჩენდა თავს.... როდესაც სტაფილო დამთავრდა იდეა ჩამოყალიბებული იყო, კბილები გაცვეთილი, ყურები დაცქვეტილი და მე კიდევ მზად ვიყავი გრანდიოზულ-სერიოზული იდეაც აზრებიდან რეალურ სამყაროში გადმომეტანა....

ამისათვის საჭიროა იყო სულ რაღაც რამდენიმე კომპიუტერული შელოცვა ნახაზებისთვის, რამდენიმე შელოცვა ინტერნეტ მაღაზიებისთვის და რა თქმა უნდა საკუთარი ხელების ჩქარი მოძრაობა....

მოკლედ რომ ვთქვათ ნამეტანი გავუბერე იმდენად ჩახვეული შესავალი გამომივიდა, არადა საქმე სულ რაღაც 110 კუბის 380 კუბამდე გაზრდას შეეხება smile.gif როგორც ხვდებით ვართ Kral NP1-ის თემაში და სწორედ ამ აგრეგატს აქვს 110 კუბიანი რეზერვუარი. აგრეგატი გადასარევია, კომპაქტურია, მოხერხებულია, ნორმალურ შედეგებს იძლევა. მაგრამ ავტონომიურობა პატარა რეზერვუარის გამო ძალიან სუსტია...

ამიტომაც, ერთერთმა მომხმარებელმა მომმართა სხვადასხვა იდეებით, რომ რამენაირად მოცულობა გაგვეზარდა, ამასობაში მოდერი სრული ზომით არ დაგვეყენებინა, რათა კომპაქტურობა შეგვენარჩუნებინა და თან მოდერის ფუნქციებიც შენარჩუნებული ყოფილიყო.... ნუ პატრონი მოგვიანებით თუ მოისურვებს მერე თვითონ გააკეთებს კომენტარებს და შესწორებებს რაც მე შემეშლება....

ანუ ყველამ იცით NP1-ი როგორ გამოიყურება, თუ ვინმეს არ გახსოვთ გთხოვთ ქვემოთ მოყვანილ სურათს დააკვირდეთ

მხოლოდ პისტოლეტი, პლასტმასის სახელურით და მოხსნილი კონდახით

პისტოლეტი სრული პლასტმასის კონდახით

თავიდან განხილული იყო რამდენიმე ვერსია, მოვაწყვეთ რამდენიმე შეხვედრა რომლის შედეგადაც დავჯექი და მიახლოებით აი ასეთი კონცეპტუალური აზრი მოვხაზე

ფრთხილად, ნახაზი ფარულ შეცდომებს შეიცავს smile.gif

მოკლედ ნაყიდი იყო მასალა, რეზერვუარი 380 კუბიანი, დამტენი პორტი, მანომეტრი და დანარჩენი საკუთარი ხელოვნება, ნუ პლიუს ჩემი საყვარელი დროში გაჭიმვა smile.gif, მე რაღაც წყევლა მჭირს, აუცილებლად ვიღაცამ ხელი უნდა შემიშალოს, 9 მთას იქეთ უნდა გავემგზავრო და ყველანაირად საქმემ ვადებში უნდა გადაიწიოს ხოლმე.

ასე იყო თუ ისე წავიდა მუშაობა და გამოჩნდა პირველი ჩანასახები....

პირველ რიგში ავიღე და დავშალე საყვარელი NP1-ი თუმცა ამ კონკრეტული ეგზემპლარის ეს უკვე მერამდენე დაშლა იყო აღარ ვიცი, ამაზე ცოტა მოგვიანებით

ამოვიღე თავისი სახელურიდან და დავიწყე შესწავლა

რის შემდეგაც გამოჩნდა შემდეგი სამუშაოები, კლაპანი და გადამყვანი ახალი რეზერვუარის მისაერთებლად

მგონი ჩანს ყველა შემადგენელი ნაწილი, ასე რომ ზედმეტი კითხვები არ უნდა გაჩნდეს რა როგორ რანაირად რამდენია საჩალჩო....

