სასიკვდილო ადგილას მოხვდეს და სულ ერთია რა კალიბრი იქნება,მე მაგალითან მტრედის ხელა ფრინველზე 4,5 ჯსბ თი რომ ვნადირობდი აფუჭებდა ფრინველს
userman
Mar 12 2017, 08:33 PM
მაინტერესებს , თუ ვინმემ იცის : რა განსხვავებაა ბარაკუდასა და ბარაკუდა მატჩს შორის ? ორივეს აბსოლიტურად ერთნაირი მონაცემები აქვთ წონა -0.69 გრ . ორივე. ფორმაც ერთნაირი აქვთ . ფასი : ბარაკუდა -22 ლარი ღირს ( თუ არ ვცდები ) ბარაკუდა მატჩი -28 ლარი ღირს. ორივე 500 ცალიანი შეფუთვით.
giga2010
Mar 12 2017, 09:18 PM
თუ არ ვცდები გადარჩეულია და ზუსტად ყველა ტყვია 0,69 გრ
xmaladze
Mar 13 2017, 10:22 AM
ზემოთ აღნიშნული ტყვიები რამდენ გრამიანია???
და ზდპედანააა ნასროლი თუ პცპ ???
ikaaa
Mar 13 2017, 08:13 PM
მე როგორც ვიცი მატჩი ცოტათი სხვა შენადნობია, ფერზეც ეტყობა.
koba1973
Aug 18 2017, 03:58 PM
პირველად ვიყიდე ბარაკუდა ჰანტერი. სანადიროდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა. ცოცხალ სამიზნეზე არ მისვრია, მაგრამ ავწონე და ცოტა არ იყოს იმედი გამიცრუვდა. წესით 0.67 გრამი უნდა იყოს მაგრამ 0.66 დან 0.71-ის ჩათვლით ყველა წონაა. ჯსბ ავწონე და თითქმის იდეალურია, იშვიათად 0.01 გრამით განსხვავდებოდეს, ან იქნებ მე შემხვდა კარგი პარტიიდან? ჯსბ პოლიმაგიც თანაბარი წონისებია.
ja_ja
Aug 18 2017, 06:26 PM
koba1973 დაიკიდე, მიუხედავად ეგეთი ცდომილებისა არ ვიცი ლოცვა მიყვება თან თუ წყევლა, მაგრამ ლამის ყველა თოფიდან იდეალურად ჯდება, მფრინავ ობიექტებს კი ..... ნუ ზემით ნახავ მაგის ნამოქმედარს
giga2010
Aug 18 2017, 06:41 PM
მე field target trophy ვცადე ქაღალდზე, მაგაზე კარგი შედეგი ჯერ ვერცერთი ტყვიით მივიღე. ცდომილებები წონაში მეც ბევრი მომცა. მე ვფიქრობ მაინც დამოკიდებულია სიჩქარეზე და ლულაზე. უნდა შეარჩიო შედეგების მიხედვით
userman
Aug 19 2017, 09:08 AM
koba1973
ციტატა(koba1973 @ 18th August 2017 - 04:58 PM)
პირველად ვიყიდე ბარაკუდა ჰანტერი.
წონებს , რომ თავი დავანებოთ , ჩემი კრალი მაინცდამაინც ზუსტად ვერ ისვრის ბარაკუდა ჰანტერს , ვიდრე ჯსბ 0.67-ს , თუმცა ატ-44 ტყვიას, ტყვიაში სვავს .
თუმცა სანადიროდ მაინც ჯსბ მირჩევნია, ჩემთვის ეს უფრო ეფექტურია.
koba1973
Aug 19 2017, 05:30 PM
userman რა ეფექტური რასაც ვესროლე, ყველა წავიდა. მერე კი მოკვდებოდა, მაგრამ მე რა.
