დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ტყვიების "pellets" განხილვა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ტყვიები, ზეთები, საწმენდი საშუალებები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9
ja_ja
feroni
ულტრა მაგნუმები ანუ Crosman Ultra magnum შემოკლებით კი CUM-ებს ვეძახით, ისევე როგორც მუყაოს კოლოფიანი CP-ები არის, ბრანიბოინი ტყვიები, ხვრიტავს ყვავს, ხეს, ბატს კვატს, და რავი რაც შეხვდება, მსხვერპლი მხოლოდ მოხვედრას და შეშთოთებას ახერხეს, (ისევე როგორც ჩქმეტის დროს), ხტება ადგილიდან და დედის გინებით მიდის...

როგორც წესი CUM / CP-თი რომ ჩამოაგდო საჭიროა გარანტირებულად სასიკვდილე ზონაში მოხვედრა. ჯობია ცოტა ექსპანსიურია დაიადო, წესით გრიშას Benjamin Hollow Point-ი (შემოკლებით BHP) უნდა ჰქონოდა ჩამოტანილი არ შემორჩა თუ არა არ ვიცი, დაუკავშIრდი და ჰკითხე.

გარდა მაგისა, მაგნუმში უნდა იყოს H&N Baracuda Hunter .177 Cal, 10.34 Grains, Hollowpoint, დისკოდან ვიცი რომ ენით აუღწერელ შედეგს იძლევა, ადგილზე ტოვებს ყველაფერს, მარადადან მახსოვს 60 მეტრზე საკმაოდ კარგად ვისროდი მარა არაფერი მყავდა ჩამოსაგდები რომ გამეტესტა, პლასტენილის შედეგები აგერაა.
feroni
ja_ja
Benjamin Hollow Point-ს აი ამას თუ ეძახი ესეიგი ერთი და იგივე ტყვიაზე ვლაპარაკობთ

ზუსტად ამაზე დავწერე ზევით, რომ 6 დან 6 ჩამოიღო, ყვას დაძახებასაც კი ვერ ასწრებდნენ biggrin.gif, უბრალოდ ეს ტყვიებიც არასტაბილურად დაფრინავს, მეზობელ კორპუსზე ნაგვის ბუნკერის საჰაეროს ტრუბაა და მაგაზე ვვარჯიშობდი თავიდან, ჰოდა ჩემი თვალით ვნახე რამოდენიმეჯერ მიზანს როგორ გადაუხვია ბოლო მომენტში ტყვიამ, შეიძლება ბინის თავზე ჰაერის ნაკადი ხვდებოდა და იმის გამო იყო, მაგრამ ასეთივე რამ მომივიდა დღეს ლისის ტბაზე, "კოკორინა"-ს ვესროლე ასე უძახით ჩვენ დასავლეთში biggrin.gif აი თევზებს რომ ჭამს, მოკლედ ასე 75-80 მეტრში მაინც იქნებოდა, ვესროდი დაწოლილი, პირველი ტყვია ტანში მოხვდა და დაიჭრა ისე მწარედ, რომ ვეღარ ყვინთავდა ჰოდა ამის მერე მთელი მჭიდი დავაცალე და ოპტიკით ვხედავდი ხან იქეთ მიფრინავდა ეს ტყვიები და ხან აქეთ, ბოლოს მომბეზრდა და ისევ Crosman Ultra magnum ვესროლე, 3 ტყვია დამჭირდა კორეკტირებისთვის მე-4 მოხვდა და ამოტრიალდა საბოლოოდ. არ ვიცი ბოლო ნასროლმა მოკლა თუ პირველმა ნატყვიარმა, მე მაინც მგონია რომ პირველმა ტყვიამ იმსხვერპლა! ეტყობა შინაგანი სისხლდენა კონდა და ბოლოს ჩაეძინა საცოდავს sad.gif
ja_ja
feroni
ციტატა(feroni @ 15th November 2011 - 11:17 PM) *
Benjamin Hollow Point-ს აი ამას თუ ეძახი ესეიგი ერთი და იგივე ტყვიაზე ვლაპარაკობთ

