ოკ. ძალიან კარგია. მოდი გიპასუხებ რიგრიგობით.
დავიწყოთ.
ციტატა(ja_ja @ 23rd February 2009 - 10:21 AM)

სერიოზული სროლისთვის კი მემგონი 4.5 ჯობია 5.5-ს.
4.5 5.5-ზე ზუსტია მხოლოდ პატარა მანძილზე 10-დან 25 მ3ტრომდე... ისეც საუბარია რაღაც მილიმეტრებზე... რაც მხოლოდ სერიოზულ სპორტში გამოსადეგია... უპირატესობას მოგცემს მხოლოდ იმითი, რომ ოფიციალურ შეჯიბრებებზე, თუ აპირებ სადმე საზღვარგარეთ მონაწილეობის მიღება, დაშვებულია მხოლოდ 4.5 ყალიბი (ბენჩრესტის გარდა).
მინუსებიდან - ოდნავ მაინც სერიოზულ LongRange-ზე შეგიძლია ამ ყალიბით დაივიწყო... ბალისტიკური კოეფიციენტის გამო.
ციტატა(ja_ja @ 23rd February 2009 - 10:21 AM)

მოკლედ თვალი მაქვს დადგმული აი ამ მოდელზე LG 110 FIELD TARGET (ზოგიერთგან სახელი შეცვლილი აქვს ახლებურზე Steyr LG110 Connect FT ). ყიდვის დროს გადავწყვიტავ, შავი ფერი, ლურჯი თუ ვერცხლისფერი ავიღო. ლურჯს აქვს რაღაც მომხიბლავი, მაგრამ რეზერვუარის მოხსნა გაკეთებაში დაიკაწრება მემგონი. ვიცი რომ ეს ფიშტო უფრო ძვირი ჯდება ვიდრე შენი მოდელი, ლოიდის მაღაზიაში ეგრეა , შტეირისთვის ჯერ არ მიკითხავს, რაღაც ვუფრთხილდები
Connect ვერსია მხოლოდ იმითი განსხვავდება რომ კონდახი და წინა ლულის ფალშ ნასადკა იხსნება და, ტრანსპორტირებისთვის უფრო კარგია .
და საერთოდ HP, FT და MATCH განსხვავდებიან მხოლოდ კონდახით და ქვედა რელსით. ანუ საკმაოდ დიდი სხვაობის გადახდა მოგიწევს მხოლოდ კონდახის რეგულირებადობაში, რაც მნიშვნელოვანია ისევ და ისევ მხოლოდ სერიოზული სპორტისთვის. მე თავის დროზე გადავწყვიტე HP, და არ ვნანობ

იმიტომ რომ ერტადერთი რაც მაკლია ეს რეგულირებადი სალოყე, რის გაკეთებასაც ვაპირებ

FT და MATCH-ი კი საერთოდ მხოლოდ ქვედა რელსით განსხვავდებიან, ფილდ ტარგეტში რელსი არის პატარა ხელით დაჭერისთვის, ეგრეწოდებული "სოკო", და MATCH-ი ძირითადად იხმარება, ოლიმპიურ 10 მეტრიან სახეობებში.
აქედან გამომდინარე - დაბალი ენერგეტიკა!!!

წონა კი ამ კონდახით ბევრად მეტია ვიდრე HP.
ციტატა(ja_ja @ 23rd February 2009 - 10:21 AM)

შტეირს თავის საიტზე უწერიათ სამი სიმძლავრის ვარიანტი 7,5 / 16 / 24 Joules
ჩემი პირადი აზრით 7.5 უბრალოდ დაცინვაა ამ თოფისთივს, მინიმუმ მინდა 16-24-იანი, მაგრამ შენის აზრით რომელზე ჯობს გაჩერება?
ამაშიც არის საქმე... ჩემი HP - 40 ჯოულია

, და ასეთი ენერგეტიკის მხოლოდ HP-ს უშვებს შტეირი. რა თქმა უნდა შენ შეგიძლია შეუკვეთო HP და ცალკე FT-
ციტატა(ja_ja @ 23rd February 2009 - 10:21 AM)

თან თუ შეიძლება ითქვას მე ცოტა ძველებული აღზრდა მაქვს, ანუ ლულა გრძელია, ესეიგი უფრო სტაბილურია ტყვია, ამ პონტით თუ ვიმსჯელებთ საერთოდ ვიბნევი, იმიტომ რომ
http://www.steyr-sportwaffen.at -ზე რომ ვნახე ამ მოდელის PDF უწერიათ სტრანნი ინფორმაცია:
Barrel length 430 mm (at 7,5 and 24 Joule)
450 mm (at 16 Joule)
ამ შემთხვევაში საქმე უკვე ლულის ტვისტებშია. ანუ ღარების ნაბიჯში... რთული ტემაა მე თვითონ ბოლომდე ვერ გავერკვიე...
მაგრამ შემიძლია გითხრა, შენი ჩამოთვლილი მოდელებისგან განსხვავებით

HP 5.5-ს 40 ჯიოულიანს, აქვს 550მმ ლულა

როგორ ფიქრობ რატომ

აი ზუსტად ამ ყველაფრის გამო ავირჩიე HP 5.5 40ჯ., და კონდახის შეკვეთას ცალკე მეც ვაპირებდი... ვნახოთ შეიძლება მხოლოდ სალოყეს გავაკეთებ.
(ნახე ჩემს სურათზე სად მთავრდება ლულა... სტანდარტებზე კი რეზერვუარის მერე ეგრევე

მხოლოდ 40ჯ, 550მმ აქვს)
ახლა კი გააკეთე დასკვნები...
რა გინდა - სუპერ მანძილებზე შედეგიანი სროლა

თუ ზეზუსტი სროლა 10-25 მეტრზე მაქსიმუმ 24 ჯოულით

PS
სპორტწაფფენზე დიდი ნაცნობობა მაქვს უკვე.
ასე რომ თუ გადაწყვიტავ შემიძლია დაგაკვალიანო. ყველაზე იაფად მაინც ქარხნიდან იქნება.
თუ დამატებითი კითხვები გაქვს welcome