vexam
Nov 29 2017, 07:04 PM
მოგესალმებით ამ თემაში. ვეძებდი ტყვიებს, რომ გამომეყენბინა იჟ 46-ში და ერთი შეკითხვა მაქვს გამოცდილ და ხშირად "სროლელ" მომხმარებლებთან. H@M-ის ოფიციალურ საიტზე (მომეწონა საიტი) არის სურათები, სადაც ნახავთ, რომ ტყვიის კოლოფები საერთოდ განსხვავდება ქართულ ბაზარზე არსებული კოლოფებისგან. ამავე დროს, როდესაც დილერს მიუთითებთ, მდებარეობის მიხედვით, ოფიციალურ წარმომადგენლად დიღომში და ვაგზალზე მაღაზიები რომ აქვს ის ფირმა არის მითითებული. იბადება კითხვა, ვინმეს ხომ არ გქონიატ სასინჯად H@M-ის დასავლეთ ევროპის მისამართიდან ჩამოტანილი ტყვიები, და აქ ბაზარზე წარმოდგენილ პროდუქტთან თუ შეგიდარებიათ ხარისხით (სიზუსტე, წონის ცდომილება). რაღაც ეჭვი გამიჩნდა, რომ აღმოსავლეთ ბაზრებისთვის ფირმის მაღალი რეპუტაციის შესაბამისი პროდუქციის წარმოების ხარისხისთვის, თავს არ უნდა იკლავენ. მსგავსი სკანდალი 2-3 თვის წინ ევროკავშირის შიგნითაც აგორდა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები -ლაბორატორიული გამოკვლევებით მიღებული შედეგების შედარების საფუძველზე, ბრალს სდებდნენ მწარმოებლებს, მათ და დასავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაში. მოკლედ, რომ ვთქვათ- თუ გქონიათ და თუ შეგიდარებიათ? აქვე, თუ მირჩევთ იჟ 46-ზე რომელი ტყვიები შევიძIნო, მადლობელი დაგრჩებით.
feeder
Dec 5 2017, 11:40 PM
მეგობრებო ტყვიების დასანამდ რომელ ზეთს ხმარობთ? და სად ვიშოვნო?
pilotina
Dec 5 2017, 11:57 PM
GAMO -ს ზეთს ვხმარობ, ტყვიებისთვის. ადრე ვიყიდე ამაზონზე. ეხლა ვეღარ ვპოულობ.
კი მაგრამ ტყვიებს რათ უნდა დანამვა ? არ მესმის ....
პირიქით : ისედაც დანამულია ქარხნულად რაღაც ვაზელინის მსგავსი ზეთით , ხოოდა მის მორიდებაზე , რომ ვიზრუნოთ , აჯობებდა მე მგონი.
ამისათვის კი :
საჭიროა ტყვიები გავრეცხოთ ჟელეთი ( თუნდაც ფეირით ) .
giga2010
Dec 7 2017, 06:02 PM
ისე არც მე დამინამავს ზეთით და არც გამირეცხავს. კი არის რაღაც ვიდეოები, მაგრამ მემგონი უაზრობაა. ვგულისხმობ ჯსბ-ის, ისედაც ნორმალური ხარისხია
ikaaa
Dec 7 2017, 06:26 PM
რავი აბა ადრე დისკო რო მქონდა, დანამულ ტყვიებს უფრო უკეთსად ისროდა, ეხლა რაც მაქ, LW-ს ლულა, მაგას CROSMAN-ის ტყვიები დიდად გულზე არ ეხატება და რო დავნამავ ხოლმე აშკარად უკეთესად ისვრის.
ja_ja
Dec 8 2017, 01:42 PM
userman giga2010 დანამვა ზეთით (ოღონდ შესაბამისით) საჭიროა რამდენიმე მიზეზით, ჯერესერთი კარგად მისრიალებს, მეორეც ნარეზებზე იოლად ჯდება და ნაკლებ მტვერს ტოვებს ლკულაში და რაც ყველაზე მთავარია, ზეთის თხელი ფენა პრევენციას უკეთებს ტყვიებს ოქსიდირებისგან, ანუ აღარ იჟანგება და უხეშ შავ გარსს და მითუმეტეს ოქსიდის თეთრ ფხვნილს არ იკეთებს ტყვიები დიდი ხნის მანძილზე.
თუმცა ნორმალურად რომ შეინახო ტყვიები თავიდან საჭიროა კაკრაზ გარეცხვა, გაშრობა და მხოლოდ ამის მერე ხდება დაზეთვა....
giga2010
Dec 8 2017, 04:41 PM
ციტატა(ja_ja @ Dec 8 2017, 02:42 PM)
userman giga2010 დანამვა ზეთით (ოღონდ შესაბამისით) საჭიროა რამდენიმე მიზეზით, ჯერესერთი კარგად მისრიალებს, მეორეც ნარეზებზე იოლად ჯდება და ნაკლებ მტვერს ტოვებს ლკულაში და რაც ყველაზე მტავარია, პრევენცია უკეტებს ზეთი ტყვიებს ოქსიდირებისგან, ანუ არარ იჟანგება და უხეშ შავ გარსს და მითუმეტეს ოქსიდის თეთრ ფხვნილს არ იკეთებს ტყვიები დიდი ხნის მანძილზე.
