giorgi555 ციტატა(giorgi555 @ 23rd May 2019 - 09:35 PM)

და თუ ვინმეს აქვს ეს ინფორმაცია დადოს. ეგ კაცი აგრე ამტკიცებს.
აკი დავწერე არ მინდა ნეგატიურ პონტში წერა მეთქი., მაგ კაცს უნდა გაყიდვა და დაწერს რომ პირველიცაა, მის გარდა არავინ აკეთებს და ვაბშე რომ Hatsan Mod 125 არის ყველა კლასში ყველაზე იდეალური და ზუსტი იარაღი....
ეს მისი უფლებაა დაწეროს, თქვას და გააპიაროს, მაგრამ შენ რა გიშლის ხელს ცოოტათი ანალიზი მიაყოლო?
არაერთს გვისვრია, არაერთი გვისვრია და არაერთი გადაგვიგდია კაკრაზ Hatsan Mod 125, დამწყები ადამიანის ოცნებაა - დაანგრიოს, გადაფურჩქნოს, შიფერი გატეხოს, ტაფები დრუშლაკებად აქციოს დედა აუფეთქოს, გასროლისას ბოლის და ნაპერწკლები გაყაროს, 70 კილომეტრზე სპილო დააგდოს (თუმცა სად ნახულობენ ამ მოსიარულე სპილოებს, მფრინავ ტაფებს, ქლიბებს და აგურებს თვითონაც არ უკვირდებიან) იქნება ეს რკინის ზამბარა თუ ნიტრო....
ნუ კაი რა არ ისვრის ეგ თოფი თუ გინდა მოკალი, ვერ ვისროლეთ ვერავინ, ვერც მე ჩემი სუსტი აღნაგობით და ვერც ჯეელო ჯანიანმა სასტავმა, დედის გინების გაიყიდა ყველა, გადავარდა და ასე შემდეგ.... აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ არაა პნევმატიკისთვის 355-ი 450 და 650 მეტრ წამი... გამოდის ცეცხლსასროლი გინდა.... მაშინ იყიდე 17 HMR და იმდენ სიამოვნებას მიიღებ ნუ აი არ ვიცი, იგივე 4.5 კალიბრია, არ აქვს უკუცემა, არ მოგანგრევს ბეჭს გასროლისას და არ დაგახევს კუნთებს გადატენვისას, სიჩქარე აქვს 1500 მეტრამდე, ლამის 300 მეტრამდე პაპრავკები არ გჭირდება ლამის სწორ ხაზად ისვრის, რასაც ხვრება აბრდღვნის ყველაფერს....
ტაფას კი არა ბეტონის ღობე ყორეს გაანგრევ...