კი მაგაზე ვამბობ... მართალი გითხრა მე ეგ ტყვია 60 მეტრზე იქეთ არ გამომიყენებია, ასე რომ 70-80 მეტრზე რას შვება ვერ გეტყვი, თუმცა იგივე მისი მეგობარია, 14.3 გრანიანი, აი ის მართლა სისხლს გაგიშრობს, როგორც დაწერე ზუსტად ეგრე დაფრინავს, ვერ გაიგებ შენი ბრალია თოფის თუ ტყვიის
feroni
დღეს გამოვცადე ეს ვაზნები H&N Baracuda Hunter .177 Cal, 10.34 Grains, Hollowpoint ,
დიღომში მტკარზე ერთ კარ ადგილს მივაგენი, ბაკლანებით იყო ხეები დახუნზლული ჰოდა აქეთ ნაპირზე მოვკალათდი, მიზნამდე როგორც გამოვთვალე დაახლოებით 100 მეტრი მაინც იქნებოდა, უკანა ზუმი დავაყენე 10x-ზე და ბაკლანი 6 მილდოტში ჩაეტია, თუ გავითვალისწინებთ რომ ბაკლანის ზომა არის 50-100 სმ. ავიღოთ საშუალოდ 60 სანტიმეტრი იმიტომ რომ ასეთი დიდებიც არ იყვნენ ეს ბაკლანები smile.gif
მოკლედ 100 მეტრი უეჭველი იქნებოდა (ერთი ნაპირიდან მეორეზე ვესროდი და ისიც მაღალ ხეებზე) .
ვესროდი ბოლო მილდოტით, ოდნავ ქარი იყო მტკვარზე და ამიტომ 2 მილდოტით მარცხნივ უმიზნებდი.
თოფი ბოლომდე გაძეძგილი მქონდა ჰაერით. 35 გასროლა გავაკეთე და 8 ბაკლანი აგურივით ჩამოვარდა.
მინდა ავღნიშნო რომ ეს ტყვიები უფრო არასტაბილურად დაფრინავს ვიდრე კროსმანის ჰოლოპოინტები (იგივე დისკავერი), მაგრამ მოხვედრისას უფრო გამანადგურებელი ძალა ქონია, ულტრა მაგნუმებს რო ვესროდი რასაც ქვია იფხანდნენ ბაკლანები biggrin.gif მხოლოდ ორი ჩამოვარდა დანარჩენი გაფრინდა და მერე ისევ მოფრინდნენ, ჰოდა ამის მერე გავძეძგე ბარაკუდები მართალია სროლა ძალიან მიჭირდა ამ დისტანციაზე რადგან როგორც ავღნიშნე ძალიან არასტაბილური ტრაექტორია აქვს ამ ტყვიებს 20 გასროლიდან 8 მოხვდა მიზანში ორს მუცელსში მოხვდა და დაიჭრა, დაჭრილები მტკვარში ჩაჯდნენ და ნაპირებს შეაფარეს თავი, აი დანარჩენ ექვს ნაკლებად გაუმართლა, რასაც ქვია მართლა აგურივით ეცემოდნენ ძირს, ამ უკანასკნელებს მკერდის არეში მოხვდათ ტყვიები და ეგრევე გაიტრუპნენ .
დასკვნა ესეთი გავაკეთე თუ ეს ტყვია რამეს მოარტყი ჩათვალე 90 პროცენტი ტრუპია, რაც არ უნდა ამტანი ფრინველი იყოს და სქელი ბუმბული ქონდეს, არამგონია ბაკლანზე ამტანი იყოს იხვი ან მელოტა და თუგინდ თოლიაც.
შედეგი:
15 გასროლა კროსმან ულტრა მაგნუმით-6 ტყვია აცდა, 9 მოხვდა, 2 უსულოდ ჩამოვარდა
20 გასროლა ბარაკუდა ჰანტერით-12 ტყვია აცდა, 8 ტყვია მოხვდა, 2 დაიჭრა და მტკვარში ჩაჯდა, 6 უსულოდ ჩამოვარდა
ja_ja
feroni
და იმ აგურებს რა უქენი?
feroni
ციტატა(ja_ja @ 18th November 2011 - 10:02 PM) *
და იმ აგურებს რა უქენი?

ამ ზამთარში მტკვარს ვერ გადავცურავდი და ბაკლანიც არ იჭმევა, ასე რომ ხვალ რო მივალ იმ ადგილას ბევრი ყვავი დამხვდება biggrin.gif
kaka8079
feroni
100 მეტრისა რა გითხრა აი 50 მეტრზე კი მე ბარაკუდა ჰანტერსა და ცპ-ს ერთნაირი შედეგით ვისვრი მიზანშიც კი ოღონდ ცოტა დაბლა მიფრინავს მიუხედავად იმისა რომ უფრო მჩატეა ვიდრე ცპ,80 მეტრზეც კი უპრობლემოდ მიანდირია შაშვებზე,შაშვი კი ბევრად პატარაა ჩვამაზე ქე იცი,ისე ბარაკუდას დიდი სიჩქარე არ უყვარს 280-ით მიფრინავს გადასარევად.
feroni
ციტატა(kaka8079 @ 18th November 2011 - 11:55 PM) *
ისე ბარაკუდას დიდი სიჩქარე არ უყვარს 280-ით

