გადავწვიტე ჩემს მარადიორს კედევ ერთი UP-ი გაუკეთო. ეს UP-ი მდგომარეობდა ე.წ. Benjamin Marauder Rifle FreeFlight Hammer Kit-ის დაყენებაში, რომელიც როგორც ავტორები ირწმუნებიან ანეიტრალებს ე.წ. ჩაქუჩის კლაპანზე მრავალჯერად დარტყმებს და ამით ეკონომიას უკეთებს ჰაერს და შესაბამისად ზრდის გასროლების რაოდენობას. ეს კიტი შევიძინე, ფასი 25 $ შიპინგის გარეშე.
თუ რა განსხვავება მომცა მისმა დაყენებამ, ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ, ეხლა კი რას წარმოადგენს და როგორ დგება.
როგორც ხედავთ შედგება სულ 5 ნაწილისაგან.

1 ციფრით აღნიშნული და მის მარჯვნივ მდებარე ნაწილი ანაცვლებენ ქარხნულ ჩაქუჩის თავს და დამრტყმელის ზამბარის სარეგულირებელ ვინტს. დანარჩენი დეტალები უბრალოდ ემატება ქარხნულ კონსტრუქციას.
აი მონტაჟის სქემა

დავიწყე კოლოფის მოხსნით


ეს ქარხნული დეტალები: ჩაქუჩი სარეგულირებელი ვინტით, ჩაქუჩის ზამბარა და ხუფი, შიგნით ჩახრახნული ზამბარის მომჭიმით. როგორც ზემოთ მოგახსენეთ სარეგულირებელი ვინტი და ზამბარის მომჭიმი შევცვალე ახალი ნაწილებით.

აქ კი უკვე გამოსახულია ასაწყობათ გამზადებული ნაწილები

1. ახალი მომჭიმი
2. კაპრონის რგოლი, რომელიც თავსდება მომჭიმსა და ზამბარას შორის.
3. ღერძი, რომელიც გადის ზამბარაში და ჩაქუჩში და ცალი მხრიდან ფიქსირდება შაიბით და მეორე მხრიდან ზედა სურათში ციფრი 1-ით აღნიშნული ჩაქუჩის დამრტყმელით.
ეხლა როგორ მუშაობს ყოველივე ეს.
ქარხნული კონსტრუქციისგან განსხვავებით, რომელშიც ჩაქუჩი ზამბარის ზემოქმედებით მუდმივად აწვება კლაპანს და გასროლის შემდეგ იგივე ზამბარის ზემოქმედებით რამოდენიმეჯერ ურტყავს კლაპანს და ამით იწვევს ჰაერის გადახარჯვას, ამ კონსტრუქციაში ჩაქუჩი კლაპანს არ ეხება გასროლის მომენტამდე. გასროლის შემდეგ კი ბრუნდება საწყის მდგომარეობაში, ანუ განმეორებით დარტყმებს კლაპანზე ადგილი აღარ აქვს, შესაბამისად არც ჰაერის გადახარჯვას აქვს ადგილი.
ეხლა მოვიყვან
ერთი წლის წინანდელ და დღევანდელ გაქრონვის შედეგებს
1. 253 m/s
2. 251 m/s
3. 253 m/s
4. 252 m/s
5. 252 m/s
6. 253 m/s
7. 252 m/s
8. 251 m/s
9. 251 m/s
10. 251 m/s
11. 253 m/s
12. 252 m/s
13. 252 m/s
14. 251 m/s
15. 251 m/s
16. 252 m/s
17. 253 m/s
18. 252 m/s
19. 251 m/s
20. 252 m/s
21. 253 m/s
22. 252 m/s
23. 253 m/s
24. 252 m/s
25. 251 m/s
26. 251 m/s
27. 254 m/s
28. 250 m/s
29. 251 m/s
30. 250 m/s
31. 244 m/s
32. 242 m/s
როგორც ხედავთ აქ 26 გასროლაა რედუქტორზე, 27-ე უკვე რედუქტორიდან ჩამოსვლაა და დანარჩენი ე.წ. პირდაპირი (კლებადი) გასროლები.
ეხლა კი ეს ცხრილი ამ კიტის დაყენების შემდეგ
1. 265 m/s
2. 264 m/s
3. 264 m/s
4. 264 m/s
5. 264 m/s
6. 264 m/s
7. 264 m/s
8. 264 m/s
9. 264 m/s
10. 264 m/s
11. 263 m/s
12. 264 m/s
13. 263 m/s
14. 264 m/s
15. 264 m/s
16. 264 m/s
17. 263 m/s
18. 264 m/s
19. 264 m/s
20. 261 m/s
21. 266 m/s
22. 261 m/s
23. 264 m/s
24. 264 m/s
25. 264 m/s
26. 264 m/s
27. 264 m/s
28. 264 m/s
29. 264 m/s
30. 262 m/s
31. 265 m/s
32. 264 m/s
33. 258 m/s
34. 260 m/s
35. 258 m/s
36. 258 m/s
37. 257 m/s
38. 256 m/s
39. 254 m/s
40. 252 m/s
როგორც ხედავთ რედუქტორზე მივიღე 32 გასროლა, ანი სამ კლიპზე მეტი და სანადიროდ კი 4 კლიპსაც გაისვრის კაცი გაჭირვებისას
მე ვფიქრობ, რომ კიდე შემიძლია გავზარდო რედუქტორზე გასროლების რაოდენობა, სხვადასხვა რეგულირებები უნდა ვცადო კიდევ.
P.S. ერთი კითხვა მაქვს PCP-ს გურუებთან:
თუ შეამჩნიეთ, რომ რედუქტორზე ძალიან სტაბილურად ისროლა მე-20, 21 და 22-ე გასროლების გარდა. რისი მიზეზი შეიძლება იყოს ეს ავარდნა ჩავარდნა?