დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Marauder Rifle .177 Synthetic Stock
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8
Power_VANO
1 კოლოფი JSB იყიდე მაგნუმში, 1 კოლოფი CP გრიგოლთან და შეადარე შენით smile.gif
pilotina
გამარჯობათ ფორუმელებო
ახალი წევრი ვარ ამ ფორუმზე. შევიძინე Marauder-ი და მინდა ქრონოზე გამოვცადო და დავარეგულირო თუ საჭირო იქნა...
თუ შეგიძლიათ, რომ დამეხმაროთ ამ საქმეში, მხედველობაში მაქვს თუ ვინმეს აქვს ქრონო და თუ შეძლებს დახმარებას? (კაი პურმარილი ჩემზეა smile.gif )
ნუ, თოფის რევიუს ჯერ არ ვაკეთებ, პრაქტიკულად ჯერ არც მისვრია წესივრად(ოპტიკას ველოდები, თვის ბოლოს ჩამოვა).
წინასწარ მადლობა
geojorjika
ქრონი რამდენიმეა ფორუმზე , მაგრამ მაგას სადმე გასვლა უნდა და მარტო სიჩქარის დარეგულირება არ უშველის, მიზანში თ არ ისროლე ისე ვერ გაიგებ რა სიჩქარეზე დაარეგულირო, იქნებ შენ რომ გინდა იმ სიჩქარეზე ცუდი ჯგუფი მოგცეს და მეტზე ან პირიქით უფრო დაბალზე უკეთესი.

ჩემი აზრით ჯობია ოპტიკას დაელოდო და ისე გასინჯო, დახმარებით დაგეხმარებით
pilotina
geojorjika

გაიხარე,მადლობა
kaka8079
pilotina
ქრონი კი მაქვს და დარეგუულირებაშიც მოგეხმარებოდი მაგრამ ჯორჯიკასი არ იყოს ოპტიკის გარეშე აბა როგორ,ჩემი ოპტიკა. კიდევ თოფიანად რუსთავში ისვენებს,თუ მანქანა გყავს და ამ სიშორეზე სიარული არ გეზარება ნიხტ პრობლემ..
pilotina
kaka8079

მადლობა შემოთავაზებისთვის, მაგრამ ვფიქრობ ჯობია ჩემს ოპტიკას დაველოდო და მასზე გავასწოროთ...
რო ჩამომივა აუცილებლად შეგეხმიანებით... მანქანა მყავს, ასე რომ ნებისმიერ ადგილას გასვლაზე პრობლემა არაა ჩემს მხრიდან... smile.gif
kaka8079
pilotina
რავარც გაგიხარდება.
maqsimusa
უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით ყველას!

მოგეხსენებათ რომ შევიძინე მარადა სულ ცოტა ხნის წინ ვაჟასგან, ხოდა როგოც ყველა მეც ვისვრი და ვისვრი, ნუ ხან გამომდის მიზნის დაზიანება და ხან არა რათქმაუნდა. (ადრე არასდროს მქონია შეხება ოპტიკიან სათამაშოსთან) ოპტიკა ვაჟას თქმით იყო 50 მეტრზე გასწორებულ-განულებული და დაფიქსურებული, რაგაც ტყვიების ნაწილი მომცა ამ ფირმის და წონის JSB Diabolo Exact Heavy .177 Cal, 10.34 Grains, Domed, 500ct, მეც ავდექი ვიყიდე 2 კოლოფი და მარტო მაგ ტყვიებს ვიყენებ.

რეპორტების წერა არ მეხერხება და ცოტცოტას თუ აურდაურევ ნუ გამიბრაზდებით, შEნიშვნებს მივიღებ და გავითვალისწინებ.

50-ათ მეტრიანი კალიდორი ნაღდათ ვერ მოვნახე მაგრამ ზუსტათ 40 მეტრიანი კი ჩემ ეზოში. (უსაფრთხოება დაცულია)



მოკლეთ დავტენე ნასოსით 300 PSI-მდე



მოვეწყე როგორც შევძელი.



ოპტიკაში სამიზნე გამოიყურება ასე ხარისხზე ბოდიში ტელეფონითაა გადაღებული.



და გავაკეთე პირველი 5 გასროლა.
5 გასროლის შემდეგ მანომეტრი გამოიყურება ასე



სამიზნე კი...
შEმოხაზულს მიაქცხიეთ ყურადღება



შემდეგ გავაკეთე ისევ 5 გასროლა, მარჯვენა მაღლა კუთხეში შავათ დახატულ წერტილს ვესროდი, ოღონდ ამჯერად კორექტირება შემქონდა ოპტიკაში.



მანომეტრი, კიდევ ერთი 5 გასროლის მერე



შემდეგ უკვე მარცხენა მაღლა კუთხეს ვესროლე 10 ან 8 გასროლა გავაკეთე, ზუსტათ არ მახსოვს.



მერე უკვე დავანებე თავი, რაღაც ვირუსი შემეყარა და სიცხე მაქ 38, ვეღარ გავქაჩე.

ხო მართლა იყო სრული შტილი, სიოც კი არ იძროდა.

დაუსრულებელი ტესტისთვის ბოდიშს გიხდით, შEმდეგში ვეცხდები უფრო კარგად გავაკეთო ყველაფერი.
ჩემი დასკვა არის ასეთი, რომ პირველ 10 გასროლას 300 პსი-დან აკეთებს ისე რომ ტყვია ზუსტათ ხვდება სამიზნეს ვერტიკალში, ჰორიზონტალში კი თქვენც ხედავთ მარცხნივ აკეთებს ჯგუფებს. შEმდეგი გასროლები კი მარცხნივაც და დაბლაც. 40 გასროლა რო გავაკეთო 300 პსიდან ზუსტათ 200-მდე ჩამოდის.