თავიდან მაგიტო ვისროდი ულტრა მაგნუმებს და წნევა რო ჩამოვიდა 2,6 მერე გაუშვი ბარაკუდები, უბრალოდ ცოტა ქარი იყო და მაგიტო ვერ ვისროდი კარგად, თან ახალი დაწყებული მაქვს სროლა და უნდა ვაღიარო ჯერ კარგად არც მაქვს დამუღამებული, მაგრამ დასაწყისისთვის 35 გასროლაში 8 ბაკლანი მაინც არ უნდა იყოს ურიგო, თან ეს რაც ჩამოვაგდე თორე მოხვედრით სადღაც 15 მაინც მოვარტყი
foxi
feroni

ერთი გამახსენე რომელი თოფი გაქვს? თუ 100 მეტრზეა საუბარი ძალიან კარგი შედეგი მიგიღია.
feroni
foxi
მარადიორი მაქვს
ეხლა გუგულით გავზომე ის ადგილი და 94 მეტრი მიჩვენა სახაზავზე, ეს ერთი ნაპირდან მეორემდე და მე კიდე ხეებზე ვესროდი, დაახლოებით 100 მეტრი გამოდის, ისე 90 მეტრიც რო ჩავთვალოთ მაინც არ არის ურიგო შედეგი დამწყებისთვის
Davitus
feroni

ქრპსმან პრემიერები იმით განსხვავდება, რომ აკს-ის ტყვიასავით არის, გამჭოლი ეფექტი აქვს, მაგრამ თოლიის და სხვა მსგავსი მყარი ბუმბულისგან შეკერილი ჯავშან ჟილეტების მქონე ფრინველებში, ასხლეტას აკეთებს და ნაწილობრივ აზიანებს, ტანში თუ მხოვდა ვთქვათ, დიდი შანსია გვერდით გავიდეს და მინიმალურად დააზიანოს ან რბილობში გაიაროს...

მაგიტომაც არ კლავს და აგურივით არ ვარდება, არც ყვავი და მითუმეტეს არც თოლია, სხვათაშორის ბაკლანებს უფრო ეფექტურად ვკლავდი მე ვიდრე ყვავებს
Rebellion
მოკლედ ბიგინერისთვის დამახასიათებელი კითხვებით გავსპამე ფორუმი მარა მაინც/კიდევ უნდა ვიკითხო. მოკლედ მაინტერესებს ქროსმან ნიტრო ვენომისათვის მაქსიმალურად ზუსტი ტყვიები მიზანში სასროლად რომელია??? რამდენი გრანი უნდა იყო და რა დიზაინი/მოდელი

პ.ს. აქ წავიკითხე სადღაც რომ ეს იარაღი საშუალო სიმძლავრის იარაღია და ტყვიებიც მაგ კლასის უნდაო. და კიდე ცროსმანის ჰოლოუპოინტებზე ზოგი წერს ზუსტიაო ზოგი კიდე დარტყმის ძალა აქვს მაღალიო და დავიბენი. მიპასუხეთ რა.
gela
Rebellion
მე ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი, მქონდა ვენომიც და ახლა მაქვს ტიტან ნიტრო, ორივე ერთი და იგივე ფიშტოა კონდახია უბრალოდ სხვაობა, შესაბამისად ორივე თოფს ძალიან მოსწონდა და მოსწონს ჯსბ მძიმეები, ანუ ,, jsb EXACT heavy'' 500 ცალი ოც ლარიანი ტყვიები, ორივე თოფი ამ ტყვიებს ერთნაირად ისვრის და შორ მანძილზე საკმაოდ ზუსტია , დასარწმუნებლად იხილე ჩემივე შესრულებით ეს ვიდეო
Rebellion
ციტატა(gela @ Nov 5 2013, 12:02 PM) *
Rebellion
მე ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი, მქონდა ვენომიც და ახლა მაქვს ტიტან ნიტრო, ორივე ერთი და იგივე ფიშტოა კონდახია უბრალოდ სხვაობა, შესაბამისად ორივე თოფს ძალიან მოსწონდა და მოსწონს ჯსბ მძიმეები, ანუ ,, jsb EXACT heavy'' 500 ცალი ოც ლარიანი ტყვიები, ორივე თოფი ამ ტყვიებს ერთნაირად ისვრის და შორ მანძილზე საკმაოდ ზუსტია , დასარწმუნებლად იხილე ჩემივე შესრულებით ეს ვიდეო


მადლობა პასუხისთვის მარა დავაზუსტებ. ეგენი ორნაირია 10.2 და 10.34 გრანიანები რომელს ისროდი შენ?

http://www.amazon.com/JSB-Diabolo-Exact-He...340&sr=1-10

http://www.amazon.com/JSB-Diabolo-Exact-He...340&sr=1-15
gela
Rebellion
პირველი ანუ ეს

gregory
gela
ეს ტყვიები არ გიცდია? მგონი ძაან კარგი შედეგი უნდა ქონდეს
gela
gregory
ნიტროზე არ მიცდია მაგრამ ჩემს ჰაცანის პცპ-ს ძაან უხდებოდა, ისე კი მაინტერესებს მართლა რას იზამს ნიტროზე
Rebellion
ციტატა(gregory @ Nov 5 2013, 06:28 PM) *
gela
ეს ტყვიები არ გიცდია? მგონი ძაან კარგი შედეგი უნდა ქონდეს


ანუ გრიგოლ შენ თვლი რომ 10 გრანი მძიმეა ნიტროსთვის?
gregory
ციტატა(Rebellion @ 6th November 2013 - 11:39 AM) *
ანუ გრიგოლ შენ თვლი რომ 10 გრანი მძიმეა ნიტროსთვის?