ესეც უკვე აწყობილი ვერსია

ამას ყველაფერს კი სჭრდება თავისი შემაერთებელი რომელიც ახალ რეზერვუარს დააკავშირებს ახალ კლაპნის სისტემასთან....

ესეც საბოლოოდ აწყობილი

გარდა ამისა საჭირო იყო შრაუდერი, მოდერის სანაცვლოდ, შრაუდერი კი ბევრს მხოლოდ წარმოუდგენია რომ სწორი მილია, ამასობაში მას თავისი ხუფები უნდა წინ და უკან, სჭრდება მაცენტრირებელი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასევე დამჭირდა ვიზუალური სილამაზისთვის თავისი შემავსებელი რომელიც საშუალებას მომცემდა ჰარმონიულად შეერთებულიყო შრაუდერი, ლულა და ახალი რეზერვუარი ერთმანეთთან

ეს კი ეგრეთწოდებული Kit-ი სრული კომპლექტაციით

ეს კიდევ Kit-ი და დონორი ერთად

შედეგად დონორისგან აღარ გვჭირდება საწყისი რეზერვუარი, ასე რომ მას გვერდზე ვდებთ და ვიწყებთ აწყობას

როდესაც რეზერვუარი თავის ადგილზეა, ვიწყებთ შრაუდერის ჩამოცმას, მაგრამ იმის გამო რომ შრაუდერი პირდაპირ კოლოფამდე არ მიდის შუაში რჩებოდა რაღაც გაუგებარი ადგილი, მომიწია დეკორატიული დეტალის მორგება, რომელიც შრაუდერის ფორმას გააგრძელებდა, მაგრამ სინამდვილეში ულამაზობას დამალავდა და მთელს კონსტრუქციას ჰარმონიულს გახდიდა

სწორედ ამ დეტალის ჩამოცმის პროცედურას ხედავთ ეხლა

შემდეგ უკვე შრაუდერის უკანა ხუფი, მაცენტრირებელი დეტალი ლულის ჭრილზე, და თვითონ შრაუდერის მილი წინა ხუფით და ქეჩებით

საერთო ჯამში გამოვიდა რაღაც ისეთი რასაც ქვევით სურათებზე ხედავთ, როგორც მთლიან ფორმაში ასევე ზოგიერთ დეტალს ახლოდან

ეს ყველაფერი რაც შეეხება რკინეულობას, ახლა სახელური თუ კონდახია რაღაც ფორმაში მოსაყვანი, ამაში მე მონაწილეობა აღარ მიმიღია,. მფლობელმა თვითონ მონახა მშვენიერი გამოსავალი რაც მინდა ვთქვა რომ სრულიად შემთხვევით საკმაოდ ჰარმონულად ჩაჯდა... რა თქმა უნდა იქ გადანაჭერი და რაღც პატარა ხედებზე მოდავება შეიძლება თუ ნამეტანი ინტრიგანი ხარ ან პერფექციონისტი, მაგრამ ლამის ქარხნულ ვარიაციაში ჩაჯდა მინიმალური ცვლილებებით

ცვლილებებისთვის კი ჯერ დააკვირდით საწყის ფორმას

შემდეგ შემცირებულ ვერსიას (რადგან ახალი მანომეტრი და გადამყვანი საშუალებას აღარ იძლეოდა საწყისი სახელური ყოფილიყო გამოყენებული)

და აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ერთდროულად რა იყო და რა გახდა

ესეც მორგება და საბოლოო ხედი

ასე იყო თუ ისე იყო ეს ეპოპეა დასრულდა, შემდეგ ერთი ორჯერ დაგვჭირდა კორექტირება, რადგან საჩქაროდ აწყობილი კლაპნიდან აპარებდა, გასწორების შემდეგ, რატომღაც დამტენმა პორტმა აურია, და როდესაც ესეც გასწორდა მემგონი იმის მერე მხოლოდ მფლობელის გამოხმაურებასღა ველოდებით.