ეხლა რა მინდა: ვინაიდან აქამდე შEხება არ მქონია ოპტიკასთან, ვერ ვეხები ვერაფერს, ვერ ვრისკავ, მეშინია უფრო არ აურიო რამე, ქანჩიც კი არ მაქ ჯერ. მინდა რომ გავასწორო და მოცემულ მანძილზე ცენტრში ხვდებოდეს ტყვია. დამეხმარეთ რადა როგორ გავაკეთო. აქ რაღაც თემებს გადავხეDე მაგრამ უნდობლობა მაქ ჩემ თავთან მაიც. კიდე მაინტერესებს გადახარჯვა ხომ არ მაქ 300-დან 200-მდე 40 გასროლას აკეთებს და პირველი 20-ის მერე კაი კორექტირება ჭირდება, სამწუხაროთ ქრონი არ მაქ და სიჩQარეებს ვერ მოგახსენებთ.

კიდე მაინტერესებს რედუქტორის ამბავი ანუ რო ჩავაყენებინო რა შედეგებს მივიღებ. თოფი ძირითადად მინდა სანადიროთ, შიგადაშიგ საპლინკაოდ.
დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. thank_you2.gif
kaka8079
maqsimusa
ვერ გეტყვის ვერავინ აქვს თუ არა თოფს გადახარჯვა რადგან არ ვიცით რა სიჩქარით ისვრი,რედუქტორზე შეგიძლია ჯაჯას მიმართო,ჩემი მარადა 65 გასროლას აკეთებს 280 მეტრ წამით 10.5 გრანიანი ტყვიებით,ვერ შეგპირდები რომ შენს თოფს ზუსტად ეგეთი შედეგი ექნება,ან მეტი იქნება ან ნაკლები,რაც შეეხება ოპტიკის გასწორებას,ვინაიდან ადრე არ გქონია შეხება ოპტიკასთან და გეშინია მთლად არ არიო არის ერთი კარგი მეთოდი,აფიქსირებ თოფს ტისკში ისვრი ქაღალდზე და ოპტიკის ჯვარი მიგყავს იმ ადგილამდე სადაც ტყვიაა მოხვედრილი,სულ ეგაა.
ja_ja
maqsimusa
ნუ ვაბშეტა ეს რეპორტი კი არაა არამედ იმის მაჩვებნებელია რომ შენ რაცხას ცდილობ და გაქვს კითხვები, ამასობაში სწორედ აკეთებ რომ მაქსიმალურად გაქვს აღწერილი თუ რა გააკეთე როგორ რა შედეგი მოგცა რა გინდა და მთავარია რომ სურათებიც გაქვს მოყოლობული.

მოკლედ...

მანომეტრს რომელიც თოფზეა ნუ ენდობი, ჩემს ხელში რაც მაგ მარადიორებმა გაიარა არცერთის მანომეტრი არაა სწორე და არცერთი არ აჩვენებს ერთი და იგივეს, პრაქტიკულად ყველა როგორც წესი 3000PSI-ს რომ აჩვენებს რეალურად 2700 - 2800 PSI არის ხოლმე, ასე რომ ჩემი პირადი დაკვირვებით მაგ მანოემტრი ცოტა მეტზე უნდა იყოს გადასული, მაგრამ კონკრეტულად რამდენზე ვერ გეტყვი, მაგას გაიგებ მხოლოდ ნორმლაური მანომეტრის ჩვენებებთან შედარების შემდეგ...


რაც შეეხება პოზიციას, მცდარი პოზიცია გაქვს, ჯერესერთი თავდაღმართში ისვრი, მეორეც თუ კონდახის წინა ნაწილი შეხების წერტილი აივნის მოაჯირზეა დაყრდნობილი მეორე აუცილებლად უნდა იყოს კონდახსი უკანა მხარეს ანუ აი იქ სადაც ლოყის დასადებია, მაგ ადგილზე ქვემოდან, შენ კიდევ ბალიშI შუაშI გაქვს ამოდებული... მოკელდ მაგრე ვერც ზუსტად გაისვრი და ვერც სასურველ შედეგს მიირებ ეგ ორი პუნქტი უნდა გამოასწორო.

რაც შეეხება ოპტიკის გასწორებას, იდეა არის იმდენად მარტივი რომ შენთვითონ გაგეცინება - უბრალოდ თოფს ან ამაგრებ რაიმეში, ან ხელით აფიქსირებ მისიკვდილებულად (ზღაპარია და არც თქვა და არც დაიჯერო რომ მაგას აკეთებ ან გააკეთებ ოდესმე ასე რომ ხელით თოფის ჭერა გასწორებისას არაეფექტური მეთოდია)... მოკლედ თოფი უნდა იყოს გამაგრებული და მერე უმიზნებ ვთქვათ მონიშნულ წერტილს, წინასწარ გადაზომილ მანძIლზე.

ვთქვათ ტყვია მოხვდა ზემოთ და მარჯვნივ. თოფს ადგილს არ უცვლი (ამისთვისაა მისი მკვდრად გაჩერება) და ოპტიკის ზედა ბარაბანს ატრიალებ ისე რომ ჯვარი ავიდეს იმ სიმაღლის გასწვრივ სადაც ტყვია მოხვდა. მარცხენა ბარაბნით კი ჯვარი უნდა გამოწიო მარჯვნივ. ამ მანიპულაციების შედეგად შენი ოპტიკის ჯვარი ზედ დააჯდება მორტყმულ ტყვიის ადგილს. თეორიულად ეს უკვე გასწორებას ნიშნავს მაგრამ მაინც პრაქტიკაზეა ახლა ეს გადასამოწმებელი...

ამიტომაც, ახლა თოფს ამოძრავებ და ოპტიკის ბარაბნებს არ ეხები, შედეგად თოფი ხელახლა უნდა დაუმიზნო იმ წერტილს რომელსაც პირველად ესროლე და ასცდა.... გაისროლე მეორედ და თეორიის მიხედვით ტყვია მიზანს უნდა მოხდეს, მაგრამ თუ ცოტა ასცდა ხელახლა გაასწორებ, ამჯერად ნაკლები გასასწორებელი იქნება, მერე გაიმეორებ და ხელასხლა საწყის წერტილს ესვრი ბოლოს მიხვალ იდეალამდე, ოღონდ იმ პირობით რომ თოფი ზუსტად ისვრის და ტყვიები არ იფანტება.