Rebellion
მგონი კი
თანაც 7,9-ზე ნაკლები პარაბოლა ექნება ტყვიას ჩმა
Rebellion
ციტატა(gregory @ Nov 6 2013, 12:20 PM) *
Rebellion
მგონი კი
თანაც 7,9-ზე ნაკლები პარაბოლა ექნება ტყვიას ჩმა


მეც მასე ვიფიქრე. მადლობა. მარა ეს პრემიერები 7.9 გრანიანები იშვიათია მაღაზიებში:/ ეტყობა ყველა მაგას ხმარობს. კარგად უნდა მოვძებნო.
gela
Rebellion
ციტატა(Rebellion @ 6th November 2013 - 12:15 PM) *
მეც მასე ვიფიქრე. მადლობა. მარა ეს პრემიერები 7.9 გრანიანები იშვიათია მაღაზიებში:/ ეტყობა ყველა მაგას ხმარობს. კარგად უნდა მოვძებნო.

თვითონ ბატონი გრიგოლია croman-ის წარმომადგენელი და მასვე აქვს ეგ ტყვიები, შეგიძლია დაუკავშირდე, ან შედი საიტზე www.iaragi.ge და მანდ წერია გრიგოლის საკონტაქტო ნომერი,
Nehalem
რა პლიუსები და მინუსები აქვს ესეთ ტყვიას? როგორია სანადიროდ?
ja_ja
Nehalem
პლიუსი სიჩქარის გარდა არ ვიცი რამე თუ აქვს, ნუ ლეგენდები და ვიდეოები ასევე პლიუსებში ატარებენ იმ პუნქტს რომ ხვრიტავს ვიტარცა სვერლო ემალისა ქვაბსა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif, ნუ ბევრ ვიდეოს ნახავ ქსელში რომ იქ ფიცარს ხვრიტავენ 2-3 მეტრის მანძილზე (ანუ 2 მეტრიდან ესვრიან და ხვრიტავენ რაცხაებს და არა 2 მეტრიან რაცხაებს ხვრიტავენ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif), ქვაბს და გიპსოკარდონის დასაყენებელ ლითონის ღერძებს.

აი მინუსებში კი რავი დავიწყო ჩამოთვლა თუ პროსტა ვთქვათ რომ ცარიელი მინუსია smile.gif

ნუ იქ მსუბუქი წონა, არასტაბილური ტრაექტორია, ენერგიის ჩქარი კარგვა, ლულის ღეჭვა, არაოპტიმალური ფორმა ჰაერის ნაკადის გასაჭრელად და ასე შედმეგ....
Nehalem
ja_ja
გასაგებია
მეტი შეკითხვა აღარმაქვს smile.gif
gela
მეც ზუსტად რაც პირველი ასუშენიე გამიჩნდა ამ ტყვიების შეხედვისას, ეს არის სიზუსტის ნაკლებობა : ) დანარჩენი ქე ჩამოუყალიბებია გიორგის : )
ხ.მ.ე.ლ.ო
ხო და რადგან მოკლედ აქ უნდა განვიხილოთ.. მაინტერესებს ამ ტყვიის შესახებ ინფო. ვინმეს თუ ჰქონია და როგორი შტაბეჭდილება დატოვა?
უფრო კონკრეტულად კი მაინტერესებს შემდეგი რამ:
1) მემგონი სპილენძის ბურთულა აქვს თავში? თუ მოსპილენძებულია?
2) ასე თუ ისე ტყვიას ხვრეტის ძალა რომ აქვს ვიცი, ხომ ასეა?
3) სურათზე გაჩვენეთ 9.6 გრანიანი და 10 გრანიანები ან ოცნავ მეტი არის კიდევ?
4) რა ღირს და რამდენი ცალია შიგნით? (მგონი 150 ცალი?)
3) და ბოლოს რაც მთავარია, მაინტერესებს სიზუსტე როგორი აქვს.
smile.gif smile.gif smile.gif
Avtandili
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(x.m.e.l.o @ 21st February 2014 - 11:57 PM) *
1) მემგონი სპილენძის ბურთულა აქვს თავში? თუ მოსპილენძებულია?