ნუ თავიდან დარეგულირებაც საჭირო გახდა, რადგან თურქები კლაპანში 5 მილიმეტრიან შვაბრას იყენებენ, მე კი თხელი კლაპნის ღერძ გამოვიყენე შედეგად ჰაერის გადაცემის ეფექტურობა გაიზარდა და ტყვიის სიჩქარე 265-მდე ავიდა, მაგრამ ამასობაში მოკლე ლულის გამო გასაგებია რომ ველური გადახარჯვა იყო, რამდენიმე განხილვის შემდეგ რამდენადაც მე ვიცი ამ მომენტისთვის მფლობელმა დაარეგულირა რამდენიმე პარამეტრი შედეგად სიჩქარე სადღაც 220-230-ის დიაპაზონშია და გასროლების რაოდენობა 70-დან 100-მდე მერყეობს.

მგონი სულ ეს იყო.... ვნახოთ მერე შეიძლება ეს თემა ცალკე გავიტანო, მაგრამ ჯერ აქ იყოს smile.gif

P.S. იმედია ამ თემის სურათებიც დროთაგანმავლობაში არ გაქრება.... ასლს მაინც შევინახავ smile.gif
giga2010
მინდა მადლობა მოვუხადო ჯაჯას. ყველაფერი იდეალურად მუშაობს. მე ვერ გავბედე დამედო რეპორტი და კარგია რომ ჯაჯამ თავად მოიცალა და საკმაოდ ამომუწურავი ინფო გააცნო ფორუმს. დღეს კიდევ ერთხელ გავატარე ქრონში და ჩემთვის საუკეთესო შედეგი მივიღე, 70 გასროლა 3მწ-ის დიაპაზონით და შემდგომ 200მწ-მდე კიდევ გამოვიდა 42 გასროლა. რასაც ქვია მიზანში სროლას, 50 მეტრზე 20-25მმ-იანი ჯგუფები მივიღე, იყო ასევე ერთი 15მმ-იანი ჯგუფი. მაგრამ ჯერ ვერ გეტყვით დაზუსტებით მის პოტენციალს, რადგანაც ვისროდი 9 ჯერადობის ბაზრობის ოპტიკით.
Multi-Tool
ja_ja
ნანახი მაქვს და მართლა კოხტა ნამუშევარია, კარგი აპარატი გამოვიდა. ვგრძნობ რომ მფლობელს
ბევრჯერ გაახარებს.

giga2010
მასეთი პატარა ლულისთვი 70 გასროლა + - 230 იანი პლატოთი მშვენიერია.
gregory
ეუჰ, რამდენი გიშრომიათ smile.gif
მალადეც თქვენა.

ja_ja
რა ვერ გავიგე:
შრაუდერის ბოლოში რატომ დაჭირდა "დეკორატიული" ნაწილი?
ციტატა(ja_ja @ 31st October 2017 - 09:16 PM) *
როდესაც რეზერვუარი თავის ადგილზეა, ვიწყებთ შრაუდერის ჩამოცმას, მაგრამ იმის გამო რომ შრაუდერი პირდაპირ კოლოფამდე არ მიდის შუაში რჩებოდა რაღაც გაუგებარი ადგილი, მომიწია დეკორატიული დეტალის მორგება, რომელიც შრაუდერის ფორმას გააგრძელებდა, მაგრამ სინამდვილეში ულამაზობას დამალავდა და მთელს კონსტრუქციას ჰარმონიულს გახდიდა

შრაუდერი რომ უფრო გრძელი ყოფოლიყო არ შეიძლებოდა? მითუმეტეს ნახაზზე მთლიანია smile.gif

რაც შეეხება
ციტატა(ja_ja @ 31st October 2017 - 09:16 PM) *
ფრთხილად, ნახაზი ფარულ შეცდომებს შეიცავს