და ბოლსო რედუქტორის საკითხი, რედუქტორი ბევრს ჰგონია რომ პანაცეაა და სუპერ წამალია, ჩააყენებ და ვსიო თოფი ეგრევე სულ 10-იანებში ისვრის smile.gif ეგ მოლოდინი თუ გაქვს იმედი უნდა გაგიცრუო... იმიტომ რომ რედუქტორი მიზანში მოხვედრას კი არ უზრუნველყოფს, არამ,ედ ერთერთი შემადგენელი ნაწილია იმისა რომ მიზანში მოხვედრის შანსი გაიზარდოს, თან საგრძნობლად. ანუ რედუქტორი მხოლოდ და მხოლოდ იმას აკეთებს რომ მაქსიმალურად ერთნაირ წნევას შექმნის და შედეგად თოფი მაქსიმალურად ერთი და იგივე სიჩქარით გაისვრის რამდენიმე ათეულ გასროლას. ამის მერე უკვე საქმეში ერთვება თვითონ მსროლელი, სადგამი, ლულა და მისი ხარისხი, ტყვია, ოპტიკა, ამინდი და ასე შემდეგ, ასე რომ მხოლოდ რედუქტორი არაფერიაა თუ სხვა კომპონენტები ურევს sad.gif
maqsimusa
მანომეტრზე გასაგებია.
ციტატა(ja_ja @ 30th September 2014 - 08:15 PM) *
რაც შეეხება პოზიციას, მცდარი პოზიცია გაქვს, ჯერესერთი თავდაღმართში ისვრი,

მაგი მეც ვიფიქრე, მეთქი რამე მნიშვნელობას ხომ არძლევს მეთქი მაგრამ.... რატო ტყვია უფრო ვარდება თუ რატო?
ციტატა(ja_ja @ 30th September 2014 - 08:15 PM) *
კონდახის წინა ნაწილი შეხების წერტილი აივნის მოაჯირზეა დაყრდნობილი

დიახ დაყრდნობილია
ციტატა(ja_ja @ 30th September 2014 - 08:15 PM) *
მეორე აუცილებლად უნდა იყოს კონდახსი უკანა მხარეს ანუ აი იქ სადაც ლოყის დასადებია, მაგ ადგილზე ქვემოდან, შენ კიდევ ბალიშI შუაშI გაქვს ამოდებული... მოკელდ მაგრე ვერც ზუსტად გაისვრი და ვერც სასურველ შედეგს მიირებ ეგ ორი პუნქტი უნდა გამოასწორო.

გათვალისწინებული და გამოსწორებული იქნება აუცილებლად
ციტატა(ja_ja @ 30th September 2014 - 08:15 PM) *
რაც შეეხება ოპტიკის გასწორებას

აუცილებლად ვცდი ახლო მომავალში მადლობა დეტალურად ახსნისთვის, სიმართლე გითხრა მე შEნგან ველოდი გამოხმაურებას smile.gif


ციტატა(ja_ja @ 30th September 2014 - 08:15 PM) *
და ბოლსო რედუქტორის საკითხი
ციტატა(ja_ja @ 30th September 2014 - 08:15 PM) *
ჩააყენებ და ვსიო თოფი ეგრევე სულ 10-იანებში ისვრის ეგ მოლოდინი თუ გაქვს იმედი უნდა გაგიცრუო...

არა რა თქმა უნდა ეგ მოლოდინი არ მაქ, კი ვიცი რედუქტორის მუშაობის პრინციპი, ყველა გასროლა ერთიდაიგივე სიჩქარით ხორციელდება რაც მოხვედრის გამეორადობას უწყობს ხელს, თუ თოფი თყვიებს არ ფანტავს, სანამ რეზერვუარში წნევა აღემატება რედუქტორში არსებულ წნევას. სწორე ვფიქრობ ხო? ნუ მოკლეთ მინდა ეგ რედუქტორი. მაგალითად 290 მეტრ წამით რომ გაისროლოს 0,67 გრამიანი ტყვია, რამდენ გასროლას განახორციელებს დაახლოებით? და საერთოდ შEსაძლებელია თუ არა მაგ სიჩქარეზე დაარეგულირო რედუქტორი?
kaka8079
maqsimusa
კი 290 შესაძლებელია,და ალბათ 45 გასროლას მიიღებ.
ja_ja
maqsimusa
ციტატა(maqsimusa2 @ 30th September 2014 - 09:27 PM) *
ნუ მოკლეთ მინდა ეგ რედუქტორი. მაგალითად 290 მეტრ წამით რომ გაისროლოს 0,67 გრამიანი ტყვია, რამდენ გასროლას განახორციელებს დაახლოებით? და საერთოდ შEსაძლებელია თუ არა მაგ სიჩქარეზე დაარეგულირო რედუქტორი?


ჩვენ ისეთ პლანეტაზე ვცხოვრობთ რომ ყველაფერია შესაძლებელი... მარა მეტი სიჩქარე ნიშნავს მეტ რედუქტორ მიღმა სივრცეს, შედეგად რეზერვუარის სივრცე გიმცირდება, პლიუს მაღალ წნევას, ანუ რედუქტორის მუსოაბა უფრო მაღალ წნევაზე დამთავრდება და შედეგად "ზაპასად" არსებული წნევა ცოტა გრჩება... ეს ყველაფერი კი შესაბამის უკუგებას ითხოვს, რაც ნაკლები გასროლების რაოდენობაშI გამოიხატება, კონკრეტულად რამდენშI ადინ ხრენ ივო ზნაიტ smile.gif

ეგ უკვე დამოკიდებულია კონკრეტულ წნევაზე, მოცულობაზე და კონკრეტულ თოფზე....
kaka8079
ja_ja
არა ისე ჩემი თოფი რომ მაგარია აღიარე:-) :-)
ja_ja
kaka8079
შენი თოფი უკუღმართია smile.gif ყველაფერს მაქსიმალურს და უკუღმა აკეთებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

სხვა ნახავს მოუნდება იგივე და ცხოვრებაში ვერ მიირებს ეგეთ შედეგს smile.gif
maqsimusa
მნიშვნელობა არ აქვს დიდი ჩემთვის გასროლების რაოდენობას, 40 ხო მაინც გაისვრის, მთავარია 290 მეტრწამით ისროლოს.
ja_ja
შენ უნდა მოგმართო ხო როგორც ვხვდები ჩაყენებას რო გადავწყვეტ?
ja_ja
maqsimusa
ციტატა(maqsimusa2 @ 1st October 2014 - 09:02 AM) *
შენ უნდა მოგმართო ხო როგორც ვხვდები ჩაყენებას რო გადავწყვეტ?