მოსპილენძებულ ფოლადს გავს (მაგნიტი იზიდავს)..

ციტატა(x.m.e.l.o @ 21st February 2014 - 11:57 PM) *
2) ასე თუ ისე ტყვიას ხვრეტის ძალა რომ აქვს ვიცი, ხომ ასეა?


გეთანხმები, ნამდვილად მასეა, არ ინდობს კარდონებს და ფიცრებს..


ციტატა(x.m.e.l.o @ 21st February 2014 - 11:57 PM) *
3) სურათზე გაჩვენეთ 9.6 გრანიანი და 10 გრანიანები ან ოცნავ მეტი არის კიდევ?


მე 9,6-იანები ,,დავაგემოვნე" მარტო...
ციტატა(x.m.e.l.o @ 21st February 2014 - 11:57 PM) *
4) რა ღირს და რამდენი ცალია შიგნით? (მგონი 150 ცალი?)


კი, 150ცალიანია და 5,4$-ად იყიდა მეგობარმა. ამჟამად ამაზონზე 4.97$-ად ყოფილა.


ციტატა(x.m.e.l.o @ 21st February 2014 - 11:57 PM) *
3) და ბოლოს რაც მთავარია, მაინტერესებს სიზუსტე როგორი აქვს.


ჰაერში ,,თავს კარგად გრძნობს".. რამდენიმე ცალი მქონდა, ასე რომ ჯგუფურობაზე ვერ შევამოწმე..
zax ara
9.6 იანები მქონდა. 50 მეტრზე 7. 9 სანტომერტს აკეთებდა ატ 44 ით . ხვრეტა ბურღვაში გაგიხარია .
რავი მე დანიშნულებას ვერ მიუხვდი ამ ტყვიებს

nihontoman
http://www.airgunforum.ca/forums/topic52465.html

ესენი უფრო საინტერესოა მაგ მხრივ ჩმა biggrin.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა
zax ara
9.6 იანები მქონდა. 50 მეტრზე 7. 9 სანტომერტს აკეთებდა ატ 44 ით . ხვრეტა ბურღვაში გაგიხარია .

ჩემი გადმოსახედიდან 7.9 სმ. და მითუმეტეს ატ 44 ით - ცუდი შედეგია. sad.gif
ციტატა
zax ara
რავი მე დანიშნულებას ვერ მიუხვდი ამ ტყვიებს

ალბად სანადიროდ იყენებენ, ოღონდ ისეთ ობიექტებზე რომლის სხეულის დაზიანებაც რთულია. აქ რათქმაუნდა ცხოველებზე არც ნადირობენ, მაგრამ უცხო ქვეყნებში ამ ტყვიებით ღორებს ადენენ ტყაპა-ტყუპს biggrin.gif (ნუ რათქმაუნდა ის 5.5 კალიბრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ 4.5 კალიბრიც კარგად დააგდებს smile.gif )

ციტატა(nihontoman @ May 26 2014, 01:58 AM) *
http://www.airgunforum.ca/forums/topic52465.html

ესენი უფრო საინტერესოა მაგ მხრივ ჩმა biggrin.gif

ამ ტყვიებს სიზუსტესთან მიმართებასი საერთოდ არ განვიხილავ biggrin.gif მითუმეტეს მაგ წაწვეტებულებს. მსგავსი ტყვიები მქონდა. პრედატორები, პლასტმასის წითელი თავი რომ აქვს. სიზუსტეში "ნუ არა უშავს-ო" იტყოდი რაა. ამას მგონი მეტალის თავ აქვს, მაგრამ არა მგონია რომ ასე თუ ისე მაინც ზუსტები იყოს... smile.gif
nihontoman
ხ.მ.ე.ლ.ო
ჯერ ცადე და მერე განიხილე biggrin.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(nihontoman @ May 26 2014, 04:02 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
ჯერ ცადე და მერე განიხილე biggrin.gif

