ამ თოფმა შაბათს იმენნა დამაგდო, თან 3-ჯერ

ესეიგი, ჯერ ვასწორებდი ოპტიკას ბორჯომის ხუფებზე, რავარც იქნა გავასწორე და 5 ხუფი ავაწიოკე 30 მეტრზე. ნუ მეთქი აგერ თოფიიი, მაგრამმივედი ადგილზე და ყველა ხუფი ხვრელის გარეშე იყო. დევეცი და ვერაფერი გავიგე

მერე ავდექი სამიზნე გავაკარი და ვისროდი 32 მეტრიან დისტანციაზე, ნუ დავამრგვალოთ და 30 ჩავთვალოთ. ესეიგი ჯგუფი მივიღე 58 მილიმეტრი, ტეტუუუუ, მეორედ დავეცი!


ცოტა არ იყოს დავეცი კი არა მაგარი თავზაფხანი გამიჩნდა... წნევა, ლულა, რედუქტორი, რედუქტორს მიღმა... ავოე რა არის შესაცვლელი გასასწორებელი....
ამინდი იდეალური იყო, წვიმის წინა პერიოდი იყო და შესაბამისად ყველანაირი ნიავი გაჩერდა, ჩაიხუთა... ნუ მოკლედ გინდა დახურულ შენობაში ყოფილხარ, გინდა, ბუნებაში....
რავიცი რა არ ვიფიქრე, ლამის იქვე ვეცი და დავშალე თოფი, უბრალოდ ერთმა გარემოებამ დამაეჭვა...მოდერი! მოვხსენი მოდერი, დავაძრე 5 ცალი იგივე JSB Diabolo Exact Jumbo 15.9 Grains, დავდე თოფი სუპერ დურაკურ დასაყრდენზე, ანუ მეშოკი მიწით გავსებული, რომელიც წინა მხარეს მიფიქსირებდა, მაგრამ უკნიდან მიწევდა ხელით გასწორება, უკანა საყრდენი არ მქონდა. ერთი გასროლა, მეორე.... მესამე, უკვე Daviti-ც დაინტერესდა ჰა რას შვებიო, კაკრაზ მეოთხეც გავისროლე და ვუთხარი - ნუ რავი აბა გახედე შენც მეთქი.
მოიმართა Daviti-მ თოფი, გახედა თავისი ოპტიკიდან ჩემს სამიზნეს და მეხუთე ტყვიაც....

ნუ რავი რა უნდა ვთქვა? მგონი ჩემს მაგივრად შტანგელი იტყვის


ნუ ესეიგი ეს რომ გააკეთო კაცმა იგივე 30 მეტრზე ვთქვათ JSB 10.2-ით ან CP 10.5-ით, მაშინ შტანგელმა 7.85 კი არ უნდა აჩვენოს არამედ უნდა აჩვენოს 6.42. ნუ აღიარეთ ვის გაქვთ ასეთი შედეგი?
ნუ მე რა კმაყოფილი სახე მქონდა მაგ დროს ალბათ აღწერა არ უნდა მაგას

, პროსტა მოდერის ამბები მაქვს გასარკვევი

, მაგას მივხედავ ნიხტ პრობლემო.