თუმცა ნორმალურად რომ შეინახო ტყვიები თავიდან საჭიროა კაკრაზ გარეცხვა, გაშრობა და მხოლოდ ამის მერე ხდება დაზეთვა....
მადლობა რჩევისთვის და იქნებ ჩამოვყალიბდეთ და მიგვითითო, რა ზეთი გამოვიყენოთ, ისეთი რომელიც ხელმისაწვდომია და აქ რომ ვიყიდოთ
giga2010
Mar 18 2019, 09:21 AM
ე.წ. სლაგები და მისი მდგრადობა ძლიერ ქარზე. საინტერესო ვიდეო და ახალი შესაძლებლობები პნევმატიკაში
კ.ვ.ა.დ.რ.ო
Mar 18 2019, 12:56 PM
giga2010
ამათ სლაგ ლაინერი უტენიათ ჩვეულებრივი ლაინერი არა, ანუ+200$ თოფს
giga2010
Mar 18 2019, 02:51 PM
ციტატა(დათო123 @ 18th March 2019 - 01:56 PM)
ანუ+200$ თოფს
+200$ რატომ? 109$ ღირს
ja_ja
Mar 18 2019, 03:27 PM
კ.ვ.ა.დ.რ.ო
ციტატა(დათო123 @ 18th March 2019 - 01:56 PM)
ამათ სლაგ ლაინერი უტენიათ ჩვეულებრივი ლაინერი არა, ანუ+200$ თოფს
ნუუ გააჩნია რაფერ შეხედავ, ან +100$ თუ მხოლოდ ლაინერს გამოცვლი, ან +400$ თუ მთლიან კომპლექტს გამოცვლი
P.S. მე მაინც რაღაც გზის გასაყარზე ვარ და ვერ გამიგია, საჭიროა თუ არა სლაგზე ორიენტირება, ჯერ მაინც ჩვეულებრივი ტყვიის შესაძლებლობები არ მაქვს მე პირადად ამოწურული
ja_ja
Mar 18 2019, 03:45 PM
ისე ამ ვიდეოთი რისი ტქმა უნდოდათ ვერ გავიგე.... სუპერ ქაჯური ქარი ამოვარდა ბოლოში როდესაც ჩვეულებრივ JSB-ის ისროდნენ.... 50 მეტრზე კი მინიმალური განსხვავებები იყო 38 და 46 მილიეტრი, ნუ კი ჩანს რპომ სლაგი უფრო ვიწრო წრეში ჩაჯდა ,მაგრამ ამ ქარის შემხედვარე შეიძლება ქარმაც კი შეუწყო შემთხვევით დაჯგუფებას ხელი...
აი რომ ყოფილიყო ქარის ერთნაირი პირობები, განსაკუთრებით 100 მეტრიან დისტანციაზე და რაც მთავარია გაზომილი ყოფილიყო ქარი, მაშინ კიდევ ჰო, თან იმენნა მუდმივი განმეორადობა თუ იქნება ასეთი განსხვავებების და არა თითო ჯგუფი განსხვავებულ პირობებში
რიავიცი, რიავიცი, შეიძლება ვატრაკებ მარა.....
კ.ვ.ა.დ.რ.ო
Mar 18 2019, 04:28 PM
ja_ja
ისევ ტუბიდან ვიცი რომ ენერგიაც მეტი მიყვენა სლაგებს და ფრენიებსაც არ აკეთებს ფლაერი არვიცი როგორ გადავთარგმნო სანადიროდ რაღაც სლაგებზე მიწევს გული რო ხვდება ისეთი ხმაა თითქოს ყველა ძვალი დაუმტვრია
ფორმა წონის გამოც უფრო სტაბილური ჩანს შორ მანძილზე და რავი. მე არ მეღირსება არც ერთი თოფი რომლითაც ისვრიან ეგ ბიჭები
giga2010
Mar 18 2019, 05:39 PM
ციტატა(დათო123 @ 18th March 2019 - 05:28 PM)
მე არ მეღირსება არც ერთი თოფი რომლითაც ისვრიან ეგ ბიჭები
პესიმიზმი ნამდვილად არ არის საჭირო. თუ FX-ს გულისხმობ, ძვირია. გეთანხმები, მაგრამ მაგ სლაგებს კიდევ ბევრი ფიშტო ისვრის. ამისთვის კი საჭიროა ცოტა მეტი ენერგეტიკის თოფი და სათანადო ლულა. ეს ყველაფერი თქვენც კარგად იცით, ჭკუა- დარიგებაში იმედია არ მიიღებთ
vexam
Mar 18 2019, 09:00 PM
ციტატა(giga2010 @ Dec 8 2017, 05:41 PM)
მადლობა რჩევისთვის და იქნებ ჩამოვყალიბდეთ და მიგვითითო, რა ზეთი გამოვიყენოთ, ისეთი რომელიც ხელმისაწვდომია და აქ რომ ვიყიდოთ
გიგა, რამდენადაც მე ვიცი "ავტომატური გადაცემათა კოლოფის" ზეთიც "ატფ" იხმარება მაგ მიზნით.