ნუ მე ან სხვას, ვინც გააკეთებს რედუქტორს....
maqsimusa
ja_ja
Gასაგებია კიდევ ერტხელ დიდი მადლობა. Pირობებზე მერე ვილაპარაკოტ არამგონია ვინმე სხვას მივმარტო. smile.gif
maqsimusa
ციტატა(maqsimusa @ Oct 1 2014, 03:38 PM) *
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 30th September 2014 - 08:15 PM)

რაც შეეხება პოზიციას, მცდარი პოზიცია გაქვს, ჯერესერთი თავდაღმართში ისვრი,

მაგი მეც ვიფიქრე, მეთქი რამე მნიშვნელობას ხომ არძლევს მეთქი მაგრამ.... რატო ტყვია უფრო ვარდება თუ რატო?


???? მაინტერესებს, აუცილებლად სწორი პოზიციიდან უნდა ვისროლო რაიმე ტესტის დროს? თუ ხო მაშინ რატო? scratch_one-s_head.gif
kaka8079
maqsimusa
მთავარია სადაც დაუმიზნებ იქ მივიდეს ტყვია,მთლად ვერტიკალურად რომ არ დაიწყებს სროლას კი მაქვს მაგის იმედი.
ja_ja
maqsimusa
ციტატა(maqsimusa2 @ 2nd October 2014 - 04:15 PM) *
? თუ ხო მაშინ რატო?

იმიტომ რომ თოფის მისროლის დროს იგულისხმება რომ ასევე ცდილობ რაღაც გარკვეულ მანძილზე იცოდე თუ სად ხვდება ტყვია... შენ თუ გაასწორებ თავდაღმართში, მანდ ტყვია სხვა ტრაექტორიით მოძრაობს, ხოლო თუ აღმართში, მანდ სხვანაირად, ამიტომაც როგორც წესი ასწორებენ ჰორიზონტალში და მერე უკვე ან პრაქტიკაზე ან ბალისტიკური კალკულატორით ითვლიან თიუ რომელი დახრისას რა ცდომილებები უნდა შეიტანო დამიზნებაში....

მაგალითისთვის BR-ში როდესაც არის შეჯიბრი მანდ ერთ ქაღალდს ესვრი 50 მეტრზე, მაგრამ თითქოს და გაუძრეველი სროლის დროს ზემოთა სამიზნეებს სხვა პონტში უნდა ესროლო ქვედას შესაბამისი შესწორებებით... ანუ მანდაც კი არის ცდომილება და წარმოიდგინე ახლა წინასწარ რომ კაი დაღმართში გაასწორო თოფი, მერე რაფერ უნდა ესროლო ჰორიზონტალში და მითუმეტეს ზემოთ. ასე რომ ნეიტრალურ პოზიციაზე ჯობია გასწორება თუმცა ახლა შენ თუ თვლი რომ შენ შესძლებ შესაბამისი ცდომილებების წინასწარ გათვლას... ნუ რავი მაშინ შენებურად გაასწორე....
maqsimusa
Gასაგებია ყველაფერი
pilotina
გამარჯობათ ფორუმელებო

ესე იგი დღეს პირველად გავედი ქალაქგარეთ ამ თოფების ოპტიკის გასასწორებლად და სხვადასხვა მწარმოებლის ტყვიების დასატესტად



ჯერ მარადიორის შესახებ მოგახსენებთ

ვისროდი 2800psi-დან სადღაც 2100-2000psi-მდე, მერე ისევ 2800-2900psi-მდე ვტენიდი და ა.შ.
ვისროდი მაგიდაზე დადებული ბალიშებიდან, არავითარი სპეციალური თოფის სამაგრი არ გამომიყენებია(მაგნუმში 310 გელა დამიფასეს სამაგრი) scratch_one-s_head.gif


მარადა გავანოლე 50 მეტრზე, ხოლო NP 30 მეტრზე. მარადას 2800psi-დან 2000psi-მდე 40-45 გასროლა გამომივიდა.
ეხლა რაც შეეხება ტყვიებს,
ორივე თოფზე საუკეთესოდ იმუშავა JSB-ტყვიებმა(იხ.სურათები)

ეს არის NP, 30 მეტრზე ტყვიები JSB EXACT DIABLO 8,44 gr.
NP-ზე ჩამომივიდა თუ არა მაშინვე გავაუმჯობესე სასხლეტი( სტოკი სასხლეტი საშინლად მძიმე და საშინლად გრძელი იყო)




მარადას სასხლეტისთვის ჯერ ხელი არ მიხლია, სტოკია.
ესეც მარადა 50 მეტრი, JSB JAMBO HEAVI, 18.13gr-მარცხენა სამიზნე და Crosman Domed Premier 14.3gr - მარჯვენა სამიზნე, იგივე 50 მეტრი



NP-ზე ვცადე ასევე Crosman Destroyer 7.9 gr და GAMO Rocket 9.6 gr, ორივემ საშინლად იმუშავა 30 მეტრზე

მარადაზე ასევე დავტესტე JSB JAMBO MONSTER 25.39 gr, აი ეს ტყვია ცალკე თემაა რა, იმენა თავის ცხოვრებით ცხოვრობს, 50 მეტრზე ხან მარჯვნივ წავიდოდა ერთი 30 სმ ხან მარცხნივ, ხან ზევით და ხან ქვევით....მაგრად მაცინა მოკლედ.... ვარ მივხვდი ამ ტყვიის დანიშნულებას, იქნებ თქვენ ამიხსნათ....

მოკლედ, ორივე თოფზე საუკეთესოდ JSB DOMED მრგვალთავიანმა ტყვიებმა იმუშავეს.

