SCORPIONS ციტატა(SCORPIONS @ 22nd December 2014 - 09:02 PM)

რას მეტყვი ბენჯო 1500-ზე? და კიდევ,მაგეებს მადე ინ ჩაინა რო აწერიატ,ეგ არაფერია??? გულს ვიმშვიდებ,მგონია,რომ კროსმანს ქარხანა აქვს ჩინეთის ტერიტორიაზე და სხვაგვარად ხო არ იქნებათქო. და კიდევ,ჯიგარი ხარ...
ნუ ვაბშეტა ბენჯიკა 1500-ი პრაქტიკუალდ იგივე მონსტრია, რაც ჰაჩიკა 125, 135 ან 155, პროსტა ეგაა კაი რომ ქარხნულად უკვე ნიტრო პისტონი ანუ აირის ზამბარა აქვს ჩაყენებული და შედეგად ნაკლები ვიბრაცია აქვს, და ცოტა ნაკლები უკუცემა აქვს, მაგრამ აი ძალა, გადატენვისას ჩალიჩი, დიდი წონა და მოუხერხებლობა მაინც აქვს დარჩენილი

შენ მე რამდენადაც ვხვდები სარეკლამო წარწერას უყურებ ანუ სიჩქარე რომ აწერია, იქ ჰაჩიკას მგონი 370 თუ 450 მეტრ წამი აწერია, ბენჯიკა 1500 კაკრაზ სიჩქარის მაჩვენებელია და ასე შედმეგ....
დაუკვირდი რაფერ გატყუებენ მწარმოებლები (აუ სულ მეზარება მაგ თემის დაწერა და ასე ყველგან ცალცალკე პოსტებში მიწევს ახსნა

დასაკლავი ვარ სიზარმაცვის გამო), მოკლედ რას გეუბნება სიტყვა 500 მეტრ წამი??? არ გაგიფიქრებია ცოტა სხვა კუთხით დასვა კითხვა? ანუ რისი 500 მეტრ წამი? რასთან მიმართებაში?
მაგალიტად რომ გითხრა 500 ემტრი წამში აქვს ჩემს მანქანას მეთქი დაიჯერებ? თუ იცი მიჩვეულ კილომეტრებში რამდენია? 1800 კილომეტრია საათში

