ნუ მოკლედ ჯერ ამ თოფის რეპორტამდე ნამეტანი შორია

მანამდე მთლად რომ არ გაჩერდეს ფორუმზე საქმეები, ახლა უკვე ჩემი შტირიკის მიღწევები....
ნუ ახალი CZ-ს ლულა ჩაიცვა ბიჭმა 4.5 კალიბრში, შავი, შავი რავარც მაზუთი

და ახლა აი ასე გამოიყურება

ესეც ახალი ლულის წინა უკანა ხედები



ჰოო ახლა იმისათვის რომ სტანდარტულ სპორტულ ვარიანტში დამეტოვებინა, და ნუ ცოტა ქართული მარილიც დამეყარა... მოკლედ სიჩქარეებზე ვსაუბრობ

, სტანდარტულად ქარხნულად აგი თოფი 24 ჯოულიანია, რაც იმას ნიშნავს რომ JSB 10.2 გრანიანი უნდა დაფრინავდეს 269.4 მეტრ წამით. ჰოო ნუ ბეთხოვენის ქიშმიშებით იძლეოდა 265 მეტრ წამს აი JSB 10.2 გრანიანი კი ეგრევე გაფრინდა 318 მეტრ წამით

კატასტროფა!!!!

მომიწია წაჩალიჩება, რედუქტორი დავუგდე ქარხნულ მნიშვნელობაზე 96 ატმოსფეროზე!!! დიახ დიახ სულ რაღაც 95-ზე და ეგრევე მივიღე სპორტს, პლიუს ქართული რეალობა

ანუ სადღაც 279-280 მეტრ წამი.
ნუ შედეგით კმაყოფილი ვარ, ახლა ჯგუფებზეა შესამოწმებელი, რამდენ გასროლას მომცემს ერთი დატენვიდან სხვადასხვა დისტანციაზე იქნება თუ არა საჭირო ჯვარი გადასაადგილებელი....
ისე ამ თოფს კიდევ 2 რაღაც აკლია

, ერთი nikko Stirling-ია, მეორე კი FT კონდახი... ნუ იმედია ნელნელა მაგასაც მივიყვან საჭირო აბგრეიდამდე