ეს იყო ასე ვთქვათ სატესტო სროლა ორივე თოფზე, დაახლოებით რო გამეგო რა ტყვიები მოუხდებოდა თოფებს.
ერთ კვირაში ქრონი ჩამომივა და მერე დავდებ უფრო ზუსტ მონაცემებს, თოფებზე და ტყვიებზე...
kaka8079
pilotina
არ მოსწონს ეგ ტყვია შენი თოფის ლულას ან ის სიჩქარე არ მოსწონს რომლითაც შენ ისვრი,პირველი მოდელის მარადები საერთოდ ვერ იტანენ ჯსბ-ს.კროსმანის ლულა უყენია?
pilotina
kaka8079


ციტატა(kaka8079 @ 5th October 2014 - 12:15 AM) *
არ მოსწონს ეგ ტყვია შენი თოფის ლულას ან ის სიჩქარე არ მოსწონს რომლითაც შენ ისვრი


აბა რომელ ტყვიებს მორჩევთ?
ეხლა ჩამომივა H&N Baracuda Mach და Beeman Kodiak და ამათსაც გავტესტავ




kaka8079

ციტატა(kaka8079 @ 5th October 2014 - 12:15 AM) *
კროსმანის ლულა უყენია?


ეგ არ ვიცი... სად უნდა ვნახო?
kaka8079
ნუ თუ არ შეგიცვლია ალბათ კროსმანის იქნება,ეს ახალი თოფია და ვერ გეტყვი რომელი ტყვია მოსწონს,მფრინავი ხარ თუ აეროპორტში ცხოვრობ?არ მიწყინო უბრალოდ ავატარმა ფა ნიკმა მიბიძგა ამ კითხვამდე.
ja_ja
pilotina
კაი ფიშტოები გიშოვია...

მარადიორი მგონი ვინცენტის არის, მაგას რავარც ვინცენტა და კოკო ამბობდნენ მართლა JSB მოსწონს ვიდრე კროსმანი.

ახლა რაც შეეხება ნასროლებს პაწა რჩევებს მოგცემ რომელიც შედეგებს გაგაუმჯოსებინებს:

1) მარადიორის მანოამეტრს ნუ უჯერებ, ეგ ზუსტ წნევას არ აჩვენებს ხოლმე... მე ჯერ მეგონა ჩემსას სჭირდა ეგეთი რაღაც, მაგრამ რეალობაში რამდენმა ათეულმა მარადიორმა არ გაიარა ჩემს ხელშიო მაგრამ ყველას ერთი პრობლემა აქვს მანომეტრი როდესაც აჩვენებს 3000 PSI-ს რეალურად რეზერვუარში არის ხოლმე 2700-2800 PSI ყველაზე კაი შემთხვევაში, მინახია ეგზემპლარები სადაც საერთოდ 3000-ზე რეალურად თოფში 2500-2600 არის ხოლმე. ასე რომ ჯობნია შეადარო ხოლმე ნასოსის მანომეტრს ან ბალონი თუ გაქვს ბალონს გაცილებით 100 თავით უკეთესი მანომეტრი აქვს და ის უფრო ზუსტად გეტყვის რეალობაში რამდენი წნევაა ამჯერად თოფში.

2) სპეც საყრდენებში არ ვიცი რას გულისხმობ, მაგრამ შეეშვი ძვირიანს, ბოლო-ბოლო აიღე პაწუა მეშოკი (თუ არ გაქვს რაიმე ბრეზენტისგან ან უხეში ნაჭრისგან შეკერე) ჩაყარე შიგნით მშრალი ქვიშა და ვსიო ეგაა შენი მეშოკი და სპეც საყრდენი... ამერიკელ სნაიპერებს ჯარში ასწავლიან თუ ბიპოდი ან დასაყრდნობი მოწყობილობა არ აქვთ შეუძლიათ ნასკი გაიხადონ, ჩაყარონ შიგნით ქვიშა და ამოუდონ თოფს თავში და ბოლოშI, გაგეცინება, მაგრამ იდეალური გამოსავალია და საგრძნობლად უკეთესობისკენ ცვლის სიზუსტეს

3) სამიზნე შემდეგში გამოიყენე სადღაც 200-300 გრამიანი მუყაო, მაგაზე გაცილებით კარგად ჯდება ნატყვიარები და აი ზედა სურათზე რომ არის სამიზნე, მაგას რომ აქვს წვეთის თავებივით ჩამოხეული აი ეგეთებს არ იკეთებს ხოლმე, შედეგად უკეთესად შეგიძლია გაზომო ჯგუფები, ნიავში უაზროდ არ ფარფატებს და არ იღუნება და ასე შემდეგ...

4) სამიზნედ გამოიყენე ისეთი ნახატი რომელსაც შუაში ექნება ან თეთრი წერტილი ან თუ შუა ნაწილია შავი იქნება მაშIნ ისე იყოს შავი რომ ბოლო წრე იყოს შავი და მანამდე ტეთრი რგოლები ჩანდეს... მოკელდ ეგ დაგეხმარება უფრო კარგფად მოძებნო ზუსტი სასროლი წერტილი, შედეგად რაღაც დიდ მასივს კი არ უმიზნებ, არამედ ერთ კონკრეტულ წერტილს, ეგ კი საგრძნობლად ცვლის ჯგუფს უკეთესობისკენ...

5) 50 მეტრისთვის შენს მარადიორს მგონი ცოა მეტი ჯერადობის ოპტიკა უნდა, თუ ქაღალდზე აპირებ სროლს, ხოლო თუ ნადირობა გინდა მაშინ იდეალური ოპტიკა გიყენია... მოკლედ იდეალურ შემთხვევაში სპორტულ სროლაში ოპტიკის ჯერადობა უნდა იყოს მანძილის ჯერადობის ტოლი, ანუ ისვრი 10 მეტრზე საჭიროა 10 x ისვრი 25-ზე უნდა გქონდეს 24-25x თუ 50-ზე იასნია რომ 50x იდეალურია, მაგრამ ნუ იასნია რომ ძვირია ეგენი მარა ნუ ნახევარი მაინც უზრუნველყავი, ანუ 24x თორემ შენი სამიზნიდან რომ იყურები ახლა მაგ დიდ შავ ლაქას ხედავ და არა კონკრეტულ გადაკვეთებს, ეგ კი გირთულებს საქმეს... ნუ ხომ ხვდები აქედან იოლია მთვარეს ესროლო დიდია და არ ააცილებ, მაგრამ რომ დაუკვირდე ნასროლი შეიძლება მოხვდეს ცენტრში ან კუთხეებში, ეგ კი რამდენი ათასი კილომეტრია განსხვავება გამოთვალე smile.gif აი შუაშI მთვალერ რომ ერთი შავი წერტილი ჰქონდეს და იმ წერტილს კარგად ხედავდე, და იმ წერტილსვე უმიზნებდე, მაშინ მოხვედრების ჯგუფი გაცილებით უკეთესი იქნება