ხომ იასნია რომ ვიტყუები

ასევე უნდა დაუსვა მწარმოებელს კითხვა - კი მაგრამ რა ტყვიით მიირება ეგ სიჩქარე?
ანუ ვთქვათ მდინარის პირზე ხარ და მოგაწოდე პატარა კენჭი... ხომ მოისვრი მაგარი სიჩქარით და მეორე ნაპირზე გადააგდებ?, მაგრამ ქართული ფილმი "რეკორდი"-ს პონტშI რომ შემოგაჩეჩო 7 კილოგრამიანი ქვა შეიძლება იქვე 1-2 მეტრში დააგდო, იმიტომ რომ შენ ერთი და იგივე ძალს გამოიმუშავებ, და ეს ძალა სხვადასხვა წონას სხვადასხვა სიჩქარეს ანიჭებს
ეგრე თოფიც, ყველა პნევმატურ თოფს შეუძLია რაღაც ძალის გამომუშავება, ვთქვათ გამოსათვლელად ავიღოთ 24 ჯოული, ახლა გავიხსენოთ აინშტაინი თავისი ცნობილი ფორმულით - ენერგია უდრის მასა გამრავლებული სიჩქარეზე კვადრატში... რომ არ იწვალო
აგერაა ჩვენი კონვერტორი ენერგიაშI ჩაწერე ჯოულების გრაფაში 24 ჯოული ხოლო ტყვიის მასაში გრაინებში ჩაწერე ვთქვათ 7.9 გრაინი (ჩვენებრ გრამებშI არ აგერიოს ამერიკული წონის სისტემაა), ანუ 7.9 გრაინი არის ყველაზე მსუბუქი ტყვია რაც გაყიდვაშI არის და ფოპრმა შედეგით არის ადეკვატური (ახლა კი იშოვი უფრო მსუბუქ ტყვიასაც მაგრამ ვერაფერს გაატყავ, იმიტომ რომ რაც უფრო მსუბუქია ტყვია, მით უფრო არასტაბილურია ჰაერის ნაკადის წინააღმდეგობის გადალახვისას შედეგად უფრო ჩქარა კარგავს სიჩქარეს და პლიუს ტრაექტორიიდან მალე გადადის)... მოკელდ დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს, ჩაწერე 24 ჯოული და 7.9 გრეინი მერე კი დააჭირე ტოლობას ხელი და დაინახავ რომ თოფი რომელსაც აქვს 24 ჯოულის გამომუშავების ტაკუნები შესძლებს ამ მასის მქონე ჭურვის გატყორცნას მიახლოებით 306 მეტრ წამით (ნუ იქ ხახუნი, შენადნობი და სხვა ამჯერად არ გვაინტერესებს, ჩავთვალოთ რომ კონსტანტაა ყველა ტყვიასთან მიმართებაში)
ახლა მოდი და ვნახოთ რა სიჩქარეს მოგვცემს იგივე 24 ჯოულის მქონე თოფი თუ 7.9 გრაინის მაგივრად დღეისათვის ყველაზე სტაბილური და მძიმე ტყვიას გამოვიყენებთ კერძოთ 10.36 გრაინინანს. გაასუფთავე ველებში ციფრები და ისევ ჩაწერე ჯოულებშI 24 ხოლო წონაშI კი 10.36 და დააჭირე ტოლობას, ნახავ რომ სიჩქარე უკვე 267 მეტრ წამია...
ახლა ეს ყველაფერი გადმოვიტანოთ რეალობაზე... ჰაჩიკა სულ რომ გასკდეს სუაშე გინდაც ბენჯიკა 30 ჯოულზე მეტს პროსტა ვერ გამოიმუშავებენ, პატალოკია 4.5 კალიბრისთვის და ზ.დ.პ-ში 30 ჯოულის მიღწევა ძალიან ძნელია მაგრამ ჩავთვალოთ რომ ამ პატალოკს ორივე აღწევენ...
შედეგად იგივე კონვერტორში ჩავწეროთ 30 ჯოული და ტყვიის წონა 7.9 გრეინი, მივიღებთ 340 მეტრ წამს უხეშად 1120 ფუტი წამში (ანუ FPS-ი რომ წერია ხოლმე ყუთებზე), იმის გამო რომ ეგეთი ძლიერი იარაღისთვის მსუბუქი ტყვიის გამოყენება არანორმალურია, მალე დაკარგავს ძალას, ყველა იყენებს 10.36 გრეინიან ტყვიას, ანუ მივიღებთ რომ მაგ წონის ჭუვრს უკვე ისვრის 298 მეტრ წამით ანუ სულ რაღაც 980 FPS-ით.
ახლა ალბათ გიჩნდება კითხვა კიმაგრამ აბა რატომ აწერია 1500 FPS-იო? , მაგაზე იოლი რა არის, დავტოვოთ 30 ჯოული, და სიჩქარეშI ჩავწეროთ 1500 FPS-ი დავაჭიროთ ტოლბას და მივიღებთ ტყვიის წონას რომელსაც ისვრის ეგ თოფი აგისთანა სიჩქარით გამოვიდა 4.4 გრეინი, იგივე 0.25 -0.28 ჩვენებური გრამი , ეგეთი ტყვია არსებობდა მხოლოდ საბჭიოთა კავშირში ეგრეთწოდებული "ჩაშკები", ტყვიას იმდენად პატარა წონა აქვს რომ ზებგერით სიჩქარეზე გაფრენისას მის წინ წარმოქმნილი ჰაერის შეკუმშული ტალღა ისე უპატყუნებს ტყვიას ლოყებში რომ ტყვიას ბოლოს სირცხვილით ელეთ მელეთი ემართება და სად - რომელ ბუჩქში მოტყდეს იმას ფიქრობს

ანუ რეალურად ვერ იძLებს ჰაერის ტალღის დარტყმას ყანყალს და უხვევს ზემოთ ქვევით, იქეთ აქეთ... 15-20 მეტრის მერე სად უხვევს ტყვია კაცმა არ იცის

ამიტომაც ქარხანა სუფთაა, მან შეამოწმა მსუბუქი ტყვიით და მიიღო სარეკმალო სიჩქარე, მაგრამ შენ რეალობაში ეგეთ ტყვიას ვერც იშოვი გაყიდვაში და რომც იშოვო ვერაფერშI ვერ გამოიყენებ

ასე რომ ნუ დასდევ სარეკლამო ციფრებს

ისე კი ჩემი მოგონებული არაა, ევროპელი და ამერიკელი მეცნიერების არაერთგზის დამტკიცებულია რომ პნევმო ტყვია 270 მეტრ წამზე ზემოთ არ უნდა მიფრინავდეს, მერე სტაბილურობას კარგავს, არაა პნევმო ტყვია ცეცხლსასროლის ფორმის, შედეგად სულ სხვა აეროდინამიკურ ნაკადში ხვდება
ციტატა(SCORPIONS @ 22nd December 2014 - 09:02 PM)

ეს წერილი ეკუტვნის მას ვინც პირველმა გააკეთა კომენტარი ჩემს თემაზე.
მივხვდი და გავაერთიოანე პოსტები

იმედია არ მიწყენ