არა, ვცდიდი მაგრამ დაახლოებით ვიცი როგორ შედეგსაც მომცემს, არაეფექტური იქნება. ნუ სანადიროდ გამოდგება ყვავზე, მტრედზე და ასე შემდეგ 40 50 მეტრში, ხოლო პატარა ფრინველებზე სანადიროდ ალბად ესე 25-30 მეტრში ... smile.gif
ნუ, მე სიზუსტეს დიდ უპირატესობას ვანიჭებ ყოველტვის და რათქმაუნდა გამტანობას.
ზოგი ფიქრობს, რომ ტყვია ისეთი უნდა იყოს რომ დეფორმაცია მიიღოს ორგანიზმში, რომ ობიექტი დააზიანოს, რასაც ვეთანხმები და სწორია, მაგრამ ჩემთვის მთავარია ზუსტი იყოს და მაინც მოვახერხებ ნადირობას, მიუხედავად იმისა ნაკლებად დამზიანებელი იქნება თუ არა. smile.gif
gocha311
მოკლედ დღეს უბარტყუნე ჩემი სამადელკით,თურქული ტყვიები მქონდა ,, ზოგი ტყვია ლამის ლულაში ჩAდების დროს მეორე მხრიდან ვარდებოდა smile.gif) 20მეტრაში ვესროდი რომელი ტყვიაც ასე ღრმად ვარდებოდა ლულაში 10-15 სანტიმეტრიან სხვაობას იძლეოდა ,მოკლედ საშინელება.
ერთი კითხვა მაქვს თუ არის სხვადასხვა ფირმის ტყვიების კალიბრებში უმნიშველოვანესი განსხვავება ,ვთქვათ 4,6 ან უფრო მეტი??თუ სტროგათ ყველა 4,5 -ია ????ან საერთოდ თუ არსებობს ასეთი ტყვიები 4,6 მმ ??????????????
ამას რატომ გეკითხებით კი მიხვდებოDით თქვენც ,,ლულა ძველი მიყენია და ნარეზი ცოტა შეთხელებული აქვს,,, ვიფიქრე ეს კაი გამოსავალი იქნებოდაsmile.gif



geojorjika
gocha311
ნორმალურ მწარმოებლებს აქვთ ტყვიები 4.50 მმ, 4.51 მმ , 4.52 მმ მაგრამ არა იმხელა ბიჯებით რასაც შენ ამბობ 4.6 მმ ტყვიას ვერ ჩადებ ლულაში smile.gif


იცი რა არის თუ პნევმატიკის სროლა გინდა უნდა შეეგუო იმ ფაქტს რომ ტყვია უნდა იყოს ხარისხიანი და არა ის ქაქი რასაც ეხლა შენ ისროდი , მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ხარისხიანი ტყვიები იყიდება საკმაოდ იაფად 20-25 ლარი ღირს 500 ცალი რას ძალიან კარგი ფასია
ja_ja
gocha311
ეგეთი რამე არ არსებობს

მაქსიმალური რაც არის არის 4.54 მაგრამ იშვიათად რომ იშOვებოდეს, უფრო ხშირად არის 4.52. და მორჩა.

რაც შეხეება შენს შემთხვევას, შეეშვი ტყვიებზე მოჟმოტვას (იზვინი თუ ნამეტანი რეზკად ჟღერს), ტყვია არის ისეთი პონტი რა... აი მანქანა იყიდე 2 მილიონი დაგიჯდა სუპერ პუპერ ბუგატი ვეირონია და უცებ თავში დაგარტყა რომ გაზზე გადაყვანისას უფრო ნაკლებს დაწვავს smile.gif

აი ეგრევე საკუთარ თავს ხელები უნდა დააჭრა smile.gif თუ ასეთ მანქანას ყიდულობ მზად უნდა იყო ბენზინის ხარჯისთვის და თუ ხარჯვის ტაკუნები არ გაქვს მაშინ უნდა იყიდო ჟიგული და მორჩება საქმე...

ახლა რას მოვაყოლე ეს ლირიული გადახვევა. ტყვია ისეთი რამეა რომელიც უზრუნველყოფს შენს სიამოვნებას დამიზანში მოხვედრას, არავითარ შემთხვევაში არ შეიძLება მაგაზე ეკონომია....

კი მესმის რომ ეგ ოზიტაები 2-3 ლარი ღირს პაჩკა და ნორმალური ტყვია 20 ლარი, მაგრამ სწორედ მაგიტომ ღირს რომ ხარისხია მანდ მთავარი ამოსავალი წერილი... უმეტეს ტყვიებს კი კაბის უკანა მხარე 4.6 მილიმეტრზე აქვს ან მეტზე, ასე რომ ან შენ გაქვს 5 მილიემტრამდე გაფართოებული ლულა, ან ტყვიები გაქვს 3.5 მილიემტრიანი smile.gif
gocha311
smile.gif))))))) მოკლედ მაგრად იტყვი ხოლმე,,,, გამაცინებ ყველა პოსტზე ჯაჯა ,
,5 მმ-მდე არა მარა ცოტა გაცვეთილია,,,,,, ზოგიერთი ტყვია ცოტა თავისუფლად ჩადიოდა და ესეთი ტყვიები ჰაი ჰარალოზე მიფრინავდნენ საითაც უნდოადათsmile.gif)
შენ რომ თქვი ადრე რომელიღაც იარაღით 5-დან 5-ს ვარტყავდი 100 მეტრშიო ვიფიქრე ზუსტად იმ უძლიერესი ტყვიების დამსახურება იქნებოდა ეგ.
დღეს ნამდვილად დავიჯერე და მივხვდი რომ ტყვიებს უზარმაზარი მნიშვნელი აქვს ,ოდნავი ხარვეზი ,ბრაკი და მიზანს გააცილეsmile.gif
თუ ვნახე ისეთი ტყვია რომელსაც უკანა მხარე 4,6 მილიმეტრი ექნება ზუსტად მოუხდება ჩემ ფიშტოს და ჩემ ბედს ძაღლი არ დაყეფსsmile.gif