6) ტყუილა ფულს ნუ დახარჯავ იმ სამიზნეებში ძირს რომ გაქვს მოყვანილი, ნუ ეფექტური კი არის, მაგრამ რეალობაში ფულის ხარჯია, მაგ ფასად პრინტერზე იმდენ სამიზნეს ამობეჭდავ რომ... smile.gif

pilotina
kaka8079

არა ლულა არ შემიცვლია... და თუ შეგიძლია მირჩიო რომრლი ჯობია და სად და როგორ გამოვიწერო?

P.S. კი, მფრინავი ვარ smile.gif



ja_ja

მადლობა რჩევებისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ smile.gif

თოფის მანომეტრს არ ვენდობი, ნასოსის მანომეტრის მიხედვით ვტენი სადღაც 2800-2900psi-მდე, ამ დროს თოფი მიჩვენებს 3100-3150psi... (მარადას ეგ თავისებურება უკვე ვიცოდი, გადავავლე თვალი ფორუმზე თემებს)

საყრდენს რაც შეეხება, მე ის თოფის საყრდენ-სამაგრი ვიგულისხმე ''გუდვილში'' რო იყიდება და 310 ლარი ღირს, მაგრამ შენი რჩევა ნასკის თაობაზე მომეწონა biggrin.gif (ხო, ეხლა ნასკებს არ გავაფუჭებ მაგაზე, რამეს შევკერავ)

სამიზნეზე მართალი ხარ, ცოტა ძნელია მასეთზე დამიზნება, ერთ კონკრეტულ წერტილს ვერ ხედავ, დავძებნი ინეტში უფრო მოსახერხებელს... და ის ძვირიანი სამიზნეები ისე ვიყიდე, მაინტერესებდა რას წარმოადგენდნენ...

არა, ქაღალდზე სროლას არ ვაპირებ, უფრო სანადიროდ მინდა და იმიტომ ავარჩიე ეგ ოპტიკა, კომპაქტური და მსუბუქი
pilotina
ამ რეგულატორის ყიდვა თუ ღირს? რას მირჩევთ?

http://www.ebay.co.uk/itm/BENJAMIN-MARAUDE...=item19f35f6281
geojorjika
pilotina
ჯაჯას აკეთებს მაგაზე არა ნაკლებს wink.gif თან უფრო კარგ ფასად და თან თბილისში wink.gif
ja_ja
ეგ რედუქტორი გულისხმობს იმას რომ რეზერვუარს ცალკე ხვრელი უნდა დაადო...

თუ გიღირს გახვრეტა მაშინ კიბატონო...

პირადად მე არ მიყვარს რაიმეს გაფუჭება, ყოველთვის მირჩევნია ისე გადავაკეთო რომ უკან დაბრუნების შესაძლებლობა იყოს...

აქაც ვაკეთებთ 1-2 კაცი რედუქტორებს და ცოტაოდენ იაფად, თან ისეტს რომელიც რეზერვუარში დამატებით ხვრელების გაკეთებას არ მოითხოვს, ხოლო თუ უკან დაბრუნებას გადაწყვიტავ უბრალოდ ამოიღებ რედუქტორს, ჩასვავ წინა დეტალებს და მორჩება საქმე....

P.S. სანამ ნებისმიერი რედუქტორის ჩაყენებას გადაწყვიტავ, კარგად აწონ დაწონე რას მოელი მისგან და რამდენად გიღირს... ბევრს აქვს მოლოდინი რომ რედუქტორს ჩააყენებს და მიირებს 100%-იან სიზუსტეს და ველურ ძალას. რეალობაში კი რედუქტორი რამდენიმე ათეული პარამეტრიდან მხოლოდ ერთს არეგულირებს, კონკრეტულად წნევას და უზრუნველყოფს მაქსიმალურად ერთნაირი სიჩქარით გასროლას. მეტი არაფერი საქმე მას არ აკისრია, მიზანში მოხვედრისთვის კი დანარჩენი სხვა პარამეტრებიც არსებობს რომლებიც რედუქტორის ჩაყეენბის მერე არ ქრება, მაგალითიდ ლულა,, თყვია, მსროლელი, სროლის ტექნიკა, დისტანცია, ოპტიკა და სხვა და სხვა და სხვა...

არაა იშვიათი როდესაც მსროლელი სასურველ შედეგებს აღწევს რედუქტორის ჩაყენების გარეშეც, ბევრი იღებს სადღაც 40-50 გასროლას, რედუქტორის გარეშე თითქმის ერთი და იგივე სიჩქრით... მაგრამ მაგას უნდა ჩაჯდომა, ქრონოგრაფი და თოფის სასურველ პარამეტრებზე რეგულირება...

ასე რომ კარგად აწონ დაწონე და გაანალიზე, რას მოელი, რისთვისაა და გიღის თუ არა...
TORA
pilotina
ისე რათ გინდა სხვა ლულა? ძალიან კარგად ისვრის ეგ. სანადიროდ გინდა თან და სანადიროთ გეყოფა.
pilotina
geojorjika

როგორ დაუკავშირდე? ტელეფონი აქვს? თუ მხოლოდ ამ ფორუმის მეშვეობით შეიძლება მასთან კომუნიკაცია?


