დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ტყვიების "pellets" განხილვა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ტყვიები, ზეთები, საწმენდი საშუალებები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9
MonSoon
nihontoman
კი წერეთელზე. ზუსტად კოკა კოლის პირდაპირ. კიბეებით ადიხარ მაგ მაღაზიაში. ადრე მაჭახელა იყო. ეხლა ეგაა.
nihontoman
MonSoon
ვიყავი დღეს და გათავებული ქონდათ კაკრას 0.67-ები. სხვა ყველაფერი იცოცხლიე ქონდათ :დ
userman
გამარჯობათ !

რა მინდა გითხრათ ,
მოგეხსენებათ ჯსბ ერთი და იმავე სახეობის ტყვიებს უშვებს სხვადასხვა სიღრმის კაბით , მაგალითად 0, 67 გრამიანი
4.5 კალიბრის ტყვია , არის უფრო ღრმა კაბით და არის ნაკლებად ღრმა კაბით .

ჩემი დაკვირვებით ღრმა კაბიან ტყვიას უხდება დაბალი სიჩქარეები , 270 ზე ნაკლები 250 მ/წმ თუნდაც 260 მ/წმ.
პირიქით იმ ტყვიას , რომელიც ღრმა კაბით არ არის უხდება მაღალი სიჩქარეები 270 ზე ზევით 280 მ/წმ , 290 -იც კი .

იგივე შეიძლება ვთქვა მსუქნებზეც , ანუ ერთი ზომით დიდზე .

პ. ს.
ეს ჩემი დაკვირვებიდან .
გთხოვთ თქვენც დააკვერდეთ და თქვენი აზრები გაგვიზიარეთ .
giga2010
userman
ბესო, პირადად მე მადლობელი ვარ და დარწმუნებული ვარ სხვებსაც გამოადგება შენი პრაქტიკული რჩევები.
მე არ ვაკვირდებოდი აქამდე. ეხლა მეც დავამატებ ერთ რამეს, აგერ მონსონა და ალექსა, რომელთანაც ხშირად ვისვრი ხოლმე დამეთანხმებიან რომ. კონკრეტულად ჩემს პ15-ზე. რომელიც რამის ზეპირად ვიცი და კარგად მაქვს შესწავლილი ორი სიჩქარე აქვს biggrin.gif .
ანუ რას ვგულისხმობ, 0.67 ტყვიას, 50 მეტრზე უნდა დაბალი სიჩქარე და აქვს იდეალური სიზუსტე (სადღაც 260-265მწ ) მაგრამ იგივე სიჩქარით უკვე შორ მანძილებზე ისეთი სიზუსტე აღარ აქვს. ავუწევდით ხოლმე სიჩქარეს 275-280ზე და ტყვია უკვე შორ მანძილებზე მიფრინავდა იდეალურად. თუმცა 50მეტრზე უკვე კარგ ჯგუფებს ვერ ვიღებდით.
გასაკვირია და თითქოს თეორიულად 50 მეტრზე მიღებული კარგი ჯგუფი, შორ მანძილზეც უნდა იძლეოდე შედეგს. მაგრამ კონკრეტულად ჩემს პ15ზე სხვანაირადაა
userman
ხოო , ეგეც საინტერესოა გიგა ...
name
5.5 პნევმო ტყვის გამოწერა და აქ ყიდვაც პრობლემურია ხო?
ja_ja
აქ უბრალოდ არ არის, ან იშვიათად იჩითება ხოლმე (ნუ ხელზე თუ ვინმეს აქვს, ან რომელიმე მაღაზიას შეცდომით გამოყვა, ან დიდ პარტიაში 1-2 გამოერია და ნუ ეგეთი უცნაურობები).

გამოწერა კი პრობლემას არ წამოადგენს, გამომიწერია ბევრი საიტიდან და ქვეყნიდან, ზოგჯერ ჩამოსულა ჩვენი საბაჟოს წითელი ლენტით, ანუ საბაჟომ გახსნა შეამოწმა და ვერაფერი საკამოთო, ან მოსადავებელი ვერ ნახა, გამოუტარებიათ უპრობლემოდ,

ასე რომ არანაირი შეზღუდვა ამ მომენტისთვის არ არსებობს, არ ვიცი რა იქნება შემდგომში, მაგრამ ამ დღის მონაცემებით შეგიძლია გამოიწერო უპრობლემოდ.

მთავარი პრობლემა ფასი და ტრანსპორტირების ხარჯებია.
name


ამ ფორმის ჯსბ 16 გეინიანი ან 18 გრეინიან სად იყიდება ვინმემ იცით?
MonSoon
name
აქ ვერსად იყიდი მაგ წონებს. ონლაინ საიტებზე იყიდება.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.