კლასიკურად მიჩნეულია პნევმატიკისთვის 260-დან 270 მეტრ/წამამდე, დალშე ტყვიის ფორმის გამო ნორმალური სროლა არ მიდის, ნუ კაი როდესაც PCP-ზე გადავდივართ და ტყვიების შერჩევა და მთელი ერთი ამბავია, შეიძლება 280-290 ჰა-და ჰა 300... დალშე მანდაც კი ერხევა ტყვიებს, დაჟე სლაგებს ერხევათ, შენ კიდევ ანთებული თვალებით არეკლამებ 355 მეტრ წამს.... ცოტათი ფიზიკა თუ იცი მაინცა, 330 მეტრ წამი უხეშად ხმის ბარიერია... იცი რამხელა ჰაერის შეკუმშული ტალღა გროვდება ტყვიის წინ?!
პირველი რეაქტიული თვითმფრინავების ეპოქაში ვერავინ მიხვდა ფაშისტურ პირველ რეაქტიულ თვითმფრინავს მერცხალი რატომ ერქვა და რატომ ქონდა წაკვეთილი ფორმის ფრთები, დალეწეს მოგებულმა მოკავშირეებმა ოხრად თვითმფრინავი და მერე აღმოაჩინეს რომ ხმის ბარიერთან მისვლისას ჰაერის შეკუმშული ტალღა ისეთ ზეწოლას აკეთებდა სწორ ფრთებზე რომ ალეწავდა თვითმფრინავს ყველაფერს... დღეს ყველა ზებგერითი თვითმფრინავი წაკვეთილი ფრთიანია, ან ცვლადი გეომეტრიით სხვადასხვა სიჩქარეზე ფრენისთვის, თურმე გერმანელები ფაშისტები დებილები არ ყოფილან რომ პირველი რეაქტიული თვითმფრინავი ეგეთი გააკეთეს, და თურმე ფრთის ფორმის გამო დაარქვეს თვითმფრინავს მერცხალი... სულ რაღაც 20 წელიწადში 100 წლისთავი გახდება და დრემდე იმ შეცდომას იმეორებს ყველას არავის ისტორიის და ფიზიკის წაკითხვა არ უნდა
იგივე ეხება ყველა ტყვიას, ცეცხლსასროლის სპეციალურად სულ სხვა ფორმისაა (თორემ იყო დრო ცეცხლსასროლშიც ბურთულებს ისროდნენ), პნევმო ტყვია კი თავისი ფორმით კაკრაზ მაგ ხმის ბარიერთან მიახლოებისას 310-320 მეტრ წამზე, იმხელა დატვირთვას განიცდის რომ სულ პანღურებს ურტყავს ჰაერი სახეში და ტრაკში. გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავს მაგ ხმის ბარიერის გადალახვაზე ვიდრე 270-290-ით გასროლილი ტყვია, შედეგად მალე კარგავს იმპულს და ზებრერითიდან ჩამოდის ქვემოთ და კიდევ ერთხელ ეჯახევა იგივე ჰაერის ტალღას... მაგიტომაცაა რომ სიზუსტე კაპუტ...
შედეგად 270-290-ით გასროლილი ტყვია უფრო შორსაც წავა და უფრო ზუსტად, ვიდრე ტაფების მხვრეტავი 355 მეტრ წამით გასროლილი ტყვია, რომელიც ახლო მანძილზე კი არის ვავა, მარა შორს იმპულსს კარგავს და 2-ჯერ შეჯახებული ჰაერის კედლის გამო ტრაექტორიას იცვლის....
რაც შეეხება მაგ კაცის 10 მილიმეტრიან შტოკებს და რეკლამებს, რავა ჰაცანი 10 მილიმეტრს არ იყენებს? თუ ნებისმიერ სხვა კუსტარული მწარმოებელი... მაინცა და მაინც ნეგატიურ კუთხით უნდა გამომაყვანინო ეგ კაცი? ადრე ვენებს იჭრიდა აი არ იშოვებაო და ვერ ვშოულობო ვაი ვუი, პროსტა არც დაუძებნია, ან არც იცოდა ან თავის ხელობას ფასს ადებდა.... ამასობაში მერსედესის კაპოტის სტოიკები კაკრაზ 10 მილიემტრიანია (დარწმუნებული ვარ კიდევ ოხრად სხვა მოდელები იქნება)... თუ შენ ეხლა იმის მტკიცებას დამიწყებ რომ ნოლიდან აკეთებს ეგ კაცი ნიტრო ზამბარებს? დავიჯერო მაგდენად არ იცნობ ამ საკითხს?
კარგი რა... ჩვეულებრივი სტოიკაა ბაგაჟნიკის, ან კაპოტის, გაჭრილია გამოშვებულია სითხე, გადაკეთებულია დგუში, აწყობილია უკან, დადუღებულია, და მერე წინიდან არის შეშვებული ზეთის პატარა რაოდენობა და ჰაერი, ან აზოტი სასურველი წნევით. არაფერი სუპერ გრანდიოზული არაა...
თუ აკეთებს გადასარევია რომ ლოკალურად არის ადამიანი ვინს ზ.დ.პ-ს მომხმარებელს დაეხმარება რკინის ზამბარიდან ნიტროზე გადასვლას, რაც გამოიწვევს გარკვეულ წილად რყევების და უკუცემის შემცირებას, ეს კი თავის მხრივ დადებითად აისახება სიზუსტეზე, მაგრამ მაშინ როდესც ნორმალურ ზღვრებზე გვაქვს საუბარი და არა 1280 კილოემტრზე წამში...
ზედმეტ უსაფუძვლო ლეგენდებს ნუ წარმოშობ.
არ მინდოდა ამხელა ნეგატური არზას დაწერა, მაინც უნდა მაიძულოთ ხოლმე

რა გჭირთ, ესეც მაი მარკეტის საიტი ხომ არაა... ჩართეთ ფილტვი და მიეცით ლოგიკას პატარა გაზი....
nihontoman ციტატა(nihontoman @ 24th May 2019 - 10:18 AM)

აი ეს მგონი კაი შედეგია მხეცებით
შენა ცალკე ურევ რა