ააა აგერ უპასუხია ja ja-ს, ვერ ვნახე რომ შემდეგ გვერდზე გადავიდა თემა...

pilotina
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 5th October 2014 - 10:31 PM) *
აქაც ვაკეთებთ 1-2 კაცი რედუქტორებს და ცოტაოდენ იაფად, თან ისეტს რომელიც რეზერვუარში დამატებით ხვრელების გაკეთებას არ მოითხოვს, ხოლო თუ უკან დაბრუნებას გადაწყვიტავ უბრალოდ ამოიღებ რედუქტორს, ჩასვავ წინა დეტალებს და მორჩება საქმე....


ეს კაი რამე მითხარი, ვიფიქრებ მაგაზე მე......


ციტატა(ja_ja @ 5th October 2014 - 10:31 PM) *
სანამ ნებისმიერი რედუქტორის ჩაყენებას გადაწყვიტავ, კარგად აწონ დაწონე რას მოელი მისგან და რამდენად გიღირს... ბევრს აქვს მოლოდინი რომ რედუქტორს ჩააყენებს და მიირებს 100%-იან სიზუსტეს და ველურ ძალას. რეალობაში კი რედუქტორი რამდენიმე ათეული პარამეტრიდან მხოლოდ ერთს არეგულირებს, კონკრეტულად წნევას და უზრუნველყოფს მაქსიმალურად ერთნაირი სიჩქარით გასროლას. მეტი არაფერი საქმე მას არ აკისრია, მიზანში მოხვედრისთვის კი დანარჩენი სხვა პარამეტრებიც არსებობს რომლებიც რედუქტორის ჩაყეენბის მერე არ ქრება, მაგალითიდ ლულა,, თყვია, მსროლელი, სროლის ტექნიკა, დისტანცია, ოპტიკა და სხვა და სხვა და სხვა...

ეს კი ვიცი, რედუქტორი რისთვისაც არის საჭირო და არც იმის მოლოდინი მაქვს, რომ დავაყენებ თუ არა მაშინვე 100 მეტრაზე კოღოს თვალში გავარტყავ biggrin.gif

ისე რჩევისთვის მადლობა, მოვიფიქრებ.... თუ შევძელი ისე დარეგულირება, რომ 40-45 გასროლა დაახლოებით ერთი სიჩქარით იყოს, მაშინ ალბათ არ მიღირდეს იქნება მაგის ჩაყენება
pilotina
DaV1nCh
ციტატა(DaV1nCh @ 5th October 2014 - 10:33 PM) *
ისე რათ გინდა სხვა ლულა? ძალიან კარგად ისვრის ეგ. სანადიროდ გინდა თან და სანადიროთ გეყოფა.


ხო, რავი აბა, ვნახავ როგორ გგაგრძელებს სროლას... ამ ეტაპზე ალბათ მართლაც მეყოფა რაც არის... smile.gif
koknar
pilotina
რედუქტორი არამგონია საჭირო იყოს, ეგეთი ზუსტიც არაა რო 5 მწ, სიჩქარის ცვლილებამ უკეთესი შედეგი მოგცეს, ანუ 5-7 მწ. დერეფანში კაი ბლომათ ისვრის ეგ თოფი. თან გაითვალისწინე სროლის გამოცდილებას აგროვებს თოფი smile.gif მექანიზმები ერთმანეთს ერგება ლულაც განიცდის მცირე ცვლილებებს, როგორც წესი უკეთესობისკენ. 1000-1500 გასროლაზე თუ არ ხარ ჯერ ნუ აჩქარდები

და JSB DIABOLO EXACT HEAVY რატო არ ცადე, მაგან მოგვცა კაი შედეგი.
pilotina
koknar
ციტატა(koka @ 6th October 2014 - 01:24 PM) *
მექანიზმები ერთმანეთს ერგება ლულაც განიცდის მცირე ცვლილებებს, როგორც წესი უკეთესობისკენ. 1000-1500 გასროლაზე თუ არ ხარ ჯერ ნუ აჩქარდები

და JSB DIABOLO EXACT HEAVY რატო არ ცადე, მაგან მოგვცა კაი შედეგი.


არა, ჯერ ალბათ სადღაც 500-600 გასროლა აქვს გაკეთებული... ხო, ალბათ ჯერ შევიკავებ თავს რედუქტორისგან, მალე ქრონი ჩამომივა დავტესტავ კიდე, რაღაც-რაღაცეებსაც დავარეგულირებ და მერე ვნახავ რა გამოვა..

JSB DIABOLO EXACT HEAVY არა მაქვს ჯერ, JSB DIABOLO JUMBO HEAVY-ით არის ნასროლი ზემოთ რო სურათები დავდე
pilotina
მოკლედ, გულმა ვერ მომითმინა და გადავწყვიტე კვლავ დამეტესტა თოფები და ტყვიები უკვე სახლის პირობებში (ამინდმაც ,,შემიწყო"ამ გადაწყვეტილებაში ხელი), რა თქმა უნდა ყველა საჭირო უსაფრთხოების წესის დაცვით.
ესე იგი ვისროდი 10 მეტრიდან, 10 გასროლა თვითოეულ სამიზნეში. ესეც შედეგები:

მარადიორი, ტყვია JSB EXACT JAMBO


ესეც მარადიორი, ტყვია CROSMAN PREMIER MAGNUM, აქ სამი ტყვია მოწყდა (არ მოსწონს კროსმანი ამ თოფს და რა ქნას)



ეს უკვე NP ALL WEATHER, ტყვია JSB DIABLO 8.44gr, აქ ორი მოწყდა



და ბოლოს იგივე NP და ტყვია CROSMAN DESTROYER, აქ მოწყვეტა არ არის, მაგრამ ჯგუფის ზომა უნამუსოდ დიდია.