ჯა-ჯა "P.S. მე მაინც რაღაც გზის გასაყარზე ვარ და ვერ გამიგია, საჭიროა თუ არა სლაგზე ორიენტირება, ჯერ მაინც ჩვეულებრივი ტყვიის შესაძლებლობები არ მაქვს მე პირადად ამოწურული".
+100% სლაგები არ მიცდია და მძიმე ჯსბ-ებ კი მიყვარს. უბრალოდ ეს "შეჩვენებული" ატ ძალიან სწრაფად (ცოტა გასროლაში) ცლის რეზერვუარს და როდესაც გამახსენდება ჯგუფებზე სროლა, უკვე 100-ზეა წნევა.
კ.ვ.ა.დ.რ.ო
Mar 18 2019, 09:34 PM
giga2010
ნუ არმინდა lw cz ლულა უაზრო ჩოკის და ღრმა ნარეზების გამო რაც სლაგებს კი არა პელეტებსაც არ მოსწონთ დიდ დისტანციებზე და ჩალიჩი ჩოკის მოჭრა ტყვიების ზეთვა და რიტუალები ჭირდება :დ
მირჩევნია სტ იქს ლულა დავაყენო და ვიყო მშვიდად ზედმეტი შელოცვების გარეშე ფასი ამართლებს შენაძენს ამ შემთხვევაში
თან სლაგი იოლი დასაშტამბია უბრალოდ პრესს ყიდულობ და შენით ამზადებ პელეტს ჯსბ ხარისცს ვერ მიაღწევ ასე კუსტარულად დარწმუნებული ვარ. მსუქნი ჯსბს გამოწერას კიდე დღევანდელი კურსით რაღაც არ მიზიდაბს ეგ იდეა
MonSoon
Mar 18 2019, 10:27 PM
ციტატა(დათო123 @ 18th March 2019 - 10:34 PM)
ნუ არმინდა lw cz ლულა უაზრო ჩოკის და ღრმა ნარეზების გამო რაც სლაგებს კი არა პელეტებსაც არ მოსწონთ დიდ დისტანციებზე და ჩალიჩი ჩოკის მოჭრა ტყვიების ზეთვა და რიტუალები ჭირდება :დ
რაის რიტუალი. აჰა ესეიგი მხოლოდ ეფიქსის სლაგ ლაინერი ისვრის შორს კარგათ ? მაგას ამბობ ?
დარწმუნებით რატომ საუბრობთ ხოლმე ?? შორს რამდენია ? 200 მეტრამდე მეტნაკლებად კარგათ ისვრის მსხვილი კალიბრი, გინდ ჩოკიანი გინდ უჩოკო და გინდ სლაგ ლაინერი.
ესეიგი ჩზ_ს ლულიანი კრიკეტი და ვულკანი ვერ ისვრიან, ვერც ვალტერის ლულიანები და ეფიქსი ისვრის ისე რო მშვიდად იყო ?? არ არის დიდი განსხვავება. რეალობაში, საკუთარი თვალით რომ გქონდეს ნანახი თუ არ გინახავს, კარგი უჩოკო ვალტერი როგორ ისვრის, არამგონია არ მოგეწონოს. აქაურს გაუკეთებია 100 მეტრზე 2 სმ ჯგუფი. ეფიქსი 1.8_ს გააკეთებს თუ როგორ.
ეფიქსსა და ჩამოთვლილებს შორის მნიშვნელოვაინი სხვაობა არ არის. ყველა ისვრის საკმაოდ კარგათ.