ჰარი რომ კლიპში ადის და არა ლულაში , მაგას გულისხმობ? smile.gif

giga2010
არ ვიცი რამდენი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ საკმაო თანხა დაჯდებოდა ეს აპგრეიდი. პირველ რიგში რაც ნამდვილად მისასალმებელია ეს შრაუდერია ჩემი აზრით.
რაც შეეხება რეზერუარის გაზრდას. მესმის რომ კომპაქტურობის შენარჩუნება გინდოდა და თანაც რეზერვუარის გადიდება. ეს მშვენივრად გამოვიდა.
მაგრამ, დარწმუნებული ვარ რომ ამ იარაღის გამოყენება კონდახის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. ანუ შენი კომპაქტურობა მხოლოდ გადატანა-ტრანსპორტირებისას იჩენს თავს.
ღირდა ჩიტი ბრდღვნად? ნპ-2 , თავისი 530-იანი(შენი 380-იანი) რეზიკით იგივე საქმეს არ იზამდა?! მითუმეტეს სხვაობა ნპ01 და ნპ02-ს შორის მინიმალურია...
ას რომ მე პირადად ფინანსურად წამგებიანი მეჩვენება ეს პროექტი. რაც შეეხება გემოვნებას აქ ყველაფერი ინდივიდუალური და შეუფასებელია.
vexam
ნპ1-ის რეზერვუარის მოცულობასთან კითხვები თავიდანვე ჩნდებოდა. პირველივე კითხვა მქონდა - რატომ ნპ2 არ შეარჩიეთქო და თავისი არგუმენტაცია ჰქონდა giga2010 -ს. თუმცა, საბოლოოდ მშვენიერი ვარიანტი გამოვიდა და ვულოცავ მფლობელსაც და ჯა-ჯასაც ასეთ კარგი პროექტის წარმატებით დასრულებას. აქვე მოკრძალებული რჩევა - წონა თუ შესამჩნევად გაგეზარდათ და დისკომფორტს გიქმინთ, კარბონის ბალონებიც არის საიტებზე მსგავსი მოცულობის (ბალონზე გადაყვანის მსგავს პროექტებში, ფორუმებზე განხილულია კარბონის ბალონებით წონის კორექტირების ვერსიებიც).
შეკითხვები ჯა-ჯასთან:
1. გადამყვანი პორტი თქვენი "ნახელავი" არის თუ მზა სახით არის შესაძლებელი საიტებზე შეკვეთა? თუ "ჰენდმეიდ" არის, მასალად რა არის გამოყენებული?
2. სარქველი (კლაპანი) თქვენი "ნახელავი" არის თუ დონორად არის გამოყენებული რომელიმე პნევმატი (რომელი)? სარქველის ზამბარა აშკარად არ არის ქარხნული დაბოებებით, ამიტომ ვვარაუდობ, რომ სარქველიც "ჰენდმეიდ" არის. რა მასალა არის გამოყენებული სარქველის დასამზადებლად (ალუმინი, რკინა თუ არ აქვს ამას საკვანძო მნიშვნელობა)?
3. შრაუდერი საიტებზეა შეძენილი თუ თქვენი ნახელავია და მაცენტრირებელი დეტალები თქვენით გამოჩარხული?
vexam
ციტატა(gregory @ Nov 1 2017, 10:58 AM) *
ეუჰ, რამდენი გიშრომიათ smile.gif
მალადეც თქვენა.

ბ.ნ გრეგორ- ვიზიარებ თქვენს მოსაზრებას და როგორც კი ჩამოვყალიბდები მსგავსი კომპაქტური მოდელის შეძენაზე აუცილებლად ნპ2-ზე გეწვევით. ხის კონდახი სურათებზე რაღაც სიმპათიურად ვერ გამოიყურება და ამ კომპონენტში აშკარად ვერ უწევს კონკურენციას ნპ1-ის ამასტანავე ოლლვეზარ კპლასტიკის კონდახს, მაგრამ გადაწყვეტილებას მოცულობსა და სიმპათიურობას შორის პრაგმატულად მივუდგები. smile.gif)

gregory
კიდევ ერთი შეკითხვა:
მანომეტრი გვერდიდან და დამტენი პორტი ქვევიდან ხომ არ აჯობებდა?!
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.