მოკლედ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ორივე თოფს JSB უფრო მოწონთ, თუმცა JSB-ში ბევრი მხვდებოდა ასე თუ ისე დაზიანებული ტყვია. ამ სროლისას ტყვიების სელექცია არ გამიკეთებია, რაც ხელში მომხვდა ის დავტენე, მომავალში ვაპირებ თვითოეული ტყვია შევამოწმო და უვარგისები გადავდო საპლინკაოდ.
ხო, კიდე ესეთი შეკითხვა მაქვს, ტყვიებს რომ რეცხავენ და შემდეგ სპეციალურ ზეთით ამუშავებენ, ღირს ამის გაკეთება? და რამდენად იძლევა ეფექტს უკეთესობისკენ?

ja_ja
pilotina
ნუ თუ მართლა კაი შედეგი გინდა, უნდა აწონო კიდევათაც, უნდა გარეცხო კიდევათაც, უნდა გაატარო ვიზუალურ კონტროლშიც, მოკელდ ყველაფერი რაც ერთი შეხედვით დიდი არაფერია, სინამდვილეშI მიკრო მიკრო ცვლილებებს ჩითავს, რაც ბოლოს მიზანში მოხვედრაზე აისახება. ასე რომ თუ გააკეთებ უკეთესი შედეგი იქნება თუ არ გადაარჩევ მაშინ ცოტა უარესი შედეგი იქნება. რა თქმა უნდა საუბარი მილიმეტრებზე, მაგრამ ხშირად შეჯიბრის დროს კაკრაზ ეგ მილიმეტრები წყვეტს ძალიან ბევრს
kaka8079
აქ 11 მილიმეტრია თუ მე რამე მეშლება?თუ მე მართალი ვარ მაშინ ამ მანხხილზე მხოლოდ ერთი ნახვრეტი უნდა იყოს,შეუძლია ეგ ამ თოფს რომ გააკეთოს,მე მაგას 20 მეტრზეც ვაკეთებდი.
pilotina
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 8th October 2014 - 10:34 PM) *
ნუ თუ მართლა კაი შედეგი გინდა, უნდა აწონო კიდევათაც, უნდა გარეცხო კიდევათაც, უნდა გაატარო ვიზუალურ კონტროლშიც,


drinks.gif drinks.gif drinks.gif
kaka8079
pilotina
მფრინავი კი ხარ და იქნებ აეროპორტში ცხოვრობდე კიდეც:-) :-) უბრალოდ მევაეროპორტში ვცხოვრობ და არცერთი აირგანელი არ მყავს უბანში.ერთი იკაა ისიც კოლოფი და არასოდეს სცალია ისიც ავიაციაშია.
pilotina
kaka8079
ციტატა(kaka8079 @ 8th October 2014 - 10:45 PM) *
აქ 11 მილიმეტრია თუ მე რამე მეშლება?თუ მე მართალი ვარ მაშინ ამ მანხხილზე მხოლოდ ერთი ნახვრეტი უნდა იყოს,შეუძლია ეგ ამ თოფს რომ გააკეთოს,მე მაგას 20 მეტრზეც ვაკეთებდი.


კი თერთმეტია. ნუ მაცადეთ ცოტა, მაცადეთ, ორი კვირაა რაც პნევმატიკა დავიჭირე ხელში smile.gif , ნელ-ნელა გამოვასწორებ, ჯერ ასე ვთქვათ ძიების პროცესში ვარ, არც სასხლეტი დამირეგულირებია ჯერ, არც სიჩქარე, არც სიმძლავრე, არც ტყვია შემირჩევია, რომელზეც ვამუშავებ.... ასე რომ ის ეტაპები, რაც თქვენ კაი ხნის გავლილი გაქვთ, მე წინ მელოდება..
ამიტომ მინდა თქვენი რჩევები... drinks.gif

kaka8079

არა, აეროპორტში არ ვცხოვრობ smile.gif
და იკა სად მუშაობს და რა გვარისაა? თუ მფრინავია 100-იანი ვიცნობდე იქნება...
kaka8079
ის სამხედრო ავიაციაშია.
pilotina
kaka8079

ოოოო, მაშინ არა, ჩვენ გრაჟდანსკები ვართ biggrin.gif
kaka8079
pilotina
ჩვენ გრაჯდანსკი ავიაციასაც ვეხმარებით,ასე რომ თუ თოფის დარეგულირება გაქრონვა გინდა არ მოგერიდოს,ჯერ ჯერჯერობით მგონი ერთადერთი უსაქმური ვარ ამ ფორუმზე ასე რომ დროც მაქ და დროით მოპოვებული გამოცდილებაც მარადასთან მიმართებაში,ერთადერთი მის სასხლეტებს ვერ ვიტან სულ ვამტვრევ:-) :-) :-)
pilotina
kaka8079

ციტატა(kaka8079 @ 8th October 2014 - 11:10 PM) *
ჩვენ გრაჯდანსკი ავიაციასაც ვეხმარებით,ასე რომ თუ თოფის დარეგულირება გაქრონვა გინდა არ მოგერიდოს,


მადლობის მეტი რა მეთქმის.
4-5 დღეში მეც ჩამომივა ქრონი და შეგეხმიანები.

ციტატა(kaka8079 @ 8th October 2014 - 11:10 PM) *
ერთადერთი მის სასხლეტებს ვერ ვიტან სულ ვამტვრევ:-) :-) :-)


ჰოოოო, მაშინ სასხლეტს მე თვითონ დავარეგულირებ... biggrin.gif
koknar
10მ აზრი არა აქ ტყუილა ისვრი pilotina , გაღუნულ ლულიანი დისკო აკეთებდა 8 მმ ხვრელს 10 მეტრში
maqsimusa
მარადაზე გადასაკიდი რემენი მინდა რომ დავაყენო და მირჩიეთ რა შეიძლება რომ გაუყარო (არ ვიცი რა ქვია) biggrin.gif smile.gif და მერე რემენი გაუკეთო? თორე დამაწყვიტა მკლავები მაგის თრევამ.

მიხვდებით ალბათ რაზეც მაქ საუბარი.
ან სად შევიძინო
pilotina
koknar
ციტატა(koka @ 9th October 2014 - 02:32 PM) *
10მ აზრი არა აქ ტყუილა ისვრი pilotina , გაღუნულ ლულიანი დისკო აკეთებდა 8 მმ ხვრელს 10 მეტრში


ასეთ ლულიანი დისკო?



biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

და ისე ხუმრობა იქეთ იყოს და რა დისტანციაზე ჯობია გავსინჯო რისი მაქნისია?

maqsimusa

მე პირამიდაზე გამოვიწერე მარადას რემენი, თავის სამაგრებიანად.. 21 $ თბილისამდე...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.