ეს ყველაფერი იგივეა კაცს მანქანა უნდოდეს გულით რომელიც 100 მდე 4 წამში ჩქარდება და 5 წამიანს იწუნებდეს. სინამდვილეში არც ის 5 წამიანი დაგწყვეტს გულს, სინამდვილეში არც ერთი ყოლია კაცს.
კ.ვ.ა.დ.რ.ო
Mar 18 2019, 11:26 PM
MonSoon
წმინდე ლულა ყოველი 100 გასროლის შემდეგ, რეცხე და ზეთე ტყვიები ეს რაღაცა აღარ გჭირდება ეფიქსზე პირიქით ლუბრიკანტიან ტყვიებს არ ისვრის კარგად
ურჩიე ტყვიები აბა რომელი მოეწონება :დდდ
თან ამასთან ერთად ეფიქსი ძალიან მალე შემოიტანს ინოვაციას ხრახნის მოჭერა მოშვებით ტვისტ რეიტს შწცვლი შენს გემოზე ამის მერე რა ვალტეეი რის ჩეზე
ჩოკები ჭეეი და გასკები ასწორე კიდე ეს ყველაფერი ძალიან დიდი დიაკომფორტია თან როგპრც ვიცი ქარში სტ იქსოდან უფრო კარგად მოფრონავს ტყვია ვიდრე ხრაცნილ ლულიანიდან, მაჰრამ რამდენად ჩართალია არვიცი
კ.ვ.ა.დ.რ.ო
Mar 18 2019, 11:48 PM
კ.ვ.ა.დ.რ.ო
პირადად ჩემთვის უპირატესობა იმაშია, რომ სიტყვაზე შენ რომ აიღებ ვალტერის ლულიან თოფს გაწმენდ, მერე ტყვიებს გარეცხავ დაზეთავ გააშრობ დაელოდები ამ ყველაფერს მე ავიღებ სტ ლულას გადავარჩევ ტყვიებს და უკეთეს შედეგს დავდებ :დდდ მეტი რაღა უნდა იყოს ამაზე კომფორტული?
MonSoon
Mar 18 2019, 11:57 PM
დავრჩებით ჩვენ ძველი მოდის ხალხი სადაც ვართ. გამოვცდით ჩვენს ლულებს და იმედია მივალთ ეფიქსის დონემდე როდესმე, როგორც ფინანსურად ისე მენტალურად. გადავიტყავებთ ხელებს ლულის წმენდაში და ჯიბეს ზეთის ყიდვასა და ფასკების კეთებაში. ბოლოს მივხვდებით რომ თავებს ვიტანჯავთ როგორც კრაზზე დაბერებული მძღოლი მიხვდება როცა ახალთახალ სკანიაზე დაჯდება, სად ვიყავი აქამდეო. ყოველ დღე ხელები აქვს მაზუთში ამოვლებული.
როცა სკანიაზე დაჯდა, ამ დროს გაეღვიძა და მიხვდა რომ ყველაფერი ზღაპარი იყო, თურმე არც სკანია ყოლია და არც კრაზი. მხოლოდ მეორე დილით აბარებდა სატვირთო მანქანის მართვის მოწმობას. სიზმარიც ხომ ჩაყოლილი ამბავია. ბოლო პერიოდი უყვებოდნენ სკანიას ზე მიღწევებზე სატვირთო ავტომობილების ინდუსტრიაში. ან თავად უყურებდა ინტერნეტ საშუალებებით.
კ.ვ.ა.დ.რ.ო საიდან დაასკვენი რო მე ან ვინმე სხვა ტყვიებს რეცხავს და ზეთავს. მაგ ზეთვებზე მეტად სხვა რამეა მნიშვნელოვანი.
ლულის წმენდაც რო დაგეზარება კაცს ეე მანდაა დამტავრებული ამბავი.
datka25
Mar 19 2019, 07:49 AM
MonSoon
ციტატა(bedo @ 18th March 2019 - 11:27 PM)
აქაურს გაუკეთებია 100 მეტრზე 2 სმ ჯგუფი. ეფიქსი 1.8_ს გააკეთებს თუ როგორ.
კ.ვ.ა.დ.რ.ო რათ უნდა 100 გასროლაზე ლულას წმენდა არ ვიცი, ან ვინ თქვა რო STX ლულას ხრახნები არ აქვს?