nihontoman
gocha311
მიდი მაგნუმში და ნორმალური ტყვიები იიდე. არაფერი ძებნა და ნახვა მაგას არ უნდა. აიღე ჩეხურიდ ა გერმანული ტყვიები და ნახე რომელი ისვრის იუკეთესად
ja_ja
gocha311
იცი ხანდახან მიკვირს რატომ ჯიუტობ ხოლმე და არ გინდა ან უკვე გავლილი გზა ამოირჩიო და იმით გაიარო ან საერთოდ შეეშვა ხოლმე საქმეს smile.gif ვეჩნა საკუთარ თავზე ატარებ ახალ ექსპერიმენტებს, მიდიხარ გაუკვალავი გზებით და რავიცი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

აგერ გადაიკითხე აი ეს პორტი არის 2 საკმაოდ ხარისხიანი ტყვიის შედარება, მთავარი კი შენთვის საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩენა ის იქნება რომ ტყვიის თავები ყველას აქვს 4.50 ან 4.52 მაგრამ აი იუბკა კაკრაზ რომ 4.58, ან 4.61 მილიმეტრიც კი არის, ანუ კაკრაზ შენი სასურველი 4.6 მილიმეტრია მიღწეული და ეგ არის ყველა ნორმალური მწარმოებლის ტყვიაში ეგრე.

აგე ერთი ორი დამამტკიცებელი სურათი






შენ მაინცა და მაინც ამოირჩიე ყველაზე უვარგისი ტყვია, ჯერ მარტო ფასი უნდა გეუბნებოდეს არ გამეკარო, აყროლებული ვარ, ნაგავსაყრელზე ამხიკესო!!! smile.gif

გარდა იმისა რომ უნდა იყიდო მაღალი ხარისხის ტყვიები, რომელიც ფასიც 1 პაჩკაზე მერყეობს 20-დან 25 ლარამდე, ასევე დაჟე მაგ მაღალი ხარისხის ტყვიებშიც უნდა მოახდინო გადარჩევა, როგორც ზომით< ასეე საერთო ფორმით, პლიუს წონით.... მანამდე კი საერთოდ ტყვიები უნდა ამოყარო კოლოფიდან გარეცხო, გააშრო აუცილებლად შემდეგ კი ჩაყარო პაჩკაში (ოღონდ ისე არა რომ მკოძრაობის საშუალება არ ჰქონდეს ტყვებს) და მაგ კოლოფში 1-2 წვეთი ზეთი უნდა ჩააყვეთო, ოღონდ არა მანქანის ზეთი, ან ლულის საწმენდი, არამედ ნეიტრალური სილიკონის ზეთი...

მერე მაგ პაჩკას ახურავ თავს და ფრთხილად აყანყალებ და ატრიალებ რომ ის ჩაწვეთებული ზეთი ყველა ტყვიაზე განაწილდეს. შედეგად ტყვიებს ექნებათ თხელი დამცავი ფენა და ოქსიდირებას ჰაერზე არ განიცდიან, პლიუს ლულაშI იოლად შედის, თუ ლულაში რეზინაა მაშIნ რეზინასაც ზეთავს და კაროჩე რა... აი ამ ყველა მამაძაღლობის მერე შეიძლება ილაპარაკო სიზუსტეზე და ისიც შეიძლება კიდევ იყოს მოწყვეტები, მაგრამ მანამდე პროსტა პაჩკა აიღე და აიდა.... ნუ რავი ვროდე არ ამართლებს smile.gif
gocha311
ციტატა
მართალია ოპტიკა CUM 10,5-ით გქონია გასწორებული და CP 10.5-ისთვის უნდა ეჯობა კიდეც მარა ფაქტია რომ ორივე სახეობის ტყვიები ერთი და იგივე ზომის და წონის არიან აქედან გამომდინარე ოპტიკა არაფერ შუაშია,, ,უბრალოდ დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ CUM 10,5 ერთი საფეხურით მაღლა დგას და უმნიშვნელოდ ჯობნის CP 10.5-ს.


მოკლედ ჯაჯა შენ არა მარტო იცი ეს საქმე თეორიულად პრაკტიკულად ,კიდე შეგიძლია გადმოსცე აზრი ისე რომ ჩაბნელებული გაანათო ძაან მაგრად,,, საღოლ
გაიხარე
CUM 10,5 ზედ გამოჭრილი და საუკეთესო იქნება ჩემი ფიშტოსთვის
ja_ja
gocha311
ციტატა(gocha311 @ 6th June 2014 - 10:47 AM) *
CUM 10,5 ზედ გამოჭრილი და საუკეთესო იქნება ჩემი ფიშტოსთვის

მცდარი დასკვნაა!

ჯერ უნდა გასინჯო ძალიან ბევრი ტყვია და ბოლოს ამოარჩევ რომელს მიირთმევს შენი აგრეგატი ყველაზე გემრიელად. თორე შეიძლება ერთიდ ა იგივე მწარმოებლის თოფი აიღო, ერთი და იგივე მოდელი ერთი სერიიდან და აღმოაჩენ რომ ერთი ისვრის ამ ტყვიას, მეორე კი ვერ იტანს მაგ ტყვიას და სულ სხვას ისვრის.

თოფი არის ინდივიდუმი, ასე რომ ყველას უნდა ინდივიდუალურად მიდგომა და არა თეორიულად ჩაფიქრება აი ეს იქნება კაი ან ცუდი და მორჩა საქმე smile.gif

P.S. ციტირება დაამუღამე smile.gif თორემ ძნელია გაიგო რა არის შენი სიტყვები და რა არის სხვა ტეწსტიდან ამოღებული ნაწილი
gocha311
ჯაჯა მე ცო2-ზე ვამუშავებ და ნუ სადღაც 70 ატმოსფეროზე ხოდა შენ როგორ ფიქრობ რა წონის ტყვიები იქნებოდა უფრო კარგი ამ შემთხვევაში??
gela
ციტატა(gocha311 @ Jun 6 2014, 11:17 AM) *
ჯაჯა მე ცო2-ზე ვამუშავებ და ნუ სადღაც 70 ატმოსფეროზე ხოდა შენ როგორ ფიქრობ რა წონის ტყვიები იქნებოდა უფრო კარგი ამ შემთხვევაში??


მსუბუქი JSBჯსბ 0475 g. ან მსუბუქი პრემიერები

JSB მაგნუმში აქვთ 17 ლარად და პრემიერები გრიგოლს აქვს, ამ ორიდან რომელიმე აუცილებლად მოეწონება შენს ფიშტოს, სავარაუდოდ ორივე მოეწონება
gocha311
გაიხარე გელა გავითვალისწინებ აუცილებლად.

იმ ხარახურა ტყვიებიდან 5 ცალი ცოტა ნორმალური ამოვარჩიე რის ვაი ვაგლახით და 18 მეტრში ვესროლე აი შედეგი



მოკლედ გავაჭერი გოროდში ტყვიებზე.
gocha311
ვარკეთილის მეტროსთან ჩავიარე და მანდ ერთი მონადირის მაღაზიაა,,,ესეიგი ქონდათ გამოს ტყვიები 0,49გრამი 10 ლარი ღირდა და შედეგმა მართლა გამაოცა ,ცოტა ოპტიკას დასჭირდა დარეგულირება და აი შედეგი ხუთი ტყვია ვესროლე ,17 ნაბიჯი დავთვალე ნუ 1 მეტრი ვთქვათ იქით აქეთ სადღაც ეს მანძილია 17 მეტრია

gregory
gocha311
გამოს ტყვიები ჯერ არცერთ იარაღს არ მოხდენია და შენ თუ ეგეთი შედეგი მაგ ტყვიაზე გაქვს, ხომ წარმომიდგენია კარგ ტყვიებზე რას იზამს smile.gif

geojorjika
gregory
+1

gocha311
შეეშვი ექსპერიმენტებს და იყიდე კარგი ტყვიები, ეხლა თუ გგონია რომ ფული დაზოგე ძალიან ცდები

მაგ ტყვიებში მიეცი 250 ცალში 10 ლარი , იყიდე კროსმანის, ჯიესბის ან H&N-ის ტყვიები და შეფუთვაშI 500 ცალია ფასი კი 17 ლარიდან 25 ლარამდეა , ასე რომ იგივე ფასს იხდი და მაინც ქაქს ყიდულობ და იყიდე რა ბარემ ნორმალური
nihontoman
geojorjika
+1 საბოლოო ჯამში ცოტა ძვირიც გამოდის ეგ გამოები...
gocha311
ტყვიის ბალისტიკური კოეფიციენტი როგორ უნდა გავიგო???????????? ,ვთქვათ ტყვიის წონაა 0.49 გრამი??
nihontoman
gocha311
http://eu.hawkeoptics.com/chairgun.html


გადმოიწერე და დააყენე
gocha311
ციტატა(nihontoman @ Jun 8 2014, 07:17 PM) *
gocha311
http://eu.hawkeoptics.com/chairgun.html


გადმოიწერე და დააყენე



გაიხარე საინტერესო პროგრამაა ,თან უფასო ყოფილა .
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.