კ.ვ.ა.დ.რ.ო
Mar 19 2019, 09:23 AM
datka25
გარე დიამეტრი რამდენი აქვს ლატუნზე? კოლოფში რაც შედის იმ რაღაცაზე არვიცი რა ქვია
Stx რაც აქვს ხრახნს ვერ დაარქმევ
გეგმაში მაქვს მალე ეგ ლულა ოღონდ ერთით ნაკლები სიმსუქნით და ჰუმას რედუქტორი
კ.ვ.ა.დ.რ.ო
Mar 19 2019, 09:25 AM
datka25
გარე დიამეტრი რამდენი აქვს ლატუნზე? კოლოფში რაც შედის იმ რაღაცაზე არვიცი რა ქვია
Stx რაც აქვს ხრახნს ვერ დაარქმევ
MonSoon
მაგის ლულაზე მაკირკიტე როცა შემიძლია წყნარად ვიყო და იმაზე არ ვიფიქრო ხრახნები გადაიზილა და სიზუსტე არ მოაკლდესთქო :დ იყოს აწი ნაკლებად სახლაფორთო რატომაც არა?
ja_ja
Mar 19 2019, 09:42 AM
კ.ვ.ა.დ.რ.ო სლუში მაგრა მაბნევს შენი პოსტები, ისეთი შეგრძენება მაქვს თითქოს 2 კაცი სარგებლობთ 1 ექაუნთით, მაგალითად ამ თემაში ამავე გვერდზე 342 და 343 პოსტში ვერ გავიგე საკუტარ პოსტს სცემ პასუხს თუ რა ხდება...
ასევე ზედა ორი პოსტი რა ხდება შენ გახარებს ამიხსენი რა ხდება თორემ რაცხა სტრანნი აზრები მაწუხებს
რაც შეეხება კომენტს
ციტატა(დათო123 @ 19th March 2019 - 12:48 AM)
პირადად ჩემთვის უპირატესობა იმაშია, რომ სიტყვაზე შენ რომ აიღებ ვალტერის ლულიან თოფს გაწმენდ, მერე ტყვიებს გარეცხავ დაზეთავ გააშრობ დაელოდები ამ ყველაფერს მე ავიღებ სტ ლულას გადავარჩევ ტყვიებს და უკეთეს შედეგს დავდებ :დდდ მეტი რაღა უნდა იყოს ამაზე კომფორტული?
და მოიცა რომელი აკეთებთ ეგრე ამიხსენი ან რა 100%-იანი აზრია ეგეთი რომ STX-ს საერთოდ არ უნდა წმენდა მიხედვა და აი პირდაპირ აირებ და ისვრი და ფეხებზე დაიკიდებ მოვლას
რაღაც უფრო მოლოდინს და სურვილებს გავს ეგ განცხადება ვიდრე რეალობას, ან აი AK და AR-ის ბანაკის მოყვარულების შეხლა შემოხლას, თითქოს და აი AR-ი იმითაა ცუდი რომ მოვლა უნდა და აი AK იმითაა კაი რომ სულ რომ ტალახში გეგდოს და არ მოუარო მაინც ისვრი ამასობაში რადიკალურად ავიწყდება ეგეთ შემდარებლებს რომ AK კი ისვრის, მაგრამ დიდი ლუფტების გამო ისვრის და აი მიზანი მაგ დროს მაგარი ტრაკშია ხოლმე... თან ყველას როგორც წესი დაჟანგულ გაუბედურები აქვს ხოლმე და ეგ გამართლება გულს უმშვიდებს რომ მიუხედავი თოფი აქვს, მარა მაინც ისვრის რა
გაითვალისწინე რომ FX-ი ამ მომენტში ძალიან კარგად აწვება მარკეტინგს, იყენებს იუტუბებს ბლოგერებს და იმენნა ტარგეტულ აუდიტორიას არტყავს
მაგრამ FX-ამდეც იყო ლულები და ტყვია ტყვიაში ჩაჯდომები, ასე რომ რეალობა სად გადის და მარკეტინგი რამდენადაა ამ საქმეში ჯერ არცერთმა არ ვიცით
giga2010
Mar 19 2019, 09:55 AM
datka25 მშვიდობაში. თუ არ დაიზარებ დადე რა ზომები ლულის, მეც დიამეტრი მაინტერესებს.
pilotina
Mar 19 2019, 11:50 AM
datka25
მშვიდობაში დათკა. რომელი გადამზიდით ჩამოიტანე?
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.